კათოლიკე ეპისტოლენი წმ. მოციქულისა პავლესნი

რომაელთა მიმართ
 

1 2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15 16

 

თავი 1.

1. პავლე, მონაი იესო ქრისტესი, ჩინებული მოციქული, რჩეული სახარებასა მას ღმრთისასა,
2. რომელი - იგი წინაისწარ აღუთქუა წინაისწარმეტყუელთა მისთა მიერ წიგნთაგან წმიდათა
3. ძისა მისისათვის, რომელი - იგი იშვა თესლისაგან დავითისა ხორციელად,
4. რომელი – იგი გამოჩნდა ძედ ღმრთისა ძალითა და სულითა მით სიწმინდისაითა, აღდგომითა მით მკუდრეთით იესო ქრისტეს უფლისა ჩუენისაითა,
5. რომლისაგან მოვიღეთ მადლი და მოციქულებაი დასამორჩილებელად სარწმუნოებითა ყოველთა წარმართთა სახელისა მისისათვის,
6. რომელთა შორის ხართ თქუენცა, ჩინებულნი იესო ქრისტესნი,
7. ყოველთა, რომელნი ხართ ჰრომეს შინა, საყუარელთა ღმრთისათა, ჩინებულთა წმიდათა, მადლი თქუენდა და მშვიდობაი ღმრთისა მიერ მამისა ჩუენისა და უფლისა იესო ქრისტესა.
8. პირველად ვჰმადლობ ღმერთსა ჩემსა ქრისტეს იესოს მიერ თქუენ ყოველთათვის, რამეთუ სარწმუნოებაი ეგე თქუენი განთქმულ არს ყოველსა სოფელსა.
9. რამეთუ მოწამედ ჩემდა არს ღმერთი, რომელსა ვჰმსახურებ სულითა ჩემითა სახარებითა ძისა მისისაითა, ვითარ უნაკლულოდ ხსენებასა თქუენსა ვჰყოფ;
10. მარადის ლოცვათა შინა ჩემთა ვევედრები, რაითა აწღა თუ სამე წარმემართოს მე ნებითა ღმთისაითა მისვლად თქუენდა.
11. რამეთუ მსურის ხილვაი თქუენი, რაითა მი – რაიმე – გცე თქუენ მადლი სულიერი დასამტკიცებელად თქუენდა.
12. ხოლო არს ესე თანა – ნუგეშინის – ცემაი თქუენ შორის ურთიერთასი იგი სარწმუნოებაი, თქუენი და ჩემი.
13. არა მნებავს უმეცრებაი თქუენი, ძმანო, რამეთუ მრავალ გზის მინდა მისლვად თქუენდა და დავეყენე მოაქამდე, რაითა თქუენ შორისცა ნაყოფი რაიმე მაქუნდეს, ვითარცა სხუათა მათ შორის თესლთა.
14. წარმართთა და ბარბაროზთა, ბრძენთა და უგუნურთა თანამდებ ვარ.
15. და ესრეთ არს გულსმოდგინებაი ჩემი, რაითა თქუენცა, რომელნი ხართ ჰრომეს შინა, გახარო.
16. რამეთუ არა მრცხუენის მე სახარებაი იგი ქრისტესი, რამეთუ ძალი ღმრთისაი არს მაცხოვრად ყოვლისა მორწმუნისა: ჰურიისა პირველად და მერმე წარმართისა.
17. რამეთუ სიმართლე ღმრთისაი მას შინა გამოცხადნების სარწმუნოებითი სარწმუნოებად, ვითარცა წერილ არს: მართალი სარწმუნოებით ცხოვნდეს.
18. რამეთუ გამოჩინებად არს რისხვაი ღმრთისაი ზეცით ყოველსა ზედა უღმრთოებასა და სიცრუვესა კაცთასა, რომელთა ჭეშმარიტებაი სიცრუვით აქუნდა.
19. რამეთუ მეცნიერებაი იგი ღმერთისაი ცხად არს მათ შორის, რამეთუ ღმერთმანვე გამოუცხადა მათ.
20. რამეთუ უხილავი იგი მისი დაბადებითგან სოფლისაით ქმნულთა მათ შინა საცნაურად იხილვების, და სამარადისოი იგი ძალი მისი და ღმრთეებაი, რაითა იყვნენ იგინი ვერ სიტყვის მგებელ.
21. რამეთუ იცოდეს ღმერთი, და არა ღმრთეებრ ადიდებდეს მას, გინა ჰმადლობდეს, არამედ ამაო იქმნნეს გულის ზრახვითა მათითა, და დაუბნელდა უგულისხმოი იგი გული მათი.
22. იტყოდეს თავთა თვისთა ბრძენ და განცოფნეს.
23. და ცვალეს დიდებაი იგი უხრწნელისა ღმრთისაი მსგავსებად ხატისა მის განხრწნადისა კაცისა და მფრინველთა და ოთხფერხთა და ქუეწარმავალთა.
24. ამისთვისცა მისცნა იგინი ღმერთმან გულის თქუმასა გულთა მათთასა არაწმიდებად და გინებად ხორცთა მათთა მათ თანა,
25. რომელთა – იგი გარდაცვალეს ჭეშმარიტებაი ღმრთისაი სიცრუვედ და პატივს – სცემდეს და ჰმსახურებდეს დაბადებულთა, და არა დამბადებელსა, რომელი - იგი არს კურთხეულ უკუნისამდე. ამინ.
26. ამისთვის მისცნა იგინი ღმერთმან ვნებასა მას გინებისასა; რამეთუ დედათა მათთა გარდაცვალეს ბუნებისა იგი წესი არა ბუნებად.
27. ეგრეცა მამათა მათთა დაუტევეს ბუნებისა იგი წესი დედათაი, განხურდეს გულის თქუმითა მათითა ურთიურთას; მამანი მამათა თანა სარცხვინელსა იქმოდეს, და კუალად - საგებელი იგი, რომელ ჯერ -არნ საცთურისა მათისაი, ურთიერთას მიიღიან.
28. და ვითარცა არა გამოიცადეს ღმერთი, რაითამცა აქუნდა მეცნიერებით, მისცნა იგინი ღმერთმან გამოუცდელსა მას გონებასა საქმედ უჯეროისა.
29. აღსავსენი ყოვლითა სიცრუვითა; სიძვითა, უკეთურებითა, ანგაჰრებითა, ბოროტებითა, სავსე შურითა, კაცის –კლვითა, ხდომითა, ზაკუვითა, ბოროტის ჩუეულებითა, ცუნდრუკებითა,
30. ძვირის – მეტყუელ, ღმრთის შემაწუხებელ, მაგინებელ, ამპარტავან, ლაღ, მომპოვნებელ ბოროტისა, მამა - დედათა ურჩ.
31. უგულისხმო, უწესო, უყუარულ, უწირავ, უწყალო,
32. რომელთა სამართალი ღმრთისაი იცოდეს, რამეთუ ესევითარისა მოქმედნი ღირს არიან სიკუდილსა; არცა ხოლო ამას იქმან, არამედ თანაცა სათნო – ეყოფვიან მოქმედთა მათ.

თავი 2.

1. ამისთვის ვერ სიტყვის მიმგებელ ხარ, ჰოი კაცო, ყოველი, რომელიცა ჰსჯი, რამეთუ რომლითა ჰსჯი მოყუასსა, თავსა თვივსსა დაისჯი, რამეთუ მასვე იქმ, რომელსაცა ჰსჯი.
2. ესე უწყით, რამეთუ სასჯელი ღმრთისაი ჭეშმარიტ არს ესევითარისა მოქმედთათვის.
3. ამას სამე ჰგონება, ჰოი კაცო, რომელი ჰსჯი ესევითარისა მოქმედთა მათ და იქმ მასვე, ვითარმედ შენ განერე სასჯელსა ღმრთისასა?
4. ანუ სიმდიდრესა მას სიტკბოებისა მისისასა და თავსდებასა და სულგრძელებასა შეურაცხჰყოფ, ვერ გიცნობიეს, რამეთუ სიტკბოებაი ღმრთისაი სინანულად მოგიყვანებს შენ?
5. ხოლო სიფიცხლითა მაგით შენითა და შეუნანებელითა გულითა იუნჯებ თავისა შენისა რისხვასა დღესა მას რისხვისა და გამოჩინებისა და მართლმსაჯულებისა ღმრთისასა,
6. რომელმან მიაგოს კაცად – კაცადსა საქმეთა მისთაებრ:
7. მოთმინეთა მათ საქმისა კეთილისათა დიდებაი და პატივი და უხრწნელებაი, რომელნი ეძიებენ ცხოვრებასა საუკუნესა;
8. 8. ხოლო ხდომისაგანთა მათ და ურჩთა ჭეშმარიტებისათა და მორჩილთა სიცრუვისათა – რისხვაი და გულის წყრომაი.
9. ჭირი და იწროებაი ყოველსა ზედა სულსა კაცისასა, მოქმედსა ბოროტისასა, ჰურიასა პირველად და მერმე წარმართსა.
10. დიდებაი და პატივი და მშვიდობაი ყოველსა მოქმედსა კეთილისასა, ჰურიასა პირველად და მერმე წარმართსა.
11. რამეთუ არა არს თუალთ – ღებაი ღმრთისა თანა.
12. რამეთუ რომელთა – იგი უსჯულოდ შესცოდეს, უსჯულოდცა წარწყმდენ; და რომელთა სჯულსა შინა შესცოდეს, სჯულითაცა ისაჯნენ.
13. რამეთუ არა მსმენელნი სჯულისანი განმართლდენ წინაშე ღმრთისა, არამედ მყოფელნი სჯულისანი განმართლდენ.
14. რამეთუ წარმართთა რომელთა სჯული არა აქუნდა, ბუნებითსა, მას სჯულსა ჰყოფდეს; ამათ რამეთუ სჯული არა აქუს, თავისა თვისისა თვით სჯულ არიან:
15. რომელნი გამოაჩინებენ საქმესა სჯულისასა დაწერილსა გულთა შინა მათთა თანა – მოწამებითა მათდა გონებისა მათისაითა, და შორის ურთიერთას გულის სიტყუანი შეასმენდენ ანუ სიტყუას უგებდენ
16. დღესა მას, რომელსა სჯიდეს ღმერთი დაფარულსა მას კაცთასა მსგავსად სახარებისა მის ჩემისა იესო ქრისტეს მიერ.
17. უკუეთუ შენ ჰურია სახელ-გედების, და განისუენებ სჯულსა ზედა და იქადი ღმრთისა
18. და იცი ნებაი იგი და გამოიცდი უმჯობესსა მას და სწავლულ ხარ სჯულისაგან
19. და ესავ თავსა შენსა წინამძღურად ბრმათა, ნათლად, რომელნი არიან ბნელსა შინა,
20. მასწავლელად უგუნურთა, მოძღურად ჩჩვილთა და გაქუს ხატი იგი მეცნიერებისაი და ჭეშმარიტებისაი სჯულსა შინა,
21. რომელი – ეგებ ასწავებ მოყუასსა, თავსა თვისსა არა ასწავებ?
22. რომელი ჰქადაგებ არა პარვასა, იპარავ? რომელი იტყვი არა მრუშებასა, იმრუშებ? რომელსა გძაგან კერპნი, საკურთხეველთა სძარცუავ?
23. რომელი სჯულითა იქადი, გარდასვლითა მაგით სჯულისაითა ღმერთსა შეურაცხ – ჰყოფ?
24. რამეთუ სახელი ღმრთისაი თქუენთვის იგმობვის წარმართთა შორის, ვითარცა წერილ არს.
25. რამეთუ წინადაცუეთილებაი სარგებელ არს, უკუეთუ სჯულსა იმარხავ; ხოლო უკუეთუ გარდამავალ იყო სჯულისა, წინადაცუეთილებაი შენი წინადაუცუეთელება იქმნა.
26. აწ უკუე, უკუეთუ წინადაუცუეთელი იგი სიმართლესა სჯულისასა იმარხავს, არა - მე წინადაუცუეთელებაი იგი მისი წინადაცუეთილებად შეერაცხოს?
27. და გსჯიდეს ბუნებით წინადაუცუეთელი იგი, სჯულისა აღმასრულებელი, შენ, რომელი – ეგე წიგნითა და წინადაცუეთითა სჯულისა გარდამავალ ხარ?
28. რამეთუ არა რომელი - იგი ცხადად ჰურია არს, არცა რომელი ცხადად ხორცითა წინადაცუეთილ,
29. არა რომელი ფარულად ჰურია არს და წინადაცუეთილებაი გულისაი აქუს სულითა, არა წიგნითა; რომლისა – იგი ქებაი არა კაცთაგან არს, არამედ ღმრთისაგან.

