1. რომელი იყო პირველითგან, რომელი გუესმა და ვიხილეთ თუალითა ჩუენითა, რომელი
ვიხილეთ და ხელნი ჩუენნი ჰმსახურებდეს სიტყუასა მას ცხორებისასა.
2. და ცხორებაი იგი გამოცხადნა და ჩუენ ვიხილეთ და ვწამებთ და გითხრობთ თქუენ
ცხორებასა მას საუკუნესა, რომელი იყო მამისა თანა და გამოგვიჩნდა ჩუენ;
3. რომელი გუესმა და ვიხილეთ, გითხრობთ თქუენ, რაითა თქუენცა ზიარებაი გაქუნდეს
ჩუენ თანა და უზიარებაი ჩუენი მამისა თანა და ძისა მისისა თანა იესო ქრისტესა.
4. და ამას მივსწერ თქუენდა, რაითა სიხარული იგი ჩუენი სავსებით იყოს.
5. და ესე არს აღთქუმაი იგი, რომელი გუესმა მისგან და გითხრობთ თქუენ, რამეთუ
ღმერთი ნათელ არს და ბნელი არა არს მის თანა არცა ერთ.
6. უკუეთუ ვთქუათ, ვითარმედ ზიარებაი გუაქუს მის თანა და ჩუენ ბნელსა შინა ვიდოდით,
ვტყუვით და არა ვიქმთ ჭეშმარიტებასა.
7. ხოლო უკუეთუ ნათელსა შინა ვიდოდით, ვითარცა იგი ნათელსა შინა არს, ზიარებაი
გუაქუს ურთიერთას. სისხლი იგი იესო ქრისტეს ძისა მისისაი განმწედს ჩუენ ყოვლისაგან
ცოდვისა.
8. უკუეთუ ვთქუათ, ვითარმედ ცოდვაი არა გუაქუს, თავთა თვისთა ვაცთუნებთ და
ჭეშმარიტებაი არა არს ჩუენ თანა.
9. უკუეთუ აღვიარნეთ ცოდვანი ჩუენნი, სარწმუნო არს და მართალ, რაითა მოგვიტევნეს
ჩუენ ცოდვანი ჩუენნი და განმწმიდნეს ყოვლისაგან სიცრუვისა.
10. უკუეთუ ვთქუათ, ვითარმედ არა ვცოდეთ, მტყუვრად გამოვაჩინებთ მას და სიტყუაი
მისი არა არს ჩუენ შორის.
1. შვილნო ჩემნო, ამას მივსწერ თქუენდა, რაითა არა სცოდოთ და უკუეთუ ვინმე
ცოდოს, ნუგეშინის-მცემელი გვივის მამისა მიმართ ქრისტე იესო მართალი.
2. და იგი არს მომტევებელი ცოდვათა ჩუენთაი და არა ხოლო ცოდვათა ჩუენთაი, არამედ
ყოვლისა სოფლისათაი.
3. და ამით უწყით, რამეთუ ვიცით იგი, უკუეთუ მცნებათა მისთა ვიმარხვიდეთ.
4. რომელმან თქუას, ვითარმედ ვიცან იგი, და მცნებათა მისთა არა იმარხვიდეს, მტყუვარ
არს და ჭეშმარიტებაი არა არს მის თანა.
5. ხოლო რომელმან დაიმარხნეს სიტყუანი მისნი, ჭეშმარიტად სიყუარული ღმრთისაი
აღსრულებულ არს მის თანა, ამით უწყით, რამეთუ მის თანა ვართ.
6. რომელმან თქუეს მის თანა ყოფაი, თანა-აც, რაითა, ვითარცა იგი თავადი ვიდოდა,
ეგრეცა მისი სლვაი.
7. ძმანო, არა მცნებასა ახალსა მივსწერ თქუენდა, არამედ მცნებასა პირველსა, რომელი
გაქუნდა დასაბამითგან. მცნებაი იგი პირველი არს სიტყუაი იგი, რომელი გესმა
პირველითგან.
8. კუალად მცნებასა ახალსა მივსწერ თქუენდა, რომელი არს ჭეშმარიტ მის თანა და თქუენ
შორის, რამეთუ ბნელი წარვალს და ნათელი იგი ჭეშმარიტი აწვე ჩანს.
9. რომელმან თქუას ნათელსა შინა ყოფაი და ძმაი თვისი სძულდეს, იგი ბნელსა შინა არს
ვიდრე აქამომდე.
