1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16
1. პავლე, ჩინებული მოციქული იესო ქრისტესი ნებითა ღმრთისაითა, და სოსთენი ძმაი,
2. ეკლესიასა ღმრთისასა, რომელი არს კორინთეს შინა, განწმედილთა ქრისტე იესოს მიერ,
ჩინებულთა წმიდათა, ყოველთა თანა, რომელნი ჰხადიან სახელსა უფლისა ჩუენისა იესო
ქრისტესა, ყოველსა ადგილსა მათსა და ჩუენსა:
3. მადლი თქუენდა და მშვიდობაი ღმრთისა მიერ მამისა ჩუენისა და უფლისა იესო
ქრისტესა.
4. ვჰმადლობ ღმერთსა ჩემსა მარადის თქუენთვის მადლსა მას ზედა ღმრთისასა, მოცემულსა
თქუენდა ქრისტე იესოის მიერ,
5. რამეთუ ყოვლითა განჰმდიდრდით მას შინა, ყოვლითა სიტყვითა და ყოვლითა
მეცნიერებითა,
6. ვითარცა წამებაი იგი ქრისტესი განმტკიცნა თქუენ შორის,
7. რაითა თქუენ არარაით ნაკლულევან იყვნეთ არცა ერთითა მადლითა და მოელოდით
გამოჩინებასა მას უფლისა ჩუენისა იესო ქრისტესსა.
8. რომელმანცა დაგამტკიცნეს თქუენ ვიდრე აღსასრულადმდე უბრალონი დღესა მას უფლისა
ჩუენისა იესო ქრისტესსა.
9. სარწმუნო არს ღმერთი, რომლისა მიერ იჩინენით ზიარებასა მას ძისა მისისა იესო
ქრისტეს უფლისა ჩუენისასა.
10. ხოლო გლოცავ თქუენ, ძმანო, სახელითა უფლისა ჩუენისა იესო ქრისტესითა, რაითა
მასვე იტყოდით ყოველნი, და ნუ იყოფინ თქუენ შორის წვალებაი, არამედ იყვენით
გენმტკიცებულნი მითვე გონებითა და მითვე მეცნიერებითა.
11. რამეთუ მეუწყა მე თქუენთვის, ძმანო ჩემნო, ქლოველთა მათგან, ვითარმედ ხდომა
რაიმე არიან თქუენ შორის.
12. ხოლო ვიტყვი ამას, რამეთუ კაცად – კაცადი თქუენი იტყვის, ვითარმედ: მე პავლესი
ვარ, ხოლო მე აპოლოისი, ხოლო მე კეფაისი, ხოლო მე ქრისტესი.
13. გან – მე – ყოფილ არსა ქრისტე? ანუ პავლე ჯუარს ეცუაა თქუენთვის? ანუ სახელისა
მიმართ პავლესისა ნათელ – იღეთა?
14. ჰვმადლობ ღმერთსა, რამეთუ არავის თქუენგანსა ნათელ ვეც, გარნა კრისპოსს და
გაიოსს.
15. რაითა არავინ თქუას, ვითარმედ: სახელითა ჩემითა ნათელ – ვეც.
16. ხოლო ნათელ – ვეც სტეფანაისცა სახელსა; მერმე არა ვიცი, უკუეთუ ვის – მე ნათელ
– ვეც სხუასა.
17. რამეთუ არა მომავლინა მე ქრისტემან ნათლის – ცემად, არამედ სახარებად, არა
სიბრძნისა სიტყუათა, რაითა არა ცალიერ იყოს ჯუარი იგი ქრისტესი.
18. რამეთუ სიტყუაი იგი ჯუარისაი წარწყმედულთა მათთვის სიცოფე არს, ხოლო ჩუენ
ცხოვრებულთა ამათთვის ძალ ღმრთისა არს.
19. რამეთუ წერილ არს: წარვწყმიდო სიბრძნე იგი ბრძენთაი და მეცნიერებაი ი იგი
მეცნიერთაი შეურაცხ –ვყო.
20. სადა არს ბრძენი? სადა არს მწიგნობარი? სადა არს გამომეძიებელი იგი ამის
სოფლისაი? ანუ არა განაცოფაა ღმერთმან სიბრძნე იგი ამის სოფლისაი?
21. რამეთუ ვინაითგან სიბრძნითა მით ღმრთისაითა ვერ იცნა სოფელმან სიბრძნითა
თვისითა ღმერთი, ჯერ – იჩინა ღმერთმან ქადაგებითა მით სისულელისაითა ცხოვრებაი
მორწმუნეთაი მათ.
22. ვინაითგან ჰურიანიცა სასწაულსა ითხოვენ, და წარმართნი სიბრძნესა ეძიებენ.
23. ხოლო ჩუენ ვქადაგებთ ქრისტესა ჯუარ – ცუმულსა: ჰურიათა სამე საცთურ, და
წარმართთა სისულელე.
24. ხოლო მათვე ჩინებულთა, ჰურიათა და წარმართთა ქრისტე ღმრთისა ძალ არს და ღმრთისა
სიბრძნე.
25. რამეთუ სულელი იგი ღმრთისაი უბრძნეს კაცთა არს, და უძლეური იგი ღმრთისაი
უძლიერეს კაცთა არს.
26. რამეთუ იხილეთ – ღა ჩინებულებაი ეგე თქუენი, ძმანო: არა მრავალნი ბრძენ არიან
ხორციელად, არა მრავალნი ძლიერ არიან. არა მრავალნი აზნაურ არიან,
27. არამედ სულელნი იგი სოფლისანი გამოირჩინა ღმერთმან, რაითა არცხვინოს ბრძენთა,
და უძლურნი იგი სოფლისანი გამოირჩინა ღმერთმან, რაითა არცხვინოს ძლიერთა.
28. და უაზნონი იგი სოფლისანი და შეურაცხნი გამოირჩინა ღმერთმან და არაარსნი იგი,
რაითა არსნი იგი განაქარვნეს;
29. რაითა არა იქადოს ყოველმან ხორციელმან წინაშე ღმრთისა.
30. მისგან თქუენ ხართ ქრისტეს იესოს მიერ, რომელი – იგი იქმნა ჩუენდა სიბრძნე
ღმრთისა მიერ, სიმართლე, სიწმიდე და გამოხსნა,
31. რაითა, ვითარცა წერილ არს: რომელი – იგი იქადოდის, უფლისა მიერ იქადოდის.
1. და მე მო – რაი - ვედ თქუენდა, ძმანო, არა მოვედ მეტნობისა სიტყვივთა
სიბრძნისაითა მითხრობად თქუენდა წამებაი იგი ღმრთისაი,
2. რამეთუ არარაი სხუაი დავიდევ გულსა ჩემსა უწყებად თქუენდა, გარნა ქრისტე იესო და
ესეცა ჯუარს – ცუმული.
3. და მე უძლურებასა შინა და შიშსა და ძრწოლასა მრავალსა ვიყავ თქუენდა მიმართ.
4. და სიტყუაი ჩემი და ქადაგებაი ჩემი არა რწმუნებითა კაცობრივისა სიბრძნისა
სიტყუათაითა, არამედ გამოცხადებითა სულისაითა და ძალითა,
5. რაითა სარწმუნოებაი ეგე თქუენი არა იყოს სიბრძნითა კაცთაითა, არამედ ძალითა
ღმრთისაითა.
6. ხოლო სიბრძნესა ვიტყვით სრულთა მათ მიმართ, ხოლო სიბრძნესა არა ამის სოფლისასა,
არცა მთავართა მათ ამის სოფლისათა, რომელნი განქარვებად არიან,
7. არამედ ვიტყვი სიბრძნესა ღმრთისასა საიდუმლოდ, დაფარულსა მას, რომელი – იგი
პირველადვე განაჩინა ღმერთმან უწინარეს საუკუნეთა სადიდებელად ჩუენდა,
8. რომელი – იგი არავინ მთავართაგანმან ამის სოფლისამან იცნა; რამეთუ უკუეთუმცა
ეცნა, არამცა უფალი იგი დიდებისაი ჯუარს - ეცუა.
9. არამედ ვითარცა წერილ – არს: რომელი თუალმან არა იხილა, და ყურსა არა ესმა, და
გულსა კაცისასა არა მოუხდა, რომელი განუმზადა ღმერთმან მოყუარეთა თვისთა.
10. ხოლო ჩუენ ღმერთმან გამოგვიცხადა სულისა მიერ თვისისა. რამეთუ სული ყოველსავე
გამოეძიებს და სიღრმესაცა ღმრთისასა.
11. რამეთუ ვინ – მე უკუე იცის კაცმან კაცისაი, გარნა სულმანვე კაცისამან, რომელი
არს მის თანა? ეგრეცა ღმრთისაი არავინ იცის, გარნა სულმანვე ღმრთისამან.
12. ხოლო ჩუენ სული არა ამის სოფლისაი მოგვიღებიეს, არამედ სული იგი, რომელ არს
ღმრთისაგან, რაითა ვიცოდით ღმრთისა მიერ მონიჭებული იგი ჩუენდა;
13. რომელსაცა – ესე ვიტყვით არა სწავლულებითა კაცობრივისა სიბრძნისა სიტყუათაითა,
არამედ სწავლითა სულისა წმიდისაითა, სულიერთა სულიერად შევატყუებთ.
14. ხოლო მშვინვიერი კაცი არა შეიწყნარებს სულსა ღმრთისასა, რამეთუ სიცოფე უჩნნ
მას, და ვერ შემძლებელ არნ ცნობად, რამეთუ სულიერად განიკითხვინ.
15. ხოლო სულიერი განიკითხავს ყოველსავე, და იგი არავისგან განიკითხვის.
16. რამეთუ ვინ ცნა გონები უფლისაი, რაითამცა აზრახა მას? ხოლო ჩუენ გონებაი
ქრისტესი გუაქუს.
1. და მე, ძმანო, ვერ უძლე სიტყუად თქუენდა, ვითარცა სულიერთა, არამედ ვითარცა
ხორციელთა, ვითარცა ჩჩვილთა ქრისტეს მიერ,
2. სძე გასუ თქუენ და არა საჭმელი, რამეთუ არღა გეძლო, არამედ არცაღა აწ გიძლავს;
3. რამეთუ წუთ – ღა ხორციელვე ხართ. რამეთუ სადაღა თქუენ შორის შური და ხდომაი და
განწვალებანი? არა ხორციელვე – ღა ხართა და კაცობრივ იქცევით?
4. რამეთუ რაჟამს ვინმე იტყოდის, ვითარმედ: მე პავლესი ვარ, და სხუაი იტყოდის: მე
აპოლოისი ვარ, არა ხორციელვე – ღა ხართა?
5. რამეთუ რაი არს პავლე? ანუ რაი არს აპოლო? არამედ მსახურნი, რომელთაგან თქუენ
გრწმენა და კაცად – კაცადსა, ვითარცა უფალმან მისცა.
6. მე დავასხ, აპოლო მორწყო, ხოლო ღმერთმან აღაორძინა.
7. აწ უკუე არცა დამსხმელი რაი არს, არცა მომრწყველი, არამედ აღმაორძინებელი
ღმერთი.
8. ხოლო დამსხმელი იგი და მომრწყველი ერთ არიან; და კაცად – კაცადმან თვისი
სასყიდელი მიიღოს თვისისაებრ შრომისა.
9. რამეთუ ღმრთისა თანაშემწენი ვართ; ღმრთისა ნამუშაკევნი, ღმრთისა აღშენებულნი
ხართ.
10. მადლითა მით ღმთისაითა, მოცემულითა ჩემდა, ვითარცა ბრძენმან ხუროთ –
მოძღუარმან, საფუძველი დავდევ, ხოლო სხუაი იგი აშენებდინ. ხოლო კაცად – კაცადი
ეკრძალენ, ვითარ – ძი აშენებდეს.
11. რამეთუ საფუძველი სხუაი ვერვის ხელ-ეწიფების დადებად გარეშე მისსა, რომელი –
იგი დადებულ არს, რომელ არს იესო ქრისტე.
12. უკუეთუ ვინმე აშენებდეს საფუძველსა ამას ზედა ოქროსა, ვერცხლსა, ანთრაკთა
პატიოსანთა, ძელსა, თივასა, ლერწამსა,
13. კაცად – კაცადისა იგი საქმე გამოცხადნეს. რამეთუ დღემან მან გამოაცხადოს,
რამეთუ ცეცხლითა გამოჩინებად არს; და კაცად – კაცადისა იგი საქმე, ვითარ რაი იყოს,
ცეცხლმან გამოცადოს.
14. რომლისა – იგი საქმე ეგოს, რომელ აღაშენა, სასყიდელი მოიღოს.
15. რომლისა – იგი საქმე დაიწუეს, იზღვიოს; ხოლო იგი განერეს და ეგრეთ განერეს,
ვითარცა ცეცხლისაგან.
16. არა უწყითა, რამეთუ ტაძარნი ღმრთისანი ხართ, და სული ღმრთისაი დამკვიდრებულ არს
თქუენ შორის?
17. რომელმან ტაძარი ღმრთისაი განხრწნეს, განხრწნეს იგიცა ღმერთმან; რამეთუ ტაძარი
ღმრთისაი წმიდა არს; რომელ – ეგე ხართ თქუენ.
18. ნუვინ თავსა თვისსა აცთუნებნ. უკუეთუ ვისმე ბრძენ ჰგონიეს თავი თვისი თქუენ
შორის ამას სოფელსა, სულელ იქმენინ, რაითა იყოს იგი ბრძენ.
19. რამეთუ სიბრძნე ამის სოფლისაი სიცოფე არს წინაშე ღმრთისა, რამეთუ წერილ არს:
რომელმან შეიპყრნის ბრძენნი სივერაგითა მათითა.
20. და კუალად იტყვის: უფალმან უწყნის ზრახვანი ბრძენთანი, რამეთუ არიან ამაო.
21. ვინაიცა ნუვინ იქადინ კაცთაგანი, რამეთუ ყოველივე თქუენი არს:
22. გინა თუ პავლე, გინა თუ აპოლო, გინა თუ კეფა, გინა თუ სოფელი, გინა თუ
ცხოვრებაი, გინა თუ სიკუდილი, გინა თუ აწინდელი ჟამი, გინა თუ მერმე იგი ჟამი -
ყოველივე თქუენი არს.
23. ხოლო თქუენ – ქრისტესნი, ხოლო ქრისტე – ღმრთისაი.
1. ესრეთ შემრაცხენინ ჩუენ კაცმან, ვითარცა მსახურნი ქრისტესნი და მნენი
საიდუმლოთა ღმრთისათანი,
2. ხოლო აქა ამიერითგან საძიებელ არს მნეთა მათ შორის, რაითა სარწმუნო ვინმე
იპოვოს.
3. ხოლო ჩემდა საწუნელებაი არს, უკუეთუ თქუენ მიერ განვიკითხო გინა თუ
კაცობრივისაგან დღისა; არამედ არცაღა თავსა ჩემსა განვიკითხავ.
4. რამეთუ არარაი თავსა ჩემსა შემიცნობიეს, არამედ არა თუ ამით განვმართლდები. ხოლო
განმკითხველი ჩემი უფალი არს.
5. ამისთვის ნუ წინაისწარ ჟამისა რას განიკითხავთ, ვიდრემდის მოვიდეს უფალი,
რომელმანცა განანათლოს დაფარული იგი ბნელისაი და განაცხადნეს ზრახვანი იგი გულთანი,
და მაშინ ქებაი იყოს კაცად – კაცადისაი ღმრთისა მიერ.
6. ხოლო ესე, ძმანო, სახედ დავიდევ თავისა ჩემისა და აპოლოისა თქუენთვის, რაითა
ჩუენ მიერ ისწავოთ არა უფროის წერილისა მის ზრახვად, რაითა არა ერთი – ერთსა ზედა
განჰლაღნეთ მოყუსისათვის.
7. რამეთუ ვინ განგიკითხავს შენ? ანუ რაი გაქუს, რომელი არა მიგიღებიეს? ხოლო
უკუეთუ მიგიღებიეს, რასა იქადი, ვითარცა არა მიღებულსა?
8. აწვე განმაძღარ ხართ და აწვე განჰმდიდრდით და თვინიერ ჩუენსა ჰსუფევდით. და
თუმცა ჰსუფევდით, რაითა ჩუენცა თქუენ თანა ვსუფევდეთ!
9. რამეთუ ვჰგონებ, პირველად ღმერთმან ჩუენ, მოციქულნი, უკანაისკნელად გამოგუაჩინნა
ვითარცა სასიკუდინენი, რამეთუ სახილველ ვიქმნენით სოფლისა და ანგელოზთა და კაცთა.
10. ჩუენ სულელ ქრისტესთვის, ხოლო თქუენ ბრძენ ქრისტეს მიერ; ჩუენ უძლურ, ხოლო
თქუენ ძლიერ; თქუენ დიდებულ, ხოლო ჩუენ გინებულ.
11. ვიდრე აქა ჟამადმდე გუშივისცა და გუწყურისცა და შიშუელ ვართ და ვიქენჯნებით, და
განუსუენებელ ვართ.
12. და ვშურებით, რამეთუ ვიქმთ ხელითა ჩუენითა. მაგინებელთა ჩუენთა ვაკურთხევთ;
ვიდევნებით და თავს ვიდებთ;
13. მგმობართა ჩუენთა ულოცავთ; ვითარცა ნარჩევნი სოფლისანი შევიქმნენით, ყოველთა
ნასხურ მოაქამდე.
14. არა საკდემელად თქუენდა მივსწერ ამას, არამედ ვითარცა შვილთა ჩემთა საყუარელთა
გასწავებ.
15. რამეთუ დაღათუ ბევრ მზარდულ გესხნენ ქრისტეს მიერ, არამედ არა მრავალ მამა,
რამეთუ ქრისტე იესოის მიერ სახარებისა მისგან მე გშვენ თქუენ.
16. გლოცავ თქუენ: მობაძავ ჩემდა იყვენით, ვითარცა მე ქრისტესა.
17. ამისთვის მივავლინე თქუენდა ტიმოთე, რომელ არს შვილი ჩემი საყუარელი და
სარწმუნოი უფლისა მიერ, რომელმან მოგახსენნეს თქუენ გზანი ჩემნი ქრისტეს მიერ,
ვითარცა – იგი ყოველთა ადგილთა, ყოველთა ეკლესიათა ვასწავებ.