თავი 3.

1. რაი –მე უკუე უმეტეს არს ჰურიისა მის, ანუ რაი - მე სარგებელი არს წინადაცუეთილებისაი ?
2. ფრიად ყოვლითავე სახითა: პირველად უკუე, რამეთუ ჰრწმენეს სიტყუანი ღმრთისანი.
3. არამედ რაი? ურწმუნო თუ ვინმე იქმნეს, ნუუკუე ურწმუნოებამან მათმან სარწმუნოებაი ღმრთისაი განაქარვოსა?
4. ნუ იყოფინ, იყავნ ღმერთი მხოლოი ჭეშმარიტ, და ყოველი კაცი ცრუ, ვითარცა წერილ არს: რაითა განჰმართლდე სიტყვითა შენითა და სძლო სჯასა შენსა.
5. უკუეთუ სიცრუვე ჩუენი სიმართლესა ღმრთისასა შეეხების, რაი – მე ვთქუათ? ნუუკუე სიცრუე არსა ღმრთისა თანა, რომელმან მოავლინის რისხვაი მისი? კაცობრივ ვიტყვი.
6. ნუ იყოფინ. უკუეთუ არა, ვითარ საჯოს ღმერთმან სოფელი?
7. უკუეთუ ჭეშმარიტებაი ღმრთისაი ჩემითა მით სიცრუვითა აღემატა სადიდებელად მისა, რაისაღა მე ვითარცა ცოდვილი ვისაჯები?
8. და არა ვითარცა ვიგმობვით და ვითარცა იტყვიან ვინმე ჩუენდა სიტყუად, ვითარმედ ვქმნეთ ბოროტი, რაითა მოგვიხდეს ჩუენ კეთილი? რომელთა განკითხვაი სასჯელსა შინა არს.
9. აწ უკუე რაი? წინა – მე – ვჰმატთა? არა სამე. რამეთუ წინაისწარვე ვაბრალეთ ჰურიათა და წარმართთა ყოველთა ცოდვასა ქუეშე ყოფაი.
10. ვითარცა წერილ არს, ვითარმედ: არავინ არს მართალ არცაღა ერთ,
11. არავინ არს გულისხმისმყოფელ, არავინ არს გამომეძიებელ ღმრთისა;
12. ყოველთავე მიაქციეს ერთბამად და უხმარ იქმნნეს; არავინ არს, რომელმანმცა ქმნა სიტკბოებაი, არავინ არს მიერთადმდე.
13. სამარე ზე –აღებულ არს ხორხი მათი; ენითა მათითა ზაკუვიდეს; გესლი ასპიტთაი ბაგეთა მათთა.
14. რომელთაი პირი წყევითა და სიმწარითა სავსე არს.
15. მალე არიან ფერხნი მათნი დათხევად სისხლისა.
16. შემუსრვაი და უბადრუკებაი არს გზათა მათთა;
17. და გზაი მშვიდობისაი არა იცნეს.
18. არა არს შიში ღმრთისაი წინაშე თუალთა მათთა.
19. ხოლო ესე უწყით, რამეთუ რავდენსა სჯული იტყვის, მათ ეტყვის, რომელნი – იგი სჯულსა ქუეშე არიან, რაითა ყოველი პირი დაიყოს, და სასჯელსა თანა – მდებ იყოს ყოველი სოფელი ღმრთისაი.
20. რამეთუ საქმეთა მათგან სჯულისათა არა განმართლდეს ყოველი ხორციელი წინაშე მისსა, რამეთუ სჯულისაგან არს გამოცნობაი ცოდვისაი.
21. ხოლო აწ თვინიერ სჯულისა სიმართლე ღმრთისაი გამოჩინებულ არს, წამებული სჯულისა მიერ და წინაისწარმეტყუელთა.
22. ხოლო სიმართლე ღმრთისაი სარწმუნოებითა იესო ქრისტესითა ყოველთა მიმართ და ყოველთა ზედა მორწმუნეთა. რამეთუ არა არს განწვალებაი,
23. რამეთუ ყოველთავე შესცოდეს და დაკლებულ არიან დიდებისაგან ღმრთისა.
24. ხოლო განმართლდებიან უსასყიდლოდ მადლითა მისითა და გამოხსნითა მით იესო ქრისტესითა.
25. რომელი – იგი წინაისწარ განჰმზადა ღმერთმან სალხინებელად სარწმუნოებითა, თვისითა მით სისხლითა გამოჩინებად სიმართლისა მისისა, მოტივებითა მით პირველთა ცოდვათაითა.
26. თავს – დებითა ღმრთისაითა გამოჩინებად სიმართლისა მისისა ამათ ჟამთა, რაითა იყოს იგი მართალ და განმამართლებელ სარწმუნოებისაგან იესოისა.
27. სადა უკუე არს სიქადული იგი? და – მე – ყენებულ არსა? რომლითა – მე სჯულითა? საქმეთაგანმეა? არა, არამედ სჯულისაგან სარწმუნოებისა.
28. რამეთუ ვიტყვით განმართლებასა კაცისასა სარწმუნოებითა თვინიერ საქმეთა სჯულისათა.
29. ანუ ჰურიათაი – მე ხოლო არსა ღმერთი და არა წარმართთაიცა? ჰე, წარმართთაიცა.
30. ვინაითგან ერთ არს ღმერთი, რომელმან განამართლის წინადაცუეთილი სარწმუნოებითა და წინადაუცუეთელი მითვე სარწმუნოებითა.
31. აწ სჯულსა ნუ განვაქარვებთა სარწმუნოებითა მით? ნუ - იყოფინ, არამედ სჯულსა დავამტკიცებთ.

თავი 4.

1. 1. რაი – მე უკუე ვთქუათ, იპოვა – მეა აბრაჰამ, მამაი იგი ჩუენი, ხორციელად?
2. უკუეთუ აბრაჰამ საქმეთაგან განმართლდა, აქუს სიქადული, არამედ არა ღმრთისა მიმართ.
3. რასა უკუე იტყვის წიგნი? ჰრწმენა აბრაჰამს ღმერთი და შეერაცხა მას სიმართლედ.
4. ხოლო მოქმედსა მას სასყიდელი იგი არა შეერაცხების მადლით, არამედ თანა – ნადებით;
5. ხოლო რომელი – იგი არა იქმნ და ჰრწამნ ხოლო განმამართლებელი იგი უღმრთოისაი, შეერაცხების სარწმუნოებაი იგი მისი სიმართლედ.
6. ვითარცა – იგი დავით იტყვის ნეტარებასა მას კაცისასა, რომელსაცა – იგი შეურაცხა ღმერთმან სიმართლე თვინიერ საქმისა.
7. ნეტარ არიან, რომელთა მიეტევნენ უსჯულოებანი, და რომელთა დაეფარნენ ცოდვანი.
8. ნეტარ არს კაცი, რომელსა არა შეურაცხა უფალმან ცოდვაი.
9. აწ უკუე ნეტარებაი ესე წინადაცუეთილებასა ზედა არსა ანუ წინადაუცუეთელებასაცა? რამეთუ ვიტყვით, ვითარმედ შეერაცხა აბრაჰამს სარწმუნოებაი იგი მისი სიმართლედ.
10. ვითარ უკუე შეერაცხა? წინადაცუეთილებასა –ღა იყო ანუ წინადაუცუეთელებასა? არა წინადაცუეთილებასა, არამედ წინადაუცუეთელებასა.
11. და სასწაულად მოიღო წინადაცუეთილებაი იგი ბეჭდად სიმართლისა სარწმუნოებისა მის წინადაუცუეთელებასა მას შინა. რაითა იყოს იგი მამად ყოველთა მორწმუნეთა წინადაუცუეთელთა. რაითა შეერაცხოს მათცა სიმართლედ.
12. და მამად წინადაცუეთილებისა არა წინადაცუეთილებისათა მათ ხოლო, არამედ რომელნი ჰგიან კუალთა მათ ზედა წინადაუცუეთელებისა სარწმუნოებისათა მამისა ჩუენისა აბრაჰამისთა.
13. რამეთუ არა სჯულისაგან იყო აღთქუმაი იგი აბრაჰამისი ანუ ნათესავისა მისისაი. რაითა იყოს იგი მკვიდრ სოფლისა, არამედ სიმართლითა მით სარწმუნოებისაითა.
14. რამეთუ უკუეთუ სჯულისაგანნი იგი არიან მკვიდრნი, ცალიერ არს სარწმუნოებაი, და განქარვებულ არიან აღთქუმანი იგი.
15. რამეთუ სჯული რისხვასა შეიქმს; ხოლო სადა არა არს სჯული, მუნ არცა სჯულისა გარდასლვაი.
16. ამისთვის სარწმუნოებისაგან, რაითა მადლით იყოს მტკიცე აღთქუმაი იგი ყოვლისა ნათესავისაი არასჯულისაგანთა ხოლო, არამედ სარწმუნოებისაგანთაცა აბრაჰამისთა, რომელ არს მამაი ჩუენ ყოველთაი,
17. ვითარცა წერილ არს, ვითარმედ: მამად მრავალთა თესლთა დაგადგინე შენ წინაშე ღმრთისა, რომლისაი -იგი ჰრწმენა, რომელმან – იგი განაცხოველნის მკუდარნი და უწესნ არაარსსა მას, ვითარცა არსსა.
18. რომელსა უსასოი იგი სასოებით ჰრწმენა, რაითა იყოს იგი მამად მრავალთა თესლთა, მსგავსად თქუმულისა მის: ესრეთ იყოს ნათესავი შენი.
19. და არა მოუძლურდა იგი სარწმუნოებითა, არა განიცადა თავი თვისი, რამეთუ კნინღა და მკუდარ იყვნეს ხორცნი მისნი, რამეთუ ას წლის სადამე იყო, და მკუდრობაი იგი საშოისა სარრაისი.
20. ხოლო აღთქუმასა მას ღმრთისასა არა შეორგულდა ურწმუნოებითა, არამედ განძლიერდა სარწმუნოებითა, მისცა დიდებაი ღმერთსა,
21. და გულ – სავსე იქმნა, ვითარმედ რომელმან – იგი აღუთქუა, შემძლებელ არს ყოფადცა.
22. ამისთვისცა შეერაცხა მას სიმართლედ.
23. ხოლო არა დაიწერა მისთვის, რამეთუ შეერაცხა მას სიმართლედ,
24. არამედ ჩუენთვისცა, რომელთადა – ესე შერაცხად არს, რომელთა გურწამს აღმადგინებელი უფლისა ჩუენისა იესო ქრისტესი მკუდრეთით,
25. რომელი მიეცა ცოდვათა ჩუენთათვის და აღდგა განმართლებისა ჩუენისათვის.

