1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
1. პირველი ესე სიტყუაი ვყავ ყოველთათვის, ჰოი ღმრთის მოყუარეო თეოფილე, რომელთა
იწყო იესო ყოფად და სწავლად
2. ვიდრე დღედ, რომლადმდე ამცინებდა მოციქულთა სულითა წმიდითა, რომელნი გამოირჩინა,
ამაღლდა,
3. რომელთაცა წარუდგინა თავი თვისი ცხოველი შემდგომად ვნებისა მისისა მრავლითა
სახითა, ორმეოცთა დღეთა ეჩუენებოდა მათ და ეტყოდა სასუფეველისათვის ღმრთისა,
4. და თანა-ექცეოდა მათ და ამცნებდა: იერუსალემით ნუ განეშორებით, არამედ მოელოდეთ
აღთქუმასა მამისასა, რომელი გესმა ჩემგან.
5. რამეთუ იოანე ნათელ-სცემდა წყლითა, ხოლო თქუენ ნათელ-იღოთ სულითა წმიდითა არა
მრავალთა ამათ დღეთა შემდგომად.
6. ხოლო რომელნი-იგი შეკრებულ იყვნეს, ჰკითხვიდეს მას და ეტყოდეს: უფალო, უკუეთუ
ამათ ჟამთა კუალად მოაგოა სასუფეველი ისრაელისა?
7. ხოლო მან ჰრქუა მათ: არა თქუენი არს ცნობაი ჟამთა და წელთაი, რომელნი-იგი
მამამან დასხნა თვისითა ხელმწიფებითა,
8. არამედ მოიღო ძალი მოსლვასა სულისა წმიდისასა თქუენ ზედა, და იყვნეთ ჩემდა
მოწამე იერუსალემს და ყოველსა ჰურიასტანსა და სამარიასა და ვიდრე დასასრუაlმდე
ქუეყნისა.
9. და ესე ვითარცა თქუა, ამაღლდა, ხედვიდეს რაი იგინი, და ღრუბელმან შეიწყნარა იგი
თუალთაგან მათთა.
10. და ვითარცა ხედვიდეს იგინი ზეცად აღსლვასა მისსა, და აჰა-ესერა ორ კაც ზედა
მოადგეს მათ სამოსელითა სპეტაკითა
11. და ჰრქუეს მათ: კაცნო გალილეველნო, რაისა სდგათ და ჰხედავთ ზეცად? ესე იესო,
რომელი ამაღლდა თქუენგან ზეცად, ეგრეთვე მოვიდეს, ვითარცა იხილე აღმავალი ზეცად.
12. მაშინ მოიქცეს იერუსალემდ მთისა მისგან, რომელსა ჰრქვიან ზეთის ხილთაი, რომელ
არს მახლობელ იერუსალემსა შაბათის გზა ოდენ.
13. და ოდეს შევიდეს, აღხდეს ქორსა მას, სადაცა იყოფოდეს პეტრე და იოვანე, იაკობ და
ანდრეა, ფილიპე და თომა, ბართლომე და მათეოს, იაკობ ალფესი და სიმონ მოშურნე და
იუდა იაკობისი.
14. ესე ყოველნი იყვნეს განკრძალულ ლოცვასა და ვედრებასა ერთბამად დედებითურთ და
მარიამ დედით იესოისით და ძმებითურთ მისით.
15. და ამათ დღეთა შინა აღდგა პეტრე შორის მოწაფეთა და თქუა
16. (იყო რიცხვი ერისაი მის ერთბამად ვითარ ას და ოც ოდენ): კაცნო ძმანო, ჯერ-იყო
აღსრულებად წერილი, რომელი-იგი წინაისწარ თქუა სულმან წმიდამან პირითა დავითისითა
იუდაისთვის, რომელი ექმნა წინამძღუარ შემპყრობელთა მათ იესოისთა,
17. რამეთუ აღრაცხილ იყო ჩუენ თანა, და ხუედრებულ წილ მსახურებისაი ამის.
18. ამან მოიგო დაბაი იგი სასყიდლითა მით სიცრუვისაითა და განსივნა და განსთქდა
შორის, და განიბნინეს ყოველნი ნაწლევნი მისნი.
19. და საცნაურ იქმნა ყოველთა მკვიდრთა იერუსალემისათა, ვიდრეღა ეწოდაცა დაბასა მას
თვისითა სიტყვითა მათითა აკელდამა, ესე იგი არს დაბაი სისხლისაი.
20. რამეთუ წერილ არს წიგნსა მას ფსალმუნთასა: იყავნ სამკვიდრებელი მისი ოხერ და ნუ
იყოფინ მკვიდრი მას შინა, და განსაგებელი მისი სხუამან მიიღენ.
21. ჯერ-არს უკუე ჩუენ თანა შეკრებულთა ამათ კაცთაი ყოველსა ჟამსა, რომელსა
შემოვიდა და განვიდა ჩუენდა უფალი იესო,
22. იწყო ნათლის-ცემითგან იოანესით ვიდრე დღემდე ამაღლებისა მისისა ჩუენგან,
მოწამედ აღდგომისა მისისა ჩუენ თანა ყოფად ერთი ამათგანი.
23. და დაადგინნეს ორნი: იოსებ, რომელსა ერქუა ბარსაბა და მერმე ეწოდა იოსტოს, და
მატათია.
24. და ილოცეს და თქუეს: შენ, უფალო, ყოველთა გულთა მეცნიერო, გამოაჩინე ერთი ამათ
ორთაგანი, რომელიცა გამოირჩიე,
25. მიღებად წილი მსახურებისაი ამის და მოციქულებისაი, რომლისაგან განვიდა იუდა
მისლვად ადგილსა თვისსა.
26. და მისცნეს წილნი მათ. და გამოუხდა წილი მატათიას და თანა-აღირაცხა ათერთმეტთა
მოციქულთა.
1. და აღსრულებასა მას დღისა მის მეერგასისასა, იყვნეს ყოველნი ერთბამად
ურთიერთას,
2. და იყო მეყსეულად ზეცით ოხრაი, ვითარცა მოწევნაი ქარისა სასტიკისაი, და აღავსო
ყოველი იგი სახლი, სადა-იგი იყვნეს მსხდომარე.
3. და ეჩუენნეს მათ განყოფანი ენათანი ვითარცა ცეცხლისანი, და დაადგრა თითოეულად
კაცად-კაცადსა მათსა ზედა.
4. და აღივსნეს ყოველნი სულითა წმიდითა და იწყეს სიტყუად უცხოთა ენათა, ვითარცა
სული იგი მისცემდა მათ სიტყუად.
5. ხოლო იყვნეს იერუსალემს დამკვიდრებულნი ჰურიანი, კაცნი ღმრთის მოშიშნი
ყოველთაგან თესლთა, რომელნი არიან ცასა ქუეშე.
6. და იყო რაი ხმაი ესე, შეკრბა სიმრავლე ერისაი და შეშფოთნეს, რამეთუ ესმოდა
თითოეულსა კაცად-კაცადსა მათსა თვისი სიტყუაი მათი, იტყოდეს რაი იგინი.
7. განჰკრთეს ყოველნი და დაუკვირდა ერთსა-ერთისა თანა და იტყოდეს: ანუ არა ესე
ყოველნი არიანა, რომელნი იტყვიან, გალილეველ?
8. და ვითარ ჩუენ გუესმის კაცად-კაცადსა თვისი სიტყუაი ჩუენი მათგან, რომელნი ვართ
9. პართნი და მიდნი და უჟიკნი და ელამიტელნი და მკვიდრნი შუა მდინარისანი,
ჰურიასტანისანი და კაბადუკიაისანი, პონტოისანი და ასიაისანი,
10. ფრიგვიაისანი და პამფვილიისანი, ეგვიპტისანი და ადგილისა ლუბიისანი, კვირინით
კერძონი და მოსრულნი ჰრომნი, ჰურიანი და მწირნი,
11. კრიტელნი და არაბიელნი, გუესმის, იტყვიან რაი ჩუენითა ენითა დიდებასა
ღმრთისასა?!
12. ხოლო განჰკრთეს ყოველნი და გამოეძიებდეს ერთი-ერთისა თანა და იტყოდეს: რაი
მე ჰნებავს ამათ ყოფად?
13. ხოლო სხუანი ეკიცხევდეს და იტყოდეს, ვითარმედ: ტკბილითა განსავსე არიან.
14. ხოლო პეტრე დადგა შორს ათერთმეტთა მათ და აღიმაღლა ხმაი თვისი და ეტყოდა მათ:
კაცნო ჰურიანო და ყოველნი რომელნი დამკვიდრებულ ხართ იერუსალემს! ესე თქუენდა ცხად
იყავნ და ყურად-იხუენით სიტყუანი ჩემნი,
15. რამეთუ არა, ვითარ თქუენ ჰგონებთ, ვითარმედ ამათ სთრავს, რამეთუ არს ჟამი
დღისაი ამის მესამე.
16. არამედ ესე არს თქუმული იგი იოელ წინაისწარმეტყუელისა მიერ:
17. და იყოს უკუნაისკნელთა დღეთა, - იტყვის უფალი ღმერთი, - მივჰფინო სულისაგან
ჩემისა ყოველსა ზედა ხორციელსა და წინაისწარმეტყუელებდენ ძენი თქუენნი და ასულნი
თქუენნი და ჭაბუკნი თქუენნი ხილვასა იხილვიდენ და მოხუცებულთა თქუენთა ჩუენებით
განვეცხადო,
18. და მონათა ჩემთა ზედა და მხევალთა ჩემთა ზედა მათ დღეთა შინა მივჰფინო
სულისაგან ჩემისა და წინაისწარმეტყუელებდენ.
19. და ვსცე ნიშებ ცათა შინა და სასწაულ ქუეყანასა ზედა, სისხლი და ცეცხლი და
არმური კუამლისაი.
20. მზე გარდაიქცეს ბნელად და მთოვარე სისხლად პირველ ვიდრე მოწევნადმდე დღისა მის
უფლისა დიდისა და განჩინებულისა.
21. და იყოს ყოველმან რომელმან ჰხადოს სახელსა უფლისასა, ცხოვნდეს.
22. კაცნო ისრაიტელნო, ისმინენით სიტყუანი ესე: იესო ნაზარეველი, კაცი განჩინებული
ღმრთისა მიერ თქუენდა მიმართ, ძალითა და ნიშებითა და სასწაულებითა, რომელნი-იგი
ქმნნა ღმერთმან მის მიერ შორის თქუენსა, ვითარცა-იგი თქუენცა უწყით,
23. ესე განჩინებულითა ზრახვითა და წინაისწარ ცნობითა ღმრთისაითა გნცემითა ხელთა
უსჯულოთაითა მიიყვანეთ და შეჰმსჭუალეთ და მოჰკალთ,
24. რომელი-იგი ღმერთმან აღადგინა და დაჰხსნნა სალმობანი სიკუდილისანი, რამეთუ ვერ
შესაძლებელ იყო დაყენებაი მისი მის მიერ.
25. რამეთუ დავით იტყვის მისთვის: წინაისწარ ვხედევდ უფალსა, წინაშე ჩემსა არს
მარადის, რამეთუ მარჯულ ჩემსა არს, რაითა არა შევიძრა,
26. ამისთვის განიხარა გულმან ჩემმან და გალობდა ენაი ჩემი, უფროის ხორცთაცა ჩემთა
დაიმკვიდრონ სასოებით.
27. რამეთუ არა დაუტეო სული ჩემი ჯოჯოხეთს და არცა სცე წმიდასა შენსა ხილვად
განსახრწნელი,
28. მაუწყენ მე, უფალო, გზანი ცხოვრებისანი და აღმავსო მე სიხარულითა პირისა
შენისაითა.
29. კაცნო ძმანო, ჯერ-არს თქუმად განცხადებულად თქუენდა მიმართ მამათმთავრისა
დავითისთვის, რამეთუ აღესრულა და დაეფლა, და საფლავი მისი არს ჩუენ შორის ვიდრე
მოდღენდელად დღედმდე.
30. წინაისწარმეტყუელი უკუე იყო და იცოდა, რამეთუ ფიცით ეფუცა მას ღმერთი
ნაყოფისაგან მუცლისა მისისა ხორციელად აღდგინებად ქრისტე და დაჯდომად საყდართა
მისთა.
31. წინაისწარ იცოდა და იტყოდა აღდგომისათვის ქრისტესისა, რამეთუ არა დაშთა სული
მისი ჯოჯოხეთს, არცა ხორცთა მისთა იხილეს განსახრწნელი.
32. ესე იესო აღადგინა ღმერთმან, რომლისა ვართ ჩუენ ყოველნი მოწამე;
33. მარჯუენითა უკუე მისითა ამაღლდა და აღთქუმაი სულისა წმიდისაი მოიღო მამისაგან
და მოჰფინა, რომელსა-ესე თქუენ აწ ჰხედავთ და გესმის.
34. რამეთუ არა დავით ამაღლდა ზეცად, ვითარცა იტყვის იგივე: ჰრქუა უფალმან უფალსა
ჩემსა: დაჯედ მარჯუენით ჩემსა,
35. ვიდრემდის დავსხნე მტერნი შენნი ქუეშე ფერხთა შენთა.
36. განცხადებულად უკუე უწყოდენ ყოველმან სახლმან ისრაელისამან, რამეთუ უფალ და
ცხებულ ყო იგი ღმერთმან, ესე იესო, რომელი თქუენ ჯუარს-აცუთ.
37. ესმა რაი ესე, შეინანეს გულითა და ჰრქუეს პეტრეს და სხუათა მათ მოციქულთა: რაი
- მე ვყოთ, კაცნო ძმანო?
38. ხოლო პეტრე ჰრქუა მათ: შეინანეთ და ნათელ-იღენ კაცად-კაცადმან თქუენმან
სახელითა უფლისა იესო ქრისტესითა მისატევებელად ცოდვათა, და მიიღოთ ნიჭი სულისა
წმიდისაი.
39. რამეთუ თქუენი არს აღთქუმაი და შვილთა თქუენთაი და ყოველთა შორიელთაი, რაოდენთა
მოუწოდის უფალმან ღმერთმან ჩვენმან.
40. და სხვითაცა მრავლითა სიტყვითა უწამებდა, ჰლოცვიდა მათ და ეტყოდა: ცხოვნდით
ნათესავისა ამის დრკუისაგან.
41. და რომელთა-იგი სიხარულით შეიწყნარეს სიტყუაი მისი, ნათელ-იღეს და შეეძინნეს
მას დღესა შინა სულნი ვითარ სამ ათასნი ოდენ.
42. და იყვნეს განკრძალულ მოძღურებასა მას მოციქულთასა და ზიარებასა და განტეხასა
პურისასა და ლოცვასა.
43. და იყო ყოველსა ზედა სულსა შიში, და მრავალი ნიშები და სასწაულები მოციქულთა
მიერ იქმნებოდა.
44. ყოველნი მორწმუნენი იყვნეს ერთბაშად, და აქუნდა ყოველივე ზოგად.
45. და დაბნებსა და მონაგებსა განჰყიდდეს და განუყოფდეს მას ყოველთა, ვითარცა ვის
რაი უხმდა.
46. და დღითი-დღედ განკრძალულ იყვნეს ტაძარსა მას შინა, აკურთხევდეს სახლ-მდაბრ
პურსა, მიიღებდეს საზრდელსა მხიარულითა და განმარტებულითა გულითა,
47. აქებდეს ღმერთსა, და აქუნდა მადლი ყოვლისა მიმართ ერისა. ხოლო უფალი შესძინებდა
ცხოვნებულთა დღითი-დღედ ეკლესიასა.
1. პეტრე და იოანე აღვიდოდეს ტაძარსა მას ჟამსა ოდენ ლოცვისასა, ცხრა ჟამს.
2. და კაცი ვინმე იყო მკელობელი დედის მუცლითგან თვისით, რომელი-იგი აღიკიდიან და
დასვიან დღითი-დღედ ბჭეთა თანა მის ტაძრისათა, რომელთა ერქუა შუნიერ, თხოვად
ქველის-საქმისა შემავალთაგან ტაძრად,
3. რომელმან იხილა პეტრე და იოანე, შე-რაი-ვიდოდეს ტაძრად, და ითხოვდა
ქველის-საქმესა მათგან.
4. მიჰხედა მას პეტრე იოანეთურთ და ჰრქუა: მოიხილე ჩუენდა.
5. ხოლო იგი ჰხედვიდა მათ და ელოდა მოღებად რასმე მათგან.
6. ჰრქუა მას პეტრე: ვეცხლი და ოქროი არა მაქუს ჩუენ, ხოლო რომელი მაქუს, გცეთ შენ
სახელითა იესო ქრისტე ნაზარეველისაითა: აღდეგ და ვიდოდე!
7. და უპყრა ხელი მარჯუენე მისი და აღადგინა. და მეყსეულად განუმტკიცნეს ფერხნი
მისნი და კოჭნი.
8. და ხლდომით აღდგა და ვიდოდა, და შევიდა მათ თანა ტაძარსა მას, და ვიდოდა და
ხლდებოდა და აქებდა ღმერთსა.
9. და იხილა იგი ყოველმან ერმან, ვიდოდა რაი და აქებდა ღმერთსა;
10. იცოდეს იგი, რამეთუ იგი იყო, რომელი ქველის-საქმისათვის ზინ ბჭეთა თანა
შუენიერთა ტაძრისათა. და აღივსნეს იგინი შიშითა და საკვირველებითა, რომელი-იგი
იქმნა მის ზედა.
11. და ვითარ-იგი ეპყრა განკურნებულსა მას მკელობელსა პეტრე და იოანე, შეკრბებოდა
მათა ყოველი ერი სტოასა მას, რომელსა ჰრქვიან სოლომონისი, საკვირველებისა მისთვის.
12. ვითარცა იხილა პეტრე, ჰრქუა ერსა მას: კაცნო ისრაიტელნი, რაისა გიკვირს ამას
ზედა? ანუ ჩუენ რაისა გუხედავთ ვითარცა თვისითა ძალითა გინა ღმრთის მსახურებითამცა
გუექმნა სლვაი მაგისი?
13. ღმერთმან აბრაჰამისმან და ისაკისმან და იაკობისმან, ღმერთმან მამათა ჩუენთამან
ადიდა ძე თვისი იესო, რომელი თქუენ მიეცით და უარ-ჰყავთ წინაშე პილატესა, რომელმან
საჯა განტევებაი მისი.
14. ხოლო თქუენ წმიდაი იგი და მართალი უარ-ჰყავთ და ითხოვეთ კაცი იგი კაცის მკლველი
მიმადლებად თქუენდა.
15. ხოლო წინამძღუარი იგი ცხოვრებისაი მოჰკალთ, რომელი ღმერთმან აღადგინა
მკუდრეთით, რომლისა ვართ ჩუენ მოწამე.
16. და სარწმუნოებითა სახელისა მისისაითა, ამას რომელსა ჰხედავთ და იცით,
განამტკიცა სახელმან მისმან. და სარწმუნოებამან მის მიერმან მოსცა მას სიცოცხლე ესე
წინაშე თქუენ ყოველთა.
17. და აწ უწყი, ძმანო, რამეთუ უმეცრებით ჰქმენით, ვითარცა-იგი მთავართა თქუენთა.
18. ხოლო ღმერთმან რომელი-იგი წინაისწარ აღუთქუა პირითა ყოველთა წინაისწარმეტყუელთა
მისთაითა ვნებაი ქრისტესი, აღასრულა ესრეთ.
19. შეინანეთ უკუე და მოიქეცით, რაითა აღიხოცნენ ცოდვანი თქუენნი,
20. რაითა, რაჟამს მოიწინენ ჟამნი განსუენებისანი პირისაგან უფლისა, და მოავლინოს,
რომელსა-იგი ხელი შეჰყავთ თქუენ, ქრისტე იესო,
21. რომლისა-იგი ჯერ-არს ზეცათა შეწყნარებაი ვიდრე ჟამადმდე კუალად-გებისა ყოველთა,
რომელთა იტყოდა ღმერთი საუკუნითგან პირითა ყოველთა წმიდათა წინაისწარმეტყუელთა
მისთაითა.
22. რამეთუ მოსე თქუა მამათა მიმართ, ვითარმედ: წინასწარმეტყუელი აღგიდგინოს თქუენ
უფალმან ღმერთმან ძმათაგან თქუენთა, ვითარცა-ესე მე; მისი ისმინეთ ყოვლისა მისებრ,
რომელსა გეტყოდის თქუენ.
23. და იყოს, ყოველმან სულმან რომელმან არა ისმინოს მის წინაისწარმეტყუელისაი,
მოისპოს იგი ერისაგან.
24. და ყოველნი წინაისწარმეტყუელნი სამოელისითგან და შემდგომითი-შემდგომად რაოდენნი
იტყოდეს და წინაისწარ უთხრობდეს დღეთა ამათ.
25. რამეთუ თქუენ ხართ შვილნი წინაისწარმეტყუელთანი და აღთქუმისანი, რომელი-იგი
აღუთქუა ღმერთმან მამათა ჩუენთა და ჰრქუა აბრაჰამს, ვითარმედ: ნათესავისა შენისა
მიმართ იკურთხეოდიან ყოველნი ტომნი ქუეყანისანი.
26. თქუენ პირველად აღგიდგინა ღმერთმან ძე თვისი იესო, რომელი-იგი მოავლინა
მაკურთხეველად თქუენდა, რაითა მოიქცეთ კაცად-კაცადი უკეთურებისაგან თქუენისა.
1. და ვიდრე ეტყოდეს-ღა იგინი ერსა მას, მოიწინეს მათ ზედა მღდელნი იგი და
ერისთავი იგი ტაძრისაი მის და სადუკეუელნი,
2. ლმობილნი და მკსინვარენი სწავლისა მისთვის ერისა და მითხრობისა იესოის მიერ
აღდგომისათვის მკუდრეთით,
3. და დაასხნეს მათ ზედა ხელნი მათნი და მისცნეს იგინი დამარხვად ხვალისა, რამეთუ
შემწუხრდებოდა.
4. და მრავალთა, რომელთა ესმა სიტყუაი იგი მათი, ჰრწმენა; და იყო რიცხვი იგი
მორწმუნეთაი მათ ვითარ ხუთ ათას ოდენ.
5. და იყო ხვალისაგან შეკრებაი მთავართა მათთაი და ხუცესთა და მწიგნობართაი
იერუსალემს.
6. და ანა მღდელთ მოძღუარი და კაიაფა, და იოანე და ალექსანდრე და რავდენნი იყვნეს
ნათესავისაგან მღდელთ მოძღუართაისა.
7. და დაადგინნეს იგინი შორის მათსა და ჰკითხვიდეს: რომლითა ძალითა, ანუ რომლითა
სახელითა ჰქმენით თქუენ ესე?
8. მაშინ პეტრე აღივსო სულითა წმიდითა და ჰრქუა მათ: მთავარნო ერისანო და
მოხუცებულნო ისრაელისანო,
9. უკუეთუ ჩუენ დღეს განვიკითხვით ქველის-საქმესა ზედა კაცისა უძლურისასა, რომლითა
ესე ცხოვნდა,
10. ცხად იყავნ თქუენ ყოველთა და ყოვლისა ერისა ისრაელისა, ვითარმედ სახელითა იესო
ქრისტე ნაზარეველისაითა, რომელი თქუენ ჯუარს-აცუთ, რომელი-იგი ღმერთმან აღადგინა
მკუდრეთით, ამის მიერ დგას ესე წინაშე თქუენსა ცოცხალი.
11. ესე არს ლოდი იგი, რომელი შეურაცხ იქმნა თქუენ მიერ მაშენებელთა, რომელი იქმნა
თავ საკიდურთა,
12. და არავინაი არს სხვით ცხოვრებაი და არცაღა არს სახელი სხუაი ცასა ქუეშე
მოცემული კაცთა, რომლითამცა ჯერ-იყო ცხოვრებაი ჩუენდა.
13. ხოლო იგინი ხედვიდეს რაი პეტრესსა მას განცხადებულებასა და იოანესსა, და
უწყოდეს, რამეთუ კაცნი უწიგნონი არიან და უმეცარნი, დაუკვირდა, იცოდნეს იგინი,
რამეთუ იესოის თანა იყვნეს.
14. და კაცსა მას ხედვიდეს მათ თანა მდგომარესა განკურნებულსა და ვერ ეძლო მათა
ცილობად.
15. და ბრძანეს განსლვაი მათი გარეშე კრებულისაგან, იტყოდეს ურთიერთას
16. და თქუეს: რაიმე უყოთ კაცთა ამათ, რამეთუ სასწაული განცხადებული იქმნა მათ
მიერ, ყოველთა შორის მკვიდრთა იერუსალემისათა ჩანს და ვერ ხელ-გუეწიფების
უარისყოფად?
17. არამედ რაითა არა უფროის განითქუას ერსა შორის, შინებით უთქუმიდეთ მათ, რაითა
არა უთხრობდენ სახელითა ამით არავის კაცსა.
18. და მოუწოდეს მათ და ამცნეს ყოვლითურთ არა სიტყუად, არცა სწავლად სახელითა
იესოისითა.
19. ხოლო პეტრე და იოანე მიუგეს და ჰრქუეს მათ: უკუეთუ სამართალ არს წინაშე ღმრთისა
თქუენი სმენაი უფროის, ანუ ღმრთისაი, საჯეთ.
20. რამეთუ ჩუენ ვერ ხელ-გუეწიფების, რომელი-იგი გუესმა და ვიხილეთ, ვითარმცა არა
ვიტყოდეთ.
21. ხოლო იგინი ამას ზედა უთქუმიდეს-ვე და განუტევნეს, რამეთუ ვერ ჰპოებდეს,
ვითარმცა ტანჯნეს იგინი ერისა მისთვის, რამეთუ ყოველნი ადიდებდეს ღმერთსა საქმისა
მისთვის.
22. რამეთუ უმეტეს ორმეოცისა წლისა იყო კაცი იგი, რომელსა ზედა იქმნა სასწაული ესე
კურნებისაი.
23. ხოლო ესენი, ვითარცა განუტევნეს მათ, მოვიდეს თვისთა თანა და უთხრეს მათ, რაი-
იგი მღდელთ მოძღუართა და მოხუცებულთა ჰრქუეს მათ.
24. ხოლო მათ, ვითარცა ესმა ესე, აღიღეს ერთბამად ხმაი ღმრთისა მიმართ და თქუეს:
უფალო ღმერთო, შენ ხარ, რომელმან ჰქმნენ ცაი და ქუეყანაი და ზღუაი და ყოველი, რაი
არს მათ შინა,
25. რომელმან მამისა ჩუენისა დავით მონისა შენისა პირითა სთქუ სულისა მიერ წმიდისა:
რად აღიძრნეს წარმართნი და ერმან იზრახა ცუდი?
26. მოვიდეს მეფენი ქუეყანისანი და მთავარნი შეკრბეს ერთად უფლისათვის და ცხებულისა
მისისათვის.
27. რამეთუ შეკრბეს ჭეშმარიტად ქალაქსა ამას წმიდასა ძესა შენსა ზედა იესოს,
რომელსა შენ სცხე, ჰეროდე და პონტიელი პილატე თესლებითურთ ერისა თანა ისრაელისა
28. საქმედ, რავდენი ხელმან შენმან და ზრახვამან შენმან წინაისწარ განაჩინა ყოფად.
29. და აწცა, უფალო, მოჰხედენ თქუმასა ამას მათსა ზედა და მოეც მონათა შენთა
ყოვლითა განცადებულებითა სიტყუად სიტყვისა შენისა,
30. განრთხმად ხელი შენი კურნებად და სასწაულებისა და ნიშებისა ყოფად სახელითა
წმიდისა ძისა შენისა იესოისითა.
31. და ლოცვასა მათსა შეიძრა ადგილი იგი, სადა იყვნეს შეკრებულ, და აღივსნეს
ყოველნი სულითა წმიდითა და იტყოდეს სიტყუასა მას ღმრთისასა განცხადებულად.
32. ხოლო სიმრავლისა მის მორწმუნეთაისა იყო გული და გონებაი ერთ, და არცა ერთმან
ვინ თქვის მონაგები მისი თვისად, არამედ იყო ყოველივე მათდა ზოგად.