10. ხოლო რომელსა უყუარდეს ძმაი თვისი, იგი ნათელსა შინა არს და საცთური არა არს
მის თანა.
11. ხოლო რომელსა სძულდეს ძმაი თვისი, იგი ბნელსა შინა არს და ბნელსა შინა ვალს და
არა იცის, ვიდრე ვალს, რამეთუ ბნელმან დაუბრმნა თუალნი მისნი.
12. მივსწერ თქუენდა, შვილნო, რამეთუ მიგეტევებიან თქუენ ცოდვანი თქუენნი სახელითა
მისითა.
13. მივსწერ თქუენდა, მამანო, რამეთუ იცანთ პირველი იგი. მივსწერ თქუენდა, ჭაბუკნო,
რამეთუ გიძლევიეს ბოროტისადა. მივსწერ თქუენდა, ყრმანო, რამეთუ იცანთ მამაი.
14. მივწერე თქუენდა, მამანო, რამეთუ იცანთ პირველი იგი. მივწერე თქუენდა, ჭაბუკნო,
რამეთუ ძლიერ ხართ და სიტყუაი ღმრთისაი თქუენ თანა დადგრომილ არს და გიძლევიეს
ბოროტისადა.
15. ნუ გიყუარნ სოფელი ესე, ნუცა-ღა რაი არს სოფლისაი ამის. უკუეთუ ვისმე უყუარდეს
სოფელი ესე, არა არს სიყუარული მამისაი მის თანა.
16. რამეთუ ყოველივე სოფელსა შინა ესე არს გულის თქუმაი ხორცთაი და გულის თქუმაი
თუალთა და სილაღე ამის ცხორებისაი. და ესე არა არს მამისაგან, არამედ სოფლისაგანი
არს.
17. და სოფელი ესე წარხდეს და გულის თქუმაი მისი, ხოლო რომელმან ყოს ნებაი
ღმრთისაი, იგი ეგოს უკუნისამდე.
18. ყმანო, უკუანაისკნელი ჟამი არს და, ვითარცა-იგი გასმიეს, ვითარმედ ანტიქრისტე
მოვალს და აწცა ანტიქრისტენი მრავალნი არიან, ვინაიცა უწყით, ვითარმედ
უკუანაისკნელი ჟამი არს.
19. ჩუენგან განვიდეს, არამედ არა იყვნეს ჩუენგანნი, რამეთუ, უკუეთუმცა ჩუენგანნი
იყვნეს, და-მცა-დგრომილ იყვნეს ჩუენ თანა, არამედ რაითა ცხად იყვნენ, რამეთუ არა
არიან ყოველნი ჩუენგან.
20. და თქუენცა ცხებულებაი გაქუს წმიდისა მისგან და იცით ყოველივე.
21. და მივწერე თქუენდა, ვითარმედ არა იცით ჭეშმარიტებაი იგი, არამედ ვითარმედ იცით
იგი და რამეთუ ყოველი ტყუვილი ჭეშმარიტებისაგან არა არს.
22. ვინ-მე არს მტყუარი იგი? ანუ არა, რომელმან უარ-ყოს, ვითარმედ იესო არა არს
ქრისტე? ესე არს ანტიქრისტე, რომელმან უარ-ყოს მამაი და ძე.
23. ყოველმან რომელმან უარყოს ძე, არცა მამაი არს მის თანა და რომელი აღიარებს
ძესა, მამაიცა არს მის თანა.
24. თქუენ უკუე, რომელი-იგი გესმა პირველითგან, თქუენ თანა ეგენ. უკუეთუ თქუენ თანა
ეგოს, რომელი-იგი გესმა პირველითგან, და თქუენცა ძისა თანა და მამისა ეგნეთ.
25. და ესე არს აღთქუმაი, რომელი-იგი მან აღმითქუა ჩუენ ცხორებაი საუკუნოი.
26. ესე მივწერე თქუენდა მაცთუნებელთა მათ თქუენთათვის.
27. და თქუენცა ცხებულებაი იგი რომელი მიიღეთ მისგან, თქუენ თანა ჰგიეს და არა
გიხმს, ვითარმცა ვინ გასწავა თქუენ, არამედ თვით იგივე ცხებულებაი გასწავებს თქუენ
ყოვლისათვის.