თავი 5.

1. აწ უკუე განმართლებულ ვართ სარწმუნოებითა, და მშვიდობაი გუაქუს ღმრთისა მიმართ უფლისა ჩუენისა მიერ იესო ქრისტესა,
2. რომლისაგანცა მოუხედით სარწმუნოებითა მადლსა მას, რომლითაცა ვდგათ და ვიქადით სასოებითა დიდებისა ღმრთისაითა.
3. არა ხოლო ესე, არამედ ვიქადითცა ჭირთა შინა. უწყით, რამეთუ ჭირი მოთმინებასა შეიქმს,
4. ხოლო მოთმინებაი - გამოცდილებასა, ხოლო გამოცდილებაი – სასოებასა.
5. ხოლო სასოებამან არა არცხვინის, რამეთუ სიყუარული ღმრთისაი განფენილ არს გულთა შინა ჩუენთა სულითა წმიდითა, რომელი – იგი მოცემულ არს ჩუენდა.
6. რამეთუ ქრისტე, ვიდრე – იგი ჩუენ უძლურ – ღა ვიყვენით, ჟამსა ოდენ უღმრთოთათვის მოკუდა.
7. რამეთუ ძნიად ვინმე მართლისათვის მოკუდის; ხოლო კეთილისათვის, ვინ უწყის, ნუუკუე და იკადრისცა ვინმე სიკუდილი.
8. ხოლო გამოაცხადა თვისი იგი სიყუარული ჩუენდა მომართ ღმერთმან, რამეთუ ვიდრე –იგი ცოდვილ – ღა ვიყვენით, ქრისტე ჩუენთვის მოკუდა.
9. რავდენ უკუე უფროის აწ, განმართლებულ რაი ვართ სისხლითა მისითა, განვერნეთ ჩუენ მის მიერ რისხვისაგან.
10. უკუეთუ, მტერ რაი ვიყვენით, დავეგენით ღმერთსა სიკუდილითა ძისამისისაითა, რავდენ უფროის აწ, და–რაი–ვეგენით, ვცხონდით მაცხოვარებითა მისითა.
11. არა ესოდენ ხოლო, არამედ ვიქადითცა ღმრთისა მიმართ იესო ქრისტეს მიერ უფლისა ჩუენისა, რომლისაგან აწ დაგებაი ესე მოვიღეთ.
12. ამისთვის, ვითარცა – იგი ერთისა მის კაცისათვის ცოდვაი სოფლად შემოხდა და ცოდვისა ძლით სიკუდილი, და ესრეთ ყოველთა კაცთა ზედა სიკუდილი მოიწია, რომლითა ყოველთა შესცოდეს.
13. რამეთუ სჯულისა მოწევნადმდე ცოდვაი იყოს სოფელსა შინა; ხოლო ცოდვად არა შერაცხილ იყო თვიინიერ სჯულისა.
14. არამედ სუფევდა სიკუდილი ადამისითგან ვიდრე მოსესადმდე და მათ ზედაცა, რომელთა - იგი არა ეცოდა მსგავსად გარდასლვისა მის ადამისა, რომელი - იგი არს სახედ მერმეთა მათ ჟამთა.
15. არამედ არა ვითარ შეცოდებაი და ეგრეთცა მადლი. რამეთუ უკუეთუ ერთისა მის შეცოდებითა მრავალნი მოწყდეს, რავდენ უფროის მადლი იგი ღმრთისაი და ნიჭი იგი მადლითა მით ერთისა მის კაცისა იესო ქრისტესითა მრავალთა მიმართცა აღემატა.
16. და არა ვითარცა ერთისა შეცოდებულისათვის ნიჭი იგი; რამეთუ სასჯელი იგი ერთისა მისგან დასასჯელად, ხოლო მადლი იგი მრავალთაგან შეცოდებათა განსამართლებელად.
17. რამეთუ უკუეთუ ერთისა მის შეცოდებითა სიკუდილი სუფევდა ერთისა მისგან, რავდენ უფროის, რომელნი – იგი უმეტესსა მას მადლისასა და ნიჭსა სიმართლისასა მიიღებენ ცხოვრებასა შინა, სუფევდენ ერთისა მისგან იესო ქრისტესა.
18. ვითარცა – იგი ერთისა მის შეცოდებისაგან ყოველთა კაცთა ზედა დასასჯელად, ეგრეთცა ერთისა მის სიმართლისათვის ყოველთა კაცთა ზედა განსამართლებელად ცხოვრებისა.
19. რამეთუ ვითარცა - იგი ერთისა მის კაცისა ურჩებითა ცოდვილნი შემოხდეს მრავალნი, ეგრეცა ერთისა მის კაცისა მორჩილებითა მართალნი შემოვიდენ მრავალნი.
20. რამეთუ სჯული შორის შემოვიდა, რაითა განმრავლდეს ცოდვაი და სადა – იგი განმრავლდა ცოდვაი, მუნ უფროისად გარდაემატა მადლი.
21. რაითა, ვითარცა – იგი სუფევდა ცოდვაი სიკუდილსა შინა, ეგრეთცა მადლი სუფევდეს სიმართლისა მიერ ცხოვრებად საუკუნოდ ქრისტეს იესოს მიერ უფლისა ჩუენისა.

თავი 6.

1. რაი - მე უკუე ვთქუათ აწ? და - მე – ვადგრეთა ცოდვასა მას ზედა, რაითა მადლი განმრავლდეს? ნუ იყოფინ.
2. რომელნი – ესე მოვკუედით ცოდვითა, ვითარ უკუე მერმე ვცხონვდებოდით მას შინა?
3. ანუ არა უწყითა, რამეთუ რომელთა - ესე ნათელ – ვიღეთ ქრისტე იესოს მიერ, სიკუდილისა მისისა მიმართ ნათელ – ვიღეთ?
4. და თანა – დავეფლენით მას ნათლის – ღებითა მით სიკუდილსა მისსა, რაითა, ვითარცა – იგი აღდგა ქრისტე მკუდრეთით დიდებითა მამისაითა, ეგრეთცა ჩუენ განახლებითა ცხოვრებისაითა ვიდოდით.
5. რამეთუ უკუეთუ თანა – ნერგ ვექმნენით მსგავსებასა მას სიკუდილისა მისისასა, ეგრეთცა აღდგომასა მას მისსა ვიყვნეთ.
6. ესე უწყით, რამეთუ ძუელი იგი კაცი ჩუენი მის თანა ჯუარს ეცუა, რაითა განქარდეს ხორცი იგი ცოდვისაი, რაითა არღარა ვჰმონებდეთ ჩუენ ცოდვასა.
7. რამეთუ, რომელი – იგი მოკუდა, განმართლებულ არს ცოდვისაგან.
8. უკუეთუ მოვკუდეთ ქრისტეს თანა, გურწამს, რამეთუ მის თანაცა ვცხოვნდეთ.
9. ესე უწყით, რამეთუ ქრისტე აღდგა მკუდრეთით, არღარა მოკუდეს, და სიკუდილი მის ზედა არღარა უფლებდეს.
10. რამეთუ, რომელი იგი – მოკუდა, ცოდვითა მოკუდა ერთ გზის, ხოლო რომელი – იგი ცხოველ არს, ცხოველ არს ღმრთისა.
11. ეგრეცა თქუენ შეჰრაცხენით თავნი თქუენნი მკუდრად ცოდვისათვის და ცხოველად ღმრთისა ქრისტე იესოს მიერ უფლისა ჩუენისა.
12. ნუ უკუე სუფევნ ცოდვაი მოკუდავთა მაგათ ხორცთა თქუენთა მორჩილებად მისა გულის თქუმათა შინა მისთა.
13. ნუცა წარუდგინებთ ასოთა მაგათ თქუენთა საჭურველად სიცრუისა ცოდვასა, არამედ წარუდგინენით თავნი თქუენნი ღმერთსა, ვითარცა მკუდრეთით ცხოველნი, და ასონი ეგე თქუენნი საჭურველად სიმართლისა ღმერთსა.
14. და ცოდვაი თქუენ ზედა არა უფლებდეს, რამეთუ არა ხართ სჯულსა ქუეშე, არამედ მადლსა.
15. აწ უკუე რაი? ვცოდვიდეთ –მეა, რამეთუ არა ვართ სჯულსა ქუეშე, არამედ მადლსა? ნუ იყოფინ.
16. არა უწყითა, რამეთუ რომელსა – იგი წარუდგინენით თავნი თვისნი მონად მორჩილებისა, მონანი ხართ, რომელსაცა-იგი ერჩით, გინა თუ ცოდვასა სიკუდილად ანუ მორჩილებად სიმართლესა?
17. ხოლო მადლი ღმერთსა, რამეთუ იყვენით მონა ცოდვისა და მორჩილ იქმნენით გულითა, რომელსაცა - იგი მიეცენით სახედ მოძღურებისა.
18. ხოლო აწ განთავისუფლებულ ხართ ცოდვისაგან, და დამონებულ ხართ სიმართლესა.
19. კაცობრივ ვიტყვი უძლურებისათვვის ხორცთა თქუნთაისა: ვითარცა – იგი წარუდგინენით ასონი ეგე თქუენნი მონებად არაწმიდებასა და უსჯულოებასა უსჯულოებად, ეგრეცა აწ წარუდგინენით ასონი ეგე თქუენნი მონებად სიმართლესა სიწმიდედ.
20. რამეთუ, ოდეს – იგი მონანი იყვენით ცოდვისანი, თავისუფალ იყვენით სიმართლისაგან.
21. რაი უკუე ნაყოფი გაქუნდა მაშინ, რომლისათვის აწ ეგერა გრცხუენის? რამეთუ აღსასრული მათი სიკუდილი არს.
22. ხოლო აწ განთავისუფლებულ ხართ ცოდვისაგან და დამონებულ ღმრთისა, და გაქუს ნაყოფი თქუენი სიწმიდედ, და აღსასრულსა – ცხოვრებაი საუკუნოი.
23. რამეთუ საგზალი ცოდვისაი სიკუდილ არს, ხოლო ნიჭი ღმრთისაი – ცხოვრება საუკუნო ქრისტე იესოის მიერ უფლისა ჩუენისა.

თავი 7.

