კათოლიკე ეპისტოლენი წმ. მოციქულისა პავლესნი

გალატელთა მიმართ
 

1 2 3 4 5 6

 

თავი 1.

1. პავლე მოციქული, არა კაცთაგან, არცა კაცთა მიერ, არამედ იესო ქრისტეს მიერ და ღმრთისა მამისა, რომელმან აღადგინა იგი მკუდრეთით,
2. და ჩემთანა ყოველი ძმანი ეკლესიათა გალატიაისათა:
3. მადლი თქუენდა და მშვიდობაი ღმრთისა მიერ მამისა და უფლისა ჩუენისა იესო ქრისტესა,
4. რომელმან მისცა თავი თვისი ცოდვათა ჩუენთათვის, რაითა განმარინნეს ჩუენ სოფლისა ამის ბოროტისაგან ნებითა ღმრთისა და მამისა ჩუენისაითა,
5. რომლისაი არს დიდებაი უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
6. მიკვირს, რამეთუ ესრეთ ადრე გარდაიქცევით მისგან, რომელმან - იგი გიჩინა თქუენ მადლითა ქრისტესითა, სხუად სახარებად.
7. რომელ სხუაი არაი არს, გარნა არიან ვინმე, რომელნი აღგძრვენ თქუენ და ჰნებავს გარდაქცევად სახარებაი იგი ქრისტესი.
8. არამედ დაღაცათუ ჩუენ, გინა თუ ანგელოზი ზეცით გახარებდეს თქუენ გარეშე მისსა, რომელი - იგი გახარე თქუენ, შეჩუენებულ იყავნ.
9. ვითარცა წინაისწარ ვთქუ და აწ კუალად ვიტყვი, უკუეთუ ვინმე გახარებდეს თქუენ მისსა გარეშე, რომელი - იგი მიიღეთ, შეჩუენებულ იყავნ.
10. აწ კაცთა - მე ვერწმუნო ანუ ღმერთსა? ანუ ვეძიებ რას კაცთა მოთნებასა? რამეთუ უკუეთუმცა კაცთაღა სათნო -ვეყოფვოდე, ქრისტეს მონამცა არა ვიყავ.
11. ხოლო გაუწყებ თქუენ, ძმანო, სახარებასა მას, რომელი - იგი გეხარა ჩემ მიერ, რამეთუ არა არს კაცობრივ,
12. და რამეთუ არცაღა მე კაცისა მიერ მოვიღე იგი გინა ვისწავე, არამედ გამოცხადებითა იესო ქრისტესითა.
13. რამეთუ გესმინა თქუენ ოდესმე სლვაი ჩემი ჰურიაებასა შინა, რამეთუ გარდარეულად ვსდევნიდ ეკლესიათა ღმრთისათა და ვტყუენევდი მათ.
14. და წარვემატებოდე ჰურიაებასა შინა უფროის მრავალთა ჰასაკისა სწორთა ჩემთა ნათესავთა შინა ჩემთა, უმეტეს მოშურნე ვიყავ მამულთა ჩემთათვის მოძღრუებათა.
15. ხოლო რაჟამს სათნო - იყო ღმერთმან, რომელმან გამომირჩია მე დედის მუცლით ჩემითგან და მიწოდა მე მადლითა მისითა
16. გამოცხადებად ძე მისი ჩემ მიერ, რაითა ვახარო იგი წარმართთა შორის, მეყსეულად არა ვაუწყე იგი ხორცთა და სისხლთა,
17. არცა აღვედ იერუსალემდ მათა, რომელნი - იგი იყვნეს უწინარეს ჩემსა მოციქულნი, არამედ მივედ არაბიად და კუალად მოვიქეც დამასკედ.
18. და მერმე შემდგომად სამისა წლისა აღვედ იერუსალემდ ხილვად პეტრესა და ვიყავ მის თანა ათხუთმეტ დღე.
19. ხოლო სხუაი მოციქულთაგანი არავინ ვიხილე გარნა იაკობ, ძმაი უფლისაი.
20. და რომელსა - ესე მივსწერ თქუენდა, აჰა ესერა წინაშე უფლისა, რამეთუ არა ვტყუვი.
21. და მერმე მოვედ ადგილთა მათ ასურეთისა და კილიკიაისათა.
22. ხოლო ვიყავ შეუსწავებელ წინაშე პირსა ეკლესიათა მათ ჰურიასტანისათა, რომელნი იყვნეს ქრისტეს მიმართ;
23. გარნა სმენით ხოლო ესმინა, ვითარმედ რომელი - იგი გუდევნიდა ჩუენ ოდესმე, აწ ახარებს სარწმუნოებასა მას, რომელსა - იგი ოდესმე ტყუენვიდა.
24. და ადიდებდეს ღმერთსა ჩემთვის.