18. რაითა არა მოსლვასა მას ჩემსა თქუენდა გან – ვიეთნიმე – ლაღნეს;
19. ხოლო მოვიდე ადრე თქუენდა, უფალსა თუ უნდეს, და ვცნა არა სიტყუაი იგი
განლაღებულთაი მათ, არამედ ძალი.
20. რამეთუ არა სიტყვითა არს სასუფეველი ღმრთისაი, არამედ ძალითა.
21. რაი გნებავს? კუერთხითა მოვიდე თქუენდა ანუ სიყუარულითა და სულითა
მშვიდობისაითა?
1. ყოვლადვე ისმის, რაისა თქუენ შორის სიძვაი და ეგევითარი სიძვაი, რომელ არცა
თუ წარმართთა შორის სახელ – ედების, ვითარმცა მამის ცოლი ვისმე ცოლად ესუა.
2. და თქუენ განლაღებულ ხართ და არა უფროისად იგლოვეთ, რაითა მოისპოს თქუენ შორის,
რომელმან საქმე ესე ქმნა.
3. რამეთუ მე შორს ღათუ ვარ ხორცითა, ხოლო მახლობელ სულითა, და აწ ეგრეთ
შემირაცხიეს, ვითარცა მანდა მყოფსა, ეგევითარისა მისთვის, რომელმან საქმე იგი ქმნა:
4. სახელითა უფლისა ჩუენისა იესო ქრისტესითა, შეკრებასა სულისა ჩემისა და
თქუენისასა, ძალითურთ უფლისა ჩუენისა იესო ქრისტესითა
5. მიცემად ეგევითარი იგი ეშმაკსა სატანჯველად ხორცითა, რაითა სული ცხოვნდეს დღესა
მას უფლისა ჩუენისა იესო ქრსისტესა.
6. არა კეთილ არს სიქადული ეგე თქუენი. არა უწყითა, რამეთუ მცირემან ცომმან
ყოველივე შესუარული აღაფუვნის?
7. განწმიდეთ უკუე ძუელი იგი ცომი, რაითა იყვნეთ ახალ თბე, ვითარცა – ეგე ხართ
უცომო, რამეთუ ზატიკად ჩუენდა, ჩუენთვის დაიკლა ქრისტე.
8. რაითა ვზატიკობდეთ არა ცომითა მით ძუელითა, არცა ცომითა მით სიბოროტისა და
უკეთურებისაითა, არამედ უცომოებითა მით სიმართლისა და ჭეშმარიტებისაითა.
9. მოვწერე თქუენდა წიგნსა ამას შინა: ნუ თანა – აღერევით მეძავთა.
10. და არათუ ყოველთა მეძავთა ამის სოფლისათა, გინა ანგაჰრთა, გინა მტაცებელთა,
გინა კერპთმსახურთა; უკუეთუ არა, თანა – გაც სამე სოფლით გამოსლვაი.
11. ხოლო აწ მივწერე თქუენდა, ნუ თანა – აღერევით, უკუეთუ ვინმე ძმაი სახელდებულ
იყოს მეძავ ანუ ანგაჰრ, გინა კერპთმსახურ, გინა მაგინებელ, გინა მომთრვალე, ანუ
მტაცებელ; ესევითარისა მის თანა არცაღა ჭამად.
12. რამეთუ რაი ძეს ჩემი და გარეშეთა მათ განკითხვაი? ანუ არა შინაგანნი იგი თქუენ
განიკითხნეთა?
13. ხოლო გარეშენი იგი ღმერთმან განიკითხნეს, და მოჰსპოთ უკეთური იგი შორის
თქუენსა.
1. იკადროს – მე ვინ თქუენ შორის, რომელსამცა საქმე აქუნდა მოყუსისა მიმართ,
განსჯად ცრუთა წინაშე, და არა უფროისღა წმიდათა წინაშე?
2. არა უწყითა, რამეთუ წმიდათა სოფელი განიკითხონ? და უკუეთუ თქუენგან განიკითხვის
სოფელი, არა ჰღირთ სამსჯავროისა მის საწუნელისა?
3. არა უწყითა, რამეთუ ანგელოზნი განვიკითხნეთ, ნუუკუე ამის სოფლისაიცა?
4. უკუეთუ ამის სოფლისა სამსჯავროი რაიმე გაქუნდეს, შეურაცხნი იგი კრებულისა შორის,
ესენი დასხენით.
5. საკდემელად თქუენდა გეტყვი: ეგოდენ არავინ არს თქუენ შორის ბრძენ, რომელმანმცა
შეუძლო განკითხვად შორის ძმისა თვისისა?
6. არამედ ძმაი ძმისა თანა განისჯების, და ესე ურწმუნოთა წინაშე.
7. აწ უკუე ყოვლითურთ ძლეულებაი არს თქუენდა ესე, რამეთუ სასჯელი გიც ურთიერთას.
რაისათვის არა უფროისად თქუენ გევნების? რაისათვის არა უფროისად თქუენ
მიგეხუეჭების?
8. არამედ თქუენ ავნეთ და მოჰხუეჭთ, და ამას ძმათა!
9. ანუ არა უწყითა, რამეთუ ცრუთა სასუფეველი ღმრთისაი ვერ დაიმკვიდრონ? ნუ სცდებით:
არცა მეძავთა, არცა კერპთმსახურთა, არცა მემრუშეთა, არცა ჩუკენთა, არცა
მამათმავალთა, არცა ანგაჰრთა,
10. არცა მპარავთა, არცა მომთრვალეთა, არცა მაგინებელთა, არცა მტაცებელთა
სასუფეველი ღმრთსაი არა დაიმკვიდრონ.
11. და ესრეთ ოდესმე იყვენით: არამედ განიბანენით, არამედ განიწმიდენით, არამედ
განჰმართლდით სახელითა უფლისა იესოისითა და სულითა ღმრთისა ჩუენისაითა.
12. ყოველივე ჯერ – არს ჩემდა, არამედ არა ყოველი უმჯობეს არს; ყოველივე ჯერ – არს
ჩემდა, არამედ მე არავისსა ხელმწიფებასა დავემორჩილო.
13. საზრდელი მუცლისათვის და მუცელი საზრდელისათვის. ხოლო ღმერთმან იგიცა და ესეცა
განაქარვოს. ხოლო ხორცნი ესე არა სიძვისათვის, არამედ უფლისათვის და უფალი
ხორცთათვის.
14. ხოლო ღმერთმან უფალიცა აღადგინა და ჩუენცა აღმადგინნეს ძალითა თვისითა,
15. არა უწყითა, რამეთუ ხორცნი ეგე თქუეენნი ასონი ქრისტესნი არიან? აღ – უკუე –
ვიხუნეა ასონი იგი ქრისტესნი და ვყვნე ასო მეძვის? ნუ იყოფინ.
16. არა უწყითა, რამეთუ რომელი შეეყოს მეძავსა, ერთ ხორც არიან, რამეთუ იტყვის:
იყვნენ ორნივე ერთ ხორც.
17. ხოლო რომელი შეეყოს უფალსა, ერთ სულ არს უფლისა თანა.
18. ევლტოდეთ სიძვასა: ყოველი ცოდვაი, რომელი ქმნეს კაცმან, გარეშე ხორცთა არს;
ხოლო რომელი ისიძვიდეს, თვისთა მიმართ ხორცთა ცოდავს.
19. არა უწყითა, რამეთუ ხორცნი ეგე თქუენნი ტაძარნი თქუენ შორის სულისა წმიდისანი
არიან, რომელ – ეგე გაქუს ღმრთისაგან, და არა ხართ თვისთა თავთანი?
20. რამეთუ სასყიდლით სყიდულ ხართ. ადიდეთ უკუე ღმერთი ხორცითა მაგით თქუენითა.
რომელი – იგი არს ღმრთისა.
1.ხოლო რომლისათვის – იგი მოსწერეთ ჩემდა, უმჯობეს არს კაცისასა დედაკაცისა შე –
ვე არა – ხებაი.
2.ხოლო სიძვისათვის, კაცად – კაცადსა თვისი ცოლი ესუნ, და თვითეულსა თვისი ქმარი
ესუნ.
3.ცოლსა ქმარი იგი თანანადებსა პატივსა მისცემდინ, ეგრეცა ცოლი – ქმარსა.
4.ცოლი თვისთა ხორცთა ზედა არა უფალ არს, არამედ ქმარი; ეგრეთცა და ქმარიცა თვისთა
ხორცთა ზედა არა უფალ არს, არამედ ცოლი.
5.ნუ განეშორებით ურთიერთას, გარნა თუ შეთქუმით რაიმე, ჟამ რავდენმე, რაითა
მოიცალოთ ლოცვად და მარხვად; და კუალად ურთიერთასვე იყვნეთ, რაითა არა განგცადნეს
თქუენ ეშმაკმან უთმინოებითა თქუენითა.
6. ხოლო ამას ვიტყვი შენდობით, არა თუ ბრძანებით.
7.რამეთუ მნებავს ყოვლისა კაცისა ყოფად, ვითარცა თავი ჩემი. არამედ კაცად – კაცადსა
თვისი მადლი აქუს ღმრთისაგან, რომელსამე ესრეთ და რომელსამე ეგრეთ.
8.ვეტყვი უქორწინებელთა მათ და ქურივთა: კეთილ არს მათდა, უკუეთუ ეგნენ ესრეთ
ვითარცა მე.
9.ხოლო უკუეთუ ვერ დაითმენენ, იქორწინნედ. რამეთუ უმჯობეს არს ქორწინებაი, ვიდრე
განხურვებაი.
10.ხოლო ქორწინებულთა მათ ვამცნებ არა მე, არამედ უფალი: ცოლსა ქმრისაგან არა
განშორებად.
11.ხოლო უკუეთუ განეშოროს, ეგენ უქორწინებელად, გინა ქმარსავე დაეგენ; და ქმარი
ცოლსა ნუ დაუტევებნ.
12.ხოლო სხუათა მათ ვეტყვი მე, არა უფალი: უკუეთუ ძმასა ვისმე ესუას ცოლი ურწმუნოი
და მას ჯერ – უჩნდეს ყოფაი მის თანა, ნუ დაუტევებნ ცოლსა მას.
13.და დედაკაცსა თუ ესუას ქმარი ურწმუნოი და მას ჯერ უჩნდეს ყოფაი მის თანა, ნუ
დაუტევებნ ქმარსა მას.
14.რამეთუ განწმიდნების ქმარი იგი ურწმუნოი ცოლისა მისგან მორწმუნისა და
განწმინდების ცოლი იგი ურწმუნოი ქმრისა მისგან მორწმუნისა. უკუეთუ არა, შვილნიმცა
თქუენნი არაწმიდა იყვნეს, ხოლო აწ წმიდა არიან.
15.ხოლო უკუეთუ ურწმუნო იგი განეყენებოდის, განეყენენ; არა დამონებულ არს ძმაი იგი
გინა დაი იგი ესევითარითა მით, რამეთუ მშვიდობასა გვიწოდნა ჩუენ ღმერთმან.
16.რამეთუ რაი იცი, დედაკაცო, აცხოვნო თუ ქმარი შენი? ანუ შენ რაი იცი, მამაკაცო,
აცხოვნო თუ ცოლი შენი?
17.არამედ კაცად – კაცადსა ვითარცა განუყო ღმერთმან, და კაცად – კაცადი ვითარცა
იჩინა უფალმან, ეგრეცა ვიდოდენ. და ესრეთვე ყოვლთა ეკლესიათა უბრძანებ.
18.წინადაცუეთილი თუ ვინმე იჩინა, ნუ იურვინ; წინადაუცუეთელი თუ ვინმე იჩინა, ნუ
წინადაიცუეთნ.
19.წინადაცუეთილებაი არარაი არს და წინადაუცუეთელებაი არარაივე არს, არამედ
დამარხვაი მცნებათა ღმრთისათაი.
20.კაცად – კაცადი ჩინებითა მით, რომლითაცა იჩინა, მას ზედაცა ეგენ.
21.მონაი თუ იჩინე, ნურაი გეურვებინ; არამედ დაღათუ ძალ – გედვას განთავისუფლებად,
უფროის – ღა იხუმიე.
22.რამეთუ, რომელი უფლისა მიერ იჩინოს მონაი, უფლისა მიერ განთავისუფლებულ არს;
ეგრეცა აზნაური, რომელი იჩინოს, მონა არს ქრისტესი.
23.სასყიდლით საყიდულ ხართ, ნუ იქნებით მონა კაცთა.
24.კაცად – კაცადი რომლითაცა იჩინა, ძმანო, მას ზედაცა ეგენ ღმრთისა მიერ.
25.ხოლო ქალწულთათვის ბრძანებაი უფლისა მიერ არა მაქუს. ხოლო ვაზრახებ, ვითარცა
შეწყალებული უფლისა მიერ, სარწმუნო ყოფილ.
26.მე ეგრე ვჰგონებ, ვითარმედ ესე კეთილ არს მოწევნულისა მისთვის ურვისა, რამეთუ
უმჯობეს არს კაცისა, ესრეთ თუ იყოს.
27.შე – თუ – ყოფილ ხარ ცოლსა, ნუ განუტევებ; თავისუფალ თუ ხარ ცოლისაგან, ნუ ეძიებ
ცოლსა.
28.იქორწინე თუ, არა სცოდე. და თუ იქორწინოს ქალწული, არა ცოდა; ჭირი ხორცთაი
თავსიდვან ეგევითართა მათ; ხოლო მე თქუენ გერიდები.
29.ხოლო ამას გეტყვი, ძმანო, ჟამი ესე შემოკლებულ არს ამიერითგან; და რაითა რომელთა
ესხნენ ცოლ, ესრეთ იყვნენ, ვითარმცა არა ესხნეს.
30.და რომელნი ტიროდიან, ვითარმცა არა ტიროდეს; და რომელთა უხაროდის, ვითარმცა არა
უხარის; და რომელნი იყიდდენ, ვითარმცა არა აქუნდა.
31.და რომელი იმსახურებდენ სოფელსა ამას, ვითარმცა არა იმსახურებენ; რამეთუ წარვალს
ხატი ამის სოფლისაი.
32.და მნებავს თქუენი, რაითა უზრუნველ იყვნეთ. უქორწინებელი იგი ზრუნავს უფლისასა,
ვითარ – ძი სათნო – ეყოს უფალსა.
33.ხოლო ქორწინებული ზრუნავს სოფლისასა, ვითარ – ძი სათნო - ეყოს ცოლსა. განყოფილ
არს დედაკაციცა იგი და ქალწული.
34.უქორწინებელი იგი ზრუნავს უფლისასა, რაითა იყოს წმიდა ხორცითაცა და სულითაცა;
ხოლო ქორწინებული ზრუნავს სოფლისასა, ვითარ - ძი სათნო – ეყოს ქმარსა.
35.ხოლო ამას თქუენისა უმჯობესისათვის ვიტყვი არა რაითა საფრხე დაგიგო თქუენ,
არამედ შუენიერად და კეთილად დადგომად უფლისა მიმართ უზრუნველად.
36.უკეთუ ვისმე სარცხვი ნელ უჩნდეს ქალწულებაი თვისი, იყოს თუ გარდასრულ, და ეგრეთ
ჯერ – უჩნდეს ყოფად, რომელი უნდეს, ყავნ, არა ცოდავს; იქორწინნედ.
37.ხოლო რომელი დამტკიცებულ არს გულსა მისსა მტკიცედ და არა აქუს ურვაი და
ხელმწიფებაი აქუს თვისსა ნებასა ზედა, და ესე განაჩინა გულსა შინა თვისსა დამარხვად
თვისი ქალწულებაი, კეთილად ჰყოფს.
38.და რომელმან ქორწინოს თვისი იგი ქალწულებაი, კეთილად ჰყოფს. ხოლო რომელმან არა
ქორწინოს, უმჯობესსა ჰყოფს.
39.დედაკაცი შეკრულ არს სჯულითა, რავდენ ჟამ ცოცხალ არს ქმარი მისი. ხოლო უკუეთუ
მოკუდეს ქმარი, იგი თავისუფალ არს, უნდეს თუ ქორწინებაი, გარნა ხოლო უფლისა მიერ.
40.ხოლო უსანატრელეს არს, უკუეთუ ეგრეთ დაადგრეს ზრახებისა ჩემისაებრ. ვჰგონებ,
ვითარმედ სული ღმრთისაი მაქუს მე.
1.ხოლო კერპთ - ნაზორევთა მათთვის ვიცით, რამეთუ ყოველთა მეცნიერებაი გუაქუს;
მეცნიერებაი განალაღებს, ხოლო სიყუარული აღაშენებს.
2.უკუეთუ ვისმე ჰგონიეს, ვითარმედ იცის რაიმე, არღა სადა უცნობიეს, ვითარ – იგი ჯერ
– არს ცნობაი.
3.ხოლო რომელსა უყუარს ღმერთი, იგი ცნობილ არს მის მიერ.
4.ხოლო ჭამისათვის ნაკერპავთაისა უწყით, რამეთუ არარაი არს კერპ სოფელსა შინა, და
ვითარმედ არავინ არს ღმერთ სხუაი, გარნა მხოლოი იგი ერთი ღმერთი.
5.რამეთუ დაღაცათუ არიან რაიმე სახელ–დებულ ღმერთნი გინა თუ ცათა შინა, გინა თუ
ქუეყანასა ზედა, ვითარცა არიან ღმერთნი მრავალ და უფალნი მრავალ,
6.არამედ ჩუენდა ერთ არს ღმერთი მამაი, რომლისაგან არს ყოველი, და ჩუენ მისა
მიმართ; და ერთ არს უფალი იესო ქრისტე, რომლისა მიერ ყოველი და ჩუენ მის მიერ.
7.არამედ არა ყოველთა თანა არს მეცნიერებაი; ხოლო რომელნიმე იჭვით ვიდრე აქამომდე
კერპთასა მას, ვითარცა ნაკერპავსა, ჭამენ, და გონებაი იგი მათი უძლური შეიგინების.
8.ხოლო საჭმელმან ჩუენ არაწარგუადგინნეს ღმრთისა. რამეთუ დაღათუ ვჭამოთ, არა
გუემატოს, და არა თუ ვჭამოთ, არა დაგუაკლდეს.
9.ხოლო ეკრძალენით, ნუუკუე ხელმწიფებაი ეგე თქუენი დაბრკოლება ექმნეს უძლურთა მათ.