1. ანუ არა უწყითა, ძმანო, რამეთუ მეცნიერთა მათ სჯულისათა ვეტყვი, ვითარმედ სჯული უფლებს კაცსა ზედა, რავდენ ჟამ ცოცხალ არს იგი?
2. რამეთუ ქმრის ცოლი დედაკაცი სიკუდილადმდე ქმრისა შეკრულ არს სჯულითა, ხოლო უკუეთუ მოკუდეს ქმარი იგი, განთავისუფლებულ არს იგი სჯულისა მისგან ქმრისა.
3. აწ უკუე ცხოვრებასა ქმრისასა მემრუშე ეწოდოს, შე – თუ - ეყოს ქმარსა სხუასა; ხოლო უკუეთუ მოკუდეს ქმარი მისი, თავისუფალ არს იგი სჯულისა მისგან, რაითა არა იყოს იგი მემრუშე, შე - თუ – ეყოს ქმარსა სხუასა.
4. ამისთვის თქუენცა, ძმანო ჩემნო, მოჰკუედით სჯულისაგან ხორცითა მით ქრისტესითა, რაითა იყვნეთ თქუენ სხვისა მის, მკუდრეთით აღდგომილისა, რაითა ნაყოფი გამოიღოთ ღმრთისა.
5. რამეთუ, ვიდრე – იგი ვიყვენით ხორცთა შინა, ვნებანი იგი ცოდვათანი სჯულისა მისგან იქმნებოდეს ასოთა შინა ჩუენთა, რაითა ნაყოფი გამოვიღოთ სიკუდილისაი;
6. ხოლო აწ განთავისუფლებულ ვართ სჯულისა მისგან და მოვკუედით, რომლითა – იგი შეპყრობილ ვიყვენით, რაითა ვჰმონებდეთ ჩუენ განახლებულითა სულითა და არა დაძუელებულითა წიგნითა.
7. რაი – მე უკუე ვთქუათ? სჯული ცოდვა – მე არსა? ნუ იყოფინ. არამედ ცოდვაი არა ვიცოდე, გარნა სჯულისაგან. რამეთუ გულის თქუმაი არა ვიცოდე, უკუე - თუმცა არა სჯული იტყოდა, ვითარმედ: ნუ გული გითქუამნ.
8. მიზეზი უკუე პოვა ცოდვამან მცნებისა მისგან და შექმნა ჩემ თანა ყოველი გულისთქუმაი: რამეთუ თვინიერ სჯულისა ცოდვაი მკუდარ არს.
9. ხოლო მე ცხოველ ვიყავ ოდესმე თვინიერ სჯულისა, და ოდეს მოიწია მცნებაი იგი, ცოდვაი განცოცხლდა.
10. და მე მოვკუედ; და მეპოვა მე მცნებაი იგი, რომელი იყო საცხოვრებელად, იგივე სიკუდილად.
11. რამეთუ ცოდვამან მან მიზეზი მიიღო მცნებისა მისგან, მაცთუნა მე და მის მიერ მომკლა.
12. ამიერითგან სჯული წმიდა არს, და მცნებაი იგი წმიდა და მართალ და კეთილ.
13. აწ უკუე კეთილი იგი მე სიკუდილ მექმნაა? ნუ იყოფინ. არამედ ცოდვაი იგი, რაითა ჩნდეს ცოდვად კეთილითა მით, რომელი იქმნა ჩემდა სიკუდილ, რაითა იყოს გარდარეულად ცოდვილ ცოდვაი იგი მცნებისა მისგან.
14. ესე უწყით, რამეთუ სჯული სულიერ არს, ხოლო მე ხორციელ ვარ და განფრდილ ცოდვასა შინა.
15. რამეთუ რომელსა – იგი ვიქმნ, არა ვიცი; რამეთუ არა რომელი - იგი მე მნებავს, მას ვიქმ, არამედ რომელი – იგი მძულს, მას ვჰყოფ.
16. ხოლო უკუეთუ, რომელი - იგი მე არა მნებავს და მას ვჰყოფ, თანა – მოწამე ვარ სჯულისა, რამეთუ კეთილ არს.
17. აწ უკუე არღარა მე ვიქმ მას, არამედ რომელი – იგი დამკვიდრებულ არს ჩემ თანა ცოდვაი.
18. რამეთუ უწყი, ვითარმედ არარაი დამკვიდრებულ არს ჩემ თანა, ესე იგი არს, ხორცთა შინა ჩემთა, კეთილი, რამეთუ ნებაი იგი წინა მიც მე, ხოლო საქმედ კეთილისა მის არა ვჰპოვებ.
19. რამეთუ არა რომელი – იგი მნებავს კეთილი, მას ვჰყოფ, არამედ რომელი – იგი არა მნებავს ბოროტი, მას ვიქმ.
20. ხოლო უკუეთუ, რომელი - იგი მე არა მნებავს და მას ვჰყოფ, არღარა მე ვიქმ მას, არამედ რომელი - იგი დამკვიდრებულ არს ჩემ თანა ცოდვაი.
21. ვპოვო – მეა სჯული, რომელსა უნდეს ჩემდა ყოფად კეთილისა, რამეთუ მე ბოროტი წინა მიც.
22. რამეთუ თანა – მნებავს მე სჯულსა ღმრთისასა შინაგანითა მით კაცითა.
23. და ვხედავ სხუასა სჯულსა ასოთა შინა ჩემთა, რომელი – იგი წინა – განეწყვების სჯულსა მას გონებისა ჩემისასა და წარმტყუენავს მე სჯულითა მით ცოდვისაითა, რომელი – იგი არს ასოთა შინა ჩემთა.
24. უბადრუკი მე ესე კაცი! ვინ – მე მიხსნეს ხორცთა ამათგან ამის სიკუდილისათა?
25. ხოლო ვჰმადლობ ღმერთსა ქრისტე იესოის მიერ უფლისა ჩუენისა. აწ უკუე თავადი მე გონებითა ჩემითა ვჰმონებ სჯულსა ღმრთისასა, ხოლო ხორცითა სჯულსა ცოდვისასა.

თავი 8.

1. არა რაიმე დასასჯელ არს აწ ქრისტე იესოს მიერ მათდა, რომელნი – იგი არა ხორცთაებრ ვლენან, არამედ სულისაებრ.
2. რამეთუ სჯულმან სულისა ცხოვრებისამან ქრისტე იესოის მიერ განმათავისუფლა მე სჯულისა მისგან ცოდვისა და სიკუდილისა.
3. რამეთუ შეუძლებელი იგი სჯულისაი, რომლითა უძლურ იყო ხორცთა მათთვის, ღმერთმან ძე თვისი მოავლინა, მსგავსად ხორცთა მათ ცოდვისათა და ცოდვისათვის, და საჯა ცოდვაი იგი ხორცითა თვისითა.
4. რაითა სიმართლე იგი სჯულისაი აღესრულოს ჩუენ შორის, რომელნი არა ხორციელად ვიქცევით, არამედ სულიერად.
5. რამეთუ რომელნი – იგი ხორციელად არიან, ხორცთასა ზრახვენ, ხოლო რომელნი – იგი სულიერად არიან, სულისასა.
6. რამეთუ ზრახვაი იგი ხორცთაი სიკუდილ არს, ხოლო ზრახვაი იგი სულისაი ცხოვრება არს და მშვიდობა.
7. რამეთუ ზრახვაი იგი ხორცთაი მტერობა არს ღმრთისა; რამეთუ სჯულსა მას ღმრთისასა ვერ დაემორჩილების და ვერც ძალუც.
8. რამეთუ რომელნი – იგი ხორცთა შინა არიან, ღმრთისა სათნო ყოფად ვერ ძალ – უც.
9. ხოლო თქუენ არა ხართ ხორცთა შინა, არამედ სულთა, უკუეთუ სული ღმრთისაი დამკვიდრებულ არს თქუენ შორის. უკუეთუ ვისმე სული ქრისტესი არა აქუს, იგი არა არს მისი.
10. უკუეთუ ქრისტე თქუენ შორის არს, ხორცნიმცა მკუდარ არიან ცოდვისათვის, ხოლო სული ცხოველ სიმართლისათვის.
11. უკუეთუ სული იგი აღმადგინებელისა იესოისი მკუდრეთით მკვიდრ არს თქუენ შორის, რომელმან – იგი აღადგინა ქრისტე მკუდრეთით, განაცხოველნეს მოკუდავნიცა ეგე ხორცნი თქუენნი დამკვიდრებულისა მის მიერ თქუენ შორის სულისა მისისა.
12. აწ უკუე, ძმანო, თანა -გუაც არა ხორცთა, რაითა ხორციელად ვცხონდებოდით.
13. რამეთუ, უკუეთუ ხორციელად სცხონდებოდით, მოსიკუდიდ ხართ; ხოლო უკუეთუ სულითა ხორცთა საქმესა მოაკუდინებდეთ, სცხონდებოდით.
14. რამეთუ რომელნი სულითა ღმრთისაითა ვლენან, ესენი არიან ძენი ღმრთისანი.
15. რამეთუ არა მიგიღებიეს სული იგი მონებისაი, რაითამცა კუალად გეშინოდა, არამედ მიგიღებიეს სული იგი შვილებისაი, რომლითა ვღაღადებთ: აბბა, მამაო.
16. იგივე სული ეწამების სულსა ამას ჩუენსა, რამეთუ ვართ შვილნი ღმრთისანი.
17. ხოლო უკუეთუ შვილ, მკვიდრცა, მკვიდრ ღმრთისა თანა და თანა – მკვიდრ ქრისტესა, უკუეთუ მის თანა ვივნოთ, მის თანაცა ვიდიდნეთ.
18. რამეთუ მე ესრე მგონი ეს, ვითარმედ ვერ ღირს არიან ვნებანი იგი ამის ჟამისანი მერმისა მის თანა დიდებისა, რომელ გამოჩინებად არს ჩუენდა მომართ.
19. რამეთუ იჭვი იგი დაბადებისაი გამოჩინებასა მას შვილთა ღმრთისათა მოელის;
20. რამეთუ ამაოებასა დაემორჩილა დაბადებული არა ნებსით, არამედ მის მიერ, რომელმან – იგი დაამორჩილა, სასოებით.
21. რამეთუ თვით იგიცა დაბადებული განთავისუფლდეს მონებისაგან ხრწნილებისა აზნაურებასა მას დიდებისა შვილთა ღმრთისათა.
1. 22. უწყით, რამეთუ ყოველი დაბადებული ჩუენ თანა თანა – კუნესის და თანა – ელმის მოაქამდე.
22. არა ხოლო თუ იგი, არამედ თვით ჩუენცა, რომელთა - ესე პირველი ნაყოფი სულისაი გუაქუს, თვით ჩუენცა თავთა შინა ჩუენთა ვკუნესით და შვილებასა მას მოველით, გამოხსნასა მას ხორცთა ჩუენთასა.
23. რამეთუ სასოებით ვცხონდებით. ხოლო სასოებაი ხილული არა არს სასოება, რამეთუ რომელსა - იგი ვინმე ხედავნ, რაისაღა – მე ესავნ?
24. ხოლო ჩუენ, რომელსა არა ვხედავთ, ვესავთ, რამეთუ მოთმინებით მოველით.
25. ეგრეთვე და სულიცა იგი თანა-შეეწევის უძლურებათა ჩუენთა; რამეთუ რაიმცა-იგი ვილოცეთ, ვითარ-იგი ჯერ – არს, არა ვიცით, არამედ თვით იგი სული მეოხ არს ჩუენთვის სულ-თქუმითა მით უსიტყუელითა.
26. ხოლო რომელი – იგი გამომეძიებელ არს გულთა, იცის, თუ რაი არს ზრახვაი იგი სულისაი, რამეთუ ღმრთისა მიმართ მეოხ არს წმიდათათვის.
27. ესე უწყით, რამეთუ ღმრთის მოყუარეთა ყოველივე განემარჯუების კეთილად, რომელნი - იგი ბრძანებით ჩინებულ არიან.
28. რამეთუ რომელნი – იგი წინაისწარ იცნნა, წინაისწარცა განაჩინნა თანა -მსგავსად ხატისა მის ძისა თვისისა, რაითა იყოს იგი პირმშო მრავალთა შორის ძმათა.
29. ხოლო რომელნი – იგი წინაისწარ განაჩინნა, მათცა უწოდა; და რომელთა – იგი უწოდა, იგინიცა განა მართლა; და რომელნი – იგი განამართლნა, იგინიცა ადიდნა.
30. რაი – მე უკუე ვთქუათ ამისთვის? უკუეთუ ღმერთი ჩუენ კერძო არს, ვინ არს ძვირის მყოფელ ჩუენდა?
31. რომელმან - იგი ძესაცა თვისსა არა ჰრიდა, არამედ ჩუენ ყოველთათვის მისცა იგი, ვითარ უკუე არა მითურთ ყოველივე მოგუანიჭოს ჩუენ?
32. ვინ არს მაბრალობელ რჩეულთა მათ ღმრთისათა? ღმერთი არს განმამართლებელ.
33. და ვინ არს დამსჯელ? ქრისტე იესო, რომელი მოკუდა, უფროის – ღა აღდგა; რომელი – იგი არს მარჯუენით ღმრთისა, რომელიცა - იგი მეოხ არს ჩუენთვის.
34. ვინ განმაშორნეს ჩუენ სიყუარულსა მას ქრისტესსა: ჭირმან ანუ იწროებამან, დევნამან ანუ სიყმილმან, შიშლოებამან ანუ ურვამან ანუ მახვილმან? ვითარცა წერილ არს:
35. რამეთუ შენთვის მოვწყდებით ჩუენ მარადღე და შევირაცხებით ჩუენ, ვითარცა ცხოვარნი კლვადნი.
36. არამედ ამას ყოველსა ზეჟთა ვსძლევთ ჩუენ მის მიერ, რომელ-მანცა – იგი შემიყუარნა ჩუენ.
37. რამეთუ მრწამს მე, ვითარმედ არცა სიკუდილმან, არცა ცხოვრებამან, არცა ანგელოზთა, არცა მთავრობათა, არცა ძალთა, არცა ამან სოფელმან, არცა მან სოფელმან,
38. არცა სიმაღლეთა, არცა სიღრმეთა, არცა სხუამან დაბადებულმან შემიძლოს ჩუენ განყენებად სიყუარულსა ღმრთისასა, რომელ არს ქრისტე იესოის მიერ უფლისა ჩუენისა.