თავი 2.

1. მერმე, მეათოთხმეტესა წელსა კუალად აღვედ იერუსალემდ ბარნაბაის თანა; ჩემ თანა წარვიყვანე ტიტეცა.
2. ხოლო აღვედ გამოცხადებით და ვაუწყე მათ სახარებაი იგი, რომელსა ვქადაგებ წარმართთა შორის, ხოლო თვისაგან მათ, რომელნი - იგი საგონებელ იყვნეს, ნუუკუე ცუდად ვრბიოდე ანუ ვრბი.
3. არამედ არცაღა ტიტე, რომელი - იგი იყო ჩემ თანა, რამეთუ წარმართღა იყო, იიძულა წინა - და - ცუეთად,
4. შემოსულთა მათთვის ძმათა მტყუვართა, რომელნი შემოვიდეს განმსტრობად აზნაურებასა მას ჩუენსა, რომელი მაქუს ქრისტე იესოის მიერ, რაითა ჩუენ დაგვიმონნენ,
5. რომელთა ჟამ ერთცა არა თავს - ვიდევით დამორჩილებაი, რაითა ჭეშმარიტებაი იგი სახარებისაი დაადგრეს თქუენ თანა.
6. ხოლო მათ, რომელნი - იგი ჰგონებდეს, ვითარმედ არიან რაიმე. რომელნი - იგი ყოფილ ოდესმე იყვნეს არარაი უმჯობეს ჩემსა; პირსა კაცისასა ღმერთმან არა თუალ -ახუნის. რამეთუ მე, რომელნი - იგი საგონებელ იყვნეს, არარაივე მითხრეს.
7. არამედ წინააღმდგომი, უწყოდეს, რამეთუ რწმუნებულ არს ჩემდა სახარებაი იგი წინადაუცუეთელებისაი, ვითარცა-იგი პეტრეს წინადაცუეთილებისაი.
8. რამეთუ რომელი შეეწია პეტრეს მოციქულებად წინადაცუეთილებისა, შემეწია მეცა წარმართთა მიმართ.
9. და ვითარცა ცნეს მადლი იგი, რომელ მოცემულ იყო ჩემდა, იაკობ და კეფა და იოანე, რომელნი - იგი ჰგონებდეს სუეტად თავთა თვისთა, მარჯუენე მოგუცეს მე და ბარნაბას ზიარებისაი, რაითა ჩუენ წარმართთა მიმართ, ხოლო იგინი წინადაცუეთილებისა მიმართ.
10. გარნა რაითა გლახაკნი ხოლომცა გუახსოვან, რომელცა - იგი ვისწრაფეთ ამისა ყოფად.
11. და რაჟამს მივიდა პეტრე ანტიოქიად, წინაშე პირსა მისსა აღუდეგ, რამეთუ შეკდებულ იყო.
12. და რამეთუ პირველ მოსლვადმდე ვიეთთამე იაკობისაგან წარმართთა თანა ჭამდა, ხოლო რაჟამს მოვიდეს, იჯმნა და განაშორა თავი თვისი, რამეთუ ეშინოდა წინადაცუეთილთა მათგან.
13. და მის თანა ორგულ იქმნნეს სხუანიცა ჰურიანი, ვიდრე ბარნაბაცა მიერჩდა მათსა მას ორგულებასა.
14. არამედ რაჟამს ვიხილე, ვითარმედ არა მართლ წარმართებულ არიან ჭეშმარიტებისა მიმართ სახარებისა, ვარქუ პეტრეს წინაშე ყოველთასა: უკუეთუ შენ ჰურია ხარ და წარმართებრ. და არა ჰურიაებრ სცხოვნდები, ვითარ აიძულებ წარმართთა ჰურიაებად?
15. ჩუენ ბუნებით ჰურიანი ვართ და არა წარმართთაგანნი ცოდვილნი;
16. და უწყით, რამეთუ არა განმართლდების კაცი საქმეთაგან სჯულისათა, გარნა სარწმუნოებითა იესო ქრისტესითა, და ჩუენ იესო ქრისტეს მიმართ გურწმენა, რაითა განვმართლდეთ სარწმუნოებითა ქრისტესითა და არა საქმეთაგან სჯულისათა; რამეთუ საქმეთაგან სჯულისათა არა განმართლდეს ყოველი ხორციელი.
17. უკუეთუ მით ვეძიებდეთ განმართლებასა ქრისტეს მიმართ, ვიპოვნეთ ჩუენცა ცოდვილ: აწ უკუე ქრისტე ცოდვისა -მე მსახურ იქმნა? ნუ იყოფინ.
18. რამეთუ, უკუეთუ რომელი იგი დავარღვიე და კუალად მასვე ვაშენებდე, გარდამავალად სჯულისა თავი ჩემი შევირაცხო.
19. რამეთუ მე სჯულისათვის სჯულითა მოვკუედ, რაითა ღმრთისა ვცხოვნდე. ქრისტეს თანა ჯუარს - ცუმულ ვარ.
20. ხოლო ცხოველ არღარა მე ვარ, არამედ ცხოველ არს ჩემ თანა ქრისტე. ხოლო რომელ - ესე აწ ცხოველ ვარ ხორცითა, სარწმუნოებითა ცხოველ ვარ ძისა ღმრთისაითა, რომელმანცა შემიყუარა მე და მისცა თავი თვისი ჩემთვის.
21. არა შეურაცხ - ვჰყოფ მადლსა მას ღმრთისასა. რამეთუ უკუეთუ სჯულისაგან არს სიმართლე, ქრისტე სამე ცუდად მოკუდა.