28. და ჭეშმარიტ არს და არა არს ტყუილ; და ვითარცა-იგი გასწავა თქუენ, ეგენით მას
ზედა.
29. და აწ, შვილნო, ეგენით მას ზედა, რაითა, რაჟამს გამოცხადნეს, გუაქუნდეს
კადნიერებაი და არა მრცხუენეს მისგან მოსლვასა მას მისსა.
30. უკუეთუ იცით, ვითარმედ მართალ არს, უწყოდეს, რამეთუ ყოველმან რომელმან ყოს
სიმართლე, მისგან შობილ არს.
1. იხილეთ, რაბამი სიყუარული მომცა ჩუენ მამამან, რაითა შვილ ღმრთისა ვიწოდნეთ.
ამისთვის სოფელმან არა გიცნის თქუენ, რამეთუ არცა იგი იცნეს.
2. საყუარელნო, აწ შვილნო ღმრთისანი ვართ და არღა გამოჩინებულ არს, რაი ყოფად ვართ.
გარნა ვიცით, რამეთუ უკუეთუ გამოცხადნეს, მსგავს მისა ვიყვნეთ, რამეთუ ვიხილოთ იგი,
ვითარცა იგი არს.
3. და ყოველსა რომელსა აქუნდეს სასოებაი ესე მისა მიმართ, განიწმიდოს თავი თვისი,
ვითარცა იგი წმიდა არს.
4. ყოველმან რომელმან ქმნეს ცოდვაი, მან უსჯულოებაიცა ქმნეს და ცოდვა იგი არს
უსჯულოებაი.
5. და იცით, რამეთუ იგი გამოჩნდა, რაითა ცოდვანი ჩუენნი აღიხუნეს და ცოდვაი მის
თანა არა არს.
6. ყოველი რომელი მის თანა ეგოს, არა ცოდოს და ყოველი რომელი ცოდვიდეს, მას არა
უხილავს იგი, არცა იცის იგი.
7. შვილნო, ნუმცა ვინ გაცთუნებს თქუენ. რომელმან ქმნეს სიმართლე, იგი მართალ არს,
ვითარცა იგი თავადიცა მართალ არს.
8. რომელმან ქმნეს ცოდვაი, იგი ეშმაკისაგან არს, რამეთუ დასაბამითგან ეშმაკი
ცოდავს. ამისთვის გამოცხადნა ძე ღმრთისაი, რაითა დაარღვინეს საქმენი ეშმაკისანი.
9. ყოველი რომელი შობილ არს ღმრთისაგან, მან ცოდვაი არა ქმნეს, რამეთუ თესლი მისი
მის თანა დადგრომილ არს. და ვერ ხელ-ეწიფების ცოდვად, რამეთუ ღმრთისა მიერ შობილ
არს.
10. ამის მიერ ცხად არიან შვილნი ღმრთისანი და შვილნი ეშმაკისანი. ყოველმან
რომელმან არა ქმნეს სიმართლე, იგი არა არს ღმრთისაგან ძმაი თვისი,
11. რამეთუ ესე არს აღთქუმაი, რომელი გესმა პირველითგან, რაითა ვიყუარებოდეთ
ურთიერთას.
12. არა ვითარცა-იგი კაინ, რომელი-იგი უკეთურისაგან იყო და მოკლა ძმაი თვისი. და
რაისათვის-მე მოკლა იგი? რამეთუ საქმენი მისნი ბოროტ იყვნეს, ხოლო ძმისა მისისანი –
მართალ.
13. ნუ გიკვირნ თქუენ, ძმანო ჩემნო, რამეთუ გძულობს თქუენ სოფელი.
14. ჩუენ უწყით, რამეთუ მივიცვალენით სიკუდილისაგან ცხორებად, რამეთუ გვიყუარან
ძმანი. რომელსა არა უყუარდეს ძმაი, სიკუდილსა შინა დადგრომილ არს.
15. ყოველსა რომელსა სძულდეს ძმაი თვისი, იგი კაცის-მკლველი არს და იცით, რამეთუ
ყოველსა კაცის-მკლველსა არა აქუს ცხორებაი საუკუნოი მის თანა დადგრომილად.
16. ამით ვცნათ სიყუარული მისი, რამეთუ მან სული თვისი ჩუენთვის დადვა და ჩუენცა
თანა-გუაც ძმათათვის სულთა ჩუენთა დადებაი.