33. და ძალითა დიდითა ჰყოფდეს მოციქულნი წამებასა მას აღდგომისასა უფლისა ჩუენისა
იესო ქრისტესსა. და მადლი დიდი იყო მათ ყოველთა ზედა.
34. და არავინ იყო ნაკლულევან მათ შორის, რამეთუ რომელნი-იგი პოვნიერ იყვნეს
სახლებისა გინა დაბნებისა, განჰყიდდეს და მოაქუნდა სასყიდელი განსყიდულთაი მათ
35. და დასდებდეს ფერხთა თანა მოციქულთასა, და მიეცემოდა კაცად-კაცადსა, რაიცა ვის
უხმდა.
36. ხოლო იოსებ, რომელსა ეწოდა ბარნაბა მოციქულთა მიერ, რომელი გამოითარგმანების ძე
ნუგეშინის-ცემისაი, ლევიტელი კვიპრელი ნათესავით,
37. ამას აქუნდა დაბაი და განყიდა იგი და მოიღო ფასი და დადვა ფერხთა თანა
მოციქულთასა.
1. კაცი ვინმე იყო ანანია სახელით, საპფირაის თანა, ცოლისა მისისა, განყიდა
დაბაი
2. და გამოახუა სასყიდლისა მისგან, - უწყოდა ესე ცოლმანცა მისმან, - და მოიღო ზოგი
რავდენიმე და დადვა ფერხთა თანა მოციქულთასა.
3. ხოლო პეტრე ჰრქუა მას: ანანია, რაისათვის აღავსო გული შენი ეშმაკმან ცრუებად
სულისა წმიდისა გამოხუებად სასყიდელსა მის დაბისასა?
4. ანუ არა, იყო რაი, შენი იყო და, გან-რაი-ჰყიდე, ხელმწიფებასავე შენსა იყოა? და
რაისათვის დაიდევ საქმე ესე გულსა შენსა? არა ეცრუვე შენ კაცთა, არამედ ღმერთსა.
5. ვითარცა ესმნეს სიტყუანი ესე ანანიას, დაეცა და სულნი წარჰხდეს. და დაეცა შიში
დიდი ყოველთა, რომელთა ესმა ესე.
6. და აღდგეს ჭაბუკნი და შემოსეს იგი და განიღეს და დაჰფლეს.
7. და იყო ვითარ სამისა ოდენ ჟამისა დაყოვნება, და ცოლმან მისმან არა უწყოდა საქმე
ესე, და შევიდა.
8. ჰრქუა მას პეტრე: მითხრ მე, უკუეთუ ესოდენის განჰყიდეთ დაბაი იგი? ხოლო მან
ჰრქუა: ჰე, ეგოდენის.
9. ჰრქუა მას პეტრე: რაისათვის ესრეთ შეითქუენით თქუენ განცდად სულსა უფლისასა? ანუ
არა აჰა ესერა ფერხნი დამფლველთა ქმრისა შენისათანი კართა ზედა დგანან და განგიღონ
შენცა?
10. და დაეცა მეყსეულად ფერხთა თანა მისთა და სულნი წარჰხდეს. შევიდეს ჭაბუკნი იგი
და პოვეს იგი მომკუდარი და განიღეს და დაჰფლეს ქმრისა მისისა თანა.
11. და იყო შიში დიდი ყოველსა მას ზედა კრებულსა და ყოველთა, რომელთა ესმა ესე.
12. ხოლო ხელითა მოციქულთაითა იქმნებოდა სასწაულები და ნიშები მრავალი ერსა შორის.
და იყვნეს ყოველნი ერთბამად სტოასა მას სოლომონისსა.
13. ხოლო სხუათა მათ ვერვის ძალ-ედვა შეხებად მათდა, რამეთუ ადიდებდა მათ ერი იგი.
14. უფროის-ღა შეეძინებოდეს მორწმუნენი უფალსა, სიმრავლე მამათაი და დედათაი,
15. ვითარმედ უბანთაცა ზედა გამოაქუნდეს უძლურნი და დასდგმიდეს ცხედრებითა და
საკაცებითა, რაითა მოსლვასა მას პეტრესსა აჩრდილი ოდენ ვისმე მისი შეადგეს
მათგანსა.
16. და შეკრბებოდა სიმრავლე გარემო ქალაქებისაი იერუსალემს და მოაქუნდეს უძლურნი და
შეპყრობილნი სულთაგან არაწმიდათა და განიკურნებოდეს ყოველნი.
17. აღდგა მღდელთ მოძღუარი იგი და ყოველნი მისთანანი, რომელ-იგი იყო წვალებაი
სადუკეველთაი, აღივსნეს შურითა.
18. და დაასხნეს ხელნი მათნი მოციქულთა ზედა და შესხნეს იგინი საპყრობილესა შინა
დამარხვად ხვალისამდე.
19. ხოლო ანგელოზმან უფლისამან ღამე განუხუნა კარნი საპყრობილისანი და გამოყვანნა
იგინი და ჰრქუა:
20. მივედით და დადეგით და ეტყოდეთ ტაძარსა შინა ერსა მას ყოველთა მათ სიტყუათა
ამის ცხორებისა.
21. ხოლო მათ ვითარცა ესმა ესე, შევიდეს ცისკარს ოდენ ტაძრად და ასწავებდეს. მაშინ
მოვიცებულთა ძეთა ისრაელისათა, და მისთანანი, და მოუწოდეს შესაკრებელსა მას და
ყოველთა მოხუცებულთა ძეთა ისრაელისათა, და მიავლინნეს საპყრობილედ მოყვანებად
მოციქულთა.
22. ხოლო მი-რაი-ვიდეს მსახურნი იგი, არა პოვნეს იგინი საპყრობილესა შინა და
მოიქცეს იგინი
23. და უთხრეს მათ და ჰრქუეს, ვითარმედ: საპყრობილე იგი ვპოვეთ დახშული ყოვლითა
კრძალულებითა და მცველნი იგი მდგომარენი წინაშე კართა; ხოლო განრაივაღეთ, შინა
არავინ ვპოვეთ.
24. და ვითარცა ესმენეს სიტყუანი ესე ერისთავსა მას ტაძრისასა და მღდელთ მოძღუართა,
განიზრახვიდეს მათთვის, ვითარმედ: რაიმე იქმნა ესე?
25. მო-ვინმე-ვიდა და უთხრა მათ და ჰრქუა, ვითარმედ: აჰა ესერა კაცნი იგი, რომელნი
თქუენ შესხენით საპყრობილესა ძარსა შინა, დგანან და ასწავებენ ერსა.
26. მაშინ წარვიდა ერისთავი იგი მსახურთა თანა და მოიყვანნა იგინი არა ძლით, რამეთუ
ეშინოდა ერისა მის, ნუუკუე ქვაი დაჰკრიბონ.
27. და ვითარცა მოიყვანნს იგინი, დაადგინნეს შორის კრებულსა და ჰკითხვიდა მათ
მღვდელთ მოძღუარი იგი
28. და ჰრქუა: არა მცნებით გამცენით თქუენ, რაითა არღარა ასწავებდეთ სახელითა ამით,
და აჰაესერა აღგივსიეს იერუსალემი მოძღუარებითა თქუენითა და გნებავს მოწევნად ჩუენ
ზედა სისხლი კაცისაი ამის?
29. მიუგო პეტრე და მოციქულთა და ჰრქუეს: მორჩილებაი ჯერ-არს ღმრთისაი უფროის,
ვიდრე კაცთაი.
30. ღმერთმან მამათა ჩუენთამან აღადგინა იესო, რომელსა-იგი თქუენ ხელნი შეასხენით
და დამოჰკიდეთ ძელსა;
31. ესე ღმერთმან წინამძღურად და მაცხოვრად აღამაღლა მარჯუენითა თვისითა მიცემად
სინანული ისრაელსა და მოტევებაი ცოდვათაი.
32. და ჩუენ ვართ მოწამე მისა სიტყუათა ამათ და სული წმიდაი, რომელ მოსცა ღმერთმან
მორწმუნეთა მისთა.
33. ხოლო მათ ვითარცა ესმა ესე, განიხერხებოდეს და განიზრახვიდეს მოკლვასა მათსა.
34. ხოლო აღ-ვინმე-დგა კრებულსა მას შორის ფარისეველი, სახელით გამალიელ, სჯულის
მოძღუარი, პატიოსანი ყოველსა ერსა შორის, და ბრძანა მცირედ გარე განყვანებაი
მოციქულთაი,
35. და ჰრქუა მათ: კაცნო ისრაიტელნო, ეკრძალენით თავთა თქუენთა კაცთა ამათგან, რაი
გეგულების ყოფად.
36. რამეთუ უწინარეს დღეთა ამათ აღდგა თევდა და იტყოდა თავსა თვისსა, ვითარმედ არს
ვინმე, რომელსა მისდევდეს კაცნი რიცხვით ვითარ ოთხას ოდენ, რომელ იგიცა მოისპო, და
ყოველნი მორჩილნი მისნი განიბნინეს და იქმნნეს ვითარცა არარაი.
37. ამისა შემდგომად აღდგა იუდა გალილეველი დღეთა მათ სოფლის წერისათა და განიდგინა
ერი მრავალი შემდგომად მისსა; და იგიცა წარწყმდა და ყოველნი მორჩილნი მისნი
განიბნინეს.
38. და აწცა გეტყვი თქუენ: განეშორენით კაცთა ამათგან და უტევენით იგინი, რამეთუ,
უკუეთუ არს კაცთაგან ზრახვაი ესე გინათუ საქმე ესე, დაჰხსნდეს; ხოლო უკუეთუ
ღმრთისაგან არს, ვერ ხელ-გეწიფების დახსნად მისა, ნუუკუე ღმრთის მოლალეცა იპოვნეთ.
39. ხოლო იგინი ერჩდეს მას. და მოუწოდეს მოციქულთა, ტანჯნეს იგინი და ამცნეს, რაითა
არღარა იტყოდიან სახელითა იესოისითა, და განუტევნეს იგინი.
40. ხოლო იგინი წარვიდეს პირისაგან მის კრებულისა და უხაროდა, რამეთუ ღირს იქმნნეს
სახელისა მისისათვის გინებად.
41. და ყოველსა დღესა ტაძარსა მას შინა და სახლსა არა დასცხრებოდეს მოძღურებითა და
სახარებითა იესო ქრისტესითა.
1. ამათ დღეთა შინა განმრავლებასა მას მოწაფეთასა იყო დრტვინვაი ბერძენთაი
ებრაელთა მიმართ, რამეთუ უგულებელს-იქმნებოდეს მსახურებაი იგი დღითი-დღედი ქურივთა
მათთაი.
2. მაშინ მოუწოდეს ათორმეტთა მათ სიმრავლესა მას მოწაფეთასა და ჰრქუეს: არა სათნო
არს ჩუენდა დატევებაი სიტყვისა ღმრთისაი და მსახურებაი ტაბლებსა.
3. აწ გამოირჩიენით, ძმანო, კაცნი თქუენგანნი, რომელნი წამებულ იყვნენ შვიდნი,
სავსენი სულითა წმიდითა და სიბრძნითა, რომელნი დავადგინნეთ სახმარსა ამას ზედა,
4. ხოლო ჩუენ ლოცვასა და მსახურებასა ამის სიტყვისასა განვეკრძალნეთ.
5. და სათნო უჩნდა სიტყუაი ესე წინაშე ყოვლისა მის სიმრავლისა. და გამოირჩიეს
სტეფინე, კაცი სავსე სარწმუნოებითა და სულითა წმიდითა, და ფილიპე და პროხორონ და
ნიკანორა და ტიმონა და პარმენა და ნიკოლაოს, მწირი ანტიოქელი,
6. და დაადგინნეს წინაშე მოციქულთა და ილოცეს, და დაასხნეს მათ ზედა ხელნი მათნი.
7. და სიტყუაი იგი ღმრთისაი აღორძნდებოდა და განმრავლდებოდა რიცხვი იგი მოწაფეთაი
იერუსალემს შინა ფრიად და მრავალი ერი მღდელთაი მათ ერჩდა სარწმუნოებასა.
8. ხოლო სტეფანე სავსე იყო მადლითა და ძალითა, იქმოდა სასწაულებსა და ნიშებსა
დიდ-დიდსა ერსა შორის.
9. აღ-ვინმე-დგეს კრებულისა მისგან, რომელსა ჰრქვიან ლიბირტიმელთაი და კვირინელთაი
და ალექსანდრელთაი და კილიკიაით და ასიაით, და გამოეძიებდეს სტეფანეს თანა
სიტყუასა,
10. და ვერ შეუძლებდეს წინა დადგომად სიბრძნითა მით და სულითა წმიდითა, რომლითა
იტყოდა იგი.
11. მაშინ აბირნეს ვინმე კაცნი, რომელნი იტყოდეს, ვითარმედ: გუესმნეს მაგისგან
სიტყუანი გმობისანი, რომელთა იტყოდა მოსესთვის და ღმრთისა.
12. და აღძრეს ერი იგი და მოხუცებულნი და მწიგნობარნი და ზედა მიადგეს და აღიტაცეს
იგი და მოიყვანეს წინაშე კრებულისა,
13. და წარმოადგინნეს მოწამენი ცრუნი, რომელთა თქუეს: კაცი ესე არა დასცხრების
სიტყუად სიტყუათა გმობისათა ადგილისა ამისათვის წმიდისა და სჯულისა,
14. რამეთუ გუესმა მაგისგან, იტყოდა რაი, ვითარმედ: იესო ნაზარეველმან დაარღვიოს
ადიგილი ესე და ცვალოს სჯული, რომელი მომცა ჩუენ მოსე.
15. და მიჰხედეს მას ყოველთა, რომელნი სხდეს კრებულსა შინა, და იხილეს პირი მისი
ვითარცა პირი ანგელოზისაი.
1. ჰრქუა მას მღდელთ მოძღუარმან მან: უკუეთუ ესე ესრეთ არსა?
2. ხოლო მან თქუა: კაცნო, ძმანო და მამანო, ისმინეთ ჩემი! ღმერთი დიდებისაი ეჩუენა
მამასა ჩუენსა აბრაჰამს, ვიდრე იყო-ღა იგი შუა მდინარეს, პირველ დამკვიდრებისა
მისისა ქარანს შინა, და ჰრქუა მას:
3. გამოვედ ქუეყანისაგან შენისა და ნათესავისაგან შენისა და მოვედ ქვეყანად, რომელი
მე გიჩუნო შენ.
4. მაშინ გამოვიდა ქუეყანისაგან ქალდეველთაისა და დაეშენა ქარანს შინა და მიერ
შემდგომად სიკუდილისა მამისა მისისა დაამკვიდრა იგი ქუეყანასა ამას, რომელსა-ესე აწ
თქუენ დამკვიდრებულ ხართ.
5. და არა სცა მას სამკვიდრებელი მას შინა, არცა ფერხის წარსადგმელ, და აღუთქვა
მიცემად მას იგი სამკვიდრებელად და ნათესავსა მისსა შემდგომად მისსა. და არა ესუა
მას შვილი.
6. ეტყოდა მას ღმერთი ესრეთ, ვითარმედ: მწირ იყოს ნათესავი შენი ქუეყანასა უცხოსა,
და დაიმონებდენ მათ და ძვირსა უყოფდენ ოთხას წელ.
7. და ნათესავი იგი, რომელსა ჰმონებდენ, ვსაჯო მე, თქუა უფალმან, და ამისა
შემდგომად გამოვიდენ და მმსახურებდენ მე ქუეყანასა ამას.
8. და მოსცა მას სჯული წინადაცუეთისაი, და მან შვა ისაკი და წინა-დასცვითა მას
მერვესა დღესა, და ისაკმან – იაკობს და იაკობმან – ათორმეტთა მათ მამათმთავართა.
9. და მამათმთავარნი იგი ეშურებოდეს იოსებს და განყიდეს იგი ეგვიპტეს. და იყო
ღმერთი მის თანა
10. და განარინა იგი ყოველთაგან ჭირთა მისთა და მოსცა მას მადლი და სიბრძნე წინაშე
ფარაო მეფისა მეგვიპტელთაისა და დაადგინა იგი მთავრად ეგვიპტესა ზედა და ყოველსა
ზედა სახლსა მისსა.
11. იყო სიყმილი ეგვიპტეს და ყოველსა ქუეყანასა ქანანისასა და ჭირი დიდი, და არა
ჰპოვებდეს საზრდელსა მამანი ჩუენნი.
12. ხოლო ესმა იაკობს, ვითარმედ არს საზრდელი ეგვიპტეს, წარავლინნა მამანი ჩუენნი
პირველად.
13. და მეორესა ჯერსა გამოეცხადა იოსებ ძმათა თვისთა. და განეცხადა ფარაოს ნათესავი
იოსებისი.
14. და მიავლინა იოსებ და მოუწოდა მამასა თვისსა იაკობს და ყოველსა ნათესავსა
თვისსა, სულსა სამეოც და ათხუთმეტსა.
15. და შთავიდა იაკობ ეგვიპტედ და აღესრულა იგი და მამანი ჩუენნი.
16. და მოიხუნეს იგინი სვიქემდ და დაისხნეს საფლავსა მას, რომელ მოიგო აბრაჰამ
სასყიდლითა ვერცხლისაითა ძეთაგან ემორისთა სვიქემს.
17. და ვითარცა მოეახლა ჟამი იგი აღთქუმისაი, რომლისათვის ეფუცა ღმერთი აბრაჰამს,
აღორძნდა ერი იგი და განმრავლდა ეგვიპტეს შინა,
18. ვიდრემდის აღდგა სხვაი მეფე ეგვიპტესა ზედა, რომელმან არა იცოდა იოსები.
19. ესე ჰმძლავრობდა ნათესავსა ჩუენსა და ბოროტსა უყოფდა მამათა ჩუენთა და
გარე-განუთხევდა ყრმათა მათთა, რაითა არა ცხოვნდენ,
20. რომელსა ჟამსა იშვა მოსე. და იყო იგი მკვირცხლ წინაშე უფლისა და იზარდებოდა სამ
თუე სახლსა შინა მამისა თვისისასა.
21. და ვითარცა განაგდეს იგი გარე, აღიქუა იგი ასულმან ფარაოისმან და განზარდა იგი
თვისა თვისისა შვილად.
22. და განისწავლა მოსე ყოვლითა სიბრძნითა მეგვიპტელთაითა და იყო იგი ძლიერ
სიტყვითა და საქმითა მისთა.
23. და ვითარცა აღესრულნეს ორმეოცნი წელნი ჟამთა მისთანი, მოუხდა გულსა მისა
მიხედვად ძმათა თვისთა ძეთა ისრაელისათა,
24. და იხილა ვინმე დაწუნებული, ერეოდა, და იყო შურისგებაი და დაწუნებულისა მისთვის
და მოკლა მეგვიტელი იგი.
25. ჰგონებდა, ვითარმედ გულისხმა-ყონ ძმათა მისთა, რამეთუ ხელითა მისითა მოსცეს მათ
ღმერთმა ცხოვრებაი, ხოლო მათ არა გულისხმა-ყვეს.
26. კუალად მეორესა დღესა იხილნა ვინმე მოლალენი, და დააგებდა მათ მშვიდობად და
ჰრქუა: კაცნო, თქუენ ძმანი ხართ, რაისათვის ავნებთ ურთიერთას?
27. ხოლო რომელი-იგი ავნებდა მოყვასსა, აჭენა მას და ჰრქუა: ვინ დაგადგინა შენ
მთავრად და მსაჯულად ჩუენ ზედა?
28. ანუ ჩემიცა მოკლვაი გნებავს, ვითარ-იგი მოჰკალ გუშინ მეგვიპტელი იგი?
29. და ივლტოდა მოსე სიტყვითა ამით, და მწირობდა იგი ქუეყანასა მადიამისასა,
სადა-იგი ეხსნეს ორ ძე.
30. და ვითარცა აღესრულნეს ორმეოცნი წელნი, ეჩუენა მას უდაბნოსა მთისა სინისასა
ანგელოზი უფლისაი ალითა ცეცხლისაითა მაყულოვნით.
31. ხოლო მოსე იხილა რაი, დაუკვირდა ხილვაი იგი. და ვითარ მივიდოდა განცდად, იყო
მისა მიმართ ხმაი უფლისაი:
32. მე ვარ ღმერთი მამათა შენთაი, ღმერთი აბრაჰამისი, ღმერთი ისაკისი და ღმერთი
იაკობისი. შეძრწუნდა მოსე და ვერ ეძლო განცდად.
33. ჰრქუა მას უფალმან: წარიხადენ სანდალნი ფერხთაგან შენთა, რამეთუ ადგილი ეგე.
რომელსა ზედა სდგა, ქუეყანაი წმიდაი არს,
34. ხილვით ვიხილე ჭირი ერისა ჩემისაი, რომელ არს ეგვიპტეს და სულ-თქუმანი მათნი
მესმენეს და განრდამოვხედ განრინებად მათთა, და აწ მოვედ და მიგავლინო შენ
ეგვიპტედ.
35. ესე მოსე, რომელი უარყვეს და თქუეს: ვინ დაგადგინა შენ მთავრად და მსაჯულად
ჩუენ ზედა, ესე ღმერთმან მთავრად და მხსნელად მოუვლინა ხელითა მის ანგელოზისაითა,
რომელი ეჩუენა მაყულოვანსა მას შინა.
36. ამან გამოიყვანნა იგინი და ქმნა ნიშები და სასწაულები ქუეყანასა მას
ეგვიპტისასა და ზღუასა მას მეწამულსა და უდაბნოსა ზედა ორმეოც წელ.
37. ესე არს მოსე, რომელმან-იგი ჰრქუა ძეთა ისრაელისათა, ვითარმედ:
წინაისწარმეტყუელი აღგიდგინოს თქუენ უფალმან ღმერთმან თქუენმან ძმათაგან თქუენთა
ვითარცა-ესე მე, მისი ისმინეთ.
38. ესე არს, რომელი იყო კრებულსა მას თანა უდაბნოსა ზედა ანგელოზისა მის თანა,
რომელი ეტყოდა მას მთასა სინასა და მამათა ჩუენთა, რომელმან შეიწყნარნა სიტყუანი
იგი ცხოვრებისანი მოცემად ჩუენდა.
39. რომელთაი არა ინებეს დამორჩილებად მამათა მათ ჩუენთა, არამედ განიშორნეს და
მიიქცეს გულითა მათითა ეგვიპტედ.
40. ეტყოდეს აჰრონს: მიქმნენ ჩუენ ღმერთნი, რომელნი წინა მიძღოდიან ჩუენ, რამეთუ
მოსე ესე, რომელმან გამომიყვანნა ჩუენ ქუეყანით ეგვიპტით, არა ვიცით, თუ რაი
შეემთხვია მას.
41. და ქმნეს ხბოი მათ დღეთა შინა და შეიწირეს მსხუერპლი კერპისა მის და იხარებდეს
ქმნულსა ხელთა მათთასა.
42. მიაქცინა და მისცნა იგინი ღმერთმან მსახურებად ძალთა ცისათა, ვითარცა წერილ არს
წიგნსა წინაისწარმეტყუელთასა: საკლველებსა ნუ და მსხუერპლებსა შესწირევდით ჩემდა
უდაბნოსა ზედა ორმეოც წელ, სახლო ისრაელისაო?
43. და აღიღედ კარავი იგი მოლოქისი და ვარსკულავი ღმრთისა თქუენისა რემფაისი,
კერპნი იგი, რომელ ჰქმნენით თაყუანის-საცემელად, და მიგხადნე თქუენ მიერ კერძო
ბაბილონსა.
44. კარავი იგი საწამებელი იყო მამათა ჩუენთა თანა უდაბნოსა ზედა, ვითარცა-იგი
უბრძანა, რომელი-იგი ეტყოდა მოსეს საქმედ მისა მსგავსად ხატისა მის, რომელი-იგი
ეხილვა,
45. რომელცა-იგი შემოიღეს მამათა ჩუენთა შემდგომითი –შემდგომად ისოის თანა
დამკვიდრებასა მას წარმართთასა, რომელნი-იგი მოსრნა ღმერთმან პირისაგან მამათა
ჩუენთაისა ვიდრე დღეთამდე დავითისთა.
46. რომელმან პოვა მადლი წინაშე ღმრთისა და ითხოვა პოვნად საყოფელი ღმრთისა
იაკობისი.
47. ხოლო სოლომონცა უშენა მას სახლი.
48. არამედ არა თუ მაღალი იგი ხელით ქმნულთა ტაძართა შინა დამკვიდრებულ არს,
ვითარცა წინაისწარმეტყუელი იტყვის:
49. ცანი საყდარნი ჩემნი და ქუეყანაი კუარცლბერკი არს ფერხთა ჩემთაი. ვითარი სახლი
მიშენოთ მე, თქუა ღმერთმან, ანუ რაი-მე ადგილი იყოს განსასუენებელისა ჩემისაი?
50. ანუ არა ხელმან ჩემმან შექმნა ესე ყოველნი?
51. ქედ-ფიცხელნო და წინა-დაუცუეთელნო გულითა და სასმენელითა, თქუენ მარადის სულსა
წმიდასა ანტაკრად წინა-აღუდგებით, ვითარცა მამანი თქუენნი, ეგრეცა თქუენ.
52. რომელნიმე წინაისწარმეტყუელთაგანნი არა დევნნეს მამათა მათ თქუენთა? და
მოსწვიდნეს, რომელნი წინაისწარ უთხრობდეს მოსვლასა მას მართლისასა, რომლისა-იგი აწ
თქუენ შინაგანმცემელ და მკლველ იქმნენით,
53. რომელთა მოიღეთ სჯული ბრძანებისაებრ ანგელოზთაისა და არა დაიმარხეთ.
54. ხოლო მათ ვითარცა ესმოდა ესე, განიხერხებოდეს გულითა მათითა და იღრჭენდეს მის
ზედა კბილთა მათთა.
55. ხოლო იგი სავსე იყო სულითა წმიდითა, ახედნა ცად და იხილა დიდებაი ღმრთისაი და
იესო, მდგომარე მარჯუენით ღმრთისა.
56. და თქუა: აჰა ესერა ვხედავ ცათა განხუმულთა და ძესა კაცისასა, მარჯუენით
ღმრთისა მდგომარესა.
57. ხოლო მათ ხმითა მაღლითა ღაღად-ყვეს და ხელნი ყურთა შეისხნეს და მიჰმართეს
ერთბამად მის ზედა;
58. და განიყვანეს გარეშე ქალაქსა და ქვასა დაჰკრებდეს. და მკლველნი იგი დასდებდეს
სამოსელსა მათსა ფერხთა თანა ჭაბუკისა ვისთამე, რომელსა სახელი ერქუა სავლე.
59. და ქვასა დაჰკრებდეს სტეფანეს. ხოლო იგი ილოცვიდა და იტყოდა: უფალო იესო
ქრისტე, შეივედრე სული ჩემი.
60. და დაიდგინა მუხლნი და ხმითა დიდითა თქუა: უფალო, ნუ შეურაცხ ამათ ცოდვასა
ამას. და ესე ვითარცა თქუა, დაიძინა.
1. ხოლო სავლე იყო თანა-ჯერ-მჩინებელ მოკლვასა მისსა.
2. იყო მას დღესა შინა დევნულებაი დიდი ეკლესიათა მათ ზედა, რომელნი იყვნეს
იერუსალემს. და ყოველნივე განიბნინეს სოფლებსა მას ჰურიასტანისასა და სამარიაი
სასა, თვინიერ ხოლო მოციქულთა.
3. და შემოსეს სტეფანე კაცთა ღმრთის მოშიშთა და ყვეს ტყებაი დიდი მის ზედა.
4. ხოლო სავლე ფრიად მავნებელ იყო ეკლესიათა მიმართ, სახლებსა შევიდოდა და ითრევდა
მამებსა და დედებსა და მისცემდა საპყრობილედ.
5. და რომელნი-იგი მიმოდაიბნინეს, ვიდოდეს და ახარებდეს სიტყუასა მას ცხორებისასა.
6. ფილიპე შთავიდა ქალაქსა მას სამარიტელთასა და უქადაგებდა მათ ქრისტესა.
7. და ერჩდა ერი იგი სიტყუათა მათ ფილიპესთა ერთბამად სმენად მათდა და ხილვად
სასწაულებსა მას, რომელსა იქმოდა.