თავი 3.

1. ჰოი უცნობელნო გალატელნო, ვინ გეშურობდა თქუენ ჭეშმარიტებისა არა მორჩილებად, რომელთა თუალთა წინაშე პირველვე გამოიწერა თქუენ შორის იესო ქრისტე ჯუარს - ცუმული?
2. ესე ხოლო მნებავს თქუენგან უწყებად: საქმეთაგან სჯულისათა სული იგი მიიღეთ ანუ სმენითა მით სარწმუნოებისაითა?
3. ესრეთ უცნობელ ხართ, იწყეთ სულიერად და აწ ხორციელად აღასრულებთ?
4. ესოდენი გევნო ცუდად? და თუმცა ცუდად!
5. აწ უკუე რომელმან - იგი მოგცა თქუენ სული და იქმს ძალთა თქუენ შორის, საქმეთაგან - მე სჯულისათა ანუ სმენითა მით სარწმუნოებისაითა?
6. ვითარცა აბრაჰამს ჰრწმენა ღმერთი და შეერაცხა მას სიმართლედ.
7. უწყით - მეა, რამეთუ სარწმუნოებისაგანნი იგი არიან შვილნი აბრაჰამისნი?
8. რამეთუ წინაისწარ იცოდა წიგნმან, ვითარმედ სარწმუნოებითა განამართლებს წარმართთა ღმერთი, წინაისწარ ახარა აბრაჰამს, ვითარმედ შენდამი იკურთხეოდიან ყოველნი წარმართნი.
9. აწ უკუე სარწმუნოებისაგანნი იგი იკურთხევიან მორწმუნისა მის აბრაჰამის თანა.
10. რამეთუ რავდენნი იგი საქმეთაგან სჯულისათა არიან, წყევასა ქუეშე არიან. რამეთუ წერილ არს: წყეულ იყავნ ყოველი, რომელი არა დაადგრეს ყოველსა წერილსა წიგნისა ამის სჯულისასა ყოფად მასა.
11. და რამეთუ სჯულითა არავინ განმართლდების ღმრთისა წინაშე, ცხად არს, რამეთუ მართალი სარწმუნოებით ცხოვნდეს.
12. ხოლო სჯული არა არს სარწმუნოებისაგან, არამედ, ყოს თუ ვინმე იგი კაცმან, ცხოვნდეს მას შინა.
13. ქრისტემან ჩუენ მოგვიყიდნა წყევისა მისგან სჯულისა და იქმნა ჩუენთვის წყევასა ქუეშე. რამეთუ წერილ არს: წყეულ იყავნ ყოველი, რომელი დამოეკიდოს ძელსა.
14. რაითა წარმართთა მიმართ კურთხევაი იგი აბრაჰამისი იყოს ქრისტე იესოის მიერ, რაითა აღთქუმაი იგი სულისაი მოვიღოთ სარწმუნოებითა.
15. ძმანო, კაცობრივ ვიტყვი, ვითარმედ კაცისაი დამტკიცებული წიგნი არავინ შეურაცხ - ყვის გინა სხუაი ბრძანებაი ბრძანის მის ზედა.