17. უკუეთუ ვისმე აქუნდეს საცხორებელი სოფლისაი ამის და იხილოს ძმაი თვისი, რომელსა
ეხმარებოდეს რაიმე და დაჰხშნეს ნაწლევნი თვისნი მისგან, ვითარ-მე ჰგიეს მის თანა
სიყუარული ღმრთისაი?
18. შვილნო ჩემნო, ნუ ვიყუარებით სიტყვითა ხოლო, ნუცა ენითა, არამედ საქმითა და
ჭეშმარიტებითა.
19. და ამით საცნაურ ვიყვნეთ, რამეთუ ჭეშმარიტებისაგანნი ვართ და წინაშე მისსა
გულნი ჩუენნი გუერწმუნებიან.
20. რამეთუ უკუეთუ გუგმობდეს გული ჩუენი, უფროის არს ღმერთი გულისა ჩუენისა და იცის
ყოველი.
21. საყუარელნო, უკუეთუ გული ჩუენი არა გუგმობდეს ჩუენ, განცხადებულებაი გუაქუს
ღმრთისა მიმართ.
22. და რაიცა-იგი ვითხოოთ, მოვიღოთ მისგან, რამეთუ მცნებათა მისთა ვიმარხავთ და
სათნოებასა წინაშე მისსა ვჰყოფთ.
23. და ესე არს მცნებაი მისი, რაითა გურწმენეს სახელი ძისა მისისა იესო ქრისტესი და
ვიყუარებოდით ურთიერთას, ვითარცა მომცა მცნებაი.
24. და რომელი იმარხვიდეს მცნებათა მისთა, მის თანა ჰგიეს და იგი თავადი მის თანა
და ამით უწყით, რამეთუ ჰგიეს ჩუენ თანა სულისა მისგან, რომელი მომცა ჩუენ.
1. საყუარელნო, ნუ ყოველი სული გრწამნ, არამედ გამოიცადენით, სულნი, უკუეთუ
ღმრთისაგან იყვნენ, რამეთუ მრავალნი ცრუ-წინაისწარმეტყუელნი განსრულ არიან სოფლად.
2. ამით უწყოდეთ სული ღმრთისაი: ყოველმან სულმან რომელმან აღიაროს იესო ქრისტე
ხორციელად მოსრული, იგი ღმრთისაგან არს;
3. და ყოველმან სულმან რომელმან არა აღიაროს იესო ქრისტე ხორციელად მოსრული, იგი
არა ღმრთისაგან არს. და ესე არს ანტიქრისტესთვის, რომელ გასმიეს, ვითარმედ მოსლვად
არს და აწცა სოფელსა შინა არს.
4. თქუენ ღმრთისაგან ხართ, შვილნო, და გიძლევიეს მათდა; რამეთუ უფროის არს, რომელი
თქუენ შორის არს, ვიდრე-ღა რომელი-იგი სოფლისაგან.
5. იგინი სოფლისაგანნი არიან, ამისთვისცა სოფლისასა იტყვიან და სოფელი ისმენს
მათსა.
6. ჩუენ ღმრთისაგან ვართ; რომელმან იცოდის ღმერთი, მან ისმინოს ჩუენი და რომელი არა
იყოს ღმრთისაგან, მან არა ისმინოს ჩუენი. ამის გამო ვცნათ სული ჭეშმარიტებისაი და
სული მაცთურებისაი.
7. საყუარელნო, ვიყუარებოდით ურთიერთას, რამეთუ სიყუარული ღმრთისაგან არს და
ყოველი, რომელსა უყუარდეს, ღმრთისაგან შობილ არს და იცის ღმერთი.
8. რომელსა არა უყუარდეს, მან არა იცის ღმერთი, რამეთუ ღმერთი სიყუარული არს.
9. ამით გამოცხადნა სიყუარული ღმრთისაი ჩუენ შორის, რამეთუ ძე თვისი მხოლოდ შობილი
მოავლინა ღმერთმან სოფლად, რაითა ვცხოვნდეთ მის მიერ.
10. და ესე არს სიყუარული, არა რამეთუ ჩუენ შევიყუარეთ ღმერთი, არამედ რამეთუ მან
ჩუენ შემიყუარნა და მოავლინა ძე თვისი მლხინებელად ცოდვათა ჩუენთა.
11. საყუარელნო, უკუეთუ ღმერთმან ესრეთ შემიყუარნა, ჩუენცა თანა-გუაც ურთიერთას
სიყუარული.