10.რამეთუ უკუეთუ ვინმე გიხილოს შენ, რომელსა გაქუს მეცნიერებაი, საკერპოსა შინა
ინახით – მჯდომარე, არა – მეა გონებაი იგი უძლურისაი მის აღეშენოს ნაკეპავისა მის
ჭამად?
11.და წარწყმდეს ძმაი იგი უძლური შენითა მით მეცნიერებითა, რომლისათვის ქრისტე
მოკუდა.
12.ესრეთ რაი სცოდვიდეთ ძმათა მიმართ და ჰგუემდეთ გონებასა მათსა უძლურსა, ქრისტეს
მიმართ სცოდავთ.
13.ამისთვისცა, უკუეთუ საჭმელი დააბრკოლებდეს ძმასა ჩემსა, არა ვჭამო ხორცი
უკუნისამდე, რაითა არა ძმაი ჩემი დავაბრკოლო.
1. არა ვარ მოციქულ? არა ვარა აზნაურ? ანუ არა უფალი ჩუენი იესო ქრისტე თუალითა
ვიხილეა? ანუ არა ნამუშაკევნი ჩემნი თქუენ ხართა უფლისა მიერ?
2. სხუათა – ღა თუ არა ვარ მოციქულ, არამედ თქუენდა ხოლო ვარ, რამეთუ ბეჭედნი
ჩემისა მოციქულებისანი თქუენ ხართ უფლისა მიერ.
3. ჩემი სიტყვის – გებაი ჩემთა მათ განმკითხველთა ესე არს.
4. არა ნუ გუაქუსა ხელმწიფები ჭამად და სუმად?
5. არა ნუ გუაქუსა ხელმწიფეაბი დათა მათ დედათა მიმოყვანებად, ვითარცა სხუათა მათ
მოციქულთა და ძმათა უფლისათა და კეფას?
6. ანუ მე ხოლო და ბარნაბას არა გუაქუს ფლობაი საქმედ?
7. ვინ – მე სადა საგრობნ თვისითა საგზლითა? ვინ დაასხის ვენახი და ნაყოფისა მისგან
არა ჭამის? ანუ ვინ ჰმწყსინ სამწყსოსა და სძისა მისგან სამწყსოთაისა არა ჭამის?
8. ანუ კაცობრივ – მე ნუ ვიტყვი ამას? ანუ არა სჯულიცა ამასვე იტყვის?
9. რამეთუ სჯულსა მოსესსა წერილ არს: არა შეუკრა პირი ხარსა მლეწველსა. ნუუკუე
ხართაი რაიმე ეურვებოდა ღმერთსა?
10. არამედ ჩუენ ყოველთათვის სამე იტყვის, რამეთუ ჩუენთვის დაიწერა. რამეთუ
სასოებით თანააც ხნვაი მხნველსა მას და რომელი – იგი ლეწავს სასოებითა, მითვე
შეკრებაი სასოებით.
11.უკუეთუ ჩუენ სულიერი დავსთესეთ თქუენ შორის, დიდმე რაი არსა თქუენგან, თუ
ხორციელი მოვიმკოთ ჩუენ?
12.უკუეთუ სხუანი ხელმწიფებისაგან თქუენისა მიღებენ, არამე უფროის-ღა ჩუენ? არამედ
არა ვინებეთ ხელმწიფებაი ესე, რამეთუ ყოველსავე დავითმენთ, რაითა არა დაბრკოლება
რაიმე ვსცეთ სახარებასა მას ქრისტესსა.
13.არა უწყითა, რამეთუ რომელნი – იგი ბაგინსა ჰმსახურებენ, ბაგინისაგან ჭამიან? და
რომელნი საკურთხეველსა წინაშე დგანედ, საკურთხეველისაგან ნაწილი განიღიან?
14.ეგრეცა უფალმან ბრძანა, რომელნი – იგი სახარებასა მიუთხრობენ, სახარებისაგან
ცხოვრებაი.
15.ხოლო მე არარაი ვიხუმიე ამათგანი და არა ამისთვის მივწერე ესე, რაითა ესრეთ იყოს
ჩემდა მომართ. რამეთუ უმჯობეს არს ჩემდა სიკუდილი უფროის ვიდრეღა სიქადული ჩემი, და
– თუ ვინმე – აცუდოს იგი.
16.რამეთუ ვახარებ თუ, არა არს ჩემდა სიქადულ. რამეთუ უნებელი ზედა – მაც მე, და
ვაი არს ჩემდა, არა თუ ვახარებდე.
17.რამეთუ ნებსით თუ ვიქმ ამას, სასყიდელი მაქუს, ხოლო უკუეთუ უნებლიეთ, სამნოი
რწმუნებულ არს ჩემდა.
18.რაი – მე უკუე არს სასყიდელი ჩემი? რაითა, ვახარებდე რაი, უსასყიდლოდ ვახარებდე
სახარებასა მას ქრისტესსა, რაითა არარაი ვიმსახურო ხელმწიფებითა ჩემითა სახარებასა
მას შინა ჩემსა.
19.რამეთუ თავისუფალ ვიყავ ყოველთაგან და ყოველთა თავი ჩემი დავამონე, რაითა
უმრავლესნი შევიძინნე.
20.ვიქმენ ჰურიათა თანა, ვითარცა ჰურიაი, რაითა ჰურიანი შევიძინნე; სჯულსა ქუეშე
მყოფთა თანა, ვითარცა სჯულსა ქუეშე მყოფი, რაითა სჯულსა ქუეშე მყოფნი შევიძინნე;
21.უსჯულოთა თანა, ვითარცა უსჯულოი, არა უსჯულოი ვიყავ ღმრთისა, არამედ სჯულიერი
ქრისტესი, რაითა უსჯულონი შევიძინნე;
22.ვიქმენ უძლურთა მათ თანა, ვითარცა უძლური, რაითა უძლურნი იგი შევიძინნე; ყოველთა
ვექმენ ყოვლად, რაითა ყოველნი ვაცხოვნნე.
23.ხოლო ამას ვიქმ სახარებისა მისთვის, რაითა თანა – ზიარ მისსა ვიქმნე.
24.არა უწყითა, რამეთუ რომელნი – იგი ასპარეზსა მას შინა რბიედ, ყოველნივე რბიედ,
ხოლო ერთმან მიიღის ნიჭი? ესრეთ რბიოდეთ, რაითა ეწინეთ.
25.ხოლო ყოველივე იგი მოღუაწე ყოველსავე მოითმენნ. იგინი უკუე სამე, რაითა
განხრწნადი გვირგვინი მოიღონ, ხოლო ჩუენ უხრწნელი.
26.მე უკუე აწ ესრეთ ვრბი, ვითარცა არა უჩინოდ, ესრეთ ვიჭირვი, ვითარცა არა ჰაერსა
ვსცემ;
27.არამედ აღვიკრძალავ ხორცთა ჩემთა და დავიმონებ, ნუუკუე სხუათა უქადაგებდე და მე
გამოუცდელ ვიყო.
1.არა მნებავს უმეცრებაი თქუენი, ძმანო, რამეთუ მამანი ჩუენი ყოველნი ღრუბელსა
ქუეშე იყვნეს და ყოველნი ზღუასა განხდეს.
2.და ყოველთა მოსეს მიერ ნათელ – იღეს ღრუბლითა მით და ზღვითა,
3.და ყოველთა იგივე საზრდელი სულიერი ჭამეს;
4. და ყოველთა იგივე სასუმელი სულიერი სუეს, რამეთუ სუმიდეს იგინი სულიერისა მისგან
კლდისა, რომელიცა შეუდგა; ხოლო კლდე იგი იყო ქრისტე.
5.არამედ არა მრავალნი მათგანნი სათნო – იყვნა ღმერთმან, რამეთუ დაეცნეს იგინი
უდაბნოსა ზედა.
6.და ესენი სახე ჩუენდა იქმნეს, რაითა არა ვიყვნეთ ჩუენ გულის მთქუმელ ბოროტისა,
ვითარცა – იგი მათ გული უთქუმიდა.
7.ნუცა კერპთმსახურ იქნებით, ვითარცა – იგი მათგანნი ვინმე, ვითარცა წერილ არს:
დასხდა ერი იგი ჭამად და სუმად და აღდგეს სიმღერად.
8.ნუცა ვისიძავთ, ვითარცა – იგი ვიეთმე მათგანთა ისიძვეს და დაეცნეს ერთსა შინა
დღესა ოცდასამ ათასნი.
9.ნუცა განვსცდით ქრისტესა, ვითარცა – იგი მათგანთა ვიეთმე გამოცადეს და გუელთა
მიერ წარწყმდეს.
10.ნუცა ვდრტვინავთ, ვითარცა – იგი მათგანნი ვინმე დრტვინვიდეს და წარწყმდეს
მომსრველისა მისგან.
11.ესე ყოველნი სახენი შემთხუეოდეს მათ; ხოლო დაიწერა სამოძღურებელად ჩუენდა,
რომელთა ზედა აღსასრული ჟამთაი მოიწია.
12.ამიერითგან, რომელი ჰგონებდეს დგომასა, ეკრძალენ, ნუუკუე დაეცეს.
13.განსაცდელი თქუენ არა შეგემთხვია, გარნა კაცობრივ; ხოლო სარწმუნო არს ღმერთი,
რომელმან არა გიტევნეს თქუენ განცდად უფროის ძალისა თქუენისა, არამედ ყოს
განსაცდელისა თანა გამოყვანებაიცა, რაითა შეუძლოდ დათმენად.
14.აწ უკუე, საყუარელნო ჩემნო, ივლტოდეთ კერპთმსახურებისაგან.
15.ვითარცა ბრძენთა გეტყვი თქუენ: გან –ღა – იკითხეთ, რომელ –სა ესე გეტყვი თქუენ.
16.სასუმელი ესე კურთხევისაი, რომელსა ვაკურთხევთ, არამე ზიარება სისხლთა ქრსიტესთა
არსა? პური ესე რომელსა განვსტეხთ, არა – მე ზიარებაი ხორცთა ქრისტესთაი არსა?
17.რამეთუ ერთ პურ და ერთ ხორც ჩუენ მრავალნი ესე ვართ, რამეთუ ყოველთა ერთისა
მისგან პურისაგან მოგუაქუს.
18.იხილეთღა ისრაელი ხორციელად: ანუ არა რომელნი – იგი ჭამენ შესაწირავთა მათ, ზიარ
საკურთხეველისა მის არიანა?
19.რასა უკუე ვიტყვი ამას, ვითარმედ კერპი იგი რაი არს, ანუ ნაგები იგი რაი არს?
20.არამედ, რომელსა - იგი უგებენ წარმართნი, ეშმაკთა უგებენ და არა ღმერთსა. ხოლო
მე არა მნებავს თქუენი ეშმაკთა ზიარები.
21.ვერ ხელ – გეწიფების სასუმელი უფლისაი სუმად და სასუმელი ეშმაკთაი; ვერ ხელ
ეწიფების ტაბლასა უფლისასა ზიარებაი და ტაბლასა ეშმაკთასა.
22. ანუ ვაშურებთ – მეა უფალსა? ნუუკუე უძლიერეს მისსა ვართ?
23.ყოველივე ჯერ - არს ჩემდა, არამედ არა ყოველი უმჯობეს არს; ყოველივე ჯერ - არს
ჩემდა, არამედ არა ყოველი აღმაშენებელ არს.
24.ნუვინ თავისასა ხოლო ეძიებნ, არამედ მოყუსისასაცა თვითოეული.
25.ყოველი, რომელი სამზარეულოს ისყიდებოდის, ჭამეთ. და ნურარას განიკითხავთ
იჭვისათვის.
26.რამეთუ უფლისაი არს ქუეყანაი და სავსებაი მისი.
27.ხოლო უკუეთუ ვინმე გხადის თქუენ ურწმუნოთაგანი, და გნებავს მისვლაი, ყოველივე
წინა – დაგებული თქუენი ჭამეთ და ნურარას განიკითხავთ იჭვისათვის.
28.ხოლო უკუეთუ ვინმე გითხრას თქუენ, ვითარმედ: ესე ნაკერპავი არს, ნუ სჭამთ მის
მაუწყებელისათვის და იჭვისა, რამეთუ უფლისაი არს ქუეყანაი და სავსებაი მისი.
29.იჭუსა მას ვიტვი არა თავისა თვისისასა, არამედ მოყუსისასა. რამეთუ რაისათვის
აზნაურებაი ჩემი განიკითხვის სხვისა იჭვისაგან?
30.უკუე თუ მე მადლობით ვჭამ, რაისათვის ვიგმობვი, რომლისათვის – იგი მე ვჰმადლობ?
31.გინა თუ სჭამდეთ, გინა თუ ჰსუმიდეთ, გინა თუ რასაცა იქმოდით, ყოვესავე
სადიდებლად ღმრთისა იქმოდეთ.
32.დაუბრკოლებელ იყვენით ჰურიათა მიმართ და წარმართთა და ეკლესიათა ღმრთისათა,
33.ვითარცა მე ყოვლითავე ყოველთა სათნო – ვეყოფვი, რამეთუ არა ვეძიებ თავისა ჩემისა
უმჯობესსა, არამედ მრავალთასა, რაითა ცხოვნდენ.
1.მობაძავ ჩემდა იქმნენით, ვითარცა მე ქრისტესა.
2.ხოლო გაქებთ თქუენ, ძმანო, რამეთუ ჩემი ყოველივე გახსოვს, და ვითარცა-იგი მიგეც
თქუენ მოძღურებაი, იგი შეიკრძალეთ.
3.და მნებავთ თქუენი უწყებაი, რამეთუ ყოვლისა მამაკაცისა თავ ქრისტე არს; ხოლო თავ
დედაკაცისა – ქმარი; და თავ ქრისტესა – ღმერთი.
4.ყოველი მამაკაცი, რომელი ილოცვიდეს გინა თუ წინაისწარმეტყუელებდეს თავ –
დაბურვილად, არცხუენს თავსა თვისსა.
5.და ყოველივე დედაკაცი, რომელი ილოცვიდეს გინა წინაისწარმეტყუელებდეს
თავ-დაუბურველად, არცხუენს იგი თავსა თვისსა, რამეთუ ერთ არს და იგივე არს
დაყუენილიცა იგი.
6.რამეთუ უკუეთუ არა დაიბურავს დედაკაცი იგი, დაიკუეცენცა; ხოლო უკუეთუ საძაგელ არს
დედაკაცისა კუეცაი გინა დაყუენაი, დაიბურენ მან.
7.მამაკაცისა უკუე არა ჯერ - არს დაბურვაი თავისაი, რამეთუ ხატ და დიდება ღმრთისა
არს; ხოლო დედაკაცი დიდება ქმრისა არს.
8.რამეთუ არა არს მამაკაცი დედაკაცისაგან, არამედ დედაკაცი მამაკაცისაგან;
9.და რამე თუ არა დაებადა მამაკაცი დედაკაცისათვის, არამედ დედაკაცი
მამაკაცისათვის.
10.ამისთვის ჯერ – არს დედაკაცისა, რაითა ფლობაი აქუნდეს თავსა თვისსა ზედა
ანგელოზთათვის.
11.ხოლო არცა მამაკაცი თვინიერ დედაკაცისა, არცა დედაკაცი თვინიერ მამაკაცისა
უფლისა მიერ.
12.რამეთუ ვითარცა – იგი დედაკაცი ქმრისაგან არს ეგრეცა ქმარი ცოლისაგან; ხოლო
ყოველივე ღმრთისაგან არს.
13.თვით თქუენ შორისღა განიკითხეთ ესე, ჰშუენისა დედაკაცსა დაუბურველად წინაშე
ღმრთისა ლოცვაი?
14.არცაღა თვით იგი ბუნებაი გასწავებს თქუენ, რამეთუ მამაკაცმან თუ გარდაუტეოს თმაი
გრძელად, უშუერება არს მისა.
15.ხოლო დედაკაცმან თუ გარდაუტეოს, დიდება არს მისა, რამეთუ თმაი იგი სამკაულად
მოეცა მას.
16.ხოლო უკუეთუ ვისმე ცილობის ჰნებავს, ჩუენ ეგევითარი ჩუეულებაი არა გუაქუს, არცა
ეკლესიათა ღმრთისათა.
17.ამას რაი გამცნებ, არა გაქებ, რამეთუ არა უმჯობესად, არამედ უნაკლულევანესად
შეჰკრბებით.
18.პირველად უკუე, რამეთუ შეკრებასა მას თქუენსა ეკლესიად მესმის, ვითარმედ წვალება
რაიმე არიან თქუენ შორის, და ზოგს რაიმე მრწამს.
19.რამეთუ წვალებანიცა ყოფად არიან თქუენ შორის, რაითა რჩეულნი იგი თქუენ შორის
გამოჩნდენ.
20.შეკრებასა მას უკუე თქუენსა ერთად არა არს ეკლესიაი პურის საჭმელ.
21.რამეთუ კაცად-კაცადმან თვისი იგი სერი წინაისწარ წარიღის ჭამად, და რომელსამე
ჰშიინ და რომელსამე სთრავნ.
22.ნუუკუე სახლებ არა გიდგსა ჭამად და სუმად? ანუ ეკლესიასა ღმრთისასა შეურაცხ –
ჰყოფთ და არცხუენთ მათ, რომელთა არარაი აქუს? რაი – მე გრქუა თქუენ? გაქებდეა
ამისთვის? არა გაქებ.
23.რამეთუ მე მოვიღე უფლისაგან, რომელიცა მიგეც თქუენ, რამეთუ უფალი იესო ქრისტე
ღამესა მას რომელსა მიეცემოდა, მოიღო პური,
24.ჰმადლობდა, განტეხა და თქუა: მიიღეთ და ჭამეთ; ესე არს ხორცი ჩემი, თქუენთვის
განტეხილი; ამას ჰყოფდით მოსახსენებელად ჩემდა.
25.ეგრეთვე სასუმელი იგი შემდგომად სერობისა, და თქუა: ესე სასუმელი ახალი სჯული
არს სისხლისა ჩემისა; ამას ჰყოფდით, რავდენ გზისცა ჰსუმიდეთ, ჩემდა მოსახსენებელად.
26.რამეთუ რავდენ გზისცა სჭამდეთ პურსა ამას და ჰსუმიდეთ სასუმელსა ამას, სიკუდილსა
უფლისასა მიუთხრობდით, ვიდრემდის მოვიდეს.
27.ამიერითგან, რომელი ჭამდეს პურსა ამას და სუმიდეს სასუმელსა ამას უფლისასა
უღირსებით, თანამდებ არს იგი ხორცთა და სისხლსა უფლისასა.