16. ხოლო აბრაჰამის მიმართ ითქუნეს აღთქუმანი ესე და ნათესავისა მისისა არა იტყვის “ნათესავთა”, ვითარცა მრავალთასა, არამედ ვითარცა ერთისასა; “და ნათესავისა შენისა”, რომელ არს ქრისტე.
17. ხოლო ამას ვიტყვი: წიგნად აღთქუმისა დამტკიცებულად ღმრთისა მიერ ქრისტეს მიმართ, რომელ შემდგომად ოთხას ოცდაათისა წლისა იყო სჯული, არა დაუმტკიცებელ ჰყოფს, რაითამცა განქარვა აღთქუმაი იგი.
18. რამეთუ უკუეთუ სჯულისაგან არს მკვიდრობაი იგი, არღარა აღთქუმისაგან არს; ხოლო აბრაჰამს აღთქუმისა მიერ მოჰმადლა ღმერთმან.
19. აწ უკუე რაი სჯული? გარდასლვისათვის - მე მოეცა, ვიდრემდის მოვიდეს ნათესავი იგი, რომელ აღთქმულ არს, ბრძანებული ანგელოზთაგან ხელითა შუამდგომელისაითა.
20. ხოლო შუამდგომელი ერთისაი არა არს; ხოლო ღმერთი ერთ არს.
21. აწ უკუე სჯული მტერ - მე არსა აღთქუმათა მათ ღმრთისათა? ნუ იყოფინ. რამეთუ უკუეთუმცა მოცემულ იყო სჯული, შემძლებელი ცხოვრებად, ნანდვილვე სამე სჯულისაგანმცა იყო სიმართლე.
22. არამედ შეაყენა წიგნმან ყოველივე ცოდვასა ქუეშე, რაითა აღთქუმაი იგი სარწმუნოებისაგან იესო ქრისტესისა მოეცეს მორწმუნეთა.
23. ხოლო პირველ მოწევნადმდე სარწმუნოებისა სჯულსა ქუეშე მოცულ ვიყვენით და შეყენებულ მერმისა მისთვის სარწმუნოებისა გამოჩინებადმდე.
24. ვინაიცა სჯული იგი მზარდულ გუექმნა ჩუენ ქრისტეს მიმართ, რაითა სარწმუნოებითა განვმართლდეთ.
25. ხოლო მო - რაი - იწია სარწმუნოებაი, არღარა მზარდულთა ქუეშე ვართ.
26. რამეთუ ყოველნი შვილნი ღმრთისანი ხართ სარწმუნოებითა ქრისტე იესოისითა.
27. რამეთუ რავდენთა ქრისტეს მიმართ ნათელ-იღეთ, ქრისტე შეიმოსეთ.
28. არა არს ჰურიაება, არცა წარმართება; არა არს მონება, არც აზნაურება; არა არს რჩევა მამაკაცისა, არცა დედაკაცისა, რამეთუ თქუენ ყოველნი ერთ ხართ ქრისტე იესოის მიერ.
29. ხოლო უკუეთუ თქუენ ქრისტესნი ხართ, აბრაჰამისნი ვიდრემე შვილნი ხართ და აღთქუმისა მისგან მკვიდრნი.

თავი 4.