12. ღმერთი არასადა ვის უხილავს. უკუეთუ ვიყუარებოდით ურთიერთას, ღმერთი ჩუენ შორის
ჰგიეს და სიყუარული მის ჩუენ შორის აღსრულებულ არს.
13. ამით უწყით, რამეთუ მის თანა ვჰგიეთ და იგი ჩუენ შორის, რამეთუ სულისა
მისისაგან მომცა ჩუენ.
14. და ჩუენ ვიხილეთ და ვწამებთ, რამეთუ მამამან მოავლინა ძე მაცხოვრად სოფლისა.
15. რომელმან აღიაროს, ვითარმედ იესო არს ძე ღმრთისაი, ღმერთი მის თანა ჰგიეს და
იგი ღმრთისა თანა.
16. და ჩუენ ვცნათ და გურწმენა სიყუარული, რომელი აქუს ღმერთსა ჩუენდა მომართ.
ღმერთი სიყუარული არს და რომელი ეგოს სიყუარულსა ზედა, ღმერთი მის თანა ჰგიეს და
იგი ღმრთისა თანა.
17. ამით აღსრულებულ არს სიყუარული ჩუენ შორის, რაითა განცხადებულებაი გუაქუნდეს
დღესა მას სასჯელისასა, რამეთუ ვითარცა იგი იყო, და ჩუენცა ვართ სოფელსა ამას შინა.
18. შიში არა არს სიყუარულსა თანა, არამედ სრულმან სიყუარულმან გარე განდევნის
შიში, რამეთუ შიშსა ტანჯვაი აქუს, ხოლო მოშიში იგი არა სრულ არს სიყუარულსა ზედა.
19. ჩუენ გვიყუარს იგი, რამეთუ მან პირველად შემიყუარნა ჩუენ.
20. უკუეთუ ვინმე თქუეს, ვითარმედ მიყუარს ღმერთი და ძმაი თვისი სძულდეს, მტყუარ
არს, რამეთუ რომელსა არა უყუარდეს ძმაი თვისი, რომელი იხილა, ღმერთი, რომელი არა
უხილავს, ვითარ ძალ-უც შეყუარებად?
21. და ესე მცნებაი მოვიღეთ მისგან, რაითა რომელსა უყუარდეს ღმერთი, უყუარდეს
ძმაიცა თვისი.
1. ყოველსა რომელსა ჰრწმენეს, ვითარმედ იესო არს ქრისტე, იგი ღმრთისაგან შობილ
არს და ყოველსა რომელსა უყუარდეს მშობელი, უყუარს შობილიცა იგი მისგან.
2. ამით უწყით, რამეთუ გვიყუარან შვილნი ღმრთისანი, რაჟამს ღმერთი გვიყუარდეს და
მცნებათა მისთა ვიმარხვიდეთ.
3. რამეთუ ესე არს სიყუარული ღმრთისაი, რაითა მცნებათა მისთა ვიმარხვიდეთ და
მცნებანი მისნი მძიმე არა არიან.
4. რამეთუ ყოველი რომელი შობილ იყოს ღმრთისაგან, სძლევს სოფელსა და ესე არს ძლევაი,
რომლითა სძლევს სოფელსა სარწმუნოებაი ჩუენი.
5. რაი არს, რომლითა სძლევს სოფელსა? არამედ რომელსა ჰრწმენეს, ვითარმედ იესო არს
ძე ღმრთისა?
6. ესე არს, რომელი მოვიდა წყლითა და სისხლითა, იესო ქრისტე არა წყლითა ხოლო,
არამედ წყლითა და სისხლითაცა; და სული არს, რომელი წამებს, რამეთუ სული არს
ჭეშმარიტებისაი.
7. რამეთუ სამნი არიან, რომელნი წამებენ ცათა შინა: მამაი, სიტყუაი და სული წმიდაი;
ესე სამნი ერთ არიან.
8. და სამნი არიან, რომელნი წამებენ: სული და წყალი და სისხლი; და სამნივე ესე
ერთისა მიმართ არიან.
9. უკუეთუ წამებასა კაცთასა მოვიღებთ, წამებაი ღმრთისაი უფროის არს, რამეთუ ესე არს
წამებაი ღმრთისაი, რომელი წამა ძისა მისისათვის.