8. რამეთუ მრავალთა რომელთა თანა იყო სულები არაწმიდები, ღაღადებედ ხმითა მაღლითა
და განვიდიან. და მრავალნი განრღუეულნი და მკელობელნი ანიკურნებოდეს.
9. და იყო სიხარული დიდი ქალაქსა მას შინა.
10. კაცი ვინმე იყო, რომელსა სახელი ერქუა სიმონ, წინაითვე იყო ქალაქსა მას შინა,
ჰგრძნებდა და განაკვირვებდა ნათესავსა მას სამარიტელთასა.
11. რომელსა ხედვიდეს ყოველნი, მცირითგან ვიდრე დიდადმდე, და იტყოდეს, ვითარმედ:
ესე არს ძალი ღმრთისაი დიდი.
12. ხოლო ერჩდეს მას, რამეთუ მრავლით ჟამითგან გრძნებითა განეკვირვნეს იგინი.
13. და რაჟამს ჰრწმენა ფილიპესი სახარებაი სასუფეველისათვის ღმრთისა და
სახელისათვის იესო ქრისტესისა, ნათელ-იღებდეს მამანი და დედანი.
14. და სიმონსცა თვით ჰრწმენავე და ნათელ-იღო, და იყო დადგრომილ ფილიპეს თანა. და
ჰხედვიდა სასწაულებსა და ძალთა დიდთა, რომელნი-იგი იქმნებოდეს, და დაუკვირდებოდა.
15. ესმა რაი უკუე მოციქულთა, რომელნი იყვნეს იერუსალემს, რამეთუ შეიწყნარეს
სამარიას სიტყუაი ღმრთისაი, მიავლინნეს მათდა პეტრე და იოანე.
16. რომელნი-იგი ვითარცა მივიდეს, ლოცვა-ყვეს მათთვის, რაითა მიიღონ სული წმიდაი.
17. რამეთუ მუნამდე არა იყო არცა ერთსა მათგანსა ზედა-მოწევნულ სული წმიდაი, გარნა
ბანილ ხოლო იყვნეს სახელითა უფლისა იესოისითა.
18. მაშინ დაასხმიდეს ხელთა მათ ზედა, და მიაქუნდა სული წმიდაი.
19. ვითარცა იხილა სიმონ, რამეთუ ხელთ-დასხმითა მით მოციქულთაი
თა მოეცემის სული წმიდაი, მიუპყრა მათ ფასი
20. და ჰრქუა: მომეცით მეცა ხელმწიფებაი ესე, რაითა, რომელსაცა დავასხნე ხელნი,
მიაქუნდეს სული წმიდაი. ჰრქუა მას პეტრე:
21. ვერცხლი ეგე შენი შენთანავე იყავნ წარსაწყმედელად შენდა, რამეთუ ნიჭსა მას
ღმრთისასა ჰგონებ ფასითა მოპოვნებად.
22. არა გიც შენ ნაწილი, არცა სამკვიდრებელი სიტყუასა ამას შინა, რამეთუ გული შენი
არა არს წრფელი წინაშე ღმრთისა.
23. შეინანე უკუე უკეთურებისა ამისგან შენისა და ევედრე უფალსა, მი-ხოლო თუ-გეტეოს
შენ უსჯულოებაი ეგე გულისა შენისაი,
24. რამეთუ სიმწარედ ნავღლისა და თანა შეკრულ ცოდვისა გხედავ შენ, რამეთუ ხარ.
25. მიუგო სიმონ და ჰრქუა: ილოცეთ თქუენ ჩემთვის უფლისა მიმართ, რაითა არა მოვიდეს
ჩემ ზედა, რაი-იგი თქუენ სთქუთ.
26. ხოლო მათ მიმოდააწესეს წამებაი იგი სიტყვისაი მის და იტყოდეს სიტყუასა მას
უფლისასა, და მოიქცეს იერუსალემად და მრავალსა დაბნებსა სამარიტელთასა ახარებდეს.
27. ანგელოზი უფლისაი ეტყოდა ფილიპეს და ჰრქუა: აღდეგ და მივედ შენ სამხრით კერძო,
გზასა მას, რომელი შთავალს იერუსალემით გაზად. ესე არს უდაბნოი.
28. და აღდგა და წარვიდა. და აჰა ესერა კაცი ჰინდოი საჭურისი ძლიერი კანდაკისი
დედოფლისა მის ჰინდოეთისაი, რომელი იყო ყოველსა ზედა საფასესა მისსა, რომელი-იგი
მოსრულ იყო თაყუანის-ცემად იერუსალემედ,
29. და მოქცეულ იყო და ჯდა იგი ეტლთა ზედა მისთა და იკითხვიდა წიგნსა ესაია
წინაისწარმეტყუელისასა.
30. ჰრქუა სულმან წმიდამან ფილიპეს: მივედ და შეეახლე შენ ეტლთა იმათ.
31. და მივიდა ფილიპე და ისმენდა მისსა, ვითარ-იგი იკითხვიდა ესაია
წინაისწარმეტყუელსა, და ჰრქუა: უწყი-მეა, რასა-ეგე იკითხავ?
32. ხოლო მან ჰრქუა: და ვითარ-მე მეძლოს უწყებად, არა თუ ვინმე იყოს წინამძღუარ
ჩემდა? და ჰლოცვიდა ფილიპეს აღსლვლად და დაჯდომად მის თანა.
33. ხოლო თავი საკითხავისაი მის, რომელსა იკითხვიდა, იყო ესე: ვითარცა ცხოვარი
კლვად მიიგუარა და ვითარცა ტარიგი წინაშე მრისუველისა უხმობელად, ესრეთ არა აღაღებს
პირსა თვისსა.
34. სიმდაბლითა მისითა სასჯელი მისი მიეღო. ხოლო თესლ-ტომი მისი ვინ-მე მიუთხრას,
რამეთუ აღებულ არს ქუეყანით ცხორებაი მისი.
35. მიუგო საჭურისმან მან და ჰრქუა ფილიპეს: გევედრები შენ, ვისთვის იტყვის
წინაისწარმეტყუელი ამას, თავისა თვისისათვის, ანუ სხვისა ვისთვისმე?
36. აღაღო პირი თვისი ფილიპე და იწყო თხრობად მისა და ხარებად წიგნთაგან
იესოისთვის.
37. და ვითარცა მი-ოდენ-ვიდოდეს მგზავრ,, მოვიდეს წყალსა ერთსა ზედა და ჰრქუა
საჭურისამან მან: აჰა წყალი, რაიღა ყენება არს ჩემდა ნათლის-ღებად?
38. ჰრქუა მას ფილიპე: გრწამს თუ ყოვლითა გულითა შენითა, ჯერ-არს. მიუგო და ჰრქუა
მას: მრწამს, რამეთუ ძე ღმრთისაი არს იესო ქრისტე.
39. და უბრძანა დადგინებაი ეტლთაი მათ. და შთახდეს ორნივე წყალსა, ფილიპე და
საჭურისი იგი, და ნათელ-სცა მას.
40. და ვითარცა აღმოხდეს წყლით, სული წმიდაი მოვიდა საჭურისსა მას ზედა; და სულმან
უფლისამან წარიტაცა ფილიპე, და მერე არღარა იხილა იგი საჭურისმან მან, და ვიდოდა
გზასა თვისსა სიხარულით.
41. და ფილიპე იპოვა აზოტით კერძო, მიმოვიდოდა და ახარებდა ყოველსა მას ქალაქებსა
ვიდრე მოსლვადმდე მისა კესარიად.
1. ხოლო სავლე უფროის განრისხნებოდა და სავსე იყო გულის წყრომითა და კლვითა
მოწაფეთა მათ ზედა უფლისათა, მოუხდა მღდელთ მოძღუარსა მას
2. და ითხოვა მისგან წიგნები დამასკოდ სხუათა მიმართ კრებულთა, რაითა მივიდეს და,
თუ ვინმე პოვნეს ამის მოძღურებისა გზასა, მამები ანუ დედები, კრულნი მოიყვანნეს
იერუსალემდ.
3. და მი-ოდენ რაი ვიდოდა იგი და მიეახლა დამასკესა, მეყსეულად იყო გარემოის მისსა
ბრწყინვალებაი ნათლისაი ზეცით გარდამო.
4. და იგი დაეცა ქუეყანასა ზედა და ესმა ხმაი, რომელმან ჰრქუა მას: საულ, საულ,
რაისა მდევნი მე?
5. მან მიუგო და ჰრქუა: შენ ვინ ხარ, უფალო? ჰრქუა მას: მე ვარ იესო, რომელსა შენ
მდევნი. ფიცხელ არს შენდა წიხნაი დეზისაი.
6. ძრწოდა და განცვიფრდებოდა და ჰრქუა: რაი გნებავს ჩემდა ყოფად? და ჰრქუა მას
უფალმან: აღდეგ და შევედ ქალაქად, და მუნ გეთხრას შენ, რაი იგი ღირდეს შენდა
საქმედ.
7. და კაცნი იგი, რომელნი იყვნეს მის თანა, დგეს დაკვირვებულნი. სმენით ესმოდა ხმაი
იგი, ხოლო ხედვიდეს ვერარას.
8. აღდგა სავლე ქუეყანით, თუალნი ეხილვნეს და ხედვიდა ვერარას. უპყრეს ხელი
მისთანათა მათ და შეიყვანეს დამასკოდ.
9. და წარხდეს სამნი დღენი, და არარას ხედვიდა და არცა ჭამა და არცა სუა.
10. ხოლო იყო ვინმე მოწაფე დამასკეს შინა, სახელით ანანია და ჰრქუა მას უფალმან
ჩუენებით: ანანია! და მან ჰრქუა: აქა ვარ, უფალო.
11. ჰრქუა მან უფალმან: აღდეგ შენ ადრე და მივედ უბანსა მას, რომელსა ჰრქვიან
მართალი, და მოიძიე ტაძართა მათ იუდაისთა სავლე სახელით, ტარსელი, რამეთუ აჰა ეგერა
ილოცავს მუნ.
12. და იხილა მან ჩუენებით კაცი სახელით ანანია, რომელი შევიდა და დაასხნა ხელნი
მას ზედა, რაითა აღიხილნეს.
13. მიუგო ანანია და ჰრქუა: უფალო, მასმიეს მრავალთაგან მის კაცისათვის, რაოდენი
ძვირი შეაჩუენა წმიდათა შენთა იერუსალემს შინა,
14. და აქაცა მოუღებიეს ხელმწიფებაი მღდელთ მოძღუართაგან შეკრვად ყოველთა, რომელნი
ხადიან სახელსა შენსა.
15. ჰრქუა მას უფალმან: მივედ შენ, რამეთუ მე ჭური რჩეული მიპოვნიეს იგი, რაითა ზე
აქუნდეს სახლი ჩემი წინაშე ყოველთა წარმართთა, და მეფეთა და მთავართა, ძეთა
ისრაელისათა.
16. და მე უჩუენო მას რავდენი ღირდეს მისა ვნებად სახელისა ჩემისათვის.
17. აღდგა ანანია და წარვიდა და შევიდა ტაძართა მათ და დაასხნა მის ზედა ხელნი
მისნი და ჰრქუა: საულ ძმაო, უფალმან მომავლინა მე, იესო, რომელი გეჩუენა შენ გზასა
მას, რომელსა მოხვიდოდე, რაითა აღიხილნე თუალნი შენნი და აღივსო სულითა წმიდითა.
18. და მყის გარდამოვარდეს თუალთაგან მისთა ვითარცა ნაქურცენნი და მყისეულად
აღიხილნა და აღდგა და ნათელ-იღო.
19. და მოიღო საზრდელი და განძლიერდა. და იყო მუნ მოწაფეთა მათ თანა დამასკოს დღე
რავდენმე;
20. და მეყსეულად შესაკრებელთა შინა ქადაგებდა ქრისტესა, ვითარმედ: ესე არს ძე
ღმრთისაი.
21. და დაუკვირდებოდა ყოველთა, რომელთა ესმოდა და იტყოდეს: არა ესე არსა,
რომელი-იგი ტყუენვიდა იერუსალემს შინა, რომელნი ხადოდეს სახელსა იესოი
სსა, და აქაცა მისთვის მოსრულ იყო, რაითა კრულნი აღიყვანნეს იგინი მღდელთ მოძღუართა
თანა?
22. ხოლო სავლე უფროის განძლიერდა და შეჰკრებდა ჰურიათა, რომელნი მყოფ იყვნეს
დამასკეს შინა, და გულისხმა-უყოფდა, ვითარმედ: ესე არს ქრისტე.
23. ვითარცა აღესრულნეს დღენი მრავალნი, განიზრახეს ჰურიათა მათ მოკლვაი მისი.
24. და ეუწყა სავლეს ძვირის ზრახვაი მათი, რამეთუ სცვიდეს ბჭეთა დღე და ღამე,
რაითამცა ვითარ მოკლეს იგი.
25. და მოიყვანეს იგი მოწაფეთა ღამე და ზღუდით გარდაუტევეს იგი სფვირიდითა.
26. და მი-რაი-ვიდა სავლე იერუსალემდ, აზმნობდა შედგომად მოწაფეთა მათ; და ყოველთა
ეშინოდა მისგან, რამეთუ არა ჰრწმენა, ვითარმედ არს იგი მოწაფე.
27. ხოლო ბარნაბა წარმოიყვანა იგი და მოჰგუარა მოციქულთა და უთხრა მათ, ვითარ-იგი
გზასა ზედა იხილა უფალი და რამეთუ ეტყოდა მას და ვითარ-იგი დამასკეს შინა განეცხადა
სახელითა იესოისითა.
28. და იყო მათ თანა და შევიდოდა იერუსალემს და განცხადნებოდა სახელითა უფლისა
იესოისითა.
29. ეტყოდა და გამოეძიებდა ბერძლ მეტყუელთა მათ თანა, , ხოლო იგინი ზრახვიდეს
მოკლვასა მისსა.
30. და ვითარცა აგრძნეს ესე ძმათა, წარიყვანეს კესარიად და წარგზავნეს იგი ტარსუნდ.
31. ხოლო ეკლესიანი იგი ყოველთა მათ ადგილთა ჰურიასტანისათა და გალილეაი
სათა და სამარიაისათა ეგნეს მშვიდობით, შენნი და წარმართებულნი შიშსა უფლისასა, და
ნუგეშინის-ცემითა სულისა წმიდისაითა განმრავლდებოდეს.
32. და იყო, იქცეოდა რაი პეტრე ყოველთა მათ ადგილთა, შთავიდა წმიდათა მათცა,
რომელნი მკვიდრ იყვნეს ლუდიას.
33. და პოვა მუნ კაცი ვინმე, რომელსა სახელი ერქუა ენეა, რვა წლითგან ქუემედებარე
ცხედარსა ზედა, რომელი იყო განრღვეულ.
34. და ჰრქუა მას პეტრე: ენეა, განგკურნებს შენ უფალი იესო ქრისტე, აღდეგ და
გარდაყარენ სარეცელნი შენნი. და მეყსეულად აღდგა.
35. და იხილეს იგი ყოველთა მკვიდრთა ლუდიისათა და სარონიისათა, რომელთა-იგი
მოაქციეს უფლისა.
36. ხოლო იოპეს შინა იყო ვინმე დედაკაცი დამოწაფებული, რომელსა სახელი ერქუა
ტაბითა, რომელი გამოითარგმანების ქურციკ. ესე სავსე იყო ქველის საქმითა და
წყალობითა, რომელსა-იგი იქმოდა.
37. და იყო მათ დღეთა შინა დასნეულებაი მისი და სიკუდილი. ხოლო დაბანეს იგი და
დადვეს ქორსა მას შინა.
38. რამეთუ ახს ლუდიაი იოპესა, ესმა მოწაფეთა, ვითარმედ პეტრე მუნ არს, და
მიავლინნეს მისა ორნი კაცნი და ჰლოცვიდეს, ვითარმედ: ნუ გცონის მოსლვად ვიდრე
ჩუენდამდე.
39. და აღდგა პეტრე და წარვიდა მათ თანა; რომელი ვითარცა მივიდა, აღიყვანეს ქორსა
მას ზედა. და გარე მოადგა მას ქურივები იგი, ყოველნი ტიროდეს და უჩუენებდეს
კუბასტებსა და სამოსლებსა, რავდენსა იქმოდა, მათ თანა რაი იყო ტაბითა.
40. ხოლო პეტრე განავლინნა გარე ყოველნი და მოიდრიკნა მუხლნი და ილოცა. და მოექცა
გუამსა მას და ჰრქუა: ტაბითა, აღდეგ. და მან მეყსეულად აღიხილნა თუალნი თვისნი და,
იხილა რაი პეტრე, წარმოჯდა.
41. ხოლო მან მისცა მას ხელი და აღადგინა იგი და მოუწოდა წმიდათა მათ და ქურივთა და
წარუდგინა იგი ცოცხალი.
42. აგრძნა ესე ყოველმან იოპემან და ჰრწმენა მრავალთა უფალი
43. და იყო იგი მრავალ დღე დადგრომილ იოპეს შინა სვიმონ ვისმე მეპრატაკისა თანა.
1. კაცი ვინმე იყო კესარიას შინა სახელით კორნილიოს, ასისთავი, ტომისაგან,
რომელსა ჰრქვიან იტალიკე,
2. კეთილად მსახური და მოშიში უფლისაი ყოვლითურთ სახლეულით თვისით, იქმოდა ქველის
საქმესა მრავალსა ერსა მას შორის და ევედრებოდა ღმერთსა მარადის.
3. იხილა მან ჩუენებით განცხადებულად ვითარ მეცხრესა ოდენ ჟამსა მის დღისასა,
რამეთუ ანგელოზი უფლისაი მოვიდა მისა და ჰრქუა მას: კორნილიე!
4. და მან მიხედა მას და ზარი განჰხდა და ჰრქუა მას: რაი არს, უფალო? ხოლო მან
ჰრქუა მას: ლოცვანი შენნი და ქველის საქმენი შენნი აღვიდეს სახსენებელად შენდა
წინაშე უფლისა.
5. და აწ მიავლინენ შენ იოპედ კაცნი და მოუწოდე სვიმონს, რომელსა ჰრქვიან პეტრე.
6. ამისი ვანი არს სვიიმონის ვის თანამე მეპრატაკისა, რომელსა ტაძარი ახს ზღუასა.
7. და ვითარცა წარვიდა ანგელოზი იგი, რომელი ეტყოდა მას, მოუწოდა ორთა მონათა მისთა
და ერის კაცსა, კეთილად მსახურსა, წინაშე მდგომელსა მისსა,
8. და უთხრა მათ ესე ყოველი და და წარავლინნა იგინი იოპედ.
9. და ხვალისაგან მი-რაი –ვიდოდეს იგინი გზასა ზედა, ქალაქსა მიეხალნეს, აღხდა
პეტრე ერდოსა ზედა ლოცვად ჟამსა მეექუსესა,
10. რამეთუ შეემშია და უნდა პირისა ხსნაი და ვიდრე იგინი უმზადებდეს მას, იყო მის
ზედა განკვირვებაი,
11. და ხედვიდა ცათა განხუმულთა და გარდამომავალსა ჭურჭელსა რასე, ვითარცა ტილოსა
დიდსა ოთხთაგან კიდეთა ზე-დამოკიდებულსა ზეცით ქუეყანად,
12. რომელსა შინა იყო ყოველი ოთხფერხი და ქუეწარმავალი და მხეცი ქუეყანისაი და
მფრინველნი ცისანი.
13. და იყო ხმაი მისა მიმართ: აღდეგ, პეტრე, დაკალ და ჭამე.
14. მიუგო პეტრე და ჰრქუა: ნუ იყოფინ, უფალო, რამეთუ არასადა შეგინებული და
არაწმიდაი შესრულ არს პირსა ჩემსა.
15. და მერმე კუალად მეორედ ხმაი იყო მისი მიმართ და თქუა: რომელი-იგი ღმერთმან
წმიდა ყო, შენ ნუ შეგინებულ გიჩნს.
16. ხოლო ესე იყო სამ გზის, და კუალად ამაღლდა ჭურჭელი იგი მუნვე ზეცად.
17. და ვითარ-იგი განიზრახვიდა პეტრე გულსა თვისსა, ვითარმედ რაიმე იყოს ხილვაი
ესე, რომელი ეჩუენა მას, და აჰა ესერა კაცნი იგი, რომელნი კორნილიოსისგან
მოვლინებულ იყვნეს, იკითხვიდეს სახლსა სვიმონისსა და მოვიდეს და დადგეს ბეჭთა ზედა
მისთა.
18. და მოხადეს და ჰკითხვიდეს, უკუეთუ სვიმონისი, რომელსა ჰრქვიან პეტრე, ვანი აქა
არსა?
19. ხოლო პეტრე, ვიდრეღა იგი გულის ზრახვად დგა ჩუენებისა მისთვის, ჰრქუა მას
სულმან წმიდამან: აჰა ეგერა სამნი კაცნი გეძიებენ შენ;
20. არამედ აღდეგ და გარდაგუალე და მივედ მათ თანა და ნურარას ორგულებ, რამეთუ მე
მომივლინებიან იგინი.
21. გარდმოვიდა პეტრე კაცთა მათ თანა, მოვლინებულთა კორნილიოსის მიერ, და ჰრქუა:
აჰა ესერა მე ვარ, რომელსა თქუენ მეძიებთ. აწ რაი არს მიზეზი, რომლისათვის მოსულ
ხართ?
22. ხოლო მათ ჰრქუეს: კორნილიოს ასისთავმან, კაცმან მართალმან და მოშიშმან
ღმრთისამან, რომელი წამებულ არს ყოველისაგან ნათესავისა ჰურიათაისა, ბრძანებაი
მოიღო ანგელოზისაგან წმიდისა მიყვანებად შენდა სახლსა თვისსა და სმენად შენგან
სიტყუათა.
23. ხოლო მან შეუწოდა მათ და მუნ დაიყენნა და ისტუმრნა იგინი. და ხვალისაგან აღდგა
პეტრე და განვიდა მათ თანა, და ვიეთნიმე ძმათაგანნიცა იოპით მიჰყვეს მის თანა.
24. და ხვალისაგან შევიდეს კესარიად, ხოლო კორნილიოს მოელოდა მათ, შემოკრიბა
თესლ-ტომი მისი და საყუარელნი მეგობარნი მისნი.
25. და იყო შესლვასა მას პეტრესსა, მოეგებვოდა მას კორნილიე და შეუვრდა ფერხთა
მისთა და თაყუანის-სცა მას.
26. ხოლო პეტრე აღადგინა იგი და ჰრქუა მას: აღდეგ, რამეთუ მეცა თავადი კაცივე ვარ.
27. და იტყოდეს თანად, და შერაივიდა შინა, პოვნა მუნ მრავალნი შემოკრებულნი.
28. და ჰრქუა მათ პეტრე: თქუენ თვით უწყით, ვითარმედ არა ჯერ-არს კაცისა ჰურიისა
მიახლებად წარმართთა, ანუ შეხებად უცხო-თესლთა; და მე მიჩუენა ღმერთმან, რაითა
არავინ კაცი შევჰრაცხო ბილწად და არაწმიდად.
29. ამისთვის უცილობელად შემოვედ თქუენდა, მოვედ რაი, აწ უკუე მაუწყეთ, რომლისა
სიტყვისათვის მომხადეთ მე.
30. ჰრქუა მას კორნილიოს: მეოთხით დღითგან ვიდრე აქა ჟამამდე ვიყავ მარხული და
მეცხრესა ჟამსა ვილოცვედ რაი სახლსა შინა ჩემსა, და აჰა ესერა დადგა კაცი წინაშე
ჩემსა სამოსელითა ბრწყინვალითა
31. და მრქუა მე: კორნილიე, შეისმეს ლოცვანი შენნი, და ქველის საქმენი შენნი
მოიხსენნეს წინაშე ღმრთისა.
32. აწ მიავლინე შენ იოპედ და მოუწოდე სიმონს, რომელსა ჰრქვიან პეტრე: ამას ვანი
დაუც სახლსა სიმონის ვისმე მეპრატაკისასა, ზღვის კიდით კერძო, რომელი მოვიდეს და
გეტყოდის შენ.
33. და მუნთქუესვე წარმოვავლინენ შენდა და შენ კეთილად ჰყავ, რამეთუ მოხუედ. აწ
ესერა ჩუენ ყოველნი მოსრულ ვართ წინაშე ღმრთისა სმენად ყოვლისა ბრძანებულისა შენდა
უფლისა მიერ.
34. აღიღო პეტრე პირი თვისი და თქუა: ჭეშმარიტად ვიცი, რამეთუ არა არს თუალ-ღება
ღმრთისა თანა,
35. არამედ ყოველთა შორის თესლთა რომელსა ეშინის მისა და იქმს სიმართლესა, სათნო
მისა არს.
36. სიტყუაი იგი, რომელი მოუვლინა ძეთა ისრაელისათა მახარებელად მშვიდობისა იესო
ქრისტეს მიერ, ესე თავადი არს უფალი ყოველთაი.
37. თქუენ თვით უწყით სიტყუაი იგი, რომელი იყო ყოველსა ზედა ჰურიასტანსა,
რომელმან-იგი იწყო გალილეაით შემდგომადნათლის-ცემისა; რომელსა-იგი ქადაგებდა იოანე:
38. იესოს ნაზარეველსა, რომელსა-იგი სცხო ღმერთმან სულითა წმიდითა და ძალითა,
რომელი-იგი მოვიდა ქველის მოქმედად და განკურნებად ყოველთა მიმძლავრებულთა
ეშმაკისათა, რამეთუ ღმერთი იყო მის თანა.
39. და ჩუენ მოწამე ვართ ყოველთათვის, რომელნი ქმნნა ყოველთათვის, რომელნი ქმნნა
სოფელსა მას ჰურიასტანისასა და იერუსალემს შინა, რომელცა-იგი მოკლეს დამოკიდებითა
ძელსა ზედა.
40. ესე ღმერთმან აღადგინა მესამესა დღესა და მისცა მას განცხადებულებაი
41. არა ყოვლისა ერისა, არმედ მოწამეთა ამათ, რჩეულთა წინაისწარვე ღმრთისა მიერ,
ჩუენ, რომელნი მის თანა ვჭამდით და ვსუემდით შემდგომად მკუდრეთით აღდგომისა მისისა.
42. და მამცნო ჩუენ ქადაგებად ერისა და წამებად, რამეთუ იგი თავადი არს განჩინებული
ღმრთისა მიერ, მსაჯული ცხოველთა და მკუდართაი.
43. ამას ყოველნი წინაისწარმეტყუელნი ეწამებიან მოტევებასა ცოდვათასა მოღებად
სახელითა მისითა ყოველთა რომელთა ჰრწმენეს მისა მიმართ.
44. და ვიდრე-იგი იტყოდა-ღა პეტრე სიტყუათა ამათ, მოვიდა სული წმიდაი და დაადგრა
ყოველთა ზედა, რომელთა ესმოდა სიტყუაი იგი,
45. და დაუკვირდა წინა-დაცუე-თილებისაგანთა მორწმუნეთა, რავდენნი-იგი შევიდეს
პეტრეს თანა, რამეთუ წარმართთაცა ზედა ნიჭი იგი სულისა წმიდისაი მიფენილ არს,
46. რამეთუ ესმოდა მათი, იტყოდეს რაი ენათა, და ადიდებდეს ღმერთსა. მაშინ მიუგო
პეტრე და ჰრქუა:
47. წყლისაგან ნუ რაი ყენებაი არსა არა ნათლის-ცემაი ამათი, რომელთა-ესე სული
წმიდაი მიიღეს, ვითარცა-იგი ჩუენ?
48. და უბრძანა მათ ნათლისღებად სახელითა იესო ქრისტესითა. მაშინ ევედრნეს მას,
რაითა დაადგრეს მათ თანა დღე რავდენმე.
1. ხოლო ესმა მოციქულთა მათ და ძმათა, რომელნი იყვნეს ჰურიასტანს, ვითარმედ
წარმართთაცა შეიწყნარეს სიტყუაი ღმრთისაი
2. და რაჟამს აღვიდა პეტრე იერუსალემდ, ერიდებოდეს მას წინა-დაცუეთილებისაგანნი
ძმანი
3. და იტყოდეს, ვითარმედ: კაცთა მიმართ წინა-დაუცუეთელთა შეხუედ და მათ თანა სჭამე.