თავი 9.

1. ჭეშმარიტსა ვიტყვი ქრისტეს მიერ და არა ვტყუი თანამოწამებითა ჩემდა გონებისა ჩემისაითა სულითა წმიდითა,
2. რამე თუ მწუხარებაი არს ჩემდა დიდ და მოუკლებელ სალმობაი გულისა ჩემისაი.
რამეთუ ვილოცევდ მე შეჩუენებულ - ყოფად თავსა ჩემსა ქრისტესგან ძმათა ჩემთათვის და ნათესავთა ჩემთა ხორციელად,
3. რომელნი – იგი არიან ისრაიტელნი, რომელთაი იყო შვილებაი და დიდებაი და აღთქუმანი და სჯულის – დებანი და მსახურებანი და მითხრობანი;
4. რომელთანი იყვნეს მამანი და რომელთაგან ქრისტე ხორციელად, რომელი – იგი არს ღმერთი ყოველთა ზედა, კურთხეულ უკუნისამდე. ამინ.
5. ხოლო არა ეგებოდა, ვითარმცა დავარდა სიტყუაი ღმრთისაი, რამეთუ არა ყოველნი ისრაელისაგანნი ესენი არიან ისრაელ,
6. არცა არიან ნათესავნი აბრაჰამისნი ყოველნი შვილ. არამედ ისააკისგან გეწოდოს შენ ნათესავი.
7. ესე იგი არს, არა თუ შვილნი ხორცთანი ესენი არიან შვილღმრთისა, არამედ შვილნი იგი აღთქუმისანი შერაცხილ არიან ნათესავად.
8. რამეთუ აღთქუმისაგან არს სიტუყუაი ესე, ვითარმედ: ჟამსა ოდენ ამას მოვიდე, და ესუას სარრას ძე.
9. და არა ხოლო ესე, არამედ რებეკასცა ერთისაგან საწოლისა ესხნეს (ორ ძე) ისააკისგან, მამისა ჩუენისა.
10. რამეთუ არღა სადა შობილ იყვნეს, არცა ექმნა რაი კეთილი გინა ბოროტი, რაითა რჩევით წინა – განმზადებაი იგი ღმრთისაი ეგოს.
11. არა საქმეთაგან, არამედ მისგან, რომელმან – იგი უწოდა, რამეთუ ჰრქუა მას, ვითარმედ: უხუცესმან ჰმონოს უმრწემესსა მას.
12. ვითარცა წერილ არს, ვითარმედ: იაკობი შევიყუარე, ხოლო ესავი მოვიძულე.
რაი – მე უკუე ვთქუათ? ნუ სიცრუვე – მე არსა ღმრთისა თანა? ნუ იყოფი.
13. რამეთუ მოსეს ესრეთ ეტყვის: შევიწყალო, რომელი – იგი შევიწყალო, და შევიწყნარო, რომელი – იგი შევიწყნარო.
14. აწ უკუე არა რომელსა - იგი უნებს, არცა რომელი - იგი რბის, არამედ რომელი ეწყალის ღმერთსა.
15. რამეთუ ეტყვის წიგნი ფარაოს, ვითარმედ: აღ-ვე ამისთვის – გადგინე შენ, რაითა ვაჩუენო შენ ზედა ძალი ჩემი და რაითა განითქუას სახელი ჩემი ყოველსა ქუეყანასა.
16. აწ უკუე რომელი ჰნებავს ღმერთსა, შეიწყალებს, და რომელი ჰნებავს, განაფიცხებს.
17. ნუუკუე მრქუა მე: და რაისა – ღა აბრალებს? რამეთუ ნებასა მისსა ვინ-მე წინააღუდგა?
18. აწ უკუე, ჰოი კაცო, შენ ვინ ხარ, რომელი სიტყუას უგებ ღმერთსა? ჰრქუას ნუ – მეა ქმნულმან შემოქმედსა: რაისათვის ესრეთ შემქმენ მე?
19. ანუ არა ხელ-ეწიფებისა მე კეცესა მას თიხისა მის მისვე შეზელილისაგან შესაქმედ რომელიმე პატიოსნად ჭურჭლად და რომელიმე უპატიოდ?
20. უკუეთუმცა უნდა ღმერთსა ჩუენებად რისხვაი თვისი და უწყებად ძალი თვისი, რომელი დაუთმენიეს მრავლითა სულგრძელებითა ჭურთა მათზედა რისხვისათა, განმზადებულთა წარსაწყმედელად,
21. და რაითა აჩუენოს სიმდიდრე იგი დიდებისა მისისაი ჭურთა მათ ზედა წყალობისათა, რომელნი – იგი წინაისწარ განმზადნა სადიდებელად,
22. რომელთაცა - ესე მიწოდა ჩუენ არა ხოლო თუ ჰურიათაგან, არამედ წარმართთაგანცა?
23. ვითარცა ოსეს შინა იტყვის: უწოდო არა ერსა ჩემსა ერად ჩემდა და არა საყუარელსა ჩემსა საყუარელად.
24. და იყოს ადგილსა მას, სადა – იგი ერქუა მათ: არა ერი ჩემი თქუენ, მუნ იწოდნენ ძედ ღმრთისა ცხოველისა.
25. ხოლო ესაია ღაღადებს ისრაელისათვის: დაღაცათუ იყოს რიცხვი იგი ძეთა ისრაელისათაი, ვითარცა ქვიშაი ზღვისაი, ნეშტი ოდენ ცხოვნდეს.
26. რამეთუ სიტყუაი აღმასრულებული და შემოკლებული სიმართლესა შინა, ვითარმედ სიტყუაი შემოკლებულ ყოს უფალმა ქუეყანასა ზედა.
27. და ვითარცა – იგი წინაისწარ თქუა ესაია, არა თუმცა უფალმან საბაოთ დამიტევა ჩუენ თესლი, ვითარცა სოდომელნიმცა შევიქმნენით და გომორელთამცა მივემსგავსენით.
28. აწ უკუე რაი – მე ვთქუათ? რამეთუ წარმართნი, რომელნი არა სდევდეს სიმართლესა, ეწინეს სიმართლესა, ხოლო სიმართლესა სარწმუნოებისაგან.
29. ხოლო ისრაელი სდევდა სჯულსა მას სიმართლისასა და სჯულსა მას სიმართლისასა ვერ მისწუდა.
30. რაისათვის – მე? რამეთუ არა სარწმუნოებისაგან, არამედ ვითარცა საქმეთაგან სჯულისათა. რამეთუ შებრკოლდეს ლოდსა მას შებრკოლებისასა,
31. ვითარცა წერილ არს: აჰა ესერა დავსდებ სიონს შინა ლოდსა შებრკოლებისასა და კლდესა საცთურებისასა; და ყოველსა რომელსა ჰრწმენეს იგი, არასადა ჰრცხუენეს.

თავი 10.

1. ძმანო, ნებაი გულისა ჩემისაი და ვედრებაი ჩემი ღმრთისა მიმართ ისრაელისათვის არს საცხოვრებელად.
2. ვეწამები მათ, რამეთუ შური საღმრთოი აქუს, არამედ არა მეცნიერებით.
3. რამეთუ უმეცარ იყვნეს იგინი სიმართლისა მისგან ღმრთისა და თვისსა მას სიმართლესა ეძიებდეს დამტკიცებად და სიმართლესა ღმრთისასა არა დაემორჩილნეს.
4. რამეთუ დასასრული სჯულისაი ქრისტე არს მაცხოვრად ყოვლისა მორწმუნისა.
5. რამეთუ მოსე დასწერს სიმართლესა მას სჯულისაგანსა, ვითარმედ: რომელმან ქმნეს იგი კაცმან, ცხოვნდეს მას შინა.
6. ხოლო სარწმუნოებისაგან სიმართლე ესრეთ იტყვის: ნუ იტყვი გულსა შენსა: ვინ აღვიდეს ზეცად? ესე იგი არს ქრისტესი გარდამოყვანებაი.
7. ანუ ვინ შთავიდეს უფსკრულად? ესე იგი არს ქრისტესი მკუდრეთით აღმოყვანებაი.
8. არამედ რასა იტყვის წერილი? მახლობელ შენდა არს სიტყუაი ეგე პირსა შენსა და გულსა შენსა; ესე იგი არს სიტყუაი სარწმუნოებისაი, რომელსა ვქადაგებთ;
9. ვითარმედ აღ - თუ – იარო პირითა შენითა უფალი იესო და გრწმენეს გულითა შენითა, რამეთუ ღმერთმან აღადგინა იგი მკუდრეთით, სცხოვნდე.
10. რამეთუ გულითა გრწამს სიმართლედ, ხოლო პირითა აღიარებ საცხოვრებელად.
11. რამეთუ იტყვის წიგნი: ყოველსა რომელსა ჰრწმენეს მისა მიმართ, არასა და ჰრცხუენეს.
12. რამეთუ არა არს განწვალებაი ჰურიისა და წარმართისაი, რამეთუ თავადი არს უფალი ყოველთაი, რომელი განამდიდრებს ყოველთა, რომელნი ჰხადიან მას.
13. რამეთუ ყოველმან რომელმან ჰხადოს სახელსა უფლისასა, ცხოვნდეს.
14. ვითარ უკუე ჰხადონ, რომლისა მიმართ არა ჰრწმენა? ანუ ვითარ – მე ჰრწმენეს, რომლისაი არა ისმინეს; ანუ ვითარ – მე ისმინონ თვინიერ ქადაგებისა?
15. ანუ ვითარ – მე ქადაგებდენ, არათუ წარივლინნენ? ვითარცა წერილ არს: ვითარ შუენიერ არიან ფერხნი მახარებელთა მათ მშვიდობისათანი, რომელნი ახარებენ კეთილსა!
16. არამედ არა ყოველთა ისმინეს სახარებისაი მის. რამეთუ ესაია იტყვის: უფალო, ვის – მე ჰრწმენეს სასმენელი ჩუენი?
17. აწ უკუე სარწმუნოებაი სამე სმენისაგან არს, ხოლო სმენაი სტყვითა ღმრთისაითა.
18. არამედ ვთქუათ: ნუუკუე არა ესმა? არამედ იტყვის, ვითარმედ: ყოველსა ქუეყანასა განხდა ხმაი მათი, და კიდეთა სოფლისათა სიტყუანი მათნი.
19. არამედ ვიტყვი: ნუუკუე ისრაელმან არა ცნა? პირველად მოსე იტყვის: მე გაშურვო თქუენ არა ნათესავსა მას ზედა და ნათესავითა მით უგულისხმოითა განგარისხნე თქუენ.
20. ხოლო ესაია იკადრებს და იტყვის: ვეპოვე მათ, რომელნი მე არა მეძიებდეს, და განვეცხადე მათ, რომელნი მე არა მიკითხვიდეს.
21. ხოლო ისრაელისა მიმართ იტყვის: დღესა ყოველსა განვიპყრენ ხელნი ჩემნი ერისა მიმართ ურჩისა და მაცილობელისა.