10. რომელსა ჰრწმენეს ძისა მიმართ ღმრთისა, აქუს წამებაი იგი თავსა შორის თვისსა;
რომელსა არა ჰრწმენეს ღმერთი, მტყუვრად გამოაჩინა იგი, რომელი წამა ღმერთმან ძისა
მისისათვის.
11. და ესე არს წამებაი, რამეთუ ცხოვრებაი საუკუნოი მომცა ჩუენ ღმერთმან და ესე
ცხოვრებაი ძისა მისისა თანა არს.
12. რომელსა აქუნდეს ძე, აქუს ცხოვრებაიცა. რომელსა არა აქუნდეს ძე ღმრთისაი, მას
არცა ცხოვრებაი აქუს.
13. ესე მივწერე თქუენდა, მორწმუნეთა სახელისა მიმართ ძისა ღმრთისა, რაითა უწყოდით,
რამეთუ ცხოვრებაი საუკუნოი გაქუს, რაითა გრწმენეს სახელისა მიმართ ძისა ღმრთისა.
14. და ესე არს განცხადებულებაი, რომელი მაქუს მისა მიმართ, რამეთუ უკუეთუ რაიმე
ვითხოვოთ ნებისაებრ მისისა, ისმენს ჩუენსა.
15. რაიცა-იგი ვითხოვოთ და უწყით, რამეთუ მოვიღოთ თხოვაი იგი, რომელი ვითხოვეთ
მისგან.
16. უკუეთუ ვინმე იხილოს ძმაი თვისი, რომელი ცოდვიდეს ცოდვასა არა სასიკუდინესა,
ითხოვოს და მოსცეს მას ცხორებაი, რომელნი-იგი ცოდვიდენ არა სასიკუდინედ; არს ცოდვაი
სასიკუდინე, არა მისთვის ვიტყვი, რაითა ითხოვოს.
17. ყოველივე სიცრუვე ცოდვა არს და არს ცოდვაი არა სასიკუდინე.
18. ვიცით, რამეთუ ყოველი რომელი შობილ იყოს ღმრთისაგან, არა ცოდოს, არამედ
რომელი-იგი შობილ იყოს ღმრთისაგან, დაიმარხოს თავი თვისი და ბოროტი მას არა შეეხოს.
19. ვიცით, რამეთუ ღმრთისაგან ვართ და ყოველი სოფელი ბოროტსა ზედა დგას.
20. ხოლო ვიცით, რამეთუ ძე ღმრითსაი მოვიდა და მომცა ჩუენ გონებაი, რაითა ვიცოდით
ჩუენ ჭეშმარიტი ღმერთი და ვართ ჩუეენ ჭეშმარიტისა თანა ძისა მისისა იესო ქრისტესა.
ესე არს ჭეშმარიტი ღმერთი, ცხორებაი საუკუნოი.
21. შვილნო, დაიცვენით თავნი თვისნი კერპთაგან. ამინ.
1. მოხუცებული რჩეულსა დედოფალსა და შვილთა მისთა, რომელნი მიუყარან მე
ჭეშმარიტებით და არა ხოლო მე, არამედ ყოველთავე, რომელთა უცნობიეს ჭეშმარიტებაი,
2. ჭეშმარიტებისაგან, რომელი დამკვიდრებულ არს ჩუენ შორის და ჩუენ თანა იყოს
უკუნისამდე.
3. იყავნ თქუენ თანა მადლი, წყალობაი და მშვიდობაი ღმრთისა მიერ მამისა და უფლისა
მიერ იესო ქრისტესა ძისა მისისა ჭეშმარიტებით და სიყუარულით.
4. განვიხარე ფრიად, რამეთუ ვიპოვნ შვილთაგან შენთა, რომელნი ვლენან ჭეშმარიტებით,
ვითარცა-იგი მცნებაი მოვიღეთ მამისაგან.
5. და აწ გიკითხავ შენ, დედოფალო, არა ვითარცა მცნებასა ახალსა მივსწერ შენდა,
არამედ რომელი მაქუნდა დასაბამითგან, რაითა ვიყუარებოდით ურთიერთას.
6. და ესე არს სიყუარული, რაითა ვიდოდით მცნებათაებრ მისთა, და ესე არს მცნებაი
მისი, ვითარცა-იგი გესმა დასაბამითგან, რაითა მას შინა ხვიდოდით.