28.გამო-ღა-იცადენ კაცმან თავი თვისი და ესრეთ პურისა მისგანი ჭამენ და სასუმელისა
მისგანი სუნ.
29.ხოლო რომელი არა ღირსად ჭამდეს და სუმიდეს, დასასჯელად თავისა თვისისა ჭამს და
სუამს, რამეთუ არა გამოიკითხნა ხორცნი უფლისანი.
30.ამისთვის მრავალ არიან თქუენ შორის უძლურ და სნეუ, და წვანან მრავალნი.
31.რამეთუ უკუეთუმცა თავთა თვისთა განვიკითხევდით, არამცა განვიკითხენით.
32.ხოლო გან-თუ – ვიკითხვით, უფლისა მიერ განვისწავლებით, რაითა არა სოფლისათანა
დავისაჯნეთ.
33.ამიერითგან, ძმანო ჩემნო, შე-რაი-ჰკრბებოდით ჭამად, ურთიერთას ჰგებდით.
34.ხოლო უკუეთუ ვისმე ჰშიოდის, სახლსა შინა ჭამენ, რაითა არა დასასჯელად შეჰკრბეთ.
ხოლო სხუაი იგი, ოდეს მოვიდე, მაშინ ვბრძანო.
1. ხოლო სულიერთა მათთვის, ძმანო, არა მნებავს უმეცრებაი თქუენი.
2. უწყით, რამეთუ, ვიდრე- იგი წარმართ – ღა იყვენით, კერპთა მათ მიმართ უხმოთა
ვითარ – იგი შეუდეგით, მიმოყვანებულ იყვენით.
3.ამისთვის გაუწყებ თქუენ, რამეთუ არავინ სულითა ღმრთისაითა იტყოდის და თქუას:
შეჩუენებულ იესო; და არავის ხელ-ეწიფების თქუმად უფალი იესო, გარნა სულითა წმიდითა.
4. ხოლო განყოფანი მადლთანი არიან, და იგივე სული არს.
5. და განყოფანი მსახურებათანი არიან, და იგივე თავადი უფალი არს.
6. და განყოფანი შეწევნათანი არიან, და იგივე თავადი ღმერთი არს, რომელი შეიქმს
ყოველსა ყოველთა შორის.
7.ხოლო თვითოეულსა ჩუენსა მიცემულ არს გამოცხადებაი იგი სულისაი უმჯობესისათვის.
8.რომელსამე სულისა მისგან მიცემულ არს სიტყუაი სიბრძნისაი, ხოლო სხუასა სიტყუაი
მეცნიერებისაი მითვე სულითა,
9.და სხუასა სარწმუნოებაი მისვე სულისაგან, რომელსამე მადლი კურნებათაი მისგანვე
სულისა,
10.რომელსამე შეწევნანი ძალთანი, რომელსამე წინაიწარმეტყუელებაი, რომელსამე
განკითხვაი სულთაი, და სხუასა თესლად –თესლადი ენათაი, და სხუასა თარგმანებაი
ენათაი.
11.ხოლო ამას ყოველსა შეეწევის ერთი და იგივე სული, განუყოფს თვითოეულად კაცად –
კაცადსა, ვითარცა ჰნებავს.
12.ვითარცა - იგი გუამი ერთ არს, და მრავალი ასოები აქუს, და ყოველი იგი ასოები
ერთისა მის გუამისაი, მრავალღა თუ არს, ერთ გუამვე არს; ეგრეცა ქრისტე.
13.რამეთუ ერთითა სულითა ჩუენ ყოველთა ერთისა მიმართ გუამისა ნათელ – ვიღეთ, გინა
თუ ჰუარიათა, გინა თუ წარმართთა, გინა თუ მონათა, გინა თუ აზნაურთა; და ყოველთავე
ერთისა მიმართ სულისა გვისუამს.
14.და რამეთუ გუამი იგი არა არს ერთ ასო, არამედ მრავალ.
15.უკუეთუ თქუას ფერხმან, ვინაითგან არა ვარ ხელ, არა ვარ მის გუამისაგანი, ამისგან
– მე არა არსა მის გუამისაგანი?
16. ანუ თუ თქუას ყურმან, რამეთუ არა ვარ თუალ, არა ვარ მის გუამისაგანი, ნუ
ამისთვის არა არსა მის გუამისაგანი?
17.უკუეთუ ყოველი გუამი თუალ იყოს, სადა არს სასმენელი? უკუეთუ ყოველი სასმენელ
იყოს, სადა არიან საყნოსელნი?
18.აწ ესე რა ღმერთმან დასხნა ასონი იგი თვითოეულად გუამსა მას შინა, ვითარცა
ინება.
19.ხოლო უკუეთუმცა იყო ყოველი ერთ ასო, სადამცა იყო გუამი იგი?
20.ხოლო აწ მრავალ არს ასოები და ერთ - გუამი.
21.ხოლო ვერ ხელ – ეწიფების თუალსა, ვითარმცა ჰრქუა ხელსა: არა მიხმ შენ, ანუ
კუალად თავსა და ფერხთა, ვითარმედ: არა მიხმთ თქუენ.
22.არამედ უფროისღა უმეტეს, რომელი – იგი საგონებელ არს ასოი გუამისაი მის
უუძლურესად, იგი უსახმარეს არს.
23.და რომლისასა ვჰგონებთ უპატიო – ყოფად გუამისაგან, ამათ პატივსა უმეტესსა
მივსცემთ.
24.და უშუერსა მას ჩუენსა შუენიერებაი უმეტესი აქუს; ხოლო შუენიერსა მას ჩუენსა
არარაი უხმს. არამედ ღმერთმან შეზავა გუამი იგი და ნაკლულსა მას უმეტესი მისცა
პატივი.
25.რაითა არა იყოს წვალებაი ხორცთა მათ შინა, არამედ მასვე ერთი ერთისათვის
ზრუნვიდნენ ასონი იგი.
26.და თუ ევნებინ რაი ერთსა ასოსა, მის თანა ელმინ ყოველთა ასოთა, და თუ იდიდებინ
ერთი ასოი, მისთანა იხარებენ ყოველნი ასონი.
27.თქუენ ხართ ხორცნი ქრისტესნი და ასონი ასოთა მისთაგანნი.
28.და რომელნიმე დაადგინნა ღმერთმან ეკლესიათა პირველად მოციქულნი, მეორედ
წინაისწარმეტყუელნი, მესამედ მოძღუარნი, მერმე ძალნი, მაშინღა მადლნი კურნებათანი,
შეწევნანი, წარმატებანი, თესლად – თესლადი ენათაი.
29.ნუ ყოველნი მოციქულ იყვნენა? ნუ ყოველნი წინაისწარმეტყუელ? ნუ ყოველნი მოძღუარ?
ნუ ყოველნი ძალ?
30.ნუ ყოველთა მადლი აქუნდეს კურნებათაი? ნუ ყოველნი ენათა იტყოდიან? ნუ ყოველნი
გამოსთარგმანებდენ?
31.ხოლო ჰბაძევდით მადლთა მათ უფროისთა, და მერმე აღმატებული გზაი გიჩუენო თქუენ.
1.ენათა – ღა თუ კაცთასა და ანგელოზთასა ვიტყოდი, ხოლო სიყუარული არა მაქუნდეს,
ვიქმენ მე, ვითარცა რვალი, რომელი ოხრინ, გინა წინწილანი, რომელნი ხმობედ.
2.და მაქუნდეს ღათუ წინაისწარმეტყუელებაი და უწყოდი ყოველი საიდუმლოი და ყოველი
მეცნიერებაი, მაქუნდეს ღათუ ყოველივე სარწმუნეოებაი ვიდრე მთათაცა ცვალებადმდე და
სიყუარული თუ არა მაქუნდეს, არავე რაი ვარ.
3.და შე – ღათუ – ვაჭამო ყოველი მონაგები ჩემი და მივსცნე ხორცნი ჩემნი დასაწუელად
და სიყუარული არა მაქუნდეს, არარაივე სარგებელ არს ჩემდა.
4.სიყუარული სულ – გრძელ არს და ტკბილ; სიყუარულსა არა ჰშურნ, სიყუარული არა
მაღლოინ, არა განლაღნის,
5.არა სარცხვინელ იქმნის, არა ეძიებნ თავისასა, არა განრისხნის, არად შეჰრაცხის
ბოროტი,
6.არა უხარინ სიცრუესა ზედა, არამედ უხარინ ჭეშმარიტებასა ზედა.
7.ყოველსა თავს – იდებნ, ყოველი ჰრწამნ, ყოველსა ესავნ, ყოველსა მოითმენნ.
8.სიყუარული არასადა დავარდების, გინა თუ წინაისწარმეტყუელებანი განქარდენ, ანუ თუ
ენანი და – ვე – სცხრენ, გინა თუ მეცნიერებანი განქარდენ.
9.რამეთუ მცირე – რაიმე ვიცით და მცირედ – რაიმე ვწინაისწარმეტყუელებთ.
10.ხოლო რაჟამს მოიწიოს სრული იგი, მაშინ მცირედიცა იგი განქარდესვე.
11.ოდეს – იგი ვიყავ ყრმა, ვიტყოდე, ვითარცა ყრმაი, შერაცხილ ვიყავ, ვითარცა ყრმაი.
ხოლო ოდეს ვიქმენ მამაკაც, დაუტევე სიყრმისაი იგი.
12.რამეთუ ვხედავთ აწ, ვითარცა სარკითა და სახითა, ხოლო მაშინ პირსა პირისპირ. აწ
ვიცი მცირედ, ხოლო მერმე ვიცნა, ვითარცა შევემეცნე.
13.ხოლო აწ ესერა ჰგიეს: სარწმუნოებაი, სასოებაი და სიყუარული, სამი ესე; ხოლო
უფროის ამათსა სიყუარული არს.
1. შეუდექით სიყუარულსა და ჰბაძევდით სულიერსა მას, უფროისღა, რაითა
სწინაისწარმეტყუელებდეთ.
2. რამეთუ რომელი – იგი იტყვინ ენითა, არა კაცთა ეტყვინ, არამედ ღმერთსა, რამეთუ
არავის ესმის, რამეთუ სულითა იტყვის საიდუმლოითა.
3. ხოლო რომელი წინაისწარმეტყუელებნ, კაცთა ეტყვის აღშენებასა, ვედრებასა და
ნუგეშინის-ცემასა.
4. რომელი იტყვინ ენითა, თავსა თვისსა აღაშენებნ; ხოლო რომელი
წინაისწარმეტყუელებდეს, კრებულსა აღაშენებნ.
5. მნებავს თქუენ ყოველთა ენათა სიტყუაი, უფროისღა, რაითა სწინაისწარმეტყუელებდეთ,
რამეთუ უფროის არს, რომელი წინაისწარმეტყუელებდეს, ვიდრეღა რომელი იტყოდის ენათა,
გარნა თუ, რაითა გამოსთარგმანებდეს, რაითა კრებული აღეშენოს.
6. ხოლო აწ, ძმანო, მო-თუ-ვიდე თქუენდა და ენათა ვიტყოდი, რაი-მე გარგო თქუენ, არა
თუ გეტყოდი თქუენ ანუ გამოცხადებითა ანუ მეცნირებითა ანუ წინაისწარმეტყუელებითა ანუ
მოძღურებითა?
7. ეგრეთვე უსულოთა მათ ხმაი გამოსციან ანუ თუ ნესტუმან ანუ ებანმან, უკუეთუ
გამოცხადებაი ხმათაი მათ ვერ გამოსცენ, ვითარმე საცნაურ იქმნეს სტვინვაი იგი ანუ
ებნაი?
8. და უკუეთუ საყვირმან უჩინოდ ხმაი გამოსცეს, ვინ-მე განემზადოს ბრძოლად?
9. ეგრეცა თქუენ ენისა მიერ უკუეთუ არა გამოცხადებულად სიტყუაი იგი გამოსცეთ, ვითარ
საცნაურ იქნეს თქუმული იგი? რამეთუ იყვნეთ, ვითარცა ჰაერსა მეტყუელნი.
10. ესოდენნი სახენი თესლადნი ხმათანი არიან სოფელსა შინა და არცა ერთი მათგანი არს
უხმო.
11. უკუეთუ არა ვიცოდი ძალა იგი ხმისაი მის, ვიყო მე მეტყუელისა მის ჩემისა,
ვითარცა სხუაი ენაი, და რომელი – იგი მეტყოდის მე, ვითარცა სხუაი ენაი.
12. ეგრეთცა თქუენ, ვინაითგან მოშურნე ხართ სულთა, აღსაშენებელად ეკლესიისა
ეძიებდით, რაითა აღემატებოდით.
13. ამისთვისცა, რომელი იტყოდის ენითა, ილოცევდინ, რაითა გამო-ცა-თარგმანოს.
14. რამეთუ უკუეთუ ვილოცვიდე ენითა, სული ჩემი ილოცავს, ხოლო გონებაი ჩემი უნაყოფო
არს.
15. აწ უკუე რაი არს? ვილოცვიდე თუ სულითა, ვილოცვიდე გონებითაცა; ვგალობდე თუ
სულითა, ვგალობდე გონებითაცა.
16. ხოლო უკუეთუ აკურთხევდე სულითა, რომელი - იგი აღასრულებდეს ადგილსა მას
უცბისასა, ვითარ-მე თქუას ამინი შენსა მას ზედა მადლობასა? ვინაითგან რასა-იგი
იტყვი, არა იცის.
17. რამეთუ შენ სამე კეთილად ჰმადლობ, არამედ მოყუასი შენი არა აღეშენების.
18. ვჰმადლობ ღმერთსა ჩემსა, რამეთუ უფროის თქუენ ყოველთასა ენათა ვიტყვი.
19. არამედ ეკლესიასა შინა მნებავს ხუთ სიტყუა გონებითა ჩემითა სიტყუად, რაითა
სხუათაცა უმოძღურო, ვიდრე ბერთა სიტყუათა ენითა.
20. ძმანო, ნუ ყრმა იქმნებით გონებითა, არამედ ბოროტისათვის ყრმა იყვენით, ხოლო
გონებითა სრულ იყვენით.
21. რამეთუ სჯულსა წერილ არს, ვითარმედ უცხოითა ენითა და ბაგითა უცხოითა ვეტყოდი
ერსა ამას, და არცაღა ესრეთ ისმინონ ჩემი, იტყვის უფალი.
22. ამისთვისცა ენანი სასწაულად არიან არა მორწმუნეთათვის, არამედ ურწმუნოთათვის;
ხოლო წინაისწარმეტყუელებაი არა ურწმუნოთათვის, არამედ მორწმუნეთათვის.
23. აწ უკუეთუ შეკრბეს ყოველი კრებული ერთბამად, და ყოველნი ენითა იტყოდიან, და
შევიდენ ვინმე ურწმუნონი გინა უცებნი, არა-მე თქუანა, ვითარმედ: სცთებით გინა
ჰბორგთ?
24. ხოლო უკუეთუ ყოველნი წინაისწარმეტყუელებდენ, და შევინ მე-ვიდეს ურწმუნოი გინა
უცები ეხმილოს ყოველთა მიერ.
25. და ესრეთ დაფარულნი გულისა მისისანი განცხადნენ, და ესრეთ დავარდეს პირსა ზედა
თვისსა და თაყუანის-სცეს ღმერთსა და აღიაროს, ვითარმედ ნანდვილვე ღმერთი თქუენ
შორის არს.
26. რაი-მე უკუე არს, ძმანო? რაჟამს შეჰკრბეთ ერთბამად, კაცად-კაცადსა თქუენსა
ფსალმუნი აქუს, მოძღურებაი აქუს, გამოცხადებაი აქუს, თარგმანებაი აქუს,
ენათმეტყუელებაი აქუს, ყოველივე ესე აღსაშენებელად იქმნებოდენ.
27. უკუეთუ ენითა ვინმე იტყოდის, ორნი გინა თუ უმრავლეს სამნი, და ერთი
გამოსთარგმანებდინ.
28. ხოლო უკუეთუ არა იყოს თარგმანი, დუმენინ ეკლესიასა შინა, თავსსა თვისსა ეტყოდენ
და ღმერთსა.
29. ხოლო წინაისწარმეტყუელნი ორნი გინა სამნი იტყოდედ და სხუანი იგი სცნობდედ.
30. უკუეთუ სხუასა გამოეცხადოს მუნ მჯდომარეთაგანსა, პირველი იგი დუმენინ.
31. რამეთუ შემძლებელ ხართ ესრეთ თვითოეულად ყოველნი წინაისწარმეტყუელებად, რაითა
ყოველნი ნუგეშინის-ცემულ იყვნენ.
32. და სულები წინაისწარმეტყუელთაი წინასწარმეტყუელთა დაემორჩილენ,
33. რამეთუ არა არს ღმერთი შფოთისაი, არამედ მშვიდობისაი, ვითარცა-იგი ყოველთა
ეკლესიათა წმიდათასა.
34. დედანი თქუენნი ეკლესიასა შინა დუმნედ, რამეთუ არა ბრძანებულ არს მათდა
სიტყუად, არამედ დამორჩილებად, ვითარცა სჯულიცა იტყვის.
35. ხოლო უკუეთუ სწავლის რაიმე უნდეს, სახლსა შინა თვისთა ქმართა ჰკითხედ მათ.
რამეთუ საძაგელ არს დედათა ეკლესიასა შინა ზრახვად.
36. ანუ თქუენ მიერ სიტყუაი იგი ღმრთისაი გამოვიდა? ანუ თქუენდამდე ხოლო მიიწია?
37. უკუეთუ ვისმე ეგონოს თავი თვისი წინაისწარმეტყუელ გინა სულიერ, უწყოდენ,
რომელსა – ესე მივსწერ თქუენდა, რამეთუ უფლისანი არიან მცნებანი.
38. ხოლო უკუეთუ ვინმე უმეცარ არს, უმეცარ იყავნ.
39. ვინაიცა, ძმანო, ჩემნო გშურდინ წინაისწარმეტყუელებად, და სიტყუად ენათა ნუ
დაეყენებით.
40. ყოველივე შუენიერად და წესიერად იქმნებოდენ.
1. ხოლო გაუწყებთ თქუენ, ძმანო, სახარებასა მას, რომელი გახარე თქუენ,
რომელიცა-იგი მიგიღებიეს, რომელსაცა ზედა სდგათ.