4. ხოლო პეტრე იწყო და მიუთხრა მათ შემდგომითი-შემდგომად და ჰრქუა:
5. მე ვიყავ ქალაქსა შინა იოპესა და, ვილოცვედ რაი, ვიხილე განკვირვებასა ჩემსა
ჩუენებაი, რამეთუ გარდამოვიდოდა ჭურჭელი რაიმე, ვითარცა ტილოი დიდი, ოთხთაგან
კიდეთა დამოკიდებული ზეცით, და მოვიდა ვიდრე ჩემდამდე,
6. რომელსა მივხედენ და განვიცდიდი, და ვიხილე მას შინა ოთხფერხი ქუეყანისაი და
მხეცი და ქუეწარმავალნი და მფრინველნი ცისანი,
7. და მესმა ხმაი, რომელი მეტყოდა მე: აღდეგ, პეტრე, დაკალ და ჭამე.
8. და მე ვთქუ: ნუ იყოფინ, უფალო, რამეთუ ბილწი რაივე გინა არაწმიდაი არასადა
შესრულ არს პირსა ჩემსა.
9. მომიგო მე ხმამან მან მეორედ ზეცით: რომელნი ღმერთმან წმიდა ყო, შენ ნუ ბილწ
გიჩნ.
10. ესე იყო სამ გზის და კუალად აღმაღლდა ყოველი იგი ზეცად.
11. და აჰა მუნქუესვე სამნი კაცნი მოიწინეს ბეჭთა მის სახლისათა, რომელსა-იგი შინა
ვიყავ, მოვლინებულნი ჩემდა კესარიაით.
12. და მრქუა მე სულმან წმიდამან მისვლად მათ თანა და არარას ორგულებად. მოვიდეს
ჩემ თანა ექუსნიცა ესე ძმანი და შევედით სახლსა მის კაცისასა.
13. და მითხრა ჩუენ, ვითარ-იგი იხილა ანგელოზი ღმრთისაი სახლსა შინა თვისსა
მდგომარე იოპედ და მოიყვანე შენ სვიმონ, რომელსა ჰრქვიან პეტრე,
14. რომელმან-იგი გრქუნეს შენ სიტყუანი, რომლითა სცხონდე შენ და ყოველი სახლი შენი.
15. და ვითარცა ვიწყე მე სიტყუად, მოვიდა სული წმიდაი მათ ზედა, ვითარცა-იგი ჩუენ
ზედა პირველად.
16. და მომეხსენა მე სიტყუაი უფლისაი, რომელ თქუა, ვითარმედ: იოანე ნათელ-სცემდა
წყლითა, ხოლო თქუენ ნათელ-იღოთ სულითა წმიდითა.
17. აწ უკუეთუ სწორი ნიჭი მისცა მათ ღმერთმან, ვითარცა ჩუენ, რომელთა-ესე გურწმენა
უფალი იესო ქრისტე, მე რაი ძალმედვა ყენებად ღმრთისა?
18. ვითარცა ესმა ესე, დადუმნეს და ადიდებდეს ღმერთსა და იტყოდეს: უკუეთუ ნანდვილვე
წარმართთაცა მისცა ღმერთმან სინანული იგი ცხორებისაი.
19. და რომელნი-იგი მიმოდაიბნინეს ჭირისა მისგან, რომელი იყო სტეფანეს ზედა,
მივიდეს ვიდრე ფინიკედმდე და კვიპრედ და ანტიოქიად, არარას ვის ეტყოდეს სიტყუასა,
გარნა ჰურიათა მათ ხოლო.
20. ხოლო იყვნეს ვინმე მათგანნი, კაცნი კვიპრელნი და კვირინელნი, რომელნი შევიდეს
ანტიოქიად და იტყოდეს ბერძლ მეტყუელთა მათ მიმართ და ახარებდეს უფალსა იესოს.
21. და იყო ხელი უფლისაი მათ თანა განკურნებად. და მრავალსა რიცხუსა ჰრწმენა და
მოიქცეს უფლისა.
22. ესმა სიტყუაი ესე ყურთა კრებულისათა, რომელი იყვნეს იერუსალემს მათთვის, და
მიავლინეს ბარნაბა, რაითა განვიდეს ვიდრე ანტიოქიადმდე,
23. რომელი-იგი მოვიდა და იხილა მადლი იგი ღმრთისაი და განიხარა და ჰლოცვიდა
ყოველთა გულს-მოდგინებითთა გულისაითა დადგრომად უფლისა მიმართ.
24. რამეთუ იყო კაცი იგი სახიერ და სავსე სულითა წმიდითა და სარწმუნოებითა. და
შეეძინა ერი მრავალი უფალსა.
25. და გამოვიდა ბარნაბა ტარსუნდ მოძიებად სავლესა, და პოვა და მოიყვანა ანტიოქიად.
26. და იყო მათი წელიწად ერთ შეკრებაი ეკლესიად და სწავლად ერისა მრავლისა და
წოდებად პირველად ანტიოქიას შინა მოწაფეთა მათ ქრისტიანედ.
27. ამათ დღეთა შინა გამოვიდეს იერუსალემით წინაისწარმეტყუელნი ანტიოქიად.
28. და აღდგა ერთი მათგანი, რომელსა სახელი ერქუა აგაბოს, რომელი-იგი აუწყებდა
სულითა წმიდითა, ვითარმედ: სიყმილი დიდი ყოფად არს ყოველსა ზედა სოფელსა,
რომელი-იგი იყო დღეთა მათ კლავდის კეისრისათა.
29. ხოლო მოწაფეთა მათ, ვითარცა ხელ-რაი ვის-ეწიფებოდა, ბრძანეს თითოეულმან მათმან
სამსახურებელად მიძღუანებად ძმათა მათ, რომელნი-იგი მყოფ იყვნეს ჰურიასტანს,
30. რომელცა-იგი ყვეს და წარუძღუანეს ხუცესთა მათ მიმართ ხელითა ბარნაბაისითა და
სავლესითა.
1. მას ჟამსა შინა ხელ მიყო ჰეროდე მეფემან ძვირის ყოფად რომელთამე
ეკლესიისაგანთა.
2. და მოკლა იაკობ, ძმაი იოანესი, მახვილითა.
3. და ვითარცა იხილა, რამეთუ სათნო-უჩნდა ჰურიათა მათ, შესძინა შეპყრობაი
პეტრესიცა. ხოლო იყვნეს დღენი იგი უცომოებისანი.
4. და შე-რაი-იპყრა იგი, შესუა საპყრობილესა და მისცა იგი ოთხთა ოთხეულთა
ერისაგანთა ცვად. ესრეთ ეგულებოდა, რაითა შემდგომად ზატიკისა აღიყვანოს იგი და
მისცეს ერსა მას.
5. და პეტრე ცვულ იყო საპყრობილესა მას შინა. ხოლო ლოცვაი გულს-მოდგინედ იყოფოდა
ეკლესიათა მიერ ღმრთისა მიმართ მისთვის.
6. რაჟამს უკუე ეგულებოდა ჰეროდეს გამოყვანებად და მიცემად ხელთა მათთა, მას ღამესა
ეძინა პეტრეს შორის ორთა ერისაგანთა, შეკრულსა ჯაჭვითა მრჩობილთა, და მხუმილნი იგი
წინაშე კართა სცვიდეს საპყრობილესა მას.
7. და აჰა ანგელოზი უფლისაი ზედა მოადგა, და ნათელი გამობრწყინდა სახლსა მას შინა,
და სცა გუერდსა პეტრესსა, და განაღვიძა იგი და ჰრქუა მას: აღდეგ ადრე. და დასცვივეს
ჯაჭუნი იგი ხელთაგან მისთა.
8. ჰრქუა მას ანგელოზმან მან: მოირტყ და შეისხენ სანდალნი შენნი, და მან ყო ეგრეთ.
და რჰქუა მას: შეიმოსა სამოსელი შენი და შემომიდეგ მე.
9. და განვიდა და შეუდგა მას, და არა უწყოდა, ვითარმედ ჭეშმარიტ არს, რომელი-იგი
იყო ანგელოზისა მისგან; ეგრე ჰგონებდა, ვითარმედ ჩუენებასა იხილავს.
10. და ვითარ განვლეს მათ პირველი სახუმილავი და მეორე, მიიწინეს იგინი ბჭეთა მათ
რკინისათა, რომელი შევიდოდა ქალაქად, რომელცა-იგი თვით განეღო მათ. და ვითარცა
განვლეს იგი, წარვლეს უბანი ერთი, და მეყსეულად განეშორა მისგან ანგელოზი იგი.
11. და პეტრე მოეგო გონებასა თვისსა და თქუა: აწ უწყი ჭეშმარიტად, რამეთუ მოავლინა
ღმერთმან ანგელოზი თვისი და განმარინა მე ხელთაგან ჰეროდესთა და ყოველისაგან
მოლოდებისა ერისა მის ჰურიათაისა.
12. გულსა მოეგონა და მოვიდა სახლსა მარიამისსა, დედისა მის იოანესსა, რომელსა
ერქუა მარკოს, სადა-იგი იყვნეს მრავალნი შეკრებულ და ილოცვიდეს.
13. და ვითარცა ჰკრეა პეტრე კარსა ბჭისასა, გამოვიდა მხევალი ერთი სმენად, რომელსა
სახელი ერქუა როდი.
14. და ვითარცა იცნა ხმაი იგი პეტრესი, სიხარულითა არა განუღო მას კარი, არამედ
შინა შერბიოდა და უთხრა, ვითარმედ: პეტრე კართა ზედა დგას.
15. ხოლო მათ ჰრქუეს მას: ჰბორგი. და იგი დაამტკიცებდა, ვითარმედ: ესრეთ არს. ხოლო
იგინი იტყოდეს, ვითარმედ: ანგელოზი მისი არს.
16. და პეტრე ჰრეკდა კარსა მას ზედაის-ზედა. ხოლო გან-რაი-უღეს, იხილეს იგი და
განჰკრთეს.
17. მან ხელი განუყარა მათ, რაითა დადუმნენ. და მიუთხრა მათ, ვითარ-იგი უფალმან
გამოიყვანა საპყრობილით, და ამცნო: უთხართ ესე იაკობს და ძმათა ყოველთა. და განვიდა
და წარვიდა სხუასა ადგილსა.
18. და ვითარცა განთენა, არა მცირედი შეზრუნებაი იყო ერის კაცთაი მათ, ვითარმედ:
რაი მე იქმნა პეტრე?
19. და ჰეროდე ეძიებდა მას და არა პოვა. მაშინ განიკითხნა მცველნი იგი და ბრძანა
მოკლვაი მათი. და მოვიდა მიერ ჰურიასტანით და კესარიას იქცეოდა.
20. ხოლო იყო ჰეროდე გულმწყრალ ტვირელთა და სიდონელთათვის. და იგინი მოსრულ იყვნეს
ერთბამად მისა და ქველის მეტყუელ იყოფდეს ვლასტონს, რომელი იყო სასუენებელსა ზედა
მეფისასა, და ითხოვდეს მშვიდობასა, რამეთუ ქუეყანაი იგი მათი იზარდებოდა
სამეუფეოისაგან მისისა.
21. და დღესა ერთსა დაწესებულსა ჰეროდე შეიმოსა სამოსელი სამეუფეოი და დაჯდა
საყდართა ზედა და ზრახვიდა მათდა მიმართ.
22. და ერი იგი ღაღადებდა: ღმრთისა ხმაი არს და არ კაცისაი.
23. და მეყსეულად სცა მას ანგელოზმან უფლისამან, ამისვის რამეთუ არა მისცა დიდებაი
ღმერთსა, და იქმნა იგი მატლთა შესაჭმელ და სულნი წარხდეს.
24. და სიტყუაი იგი ღმრთისაი აღორძნდებოდა და განმრავლდებოდა.
25. ბარნაბა და სავლე მოიქცეს იერუსალემით ანტიოქიადვე, ვითარ-იგი აღასრულეს
მსახურებაი მათი; თანა წარიყვანეს იოანეცა, რომელსა წოდებულ იყო მარკოზ.
1. იყვნეს ანტიოქიას შინა მსგავსად კრებულისა მის წინაისწარმეტყუელნი და
მოძღუარნი: ბარნაბა და სვიმონ, რომელსა-იგი ერქუა ნიგერ, და ლუკოს კვირინელი და
მანაინ, რომელი-იგი იყო ძუძუის-მეტ ჰეროდე მეფისაი, და სავლე.
2. და ვიდრე-იგი ჰმსახურებდეს უფალსა და იმარხვიდეს, ჰრქუა მათ სულმან წმიდამან:
გამომირჩიენით მე ბარნაბა და სავლე სქმესა, რომელსა მე უწოდი მათ.
3. მაშინ იმარხეს და ილოცეს და დაასხნეს მათ ზედა ხელნი მათნი და განუტევნეს.
4. ესენი უკუე ვითარცა წარიგზავნნეს სულისა მიერ წმიდისა, შთავიდეს სელევკიად, და
მიერ ნავითა წიაღხდეს კვიპრედ.
5. და შე-რაი-ვიდეს სალამინდ, უთხრობდეს სიტყუასა მას ღმრთისასა შესაკრებელსა მას
შორის ჰურიათასა; თანა ჰყვანდა იოანეცა მსახურად.
6. და ვითარცა მოვლეს ყოველი იგი ჭალაკი ვიდრე პაფოდმდე, პოვეს კაცი ვინმე მოგვი,
ცრუ-წინაისწარმეტყუელი, ჰურიაი, რომელსა სახელი ბარიისუ,
7. რომელი-იგი იყო მთავრისა მის ანთვიპატისა თანა სერგისა პავლესა, კაცისა
გონიერისა. ამინ მოუწოდა ბარნაბას და სავლეს, და ეძიებდა მათგან სმენად სიტყუასა
ღმრთისასა.
8. ხოლო უხდებოდა მათ ელვიმას, მოგვი იგი, რამეთუ ესერეთ გამოითარგმანების სახელი
მისი, და ეძიებდა გარდაქცევასა ანთვიპატისასა სარწმუნოებისაგან.
9. ხოლო სავლე, რომელ არს პავლე, აღივსო სულითა წმიდითა, მიხედა მას
10. და ჰრქუა: ჰოი სავსეო ყოველითა ზაკუვითა და ყოველითა მანკიერებითა, შვილო
ეშმაკისაო და მტერო ყოვლისა სიმართლისაო, არა დასცხრეა გარდაქცევად გზათა მათ
უფლისათა წრფელითა?
11. და აწ ესერა ხელი უფლისაი შენ ზედა, და იყო შენ ბრმა და ვერ ხედავდე მზესა
ვიდრე ჟამამდე. და მეყსეულად დაეცა მის ზედა არმური და ბნელი, და მიმოვიდოდა და
ეძიებდა მძღუარსა.
12. მაშინ ვითარცა იხილა ანთვიპატმან მან, რაი-იგი იქმნა, ჰრწმენა განკვირვებულსა
მოძღურებასა მას ზედა უფლისასა.
13. წარ-რაი-ვიდეს პაფოით პავლე და მისთანანი იგი, წაიღხდეს პერგედ პანფილიაისა.
ხოლო იოანე განეშორა მათგან და მიიქცია მუნვე იერუსალემდ.
14. და იგინი განვიდეს პერგით და მივიდეს ანტიოქიად პისიდიისა, და შევიდეს
შესაკრებელსა მათსა დღესა შაბათსა და დასხდეს.
15. და ვითარცა აღმოიკითხეს სჯული და წინაისწარმეტყელნი, მიავლინნეს მათდა
შესაკრებელის მთავართა მათ და ჰრქუეს: კაცნო ძმანო, უკუეთუ არს თქუენ თანა სიტყუაი
ნუგეშინის-ცემისაი ერისა ამის მომართ, იტყოდეთ.
16. აღდგა პავლე და გაუყარა ხელი, რაითა დადუმნენ, და თქუა: კაცნო ისრაიტელნო და
რომელნი მოშიშნი ღმრთისანი ხართ, ისმინეთ!
17. ღმერთმან ამის ერისამან გამოირჩინა მამანი ჩუენნი და ერი იგი აღმამაღლა ჟამსა
მას მწირობისასა ქუეყანასა მას ეგვიპტისასა, და მკლავთა მაღლითა გამოიყვანნა იგინი
მიერ.
18. და ზრდიდა მათ უდაბნოსა ზედა ორმეოცისა წლისა ჟამთა,
19. და დაარღვინა ნათესავნი შვიდნი ქუეყანასა მას ქანანისასა და დაუმკვიდრა მათ
ქუეყანაი იგი მათი.
20. და შემდგომად ამისა ვითარ ოთხას ერგასის წელ ოდენ მოსცა მათ მსაჯულებ მიდღედმდე
სამოსელ წინაისწარმეტყუელისა.
21. მიერითგან ითხოვეს მეფე, და მოსცა მათ ღმერთმან საულ, ძე კისისი, კაცი
ნათესავისაგან ბენიამენისა, ორმეოც წელ.
22. და ვითარცა გარდაიცვალა იგი, აღუდგინა მათ დავით მეფედ, რომელსა-იგი თავად
ეწამა, და თქუა: ვპოვე დავით ძე იესესი, კაცი გულითადი ჩემი, რომელმან ყოს ყოველი
ნებაი ჩემი.
23. მისისა მის ნათესავისაგან ღმერთმან აღთქუმისა მისებრ აღუდგინა ისრაელსა მხსნელი
იესო,
24. რომელსა წინაისწარ ქადაგებდა იოანე წინაშე პირისა შემოსლვისა მისისა
ნათლის-ღებასა სინანულისასა ყოვლისა მიმართ ერისა ისრაელისა.
25. ვითარცა აღასრულებდა იოანე სრბასა თვისსა, იტყოდა: ვინ-იგი გგონიე მე ყოფად, მე
არა იგი ვარ, არამედ ესერა მოვალს შემდგომად ჩემსა, რომელსა-იგი არა ვარ ღირს
განხსნად ხამლთა ფერხთა მისთასა.
26. კაცნო ძმანო და ძენო ნათესავისა მის აბრაჰამისნო, და თქუენ შორის რომელთა
ეშინის ღმრთისა, თქუენთვის სიტყუაი იგი ცხორებისაი მოივლინა.
27. რამეთუ რომელნი-იგი მკვიდრ არიან იერუსალემს შინა და მთავარნი იგი მათნი ამას
უმეცარ იქმნნეს და ხმათა მათ წინაისწარმეტყუელთასა, რომელნი-იგი ყოველთა შაბათთა
აღმოიკითხვოდეს, საჯეს და აღასრულეს.
28. და არც ერთი ბრალი სიკუდილისაი უპოვეს და მოითხოვეს პილატესგან მოკვლად იგი.
29. და ვითარ-იგი აღასრულეს ყოველივე, რომელი მისთვის წერილ იყო, გარდამოჰხსნეს იგი
ძელისაგან და დადვეს საფლავსა.
30. ხოლო ღმერთმან აღადგინა იგი მკუდრეთით,
31. რომელი-იგი ეჩუენა დღეთა მრავალთა მათ, რომელნი-იგი მის თანა აღმოსრულ იყვნეს
გალილეაით იერუსალემდ, რომელნი-იგი აწ არიან მოწამე მისა ერისა მიმართ.
32. და ჩუენ თქუენ გახარებთ მამათა მიმართ ქმნილსა მას აღთქუმასა, რამეთუ ესე
ღმერთმან აღუსრულა შვილთა მათთა და ჩუენ აღდგვიდგინა იესო.
33. ვითარცა ფსალმუნსა მეორესა წერილ არს, ვითარმედ: ძე ჩემი ხარ და მე დღეს
მიშობიე შენ.
34. ხოლო რამეთუ აღადგინა იგი მკუდრეთით და აღარა ეგულებოდა მიქცივაი
განსახრწნელად, ესრეთ თქუა, ვითარმედ: მიგცე თქუენ წმიდაი იგი დავითისი სარწმუნოი.
35. რომლისათვის სხუასაცა ადგილსა იტყვის: არცა სცე წმიდასა შენსა ხილვად
განსახრწნელი.
36. რამეთუ დავით ნათესავსა შინა თვისსა ჰმსახურა და ნებითა ღმრთისაითა შეისუენა და
შეეძინა მამათა თვისთა და იხილა განსახრწნელი.
37. ხოლო რომელი ღმერთმან აღადგინა, არა იხილა განსახრწნელი.
38. უწყებულ უკუე იყავნ ესე თქუენდა, კაცნო ძმანო, რამეთუ ამის მიერ თქუენ
მოიტევებაი ცოდვათაი გეხარების;
39. და ყოველთა მათგან, რომელთაგან ვერ უძლეთ სჯულითა მით მისესითა განმართლებად,
ამის მიერ ყოველსა რომელსა ჰრწმენეს, განმართლების.
40. იხილეთ, ნუუკუე მოიწიოს თქუენ ზედა თქუმული იგი წინაისწარმეტყუელთა შინა,
ვითარმედ:
41. იხილეთ შეურაცხის-მყოფელთა მაგათ და გიკვირდინ და განირყუნენით, რამეთუ საქმესა
ვიქმ მე დღეთა თქუენთა, საქმესა რომელი-იგი არა გრწმენეს, უკეთუ ვინმე გითხრას
თქუენ.
42. და ვითარცა ეგულებოდა მათ განსვლაი შესაკრებელისაგან ჰურიათაისა, ჰლოცვიდეს მათ
წარმართნი და ევედრებოდეს მერმესაცა შაბათსა თხრობად მათდა სიტყუათა ამათ.
43. და ვითარცა განუტევეს კრებული იგი, მისდევდეს მათ მრავალნი ჰურიათაგანნი და
მორწმუნეთა მათ მწირთაგანნი პავლეს და ბარნაბას, ხოლო იგინი ეტყოდეს მათ და
არწმუნებდეს მტკიცედ დადგრომად მადლსა მას ზედა ღმრთისასა.
44. და მერმესა მას შაბათსა კნინღა-და ყოველი იგი ქალაქი შეკრბა სმენად სიტყუასა
მას უფლისასა.
45. ხოლო იხილეს რაი ჰურიათა მათ ეგოდენი იგი ერი, აღივსნეს შურითა და მხდომად
აღუდგეს სიტყუათა მათ პავლესთა და ჰგმობდეს მათ.
46. განეცხადნეს ბარნაბა და პავლე და თქუეს: თქუენდა ჯერ-იყო პირველად რქუმად
სიტყუაი ესე ღმრთისაი. ხოლო ვინაითგან განშორებით მას და არა ღირსად გასჯიან თავნი
თვისნი ცხოვრებისი საუკუნოისა, აჰა ესერა მივიქცევთ წარმართთა მიმართ.
47. რამეთუ ესრეთ მამაცნო ჩუენ უფალმან, ვითარმედ: დაგადგინე შენ ნათლად წარმართთა,
რაითა იყო შენ მაცხოვრად კიდით კიდემდე ქუეყანისა.
48. ესე რაი ესმოდა წარმართთა, უხაროდა და ადიდებდეს სიტყუასა მას უფლისასა. და
ჰრწმენდა, რავდენნიცა იყვნეს დაწესებულ ცხოვრებასა საუკუნესა.
49. და მიმოეფინებოდა სიტყუაი იგი უფლისაი ყოველსა მას სოფელსა.
50. ხოლო ჰურიათა მათ განარისხნეს მსახურნი იგი დედანი აზნაურნი და მთავარნი იგი
მის ქალაქისანი და აღადგინეს დევნაი პავლეს და ბარნაბაის ზედა და განდევნნეს იგინი
საზღვრით მათით.
51. ხოლო მათ განიყარეს მტუერი ფერხხთა მათთაი მათ ზედა და მივიდეს იკონიად.
52. და მოწაფენი იგი აღივსებოდეს მადლითა და სულითა წმიდითა.
1. იყო იკონიას შინა მსგავსად წესისა შესლვასა მათსა შესაკრებელსა ჰურიათასა და
სიტყუად ესრეთ, ვიდრე რწმუნებადმდე ჰურიათა და წარმართთა მრავალსა სიმრავლისა.
2. ხოლო რომელნი ურწმუნონი ჰურიანი იყვნეს, აღაზრზინნეს და განაბოროტნეს სულნი
წარმართანი ძმათა ზედა.
3. მრავალ ჟამ იქცეოდეს იგინი განცხადებულად უფლისა მიმართ, რომელი ეწამებოდა მათ
სიტყვითა მით მადლისა მისისაითა და მოსცემდა სასწაულებსა და ნიშებსა ყოფად ხელთა
მათითა.
4. მაშინ განიწვალა სიმრავლე იგი მის ქალაქისაი, და რომელნიმე იყვნეს ჰურიათა თანა
და რომელნიმე მოციქულთა თანა.
5. და ვითარ შეითქუნეს ჰურიანი და წარმართნი მთავრებით მათითურთ ზედა მისლვად და
გინებად და ქვისა დაკრებად მათდა,
6. განეშორნეს და მიივლტოდეს ქალაქებსა ლუკონისასა – ლუსტრად და დერბედ და გარემო
სოფლებსა,
7. და მუნ იყოფოდეს და ახარებდეს.
8. და კაცი ვინმე იყო ლუსტრას შინა, უძლური ორითავე ფერხითა, და ჯდა მკელობელი
დედის მუცლით მისითგან, რომელსა არასადა ევლო.
9. ამას ესმნეს სიტყუანი პავლესნი, იტყოდა რაი, ვითარ მიჰხედა მას პავლე და იხილა,
რამეთუ აქუნდა სარწმუნოებაი საცხოვრებლად მისა,
10. ჰრქუა მას დიდითა ხმითა: შენ გეტყვი სახელითა უფლისა იესო ქრისტესითა: აღდეგ
ფერხთა შენთა ზედა მართლ. და აღხლდნა და იწყო სლვად.
11. ხოლო ერმან მან იხილა რაი, რომელი-იგი ქმნა პავლე, აღიმაღლეს ხმაი მათ ხმითა
მით ლუკაონებრითა და იტყოდეს: ღმერთნი მსგავსებულ არიან კაცთა და გარდმოსულ არიან
ჩუენდა.
12. და ხადოდეს ბარნაბას დიოს კერპით და პავლეს - ერმით, რამეთუ პავლე იყო
წინამძღუარი სიტყვისა მის.
13. ხოლო მღვდელმან მან დიოს კერპისამან, რამეთუ იყო იგი მთავარი მის ქალაქისაი,
კუროები და გვირგვინები ბჭეთა ზედა ქალაქისათა მოიღო ერისა მის თანა და ეგულებოდა
ზორვად.
14. ესმა რაი ესე მოციქულთა ბარნაბას და პავლეს, დაიპეს სამოსელი მათი და შეხდეს
ერსა მას შორის, ღაღადებდეს და იტყოდეს:
15. კაცნო, რას იქმნთ ამას? რამეთუ ჩუენცა კაცნივე ვართ მსგავსნი თქუენნი და
გახარებთ თქუენ, რაითა ამაოებათა ამათგან მოიქცეთ ღმრთისა ცხოველსა, რომელმან ქმნა
ცაი და ქუეყანაი, ზღუაი და ყოველი, რაი არს მათ შინა,
16. რომელმან-იგი წარსრულთა მათ ნათესავთა მიაშურა ყოველსა მას თესლებსა სლვად
გზათა ნებისა მათისათა,
17. და არავე უწამებელად დაუტევა ქველის მოქმედებაი იგი მისი, ზეცით გარდამო
მოცემად თქუენდა წვიმაი და ჟამნი ნაყოფის გამომღებელნი, განძღებად საზარდელითა და
სიხარულითა გულთა თქუენთა.
18. და ესრე რაი წართქუეს, ძნიად დააცხვრეს ერი იგი არა ზორვად მათდა, არამედ
კაცად-კაცადი წარსვლად ვანად ვვისა. და ვიდრე-ღა იქცეოდეს იგინი მუნ და ასწავებდეს,
19. მოიწინეს ანტიოქიაით და იკონიაით ჰურიანი და, ვიდრე-იგი ეტყოდეს მათ
განცხადებულად, არწმუნეს ერსა მას განშორებად მათგან, რამეთუ იტყოდეს, ვითარმედ:
არარას ჭეშმარიტსა იტყვიან, არამედ ყოველსა ტყუიან. და ქვაი დაჰკრიბეს პავლეს და
განითრიეს იგი გარეშე ქალაქსა მას. ეგრე ჰგონებდეს, ვითარმედ მომკუდარ არს იგი.