1. ხოლო ამას ვიტყვი: რავდენ ჟამ მკვიდრი იგი ყრმა არნ, არაით ჰმატნ მონასა, უფალ ღათუ არნ ყოვლისა.
2. არამედ ეზოის მოძღუართა და მნეთა ქუეშე არნ ვიდრე ადგილად მოდგომადმდე მამისა თვისისა.
3. ეგრეცა ჩუენ, ვიდრე – იგი ყრმაღა ვიყვენით, წესთა მათ ქუეშე ამის სოფლისათა ვიყვენით დაკირთებულ.
4. ხოლო ოდეს მოიწია აღსასრული ჟამთაი, მოავლინა ღმერთმან ძე თვისი, შობილი დედაკაცისაგან, და იქმნა იგი სჯულსა ქუეშე,
5. რაითა სჯულსა ქუეშე მყოფნი გამოიხსნეს და რაითა შვილებაი იგი მოვიღოთ.
6. და რამეთუ ხართ შვილნი, გამოავლინა ღმერთმან სული ძისა თვისისაი გულთა შინა ჩუენთა, რომლითა ვღაღადებთ: აბბა, მამაო.
7. ამიერითგან არღარა ხართ მონა, არამედ შვილ, ხოლო უკუეთუ შვილ, მკვიდრცა ღმრთისა ქრისტეს მიერ.
8. არამედ მაშინ არა იცოდეთ ღმერთი და ჰმონებდით მათ, რომელნი - იგი არა იყვნეს ბუნებით ღმერთ.
9. ხოლო აწ იცანთ ღმერთი, უფროისღა გიცნნა თქუენ ღმერთმან, ვითარ მიიქცევით კუალად უძლურისა მის და გლახაკისა წესისა, რომელთა კუალად ზემოითვე გნებავს მონებად?
10. დღეთა იზმნით და თთუეთა. ჟამთა და წესთა.
11. მეშინის მე თქუენთვის, ნუუკუე ცუდად დავშუერ თქუენდა მიმართ.
12. იქმნენით, ვითარცა მე, რამეთუ მე ვიყავ, ვითარცა თქუენ. ძმანო, გევედრები თქუენ, არარაი შემცოდეთ მე.
13. ხოლო ესე იცით, რამეთუ უძლურებითა ხორცთაითა გახარე თქუენ პირველად;
14. და განსაცდელი იგი ხორცთა ჩემთაი არა შეურაცხ - ჰყავთ, არცა მოიძაგეთ, არამედ, ვითარცა ანგელოზი ღმრთისაი, შემიწყნარეთ მე, ვითარცა ქრისტე იესო.
15. რაი - მე უკუე იყო ნეტარებაი იგი თქუენი, რამეთუ გეწამები თქუენ, ვითარმედ შე - თუმცა - საძლებელ იყო, თუალნიმცა თქუენნი აღმოიხადენით და მომცენით მე.
16. ვითარცა მტერ რაი - მე გექმენ თქუენ, რომელი - ესე ჭეშმარიტსა გეტყოდე თქუენ.
17. გეშურობენ თქუენ არა კეთილისათვის, არამედ გარდაქცევაი თქუენი ჰნებავს, რაითა მათ ჰბაძვიდეთ.
18. ხოლო კეთილ არს ბაძვაი კეთილისათვის მარადის, და ნუ მისვლასა მას ხოლო ჩემსა თქუენდა მიმართ,
19. შვილნო ჩემნო, რომელთათვის კუალად მელმის, ვიდრემდე გამოიხატოს ქრისტე თქუენ შორის.
20. ხოლო მინდა მისვლად თქუენდა აწ და ცვალებად ხმაი ჩემი, რამეთუ განკვირვებულ ვარ მე თქუენთვის.
21. მითხარღა მე, რომელთა - ეგე სჯულსა ქუეშე გნებავს ყოფაი, სჯული არა აღმოგიკითხავსა?
22. რამეთუ წერილ არს, ვითარმედ: აბრაჰამს ორ ძე ესხნეს, ერთი მხევლისგან და ერთი აზნაურისაგან.
23. არამედ მხევლისაგანი იგი ხორციელად შობილი იყო, ხოლო აზნაურისაი იგი - აღთქუმისაგან.
24. რომელი - იგი არს იგავად, რამეთუ ესე არიან ორნი აღთქუმანი: ერთი იგი სინა მთით, შობილი მონებად, რომელ არს აგარ.
25. რამეთუ აგარ სინა მთაი არს არაბიას, ხოლო თანა - შეეტყუების ამას იერუსალემი, რამეთუ ჰმონებს იგი შვილთა მისთა თანა.
26. ხოლო ზეცისა იგი იერუსალემი აზნაურ არს, რომელ არს დედაი ჩუენ ყოველთაი.
27. რამეთუ წერილ არს: იხარებდ, ბერწი ეგე, რომელი არა ჰშობდ; აღიმაღლე და ხმობდ, რომელსა არა გელმოდა, რამეთუ მრავალ არიან შვილნი ოხრისანი, უფროის, ვიდრე რომელსა - იგი ესუას ქმარი.
28. ხოლო ჩუენ, ძმანო, ისააკისგან აღთქუმისა შვილნი ვართ.
29. არამედ ვითარცა - იგი მაშინ ხორციელად შობილი იგი სდევნიდა სულიერსა მას, ეგრეცა აწ.
30. არამედ რასა იტყვის წიგნი?განაძე მხევალი ეგე და ძე მაგისი: რამეთუ არა დაიმკვიდროს შვილმან მხევლისამან ძისა თანა აზნაურისაისა.
31. ხოლო ჩუენ, ძმანო, არა ვართ შვილნი მხევლისანი, არამედ აზნაურისანი.