2. რომლითაცა სცხონდებით, რომელი სიტყუაი გახარე თქუენ, უკუეთუ გახსოვს, გარნა თუ
ცუდად რაიმე გრწმენა.
3. რამეთუ მიგეც თქუენ პირველად, რომელცა - იგი მოვიღე, რამეთუ ქრისტე მოკუდა
ცოდვათა ჩუენთათვის, ვითარცა წერილ არს,
4. და რამეთუ დაეფლა და რამეთუ აღდგა მესამესა დღესა, ვითარცა წერილ არს,
5. და რამეთუ ეჩუენა კეფას, და მერმე ათერთმეტთა მათ,
6. და მერმე ეჩუენა უმრავლეს ხუთასისა ძმათა ერთ გზის, რომელთაგანნი უმრავლესნი
ცოცხალ არიან აქამომდე და რომელთამე შეისუენეს,
7. მერმე ეჩუენა იაკობს, და მერმე მოციქულთა ყოველთა,
8. უკუანაისკნელ ყოველთასა, ვითარცა ნარჩევსა, მეჩუენა მეცა.
9. რამეთუ მე ვარ ნარჩევი მოციქულთაი, რომელი არა ვარ ღირს წოდებად მოციქულად,
რამეთუ სდევნიდ ეკლესიათა ღრმთისათა.
10. ხოლო მადლითა ღმრთისაითა ვარ, რაი – იგი ვარ. და მადლი იგი მისი, რომელი ჩემდა
მომართ იყო, არა ცუდად რაი იყო, არამედ უმეტეს მათ ყოველთასა დავშუერ; არა მე,
არამედ მადლი იგი ღმრთისაი, რომელი იყო ჩემ თანა.
11. აწ უკუე გინა თუ მე, გინა თუ იგი ნი ესრეთ ვქადაგებთ, და ესრეთ გრწმენა თქუენ.
12. ხოლო უკუეთუ ქრისტე იქადაგების, ვითარმედ მკუდრეთით აღდგომილ არს, ვითარ
იტყვიან ვინმე თქუენ შორის, ვითარმედ აღდგომაი მკუდართაი არა არს?
13. უკუეთუ აღდგომაი მკუდართაი არა არს, არცა ქრისტე აღდგომილ არს.
14. კუკუეთუ ქრისტე არა აღდგომილ არს, ცუდად სამე არს ქადაგებაი ესე ჩუენი და ცუდად
არს სარწმუნოებაი ეგე თქუენი.
15. ვიპოვენით უკუე ცრუ-მოწამეცა ღმრთისა, რამეთუ ვწამებთ ღმრთისათვის, ვითარმედ
აღადგინა ქრისტე, რომელი არა აღადგინა,უკუეთუ ნანდვილვე მკუდარნი არა აღდგებიან.
16. რამეთუ უკუეთუ მკუდარნი არა აღდგებიან, არცა ქრისტე აღდგომილ არს. და უკუეთუ
ქრისტე არა აღდგომილ არს, ამაო არს სარწმუნოებაი ეგე თქუენი;
17. ცოდვათავე სამე-ღა შინა თქუენთა ხართ აქამომდე.
18. და შესუენებულნიცა იგი ქრისტეს მიერ წარ-ვე სამე-წყმდენ.
19. უკუეთუ ამას ხოლო ცხოვრებასა ვართ მოსავ ქრისტესა,უსაწყალობელეს ყოველთა
კაცთაისა ვართ.
20. ხოლო აწ ქრისტე აღდგა მკუდრეთით და იქმნა იგი დასაბამ შესუენებულთა.
21. რამეთუ კაცისა მიერ იყო სიკუდილი, და კაცისა მიერ – აღდგომაი მკუდართაი.
22. და ვითარცა იგი ადამის გამო ყოველნი მოწყდებიან, ეგრეთსა ქრისტეს ყოველნი
ცხოველ იქმნენ;
23. ხოლო თვითოეული თვისითა წესითა: პირველად ქრისტე და მერმე ქრისტესნი იგი
მოსვლასა მას მისსა.
24. მაშინღა აღსასრული, რაჟამს მოსცეს სუფევაი ღმერთსა და მამასა, რაჟამს
განაქარვნეს ყოველნი მთავრობანი და ყოველნი ხელმწიფებანი და ძალნი.
25. რამეთუ ჯერ – არს მისა სუფევაი, ვიდრემდის დაისხნეს ყოველნი მტერნი მისნი ქუეშე
ფერხთა მისთა.
26. უკუანაისკნელი მტერი იგი განქარდეს, სიკუდილი,
27. რამეთუ ყოველივე დაამორჩილა ქუეშე ფერხთა მისთა. ხოლო რაჟამს თქუას, ვითარმედ
ყოველივე დაამორჩილა, ცხად არს, რამეთუ თვინიერ მისა, რომელმან იგი დაამორჩილა მას
ყოველი.
28. ხოლო რაჟამს დაემორჩილოს მას ყოველი, მაშინ თავადიცა ძე დაემორჩილოს მას,
რომელმან – იგი დაამორჩილა მას ყოველი, რაითა იყოს ღმერთი ყოვლად ყოველსა შინა.
29. უკუეთუ არა, რაიმე ყონ, რომელი – იგი ნათელს –იღებენ მკუდართათვის? უკუეთუ
ყოვლად მკუდარნი არამ აღდგებიან, რაისაღა ნათელ - იღებენ მკუდართათვის?
30. ანუ ჩუენ რაისა - მე – ღა ვიჭირვით ყოველსა ჟამსა?
31. მარადღე მოვკუდებით, ვფუცავ თქუენსა სიქადულსა, რომელ მაქუს ქრისტეს იესოის
მიერ უფლისა ჩუენისა.
32. უკუეთუ კაცობრივ მხეცთა ბრძოლა – ვყავ ეფესოს, რაი – მე სარგებელ არს ჩემდა,
უკუეთუ მკუდარნი არა აღდგენ? ვჭამოთ და ვსუათ, რამეთუ ხვალე მოვკუდებით.
33. ნუ სცთებით: განხრწნიან წესთა კეთილთა ზრახვანი ბოროტნი.
34. განიფრთხვეთ სიმართლით და ნუ სცოდავთ, რამეთუ უმეცრებაი ღმრთისაი ვიეთმე აქუს,
საკდემელად თქუენდა ვიტყვი.
35. არამედ თქუას ვინმე, ვითარმედ: ვითარ – მე აღდგენ მკუდარნი? ანუ რომლითა – მე
ხორცითა მოვიდენ?
36. უგუნურო, შენ რომელი დასთესი, არა ცხონდის, ვიდრემდე არა მოკუდის.
37. და რომელი – იგი დასთესი, არა თუ იგი გუამი, რომელ ყოფად არს, დასთესი, არამედ
შიშუელი მარცუალი, გინა თუ იფქლისაი ანუ თუ სხუაი რომელიმე თესლი.
38. ხოლო ღმერთმან მოსცის მას გუამი, ვითარცა უნებნ, და თვი თოეულსა თესლსა თვისი
გუამი.
39. არა ყოველი ხორცი ერთ ხორც არს, არამედ სხუა არს კაცთაი და სხუა ხორც არს
პირუტყუთაი და სხუა ხორც არს მფრინველთაი და სხუა ხორც არს თევზთაი.
40. და ხორცნი იგი ზეცისათანი და ხორცნი იგი ქუეყანისათანი; არამედ სხუა არს
ზეცისათა მათ დიდებაი და სხუა არს ქუეყანისათაი.
41. სხუაი დიდებაი არს მზისაი და სხუა დიდებაი არს მთოვარისაი და სხუაი დიდებაი არს
ვარსკულავთაი, რამეთუ ვითარცა – იგი ვარსკულავი ვარსკულავსა ჰმატს დიდებითა,
42. ეგრეცა აღდგომასა მკუდართასა, დაეთესვის ხრწნილებით და აღდგების უხრწნელებით;
43. დაეთესვის გინებით და აღდგების დიდებით; დაეთესვის უძლურებით და აღდგების
ძლიერებით;
44. დაეთესვის ხორცი მშვინვიერი და აღდგების ხორცი სულიერი. არს ხორცი მშვინვიერი
და არს ხორცი სულიერი.
45. ეგრეცა წერილ არს: იყო პირველი იგი კაცი ადამ სამშვინველად ცხოველად, ხოლო
უკუანაისკნელი ადამ სულად განმაცხოველებელად.
46. არამედ არა პირველად სულიერი იგი, არამედ მშვინვიერი, მაშინღა სულიერი.
47. პირველი იგი კაცი ქუეყანისაგან მიწისა, ხოლო მეორე იგი კაცი უფალი ზეცით.
48. ვითარცა – იგი მიწისაგანი, ეგრეცა მიწისაგანნი, და ვითარცა იგი ზეცისაი, ეგრეცა
ზეცისაგანნი იგი.
49. და ვითარცა - იგი შევიმოსეთ ხატი იგი მიწისაგანისაი, შევიმოსოთ ხატიცა იგი
ზეცისაგანისაი.
50. ხოლო ამას ვიტყვი ძმანო, რამეთუ ხორცთა და სისხლთა სასუფეველი ღმრთისაი
დამკვიდრებად ვერ ძალ – უც, არცა ხრწნილებამან უხრწნელებაი დაიმკვიდროს.
51. აჰა ესერა საიდუმლოსა გითხრობ თქუენ: ყოველთავე უკუე არა შევისუენოთ, ხოლო
ყოველნივე განვახლდეთ
52. მეყსა შინა წამსა თუალისა უკუანაისკნელითა მით საყვირითა, რამეთუ საყვირსა
დაეცეს, და მკუდარნი იგი აღდგენ უხრწნელნი, და ჩუენ განვახლდეთ.
53. რამეთუ ჯერ – არს ხრწნილისა ამის შემოსად უხრწნელებაი, და მოკუდავისა ამის
შემოსად უკუდავებაი.
54. ხოლო რა ჟამს განხრწნადმან ამან შეიმოსოს უხრწნელებაი და მოკუდავმან ამან
შეიმოსოს უკუდავებაი, მაშინ აღესრულოს სიტყუაი იგი წერილისაი: დაინთქა სიკუდილი
ძლევითა.
55. სადა არს, სიკუდილო, საწერტელი შენი? სადა არს, ჯოჯოხეთი, ძლევაი შენი?
56. რამეთუ საწერტელ სიკუდილისა ცოდვაი, ხოლო ძალ ცოდვისა სჯული.
57. ხოლო ღმერთსა მადლი, რომელმან მომცა ჩუენ ძლევაი ქრისტე იესოის მიერ უფლისა
ჩუენისა.
58. ამიერითგან, ძმანო ჩემნო საყუარელნო, მტკიცე იყვენით და შეურყეველ და ჰმატებდით
საქმესა უფლისასა მარადის; უწყოდეთ, რამეთუ შრომაი ეგე თქუენი არა ცუდად იყოს
უფლისა მიერ.
1. ხოლო შესაწირავისა მისთვის წმიდათაისა, ვითარცა – იგი უბრძანე ეკლესიათა
გალატიისათა, ეგრეცა თქუენ ჰყოფდით.
2. ერთშაბათად – ერთშაბათად კაცად – კაცადი თქუენი თვის თანა დაიკრებდინ და
იუნჯებდინ, რაიცა - იგი განემარჯუოს, რაითა არა, ოდეს მოვიდე, მაშინღა იქმნას
შეკრებაი.
3. ხოლო რაჟამს მოვიდე, რომელნიცა – იგი გამოსცადნეთ, წიგნებითა ესენი წარვავლინნე
მიღებად მადლისა მის თქუენისა იერუსალემდ.
4. და უკუეთუ ღირდეს ჩემიცა წარსლვაი, ჩემ თანა მოვიდენ.
5. ხოლო მოვიდე თქუენდა, რა ჟამს მაკედონიაი განვვლო; რამეთუ მაკედონიას განვვლი.
6. და, ვინ უწყის, თქუენ თანა დავადგრე, გინა თუ და – ცა –ვიზამთრო, რაითა თქუენ
წარმგზავნოთ მე, ვიდრეცა ვიდოდი.
7. რამეთუ არა მნებავს აწ მგზავრ ხილვაი თქუენი, ხოლო ვესავ რავდენისამე ჟამისა
დაყოფასა თქუენ თანა, უფალმან თუ გვიბრძანოს.
8. ხოლო დავადგრე ეფესოს შინა ვიდრე მარტვილიადმდე.
9. რამეთუ კარი განმეღო მე დიდად შემწე, და მხდომნი მრავალ არიან.
10. და უკუეთუ მოვიდეს ტიმოთე, იხილეთ, რაითა უშიშად იყოს თქუენ თანა, რამეთუ
საქმესა უფლისასა იქმს, ვითარცა – ესე მე.
11. ნუუკუე ვინმე შეურაცხყოს იგი და წარმოგზავნეთ იგი მშვიდობით, რაითა მოვიდეს იგი
ჩემდა, რამეთუ ველი მას ძმათა თანა.
12. ხოლო აპოლოისთვის ძმისა ფრიად ვლოცევდი მას, მოვიდა თქუენდა ძმათა თანა. და არა
სამე იყო ნებაი, რაითამცა აწ მოვიდა, ხოლო მოვიდეს, ოდეს მოიცალოს.
13. მღვიძარე იყვენით, მტკიცედ დეგით სარწმუნოებასა ზედა, მხნე იყვენით და
განძლიერდით.
14. ყოველივე თქუენი სიყუარულით იყავნ.
15. ხოლო გლოცავ თქუენ, ძმანო, რამეთუ იცით სახლი იგი სტეფანაისი, ვითარმედ არს
პირველი აქაიაისი, და მსახურად წმიდათა დააწესნეს თავნი თვისნი.
16. რაითა თქუენცა დაემორჩილნეთ ეგევითართა და ყოველსავე თანაშემწესა და მშრომელსა.
17. ხოლო მიხარის მოსვლასა მას ზედა სტეფანაისსა და ფორტუნატესსა და აქაიკესსა,
რამეთუ თქუენი იგი დაკლებული ამათ აღავსეს.
18. რამეთუ განუსუენეს ჩემსაცა სულსა და თქუენსაცა. იცნით – მცა უკუე ეგევითარნი
იგი.
19. გიკითხვენ თქუენ ეკლესიანი ასიისანი; გიკითხვენ თქუენ ფრიად უფლისა მიერ აკვილა
და პრისკილა თანა – მკვიდრითურთ მათი კრებულით.
20. გიკითხვენ თქუენ ძმანი ყველანი. მიკითხევდით ურთიერთას ამბორის - ყოფითა
წმიდითა.
21. კითხვაი ხელითა ჩემითა, პავლესითა.
22. რომელსა არა უყუარდეს უფალი ჩუენი იესო ქრისტე, იყავნ შეჩუენებულ, მარანათა!
23. მადლი უფლისა ჩუენისა იესო ქრისტესი თქუენ თანა.
24. სიყუარული ჩემი თქუენ ყოველთა თანა ქრისტეს იესოის მიერ. ამინ.
1. პავლე, მოციქული იესო ქრისტესი ნებითა ღმრთისაითა, და ტიმოთე ძმაი ეკლესიათა
ღმრთისათა, რომელნი არიან კორინთეს შინა, ყოველთა თანა წმიდათა, რომელნი არიან
ყოველსა აქაიასა:
2. მადლი თქუენდა და მშვიდობაი ღმრთისა მიერ მამისა ჩუენისა და უფლისა ჩუენისა იესო
ქრისტესა.
3. კურთხეულ არს ღმერთი და მამაი უფლისა ჩუენისა იესო ქრისტესი, მამაი მოწყალებათაი
და ღმერთი ყოვლისა ნუგეშინის – ცემისაი.
4. რომელი ნუგეშინის – მცემს ჩუენ ყოველთა შინა ჭირთა ჩუენთა, რაითა შეუძლოთ ჩუენცა
ნუგეშინის – ცემად ყოველთა მათ ჭირვეულთა ნუგეშინის – ცემითა მით, რომლითა
ნუგეშინის – ცემულ ვართ ჩუენ ღმრთისა მიერ.
5. რამეთუ ვითარცა – იგი ჰმატან ვნებანი ქრისტესნი ჩუენდა მომართ, ეგრეთცა ქრისტეს
მიერ ჰმატან ნუგეშინის – ცემანიცა ჩუენი.
6. რამეთუ გინა თუ ვიჭირვით, თქუენისათვის ნუგეშინის – ცემისა და ცხოვრებისა,
რომელი შეიქმნების მოთმინებითა მათვე ვნებათაითა, რომელითა – ესე ჩუენცა გუევნების.
7. და სასოებაი ჩუენი მტკიცე არს თქუენთვის. გინა თუ ნუგეშინის – ცემულ ვართ,
თქუენისათვის ნუგეშინის – ცემისა და ცხოვრებისა, უწყით, რამეთუ ვითარცა – იგი ზიარ
ხართ ვნებათა მათ ჩუენთა, ეგრეცა ნუგეშინის - ცემასა.
8. რამეთუ არა მნებავს უმეცრებაი თქუენი, ძმანო, ჭირისა მისთვის ჩუენისა, რომელი –
იგი შეგუემთხვია ჩუენ ასიას შინა. რამეთუ გარდარეულად დაგვიმძიმდა ჩუენ უფროის
ძალისა ჩუენისა ვიდრე წარწირვამდე ჩუენდა ცხოვრებისაცა.
9. არამედ თვით თავით თვისით განჩინებაი იგი სიკუდილისაი მოგუეღო, რაითა არა
ვესვიდეთ თავთა ჩუენთა, არამედ ღმერთსა, რომელმან – იგი აღადგინნის მკუდარნი.
10. რომელმან ესევითარისა მის სიკუდილისაგან მიხსნნა ჩუენ, და მიხსნის, რომელსა –
იგი ვესავთ, ვითარმედ მერმეცა მიხსნნეს.
11. თანა – შეწევნითა ლოცვათა თქუენთაითა ჩუენთვის; რაითა მრავლითა პირითა ჩუენდა
მომართი იგი მადლი მრავალთა მიერ სამადლობელ იქმნას თქუენთვის.
12. რამეთუ სიქადული ჩუენი ესე არს, წამებაი გონებისა ჩუენისაი, რამეთუ სიწრფოებითა
და ჭეშმარიტებითა ღმრთისაითა და არა სიბრძნითა ხორციელითა, არამედ მადლითა
ღმრთისაითა ვიქცეოდეთ სოფელსა შინა, ხოლო უმეტესად – ღა თქუენდა მიმართ.