20. და ვითარ-იგი შემოკრბეს და გარე მოადგეს მოწაფენი, აღდგა და შევიდა ქალაქად,
ხოლო ხვალისაგან გამოვიდა ბარნაბაის თანა და მივიდეს დერბედ.
21. და ახარებდეს ქალაქსა მას და დაიმოწაფნეს მრავალნი, და მივიდეს ლუსტრად და
იკონიად და ანტიოქიად,
22. და განამტკიცებდეს სულსა მოწაფეთასა და ჰლოცვიდეს მათ, რაითა მტკიცედ დგენ
სარწმუნოებასა ზედა, და ვითარმედ: მრავალთა ჭირთა ჯერ-არს ჩუენდა შესლვად
სასუფეველსა ღმრთისასა.
23. და უკურთხნეს მათ ეკლესიად-ეკლესიად ხუცესნი, და ლოცვითა დამარხვითა შეჰვედრნეს
იგინი უფალსა, რომლისაცა მიმართ ჰრწმენდა.
24. და განვლეს რაი პისიდიაი, მოვიდეს პანფილიად;
25. და იტყოდეს პერგეს შინა სიტყუასა მას ღმრთისასა და შთავიდეს ატალიად;
26. და მიერ ნავითა მივიდეს ანტიოქიად, ვინაიცა იგი შევედრებულ იყვნეს მადლითა
ღმრთისაითა საქმესა მას, რომელიცა აღასრულეს.
27. და მო-რაი-ვიდეს, შეკრიბეს კრებული იგი და უთხრეს მათ რავდენი ყო ღმერთმან მათ
თანა, და რამეთუ განუღო წარმართთა კარი სარწმუნოებისაი.
28. და მუნ იქცეოდეს ჟამთა არა მცირედთა მოწაფეთა მათ თანა.
1. და გარდამო-ვინმე-ვიდეს ჰურიასტანით და ასწავებდეს ძმათა, ვითარმედ: არა თუ
წინადაიცვითოთ სჯულითა მოსესითა, ვერ ძალ-გიც ცხორებად.
2. და ვითარ-იგი იყო ხდომაი და გამოძიებაი არა მცირედი პავლესი და ბარნაბაისი მათდა
მიმართ, ბრძანეს აღსვლაი პავლესი და ბარნაბაისი და სხუათა ვიეთმე მათგანთაი
მოციქულთა მიმართ და ხუცესთა იერუსალმდ ამის ცილობისათვის.
3. და იგინი წარმოგზავნნეს კრებულისა მისგან. და გან-რაი-ჰვლიდეს ფინიკესა და
სამარიასა, მიუთხრობდეს მათ მოქცევასა წარმათთასა და ჰყოფდეს სიხარულსა დიდსა
ყოველთა შორის ძმათა.
4. და მო-რაი-ვიდეს იერუსალემდ, შეწყნარებულ იქმნეს კრებულისა მისგან და მოციქულთა
და ხუცესთა, და მიუთხრეს მათ რავდენი-რაი ღმერთმან ყო მათ თანა, და რამეთუ განუღო
წარმართთა კარი სარწმუნოებისაი.
5. აღ-ვინმე-დგეს დასისა მისგან ფარისეველთაისა მორწმუნენი და იტყოდეს, ვითარმედ:
ჯერ-არს წინა-დაცუეთად მათდა და მცნებად, რაითა დაიმარხონ სჯული მოსესი.
6. შეკრბეს მოციქულნი და ხუცესნი ხილვად სიტყვისა ამისთვის.
7. და ვითარ იყო მრავალი გამოძიებაი, აღდგა პეტრე და ჰრქუა მათ: კაცნო ძმანო, თქუენ
უწყით, რამეთუ პირველით დღითგან თქუენ შორის გამოირჩია ღმერთმან პირითა ჩემითა
სმენად წარმართთა სიტყუაი იგი სახარებისაი და რწმუნებად;
8. და გულით მეცნიერი ღმერთი ეწამა მათ და მისცა მათ სული წმიდაი, ვითარცა-იგი
ჩუენ;
9. და არარაი განიკითხა შორის ჩუენსა და მათსა, და სარწმუნოებითა განწმიდა გულნი
მათნი.
10. აწ უკუე რაისათვის გამოსცდით ღმერთსა დადებად უღლისა ქედსა ზედა მოწაფესათა,
რომელსა-იგი ვერცა მამათა ჩუენთა, ვერცა ჩუენ შეუძლეთ ტვირთვად?
11. არამედ მადლითა უფლისა ჩუენისა იესო ქრისტესითა გურწამს ჩუენ ცხორებაი, ვითარცა
სახედ-იგი მათ.
12. და დადუმნა ყოველი იგი სიმრავლე და ისმენდეს ბარნაბაისსა მას და პავლესსა
მითხრობასა, რავდენი ქმნა ღმერთმან ნიშები და სასწაულები წარმართთა შორის მათ მიერ.
13. და შემდგომად დადუმებისა მათისა მიუგო იაკობ და ჰრქუა: კაცნო ძმანო, ისმინეთ
ჩემი:
14. სვიმეონ მიგითხრა, ვითარ-იგი ღმერთმან მოხედნა პირველად მიყვანებად
წარმართთაგან ერი სახელისათვის მისისა;
15. და მას შეეტყუებიან სიტყუანი იგი წინასწარმეტყუელთანი, ვითარცა წერილ არს,
ვითარმედ:
16. ამის შემდგომად მოვაქციო და აღვაშენო კარავი იგი დავითისი დაცემული, დამხობილი
იგი მისი აღვჰმართო და აღვაშენო,
17. რაითა გამოიძიონ ნეშტთა კაცთა უფალი და ყოველთა წარმართთა, რომელთა ზედა
წოდებულ არს სახელი ჩემი მათ ზედა, თქუა უფალმან,
18. რომელმან ქმნა ესე ყოველი საცნაური საუკუნითაგან.
19. ამისთვის მე ესრეთ ვსჯი და ჯერ-მიჩნს, რომელნი წარმართაგანნი მოქცეულ არიან
ღმრთისა მიმართ, რაითა არა ვაურვებდეთ მათ,
20. არამედ მიწერად მათდა, რაითა განეყენნენ იგინი ჭამად ნაზორევისაგან კერპთაისა
და სიძვისაგან, დამშთვარისა და სისხლისა, და რაითა, რავდენი მათ არა უნებს,
რაითამცა ეყო, იგინი სხუასა ნუ უყოფენ.
21. რამეთუ მოსეს პირველთა ნათესავთაითგან ქალაქად-ქალაქად ქადაგნი იგი მისნი
დაედგინნეს, რომელნი-იგი ამას აღმოიკითხვიდეს ყოველთა შაბათთა შესაკრებელთა შორის
მათთა.
22. მაშინ ჯერ-იჩინეს მოციქულთა და ხუცესთა ყოვლითურთ კრებულით და გამოირჩინეს
კაცნი მათგანნი მივლინებად ანტიოქიად პავლეს და ბარნაბაის თანა იუდა, რომელსა ეწოდა
ბარსაბა, და შილა, კაცნი შერაცხილნი ძმათა შორის;
23. და დაწერეს ხელითა მათითა ესრეთ: მოციქულნი და ხუცესნი და ძმანი, რომელნი-ეგე
ანტიოქიაით და ასურეთით და კილიკიაით კერძო ძმანი ხართ წარმართთაგანნი, გიკითხავთ.
გიხაროდენ!
24. ვინაითგან გუესმა ჩუენ, რამეთუ ჩუენგანნი ვინმე განვიდეს და აღგძრნეს თქუენ
სიტყვითა და აღაშფოთებდეს სულთა თქუენთა და გეტყოდეს წინა-დაცუეთად და დამარხვად
სჯულსა, რომელთადა ჩუენ არაი გუემცნო.
25. აწ უკუე ჯერ-გვიჩნდა კრებულსა ყოველსა ერთბამად გამორჩევაი კაცთაი მაგათ და
მივლინებად თქუენდა, პავლეს თანა და ბარნაბაის თანა, საყუარელთა ჩუენთა,
26. კაცთა, რომელთა-იგი სულნი თვისნი მისცნეს სახელისათვის უფლისა ჩუენისა იესო
ქრისტესისა.
27. წარმო-უკუე-გვივლინებიან იუდა და შილა, და მათცა სიტყვით გითხან ესევე.
28. რამეთუ ჯერ-უჩნდა სულსა წმიდასა და ჩუენცა, რაითა არარაი უმეტესი ტვირთი
დავდვათ თქუენ ზედა, გარნა რომელნი-ესე სასწრაფო არიან:
29. განშორებად თქუენდა ნაკერპავისაგან და სისხლისა, დამშთვარისა და სიძვისა,
რომელთაგან დაიმარხენით თავნი თვისნი, კეთილსა იქმოდეთ და ცოცხლებით იყვენით!
30. იგინი ვითარცა წარმოემართნეს, მოვიდეს ანტიოქიად. და შეკრიბეს კრებული იგი და
მისცეს წიგნი ხელთა მათთა.
31. და ვითარცა აღმოიკითხეს, განიხარეს ნუგეშის-ცემასა მას ზედა
32. იუდაცა და შილა, რამეთუ იგინიცა წინაისწარმეტყუელნი იყვნეს, მრავლითა სიტყვითა
ნუგეშინის-სცეს ძმათა მათ და დაამტკიცნეს.
33. და დაყვნეს მუნ ჟამი მრავალი და წარიგზავნნეს მშვიდობით ძმათაგან მოციქულთა
მიმართ.
34. ჯერ-იჩინა შილა დადგრომაი მუნვე.
35. ხოლო პავლე და ბარნაბა იქცეოდეს ანტიოქიას შინა და ასწავებდეს და ახარებდეს
სხუათაცა მრავალთა თანა სიტყუასა მას უფლისასა.
36. შემდგომად დღეთა რავდენთამე ჰრქუა პავლე ბარნაბას: მივიქცეთ და მოვიხილნეთ
ძმანი ჩუენნი ყოველთა ქალაქთა, რომელთა შინა ვქადაგეთ სიტყუაი იგი უფლისაი,
ვითარ-ძი არიან.
37. ბარნაბას უნდა, რაითამცა იოანე თანა-წარიყვანა, რომელსა ერქუა მარკოს.
38. ხოლო პავლე ჰლოცვიდა, რაითა რომელი-იგი განეყენა მათ პანფილიაით და არა შეუდგა
მათ საქმესა მას, არა თანა-წარყვანებად იგი.
39. იყო უკუე მკსინვარებაი მათ შორის ვიდრე განშორებადმდე მათა ურთიერთას; ბარნაბა
თანა-წარიყვანა მარკოზ და განვიდა ნავითა კვიპრედ.
40. ხოლო პავლე გამოირჩია შილა და განვიდა, და მიეცა მადლითა ღმრთისაითა ძმათაგან,
41. და მიმოვიდოდა ასურეთსა და კილიკიასა და განამტკიცებდა ეკლესიათა.
1. მიიწია იგი დერბედ და ლუსტრად. და აჰა ესერა მოწაფე ვინმე იყო მუნ, სახელით
ტიმოთეოს, ძე დედაკაცისა ჰურიისა მორწმუნისაი და მამისა წარმართისაი,
2. რომელი იწამებოდა ლუსტრელთაგან და იკონიელთა ძმათა.
3. ამისი სათნო-უჩნდა პავლეს მის თანა განსლვაი და მოიყვანა და წინა-დასცვითა მას
ჰურიათა მათთვის, რომელნი იყვნეს მათ ადგილთა, რამეთუ უწყოდეს ყოველთა, ვითარმედ
წარმართი იყო მამაი მისი.
4. და ვითარცა განჰვლიდეს ქალაქებსა მას, ასწავებდა მათ დამარხვად მოძღურებათა მას,
დამტკიცებულთა მოციქულთაგან და ხუცესთა, რომელნი-იგი იყვნეს იერუსალემს შინა.
5. ხოლო ეკლესიანი იგი განმტკიცდებოდეს სარწმუნოებითა და შეეძინებოდა რიცხუსა მას
დღითი-დღედ.
6. და მოვლეს ფრიგვიაი და გალატელთა სოფელი და დაყენებულ იქმნეს სულისა მიერ
წმიდისა სიტყუად სიტყვისა მის ასიას შინა,
7. მო-რაი-ვიდეს იგინი მისუნდ, აზმნობდეს წარსლვად ბითვინიად, და არა უტევა მათ
სულმან უფლისამან.
8. და ვითარ თანა-წარჰხდეს მისუნს, შთავიდეს ტროადად.
9. და ჩუენებასა ღამისასა ეჩუენა პავლეს: კაცი ვინმე იყო მაკედონელი, დგა და
ევედრებოდა მას და ეტყოდა: წიაღ მოგუალე მაკედონიად და შემეწიე ჩუენ.
10. და ვითარცა ჩუენებაი იგი იხილა პავლე, ვისწრაფედ მეყსეულად განსლვად
მაკედონიად, გულისხმა-ვყავთ, რამეთუ მუნ მიჩინნა ჩუენ უფალმან ხარებად მათდა.
11. აღვვიედით ნავსა ტროადას და მართლ მივისწრაფეთ სამოთრაკედ, და ხვალისაგან –
ახალქალაქად,
12. და მიერ ფილიპედ, რომელი-იგი არს პირველი ნაწილი მაკიდონიისაი, ქალაქი
კოლონიაი. ბოლო ვიყვენით მას ქალაქსა შინა და ვიქცეოდეთ დღეთა რავდენთამე.
13. და დღესა შაქათთასა განვედით გარეშე ქალაქსა მას, მდინარის კიდესა, სადა-იგი
საგონებელ იყო ლოცვისა შეწირვაი; და დავსხედით და ვეტყოდეთ დედათა მათ, რომელნი
მოსრულ იყვნეს.
14. და დედაკაცი ერთი სახელით ლუდია, ძოწეულის მოფარდული ქალაქისა თვიატირისაი,
მსახური ღმრთისაი იყო მუნ და ესმოდა, რომლისა-იგი უფალმან განუღო გული მორჩილებად
სიტყუათა პავლეს მიერ თქმულთა.
15. და ვითარცა ნათელ-იღო მან და სახლმან მისმან, გულოცვითა და იტყოდა: უკუეთუ
შეგირაცხიე მე მორწმუნედ უფლისა, შემოვედით ვანად ჩემდა და მუნ დაადგერით. და
გუაიძულა ჩუენ.
16. და იყო ვითარ წარვიდოდეთ ჩუენ ლოცვად, მხევალი ვინმე წინა შემემთხვია ჩუენ,
რომლისა თანა იყო სული პითონი, რომელ არს მისნობისაი, რომლისაგან სარეწავი დიდძალი
შეუვიდოდა უფალთა მისთა მისნობითა მისითა.
17. ესე მისდევდა პავლეს და ჩუენ, ხმობდა და იტყოდა: ესე კაცნი მონანი არიან
ღმრთისა მაღლისანი, რომელნი გახარებენ თქუენ გზათა ცხორებისათა.
18. და ამას ჰყოფდა დღეთა მრავალთა. განრისხნა პავლე და მიექცა სულსა მას უკეთურსა
და ჰრქუა: გამცნებ შენ სახელითა იესო ქრისტესითა განსლვად მაგისგან. და განვიდა
მასვე ჟამსა.
19. ვითარცა იხილეს უფალთა მის დედაკაცისათა, რამეთუ განსრულ იყო სასოებაი
სარეწავისა მათისაი, შეიპყრნეს პავლე და შილა და მიზიდვიდეს მათ ურაკპარაკად
მთავართა მათთა.
20. და მიჰგუარნეს იგინი ერისთავთა მათ და ჰრქუეს: ესე კაცნი აღსძრვენ ქალაქსა ამას
ჩუენსა, ჰურიანი არიან.
21. და მითხრობენ სჯულსა, რომელი არა ჯერ-არს ჩუენდა თავს-დებად, არცა ქმნად,
რამეთუ ჩუენ კაცნი ჰრომნი ვართ.
22. და შეკრბებოდა ერი მათ ზედა. და ერისთავთა მათ მოაპეს სამოსელი მათი და
უბრძანეს კუერთხითა ცემაი.
23. და ვითარ მრავალი წყლულებაი დასდევს მათ ზედა, შესხნეს იგინი საპყრობილესა, და
ამცნეს საპყრობილის მცველსა მას კრძალულად დაცვაი მათი;
24. და მან, ვითარცა ესევითარი მცნებაი მოიღო მათგან, შესხნა იგინი უშინაგანესსა
საპყრობილესა და ფერხნი მათნი დაჰკრძალნა ხუნდსა შინა.
25. და შუა ღამეს ოდენ პავლე და შილა ილოცვიდეს და უგალობდეს ღმერთსა; და ისმენდეს
მათსა სხუანი იგი პყრობილნი.
26. მეყსეულად ძრვაი იყო დიდი, ვიდრემდე საპყრობილე იგი საფუძველითურთ შეიძრა, და
მუნქუესვე ყოველნი კარნი განეხუნეს, და ყოველთა კრულებანი განიხსნნეს.
27. და ვითარ განეღვიძა საპყრობილის მცველსა მას და იხილნა კარნი საპყრობილისანი
განხუმულნი, იხადა მახვილი და ეგულებოდა განგუმერაი თავისა თვისისაი. ეგრე
ჰგონებდა, ვითარმედ განვლტოლვილ არიან ყოველნი პყრობილნი.
28. ხმა-უყო მას ხმითა დიდითა პავლე და ჰრქუა: ნუ რას შეიმთხუევ ბოროტსა თავსა
შენსა, რამეთუ ჩუენ ყოველნი აქა ვართ.
29. ხოლო მან მოითხოვა სანთელი და შეისწრაფა შინა, და ძრწოლაი შეედვა და შეუვრდა
პავლეს და შილას.
30. და გამოიყვანნა იგინი გარე და ჰრქუა: უფალნო, რაი მიღირს მე ყოფად, რაითა
ვცხონდე?
31. ხოლო მათ ჰრქუეს: გრწმენინ უფალი იესო ქრისტე, და სცხონდე შენ და ყოველი სახლი
შენი.
32. და ეტყოდეს მას სიტყუასა მას უფლისასა, და ყოველთა სახლეულთა მისთა.
33. და წარიყვანნა იგინი მასვე ჟამსა ღამისასა და განბანნა იგინი ნაგუემცა მათგან.
და ნათელიღო მან და მისთა ყოველთა მეყსეულად.
34. აღიყვანნა იგინი სახედ თვისა და დაუგო მათ ტაბლაი და უხაროდა მას ყოვლითურთ
სახლეულით, რომელთა ჰრწმენა ღმერთი.
35. და ვითარცა განთენა, მოუვლინნეს ერისთავთა მათ მტარვალნი და ჰრქუეს: განუტევენ
კაცნი ეგე, რომელნი მიგცენით პყრობილად.
36. მიუთხრნა სიტყუანი ესე მესაპყრობილეთ მოძღუარმან მან პავლეს და ჰრქუა,
ვითარმედ: ერისთავთა მათ უბრძანებიეს განტევებაი თქუენი. აწ უკვე განვედით და
წარვედით მშვიდობით!
37. ხოლო პავლე ჰრქუა მათ: გუგუემნეს ჩუენ ურაკპარაკთა ზედა კაცნი უბიწონი ჰრომნი
და შესხნეს საპყრობილესა ცუდად, და აწ ფარულად განგვიყვანებენ ჩუენ. არა ეგრე,
არამედ თვით მოვიდენ და მათ განმიყვანნენ ჩუენ.
38. მიუთხრეს მტარვალთა მათ ესე ყოველი ერისთავთა მათ. და მათ ზარი განჰხდა, ესმა
რაი, ვითარმედ ჰრომნი არიან.
39. და მოვიდეს და ჰლოცვიდეს მათ. და გამოიყვანნეს იგინი საპყრობილით და
ევედრებოდეს განსლვად ქალაქისა მისგან.
40. იგინი ვითარ გამოვიდეს მიერ საპყრობილით, მივიდეს და შევიდეს სახლსა ლუდიაი
სასა და იხილნეს ძმანი და ნუგეშინის-სცეს მათ და გამოვიდეს.
1. და ვითარცა მოვლეს ამფიპოლი და აპოლონიაი, მოვიდეს იგინი თესალონიკედ,
სადა-იგი იყო შესაკრებელი ჰურიათაი.
2. და ვითარცა ჩუეულ იყო პავლე, შევიდა მათა და სამსა შაბათსა ეტყოდა მათწიგნთაგან,
3. გამოუთარგმანებდა მათ და წინა-დაუდებდა, რამეთუ ქრისტესა ჯერ-იყო ვნებაი და
აღდგომაი მკუდრეთით და ვითარმედ: ესე არს იესო ქრისტე, რომელსა მე გახარებ თქუენ.
4. და რომელთამე მათგანთა ჰრწმენა და შეუდგეს პავლეს და შილას მორწმუნეთა წარმართთა
სიმრავლე მრავალი და დედათა მთავართა არა მცირედთაი.
5. ხოლო შური აღიღეს, რომელნი-იგი ურწმუნონი ჰურიანი იყვნეს, და მოიყვანნეს
სავაჭროთაგან კაცნი ვინმე ბოროტნი, და ერის კრება ყვეს და აღაშფოთებდეს ქალაქსა მათ
ზედა, და ზედა მიადგეს სახლსა იასონისსა და ეძიებდეს მათ გამოყვანებად ერსა წინაშე.
6. და ვითარცა არა პოვნეს იგინი, მიითრევდეს იასონს და სხუათა ვიეთმე ძმათა
მთავართა წინაშე ქალაქისათა და ღაღადებდეს, ვითარმედ: რომელთა ყოველი სოფელი
აღუშფოთებიეს, იგინი აქაცა მოსრულ არიან,
7. რომელნი შეუწყნარებიან იასონს, და ესე ყოველნი წინა-აღმდგომსა კეისრისა
ბრძანებათასა იქმან, მეუფესა სხუასა იტყვიან ყოფად, იესოს.
8. აღაშფოთეს ერი იგი და მთავარნი ქალაქისანი, ესმოდა რაი ესე.
9. და მოჰხადეს თავს-მდები იასონს, და მაშინღა განუტევნეს იგინი.
10. ხოლო ძმათა მეყსეულად ღამე წარგზავნნეს პავლე და შილა ბერიად, რომელნი-იგი
ვითარცა მიიწინეს, შესაკრებელსა ხოლო ჰურიათასა შევიდეს.
11. რამეთუ ესენი უაზნაურეს იყვნეს თესალონიკელთა მათ, რომელთაცა შეიწყნარეს
სიტყუაი გი ყოვლითა გულს-მოდგინებითა, მარადღე გამოეძიებდეს წიგნითაგან, უკუეთუ ესე
ესრეთ არს.
12. მრავალთა უკუე მათგანთაცა ჰრწმენა, და წარმართთაგანთა დედათა მრავალთა წესიერთა
და მამებსა არამცირედსა.
13. ხოლო ვითარცა აგრძნეს თესალონიკელთა მათ ჰურიათა, ვითარმედ ბერიასცა მიეთხრა
პავლეს მიერ სიტყუაი იგი ღმრთისაი, მოვიდეს მუნცა, აღსძრვიდეს და აღსტეხდეს ერსა
მას.
14. მუნქუესვე განიყვანეს ძმათა მათ პავლე წარსლვად ზღვით კერძო; ხოლო შილა და
ტიმოთე მუნვე დადგეს.
15. და რომელთა-იგი მიჰყვანა პავლე, წარიყვანეს იგი ვიდრე ათინამდე, და მოიღეს
მცნებაი შილაის და ტიმოთეს მიმართ, რაითა ადრე მივიდენ მისა, და გამოვიდეს.
16. ვიდრე-იგი ათინას შინა ელოდა მათ პავლე, ეძვინებოდა სულსა მისსა მის თანა,
ხედვიდა რაი კერპ მსახურებასა მის ქალაქისასა.
17. ეტყოდა მარადის შესაკრებელსა შორის ჰურიათა და რომელნი ჰმსახურებდეს და უბანთა
ზედა ყოველსა დღესა რომელთა-იგი შეემთხუეოდა.
18. რომელთამე ეპიკურელთა და სტოისა ფილოსოფოსთა სიტყუა-ყვეს მის თანა, და
რომელნიმე იტყოდეს: რაიმე ჰნებავს თესლის მეტყუელსა ამას სიტყუად? და რომელნიმე
იტყოდეს: უცხოთა ეშმაკთა ჩანს მთხრობელ ესე, რამეთუ იესოს და აღდგომასა ახარებდა
მათ.
19. შეიპყრეს იგი და არიპაგედ მიიყვანეს და ეტყოდეს: შემძლებელ ვართ ცნობად, რაი
არს ახალი ესე შენ მიერ თქმული მოძღურებაი?
20. რამეთუ უცხოსა რასმე ასმენ სასმენელთა ჩუენთა მნებავს უკუე ცნობად, რაისა
ჰნებავს ამას ყოფად.
21. ხოლო ათინელნი ყოველნი და რომელნი მოსრულ იყვნეს უცხონი, სხუად არამედ მოცალე
იყვნეს, გარნა სიტყუად რაისამე და სმენად უახლესისა.
22. მაშინ დადგა პავლე შორის არიოპაგისა და თქუა: კაცნო ათინელნო, ყოვლითურთ
ვითარცა მრჩობლ ეშმაკეულთა გხედავ თქუენ.
23. რამეთუ, მიმო-რაი-ვიქცეოდე და მოვიხილევდ სამსახურებელთა თქუენთა, ვპოვე
ბომონიცა, რომელსა ზედა წერილ იყო: უცნაური ღმერთი. აწ უკუე რომლისა-იგი უმეცარ
ხართ და ჰმსახურებთ მას, მე გახარებ თქუენ,
24. ღმერთსა, რომელმან შექმნა სოფელი და ყოველი, რაი არს მას შინა. ესე ცისა და
ქუეყანისაი არს უფალი, არა ხელით ქმნულთა ტაძართა შინა დამკვიდრებულ არს,
25. არცა კაცობრივთა ხელთა მიერ იმსახურების, ვითარმცა მოქენე ვისამე იყო, რამეთუ
იგი თავად მოსცემს ყოველთა ცხორებასა და სულსა ყოვლით კერძო.
26. და შექმნნა ერთისაგან სისხლისა ყოველნი ნათესავნი კაცათნი დამკვიდრებად ყოველსა
ზედა პირსა ქუეყანისასა, განაჩინნა დაწესებულნი ჟამნი და საზღვრის დადებანი
დამკვიდრებისა მათისანი მოძიებად ღმრთისა;
27. და უკუეთუმცა ვინ ეძიებდა, პოვამცა იგი, და რამეთუ არცა შორს არს
კაცად-კაცადისაგან ჩუენისა.
28. რამეთუ მის მიერ ცხოველ ვართ და ვიქცევით და ვართ, ვითარცა-იგი ვინმე
თქუენგანნი სიტყვის მოქმედნი იტყვიან: რომლისა-იგი ნათესავცა ვართო.
29. აწ უკუე ვინაითგან ნათესავ ღმრთისა ვართ, არა გვიღირს, ვითარმცა ვჰგონებდით
ოქროსა გინა ვერცხლსა ანუ ანთრაკსა, გამოხატულსა ხუროებით განზრახვითა კაცთაითა,
საღმრთოისა მის მსგავს ყოფად.
30. რამეთუ ჟამნი იგი უმეცრებისანი უგულებელს-ყვნა ღმერთმან და აწ ამცნებს ყოველთა
კაცთა ყოველსა ადგილსა შენანებად;
31. ვითარცა-იგი დაამტკიცა დღე, რომელსა შინა ეგულების განკითხვაი სოფლისაი
სიმართლით, კაცითა მით, რომელი განაჩინა სარწმუნოებაი, მოსცა ყოველთა, რამეთუ
აღადგინა იგი მკუდრეთით.
32. ხოლო მათ ვითარცა ესმა აღდგომაი მკუდართაი, რომელნიმე ეკიცხევდეს და რომელთამე
თქუეს: ვისმინოთ შენი ამისთვის კუალადცა.
33. და ესრეთ გამოვიდა პავლე შორის მათსა.