თავი 11.

1. ვიტყვი უკუე: ნუ განიშორამეა ღმერთმან ერი თვისი? ნუ იყოფინ და რამეთუ მეცან ისრაიტელი ვარ, თესლისაგან აბრაჰამისა, ტომისაგან ბენიამენისა.
2. არა განიშორა ღმერთმან ერი თვისი, რომელი – იგი წინაისწარ იცნა. ანუ არა უწყითა ელიაისი, რასა - იგი იტყვის წიგნი? ვითარ იგი შეემთხუევის ღმერთსა შესმენად ისრაელისა და იტყვის:
3. უფალო, წინაისწარმეტყუელნი შენნი მოწყვიდნეს და საკურთხეველნი შენნი დაარღვინეს; და მე დაშთომილ ვარ მარტოი, და ეძიებენ სულსა ჩემსა.
4. არამედ რასა ეტყვის მას საღმრთოი ბრძანებაი იგი სიტყვისაი მის? დამიტევებიეს თავისა ჩემისა შვიდ ათასი მამაკაცი, რომელთა არა მოუდრეკიან მუხლნი მათნი ბაალისა.
5. ეგრეცა უკუე და აწცა ჟამსა ამას ნეშტი რჩევით მადლითა მით იქმნა.
6. ხოლო უკუეთუ მადლით, არღარა საქმეთაგან; უკუეთუ არა, მადლი იგი არღარა შეირაცხების მადლად. უკუეთუ კულა საქმეთაგან, არღარა არს მადლ, ვინაითგან საქმე იგი არღარა არს საქმე.
7. აწ უკუე რაი? რომელსა ეძიებს ისრაელი, ამას ვერ მიემთხვია; ხოლო რჩეული იგი მიემთხვია, და სხუანი იგი დაბრმეს.
8. ვითარცა წერილ არს: მოსცა მათ ღმერთმან სული მწუხარებისაი, თუალნი, რაითა არა ჰხედვიდენ, და ყურნი, რაითა არა ესმოდის, ვიდრე დღენდელად დღემდე.
9. და დავით იტყვის: იქმენინ ტაბლაი მათი მათ წინაშე საფრხე და სანადირო და მისაგებელ და საცდურ მათდა.
10. დაუბნელდედ თუალნი მათნი, რაითა არა ჰხედვიდენ, და ზურგი მათი მარადის შედრიკე.
11. ხოლო ვიტყვი: ნუუკუე შეუბრკუმა, რაითა დაეცნენ? ნუ იყოფინ, არამედ მათითა მით შეცოდებითა ცხოვრებაი წარმართაი იქმნა საშურებელად მათდა.
12. ხოლო უკუეთუ შეცოდებაი იგი მათი სიმდიდრე სოფლისა, და ძლეულებაი იგი მათი სიმდიდრე წარმართთა, რავდენ უფროის სავსებაი იგი მათი.
13. ხოლო თქუენ გეტყვი, წარმართთა მაგათ: რავდენ-ესე ვარ მე წარმართთა მოციქულ, მსახურებაი ესე ჩემი ვადიდო,
14. ვაშურო ხოლო თუ ხორცთა ჩემთა და ვაცხოვნნე ვინმე მათგანნი.
15. რამეთუ უკუეთუ განვრდომაი იგი მათი დაგება სოფლისა, რავდენ – მე შეწყნარებაი მათი, არა თუ ცხოვრებაი მკუდართაგან?
16. ხოლო უკუეთუ დასაბამი იგი წმიდა არს, და თბეცა; და უკუეთუ ძირი იგი წმიდა არს, და რტონიცა მისნი.
17. ხოლო უკუეთუ რტოთა მათგანნი ვინმე გარდასტყდეს, ხოლო შენ ველური ზეთის ხილი იყავ და დაემყენ მათ ზედა და თანაზიარ ძირისა და სიპოხისა ზეთის ხილისა იქმენ,
18. ნუ ექადი რტოთა მათ. ხოლო უკუეთუ ექადი, არა თუ შენ ძირი იგი გიტვირთავს, არამედ ძირსა მას შენ.
19. სთქუა: უკუეთუ გარდასტყდეს რტონი იგი, რაითა მე დავემყნა,
20. კეთილ. იგინი ურწმუნოებითა მათითა გარდასტყდეს, ხოლო შენ სარწმუნოებითა სდგა; ნუ ჰმაღლოი, არამედ გეშინოდენ.
1. 21.უკუეთუ ღმერთმან ბუნებითთა მათ რტოთა არა ჰრიდა, ნუუკუე შენცა არა გრიდოს.
21. აწ უკუე იხილე სიტკბოებაი და სასტიკებაი ღმრთისაი: დაცემულთა მათ ზედა სასტიკებაი, ხოლო შენ ზედა სიტკბოებაი, უკუეთუ ეგო სიტკბოებასა მას ზედა; უკუეთუ არა, შენცა მო-ვე-ეკუეთო.
22. და იგინი, თუ არა დაადგრენ ურწმუნოებასა მათსა ზედა, და-ვე-ემყნენ; რამეთუ შემძლებელ არს ღმერთი კუალად დამყნად მათდა.
23. უკუეთუ შენ ბუნებითისა მისგან მოეკუეთე ველურისა ზეთის ხილისა და გარეშე ბუნებითსა დაემყენ კეთილსა ზეთის ხილსა, რავდენ უფროის იგინი ბუნებითსა მას დაემყნენ თვისსავე მას ზეთის ხილსა.
24. არა მნებავს უმეცრებაი თქუენი ძმანო, საიდუმლოისა ამის, რაითა არა იყვნეთ თავით თვსით ბრძენ, რამეთუ სიბრძნე ჟამად შეჰყვა ისრაელსა, ვიდრემდე სავსებაი იგი წარმართთაი შემოხდეს.
25. და ესრეთ ყოველი ისრაელი ცხოვნდეს, ვითარცა წერილ არს: მოვიდეს სიონით მხსნელი და მოაქციოს უღმრთოებისაგან იაკობი.
26. და ესე არს ჩემ მიერი იგი მათდა მიმართ აღთქუმაი, რაჟამს მოვსპნე ცოდვანი მათნი.
27. სახარებისა მისგან მტერ თქუენდა, ხოლო რჩეულებისა მისგან საყუარელ მამათათვის.
28. რამეთუ შეუნანებელ არიან მადლნი იგი და ჩინებანი ღმრთისანი.
29. რამეთუ ვითარცა -იგი თქუენცა ოდესმე ურჩ ექმნენით ღმერთსა, ხოლო აწ შეიწყალენით მათითა მით ურჩებითა,
30. ეგრეთცა ესენი ურჩ ექმნეს აწ თქუენისა შეწყალებისათვის, რაითა იგინიცა შეიწყალნენ.
31. რამეთუ შეაყენნა ღმერთმან ყოველნივე ურჩებასა, რაითა ყოველნი შეიწყალნენ.
32. ჰოი სიღრმე სიმდიდრისა და სიბრძნისა და მეცნიერებისა ღმრთისა! ვითარ გამოუძიებელ არიან განკითხვანი მისნი და გამოუკულეველ არიან გზანი მისნი!
33. რამეთუ ვინ ცნა გონებაი უფლისაი? ანუ ვინ თანა-მზრახველ ეყო მას?
34. ანუ ვინ წინაისწარ მი-რაიმე-სცა მას და კუალად მიეგოს მას?
35. რამეთუ მისგან და მის მიერ და მისა მიმართ არს ყოველი. მისა დიდებაი უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

თავი 12.