თავი 5.

1. აზნაურებითა მით, რომლითა ქრისტემან ჩუენ განგუააზნაურნა, მტკიცედ დეგით და ნუ კუალად უღელსა მას მონებისასა თავსიდებთ.
2. აჰა ესერა მე, პავლე, გეტყვი თქუენ, ვითარმედ: უკუეთუ წინადაიცვითოთ, ქრისტემან თქუენ არარაი გარგოს.
3. ხოლო კუალად უწამებ ყოველსა კაცსა წინადაცუეთილსა, ვითარმედ თანა - მდებ არს იგი ყოველსა სჯულსა ყოფად.
4. განქარვებულ ხართ ქრისტესგან რომელნი - ეგე სჯულითა განჰმართლდებით, მადლისა მისგან განვრდომილ ხართ.
5. რამეთუ ჩუენ სულითა სარწმუნოებისაგან სასოებასა სიმართლისასა მოველით.
6. რამეთუ ქრისტე იესოის მიერ არცა წინადაცუეთილებაი რას შემძლებელ არს, არცა წინადაუცუეთელებაი, არამედ სარწმუნოებაი, სიყუარულისაგან შეწევნული.
7. ჰრბიოდეთ კეთილად; ვინ დაგაბრკოლნა თქუენ ჭეშმარიტებისა არა მორჩილებად?
8. მორჩილებაი ეგე არა ამისგან არს, რომელმან - იგი გიჩინნა თქუენ.
9. მცირემან ცომმან ყოველივე შესუარული აღაფუვნის.
10. მე გესავს თქუენ უფლისა მიერ, ვითარმედ სხუასა არარას ჰზრახვიდეთ; ხოლო რომელი –ი გი აღგძრავს თქუენ, მან იტვირთოს სასჯელი, ვინცა იყოს.
11. ხოლო მე, ძმანო წინადაცუეთასა ღათუ ვქადაგებდე, რაისაღა - მე ვიდევნები? გან - მე - ქარდა საცთური იგი ჯუარისაი?
12. ჯერ - იყო, გან - თუმცა - გეშორნეს, რომელნი - იგი გაშფოთებენ თქუენ.
13. რამეთუ თქუენ აზნაურებასა ჩინებულ ხართ, ძმანო; გარნა ხოლო აზნაურებაი ეგე ნუ მიზეზად ხორცთა, არამედ სიყუარულისა მისთვის ჰმონებდით ურთიერთას.
14. რამეთუ ყოველი სჯული ერთითა სიტყვითა აღესრულების: შეიყუარო მოყუასი შენი, ვითარცა თავი თვისი.
15. ხოლო უკუეთუ ურთიერთას იკბინებოდით და შეიჭამებოდით, იხილეთ, ნუუკუე ურთიერთას განილინეთ.
16. ხოლო ამას გეტყვი: სულითა ვიდოდეთ და ხორცთა გულის თქუმასა ნუ აღასრულებთ.
17. რამეთუ ხორცთა გული უთქუამს სულისათვის და სულსა ხორცთათვის, და ესენი მხდომ არიან ურთიერთას, რაითა არა, რაი –იგი გინდეს, მას ჰყოფდეთ.
18. უკუეთუ სულითა იქცეოდით, არა ხართ სჯულსა ქუეშე.
19. ხოლო ცხად არიან საქმენი ხორცთანი, რომელ არიან: სიძვანი, მრუშებანი, არაწმიდებანი, ბილწებანი,
20. კერპთ-მსახურებანი, მწამლველობანი, მტერობანი, ხდომანი, შურობანი, გულის წყრომანი, წვალებანი, შფოთებანი,
21. შურნი, კაცის - კლავნი, ლირწებანი, მთრვალობანი, სიღოდანი და მსგავსნი ამათნი, რომელსა წინაისწარ გეტყვი თქუენ, ვითარცა პირველ გარქუ, ვითარმედ ესევითარისა მოქმედთა სასუფეველი ღმრთისაი ვერ დაიმკვიდრონ.
22. ხოლო ნაყოფი სულისაი არს: სიყუარული, სიხარული, მშვიდობაი, სულ-გრძელებაი, სიტკბოებაი, სახიერებაი, სარწმუნოებაი, მყუდროებაი, მარხვაი, მოთმინებაი.
23. ესევითართათვის არა ძეს სჯული.
24. ხოლო ქრისტესთა მათ ხორცნი თვისნი ჯუარს-აცუნეს ვნებითურთ და გულის თქუმით.
25. უკუეთუ სულითა ცხოველ ვართ, სულითაცა ვეგნეთ.
26. ნუმცა ვართ მზუაობარ, ურთიერთას მაბრალობელ, ურთიერთას მოშურნე.