34. ხოლო რომელნიმე კაცნი მისდევდეს მას და ჰრწმენა, რომელთა თანა იყო დიონოსიოს
არიოპაგელი და დედაკაცი, სახელით დამარის, და სხუანი მათ თანა.
1. ამის შემდგომად გამოვიდა პავლე ათინელთა მათგან და მოვიდა კორინთედ;
2. და პოვა ვინმე ჰურიაი, სახელით აკვილა, პონტოელი ნათესავით, რამეთუ მაშინ ოდენ
მოსრულ იყო იგი იტალიაით, და პრისკილა, ცოლი მისი, - რამეთუ ებრძანა კლავდის
კვისარსა განშორებად ყოველნი ჰურიანი ჰრომით, მოვიდა მათა.
3. და რამეთუ ერთი ხელოვნებაი იცოდეს, იყოფოდა მათ თანა და იქმოდეს, რამეთუ იყვნეს
ხელოვნებით მეპრატაკე.
4. და ეტყოდა შესაკრებელსა მას ყოველსა შაბათსა და არწმუნებდა ჰურიათა და
წარმართთა.
5. და ოდეს მოვიდეს მაკედონიაით შილა და ტიმოთე, აწუევდა სული პავლეს და უწამებდა
ჰურიათა მათ ქრისტე იესოს.
6. ხოლო იგინი ვითარ უხდებოდეს და ჰგმობდეს, განიყარა მათ ზედა სამოსელი თვისი და
რჰქუა მათ: სისხლი თქუენი თავთა ზედა თქუენთა! უბრალომცა ვარ მე! ამიერითგან
წარმართთა მიმართ მივიდე.
7. და წარმოვიდა მიერ და შევიდა სახლსა ვისსამე, რომელსა სახელი ერქუა ტიტოს, ძისა
იუსტოისსა, ღმრთის მსახურისა, რომელისა სახლი ეზღვრებოდა შესაკრებელსა მას.
8. ხოლო კრიპოსს შესაკრებელის მთავარსა ჰრწმენდა უფალი ყოვლითურთ სახლეულით მისით,
და მრავალნი კორინთელნი ისმენდეს და ჰრწმენდა და ნათელ-იღებდეს.
9. ჰრქუა უფალმან ჩუენებით ღამე პავლეს: ნუ გეშინინ, არამედ იტყოდე და ნუ სდუმ,
10. რამეთუ მე ვარ შენ თანა, და არავინ შეუძლოს ბოროტის ყოფად შენდა, რამეთუ ერი
მრავალი არს ჩემდა ქალაქსა ამას შინა.
11. და დაყო მუნ ერთ წელ და ექუს თუე და ასწავებდა მათ შორის სიტყუასა ღმრთისასა.
12. ხოლო გალიონ მთავარი იყო აქაიაისაი, ზედა მიუხ ყოველნი ჰურიანი ერთბამად პავლეს
და მოიყვანეს საყდარსა წინაშე.
13. და იტყოდეს, ვითარმედ: თვინიერ სჯულსა ურჩ იქმს ესე კაცთა მსახურებად ღმრთისა.
14. და ვითარცა ეგულებოდა პავლეს აღებად პირისა, ჰრქუა გალიონ ჰურიათა მათ:
უკუეთუმცა იყო შეცოდებათაგანი რაიმე ძვირის საქმე ბოროტი, ჰოი ჰურიანო, სიტყვიასა
მისებრმცა თავს-ვიდევ თქუენი;
15. უკეთუ ძიებაი რაიმე არს სიტყვისათვის და სახელებისა და სჯულისა თქუენისა, თქუენ
იხილეთ, რამეთუ მე მსაჯულ ეგევითართათვის არა მნებავს ყოფად.
16. და განასხნა იგინი საყდრისაგან.
17. მაშინ შეიპყრეს ყოველთა წარმართთა სოსთენი, შესაკრებელის მთავარი, და სცემდეს
საყდარსა წინაშე; და არარას ზრუნვიდა ამათგანსა გალიონ.
18. ხოლო პავლე და-ვეღა-ადგრა მუნ მრავალ დღე ძმათა თანა, და მერმე იჯმნა და
განვიდა ნავითა ასურეთად, და მის თანა პრისკილა და აკვილა. ხოლო იკუეცა მან თმაი
კენქრეს, რამეთუ აღთქუმაი აღეთქუა.
19. და მიიწია ეფესოდ, იგინი დაუტევნა მუნ და იგი შევიდა შესაკრებელსა და ეზრახა
ჰურიათა მათ.
20. და ვითარ იგინი ჰლოცვიდეს უმეტესსა-რე ჟამსა დადგრომად მათ თანა, არა ინება,
21. არამედ იჯმნა მათგან და თქუა: ჯერ-არს ჩემდა დღესასწაულსა ამასა მომავალსა
იერუსალემს აღსრულებად და კუალად მოვიდე თქუენდა ნებითა ღმრთისაითა. შევიდა ნავსა
ეფესოით.
22. და შთავიდა კესარიად. აღვიდა და მოიკითხა ეკლესიაი და შთავიდა ანტიოქიად,
23. და დაყო ჟამნი რავდენიმე, და განვიდა და მიმოვიდოდა შემდგომითი-შემდგომად
გალატელთა სოფელსა და ფრიგვიაისასა და განამტკიცებდა ყოველთა მოწაფეთა.
24. ჰურიაი ვინმე, აპოლო სახელით, ალექსანდრიელი ნათესავით, კაცი სიტყუა-მეცნიერი,
მოვიდა ეფესოდ, ძლიერ იყო წიგნთაგან.
25. ესე იყო სწავლულ გზათა უფლისათა და მდუღარე სულითა, ეტყოდა და ასწავებდა
ჭეშმარიტად იესოისთვის, და იცოდა ნათლის-ცემაი ხოლო იოანესი.
26. ამან იწყო განცხადებად შესაკრებელსა შორის. ესმა მისი აკვილას და პრისკილას და
მოიყვანეს იგი და უჭეშმარიტესად-რე უთხრეს მას გზაი იგი უფლისაი.
27. და ვითარ-იგი ეგულებოდა მას აქაიად წიაღსლვად, უბრძანეს ძმათა და მიუწერეს
მოწაფეთა მათ შეწყნარებაი მის, რომელი მივიდა შეეწეოდა მორწმუნეთა მათ ფრიად
მადლისა მის მიერ,
28. რამეთუ ძლიერად ჰურიათა მათ ამხილებდა ერსა წინაშე და უჩუენებდა წიგთაგან,
ვითარმედ არის ქრისტე იესო.
1. იყო აპოლოისსა მას ყოფასა კორინთეს შინა პავლეს მოევლო ზემო კერძოი იგი
ადგილი და მოიწია ეფესოდ და პოვნა ვინმე მოწაფეთაგანნი.
2. და ჰრქუა მათ: უკუეთუ სული წმიდაი მიგიღებიეს და გრწამს? ხოლო მათ ჰრქუეს მას:
არამედ არცაღა არს, თუ სული წმიდაი გუასმიეს.
3. ჰრქუა მათ პავლე: რაითა უკუე ნათელ-გიღებიეს? და მათ ჰრქუეს: იოანეს
ნათლის-ცემითა.
4. ჰრქუა მათ პავლე: იოანე ნათელ-სცემდა ნათლის-ცემასა სინანულისასა ერსა და ეტყოდა
მომავალისა მისთვის შემდგომად მისსა, რაითა ჰრწმენეს, ესე იგი არს იესო ქრისტე.
5. ხოლო მათ, ვითარცა ესმა, ნათელ-იღეს სახელითა უფლისა იესო ქრისტესითა.
6. და დასხმითა ხელითა პავლესთაითა მათ ზედა მოვიდა მათ ზედა სული წმიდაი, იტყოდეს
ენითა და წინაისწარმეტყველებდეს.
7. ხოლო იყვნეს კაცნი იგი ყოველნივე ათორმეტ.
8. შევიდა უკუე შესაკრებელსა მას და კადნიერად იქცეოდა სამ თუე, ეტყოდა და
არწმუნებდა სასუფეველისათვის ღმრთისა.
9. და ვითარ-იგი ვინმე განფიცხნებოდეს და ურჩ იქმნებოდეს და ძვირასა იტყოდეს გზასა
მისთვის წინაშე სიმრავლისა მის, განეყენა მათგან და განაშორნა მოწაფენი იგი და
დღითი-დღე ეტყოდა მათ სამწიგნობრესა მას ტვირანეს ვისსამე.
10. და ესე იყო ორ წელ, ვიდრემდე ყოველთა დამკვიდრებულთა ასიისათა ესმა სიტყუაი
უფლისა იესოისი, ურიათა და წარმართთა.
11. ხოლო ძალთა არა მცირედთა იქმოდა ღმერთი ხელითა პავლესითა.
12. ვიდრეღა უძლურთაცა ზედა მიაქუნდა ოფლისა მისისაგან ვარშამაგებითა და ოლარებითა,
და განეყენებოდა მათ სენი იგი და სულები არაწმიდაი განვიდოდა.
13. იწყეს ვიეთმე მიმომავალთა ჰურიათა, მაფუცებელთა, სახელის-დებად სახელისა უფლისა
იესოისსა მათ ზედა, რომელთა თანა იყო სულები უკეთურები, და იტყოდეს: გაფუცებთ თქუენ
იესოს, რომელსა პავლე ქადაგებს.
14. იყვნეს ვინმე სკევაის მღდელთ მოძღუარისა ჰურიისა შვიდნი ძენი, რომელნი ამას
ჰყოფდეს.
15. მიუგო სულმან მან უკეთურმან და ჰრქუა მათ: იესო ვიცი და პავლესთვისცა მეცნიერ
ვარ, ხოლო თქუენ ვინ ხართ?
16. და ახლდნა კაცი იგი, რომლისა თანა იყო სული არაწმიდაი, სძლო მათ და ერეოდა,
ვიდრემდე შიშუელნი და წყლულნი ივლტოდეს მიერ სახლით.
17. და ესე განცხადებულ იქმნა ყოველთა მიმართ ჰურიათა და წარმართთა, რომელნი
დამკვიდრებულ იყვნეს ეფესოს. და დაეცა შიში დიდი მათ ყოველთა ზედა და განდიდნებოდა
სახელი უფლისა იესოისი.
18. და მრავალნი მორწმუნეთაგანი მოვიდოდეს და აღუარებდეს საქმეთა მათთა.
19. და მრავალთა გრძნების მოქმედთა მოკრიბნეს წიგნები მათი და დასწუვიდეს წინაშე
ყოველთასა, და აღრაცხეს სასყიდელი მათი და პოვეს ვეცხლი ხუთი ბევრი.
20. და ესრეთ მტკიცედ სიტყუაი იგი უფლისაი აღორძინდებოდა და განმტკიცნდებოდა.
21. ვითარცა აღესრულა ესე, დაიდვა პავლე გულსა თვისსა, მო-რაი-ევლო მაკედონიაი და
აქაიაი, მისლვად იერუსალემდ და თქუა, ვითარმედ: შემდგომად მისლვისა ჩემისა მუნ
ჯერ-არს ჩემდა ჰრომეცა ხილვად.
22. და მიავლინნა მაკედონიად ორნი მსახურნი მისნი, ტიმოთე და ერასტოს, ხოლო იგი
დაადგრა ჟამ რავდენმე ასიას შინა.
23. იყო მას ჟამსა შინა შფოთი არა მცირედი გზისა მისთვის,
24. რამეთუ დემეტრიოს ვინმე სახელით, ვეცხლის მჭედელი, იქმოდა ტაძართა ვეცხლისათა
არტემისთა და მისცემდა ხუროთა მათ სარეწავსა არა მცირედსა,
25. რომელნი შეკრიბნა და ჰრქუა: კაცნო, იცით, რამეთუ ამის საქმისაგან არს სარეწავი
ჩუენი;
26. და ხედავთ და გესმის, რამეთუ არა ხოლო თუ ეფესოსა, არამედ კნინღა-და ყოველსა
ასიასა ამან პავლე არწმუნა და გარდააქცია ერი მრავალი და იტყვის, ვითარმედ: არა
არიან ღმერთნი ხელით ქმნულნი.
27. და არა ხოლო ესე ჭირი არს ჩუენს ზედა ადგილად მხილებისა მოწევნად ჩუენდა,
არამედ დიდისა ღმრთისა არტემის ტაძარიცა არადვე შერაცხად ყოფად არს და დარღუევად
სიმდიდრე მისი, რომელსა ყოველი სოფელი და ასიაი ჰმსახურებს.
28. მათ ვითარცა ესმა ესე, აღივსნეს გულისწყრომითა, ღაღდებდეს და იტყოდეს: დიდ არს
არტემი ეფესელთაი!
29. და აღივსო ყოველი ქალაქი შფოთითა და მიიმართეს და მივიდეს ერთბამად სახილველსა
მას, თანა წარიტაცნეს გაიოს და არისტარქოს მაკედონელნი, პავლეს თანა წარსრულნი.
30. ხოლო პავლეს ენება რაი შესვლად ერსა მას შორის, არა უტევეს მოწაფეთა.
31. და რომელნიმე ასიაისა თავარნი მეგობარ იყვნეს მისა, მიავლინნეს მისა და
ჰლოცვიდეს, რაითა არა მისცეს თავი თვისი სახილველსა მას.
32. სხუანი უკუე სხვასა რასმე ღაღადებდეს, რამეთუ იყო კრებული იგი შეშფოთებულ და
უმრავლესთა მათგანთა არა უწყოდეს, რაისათვის შეკრებულ იყვნეს.
33. ხოლო ერისაგან წარმოადგინეს ალექსანდრე. რამეთუ ჰურიათა წარმოადგინეს იგი. ხოლო
ალექსანდრე განუყარა ხელი და უნდა სიტყვის მიგებაი ერისაი მის.
34. მათ ვითარცა გულისხმა-ყვეს, ვითარმედ ჰურიაი არს, იქმნა ერთი ხმაი ყოველთაგან,
ვიდრე ორ ჟამადმდე ღაღადებდეს და იტყოდეს: დიდ არს არტემი ეფესელთაი!
35. დააცხვრო წიგნობარმან მან ერი იგი და ჰრქუა: კაცნო ეფესელნო, ვინ-მე არს
კაცთაგანი, რომელმან არა იცის ეფესელთა ქალაქი, რამეთუ მსახური არს დიდისა არტემისა
და დიოპეტისი?
36. და ესე უცილობელ არს, ჯერ-არს თქუენდა, რაითა დაწყნარებულ იყვნეთ და ნურარას
იქმნთ წარმდებებით.
37. რამეთუ მოიყვანენით კაცნი ესე, არცა ბაგინის მძარცუელ, არცა მგმობარ არიან
ღმრთისა ჩუენისა.
38. უკუეთუ დემეტრიოსს და მის თანა ხუროთა მათ უც ვიეთ თანამე სიტყუაი, უბანთა
ვაჭარნი მოიყვანნედ, და მთავარნი არიან აბრალებედ ურთიეთას.
39. უკუეთუ კულა სხვისა რაისათვისმე ეძიებთ, სჯული ერითა კრებითა განეგოს.
40. და რამეთუ ვიურვით ბრალებად შფოთისა ამისთვისცა დღენდელისა, რამეთუ არარაი
მიზეზი იყო, რომლისათვისცა ვერცა სიტყვის მიგებად ხელ-მეწიფების შეკრებულისა
ამისთვის ერისა. და ესე ვითარცა თქუა, განუტევა კრებული იგი.
1. ხოლო შემდგომად დაცხრომისა მის შფოთისა მოუწოდა პავლე მოწაფეთა მათ და
ნუგეშინის-სცა და მოიკითხნა, და იჯმნა მათგან და განვიდა მისლვად მაკედონიად.
2. და ვითარცა მოვლო ადგილები იგი და ნუგეშინის-სცა მათ სიტყვითა მრავლითა, წარვიდა
ელადად.
3. და იყო მუნ სამ თუე. იქმნა მისთვის ძვირის ზრახვაი ჰურიათაგან. ეგულებოდა რაი
აღსვლაი ასურეთად, განიზრახა მიქცევაი მაკედონიაით.
4. და მის თანა ჰყვანდეს მშვკუ ასიადმდე სოსიპატრე პვირესი, ბერიელი, და
თესალონიკელი ტარქოს და სეკუნდოს და გაიოს დერბელი და ტიმოთე და ასიელტი ტვიქიკოს
და ტროფიმოს.
5. ესენი წინა-წარგვიძღუეს და გუელოდეს ჩუენ ტროადას შინა.
6. ხოლო ჩუენ ნავითა წარვედით შემდგომად დღეთა მათ უცომოებისათა ფილიპიაით და
მოვედით მათ თანა ტროადად მეხუთესა დღესა, და ვიყვნით ჩუენ მუნ შვიდ დღე.
7. და ერთსა მას შაბათთასა შეკრებულ რაი იყვნეს მოწაფენი იგი განტეხად პურისა, ხოლო
პავლე ეტყოდა მათ სიტყუასა მოძღურებისასა, რამეთუ განსლვად იყო ხვალისაგან, და
განაგრძო სიტყუაი იგი ვიდრე შუა ღამემდე.
8. იყვნეს სანთელნი მრავალნი ქორსა მას ზედა, სადა-იგი შეკრებულ ვიყვენით.
9. ხოლო ჯდა ვინმე ჭაბუკი ერთი, სახელით ევტვიქოს, სარკუმელსა ზედა. და ვითარცა
მიერულა მას ძილითა ხშირითა სიტყუასა მას პავლესსა მრავალ ჟამ, გარდავარდა მძინარე
და დაეცა სამსართულისა მისგან ქუეყანად და იდვა მკუდარი.
10. გარდავიდა პავლე და დავარდა მას ზედა, შეიტკბო იგი და თქუა: ნუ აღშფოთდებით,
რამეთუ სული მისი თანა არს.
11. აღდგა მიერ და აღვიდა, განტეხა პური და ჭამა, და მრავალ ჟამ ზრახვიდა-ღა ვიდრე
განთენებადმდე და ესრეთ განვიდა.
12. ხოლო მოიყვანეს ყმაი იგი ცოცხალი და ნუგეშინის-იცეს არა მცირედ.
13. ხოლო ჩუენ წინა წარუძღუენით ნავითა და აღვედით ასსონდ; მიერ გუეგულებოდა
წარყუანებაი პავლესი, რამეთუ ეგრეთ განეწესა, რამეთუ მკვირცხლ ეგულებოდა მოსლვაი.
14. ვითარცა მოვიდა ჩუენდა ასსონდ, წარმოვიყვანეთ იგი და მოვედით მიტვილინდ.
15. და მიერ ნავითა წარმოვედით და ხვალისაგან მივიწიენით წინაშე ქიონისა. და მიერ
მივიდეთ სამონდ და დავადგერით ტრონგვილიას შინა, და მეორესა დღესა მივედით
მელიტონდ.
16. ინება პავლე ეფესოისა თანა-წარსლვაი, რაითა არა დაეყოვნოს მრავალ ჟამ ასიას
შინა, რამეთუ ისწრაფდა, უკუეთუმცა შესაძლებელ იყო მისა, დღესა მის მეერგასისა ყოფად
იერსალემს.
17. ხოლო მელიტონით მიავლინა ეფესოდ და მოუწოდა ხუცესთა ეკლესიისათა.
18. და ვითარცა მოვიდეს მისა, ჰრქუა მათ: თქუენ იცით პირველთ დღითგან, ვინაითგან
შემოვედ ასიად, თუ ვითარ ვიყავ თქუენ თანა ყოველსა ჟამსა,
19. და ვჰმონებდ უფალსა ყოვლითა სიმდაბლითა და მრავლითა ცრემლითა და განსაცდელითა,
რომელნი შემემთხუეოდეს მე ძვირის ზრახვათაგან ჰურიათაისა.
20. ვითარ-იგი არარაი დავაყენე უმჯობესი თქუენი, რომელიმცა არა გითხარ და გასწავე
თქუენ ერსა წინაშე და სახლსა შინა.
21. და უწამებდ ჰურიათა და წარმართთა ღმრთისა მიმართ სინანულსა და სარწმუნოებასა
უფლისა მიმართ ჩუენისა იესო ქრისტესა.
22. და აწ ესერა კრული სულითა მივალ იერუსალემს და, მუნ თუ რაი შემთხუევად არს
ჩემდა, არა ვიცი;
23. გარნა სული წმიდაი ქალაქად-ქალაქად მიწამებს მე და მეტყვის, რამეთუ კრულებანი
და ჭირნი მელიან მე.
24. არამედ არარას ვზრუნავ ამისვვის, არცა უპატიოსნეს სულისა ჩემისა შემირაცხიეს
თავი ჩემი, ვითარმცა არა აღვასრულე სარბაი ჩემი სიხარულით და მსახურებაი, რომელი
მოვიღე უფლისა იესო ქრისტესაგან წამებად სახარებაი იგი მადლისა ღმრთისაი.
25. და აწ აჰა ესერა მე უწყი, რამეთუ არღარა იხილოთ პირი ჩემი თქუენ ყოველთა,
რომელთა შორის ვიქცეოდე და ვქადაგებდ სასუფეველსა ღმრთისასა.
26. ვინაიცა გიწამებ თქუენ დღენდელსა ამას დღესა, რამეთუ უბრალო ვარ მე სისხლისაგან
თქუენ ყოველთაისა.
27. რამეთუ არარაი დავაყენე, რომელიმცა არა გითხარ თქუენ ყოველივე ნებაი ღმრთისაი.
28. ეკრძალენით უკუე თავთა თქუენთა და ყოველსავე სამწყსოსა, რომელსა-ეგე თქუენ
სულმან წმიდამან დაგადგინნა მოღუაწედ და მწყსად ეკლესიასა უფლისა ღმრთისასა, რომელი
მოიგო სისხლითა თვისითა.
29. და აჰა მე უწყი ესე, რამეთუ შემოვიდენ თქუენდა შემდგომად განსლვისა ჩემისა
მგელნი მძიმენი, რომელნი არა ერიდებოდიან სამწყოსა.
30. და თვით თქუენგანნი აღდგენ კაცნი, რომელნი იტყოდიან გულარძნილსა, რაითა
განადგინნენ მოწაფენი შემდგომად მათდა.
31. ამისათვის იღვიძებდით და მოიხსენეთ, რამეთუ სამსა წელსა ღამით და დღით არა
დავსცხრებოდე ცრემლით სწავლასა კაცად-კაცადისა თქუენისასა.
32. და აწ შეგვედრებ თქუენ ღმერთსა, ძმანო, და სიტყუასა მას მადლისა მისისასა,
რომელი შემძლებელ არს აღშენებად და მოცემად თქუენდა მკვიდრობისა ყოველთა შორის
წმიდათა.
33. ვეცხლისა და ოქროისა და სამოსლისა არავისი გულმან მითქუა.
34. თქუენ თვით უწყით, რამეთუ სახმარსა მას ჩემსა და რომელნი იყვნეს ჩემ თანა,
ხელნი ესე ჩემნი ჰმსახურებდეს.
35. და ყოველივე გიჩუენე თქუენ, რამეთუ ესრეთ მშრომელთა მათდა ჯერ-არს შეწყნარებაი
უძლურთაი მათ და მოხსენებად სიტყუაი იგი უფლისა იესოისი, რამეთუ თავადმან თქუა:
ნეტარ არს მიცემაი უფროის ვიდრე მოღებისა.
36. და ესე რაი თქუა, დაიდგნა მუხლნი მათ ყოველთა თანა და ილოცა.
37. იყო ტირილი დიდი მათ ყოველთაი და მოეხვინეს ქედსა პავლესსა, ამბროს-უყოფდეს
მას.
38. და ელმოდა უფროის-ღა სიტყვისა მისთვის, რომელი თქუა, ვითარმედ: არღარა იხილონ
პირი მისი. და წარჰგზავნიდეს მას ნავად.
1. და ვითარცა იყო შესლვაი ჩუენი, განვეშორენით მათგან, მართლ წარმოვედით და
მივიწიენით კონდ, და კუალად ხვალისაგან – როდედ და მიერ - პატრად.
2. და ვპოვეთ ნავი, რომელი წიაღვიდოდა ფინიკედ, აღვხედით და შევსხედით მას.
3. ხოლო აღ-რაი-ჩნდა კვიპრე, დაუტევეთ იგი მარცხენით და მივიდოდეთ ასურეთად, და
მივიწიენით ტვირედ, რამეთუ მუნ გარდაყრად იყო ნავისა მის ტვირთი.
4. და მოვიძიენით მოწაფენი და დავადგერით მუნ შვიდ დღე, რომელნი-იგი პავლეს ეტყოდეს
სულითა, რაითამცა არა აღვიდა იერუსალემდ.
5. და ვითარცა აღვასრულენით ჩუენ დღენი იგი, გამოვედით და წარვიდოდეთ. და იგინი
წარმგზავნიდეს ჩუენ სახლეულებითურთ და შვილით ვიდრე გარეშე ქალაქისა მის, და
დაიდგნეს მუხლნი ზღვის კიდესა და ილოცეს.
6. და მოვიკითხენით ურთიერთას და აღვედით ნავსა, და იგინი მიიქცეს თვისსა ადგილსა.
7. და ჩუენ ნავითა წარმოვედით ტვირეთ და მივიწიენით პტოლემაიდად, მოვიკითხენით
ძმანი და დავადგერით მათ თანა ერთ დღე.
8. ხოლო ხვალისაგან გამოვედით მიერ და შევედით კესარიად და მივედით სახლსა ფილიპე
მახარებელისასა, რომელი-იგი იყო შვიდთაგანი, და დავადგერით მის თანა.
9. ამისნი იყვნეს ოთხნი ასულნი, ქალწულნი წინაისწარმეტყუელნი.
10. და ვიყოფოდეთ რაი მუნ მრავალ დღე, გარდამო-ვინმე-ვიდა ჰურიასტანით
წინაისწარმეტყუელი, სახელით აგაბოს.
11. და მოვიდა ჩუენდა და აღიღო სარტყელი პავლესი და შეიკრნა ფერხნი და ხელნი მისნი
და თქუა: ამას იტყვის სული წმიდაი: კაცისა რომლისაი არს სარტყელი ესე, ესრეთ შეკრან
იერუსალემს ჰურიათა და მისცენ იგი ხელსა წარმართთასა.
12. ხოლო ჩუენ ვითარცა გუესმა ესე, ვევედრებოდეთ მას და მის ადგილისანი იგი,
რაითამცა არა აღვიდა იერუსალემდ.
13. მაშინ მოგვიგო პავლე და გურქუა: რასა იქმთ, სტირთ და შეაურვებთ გულსა ჩემსა?
რამეთუ მე არა ხოლო შეკრვად, არამედ მოსიკუდიდცა მზა ვარ იერუსალემს სახელისათვის
იესოისა.
14. ვითარ-იგი ვარწმუნეთ მას,დავდუმენით და ვთქუთ: ნებაი უფლისაი იყავნ!
15. შემდგომად ამათ დღეთა განვემზადენით და აღვიდოდეთ იერუსალემდ.
16. მოვიდეს ჩუენ თანა მოწაფენი კესარიაითცა, მოვიყვანეთ იგიცა, რომლისა თანა
ვიყვენით, მნასონ კვიპრელი, პირველი მოწაფე.
17. მი-რაი-ვედით ჩუენ იერუსალემად, მხიარულად შემიწყნარეს ჩუენ ძმათა.
18. ხოლო ხვალისაგან შევიდა პავლე ჩუენ თანა იაკობისა, რამეთუ ყოველნივე ხუცესნი
მოვიდოდეს
19. და მოიკითხვიდეს მას. და მიუთხრობდა კაცად-კაცადსა, რომელი-იგი ქმნა ღმერთმან
წარმართთა შორის მსახურებითა მისითა.
20. ხოლო მათ ვითარცა ესმა ესე, ადიდებდეს ღმერთსა და ჰრქუეს მას: ჰხედავა, ძმაო,
რავდენნი ბევრნი არიან ჰურიათა შორის მორწმუნენი! და ყოველნივე მოშურნე სჯულისა
არიან.
21. ესმა ვიეთგანმე შენთვის, ვითარმედ განდგომასა ასწავებ მოსესგან, რომელნი-იგი
წარმართთა შორის ჰურიანი არიან, და ეტყვი, რაითა არა წინა-დასცვითონ შვილთა მათთა
და არცა ჩუელებათა ვიდოდიან.
