1. იუდა, იესო ქრისტეს მონაი და ძმაი იაკობისი, თქუენ, ღმრთისა მიერ მამისა
განწმედილთა და იესო ქრისტეს მიერ დამარხულთა ჩინებულთა,
2. წყალობაი თქუენ თანა და მშვიდობაი და სიყუარული განმრავლდინ!
3. საყუარელნო, ყოველივე სწრაფაი ვყავ მიწერად თქუენდა ზოგადისათვის ცხოვრებისა.
ჯერ - მიჩნდა მიწერად თქუენდა და გლოცავ, იღუწიდით ერთ გზის მოცემულისა მისთვის
წმიდათა სარწმუნოებისა.
4. რამეთუ შემო – ვინმე – ვიდეს კაცნი, რომელნი პირველვე წერილ იყვნეს ამას
სასჯელსა, უღმრთონი, რომელნი მადლსა ღმრთისა ჩუენისასა გარდააქცევენ არაწმიდებად და
მხოლოსა მფლობელსა ღმერთსა და უფალსა ჩუენსა იესო ქრისტესა უარ – ჰყოფენ.
5. მოხსენებაი თქუენი მნებავს, დაღათუ იცით ესე ყოველი, რამეთუ ღმერთმან ერთ გზის
ერი იგი ქუეყანით ეგვიპტით იხსნა, ხოლო მეორედ ურწმუნონი იგი წარწყმიდნა.
6. ანგელოზნი იგი, რომელთა - იგი არა დაიმარხეს თვისი იგი სამთავროი, არამედ
დაუტევეს სამკვიდრებელი მათი სასჯელად დიდისა მის დღისა საკრველებითა მით
სამარადისოითა, წყუდიადსა ქუეშე დაჰმარხნა.
7. ვითარცა სოდომოი და გომოროი და გარემოის მათსა ქალაქები იგი, რომელნი მათდავე
სახედ ისიძვიდეს და მიდევნებულ იყვნეს შედგომად ხორცსა უცხოსა, წინა სხენან სახედ,
ცეცხლისა საუკუნოისა სასჯელი მიუღებიეს.
8. ეგრეთვე მსგავსად ესენიცა საჩუენებელსა იხილვენ, ხორცთა შეიბილწებენ, უფლებათა
შეურაცხ – ჰყოფენ, დიდებათა ჰგმობენ.
9. ხოლო მიქაელ მთავარანგელოზი ოდეს – იგი ეშმაკსა მას ესჯოდა და ეტყოდა მოსეს
ხორცთათვის, ვერ იკადრა სასჯელი გმობისაი მოწევნად მის ზედა, არამედ ჰრქუა:
შეგრისხენინ შენ უფალმან!
10. გარნა ესენი, რაოდენი არა იციან, ჰგმობენ და რავდენი ვითარცა პირუტყუთა ბუნებით
იციან, მათ შინა განიხრწნებიან.
11. ვაი მათდა, რამეთუ გზასა მას კაენისსა ვლენან და საცთურსა მას ბალამის
სასყიდლისასა აღერინეს და ცილობითა მით კორესითა წარწყმდეს.
12. ესენი არიან, რომელნი სიყვარულთა მათ თქუენთა შებილწებულნი თანა – შეგცხრებიან
და უშიშად თავთა თვისთა ჰმწყსიან. ღრუბელნი ურწყულნი, ქარისაგან მიმოტაცებულნი,
ხენი ზამთრისანი უნაყოფონი, ორ გზის მომწყდარნი, ძირითურთ მოფხურილნი,
13. ღელვანი ზღვისანი განძვინებულნი, რომელნი პერად აღაფრქუევენ თავისა თვისისათვის
სირცხვილსა, ვარსკულავნი ცთომილნი, რომელთათვის წყუდიადი იგი ბნელისაი საუკუნოდ
დამარხულ არს.
14. წინაისწარმეტყუელა მათთვის მეშვიდემან ადამისითგან ენუქ და თქუა: აჰა ესერა,
მოვიდა უფალი ბევრეულითა წმიდათა მისთაითა.
15. ყოფად სასჯელისა ყოვლისათვისვე და მხილებად ყოველთა უღმრთოთა მათთა ყოველთათვის
საქმეთა უღმრთოებისა მათისათა, რომელთა უსჯულოებდეს, და ყოვეთათვის სიტყუათა
ფიცხელთა, რომელთა იტყოდეს მისთვის ცოდვილნი უღმრთონი.
16. ესენი არიან მდრტვინავნი, მაბრალობელნი, გულის თქუმისაებრ თვისისა მავალნი, და
პირი მათი იტყვის გარდარეულსა. თუალთ აღებენ პირსა სარგებელისა მიზეზითა.
17. ხოლო თქუენ, საყუარელნო, მოიხსენენით სიტყუანი იგი, წინაისწარ თქმულნი
მოციქულთა მიერ უფლისა ჩუენისა იესო ქრისტესთა.
18. რამეთუ გეტყოდეს თქუენ, ვითარმედ უკუანაისკნელთა ჟამთა იყვნენ მოკიცხარნი გულის
თქუმისაებრ თვისისა მავალნი უღმრთოისა.
19. ესენი არიან, რომელნი განიშორებენ თავთა თვისთა მშვინვიერნი, რომელთა სულ არა
აქუს.
20. ხოლო თქუენ, საყუარელნო, წმიდასა მას სარწმუნოებასა თქუენსა ზედა აღაშენებდით
თავთა თქუენთა, სულითა წმიდითა ილოცებდით.
21. თავნი თქუენნი სიყუარულითა ღმრთისაითა დაიცვენით და მოელოდეთ წყალობასა უფლისა
ჩუენისა ისეო ქრისტესსა ცხოვრებად საუკუნოდ.
22. რომელთამე სწყალობდით შეუორგულებელად
23. და რომელთამე იხსნიდით შიშითა და ვითარცა ცეცხლისაგან გამოიტაცებდით, გძულდინ
ხოცთაგან შეგინებულიცა იგი სამოსელი.
24. ხოლო რომელი - იგი შემძლებელ არს დამარხვად თქუენდა შეუცოდებელად და დადგინებად
წინაშე დიდებისა თვისისა უბიწოთა სიხარულით,
25. მხოლოსა ბრძენსა ღმერთსა, მაცხოვარსა ჩუენსა, დიდებაი და სიმდიდრე, სიმტკიცე და
ხელმწიფებაი უწინარეს ყოველთა საუკუნეთა და აწ და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.