1. გლოცავ თქუენ, ძმანო, მოწყალებათათვის ღმრთისათა, რაითა წარუდგინნეთ ხორცნი ეგე თქუენნი მსხუერპლად ცხოველად, წმიდად, სათნოდ ღმერთსა. მეტყუელი ეგე მსახურებაი თქუენი.
2. და ნუ თანა-ხატ ექმნებით სოფელსა ამას, არამედ შეიცვალენით განახლებითა მით გონებისა თქუენისაითა, რაითა გამოიცადოთ თქუენ, რაი-იგი არს ნებაი ღმრთისაი, კეთილი, სათნოი და სრული.
3. რამეთუ ვეტყვი მადლითა ღმრთისაითა, რომელი მოცემულ არს ჩემდა, ყოველსა მას, ვინცა - იგი არს თქუენ შორის: ნუ უფროის ბრძნობნ უმეტეს წესისა მის, არამედ ბრძნობდინ სიწმიდესა კაცად -კაცადი, ვითარცა ღმერთმან განუყო საზომითა მით სარწმუნოებისაითა.
4. ვითარცა ერთსა მას გუამსა მრავალ ასოებ აქუს, ხოლო ასოებსა მას ყოველსა არა იგივე საქმე აქუს,
5. ეგრეცა ჩუენ ყოველნი ერთ გუამ ვართ ქრისტეს მიერ, ხოლო თვითოეული ურთიერთას ასოებ ვართ.
6. ხოლო გუაქუს ჩუენ ნიჭები მადლისა მისებრ მოცემულისა ჩუენდა თვითო სახედ, გინათუ წინაისწარმეტყუელებაი საზომისაებრ სარწმუნოებისა,
7. გინა რომელი ჰმსახურებდეს მსახურებითა მით, გინა რომელი ასწავებდეს სწავლითა მით,
8. გინა რომელი ნუგეშინის-სცემდეს ნუგეშინის-ცემითა მით; რომელი მისცემდეს უხუებით; რომელი ზედა-ადგებოდის მოსწრაფებით; რომელი სწყალობდეს მხიარულებით, სიყუარულითა შეუორგულებელითა.
9. განეშორენით ბოროტსა და შეეყვენით კეთილსა.
10. ძმათ-მოყუარებითა ურთიერთას მოწლედ მოსურნე იყვენით; პატივის-ცემასა ერთიერთსა უსწრობდით;
11. სწრაფასა ნუ მცონარე ხართ, სულითა მდუღარე იყვენით, უფალსა ჰმონებდით;
12. სასოებასა გიხაროდენ; ჭირსა დაუთმობდით; ლოცვასა განკრძალულ იყვენით;
13. სახმარსა წმიდათასა ეზიარებოდეთ; სტუმრის-მოყუარებასა შეუდეგით.
14. აკურთხევდით მდევართა თქუენთა; აკურთხევდით და ნუ სწყევთ.
15. გიხაროდენ მოხარულთა თანა და ტიროდეთ მტირალთა თანა.
16. და მასვე ურთიერთას ზრახევდით; ნუ მაღალსა მას ჰზრახავთ, არამედ მდაბალსა მას შეეყვენით; ნუ იქმნებით ბრძენ თავით თვისით;
17. და ნუვის ბოროტსა ბოროტისა წილ მიაგებთ; წინაისწარ განიზრახევდით კეთილსა წინაშე ყოველთა კაცთა.
18. უკუეთუ შესაძლებელ არს თქუენ მიერ, ყოველთა კაცთა თანა მშვიდობასა ჰყოფდით.
19. ნუ თავით თვისით შურსა ეძიებთ, საყუარელნო, არამედ ეცით ადგილ რისხვასა. რამეთუ წერილ არს: ჩემი არს შურისგებაი და მე მივაგო, იტყვის უფალი.
20. არამედ ჰშიოდის თუ მტერსა შენსა, პური ეც მას და, სწყუროდის თუ, ასუ მას. რამეთუ ესე რაი ჰყო, ნაკუერცხალი ცეცხლისაი შეჰკრიბო თავსა მისსა.
21. ნუ იძლევი ბოროტისაგან, არამედ სძლე კეთილითა მით ბოროტსა მას.

თავი 13.

1. ყოველი ხელმწიფებასა მას უმთავრესისასა დაემორჩილენ, რამეთუ არა არს ხელმწიფებაი, გარნა ღმრთისაგან, და რომელნი - იგი არიან ხელმწიფებანი, ღმრთისა მიერ განწესებულ არიან.
2. ამიერითგან რომელი ადგებოდის ხელმწიფებასა, ღმრთისა ბრძანებასა ადგების. ხოლო რომელნი – იგი ადგებოდიან, თავისა თვისისა სასჯელი მიიღონ.
3. რამეთუ მთავარნი იგი არა არიან საშინელ კეთილის მოქმედთა, არამედ ბოროტის მოქმედთა. გნებავს თუ, რაითა არა გეშინოდის ხელმწიფებისაგან. კეთილსა იქმოდე და მოიღო ქებაი მისგან.
4. რამეთუ ღმრთის მსახურ არს შენდა კეთილისათვის. ხოლო უკუეთუ ბოროტსა იქმოდი, გეშინოდენ. რამეთუ არა ცუდად ხრმალ აბს; რამეთუ ღმრთის მსახურ არს შენდა რისხვისათვის. შურის მეძიებელ ბოროტის მოქმედთათვის.
5. ვინაიცა ჯერ – არს დამორჩილებაი არა ხოლო რისხვისათვის. არამედ გონებისათვისცა იგი ყოველსა.
6. ამისთვის ხარკსაცა მისცემდით, რამეთუ მსახურნი ღმრთისანი არიან, ამისთვისცა მოღუაწებასა განკრძალულ არიან.
7. მისცემდით უკუე ყოველთა თანა – ნადებსა: სახარკოსა – ხარკი, საზუერესა – ზუერი, საშინელსა – შიში, პატივსა – პატივი.
8. ნურარაიმცა ვისი თანა – გაც, გარნა ურთიერთას სიყუარული. რამეთუ რომელსა უყუარდეს მოყუასი თვისი, მან სჯული აღასრულა.
9. ვითარმედ: არა იმრუშო, არა კაც – ჰკლა, არა იპარო, არა გული გითქუმიდეს, და სხუაი თუ რაიმე მცნებაი არს, ამითვე სიტყვითა აღესრულების, ვითარმედ: შეიყუარო მოყუასი შენი, ვითარცა თავი თვისი.
10. სიყუარულმან მოყუასსა თვისსა ბოროტი არა უყვის; აღმასრულებელი სჯულისაი სიყუარული არს.
11. და ესე უწყოდეთ ჟამი, რამეთუ აწვე არს ჟამი განღვიძებად ჩუენდა ძილისაგან. აწ უმახლობელეს არს ჩუენდა ცხოვრებაი, ოდესღა – ესე გურწმენა.
12. ღამე იგი განგუეშორა და დღე შემოგუეახლა: განვიშორნეთ უკუე საქმენი ბნელისანი და შევიმოსოთ საჭურველი ნათლისაი.
13. და ვითარცა დღესა შინა, შუენიერად ვიდოდით ნუ სიმღერითა და მთრვალობითა, ნუ საწოლითა და ბილწებითა, ნუ ხდომითა და შურითა,
14. არამედ შეიმოსეთ უფალი იესო ქრისტე და ხორცთა ზრახვასა ნუ ჰყოფთ გულის სათქუმელ.

თავი 14.

1. და უძლური იგი სარწმუნოებითა შეიწყნარეთ, ნუ ორგულებით და გულის სიტყვითა.
2. რომელსამე ჰრწამნ ჭამად ყოველი, ხოლო უძლური იგი მხალსა ჭამნ.
3. მჭამელი იგი არა მჭამელსა მას ნუ შეურაცხ – ჰყოფნ; და არა - მჭამელი იგი მჭამელსა მას ნუ განიკითხავნ: ღმერთმან უკუე იგი შეიწყნარა.
4. შენ ვინ ხარ, რომელი განიკითხავ სხვისა მონასა? თვისისა უფლისა დგეს, გინა თუ დაეცეს, დგეს სამე, რამეთუ შემძლებელ არს ღმერთი დადგინებად მისა.
5. რომელიმე იმარხავნ დღე – გამოღებით და რომელიმე იმარხავნ ყოველსა დღესა; კაცად – კაცადი თვისითა გონებითა გულ – სავსე იყავნ.
6. რომელი – იგი ზრახვიდეს დღესა მას, უფლისად ზრახავს, და რომელი არა ზრახვიდეს დღესა მას, უფლისადვე არა ზრახავს. და რომელი ჭამს, უფლისად ჭამს, რამეთუ ჰმადლობს ღმერთსა; და რომელი არა ჭამს, უფლისადვე არა ჭამს, და ჰმადლობს ღმერთსა.
7. რამეთუ არავინ ჩუენგანი თავით თვისით ცოცხალ არს, და არავინ თავით თვისით მოკუდების;
8. რამეთუ გინა თუ ცხოველ ვართ, უფლისად ცხოველ ვართ, და გინა თუ მოვწყდებით, უფლისა მიერვე მოვწყდებით; გინა თუ ცოცხალ ვიყვნეთ, გინა თუ მოვწყდეთ, უფლისანი ვართ.
9. რამეთუ ამისთვისცა ქრისტე მოკუდა და აღდგა და ცხოვნდა, რაითა მკუდართაცა და ცხოველთაცა ზედა უფლებდეს.
10. ხოლო შენ რაისა განიკითხავ ძმასა შენსა? ანუ თუ შენ რაისა შეურაცხ – ჰყოფ ძმასა შენსა? რამეთუ ყოველნივე წარდგომად ვართ წინაშე საყდართა ქრისტესთა.
11. რამეთუ წერილ არს: ცხოველვარ მე, იტყვის უფალი, რამეთუ ჩემდა მოდრკეს ყოველი მუხლი, და ყოველმან ენამან აღუაროს ღმერთსა.
12. აწ უკუეთუ კაცად – კაცადმან ჩუენმან თავისა თვისისათვის სიტყუა მისცეს ღმერთსა.
13. ნუღარამცა ურთიერთას განვიკითხავთ, არამედ უფროისღა ესე განიკითხეთ, რაითა არა დაუდგათ შესაბრკოლებელი გინა საცდური ძმასა.
14. ვიცი და მრწამს უფლისა იესოს მიერ, რამეთუ არარაი შეგინებულ არს თავით თვისით; გარნა თუ რომელი – იგი შე – ვინმე – ჰრაცხოს შეგინებულად, იგი არს შეგინებულ.
15. უკუეთუ საჭმლისათვის ძმაი იგი შენი წუხდეს, არღარა სიყუარულით ხუალ. ნუ საჭმლითა შენითა მას წარსწყმედ, რომლისათვის ქრისტე მოკუდა.
16. ნუმცა უკუე იგმობვის კეთილი იგი თქუენი.
17. რამეთუ არა არს სასუფეველი ღმრთისაი საჭმელ და სასუმელ, არამედ სიმართლე და მშვიდობა და სიხარულ სულითა წმიდითა.
18. რამეთუ რომელი ამათ შინა ჰმონებდეს ქრისტესა, სათნო არს იგი ღმრთმისა და რჩეულ კაცთა.
19. აწ უკუე მშვიდობასა შეუდგეთ და აღშენებასა ურთიერთას.
20. ნუ ჭამადისათვის დაჰხსნი საქმესა ღმრთისასა. ყოველივე წმიდა არს; არამედ ბოროტ არს კაცისა, რომელი შებრკოლებისათვის ჭამდეს.
21. უმჯობეს არს არა ჭამაი ხორცისაი და არცა სუმაი ღვინისაი, არცა რომლითა ძმაი იგი შენი შებრკოლდების გინა დაბრკოლდების ანუ მოუძლურდების.
22. შენ სარწმუნოებაი გაქუს. თავისა შენისათვის გაქუნდინ წინაშე ღმრთისა. ნეტარ არს მისა, რომელმან არა განიკითხოს თავი თვისი, რომელსა შინა გამოიცადოს.
23. ხოლო რომელი – იგი ორგულებდეს, დაღაცათუ ჭამოს, და – ვე სჯილ არს, რამეთუ არა სარწმუნოებით ჭამს; და ყოველი, რომელი არა სარწმუნოებით არს, იგი ცოდვა არს.
24. ხოლო რომელი – იგი შემძლებელ არს დამტკიცებად თქუენდა, სახარებისაებრ ჩემისა და ქადაგებისა ქრისტე იესოისისა, გამოცხადებითა საიდუმლოისაითა, ჟამთა მათ საუკუნეთა დადუმებულსა,
25. ხოლო აწ გამოცხადებულსა წიგნთაგან საწინაისწარმეტყუელოთა, ბრძანებითა საუკუნოისა ღმრთისაითა, დასამორჩილებელად სარწმუნოებასა, ყოველთა მიმართ წარმართთა უწყებულსა,
26. მხოლოსა ბრძენსა ღმერთსა, ქრისტე იესოის მიერ, რომლისა არს დიდებაი უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

თავი 15.