22. რაი უკუე არს? უეჭუელად ერი შეკრებად არს, რამეთუ ესმა, ვითარმედ მოსრულ ხარ.
23. აწ უკუე ესე ყავ, რომელსა გეტყვით შენ: არიან ჩუენ შორის კაცნი ოთხნი, რომელთა
ლოცვაი აქუს თავისა თვისისაი.
24. ესენი წარიყვანენ და განწმდი მათ თანა და იკუეცე მათ თანა, რაითა დაიყვინნენ
თავნი მათნი და ცნან ყოველთა, ვითარმედ რომლისათვის-იგი ესმა შენთვის, არარაი
არს,არამედ ჰგიეშენცა და იმარხავ სჯულსა.
25. ხოლო მორწმუნეთა წარმართთათვის ჩუენ მივწერეთ და უბრძანეთ, რაითა არარას
ეგევითარსა იმარხვიდენ იგინი, არამედ რაითა ეკრძალნენ კერპთა კლულისაგან და
სისხლისა დამშთვარისა და სიძვისა.
26. მაშინ პავლე წარიყვანნა კაცნი იგი მეორესა დღესა და მათ თანა განწმიდნა. და
შევიდოდა ტაძარსა მითხრობად აღსრულებასა შვიდთა მათ დღეთა განწმედისათა, ვიდრემდის
შეიწირა კაცად-კაცადისა მათისათვის შესაწირავი.
27. ვითარცა აღესრულებოდეს შვიდნი იგი დღენი, რომელნი-იგი იყვნეს ასიაით ჰურიანი,
იხილეს იგი ტაძარსაშინა, შეაშფოთეს ყოველი იგი ერი და დაასხნეს მის ზედა ხელნი
მათნი
28. და ღაღადებდეს და იტყოდეს: კაცნო ისრაიტელნო, შემეწიენით ჩუენ! ესე არს კაცი
იგი, რომელი ერისა ამისათვის და სჯულისა და ადგილისა ამისათვის ძვირსა ზრახავს და
ყოველთა ყოველსა ადგილსა ასწავებს. და მერმე კუალად წარმართნიცა შეიყვანნა ტაძრად
და შეაგინა ადგილი ესე წმიდაი.
29. რამეთუ ეხილვა წინაისწარ ტროფიმე ეფესელი მის თანა ქალაქსა შინა, რომლისასა
ჰგონებდეს, ვითარმედ ტაძრად შეიყვანა იგი პავლე.
30. აღიძრა ყოველი იგი ქალაქი და იყო შეკრებაი ერისაი და შფოთი დიდი, და შეიპყრეს
პავლე და გამოითრევდეს გარე ტაძრისა მისგან, და მეყსეულად დაეხშნეს კარნი.
31. და ვითარცა ეგულებოდა მოკლვაი მისი, მიიწია ჰამბავი ათასისთავისა მის გუნდისა,
ვითარმედ ყოველი იერუსალემი შეკრებულ არს.
32. ხოლო მან მეყსეულად წარიყვანნა მხედარნი და ასისთავნი და მიიწია მათ ზედა. ხოლო
მათ ვითარცა იხილეს ათასისთავი იგი და მხედარნი, დააცადეს ცემაი პავლესი.
33. მაშინ მიეახლა ათასისთავი იგი და გამოიყვანა იგი, და ბრძანა შეკრვაი მისი
მრჩომლითა ჯაჭვითა და ჰკითხვიდა: ვინ არს ანუ რაი უქმნიეს?
34. სხუანი იგი სხუასა რასმე ხმობდეს ერსა შორის. და ვითარ-იგი ვერ გულისხმა-ყო
გამოწულილვით შფოთისა მისგან, ბრძანა შეყვანებაი მისი ბანაკად.
35. და ვითარცა მიიწია იგი აღსავალსა მას, ზე აქუნდა პავლე მხედართა მათ სიმრავლისა
მისთვის ერისა,
36. რამეთუ შეუდგა მას სიმრავლე იგი ერისაი და ხმობდეს: აღიღე ეგე!
37. და ვითარცა შეჰყვანდა ბანაკად, ჰრქუა პავლე ათასისთავსა მას: უკუეთუ ჯერ-არს
რაი
სამე ჩემდა სიტყუად შენდა მიმართ? ხოლო მან ჰრქუა: ბერძლ იცია?
38. ანუ არა-მე შენ ხარა მეგვიპტელი იგი, რომელმან უწინარეს დღეთა ამათ აღსძარ და
განიყვანენ უდაბნოდ ოთხ ათასნი იგი კაცნი სიკარიელნი?
39. ჰრქუა მას პავლე: მე კაცი ვარ ჰურიაი, ტარსელი კილიკიისაი, არა უცნაურისა
ქალაქისა მოქალაქე; და გევედრები შენ: მიბრძანე მე ერისა მიმართ სიტყუად.
40. და მან ვითარცა უბრძანა, დადგა პავლე აღსავალსა მას და განუყარა ხელი ერსა მას;
და ვითარ მრავალი დადუმებაი იყო, ეტყოდა მათ ებრაელებრითა სიტყვითა და ჰრქუა:
1. კაცნო, ძმანო და მამანო! ისმინეთ ჩემი თქუენდა მიმართისა სიტყვის გებისათვის.
2. და ვითარცა ესმა, რამეთუ ებრაელებრითა სიტყვითა ეტყოდა მათ, უფროის
დადუმება-სცეს. და თქუა:
3. მე კაცი ვარ ჰურიაი, შობილი ტარსუს კილიკიისასა, აღზრდილი ამას ქალაქსა შინა
ფერხთა თანა გამალიელისთა, განსწავლულ ზედამიწევნით მამულითა სჯულითა; მოშურნე
ვიყავ ღმრთისათვის, ვითარცა თქუენ ყოველნი ხართ დღეს.
4. რომელი ამას გზასა ვსდევნიდ ვიდრე სიკუდილადმდე, შევჰკრევდ და მივსცემდ
საპყრობილედ მამათა და დედათა,
5. ვითარცა-ეგე მღდელთ მოძღუარი მეწამების მე და ყოველნი მოხუცებულნი, რომელთაგან
წიგნებიცა მოვიღე ძმათათვის, რომელნი იყვნეს დამასკეს, და მივიდოდე მოყვანებად მუნ
მყოფთა მათ კრულთა იერუსალემდ, რაითა იტანჯნენ.
6. იყო უკუე ჩემსა მას სლვასა და მიახლებასა დამასკოისასა, შუა სამხრის, მეყსეულად
ზეცით გამობრწყინდა ნათელი დიდი ჩემ ზედა.
7. და დავვარდი ქუეყანასა ზედა და მესმა ხმაი, რომელმან მრქუა მე: საულ, საულ,
რაისა მდევნი მე?
8. და მე მიუგე: ვინა ხარ, უფალო? და მრქუა მე: მე ვარ იესო ნაზარეველი, რომელსა
შენ მდევნი.
9. და რომელნი-იგი ჩემ თანა იყვნეს, ნათელი იგი იხილეს და შიში დაეცა მათ ზედა,
ხოლო ხმაი იგი არა ესმა, რომელი მეტყოდა მე.
10. და მე ვარქუ: რაი-მე ვყო, უფალო? ხოლო უფალმან მრქუა მე: აღდეგ და შევედ
დამასკედ, და მუნ გეთხრას შენ ყოველისათვის, რომელი ბრძანებულ არს შენდა ყოფად.
11. და ვითარ-იგი მე არარას ვხედევდი დიდებისა მისგან ნათლისა მის, ხელის პყრობითა
თანა მყოფთა მათ ჩემთაითა შევედ დამასკოდ.
12. ანანია ვინმე, კაცი ღმრთის მოშიში მსგავსად სჯულისა, წამებული ყოველთაგან
მკვიდრთა დამასკოისათა ჰურიათა,
13. მოვიდა ჩემდა, ზედა მომადგა და მრქუა მე: საულ ძმაო, აღიხილენ! და მე მასვე
ჟამსა აღვიხილენ და მივხედენ მას.
14. ხოლო მან მრქუა მე: ღმერთმან მამათა ჩუენთამან გამოგირჩია შენ ცნობად ნებისა
მისისა და ხილვად მართლისა მის და სმენად ხმაი პირისა მისისაი,
15. რამეთუ იყო მოწამე მისა ყოველთა მიმართ კაცთა, რომელი-იგი იხილე და გესმა.
16. და აწ ნურას იურვი, აღდეგ და ნათელ-იღე და განიბანენ ცოდვანი შენნი და ხადოდე
სახელსა მისსა.
17. ხოლო იყო მოქცევასა ჩემსა იერუსალემს და ლოცვასა ჩემსა ტაძარსა შინა, ვიყავ
განკვირვებასა შინა
18. და ვიხილე უფალი, და მრქუა მე: ისწრაფე და განვედ ადრე იერუსალემით, რამეთუ არა
თავს-იდვან წამებაი შენი ჩემთვის.
19. და მე ვთქუ: უფალო, მათ თვით იციან, რამეთუ მე ვიყავ, რომელი მივსცემდ
საპყრობილედ და ვსტანჯევდ შესაკრებელსა შორის მორწმუნეთა შენთა.
20. და რაჟამს დაითხეოდა სისხლი მოწამისა შენისა სტეფანესი, მე ვიყავ ზედამდგომელ
და თანაჯერმჩინებელ მოკლვასა მისსა და მცველ სამოსელსა მკლველთა მისთასა.
21. და მრქუა მე: წარვედ, რამეთუ ნათესავთა შორიელთა მოგავლინო შენ.
22. ისმენდეს მისსა ვიდრე ამის სიტყვისამდე და აღიღეს ხმაი მათი და თქუეს: აღიღე
ქუეყანით ეგევითარი ეგე, რამეთუ არა ღირს არს ცხორებად.
23. და ვითარცა ღაღაღდებდეს იგინი უმეტეს და დაჰყრიდეს სამოსელსა მათსა და მტუერსა
ზეაღაფრქუევდეს ჰაერსა,
24. ბრძანა ათასისთავმან მან შეყვანებაი მისი ბანაკად და თქუა: ტანჯვით განვიკითხო
ეგე, რაითა ვცნა, რომლისა ბრალისათვის ესრეთ ხმობენ მისთვის.
25. და ვითარცა განართხმიდეს მას ღუედებითა, ჰრქუა პავლე ასისთავსა მას
ზედამდგომელსა: უკუეთუ კაცისა ჰრომისა და უბრალოისაი ჯერ-არს თქუენდა ტანჯვად?
26. ესმა რაი ესე ასისთავსა მას, მოვიდა და უთხრა ასასითავსა მას და ჰრქუა: იხილე,
რაი გეგულების ყოფად, რამეთუ კაცი ესე ჰრომი არს.
27. მოუხდა ათასისთავი იგი და ჰრქუა პავლეს: მითხარ მე, ჰრომი ხარა შენ? ხოლო მან
ჰრქუა: ჰე.
28. მიუგო ათასისთავმან მან: მე მრავლითა საფასითა მოქალაქობაი ესე მოვიპოვე. ბოლო
პავლე ჰრქუა: მე შობილვე მას შინა ვარ.
29. მაშინ მეყსეულად განეშორნეს მისგან, რომელთა-იგი ეგულებოდა ტანჯვაი მისი, და
ათასისთავსა მასცა შეეშინა, ცნა რაი, რამეთუ ჰრომი არს და რამეთუ მისა იყო
შევედრებულ.
30. ხვალისაგან უნდა გულისხმის-ყოფად უკრძალულესად-რე, რაისათვის-ძი შეასმენენ მას
ჰურიანი იგი. განხსნა იგი და ბრძანა შეკრებაი მღდელთ მოძღუართაი და ყოვლისა მის
კრებულისაი, და მოიყვანა პავლე და დაადგინა შორის მათსა.
1. მიჰხედა პავლე შესაკრებელსა მას და თქუა: კაცნო ძმანო, მე ყოვლითა გონებითა
კეთილითა ვმოქალაქობ ღმრთისა მიმართ ვიდრე აქა დღედმდე.
2. ხოლო მღდელთ მოძღუარმან ანანია უბრძანა წინაშე მდგომელთა მათ მისთა პირსა ცემაი
მისი.
3. მაშინ პავლე ჰრქუა მას: ცემაი შენი ეგულების ღმერთსა, კედელო განგოზილო! და შენ
ჰზი მსაჯულად ჩემდა მსგავსად სჯულისა, და უსჯულოდ ჰბრძანებ ცემად ჩემდა.
4. ხოლო წინაშე მდგომელთა მათ ჰრქუეს მას: მღდელთ მოძღუარსა ღმრთისასა აგინება?
5. ჰრქუა მათ პავლე: არა ვიცოდე, ძმანო, ვითარმედ არს ეგე მღდელთ მოძღუარ, რამეთუ
წერილ არს: მთავარსა ერისა შენისასა არა ჰრქუა ბოროტი.
6. ვითარცა გულისხმა-ყო პავლე, ვითარმედ ერთკერძოი იგი კრებული ფარისეველთაი არს და
ერთკერძოი - სადუკეველთაი, ხმა-ყო კრებულსა მას შორის: კაცნო ძმანო, მე ფარისეველი
ვარ და ძე ფარისეველისაი, და სასოებისათვის და აღდგომისა მკუდართაისა მე ვისაჯები.
7. ესე ვითარცა თქუა მან, იყო შფოთი სადუკეველთა და ფარისეველთაი და განივლთა
სიმრავლე იგი.
8. რამეთუ სადუკეველნი იტყვიან: არა არს აღდგომაი, არცა ანგელოზი, არცა სული, ხოლო
ფარისეველნი აღიარებენ ამას ყოველსა.
9. და იყო ღაღადებაი დიდი. და აღ-ვინმე-დგეს მწიგნობარნი კრებულისაგან
ფარისეველთაისა, ილალვიდეს და იტყოდეს: არარას ბოროტსა ვჰპოებთ კაცისა ამის თანა,
გინა სული ეტყოდა მას, გინა ანგელოზი; ნუ ღმრთის მბრძოლ ვართ.
10. და ვითარ მრავალი შფოთი იყო, შეეშინა ათასისთავსა მას, ნუუკუე განიჭრას პავლე
მათგან, უბრძანა მხედრობასა შთასლვაი და გამოტაცებაი მისი შორის მათსა და
მიყვანებაი მისი ბანაკად.
11. ხოლო მეორესა ღამესა დაადგრა მას უფალი და ჰრქუა: ნუ გეშინინ, პავლე, რამეთუ,
ვითარცა-ეგე სწამე ჩემთვის იერუსალემს, ეგრეთცა ჯერ-არს შენდა ჰრომესცა შინა
წამებაი.
12. და ვითარცა განთენა, ყვეს ვიეთმე ჰურიათა შეთქმულებაი, შეჩუენებულ ყვნეს თავნი
თვისნი და თქუეს არა ჭამად, არცა სუმად, ვიდრემდე მოკლან პავლე.
13. ხოლო იყვნეს უმრავლეს ორმეოცისა, რომელთა შეთქმულებაი ესე ყვეს.
14. რომელნი მოუხდეს მღდელთ მოძღუართა და ხუცესთა და ჰრქუეს: შეჩუენებით შეჩუენებულ
ვყვენით თავნი თვისნი არარაისა გემოის ხილვად, ვიდრემდე მოვკლათ პავლე.
15. აწ უკუე თქუენ აუწყეთ ათასისთავსა კრებულითურთ, რაითა ხვალე შთამოიყვანეს იგი
თქუენდა, რეცა თუ გეგულების უჭეშმარიტესად-რე გულისხმისყოფად მისთვის, ხოლო ჩუენ
ვიდრე მოახლებადმდე მისა განმზადებულ ვართ მოკლვად მისა.
16. ესმა დისწულსა პავლესსა სიტყუაი ესე, მივიდა და შევიდა ბანაკად და უთხრა
პავლეს.
17. ხოლო პავლე მოუწოდა ასისთავსა ერთსა და ჰრქუა: ჭაბუკი ესე მიიყვანე
ათასისთავისა, რამეთუ უნებს რაიმე თხრობად მისა.
18. ხოლო მან წარიყვანა იგი და მიიყვანა ათასისთავისა მის და ჰრქუა: კრულმან პავლე
მიწოდა და მრქუა მე ჭაბუკისაი ამის მოყვანებად შენდა, რამეთუ აქუს რაი მე სიტყუაი
თხრობად შენდა.
19. უპყრა ხელი ათასისთავმან და განიყვანა თვისაგან და ჰკითხვიდა, ვითარმედ: რაი
არს, რაი გიხმს თხრობად ჩემდა?
20. ხოლო მან თქუა, ვითარმედ: ჰურიანი შეითქუნეს, რაითა ითხოონ შენგან და პავლე
შთაიყვანონ ხვალე კრებულსა მათსა, რეცა თუ უჭეშმარიტესად-რე კითხვად მისთვის.
21. შენ უკუე ნუ ერჩი მათ, რამეთუ უმზირიან მას მათგანნი კაცნი უმრავლეს ორმეოცისა,
რომელთა შეიჩუენნეს თავნი თვისნი არა ჭამად, არცა სუმად, ვიდრემდე მოკლან პავლე, და
აწ განმზადებულ არიან და ელიან შენსა ბრძანებასა.
22. ხოლო ათასისთავმან განუტევა ჭაბუკი იგი და ამცნო, რაითა არავის უთხრას,
ვითარმედ ესე მაუწყე მე.
23. და მოუწოდა ორთა ვიეთმე ასისთავთა და ჰრქუა: განჰმზადეთ ორასი ერისაგანი, რაითა
მივიდენ კესარიადმდე, და მხედარი სამეოც და ათი და ფაროსანი ორასი მესამით ჟამითგან
ღამისაით
24. და სახედარი ერთი, რაითა აღსუან პავლე და მიიყვანონ იგი ფელიქს მთვარისა.
25. და მიწერა წიგნი, რომელსა წერილ იყო სახე ესევითარი:
26. კლავდიოს ლუსია მხნესა ფელიქსს მთავარსა გახარებ.
27. კაცი ესე შეეპყრა ჰურიათა და ეგულებოდა მოკლვაი მაგისი, ზედა მიუხედ
მხედრებითურთ და განვარინე ეგე, ვცან-ღა, რამეთუ ჰრომი არს.
28. და მინდა გულისხმის-ყოფად ბრალი იგი, რომლისათვის შეასმენდეს მას ჰურიანი, და
შთავიყვანე იგი კრებულსა მათსა
29. და ვპოვე, რამეთუ აბრალებდეს მას ძიებათათვის სჯულისა მათისათა, და არარაი
ღირსი სიკუდილისა გინა კრულებისა ბრალი იპოვა მაგის თანა.
30. და ვითარცა მეუწყა, რამეთუ უმზირდეს ჰურიანი მოკლვად კაცისა მაგის, მუნქუესვე
წარმოვავლინე შენდა. მიბრძანებიეს შემასმენელთა მათდაცა სიტყუად მაგისა შენ წინაშე
და ცოცხლებით იყავ!
31. ხოლო სტრატიოტთა მათ მსგავსად ბრძანებულისა მათისა წარიყვანეს პავლე და
მიიყვანეს ღამე ანტიპატრიადმდე.
32. და ხვალისაგან განუტევნეს მხედარნი იგი მისლვად მის თანა, და იგინი მოიქცეს
ბანაკად.
33. რომელნი-იგი მო-რაი-ვიდეს კესარიად, მისცეს წიგნი იგი მთავარსა მას და
წარუდგინეს მას პავლეცა.
34. აღმოიკითხა იგი მთავარმან მან და ჰკითხა, თუ რომლისა სამთავროისაი არს. და
ისწავა, რამეთუ კილიკიაით არს, და ჰრქუა:
35. ვისმინო შენი, რაჟამს შემასმენელნიცა შენნი მოვიდენ. და უბრძანა ტაძარსა მას
ჰეროდესსა დამარხვაი მისი.
1. შემდგომად ხუთისა დღისა შთავიდა მღდელთ მოძღუარი ანანია ხუცესთა თანა და
მეტყუელისა ვინმე ტერტვილოის თანა, რომელთა აუწყეს მთავარსა მას პავლესთვის.
2. და ვითარცა მოუწოდეს მას, იწყო ტერტვილოს შესმენად მისა და თქუა:
3. მრავალსა მშვიიდობასა შინა ვართ შენ ძლით და განგებულებასა, რომელს იქმნების
ნათესავსა ამას შინა მოღუაწებითა შენითა სადავე და ყოველთა ადგილთა, შევიწყნარებთ,
მხნეო ფელიქს, ყოველითა მადლობითა.
4. ხოლო რაითა არა უმეტეს დაგაშრო შენ, გლოცავ,რაითა შემოკლებულად ისმინო ჩუენი
შენითა სახიერებითა.
5. რამეთუ ვპოვეთ კაცი ესე ბილწი და შფოთის აღმძვრელი ყოველთა შორის ჰურიათა,
რომელნი არიან ყოველსა სოფელსა, წინამძღუარი გალილეველთა წვალებისაი,
6. რომელმან ტაძარსაცა აზმნო შეგინებად, რომელიცა შევიპყართ და მსგავსად სჯულისა
ჩუენისა ვინებეთ განკითხვაი.
7. ზედა მოგვიხდა ლუსია ათასისთავი და მრავლითა იძულებითა ხელითგან ჩუენითა
წარიყვანა და შენ წინაშე წარმოავლინა.
8. და ბრძანა შემასმენელთაცა მისთაი შენ თანვე მოსლვად, რომლისა მიერ შეუძლო შენ
განკითხვად და ცნობად ამის ყოველისა, რომელსა ჩუენ ვსწამებთ მაგას თანა.
9. ეწამებოდეს ჰურიანიცა და იტყოდს, ვითარმედ: ესე ესრეთ არს.
10. მიუგო პავლე წამის ყოფითა მთავრისაითა და თქუა: მრავალთ წლითგან გიცოდე შენ
მსაჯულად ამის ნათესავისა, გულს-მოდგინებით თავისა ჩემისათის სიტყუაი მიუგო.
11. რამეთუ შემძლებელ ხარ შენ გულისხმისყოფად, არა უმრავლეს არს ჩემი ათორმეტისა
დღისა, ვინაითგან აღვედ მე იერუსალემდ თაყუანის-ცემად.
12. და არცა ტაძარსა შინა მპოვეს მე მეტყუელად ვის თანამე, გინა თუ ამბოხისავვის
ერის კრებად, გინა შესაკრებელთა შორის ანუ თუ ქალაქსა შინა,
13. არცა ძალ-უც შენ წინაშე ჩემ ზედა ამისა ჩინებად, რომლისათვის-ესე აწ შემასმენენ
მე.
14. ხოლო ამას აღგიარებ შენ, რამეთუ გზასა მისთვის, რომელსა-ეგე იტყვიან წვალებად,
ესრეთ ვჰმსახურებ მამათა ღმერთსა და მრწამს ყოვლისა მისებრ, რომელი სჯულსა და
წინაისწარმეტყუელთა წერილ არს.
15. სასოებაი მაქუს ღმრთისა მიმართ, რომელსა ეგენიცა მოელიან, აღდგომაი ყოფად არს
მკუდართაი, მართალითაიცა და ცოდვილთაიცა.
16. ამის ზედა ვიღუწი, დაუბრკოლებელი გონებაი მაქუს ღმრთისა მიმართ და კაცთა
მარადის.
17. მრავლისა წლისა შემდგომად ქველის საქმისა ყოფად მოსრულ ვიყავ ნათესავისა ჩემისა
და შესაწირავისა,
18. რომელსა შინა მპოვეს მე განწმენდილი ტაძრსა შინა არა ერითა, არცა შფოთითა
19. ასიაით ვინმე ჰურიათა, რომელთაი ჯერ-იყო შენ წინაშე მოსლვაი და შესმენად, რაი
-იგი აქუს ჩემდა მომართ სიტყუაი.
20. ანუ მაგთ თვით თქუედ, რაი პოვეს ჩემ თანა ბრალი, ვდეგ რაი - იგი კრებულსა
შორის.
21. ანუ ერთისა მის სიტყვისათვის, რომელ ხმა-ვიყავ, მათ შორის რაი-იგი ვდეგ,
ვითარმედ: აღდგომისათვის მკუდართაისა ვისაჯები დღეს თქუენ მიერ.
22. ესმა რაი ესე ფელიქსს, დრო-უყო მათ, ჭეშმარიტებით იცოდა გზასა მისთვის და თქუა:
რაჟამს ლუსია ათასისთავი მოვიდეს, მაშინ ვცნა თქუენთვის.
23. და უბრძანა ასისთავსა მას დამარხვაი პავლესი და რაითა იყოს იგი მოლხინედ და
ნუვისა ყენებად თვისთა მისთა მსახურებისა ანუ შესლვად მის თანა.
24. ხოლო შემდგომად დღეთა რავდენთამე მოვიდა ფელიქს დრუსილაის თანა, ცოლისა
თვისისა, ჰურიისა, მოუწოდა პავლეს და ისმინა მისი იესო ქრისტეს სარწმუნოებისათვის.
25. და ვითარ-იგი იტყოდა სიმართლისათვის და მოთმინებისა და სასჯელისათვის მერმისა,
შეეშინა ფელიქსს და ჰრქუა პავლეს: აწ ამას ჟამსა წარვედ, და ჟამსა მოცალესა
მოგიწოდო შენ.
26. და ამას თანა ჰგონებდა, ვითარმედ ფასი მოიღოს მან პავლესაგან, რაითა განჰხსნას
იგი. ამისთვის ზედაისზედა მოუწოდნ და ზრახვან მას.
27. ხოლო ვითარ ორი წელი აღესრულა, გარდაიდგინა ფელიქს და ნაცვლად მისა მოვიდა
პორკიონი ფესტოს, და, რამეთუ ენება ფელიქსს მომადლებაი ჰურიათაი, დაუტევნა პავლე
კრულებათა შინა.
1. ფესტოს ვითარცა აღვიდა სამთავროსა თვისსა, შემდგომად სამისა დღისა აღვიდა
იერუსალემდ კესარიაით.
2. აუწყეს მას მღდელთ მოძღუარმან და მთავართა ჰურიათა-მან პავლესთვის და
ევედრებოდეს მას
3. და ითხოვდეს მადლისა მისთვის, რაითა მოუწოდო მას იერუსალემდ, და უმზირდეს გზასა
ზედა მოკლვად.
4. ხოლო ფესტოს მიუგო და ჰრქუა მათ, ვითარმედ: დამარხულ არს პავლე კესარიას, და
ვითარმედ ადრე ჰნებავს მას განსვლაი იერუსალემით.
5. აწ უკუე რომელნი შემძლებელ არიან თქუენგანნი, ჩემ თანა შთამოვიდენ და, რაი -იგი
არს უჯეროი კაცისა მის თანა, შესწამონ მას.
6. იქცეოდა იგი მუნ არა უმრავლეს ათისა დღისა, და შთავიდა კესარიად, და ხვალისაგან
დაჯდა საყდართა ზედა და ბრძანა მოყვანებაი პავლესი.
7. და ვითარცა მოვიდა იგი, გარე მოადგეს მას იერუსალემით შთასულნი იგი ჰურიანი,
მრავალსა და მძიმესა ბრალსა დასდებდეს პავლეს ზედა, რომელსა ვერ ეძლო გამოჩინებად.
8. რამეთუ იგი სიტყუას-უგებდა მათ, ვითარმედ: არცა სჯულსა ჰურიათასა, არცა ტაძარსა,
არცა კეისარსა რაი შევსცოდე.
9. ფესტოსს უკუე უნდა მომადლებაი ჰურიათაი, მიუგო პავლეს და ჰრქუა: გნებავსა
იერუსალემდ აღსლვაი და მუნ ამისთვის განკითხვაი ჩემ წინაშე?
10. ჰრქუა მას პავლე: საყდართა წინაშე კეისრისათა ვდგა, სადა ჯერ-არს ჩემი
განკითხვაი, ჰურიათა არაი შევსცოდე, ვითარცა შენ უმჯობეს იცი.
11. უკუეთუ რასმე ვანანებ და ღირსი სიკუდილისაი მიქმნიეს, არა ვევლტი სიკუდილსა;
უკუეთუ არარაი არს, რომელსა ესენი შემასმენენ მე, ვერვის ხელ-ეწიფების მიმადლებაი
ჩემი მათა, კეისარსა უღაღადებ.