13. რამეთუ არა თუ სხუასა რასმე მივსწერთ თქუენდა, არამედ რომელსაცა – იგი იკითხავთ
და რომელიცა – იგი გიცნობიეს, ხოლო ვესავ, ვითარმედ სრულადცა გულისხმა – ჰყოთ.
14. ვითარცა – იგი მიცნენით ჩუენ ჟამად – ჟამად, რამეთუ სიქადულ თქუენდა ვართ,
ვითარცა თქუენ ჩუენდა დღესა მას უფლისა ჩუენისა იესო ქრისტესსა.
15. და ამით სასოებითა მინდა მისლვად თქუენდა პირველად, რაითა მეორე სიხარული
გაქუნდეს,
16. და თქუენ მიერ წარსლვად მაკედონიად და კუალად მაკედონიაით მოსლვად თქუენდავე,
და თქუენ მიერ წარგზავნად ჰურიასტანად.
17. ამას უკუე რაი განვიზრახვედ, მცირედ რაი – მე ნუუკუე შემერაცხა? ანუ რომელსა –
ესე ვზრახავ, ხორციელად –მე რას ვზრახავა, რაითა იყოს ჩემ მიერ იგი ჰეი ჰე და არაი
– არა?
18. ხოლო სარწმუნო არს ღმერთი, რამეთუ სიტყუა იგი ჩუენი, რომელი იყო თქუენდა
მიმართ, არა იყო ჰე და არა.
19. რამეთუ ძე ღმრთისაი, იესო ქრისტე, რომელი ჩუენ მიერ თქუენ შორის იქადაგა ჩემ
მიერ და ტიმოთეს და სილოანეს, არა იყო ჰე და არა, არამედ ჰეი იგი მას შინა იქმნა.
20. რამეთუ რავდენნი – იგი აღთქუმანი ღმრთისანი არიან, მას შინა არს ჰეი და მას
შინა ამინ ღმრთისა სადიდებელად ჩუენ მიერ.
21. რომელმან – იგი განმამტკიცნა ჩუენ თქუენ თანა ქრისტეს მიმართ, და ცხებულ გუყვნა
ჩუენ ღმერთმან,
22. აღგუბეჭდნა ჩუენ და მომცა წიდი იგი სულისაი გულთა შინა ჩუენთა.
23. ხოლო მე მოწამედ ღმერთსა ვჰხადი სულისა ჩემისა, რამეთუ გერიდებოდე თქუენ და
მისთვის არღარა მოვედ კორინთედ,
24. არა თუ უფლებთ რას სარწმუნოებასა თქუენსა, არამედ თანაშემწენი ვართ სიხარულისა
თქუენისანი, რამეთუ სარწმუნოებითა სდგათ.
1. და ესე ვსაჯე თავისა ჩემისა, რაითა არა კუალად მწუხარებით მოვიდე თქუენდა.
2. რამეთუ უკუეთუ მე შეგაწუხებ თქუენ, და ვინ არს იგი, რომელმან მახაროს მე, არა თუ
მან, რომელი –იგი შეწუხებულ იყოს ჩემ მიერ?
3. და მივწერე თქუენდა ესევე, რაითა არა, რაჟამს მივიდე, მწუხარებაი მწუხარებასა
ზედა მაქუნდეს, რომელთაგან ღირდა ჩემდა სიხარული; გესავ თქუენ ყოველთა, რამეთუ
სიხარული ჩემი თქუენ ყოველთაი არს.
4. რამეთუ მრავლისაგან მწუხარებისა და შეურვებულისა გულისა მივწერე თქუენდა
მრავლითა ცრემლითა, არა რაითა შესწუხნეთ, არამედ რაითა სცნათ სიყუარული იგი
გარდარეული, რომელ მაქუს თქუენდა მიმართ.
5. ხოლო უკუეთუ ვინმე შემაწუხა, არა მე შემაწუხა, არამედ ზოგს - რაიმე, რაითა არა
დაგიმძიმო, თქუენ ყოველნი.
6. კმა არს ეგევითარისა მის შერისხვაი ესე მრავალთაი.
7. ხოლო აწ წინააღმდგომი უფროისღა თქუენდა მიმადლებად და ნუგეშინის – ცემად, ნუუკუე
უმეტესითა მწუხარებითა დაინთქას ეგევითარი იგი.
8. ამისათვის გლოცავ თქუენ, განამტკიცეთ მის ზედა სიყუარული.
9. რამეთუ მი–ვე ამისთვის–ვწერე, რაითა ვცნა გამოცდილებაი თქუენი, უკუეთუ
ყოვლისათვის - ძი მორჩილ ხართა.
10. ხოლო რაი - იგი მიჰმადლოთ ვის თქუენ, და მეცა. და რამეთუ მეცა რაი – იგი
მიმიმადლებიეს, მივე – მიმადლებიეს თქუენ ძლით წინაშე პირსა ქრისტესსა.
11. რაითა არა მივიანგაჰრნეთ ჩუენ ეშმაკისაგან, რამეთუ არა გონებასა მისსა უმეცარ
ვართ.
12. ხოლო მო - რაი - ვედ ტროადად სახარებითა ქრისტესითა და კარი განმეღო მე უფლისა
მიერ,
13. არა მაქუნდა ლხინებაი სულისა ჩემისაი, რამეთუ არა ვპოვე მე ტიტე, ძმაი იგი
ჩემი. არამედ ვიჯმენ მათგან და გამოვედ მაკედონიად.
14. ხოლო მადლი ღმერთსა, რომელმან მარადის მძლეველ გუყვნის ჩუენ ქრისტეს მიერ და
სული იგი მეცნიერებისა მისისაი გამოაჩინის ჩუენ მიერ ყოველსა ადგილსა.
15. რამეთუ ქრისტეს სუნნელებანი ვართ ღმრთისა მიერ ცხოვრებულთა მათ შორის და
წარწყმედულთა:
16. რომელთამე სულად სიკუდილითი სიკუდილად, და რომელთამე სულად ცხოვრებითი
ცხოვრებად. და ამის მიმართ ვინ – მე შემძლებელ არს?
17. რამეთუ არა ვართ, ვითარცა – იგი მრავალნი, ვაჭარ სიტყუასა მას ღმრთისასა,
არამედ ვითარცა ჭეშმარიტებისაგან, არამედ ვითარცა ღმრთისაგან, წინაშე ღმრთისა
ქრისტეს მიერ ვიტყვით.
1. კუალად ვიწყებთ თავთა თვისთა წამებად? ანუ გვიხმს – მე რაი, ვითარ – იგი
ვიეთმე საწამებელი წიგნი აქუს თქუენდა მიმართ ანუ თუ თქუენგან, ეგრეთვე საწამებელი?
2. ანუ არა წიგნ ჩუენდა თქუენ ხართა უფლისა მიერ, დაწერილ გულთა შინა ჩუენთა,
უწყებულ და აღმოკითხულ ყოველთა მიერ კაცთა,
3. საცნაურ ქმნილ, რამეთუ ხართ წიგნ სამოციქულო ქრისტესა, რომელი იმსახურა ჩუენ
მიერ, დაწერილ არა მელნითა, არამედ სულითა ღმრთისა ცხოველისაითა, არა ფიცართა შინა
ქვისათა, არამედ ფიცართა შინა გულისა ხორციელისათა.
4. ხოლო სასოებაი ესევითარი გუაქუს ქრისტეს მიერ ღმრთისა მიმართ.
5. არა თუ თავით თვისით შემძლებელ ვართ შერაცხად რასმე, რეცათუ ჩუენგან, არამედ
შეძლებაი ჩუენი ღმრთისაგან არს.
6. რომელმან - იგი შემძლებელ მყვნა მსახურებად ახლისა სჯულისა, არა წიგნისა, არამედ
სულისა, რამეთუ წიგნი მოაკუდინებს, ხოლო სული აცხოვნებს.
7. ხოლო უკუეთუ მსახურებაი იგი სიკუდილისაი, წიგნითა გამოსახული ფიცართა შინა,
იქმნა დიდებულ, ვიდრეღა ვერ შემძლებელ იყვნეს ძენი ისრაელისანი თუაოთ - შედგმად
პირისა მოსესსა დიდებისათვის პირისა მისისა, რომელ განქარვებად იყო,
8. რავდენ - მე არა უფროის მსახურებაი იგი სულისაი იყოს დიდებით?
9. რამეთუ უკუეთუ მსახურებაი იგი დასჯისაი დიდება, რავდენ უფროის აღემატოს
მსახურებაი იგი სიმართლისაი დიდებითა.
10. და რამეთუ არღა დიდებულ არს დიდებადი იგი ამით ჯერითა გარდარეულისა მისთვის
დიდებისა
11. რამეთუ უკუეთუ განქარვებადი იგი იყო დიდებით, რავდენ უფროის, რომელი - იგი
ჰგიეს დიდებასა შინა.
12. ვინაითგან უკუე გუაქუს ესევითარი სასოებაი, მრავალი გაცხადებულებაი ვიხუმიოთ.
13. და არა ვითარ - იგი მოსე საფარველი დაიბურის პირსა თვისსა, რაითა არა ჰხედვიდენ
ძენი ისრაელისანი დასასრულსა მას განქარვებისასა.
14. არამედ დაბრმეს გონებანი მათნი. რამეთუ ვიდრე დღენდელად დღედმდე იგივე
საბურველი საკითხავსა მას ზედა ძუელისა სჯულისასა ჰგიეს აღუძარცველად, რამეთუ
ქრისტეს მიერ განქარდების.
15. არამედ დღენდელად დღედმდე, რაჟამს აღმოიკითხვის მოსესთვის, საბურველი გულსა
მათსა ძეს.
16. ხოლო რაჟამს მოიქცეს უფლისა, მოეძარცუვის საბურველი იგი.
17. ხოლო უფალი სულ არს; ხოლო სადა სული უფლისაი, მუნ აზნაურებაი არს.
18. ხოლო ჩუენ ყოველნი განცხადებულითა პირითა დიდებასა უფლისასა განვიცდით, მასვე
ხატსა მივიცვალებით დიდებითი დიდებად, ვითარცა სულისაგან უფლისა.
1. ამისთვის მაქუს ჩუენ მსახურებაი ესე, ვითარცა შევიწყალენით და არა
გუეწყინების.
2. არამედ განვიშორნეთ და ფარულნი იგი სირცხვილისანი, და რამეთუ არა ვალთ ჩუენ
ვერაგობით, არცა ვზაკუავთ სიტყუასა ღმრთისასა, არამედ განცხადებულებითა
ჭეშმარიტებისაითა წარუდგინებთ თავთა თვისთა ყოვლისა მიმართ გონებისა კაცთაისა
წინაშე ღმრთისა.
3. ხოლო უკუეთუ არს დაფარულ სახარებაი ესე ჩუენი, წარწყმედულთა მათ შორის არს
დაფარულ.
4. რომელთანი - იგი ღმერთმან ამის სოფლისათა დაუბრმნა გონებანი ურწმუნოთანი, რაითა
არა გამოუბრწყინდეს მათ ნათელი იგი სახარებისაი დიდებისა ქრისტესი, რომელი - იგი
არს ხატი ღმრთისა უხილავისაი.
5. რამეთუ არა თუ თავთა თვისთა ვქადაგებთ, არამედ ქრისტეს იესოს, უფალსა; ხოლო
თავთა ჩუენთა მონად თქუენდა იესო ქრისტესთვის.
6. რამეთუ ღმერთმან, რომელმან თქუა ბნელისაგან ნათელი გამობრწყინვებად, რომელმან
გამოაბრწყინვა გულთა შინა ჩუენთა, განსანათლებელად მეცნიერებისა დიდებისა ღმრთისა
წინაშე პირსა იესო ქრისტესსა.
7. ხოლო გუაქუს ჩუენ საფასე ესე კეცის ჭურებითა, რაითა გარდარეული იგი ძლიერებისაი
იყოს ღმრთისა და არა ჩუენგან.
8. ყოველსა შინა ვიჭირვით, არამედ არა იწროებაი გვიჩს; წარ -ღათუ -წირულ ვართ,
არამედ არა განწირულებაი გვიჩს;
9. დევნულ ღათუ ვართ, არამედ არა დატევებულ ვართ; დაღათუ -ვრდომილ ვართ, არამედ არა
წარწყმედულ ვართ.
10. მარადის სიკუდილი იგი უფლისა იესოისი ხორცთა შინა ჩუენთა გვიტვირთავს, რაითა
ცხოვრებაიცა იგი იესოისი ხორცთა ამათ შინა ჩუენთა გამოცხადნეს.
11. რამეთუ მარადის ჩუენ ცხოველნი ესე სიკუდილსა მივეცემით იესოისთვის, რაითა
ცხოვრებაიცა იგი იესოისი მოკუდავთა ამათ შინა ხორცთა ჩუენთა განცხადნეს,
12. ვინაიცა სიკუდილი ჩუენთანა შეიქმნების, ხოლო ცხოვრებაი თქუენ შორის.
13. ხოლო გუაქუს ჩუენ იგივე სული სარწმუნოებისაი, ვითარცა წერილ არს: მრწმენა მე,
რომელისათვისცა ვიტყოდე და ჩუენცა გურწამს, რომლისათვისცა ვიტყვით.
14. ესე უწყით, რამეთუ რომელმან აღადგინა უფალი იესო, ჩუენცა იესოის მიერ
აღმადგინეს და წარმადგინნეს თქუენნთა.
15. რამეთუ ყოველივე თქუენთვის არს, რაითა მადლი იგი აღემატოს მრავალთათვის და
მადლობაი იგი გარდაერიოს სადიდებელად ღმრთისა.
16. ამისთვის არა გუეწყინების, არამედ დაღათუ გარეშე ესე კაცი ჩუენი განიხრწნების,
არამედ შინაგანი განახლდების დღითი დღედ.
17. რამეთუ საწუთოი ესე მცირე ჭირი ჩუენი გარდამატებულსა და გარდარეულსა დიდსა
დიდებასა საუკუნესა შეიქმს ჩუენთვის.
18. რამეთუ არა ვხედავთ ჩუენ ხილულსა ამას, არამედ უხილავსა მას; რამეთუ ხილული ესე
საწუთრო არს, ხოლო არა ხილული იგი საუკუნო.
1. რამეთუ უწყით, ვითარმედ, უკუეთუ ქუენყნიერი ესე სახლი ჩუენი ხორცისაი
დაირღუეს, აღშენებული ღმრთისა მიერ მაქუს ჩუენ სახლი ხელით - უქმნელი, საუკუნოი
ცათა შინა.
2. და რამეთუ ამას შინა ვკუნესით და საყოფელი იგი ჩუენი ზეცით გამო შემოსად
გუსურის.
3. რომელი - იგი შე - თუ - ვიმოსოთ, არღარა შიშუელ ვიპოვნეთ.
4. და რამეთუ, რომელნი - ესე ვართ ხორცსა ამას შინა, ვკუნესით დამძიმებულნი, რომელი
-ესე არა გუნებავს განძარცუვად, არამედ შემოსად, რაითა დაინთქას მოკუდავი იგი
ცხოვრებისაგან.
5. ხოლო რომელმან - იგი შემქმნა ჩუენ ამისთვის მებრვე ღმერთმან, რომელმან მომცა
ჩუენ წინდი იგი სულისაი,
6. მინდობილ ვართ უკუე მარადის და უწყით, რამეთუ შემოვედით ხორცითა ამით და
განვიდეთ უფლისა მიერ;
7. რამეთუ სარწმუნოებით ვიქცევით და არა იჭვით.
8. ხოლო ვიკადრებთ და ჯერ-გვიჩს უფროისღა განსვლაი ხორცთა ამათგან და მისლვად
უფლისა.
9. ამისთვისცა ვიღუწით, გინა თუ შემოვიდეთ გინა თუ განვიდეთ, სათნომცა ხოლო ვართ
მისა.
10. რამეთუ ჩუენ ყოველნი განცხადებად ვართ წინაშე საყდართა ქრისტესთა, რაითა მოიღოს
კაცად - კაცადმან ხორცთა ამათგან, რაიცა -იგი ქმნა, გინა თუ კეთილი გინა თუ ბოროტი.
11. უწყით უკუე შიში უფლისაი, კაცთა - მე ვერწმუნნეთა? რამეთუ ღმრთისა წინაშე
განცხადებულ ვართ. და ვესავ გონებათაცა თქუენთა შინა განცხადებად.
12. და არა თუ კუალად თავთა თვისთა შეგასწავებ თქუენ, არამედ მიზეზსა გცემთ თქუენ
სიქადულისასა ჩუენთვის, რაითა გაქუნდეს მათდა მიმართ, რომელნი - იგი პირსა წინაშე
ხოლო იქადიან და არა გულითაცა.
13. რამეთუ გინა თუ განვცვიფრდით, ღმრთისა; გინა თუ განვბრძნდით, თქუენდა.
14. რამეთუ სიყუარული იგი ქრისტესი მაწუევს ჩუენ გამორჩევად ამას, ვითარმედ ერთი
იგი ყოვეთათვის მოკუდა, ყოველნივე სამე მოწყდეს.
15. და ქრისტე ყოველთათვის მოკუდა, რაითა ცხოველნი იგი არღარა თავთა თვისთათვის
ცხოველ იყვნენ, არამედ მათთვის მომკუდრისა მის და აღდგომილისა.
16. ამისათვის ჩუენ ამიერითგან არღარავინ ვიცით ხორციელად. რამეთუ დაღათუ ვიცოდეთ
ქრისტე ხორციელად, არამედ აწ არღარა ვიცით.
17. არამედ რაი -იგი არს ქრისტეს მიერ, ახალი დაბადებული; პირველი იგი წარხდა, აჰა
ესერა იქმნა ყოველივე ახალ.
18. და ყოველივე ღმრთისა მიერ, რომელმან - იგი დამაგნა ჩუენ თავსა თვისსა ქრისტე
იესოის მიერ და მომცა ჩუენ მსახურებაი იგი დაგებისაი.
19. რამეთუ ღმერთი იყო ქრისტეს თანა, სოფელი დააგო თავსა თვისსა და არა შეურაცხნა
მათ ცოდვანი მათნი, და დადვა ჩუენთანა სიტყუაი იგი დაგებისაი.
20. ქრისტესთვის უკუე ვციქუთ, ვითარცა ღმერთი გლოცავს ჩუენ მიერ, გევედრებით
ქრისტესთვის: დაეგენით ღმერთსა.