თავი 6.

1. ძმანო, უკუეთუ ვინმე დაეპყრას კაცი რომელსამე ბრალსა, თქუენ სულიერთა მაგათ დაამტკიცეთ ეგევითარი-იგი სულითა მით მშვიდობისაითა; ეკრძალე თავსა შენსა, ნუუკუე შენცა განიცადო.
2. ურთიერთას სიმძიმე იტვირთეთ და ესრეთ აღასრულეთ სჯული იგი ქრისტესი.
3. რამეთუ უკუეთუ ვისმე ეგონოს, ვითარმედ არს რაიმე, და იგი არა იყოს, თავსა თვისსა აცთუნებს.
4. არამედ საქმენი თვისნი გამოიცადენინ კაცად-კაცადმან, და მაშინ თავისა თვისისა ხოლო ქებაი აქუნდეს, და არა მოყუსისა მიმართ.
5. რამეთუ კაცად -კაცადმან თვისი ტვირთი იტვირთოს.
6. ხოლო ეზიარებოდენ უმეცარი იგი სიტყუასა მასწავლელისასა ყოველსა შინა კეთილსა.
7. ნუ სცთებით, ღმერთი არა შეურაცხ იქმნების. რამეთუ რაი-ცა-იგი სთესოს კაცმან, იგიცა მოიმკოს.
8. რამეთუ რომელმან სთესოს ხორცთა შინა თვისთა, ხორცთა მიერ თვისთა მოიმკის ხრწნილებაი; ხოლო რომელმან სთესოს სულსა თვისსა, სულისაგან თვისისა მოიმკოს ცხოვრებაი საუკუნოი.
9. ხოლო კეთილისა საქმე ნუმცა გუეწყინების, რამეთუ თვისსა ჟამსა მოვიმკოთ, არა თუ მოვმედგრდეთ.
10. აწ უკუე, ვიდრე ჟამი გუაქუს-ღა, ვიქმოდით კეთილსა ყოველთა მიმართ, ხოლო უფროისად სახლეულთა მათ მიმართ სარწმუნოებისათა.
11. აწ იხილეთ, რავდენი წიგნები მივწერე თქუენდა ხელითა ჩემითა.
12. რომელთა-იგი ჰნებავს პირ-შუენიერებაი ხორცითა, იგინი გაიძულებენ თქუენ წინადაცუეთად, გარნა ხოლო რაითა ჯუარსა ქრისტესსა არა შეუდგენ.
13. რამეთუ არცაღა თვით იგი წინადაცუეთილნი სჯულსა იმარხვენ, არამედ ჰნებავს თქუენი წინადაცუეთაი, რაითა თქუენითა მით ხორცითა იქადოდიან.
14. ხოლო ჩემდა ნუ იყოფინ სიქადულ, გარნა ჯუარითა უფლისა ჩუენისა იესო ქრისტესითა, რომლისათვის სოფელი ჩემდამო ჯუარ - ცუმულ არს და მე სოფლისა.
15. რამეთუ ქრისტე იესოის მიერ არცა წინადაცუეთილებაი რას შემძლებელ არს, არცა წინადაუცუეთელებაი, არამედ ახალი დაბადებული.
16. და რაოდენნი წესსა ამას ზედა ეგნენ, მშვიდობაი მათ ზედა და წყალობაი ისრაელსა ზედა ღმრთისასა.
17. ამიერითგან შრომასა ნუვინ შემამთხუევნ მე; რამეთუ მე საწრეტელნი იგი უფლისა იესოისნი ხორცთა შინა ჩემთა მიტვირთვან.
18. მადლი უფლისა ჩუენისა იესო ქრისტესი სულისა თქუენისა თანა, ძმანო. ამინ.