12. მაშინ ფესტოს ზრახვა-ყო თანა-მზრახველისა თვისისა თანა და თქუა: კეისარსა
უღაღადებ, კეისრისაცა წარხვიდე.
13. და ვითარცა დღენი რავდენიმე წარხდეს, აღრიპა მეფე და ბერენიკე მიიწინეს
კესარიად მოკითხვად ფესტოისა.
14. და ვითარ მრავალ დღე იქცეოდეს მუნ, ფესტოს უთხრა მეფესა პავლესთვის და ჰრქუა:
კაცი ვინმე დაშთომილ არს ფელიქსისგან კრული,
15. რომლისათვის ვიყავ რაი იერუსალემს, მითხრეს მე მღდელთ მოძღუართა და მოხუცებულთა
ჰურიათა და ითხოვდეს მისთვის სასჯელსა.
16. რომელთა მიუგე და ვარქუ, ვითარმედ: არა არს ჩუეულებაი ჰრომთაი მიმადლებად
ვისამე კაცისაი წარწყმედად, ვიდრემდე, რომელსა-იგი შესასმენდენ, პირისპირ აქუნდეს
შემასმენელნი იგი, და ადგილი სიტყვის-გებისაი მიიღოს ბრალისა მისთვის.
17. და ვითარცა შემოკრბეს იგინი აქა, არცა ერთი რაი დრო-ვყავ, ხვალისაგან დავჯედ
საყდართა ზედა და ვბრძანე მოყვანებაი კაცისაი მის.
18. რომლისათვის წარმოდგეს შემასმენელნი და არცა ერთი რაი ბრალი აჩინეს, რომელსა
ვჰგონებდ მე ბოროტსა;
19. ძიებანი რაი მე თვისისა ეშმაკეულებისანი აქუნდეს მისა მიმართ და იესოის
ვისთვისმე მომკუდარისა, რომელსა იტყოდა პავლე ცხოველად.
20. და ვითარ ვერარას ვჰპოებდ მე ამის ძიებისათვის, ვეტყოდე მას, უკუეთუმცა უნდა
მისლვად იერუსალემდ და მუნ განკითხვად ამისთვის.
21. ხოლო პავლე ღაღადებდა დამარხვად მისა, რაითა კეისარმანცა აგრძნეს, და ვბრძანე
დამარხვაი მისი ვიდრემდე მიუძღუანო იგი კეისარსა.
22. მიუგო აღრიპა და ჰრქუა ფესტოსს: მინდა მეცა კაცისა მისგან სმენად. ხოლო მან
ჰრქუა მას: ხვალე ისმინო მისი.
23. და ხვალისაგან მოვიდა აღრიპა და ბერენიკე მრავლითა საოცრებითა. და შევიდა
განსაკითხავსა მას ათასისთავთა თანა და კაცთა მათ, მთავართა ქალაქისათა. და
თვითარცა ბრძანა ფესტოს, მოიყვანეს პავლე.
24. და თქუა ფესტოს: აღრიპა მეფე და ყოველნი კაცნი, რომელნი ჩუენ თანა ხართ,
ჰხედავთა ამას? ამისთვის ყოველი სიმრავლე ჰურიათაი შემემთხვია მე იერუსალემს და
აქაცა ღაღადებდეს და იტყოდეს, ვითარმედ: არა ჯერ-არს ეგე ცხორებად ამიერითგან.
25. ხოლო მე გულისხმა-ვყავ, ვითარმდ არაი ღირსი სიკუდილისაი უქმნიეს ამას; და
ვითარ-იგი თვით ესე უღაღადებდა კეისარსა, ვსაჯე წარვლინებაი მისი.
26. რომლისათვის განკრძალულად ვერარაი მაქუს, რაი მივწერო უფლისა ჩემისა; ამისთვის
მოვიყვანე ეგე თქუენ წინაშე და უფროისღა შენ წინაშე, მეფე აღრიპა, რაითა განიკითხო
ეგე, და უწყოდი, რაი მივწერო.
27. რამეთუ უჯერო მიჩნს მე მიძღუანებაი პყრობილისაი და ბრალთაცა მისთა არა უწყებად.
1. ხოლო აღრიპა ჰრქუა პავლეს: ბრძანებულ არს შენდა თავისა შენისათვის სიტყუად.
მაშინ პავლე განყო ხელი, მიუგებდა და თქუა:
2. ყოველთათვის, რომელთა მაბრალებენ მე ჰურიანი, მეფე აღრიპა, შემირაცხიეს თავი
ჩემი ნეტარად, რამეთუ შენ წინაშე მეგულების დღეს სიტყვის-გებად უფროის-ღა.
3. რამეთუ მეცნიერ ხარ შენ ყოველთა მათ ჩუეულებათა და ძიებათა ჰურიათასა. ამისთვის
გევედრები, სულგრძელებით ისმინე ჩემი.
4. ცხორებაი უკუე ჩემი სიყრმითგან, პირველითგან ყოფილი ნათესავსა შორის ჩემსა
იერუსალემს შინა, იციან ყოველთა ჰურიათა.
5. წინაისწარვე მიცოდეს მე პირველითგან, უკუეთუ უნდეს წამების, რამეთუ ჭეშმარიტისა
მისებრ მსახურებისა სჯულისა ჩუენისა ვცხონდებოდე ფარისეველი.
6. და აწ სასოებისათვის მამათა ჩუენთა აღთქმულისა, რომელი იყო ღმრთისა მიერ, ვდგა
და განვიკითვი,
7. რომლისა მიმართ ათორმეტი ნათესავი ჩუენი განკრძალული დღე და ღამე ჰმსახურებს და
ესავს მიწევნასა, რომლისა სასოებისათვის ვიბრალები ჰურიათაგან, მეფე აღრიპა.
8. რაი ურწმუნოებაი არს, განიკითხეთ-ღა თქუენ შორის, უკუეთუ ღმერთი მკუდართა
აღადგინებს?
9. მე უკუე მენება თავით ჩემით სახელისათვის იესო ნაზარეველისა მრავლისა ძვირისა
საქმედ.
10. რომელი-იგი ვყავცა იერუსალემს შინა: და მრავალნი წმიდათაგანნი მე საპყრობილესა
შევაყენენ, რამეთუ ხელმწიფებაი მოვიღე მღდელთ მოძღუართაგან მოსვრად მათდა და მომეღო
რიცხვი.
11. და ყოველთა შესაკრებელთა შორის მრავალ გზის ვსტანჯვედ მათ და ვაიძულებდ გმობად,
უმეტესად-ღა ვბორგდ მათ ზედა და ვსდევნიდი ვიდრე გარემოთა ქალაქამდეცა.
12. რომელთა შინა მივიდოდე მე დამასკედ ხელმწიფებითა და ბრძანებითა მღდელთ
მოძღუართაითა.
13. შუა დღე გზასა ზედა ვიხილე, მეფეო, ზეცით გარდმო უბრწყინვალესი მზისაი,
გამომიბრწყინა მე ნათელი და ჩემ თანა მოგზაურთა მათ.
14. და ვითარცა ჩუენ ყოველნი ქუეყანად დავცვივენით, მესმა ხმაი, რომელმან მრქუა მე
ებრაელებრითა სიტყვითა: საულ, საულ, რაისა მდევნი მე? ფიცხელ არს შენდა წიხნაი
დეზისაი.
15. და მე ვარქუ: შენ ვინ ხარ, უფალო? ხოლო მან მრქუა მე: მე ვარ იესო, რომელსა შენ
მდევნი.
16. არამედ აღდეგ და დადეგ ფერხთა შენთა ზედა, რამეთუ ამისთვის გიჩუენე შენ, რაითა
დაგადგინო შენ მსახურად და მოწამედ, რომელი იხილე და რომელი გიჩუენო შენ,
17. განრინებად შენდა ერისაგან და ნათესავთაგან , რომელთა მე მიგავლინო შენ,
18. ახილვად თუალთა მათთა და მოქცევად ბნელისაგან ნათლად და ხელმწიფებისაგან
ეშმაკისა ღმრთისა მიმართ მიღებად მათდა მიტევებაი ცოდვათაი და ნაწილი განწმედილთა
შორის სარწმუნოებითა ჩემდა მომართ
19. რომლისათვის, მეფე აღრიპა, არა ვიქმენ ურჩ ზეცისასა მას ჩუენებასა,
20. არამედ რომელნი იყვნეს დამასკეს შინა პირველად და იერუსალემს შინა და ყოველსა
სოფელსა ჰურიასტანისასა და წარმართთა მიუთხრობდ სინანულსა და მოქცევად ღმრთისა
მიმართ და ღირსნი სინანულისა საქმე ქმნად.
21. ამისთვის შემიპყრეს მე ჰურიათა ტაძარსა შინა და აზმნობდეს მოკლვად ჩემდა.
22. შეწევნითა ღმრთისაითა, რომელსა ღირს ვიქმენ, ვიდრე აქა დღემდმდე ვდგა და უწამებ
მცირესა და დიდსა, არარას გარეშესა ვიტყვი წინაისწარმეტყუელთა თქმულისასა, რომელსა
ეგულებოდა ყოფად, და მოსესსა,
23. ვითარმედ ვნებად იყო ქრისტესა და ვითარმედ პირველ მკუდართა აღდგომისა ნათელისა
ეგულების მითხრობად ერთა და ნათესავთა.
24. და ვითარ-იგი ამას ეტყოდა, ფესტოს დიდითა ხმითა თქუა: ჰბორგი, პავლე, რამეთუ
მრავალნი წიგნნი შენნი სიცბილად მიგაქცევენ შენ.
25. ხოლო პავლე ჰრქუა: არა ვბორგი, მხნეო ფესტოს, არამედ ჭეშმარიტებისა და
სიწმიდისა სიტყუათა ვიტყვი.
26. რამეთუ მეცნიერ არს ამისთვის მეფე, რომლისა მიმართცა კადნიერად ვიტყვი, რამეთუ
დაფარვად მისა რაისამე არცა დაფარულსა ადგილსა ქმნილ არს ესე.
27. გრწამსა, მეფე აღრიპა, წინაისწარმეტყუელთაი? ვიცი, რამეთუ გრწამს.
28. ხოლო აღრიპა ჰრქუა პავლეს: მცირედ-ღა და მარწმუნო მე ქრისტეანე ყოფად.
29. ხოლო პავლე ჰრქუა მას: ვილოცავ ღვთისა მიმართ მცირეთათვისცა და მრავალთა, არა
ხოლო თუ შენდა, არამედ ყოველთა, რომელთა ესმის ჩემი დღეს ყოფად ესრეთ, ვითარცა მე
ვარ, თვინიერ კრულებათა ამათ.
30. და ვითარცა ესე თქუა მან, აღდგა მეფე და მთავარი და ბერენიკე და მათ თანა
მსხდომარენი იგი,
31. წარვიდეს და იტყოდეს ურთიერთას, ვითარმედ: არარას სასიკუდინესა გინა კრულებათა
საქმესა იქმნს კაცი ესე.
32. ხოლო აღიპა თქუა ფესტოსს: განტევებად ღირდა კაცი ესე, უკუეთუმცა არა ღაღად-ეყო
კეისრისა.
1. და ვითარცა განაჩინეს ნავითა წარსვლაი ჩუენი იტალიად, მისცეს პავლე და სხუანი
ვინმე პყრობილნი ასისთავსა, სახელით ივლიოსს, გუნდისა სევასტიელისაი.
2. შევედით ნავსა ადრამიტვინელსა, რომელი მიმავალ იყო ადგილთა მათ ასიაისათა, და,
აღვხედით რაი, ჩუენ თანა იყო არისტახოს მაკედონელი, თესალონიკელი.
3. და მეორესა დღესა შთავედით სიდონდ. კაცთ მოყუარებაი აჩუენა ივლიოს პავლესთვის და
უბრძანა მეგობართა თვისთა თანა მისლვად და მოღუაწებისა მიმთხუევად.
4. და მიერ შევსხედით და თანაწარვლეთ კვიპრე წინააღმდეგობითა ქართაითა.
5. მაშინ უფსკრული იგი კილიკიისაი და პანფილიისაი განვლეთ და შთავედით მვირა
ქალაქად ლუკიისა.
6. და მუნ პოვა ასისთავმან მან ნავი ალექსანდრიისაი, რომელი მივიდოდა იტალიად, და
შემსხნა ჩუენ მას შინა.
7. ხოლო მრავალთა დღეთა მძიმედ ვიდოდეთ და ძნიად მივიწიენით კნიდონდ, რამეთუ არა
გვიტევებდა ჩუენ ქარი იგი, და თანაწარვლეთ კრიტი სალმონით კერძო.
8. და ვითარცა ძლით წარმოვიჩინეთ იგი, მოვედით ადგილსა რასმე, რომელსა ერქუა ტბები
კეთილი, რომელსა ეახლა ქალაქი ლასიაი.
9. და ვითარცა მრავალი ჟამი წარხდა, და იყო-ღა ნავი საცთომელ სავალად, რამეთუ
მარხვანი წარ-ოდენ-სრულ იყვნეს, ამცნებდა მათ პავლე
10. და ეტყოდა: კაცნო ძმანო, ვხედავ, რამეთუ ჭირი და ზღვევაი მრავალ ყოფად არს არა
ხოლო თუ ტვირთისა და ნავისაი, არამედ თავნიცა ჩუენნი წარწყმედად არიან ნავისა თანა.
11. ხოლო ასისთავი იგი მენავეთ მოძღუარსა მას და ნავის უფალსა ერჩდა უფროის,
ვიდრეღა პავლეს სიტყუათა.
12. და ვითარ უმარჯუ იყო ნავთსადგური იგი დასაზამთრებელად, უმრავლესთა მათგანთა
დაიდვეს გულსა წარსვლად მიერ, უკუეთუმცა ვითარ უძლეს მისლვად ფინიკედ და მუნ
დაზამთრებად ტბასა მას კრიტისასა, რომელი ხედვიდა ჩრდილოდ და სოფლად.
13. და ვითარ-იგი ქროდა ქარი სამხრეთისაი, ჰგონებდეს, ვითარმედ ნებისაებრ მათისა
იყოს, აღდგეს ასონით და წარირჩევდეს კრიტით.
14. და შემდგომად არა მრავლისა ჟამისა იწყო ქროლად მის თანა ქარმან მან ბორბალმან,
რომელსა ჰრქვიან ვრცელ ღელვა.
15. და ვითარ შეაცთუნა ნავი იგი და ვერ ეძლო პირსა მიქცევად ქარისა მის, მიუტევეთ
და მიმოვაქუნდით.
16. ჭალაკსა რასმე თანა-წარვჰხედით რაი, რომელსა ერქუა ხლავდი, ძლით შეუძლეთ
დაპყრობად ხუამალდისა,
17. რომელი აღიღეს და შესაწევნელად იხუმევდეს და შემოსწებეს ნავსა. ხოლო ეშინოდა,
ნუუკუე კბოდოანსა განცვივენ, გარდაუტევეს ჭურჭელი და ესრეთ მიმოაქუნდა.
18. და ვითარ დიდსა ზამთარსა შინა ვიყვენით, ხვალისაგან გარდასდებდეს ტვირთსა.
19. და მესამესა დღესა ჭურჭელი ნავისაი თვისითა ხელითა გარდააბნიეს.
20. ხოლო არცა მზე, არცა ვარსკულავი ჩნდა მრავალთა დღეთა, რამეთუ ზამთარი დიდი იყო.
მიერითგან წარვიწირეთ სასოებაი ყოველი ცხონებად ჩუენდა.
21. და ფრიად უზმობაი იყო. მაშინ პავლე აღდგა შორის მათსა და თქუა: ჯერ-იყო, ჰოი
კაცნო, რაითამცა მერჩდით მე და არა წარხუედით კრიტით და შეიძინეთ ჭირი ესე და
ზღვევაი.
22. და აწცა გეტყვი თქუენ, გულდებულ იყვენით, რამეთუ განხუებაი სულისაი არცა
ერთისაი იყოს თქუენგან, თვინიერ ხოლო ნავისა.
23. რამეთუ წარმომიდგა მე ამას ღამესა ანგელოზი ღმრთისაი, რომელისაი ვარ მე,
რომელსაცა ვჰმსახურებ,
24. და მრქუა: ნუ გეშინინ, პავლე! კეისრისა ჯერ-არს შენდა წარდგომაი და აჰა ესერა
მიგმადლნა შენ ღმერთმან ყოველნი, რომელნი არიან შენ თანა ნავსა მაგას.
25. ამისთვის გულ-დებულ იყვენით, კაცნო, რამეთუ მრწამს ღმრთისაი, რამეთუ ესრეთ
იყოს, ვითარცა სახედ მეტყოდა მე.
26. ჭალაკსა რასმე განცვივნებად ვართ ჩუენ.
27. ხოლო ვითარცა მეათოთხმეტე ღამე მოაწია და მიმოვეტაცენით ჩუენ ანდრიასა შინა,
შუა ღამეს ოდენ ჰგონებდეს მენავენი იგი მიწევნად რომელსამე სოფელსა.
28. და გარდაუტევეს საზომი და პოვეს ოც მხარ. და მცირედ დარე-ყოვნეს და კუალად
მოზომეს და პოვეს ათხუთმეტი მხარი.
29. და ეშინოდა, ნუუკუე კბოდოანსა ადგილსა განცვივენ, ბოლოით კერძო ნავისა მის
გარდასთხინეს ოთხნი კავნი და ილოცვიდეს განთენებასა.
30. ხოლო მენავეთა მათ ეგულებოდა სივლტოლაი ნავისა მისაგან და გარდაუტევეს ხუამალდი
იგი ზღუად, მიზეზად რეცა თუ თავით კერძო ნავისა მის განჰმარტებენ კავთა.
31. მაშინ პავლე ჰრქუა ასისთავსა მას და ერის კაცთა: უკუეთუ ესენი არა იყვნენ ნავსა
შინა, თქუენ განრინებად ვერ ხელ-გეწიფების.
32. მაშინ ერისაგანთა მათ განუკუეთნეს საბელნი იგი ხუამალდისანი და მიაშურეს იგი
წარტაცებად ღელვათა.
33. და ვითარცა განთენდებოდა, ჰლოცვიდა ყოველთა პავლე მიღებად საზრდელისა და ჰრქუა:
მეათოთხმეტე დღე არს დღეს, ვინაითგან უზმათა დაგიყოფიეს და არარაი მიგიღებიეს.
34. ამისთვის გლოცავ თქუენ მიღებად საზრდელისა, რამეთუ ესე თქუენისა ცხორებისათვის
იქმნა, რამეთუ არავისი თქუენთაგანისაი თმაი ერთი თავისაი წარწყმედად არს.
35. და ესე ვითარცა თქუა, მოიღო პური, ჰმადლობდა ღმერთსა წინაშე ყოველთასა და
განტეხა და იწყო ჭამად.
36. გულს-მოდგინე იქმნეს ყოველნი და მათცა მიიღეს საზარდელი.
37. ხოლო ვიყვენით ნავსა მას შინა ყოველნი კაცნი ორას სამეოც და ათექუსმეტი სული.
38. და ვითარცა განძღეს საზარდელითა, აღუმცირებდეს ნავსა მას და გარდასდებდეს
იფქლსა ზღუად.
39. და რაჟამს განთენდა, ქუეყანაი იგი ვერ იცნეს, ყურესა რასმე განიცდიდეს, რომელსა
იყო ზღვის კიდე, სადა-იგი ეგულებოდა, უკუეთუმცა ვითარ შეუძლეს, განდგინებაი ნავისაი
მის.
40. მოჰხსნნეს კავნიცა იგი და მიუტევნეს ზღუად, და მათ თანა მიუტევნეს
შესაუღლვენიცა იგი საჭეთანი და აღუპყრეს აფრაი მცირე, და ქარით კერძო ეპყრა ზღვის
კიდით კერძო.
41. და ვითარცა შეცვივეს უმძაფრესსა ადგილსა დაჰკიდეს ნავი იგი. და, რამეთუ თავით
კერძოი იგი უმაგრესად დგა, ეგო უძრავად, ხოლო ბოლოით კრძოი იგი დაირღუეოდა
სიმძაფრითა ღელვათაითა.
42. ხოლო ერის კაცთა მათ ზრახვა-ყვნეს, რაითა მოსწყვიდნენ პყრობილნი იგი, ნუ უკუე
გან-ვინმე-ცურდეს და ივლტოდის.
43. ხოლო ასისთავსა მას უნდა განრინებაი პავლესი და დააბრკოლნა იგინი ზრახვასა
მისგან და უბრძანა, რომელნი-იგი ცურვით შემეძლებელ იყვნეს, განსვლად ქუეყანად.
44. და სხუანი იგი რომელნიმე ფიცრითა და რომელნიმე ჭურჭლითა ნავისაითა რომლითადმე.
45. და ესრეთ განვერენით ყოველნივე და გამოვედით ქუეყნად.
1. და გამო-რაი-ვხედით, მაშინ იცნეს, რამეთუ მელიტონი ერქუა ჭალაკსა მას.
2. ხოლო ბარბაროზთა მათ წინა-მიყვნეს ჩუენ არა მცირედი კაცთ მოყუარებაი, რამეთუ
აღაგზნეს ცეცხლი და შემიწყნარეს ჩუენ ყოველნი წიმისა მისგან და ყინელისა, რომელი
იყო.
3. და ვითარ შეჰკრებდა პავლე ფრიადსა ქარქუეტსა და დასხმიდა ცეცხლსა მას ზედა,
იქედნე სიტფოისა მისგან გამოხდა და მოეხვია ხელსა პავლესსა.
4. ვითარცა იხილეს ბარბაროზთა მათ გუელი იგი, დამოკიდებული ხელსა მისსა, იტყოდეს
ურთირთას: კაცის-მკვლელი სამე არს კაცი ესე, რომელი ზღუასა ღათუ განერა, სასჯელმან
ცხორებად არა უტევა.
5. ხოლო მან ხელი განყარა და შეაგდო გუელი იგი ცეცხლსა, და არარაი ბოროტი ევნო მას.
6. ხოლო იგინი ჰგონებდეს, ვითარმედ განსივნეს და დაეცეს მეყსეულად მკუდარი. და
ვითარ-იგი მყოვარ ჟამ ჰგებდეს და ჰხედვიდეს, რამეთუ არარაი ბოროტი შეემთხვია მას,
მოიქცეს და იტყოდეს, ვითარმედ ღმერთი არს.
7. ხოლო ადგილთა მათ იყო სოფლები მთავრისა ვისმე მის ჭალაკისაი, რომელსა სახელი
ერქუა პოპლიოს, რომელმან შემიწყნარნა ჩუენ და სამ დღე სიყუარულით მოწლედ მისტუმრნა.
8. და იყო მამაი პოპლიოისი სიცხითა და ნაწლევითა სნეულ და მწოლარე, რომლისა შევიდა
პავლე და ულოცა და დაასხნა მის ზედა ხელნი მისნი და განკურნა იგი.
9. და ვითარცა ესე იქმნა, სხუანიცა, რომელნი იყვნეს ჭალაკსა მას შინა და აქუნდა
უძლურებაი, მოვიდოდეს და განიკურნებოდეს ძალითა ღმრთისაითა.
10. რომელთაცა მრავლითა პატივითა პატივ-გუცეს ჩუენ და წარსვლასა ჩუენსა აღგუაგნეს
საგზლითა.
11. და შემდგომად სამისა თვისა შევედით ნავსა, რომელსა დაეზამთრა მას ჭალაკსა
ალექსანდრიაისასა, სახელით დიოსკორესსა.
12. და შთავედით სვირაკოსად და დავადგერნით მუნ სამ დღე,
13. ვინაი-იგი მოვლეთ და მოვიწიენით რეგონდ. და შემდგომად ერთისა დღისა იყო სამხრით
ნიავი, და ორ დღე მოვედით პონტიოლს,
14. სადა-იგი ვპოვნით ძმანი, და ნუგეშინის-ცემულ ვიქმნენით მათ ზედა და დავადგერით
მუნ შვიდ დღე. და ესრეთ მოვედით ჰრომედ.
15. და მიერ ძმათა ესმა ჩუენთვის და გამოვიდეს შემთხუევად ჩუენდა ვიდრე
აპპიოფორადმდე და მესამედ ღვინის საფარდულად, რომელნი იხილნა რაი პავლე, ჰმადლობდა
ღმერთსა და ნუგეშინის-იცა.
16. და ოდეს შევედით ჰრომედ, ასისთავმან მან მისცა პყრობილნი იგი ერის მთავარსა
მას, ხოლო პავლეს ებრძანა ყოფაი თვისაგან მცველისა მისისა ერის კაცისა თანა.
17. და იყო შემდგომად სამისა დღისა მოუწოდა პავლე, რომელნი-იგი იყვნეს მუნ ჰურიანი
მთავარნი. და ვითარ მოკრბეს იგინი, ეტყოდა მათ: კაცნო ძმანო, მე არარაი ბოროტი
ვქმენ ერისა მის თანა გინა სჯულისა მამულისა, და კრული იერუსალემით მივეცი ხელთა
ჰრომთასა,
18. რომელთა განმიკითხეს მე და უნდა განტევებაი ჩემი, ამისთვის რამეთუ არცა ერთი
ბრალი სიკუდილისაი იყო ჩემ თანა.
19. და ვითარ-იგი სიტყუას-უგებდეს ჰურიანი, ვიიძულე ღაღადის-გდებაი კეისრისაი, არა
თუ ვითარმცა შესმენაი რაი მე მედვა ნათესავისა ჩემისაი.
20. ამის უკუე მიზეზისათვის გლოცვედ თქუენ, რაითა მოხვიდეთ და გიხილნე და გეტყოდი,
რამეთუ სასოებისათვის ისრაელისა ჯაჭვი ესე ზედა-მაც მე.
21. ხოლო მათ ჰრქუეს მას: ჩუენ არცა წიგნი მოგვიხდა შენთვის ჰურიასტანით, არცა
მო-ვინ-ვიდა ძმათაგანი და გვითხრა, გინა იტყოდა შენთვის ბოროტსა.
22. ხოლო ამას გლოცავთ, რაითა ვისმინოთ შენი, ვითარ ჰზრახავ; ხოლო ხდომისა ამისთვის
უწყებულ არს ჩუენდა, რამეთუ ყოველსა ადგილსა ცილობაი აღდგომილ არს.
23. და განუჩინეს მას დღე და მოვიდეს ვანად მისა მრავალნი, რომელთა ასწავებდა და
მიუთხრობდა სასუფეველისათვის ღმრთისა და არწმუნებდა მათ იესოისთვის სჯულისაგან
მოსესა და წინაისწარმეტყუელთა განთიადითგან ვიდრე მიმწუხრადმდე.
24. და რომელნიმე ერჩდეს სიტყუათა მათ და რომელნიმე არა ერჩდეს.
25. და შეუთქუმელ იყვნეს ურთიერთას და განვიდოდეს. თქუა პავლე სიტყუაი ერთი,
ვითარმედ: კეთილად იტყოდა სული წმიდაი ესაიაის მიერ წინაისწარმეტყუელისა მამათა
თქუენთა მიმართ
26. და თქუა: მივედ ერისა ამის და არქუ მათ: სმენით გესმოდის და არა გულისხმა-ჰყოთ,
და ხედვით ჰხედვიდეთ და არა იხილოთ.
27. რამეთუ განზრქნა გული ერისაი ამის, და ყურითა ისმინონ და გულითა გულისხმა-ყონ
და მოიქცენ და განვკურნნე იგინი.
28. საცნაურ უკუე იყავნ თქუენდა, რამეთუ წარმართთათვის მოივლინა მაცხოვარებაი
ღმრთისაი და მათცა ისმინონ.
29. და ესე რაი თქუა, წარვიდეს ჰურიანი იგი და ფრიადი გამოძიებაი აქუნდა თავთა
შორის თვისთა.
30. ხოლო პავლე დაადგრა მუნ ორ წელ ყოვლად თვისითა სასყიდლითა და შეიწყნარებდა
ყოველთა, რომელნი მოვიდოდეს მისა,
31. ქადაგებდა სასუფეველსა ღმრთისასა და ასწავებდა უფლისა იესო ქრისტესთვის ყოვლითა
განცხადებულებითა დაუბრკოლებელად.