21. რამეთუ, რომელმან - იგი არა იცოდა ცოდვაი, ჩუენთვის ცოდვაი ქმნა, რაითა ჩუენ
ვიქმნნეთ სიმართლე ღმრთისა მას შინა.
1. ხოლო თანა - შეგეწევით და გლოცავთ, რაითა არა ამაოდ მადლი იგი ღმრთისაი
შეიწყნაროთ თქუენ.
2. რამეთუ იტყვის: ჟამსა შეწყნარებისასა ვისმინე შენი და დღესა ცხოვრებისასა
შეგეწიე შენ. აჰა ესერა აწ არს ჟამი იგი შეწყნარებისაი, აჰა ესერა აწ არს დღე იგი
ცხოვრებისაი.
3. ნურავინ ნურარაით ნუცა ერთსა დაბრკოლებასა ვის სცემთ, რაითა არა იგმოს
მსახურებაი ეგე თქუენი,
4. არამედ ყოველსა შინა წარუდგინენით თავნი თქუენნი, ვითარცა ღმრთის მსახურთა,
მოთმინებითა მრავლითა, ჭირთა, შინა და ურვათა, იწროებათა შინა
5. და ტანჯვათა, პყრობილებათა შინა და შფოთებათა, შრომითა და მღვიძარებითა,
მარხვითა
6. და სიწმიდითა, მეცნიერებითა და სულგრძელებითა, სიტკბოებითა და სულითა წმიდითა,
სიყუარულითა შეუორგულებელითა,
7. სიტყვითა ჭეშმარიტებისაითა, ძალითა ღმრთისაითა, საჭურველითა მით სიმართლისაითა
მარჯუენისაითა და მარცხენისაითა,
8. დიდებითა და გინებითა, გმობითა და ქებითა, ვითარცა მაცთურნი და ჭეშმარიტნი,
9. ვითარცა უცნაურნი და საცნაურნი, ვითარცა მოსიკუდიდნი და აჰა ესერა ცხოველ ვართ,
ვითარცა სწავლულნი და არა სიკუდილადნი;
10. ვითარცა მწუხარენი, და მარადის გვიხარის; ვითარცა გლახაკნი, და მრავალთა
განვამდიდრებთ; ვითარცა არარაი გუაქუს, და ყოველივე გუაქუს.
11. პირი ჩუენი აღებულ არს თქუენდა მიმართ, კორინთელნო, და გული ჩუენი განვრცომილ
არს.
12. არა შეიწრებულ ხართ ჩემ მიერ, არამედ შეიწრებულ ხართ ნაწლევთაგან თქუენთა.
13. მასვე სასყიდლის კუალადგებასა, ვითარცა შვილთა გეტყვი, განვრცენით თქუენცა.
14. ნუ ექმნებით თანა - მეუღლე ურწმუნოთა მათ; რამეთუ რაი მოყუსობაი არს სიმართლისა
და უსჯულოებისა? ანუ რაი ზიარებაი არს ნათლისა და ბნელისა?
15. ანუ რაი შეტყუებაი არს ქრისტესი ბელიარის თანა? ანუ რაი ნაწილ უც მორწმუნესა
ურწმუნოისა თანა?
16. ანუ რაი სწორებაი არს ტაძრისა ღმრთისა კერპთა თანა? რამეთუ თქუენ ტაძარნი
ღმრთისა ცხოველისანი ხართ, ვითარცა თქუა ღმერთმან: დავიმკვიდრო და ვიქცეოდი მათ
შორის და ვიყო მე მათდა ღმერთ და იგინი იყვნენ ჩემდა ერად.
17. ამისთვის გამოვედით შორის მათსა და გამოეშორენით, იტყვის უფალი, და არაწმიდასა
ნუ შეეხებით, და მე შეგიწყნარნე თქუენ.
18. და ვიყო მე თქუენდა მამა, და თქუენ იყვნეთ ჩემდა ძეებ და ასულებ, იტყვის უფალი
ყოვლისა მპყრობელი.
1. ესერა უკუე გუქონან აღთქუმანი, საყუარელნო, განვიწმიდნეთ თავნი ჩუენნი
ყოვლისაგან შეგინებისა ხორცთაისა და სულისა და აღვასრულებდეთ სიწმიდესა შიშითა
ღმრთისაითა.
2. შემინდვეთ ჩუენ. არავის რაი ვავნეთ, არავინ ვხრწენით, არავინ მოვიანგაჰრეთ.
3. არა დასასჯელად ვიტყ, წინაისწარ ვთქუ, ვითარმედ გულთა შინა ჩუენთა ხართ, თანა -
მოსიკუდიდ და თანა - ცხოვრებად.
4. მრავალი კადნიერებაი მაქუს თქუენდა მიმართ, მრავალი სიქადული თქუენთვის, სავსე
ვარ ნუგეშინის - ცემითა, გარდამრევიეს სიხარული ყოველთა ზედა ჭირთა ჩუენთა.
5. და რამეთუ, რაჟამს მოვედით ჩუენ მაკედონიად, არცა ერთი რაი ლხინებაი აქუნდა
ხორცთა ჩუენთა, არამედ ყოვლითავე ვიჭირვოდეთ: გარეშე ბრძოლანი შინაგან შიშნი.
6. არამედ რომელმან - იგი ნუგეშინის - სცის მდაბალთა, ნუგეშინის - მცა ჩუენ
ღმერთმან მოსვლასა მას ტიტესსა.
7. არა ხოლო მოსვლითა მისითა, არამედ ნუგეშინის - ცემითა მით, რომლითა ნუგეშინის -
ცემულ იქმნა თქუენ ზედა: მითხრობდა ჩუენ თქუენსა მას სურვილსა, თქუენსა მას
გოდებასა, თქუენსა მას შურსა ჩუენთვის, ვიდრეღა მე უფროისად განვიხარე.
8. რამეთუ დაღათუ შეგაწუხენ თქუენ წიგნითა მით, არა ვინანი, დაღათუმცა ვინანდი.
ვხედავ, რამეთუ წიგნმან მან დაღათუ შეგაწუხნა თქუენ ჟამ ერთ.
9. აწ მიხარის, არა თუ რომელ შესწუხენით, არამედ რამეთუ შესწუხენით სინანულად. და
რამეთუ ღმრთისათვის შესწუხენით, რაითა არარაით იზღვინეთ ჩუენგან.
10. რამეთუ ღმრთისა მიერი იგი მწუხარებაი სინანულისა ცხოვრებისასა შეუნანებელსა
შეიქმს; ხოლო სოფლისა ამის მწუხარებაი სიკუდილსა შეიქმს.
11. რამეთუ აჰა ესერა მანვე ღმრთისა მიერმან მწუხარებამან მაგან თქუენმან რავდენი
შექმნა თქუენ შორის სწრაფაი, რავდენი სიტყვის - გებაი, რავდენი შერისხვაი, რავდენი
შიში, რავდენი სურვილი, რავდენი შური, რავდენი შურის - გებაი, რავდენი მომადლებაი,
გინა რავდენი ლხინი! ყოველსა შინა წარუდგინენით თავნი თქუენნი წმიდად საქმესა მას,
12. და ღაცათუ მივწერე თქუენდა, გარნა არა სამე მავნებელისა მისთვის, არცა
ვნებულისა, არამედ ამისთვის, რაითა გამოჩნდეს მოსწრაფებაი თქუენი ჩუენდა მომართ
წინაშე ღმრთისა.
13. ამისთვის ნუგეშინის- ცემულ ვართ ნუგეშინის - ცემასა მას თქუენსა ზედა;
უმეტესადღა და უფროის განვიხარეთ სიხარულსა მას ზედა ტიტესსა, რამეთუ განსუენებულ
არს სული მისი თქუენ ყოველთაგან.
14. რამეთუ რაიცა - იგი მისა მიმართ ვიქადე თქუენთვის, არა მრცხუენა. არამედ
ვითარცა ყოველსავე ჭეშმარიტებით გეტყოდეთ თქუენ, ეგრეთცა სიქადული იგი ჩუენი ტიტეს
მიმართ ჭეშმარიტ იქმნა.
15. და მოწყალებაი მისი უმეტესადღა თქუენდა მიმართ არს, მოეხსენების თქუენ ყოველთა
იგი მორჩილებაი, ვითარ - იგი შიშით და ძრწოლით შეიწყნარეთ იგი.
16. მიხარის, რამეთუ ყოვლითავე კადნიერ ვარ თქუენ შორის.
1. ხოლო გაუწყებ თქუენ, ძმანო, მადლსა მას ღმრთისასა, რომელი - იგი მოცემულ არს
ეკლესიათა მაკედონიაისათა.
2. რამეთუ მრავალმან მან გამოცდილებამან ჭირისამან და უმეტესმან სიხარულმან მათმან,
და დიდძალმან სიგლახაკემან მათმან გადაჰმატა სიმდიდრესა მას უხუებისა მათისასა.
3. რამეთუ მსგავსად ძალისა მათისა ვეწამები და უფროის ძალისაცა ნებსით თვისით.
4. მრავლითა ვედრებითა გუევედრნეს ჩუენ მადლსა მას და ზიარებასა მსახურებისასა
წმიდათა მიმართ მოღებად ჩუენდა.
5. და არა ხოლო ვითარ - იგი ვესევდით, არამედ თავნი თვისნი მისცნეს პირველად უფალსა
და მერმე ჩუენ ნებითა ღმრთისაითა.
6. რაითა ვლოცვიდევით ჩუენ ტიტეს, რაითა ვითარცა - იგი წინაისწარ იწყო, ეგრეთვე
აღასრულოს თქუენდა მიმართ ესეცა მადლი.
7. არამედ ვითარცა - იგი ყოველსა შინა წარემატებით: სარწმუნოებითა და სიტყვითა და
მეცნიერებითა და ყოვლითა მოსწრაფებითა და ჩუენ მიერითა მით თქუენ შორის
სიყუარულითა, რაითა ამითცა მადლითა აღემატნეთ.
8. არა თუ ბრძანებით გეტყვი, არამედ სხუათა მოსწრაფებისათვის და თქუენისა მის - ცა
სიყუარულისა გულითადობასა გამოვიცდი.
9. რამეთუ იცით მადლი იგი უფლისა ჩუენისა იესო ქრისტესი, რამეთუ თქუენთვის
დაგლახაკნა მდიდარი იგი, რაითა თქუენ მისითა მით სიგლახაკითა განჰმდიდრდეთ.
10. და ამისათვის გაზრახებ, რამეთუ არს თქუენდა, რომელთა - ეგე არა ხოლო თუ ყოფად,
არამედ ნებადცა წინაისწარ იწყეთ შრანდითგან.
11. ხოლო აწ ესერა ყოფადცა აღასრულეთ, რაითა, ვითარცა - იგი გულს - მოდგინებაი
ნებისათვის, ეგრეცა აღსრულებაი მისგან, რომელი - იგი აქუს.
12. რამეთუ უკუეთუ გულსმოდგინებაი იგი წინა ძეს, რაიცა იგი ვის აქუს, შეწირულ არს,
არა, რომელი - იგი არა აქუს.
13. რამეთუ არა, რაითა სხუათა ლხინი, ხოლო თქუენ ჭირი, არამედ განსწორებით.
14. ამას ჟამსა თქუენი იგი ნამეტნავი მათისა ნაკლულევანებისა, რაითა მათიცა იგი
ნამეტნავი იყოს თქუენისა მის ნაკლულევანებისა, რაითა იყოს განსწორებულ.
15. ვითარცა წერილ არს: რომელმან ფრიად მიიღო, არაი ემატა, და რომელმან მცირედ,
არაი დააკლდა.
16. ხოლო მადლი ღმერთსა, რომელმან მოსცა იგივე სწრაფაი თქუენთვის გულსა ტიტესსა.
17. რამეთუ ვედრებაი იგი შეიწყნარა; და უმოსწრაფეს რაი იყო, ნებსით თვისით განვიდა
თქუენდა მიმართ.
18. და მის თანა მივავლინეთ ძმაი, რომლისა - იგი ქებაი სახარებასა შინა ყოველთა
მიერ ეკლესიათა,
19. და არა ხოლო თუ ესე, არამედ ხელთ - დასხმითაცა იკურთხა ეკლესიათაგან თანა -
გუნდად ჩუენდა მადლითა ამით, რომელი იმსახურების ჩუენ მიერ თავადისა უფლისა
სადიდებელად გულსმოდგინებისა თქუენისათვის,
20. ვერიდებით ამას, ნუ ვინმე გუგმობდეს ჩუენ სიმტკიცისა ამისათვის, რომელი
იმსახურების ჩუენ მიერ:
21. რამეთუ წინაისწარ განვიზრახავთ კეთილსა არა ხოლო წინაშე უფლისა, არამედ წინაშე
კაცთაცა.
22. და ამათანა მივავლინეთ ძმაი ჩუენი, რომელი გამოგუეცადა მრავალსა შინა
მრავალგზის, და არს იგი მოსწრაფე, ხოლო აწ ფრიად უმოსწრაფეს სასოებითა მრავლითა
თქუენდა მიმართ.
23. გინა თუ ტიტესთვის, საქმისა ზიარისა მის ჩუენისა და თქუენისა შემწისა, გინა თუ
ძმანი ჩუენნი, მოციქულნი ეკლესიათანი, დიდებანი ქრისტესნი,
24. აწ უკუე გამოჩინებაი იგი სიყუარულისა თქუენისაი და ჩუენისა სიქადულისაი
თქუენთვის მათდა მიმართ აჩუენეთ წინაშე პირსა ეკლესიათასა.
1. რამეთუ მსახურებისა მისთვის წმიდათაისა ნამეტნავ არს ჩემდა მიწერად თქუენდა.
2. რამეთუ ვიცი გულს - მოდგინებაი თქუენი, რომელი - იგი თქუენთვის ვიქადე
მაკედონელთა თანა, ვითარმედ აქაიაი განმზადებულ არს შრანდითგან და თქუენმან მან
შურმან აღაბაძვნა მრავალნი.
3. ხოლო მივავლინენ ძმანი, რაითა არა სიქადული იგი ჩუენი თქუენთვის ცუდად იყოს ამის
ჯერისათვის, რაითა, ვითარცა - იგი ვიტყოდე, განმზადებულ იყვნეთ;
4. ნუუკუე, მო - რაი - ვიდენ ჩემ თანა მაკედონელნი და გპოვნენ თქუენ
განუმზადებელნი, მრცხუენოდის ჩუენ (რაითა არა გეტყოდით თ ქ უ ე ნ) ამის ჯერისათვის
სიქადულისა.
5. უმჯობესად უკუე შევჰრაცხე, რაითა ვევედრო ძმათა, რაითა წინაისწარ მივიდენ
თქუენდა და წინაისწარ განგაკრძალნენ, და დაამტკიცონ პირველ აღთქუმული იგი ევლოგიაი
თქუენი, რაითა ესე განმზადებულ იყოს, ვითარცა ევლოგიაი და არა ვითარცა ანგაჰრებაი.
6. ხოლო ესე: რომელმან სთესოს რიდობით, რიდობითცა მოიმკოს, და რომელმან სთესოს
კურთხევით, კურთხევითცა მოიმკოს.
7. კაცად - კაცადსა ვითარცა გამოურჩევიეს გულითა, ნუ მწუხარებით, ნუცა უნებლებით,
რამეთუ მხიარულებით მისაცემელი უყუარს უფალსა.
8. ხოლო ძალ - უც ღმერთსა ყოველივე სახმარი გარდამატებად თქუენდა, რაითა ყოველსა
შინა მარადის ყოველივე უნაკლულოდ გაქუნდეს, და ჰმატებდეთ ყოველსა ზედა საქმესა
კეთილსა,
9. ვითარცა წერილ არს: განაბნინა და მისცა იგი გლახაკთა, და სიმართლე მისი ჰგიეს
უკუნითი უკუნისამდე.
10. ხოლო რომელმან გამოსცის თესლი მთესვარსა და პური საზრდელად, მოგეცი და
განამროავლენ თესლი თქუენი და აღაორძინენ ნაყოფი სიმართლისა თქუენისაი.
11. ყოველსა შინა განგამდიდრენინ ყოვლითა უხუებითა, რომელი - იგი შეიქმნების ჩუენ
მიერ სამადლობელად ღმრთისა.
12. რამეთუ მსახურებაი ესე შესაწირავისაი ამის არა თუ აღმავსებელ ხოლო არს
ნაკლულევანებისა მის წმიდათაისა, არამედ აღმატებაცა მრავალთათვის სამადლობელად
ღმრთისა.
13. გამოცდილებითა მით ამის მსახურებისაითა ადიდებდით ღმერთსა დამორჩილებითა მით
აღსაარებისა თქუენისაითა სახარებასა მას ქრისტესსა და უხუებითა მით ზიარებისაითა
მათდა მიმართ და ყოველთა
14. და მათი იგი ლოცვაი თქუენ თანა, ჰსურის მათ თქუენდა გარდარეულისა მისთვის
მადლისა ღმრთისა, რომელ არს თქუენ ზედა.
15. ხოლო მადლი ღმერთსა გამოუთქუმელთა მათ ნიჭთა მისთა ზედა.
1. მე, თავადი პავლე, გლოცავ თქუენ სიმშვიდითა მით და სახიერებითა ქრისტესითა,
რომელი - ესე პირისპირ მდაბალ თქუენ შორის, ხოლო შორით ვიკადრებ თქუენდა მიმართ.
2. ხოლო გლოცავ, რაითა არა პირისპირ ვიკადრო სასოებით, გინა შე - რაიმე - ვჰრაცხო
კადრებად ვიეთმე, ზედა რომელთა ვჰგონიეთ ჩუენ, ვითარცა ხორციელად მავალნი.
3. რამეთუ ხორციელად თუ ვიქცევით, არამედ არა ხორციელად განწესებულ ვართ.
4. რამეთუ საჭურველი ჩუენისა მის მხედრობისაი არა ხორცით არს, არამედ ძლიერ ღმრთისა
მიერ დასარღუეველად ძნელოვანთა; გულის სიტყუათა დავარღუევთ
5. და ყოველსა სიმაღლესა, ამაღლებულსა მეცნიერებასა ზედა ღმრთისასა, და
წარმოვსტყუენავთ ყოველსავე ცნობასა მორჩილებად ქრისტესა,
6. და განმზადებულად გუაქუს შურის - გებად ყოვლისა ურჩებისა, რაჟამს აღესრულოს
თქუენი ეგე მორჩილებაი.