1. ხოლო თანა – გუაც ჩუენ, ძლიერთა, უძლურებათა მათ უსუსურთასა ტვირთვად და არა თავთა თვისთა სათნო – ყოფად.
2. კაცად – კაცადი ჩუენი მოყუასსა სათნო – ეყოფოდენ კეთილისათვის აღსაშენებელად.
3. და რამეთუ ქრისტეცა არა თავსათვისსა სათნო – ეყო, არამედ ვითარცა წერილ არს: ყუედრებანი მაყუედრებელთა შენთანი დამეცნეს ჩემ ზედა.
4. რამეთუ რავდენი – იგი წინაისწარ დაიწერა, ჩუენდა სამოძღურებელად დაიწერა, რაითა მოთმინებითა მით და ნუგეშინის – ცემითა წიგნთაითა სასოებაი გუაქუნდეს.
5. ხოლო ღმერთმან მოთმინებისამან და ნუგეშინის – ცემისამან მოგეცინ თქუენ იგივე ზრახვად ურთიერთას ქრისტეს იესოის მიერ,
6. რაითა ერთბამად ერთითა პირითა ადიდებდეთ ღმერთსა და მამასა უფლისა ჩუენისა იესო ქრისტესსა.
7. ამისთვის შეიწყნარებდით ურთიერთას, ვითარცა – იგი ქრისტემან შეგიწყნარნა თქუენ სადიდებლად ღმრთისა.
8. ხოლო ვიტყვი იესო ქრისტესა, რამეთუ მსახურ იქმნა წინადაცუეთილებისა ჭეშმარიტებისათვის ღმრთისა დასამტკიცებლად აღთქუმასა მას მამათასა.
9. ხოლო წარმართნი წყალობისათვის სადიდებელად ღმრთისა, ვითარცა წერილ არს: ამისთვის აღგიარო შენ წარმართთა შორის, უფალო, და სახელსა შენსა უგალობდე.
10. და კუალად იტყვის: იხარებდით წარმართნი ერისა მისისა თანა;
11. და კუალად იტყვის: უგალობდით უფალსა ყოველი თესლები და აქებდით მას ყოველი ერი.
12. და მერმე ესაია იტყვის: და იყოს ძირი იგი იესესი და რომელი – იგი აღდგომად არს მთავრად წარმართთა, და მას წარმართნი ესვიდენ.
13. ხოლო ღმერთმან სასოებისამან აღგავსენინ თქუენ ყოვლითა სიხარულითა და მშვიდობითა სარწმუნოებად და აღმატებად თქუენდა სასოებითა და ძალითა სულისა წმიდისაითა.
14. მრწამს მე, ძმანო ჩემნო, თქუენთვის, ვითარმედ თქუენცა სავსე ხართ სახიერებითა და აღსავსე ყოვლითა მეცნიერებითა და შემძლებელ ურთიერთასცა სწავლად.
15. უკადნიერესად – რე მივწერე თქუენდა, ძმანო, ზოგს – რე, რაითა მოგახსენო თქუენ მადლითა მით, რომელი მოცემულ არს ჩემდა ღმრთისა მიერ.
16. რაითა ვიყო მე მსახურ იესო ქრისტესა წარმართთა მიმართ, მღდელობის მოღუაწე სახარებისა მის ღმრთისა, რაითა იყოს მსხუერპლი იგი წარმართთაი შეწირულ და განწმედილ სულითა წმიდითა.
17. მაქუს უკუე სიქადული ქრისტეს იესოს მიერ ღმრთისა მიმართ.
18. რამეთუ არა ვიკადრო რაისამე სიტყუად, რომელი – იგი არა ქმნა ქრისტემან ჩემ მიერ დასამორჩილებელად წარმართთა სიტყვითა და საქმითა,
19. ძალითა სასწაულებისა და ნიშებისაითა, ძალითა სულისა ღმრთისაითა, რაითა მე იერუსალემითგან და გარემო ვიდრე ილურიკიადმდე აღვასრულო სახარებაი იგი ქრისტესი.
20. ხოლო ესრეთ პატივცემულ ვარ სახარებად, არა თუ სადა სახელ – დებულ არს ქრისტე, რაითა არა სხუასა საფუძველსა ზედა ვაშენებდე,
21. არამედ ვითარცა წერილ არს: რომელთა არა თხრობილ არს მისთვის, იხილონ, და რომელთა არა სმენილ არს, გულისხმა – ყონ.
22. ამისთვისცა დავეყენე მრავალ გზის მისვლად თქუენდა.
23. ხოლო აწ არღარა მაქუნდა მე ადგილი ამიერ კერძოთა ამათ ადგილთა და მსურის მოსლვად თქუენდა მრავლით წლითგან.
24. და უკეთუ წარვიდოდი სპანიად, მოვიდე თქუენდა. რამეთუ ვესავ, ვითარმედ მი – რაი – ვიდოდი მუნ, გიხილნე თქუენცა, და თქუენ მიერ წარვიგზავნო მუნ, უკუეთუ თქუენითა ხილვითა ზოგს – რაიმე განვძღე პირველად.
25. ხოლო აწ ესერა წარვალ იერუსალემდ მსახურებად წმიდათა.
26. რამეთუ ჯერ – იჩინეს მაკედონიამან და აქაიამან ზიარებისა რაისმე ყოფად გლახაკთა მათთვის წმიდათა, რომელნი არიან იერუსალემს.
27. ჯერ – იჩინეს და თანამდებცა არიან მათდა. რამეთუ უკუეთუ სულიერთა მათ მათთა ეზიარნეს წარმართნი, თანა – აც და ხორციელთა მათ შინა მსახურებად მათდა.
28. ესე უკუე აღვასრულო და დაჰვბეჭდო ნაყოფსა მას მათსა. და წარვიდე თქუენ მიერ სპანიად
29. ხოლო ესე უწყი, რამეთუ მო – რაი – ვიდოდი თქუენდა, სავსებითა მით კურთხევისა სახარებისა ქრისტესითა მოვიდე.
30. ხოლო გლოცავ თქუენ, ძმანო, უფლისა ჩუენისა მიერ იესო ქრისტესა და სიყუარულითა მით სულისაითა, თანა – მოღუაწე. მექმნენით მე ლოცვათა შინა ჩემთვის ღმრთისა მიმართ.
31. რაითა განვერე ურჩთა მათგან ჰურიასტანს და რაითა მსახურებაი ჩემი იერუსალემს შეწირულ იყოს წმიდათა მიმართ,
32. რაითა მხიარულებით მოვიდე თქუენდა ნებითა ღმრთისაითა და თქუენ თანა განვისუენო.
33. ხოლო ღმერთი მშვიდობისაი იყავნ თქუენ ყოველთა თანა. ამინ.

თავი 16.

1. შეგვედრებ თქუენ ფიბეს, დასა ჩუენსა, რომელი – იგი არს მსახურ ეკლესიისა მის კენქრელთაისა;
2. რაითა იგი შეიწყნაროთ უფლისა მიერ ღირსად წმიდათა და თანა – დაუდეგით მას, რომელიცა რაიმე საქმე უხმდეს თქუენგან. და რამეთუ იგიცა მრავალთა თანამდგომ ექმნა და თვით მეცა.
3. კითხვაი არქუთ პრისკილას და აკვილას, თანაშემწეთა ჩემთა, ქრისტეს იესოის მიერ.
4. რომელთა – იგი სულისა ჩემისათვის ქედნი მათნი წარუპრყნეს, რომელთადა არა მე ხოლო მადლიერ ვარ, არამედ ყოველნი ეკლესიანი წარმართთანი და სახლად – სახლად კრებულნი მათნი.
5. კითხვაი არქუთ ეპენეტოსს, საყუარელსა ჩემსა, რომელი – იგი არს პირველი ნაყოფი აქაიაისაი ქრისტეს მიმართ.
6. კითხვაი არქუთ მარიამს, რომელი – იგი ფრიად დაშურა თქუენდა მიმართ.
7. კითხვაი არქუთ ანდრონიკეს და ივნიას, ნათესავთა ჩემთა და თანა – ტყუეთა ჩემთა, რომელნი არიან შესწავებულ მოციქულთა შორის, რომელნი ჩემსა წინაითცა იყვნეს ქრისტეს მიერ.
8. კითხვაი არქუთ ამპლიას, საყუარელსა ჩემსა, უფლისა მიერ.
9. კითხვაი არქუთ ურბანოსს. თანაშემწესა ჩუენსა ქრისტეს მიერ, და სტაქეს, საყუარელსა ჩემსა.
10. კითხვაი არქუთ აპელეს, რჩეულსა ქრისტეს მიერ. კითხვაი არქუთ არისტოვლესგანთა მათ.
11. კითხვაი არქუთ ეროდიონს, ნათესავსა ჩემსა. კითხვაი არქუთ ნარკისოისგანთა მათ უფლისა მიერ.
12. კითხვაი არქუთ ტრვიფენას და ტრვიფოსას, რომელნი მაშურალ არიან უფლისა მიერ. კითხვაი არქუთ პერსიდას, საყუარელსა, რომელი ფრიად დაშურა უფლისა მიერ.
13. კითხვაი არქუთ რუფოსს, რჩეულსა უფლისა მიერ, და დედასა მისსა და ჩემსა.
14. კითხვაი არქუთ ასვინკრიტეს ფლეგონს, ერმეს, პატრობას, ერმის და მათ თანათა მათ ძმათა.
15. კითხვაი არქუთ ფილოლოგეს და ივლიას, ნირეას და დასა მისსა, და ულუმპას და მათ თანათა მათ ყოველთა წმიდათა.
16. მოიკითხევდით ურთიერთას ამბორის – ყოფითა წმიდითა. გიკითხვენ თქუენ ეკლესიანი ქრისტესნი.
17. გლოცავ თქუენ, ძმანო, ეკრძალებოდეთ მათგან, რომელნი იგი წვალებასა და საცთურსა იქმან გარეშე მის მოძღურებისა, რომელი თქუენ გისწავიეს. და განეშორენით მათგან.
18. რამეთუ ეგევითარნი იგი უფალსა ჩუენსა იესო ქრისტესა არა ჰმონებენ, არამედ თვისსა მუცელსა და ტკბილად მეტყუელებითა მით და კურთხევითა აცთუნნიან გულნი უმანკოთანი.
19. რამეთუ თქუენი ეგე მორჩილებაი ყოველთა მიმართ განთქუმულ არს. მიხარის უკუე თქუენთვის, და მნებავს თქუენი, რაითა ბრძენ იყვნეთ კეთილისათვის და უმანკო ბოროტისათვის.
20. ხოლო ღმერთმან მშვიდობისმან შემუსრენ ეშმაკი ქუეშე ფერხთა თქუენთა ადრე. მადლი უფლისა ჩუენისა იესო ქრისტესი თქუენ ყოველთა თანა. ამინ.
21. გიკითხვენ თქუენ ტიმოთე, შემწე ჩემი, და ლუკიოს და იასონ და სოსიპატროს, ნათესავნი ჩემნი.
22. გიკითხავ თქუენ მე, ტერტიოს, რომელმან დავწერე წიგნი ესე უფლისა მიერ.
23. გიკითხავს თქუენ გაიოს, მესტუმრე ჩემი და ყოვლისა ეკლესიისაი, გიკითხავს თქუენ ერასტოს, მნე ქალაქისაი, და კუარტოს ძმაი.
24. მადლი უფლისა ჩუენისა იესო ქრისტესი თქუენ ყოველთა თანა. ამინ.