7. რამეთუ მრავალნი მაცთურნი შემოვიდეს სოფლად, რომელნი არა აღიარებენ იესო
ქრისტესა ხორციელად მოსრულსა; ესე არს მაცთური და ანტიქრისტე.
8. ეკრძალენით თავთა თქუენთა, რაითა ვქმენით, არამედ სასყიდელი სავსებით მოვიღოთ.
9. ყოველივე რომელი გარდაჰხდებოდის და არა ეგოს მოძღურებასა ზედა ქრისტესსა, მის
თანა ღმერთი არა არს, ხოლო რომელი ეგოს მოძღურებასა ზედა ქრისტესსა, მის თანა ძეცა
და მამაიცა არს.
10. რომელი მოვიდეს თქუენდა და ესე მოძღურებაი არა მოაქუნდეს, ნუ შეიწყნარებთ მას
სახლთა თქუენთა და “გიხაროდენ” ნუ ეტყვით მას.
11. რამეთუ რომელმან ჰრქუას მას “გიხაროდენ”, ეზიარების საქმეთა მისთა ბოროტთა.
12. მრავალი მინდა მიწერად თქუენდა, არამედ არა ვინებე ქარტითა და მელნითა, რამეთუ
ვესავ მოსლვად თქუენდა და პირისპირ სიტყუად, რაითა სიხარული იგი ჩუენი სავსებით
იყოს.
13. გიკითხვენ შენ შვილნი დისა შენისა რჩეულისანი.
1. მოხუცებული გაიოზს საყუარელსა, რომელი მიყუარს მე ჭეშმარიტებით.
2. საყუარელო, ყოვლისათვის გლოცავ შენ წარმართებად და მშვიდობად, ვითარცა – ეგე
წარუმართებიეს სულსა შენსა.
3. რამეთუ ფრიად განვიხარე მომავალთაგან ძმათა, რომელნი წამებდეს ჭეშმარიტებისა
შენისათვის, ვითარ – იგი შენ ჭეშმარიტებით ხუალ.
4. სხუაი უფროისი სიხარული ამისსა არა მაქუს, რაითა მესმოდის შვილთა ჩემთა
ჭეშმარიტებით სლვაი.
5. საყუარელო, სარწმუნოდ ჰყოფ, რომელსა – ეგე იქმ ძმათა მიმართ და უცხოთა.
6. რომელთა წამეს სიყუარულისა შენისათვის წინაშე ეკლესიათა, რომელთასა კეთილად
ჰყოფ, წარრაი – ჰგზავნი მათ ღირსად ღმრთისა.
7. რამეთუ სახელისა მისისათვის გამოვიდეს და არარაი გამოიღეს წარმართთაგან.
8. ხოლო ჩუენდა ჯერ – არს შეწყნარებაი ეგევითართაი მათ, რაითა თანა – შემწე
ვექმნნეთ ჭეშმარიტებასა.
9. მივწერე ესე ეკლესიისა, არამედ მთავრობის მოყუარე იგი მათი დიოტრეფე არა
შემიწყნარებს ჩუენ.
10. ამისთვის უკუეთუ მოვიდე, მოვახსენნე მას საქმენი მისნი, რომელთა იქმს, სიტყვითა
ბოროტითა გუგმობს ჩუენ და არა კმა – იყოფს ამას ზედა, არამედ არცა იგი შეიწყნარებს
ძმათა და რომელთა ჰნებავს შეწყნარების, მათცა აყენებს და კრებულისაგან განასხამს.
11. საყუარელო, ნუ ჰბაძავ ბოროტსა მას, არამედ კეთილსა, რამეთუ კეთილის მოქმედი
ღმრთისაგან არს, ხოლო ბოროტის მოქმედსა მას არა უხილავს ღმერთი.
12. დიმიტრი წამებულ არს ყოველთაგან და თვით მის ჭეშმარიტებისაგანცა ჩუეცა ვწამებთ
და იცით, რამეთუ წამებაი ჩუენი ჭეშმარიტ არს.
13. მრავალი მინდა მიწერად შენდა, არამედ არა მნებავს მელნითა და კალმითა მიწერად
შენდა.
14. რამეთუ ვესავ ადრე ხილვასა შენსა და პირისპირ ვიტყოდით.
15. მშვიდობაი შენდა! გიკითხვენ შენ მეგობარნი. კითხვაი არქუ მოყუარეთა ჩუენთა
სახელით.