7. კაცად - კაცადისა პირსა ჰხედავთა? ვინ - იგი ესავს თავსა თვისსა ქრისტესა ყოფად,
ესე განიზრახენ კუალად თავით თვისით. რამეთუ ვითარცა იგი ქრისტესი არს, ეგრეცა ჩუენ
ქრისტესნი.
8. რამეთუ, უკუეთუ უმეტეს რაი ვიქადო ხელმწიფებისა ამის ჩუენისა - თვის რომელი
მომცა ჩუენ უფალმან აღსაშენებელად და არა დასარღუეველად თქუენდა, არა მრცხუენეს.
9. ხოლო, რაითა არა საგონებელ ვიქმნა, ვითარმედ გაშინებ რასმე თქუენ წიგნითა ამით.
10. რამეთუ იტყვის, ვითარმედ წიგნები ესე რეცა მძიმე და ძლიერ, ხოლო მოსლვაი
ხორცითა უძლურ და სიტყუაი შეურაცხ.
11. და ესე განიზრახე ეგევითარმან მან, რამეთუ ვითარცა - იგი ვართ სიტყვითა
წიგნებისაითა შორით, ეგრეთცა მახლობელად საქმითა.
12. რამეთუ ვერ ვიკადრებთ თავთა თვისთა განკითხვად გინა შეტყუებად ვიეთმე თანა,
რომელნი - იგი თავთა თვისთა ეწამებიან. არამედ იგინი თვით თავთა თვისთა განიზომენ
და თანა - შეატყუებენ თავთა თვისთა თავით თვისით და ვერ გულისხმა - ჰყოფენ.
13. ხოლო ჩუენ არა უსაზომოდ ვიქადოთ, არამედ საზომითა მით წესისაითა, რომელ - იგი
განგვიიყო ჩუენ ღმერთმან საზომითა მით მიწდომად ვიდრე თქუენდამდე.
14. რამეთუ არა ვითარცა ვერ მიწდომილნი თქუენდა მიმართ, უმეტეს განვირთხამთ თავთა
თვისთა, რამეთუ ვიდრე თქუენდამდეცა მივსწუეთით სახარებითა ქრისტესითა.
15. არა უსაზომოდ მოქადულნი სხვისა შრომილსა ზედა, არამედ სასოებაი გუაქუს ჩუენ
აღორძინებულისა მისს სარწმუნოებისა თქუენისაი თქუენ შორის განდიდებად კანონისაებრ
ჩუენისა ნამეტნავად,
16. მიერ კერძო თქუენსა სახარებად, არა სხვისა კანონსა თანა მზასა სიქადულად.
17. ხოლო რომელი – იგი იქადოდის, უფლისა მიერ იქადოდენ.
18. რამეთუ არა, რომელი – იგი თავსა თვისსა ეწამებოდის, იგი არს გამოცდილი, არამედ
რომელსა- იგი უფალი ეწამოს.
1. ჯერ-იყო, თავს-თუმცა-იდევით ჩემი მცირედ უგუნურებისაი! არამედ თავს-ცა-იდვათ
ჩემი.
2. რამეთუ გაშურებ თქუენ ღმრთისა შურსა, რამეთუ მიგათხოვენ თქუენ ერთსა მამაკაცსა
ქალწულად წმიდად წარდგინებად ქრისტესა.
3. ხოლო მეშინის, ნუუკე ვითარცა – იგი გუელმან აცთუნა ევა ზაკულებითა თვისითა,
ეგრეთცა განხრწნნეს გონებანი თქუენნი სიწფოებისაგან ქრისსტეს მიმართ.
4. უკუეთუ რომელი –იგი მოვიდეს და სხუასა იესოს ქადაგებდეს, რომელი არა ვქადაგეთ,
გინა სხუაი სული მოაქუნდეს, რომელი არა მიიღეთ, გინა სახარებაი სხუაი, რომელი არა
შეიწყნარეთ, კეთილად სამე ჰყავთ.
5. რამეთუ ვჰგონებ, ვითარმედ არარაით დავაკლდი ფრიად მოციქულთა მათ.
6. და დაღათუ უცებ ვარ სიტყვითა, არამედ არა ცნობითაცა, არამედ ყოვლითავე
განვცხადენით ყოველსა შინა თქუენდა მიმართ.
7. ანუ ცოდვაი – მე რაი ვქმენა, რამეთუ თავი თვისი დავიმდაბლე, რაითა თქუენ
აჰმაღლდეთ, რამეთუ უსასყიდლოდ სახარებაი იგი ღმრთისაი გახარე თქუენ?
8. სხუანი ეკლესიანი წარმოვტყუენენ და მოვიღე საგზალი თქუენდა სამსახურებელად; და
მო-რაი-ვედ თქუენდა და ნაკლულევან ვიქმენ, არავე რაი ვის თქუენგანსა დაუმძიმე.
9. რამეთუ ნაკლულევანებაი ჩემი აღავსეს ძმათა, მო-რაი-ვიდეს მაკედონიაით; და
ყოვლითავე დაუმძიმებელად თქუენდა თავი ჩემი დავიმარხე და დავიმარხო.
10. არს ჭეშმარიტებაი ქრისტესი ჩემ თანა, ვითარმედ სიქადული ესე არა დაეყენოს ჩემდა
მომართ ადგილთა მათ აქაიაისათა.
11. რაისთვის – მე? არა მიყუართა თქუენ? ღმერთმან იცის. ხოლო რომელსა – ესე ვჰყოფ,
და ვყო,
12. რაითა წარვჰკუეთო მიზეზი, რომელთა – იგი ჰნებავს მიზეზი, რაითა, რომლითა – იგი
იქადიან, იპოვნენ ვითარცა – იგი ჩუენ.
13. რამეთუ ეგევითარნი იგი ცრუ – მოციქულნი, მუშაკნი ზაკულნი, გარდაიცვალნიან
მოციქულად ქრისტესად.
14. და არა საკვიირველ არს, რამეთუ თვით იგიცა ეშმაკი იცვალისვე ანგელოზად ნათლისა.
15. არა უკუე დიდ არს, მსახურნიცა თუ მისნი გარდაიცვალნენ, ვითარცა მსახურნი
სიმართლისანი, რომელთაი აღსასრული იყოს საქმეთა მათთაებრ.
16. კუალად ვიტყვი: ნუ ვინმე უგუნურად შემრაცხოს მე; უკუეთუ არა, მაშა ვითარცა
უგუნური თავს – მიდევით მე, რაითა მეცა მცირედ რაიმე ვიქადო.
17. რომელსა ესე ვიტყვი, არა ვიტყვი უფლისა მიერ, არამედ ვითარცა უგუნურებით ჯერითა
ამით სიქადულისაითა.
18. ვინაითგან მრავალნი იქადიან ხორციელად, მეცა ვიქადოდი.
19. რამეთუ კეთილად თავს – იდვათ უგუნურთაი გონიერთა მაგათ.
20. რამეთუ თავს – ცა – იდებთ, უკუეთუ ვინმე დაგიმონებს, უკუეთუ ვინმე შეგჭამს,
უკუეთუ ვინმე მიგიღებს, უკუეთუ ვინმე ამაღლდების თქუენზედა, უკუეთუ ვინმე პირსა
გცემს.
21. საკდემელად თქუენდა გეტყვი, ვითარმედ ჩუენ რეცა მოუძლურდით. რომლითა – იგი
ვინმე იკადრებს სიქადულსა, უგუნურებით ვიტყვი, ვიკადრო მეცა.
22. ებრაელ თუ არიან? მეცა. ისრაიტელ თუ არიან? მეცა. ნათესავნი თუ აბრაჰამისნი
არიან? მეცა.
23. მსახურნი თუ ქრისტესნი არიან? უუგუნურესადრე ვიტყვი: უფროისღა მე; შრომითა
უმეტეს, ტანჯვითა უმეტეს, პყრობილებითა გარდარეულად, სიკუდილთა შინა მრავალ გზის.
24. ჰურიათაგან ხუთ გზის ორმეოცსა ერთ-მოკლებული ცემაი მოვიღე.
25. სამ გზის კუერთხითა ვიეც, ერთ გზის ქვითა განვიტვინე, სამ გზის ნავი დამექცა,
ღამე და დღე უფსკრულთა შინა დავყავ.
26. გზისა სლვანი მრავალ გზის, ჭირნი მდინარეთანი, ჭირნი ავაზაკთაგან, ჭირნი
ნათესავთაგან, ჭირნი წარმართთაგან, ჭირნი ქალაქთა შინა, ჭირნი უდაბნოთა ზედა, ჭირნი
ზღუათა შინა, ჭირნი ძმათა მტყუვართაგან.
27. შრომითა და რუდუნებითა, მღვიძარებითა მრავალ გზის, შიმშილითა და წყურვილითა,
მარხვითა მრავალ გზის, ყინელითა და შიშლოებითა.
28. გარეშე მისა, რომელი მოიწევის ჩემ ზედა, დღითი დღედ ზრუნვაი ყოველთა
ეკლესიათაი.
29. ვინ უძლურ არნ, და მე არა უძლურ ვიყვი? ვინ დაბრკოლდებინ, და მე არა ვხურვიდი?
30. უკუეთუ ჯერ-არს სიქადული, უძლურებისა ჩემისასა ვიქადოდი.
31. ღმერთმან და მამამან უფლისა ჩუენისა იესო ქრისტესმან იცის, რომელი –იგი არს
კურთხეულ უკუნისამდე, რამეთუ არა ვტყუი.
32. დამასკეს შინა მთავარსა არეტა მეფისასა მოეცვა ქალაქი დამასკელთაი, შეპყრობაი
ჩემი უნდა; და სარკუმლით სარგნითა გარდავხედ ზღუდესა, და განვერი ხელთაგან მისთა.
1. უკუეთუ სიქადული ჯერ –არს, შე-არა-ჰგავს ჩემდა; ხოლო მოვიდე ხილვასა და
გამოცხადებასა უფლისასა.
2. ვიცი კაცი ქრისტეს მიერ უწინარეს ათოთხმეტისა წლისა, გინა თუ ხორცითა, არა ვიცი,
გინა თუ თვინიერ ხორცთასა, არა ვიცი, ღმერთმან იცის, აღიტაცა ესევითარი კაცი ვიდრე
მესამედ ცადმდე.
3. და ვიცი ესევითარი კაცი, გინა თუ ხორცითა გინა თუ გარეშე ხორცთასა, არა ვიცი,
ღმერთმან იცის,
4. რამეთუ მიიტაცა სამოთხედ და ესმნეს უთქმელნი სიტყუანი, რომელ არა ჯერ-არიან
კაცთა სიტყუად.
5. ესევითარისათვის ვიქადი, ხოლო თავისა ჩემისათვის არა ვიქადი, გარნა უძლურებათა
შინა ჩემთა.
6. ხოლო უკუეთუ მინდეს სიქადულის, არა ვიყო უგუნურ, რამეთუ ჭეშმარიტი ვთქუა; ხოლო
ვერიდები, ნუ ვინმე ჩემდა შერაცხოს, რომლისათვის – ესე მხედავს მე გინა თუ ესმის
რაიმე ჩემგან.
7. და გარდარეულებით ამით გამოცხადებათაითა, რაითა არა აღვიმაღლო, მომეცა მე
საწერტელი ხორცთაი, ანგელოზ სატან, რაითა დამქენჯნიდეს მე, რაითა არა აღვიმაღლო.
8. და ამისთვის სამ გზის ვევედრე უფალსა, რაითა განმაშოროს ჩემგან.
9. და მრქუა: კმა არს შენდა მადლი ჩემი, რამეთუ ძალი ჩემი უძლურებასა შინა სრულ
იქმნების. უმჯობესღა უკუე და უფროის ვიქადი უძლურებათა შინა ჩემთა, რაითა
დაიმკვიდროს ჩემთანა ძალმან ქრისტესმან.
10. ამისთვის სათნო – მიჩნს უძლურებათა შინა, გინებათა, ჭირთა, დევნულებათა და
იწროებათა ქრისტესთვის, რამეთუ, რაჟამს მოუძლურდე, მაშინ განვძლიერდები.
11. ვიქმენ უგუნურ სიქადულისათვის. რამეთუ თქუენ მაიძულეთ მე, რამეთუ ჯერ –იყო
ჩემდა, რაი-თამცა თქუენ მეწამენით მე, რამეთუ არარაით დავაკლდი ფრიად მოციქულთა
მათ, დაღათუ არარაი ვარ.
12. არამედ სასწაული იგი მოციქულისაივე იქმნა თქუენ შორის ყოვლითა მოთმინებითა,
სასწაულებითა და ნიშებითა და ძალითა.
13. რამეთუ რაი არს, რომლითა – იგი იძლიენით უფროის სხუათა მათ ეკლესიათა, გარნა
თუ, რამეთუ მე თვით არარაი დაგიმძიმე თქუენ? მომმადლეთ მე შეცოდებაი ესე.
14. აჰა ესერა მესამედ განმზადებელ ვარ მისლვად თქუენდა და არავე დაგიმძიმიო თქუენ;
რამეთუ არა ვეძიებ თქუენსა, არამედ თქუენ. რამეთუ არა შვილნი მამა – დედათა
უუნჯებენ, არამედ მამა – დედანი შვილთა.
15. ხოლო მე ჯეროვნად განვილიო და განვკფდე სულთა თქუენთათვის; რავდენ უფროის
მიყუართ თქუენ, უმცირეს გიყუარ მე.
16. იყავნ უკუე, რამეთუ მე თვით არა დაგიმძიმე თქუენ; არამედ ვიყავ მეცნიერ და
ზაკუვით მოგიყვანენ თქუენ.
17. ნუუკუე რომელი –იგი მივავლინე თქუენდა, მის მიერ მო-მე რაი- განგაჰრე თქუენ?
18. ვჰლოცევდ ტიტეს და თანამივაყვანე ძმაი: ნუ მო-მე რაი – გხუეჭა ტიტე? ანუ არა
მითვე სულითა ვიდოდეთა? ანუ არა მათვე კუალთა შეუდეგითა?
19. კუალად გგონიეს, ვითარმედ თქუენ სიტყუას – გიგებთ. წინაშე ღმრთისა ქრისტეს მიერ
ვიტყვით, ხოლო ყოველივე, საყუარელნო, თქუენისა აღშენებისათვის არს.
20. რამეთუ მეშინის, ნუუკუე მოვიდე და არავითარ - იგი მნებავს, გპოვნე თქუენ, და მე
გეპოვო თქუენ, ვითარ – იგი თქუენ არა გნებავს, ნუუკუე იყვნენ თქუენ შორის ხდომაი და
შური, გულის წყრომანი, ძვირის ზრახვანი, წვალებანი, ცუნდრუკებანი, განლაღებანი,
შფოთებანი.
21. ნუ, კუალად მო-რაი-ვიდე, დამამდაბლოს მე ღმერთმან ჩემმან თქუენდა მიმართ, და
ვეგლოვდე მრავალთა წინაისწარ შეცოდებულთა მათ და არა შენანებულთა არა წმიდებასა
მათსა ზედა, სიძვასა და სიბილწესა, რომელ ქმნეს.
1. აჰა ესერა მესამედ მოვალ თქუენდა. პირითა ორისა და სამისა. მოწამისაითა
დაემტკიცების ყოველი სიტყუაი.
2. წინაისწარ ვთქუ და აწცა წინაისწარ ვიტყვი, ვითარცა – იგი პირისპირ მეორედ მაშინ,
და აწ შორით მივსწერ წინაისწარ შეცოდებულთა მათ და სხუათა ყოველთა; და რამეთუ,
უკუეთუ მოვიდე კუალად, არღარაი ვჰრიდო.
3. ვინაითგან გამოცდასა ეძიებთ მისსა, რომელ – იგი ჩემ მიერ იტყვის ქრისტე; რომელი
– იგი თქუენდა მიმართ არა უძლურ არს, არამედ ძლიერ თქუენ შორის.
4. რამეთუ დაღაცათუ ჯუარსეცუა უძლურებით, არამედ ცხოველ არს ძალითა ღმრთისაითა; და
რამეთუ ჩუენცა უძლურ ვართ მისა მიმართ, არამედ ვცხონდეთ მისთანა ძალისაგან ღმრთისა
თქუენითურთ.
5. თავნი თვისნი გამოიცადენით, უკუეთუ ხართ სარწმუნოებასა შინა; თავნი თვისნი
განიკითხენით, ანუ არა უწყნითა თავნი თვისნი, რამეთუ იესო ქრისტე თქუენ შორის არს?
გარნა თუ გამოუცდელ რაიმე ხართ.
6. ხოლო ვესავ, ვითარმედ სცნათ, რამეთუ ჩუენ არა ვართ გამოუცდელ.
7. ხოლო ვილოცავ ღმრთისა მიმართ, რაითა არარაი ბოროტი გიყოს თქუენ;რაითა არა ჩუენ
გამოცდილად გამოვჩნდეთ. არამედ რაითა თქუენ კეთილი ჰქმნეთ, ხოლო ჩუენ ვითარცა
გამოუცდელნი ვიყვნეთ.
8. რამეთუ არა ხელ – გუეწიფების ჭეშმარიტებისა ძვირის სიტყუად, არამედ
ჭეშმარიტებისა კერძო.
9. რამეთუ გვიხარის, რაჟამს ჩუენ უძლურ ვიყვნეთ, ხოლო თქუენ ძლიერ იყვნეთ; რამეთუ
ამასცა ვილოცავთ, თქუენსა დამტკიცებასა.
10. და ამისთვის ამას შორით მივსწერ, რაითა მი-რაი –ვიდე, არა თუალ – უხუავად
ვიხუმიო ხელმწიფებისა მისებრ, რომელ მომცა მე უფალმან აღსაშენებელად და არა
დასარღუეველად.
11. ამიერითგან, ძმანო, გიხაროდენ. განმტკიცენით, ნუგეშინისცემულ იყვენით,
ნუგეშინის – სცემდით, მასვე ზრახევდით, მშვიდობასა ჰყოფდით; და ღმერთი სიყუარულისა
და მშვიდობისაი იყავნ თქუენ თანა.
12. მოიკითხევდით ურთიერთას ამბორის – ყოფითა წმიდითა. გიკითხვენ თქუენ წმიდანი
ყოველნი.
13. მადლი უფლისა ჩუენისა იესო ქრისტესი და სიყუარული ღმრთისა და მამისაი, და
ზიარებაი სულისა წმიდისაი თქუენ ყოველთა თანა ამინ.