1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
1. დასაბამი სახარებისაი იესო ქრისტესი, ძისა ღმრთისაი.
2. ვითარცა წერილ არს წინაისწარმეტყუელთა მიერ: აჰა ესერა მე წარვავლინო ანგელოზი
ჩემი წინაშე პირისა შენსა, რომელმან განმზადნეს გზანი შენნი წინაშე პირსა შენსა.
3. ხმაი მღაღადებელისაი უდაბნოსა: განმზადენით გზანი უფლისანი და წრფელ ყვენით
ალაგნი მისნი.
4. იყო იოანე უდაბნოსა და ნათელ-სცემდა და ქადაგებდა ნათლის-ცემასა სინანულისასა
მისატევებელად ცოდვათა.
5. და განვიდოდა მისა ყოველი სოფლები ჰურიასტანისაი და იერუსალემელნი, და
ნათელ-იღებდეს მისგან ყოველნი იორდანესა მდინარესა და აღუარებდეს ცოდვათა მათთა.
6. ხოლო ემოსა იოანეს სამოსლად თმისაგან აქლემისა და სარტყელი ტყავისაი წელთა
მისთა, და ჭამდა იგი მკალსა და თაფლსა ველურსა.
7. ქადაგებდა და იტყოდა: ესერა მოვალს უძლიერესი ჩემსა შემდგომად ჩემსა, რომლისა
ვერ ღირს ვარ განხსნად საბელსა ხამლთა მისთასა.
8. მე ნათელ-გცემთ თქუენ წყლითა, ხოლო მან ნათელ-გცეს თქუენ სულითა წმიდითა.
9. და იყო მათ დღეთა შინა მოვიდა იესო ნაზარეთით გალილეაისაით და ნათელ-იღო
იოანესგან იორდანესა.
10. და მეყსეულად აღმოსვლასა მისსა მიერ წყლით იხილნა ცანი განხმულნი და სული
ღმრთისაი გარდამომავალი ვითარცა ტრედი მის ზედა.
11. და ხმაი იყო ზეცით: შენ ხარ ძე ჩემი საყუარელი, შენ სათნო-გიყავ.
12. და მეყსეულად სულმან განიყვანა იგი უდაბნოდ.
13. და იყო მუნ ორმეოც დღე და გამოიცადებოდა ეშმაკისაგან და იყო მხეცთა თანა, და
ანგელოზნი მსახურებდეს მას.
14. და შემდგომად მიცემისა იოანესა მოვიდა იესო გალილეად, ქადაგებდა სახარებასა
სასუფეველისა ღმრთისაისასა
15. და იტყოდა, ვითარმედ: აღსრულებულ არს ჟამი და მოახლებულ არს სასუფეველი
ღმრთისაი. შეინანეთ და გრწმენინ სახარებასაი.
16. ხოლო ვიდოდა რაი ზღვის კიდესა მას გალილეაისასა, იხილნა სვიმონ და ანდრეა, ძმაი
მისი, ითხევლიდეს რაი ზღუასა მას ზედა, რამეთუ იყვნენ იგინი მესათხევლე.
17. და ჰრქუა მათ იესო: მოვედით და შემომიდეგით მე და გყვნე თქუენ მესათხევლე
კაცთა.
18. ხოლო მათ მეყსეულად დაუტევნეს ბადენი მათნი და მისდევდეს მას.
19. და მცირედ წარვიდა და იხილა იაკობ ზებედესი და იოანე, ძმაი მისი, და იგინი
განაგებდეს ბადეთა ნავსა შინა.
20. და უწოდა მათ. ხოლო მათ მეყსეულად დაუტევეს ზებედე, მამაი მათი, ნავსა შინა
მუშაკთა მისთა თანა და მისდევდეს მას.
21. და შევიდეს კაპერნაუმდ. და მეყსეულად დღესა შაბათსა შევიდა შესაკრებელსა მათსა
და ასწავებდა მათ.
22. და განუკვირდებოდა ერსა მას მოძღურებაი იგი მისი, რამეთუ ასწავებდა მათ,
ვითარცა-იგი, ვის აქუნ ხელმწიფებაი, და არა ვითარ-იგი მწიგნობარნი მათნი.
23. და იყო კრებულსა მას შინა მათსა კაცი, რომლისა თანა იყო სული არაწმიდაი,
ღაღად-იყო
24. და თქუა: ეჰა, რაი არს ჩუენი და შენი, იესო ნაზარეველო? მოსრულ ხარ წარწყმედად
ჩუენდა. გიცით შენ, ვინ ხარ, წმიდაი ეგე ღმრთისაი.
25. შეჰრისხნა მას იესო და ჰრქუა: პირი დაიყავ და განვედ მაგისგან.
26. და დასცა იგი სულმან მან არაწმიდამან და ხმა-ყო ხმითა დიდითა და განვიდა
მისგან.
27. და დაუკვირდებოდა ყოველთა, ვიდრე გამოძიებადმდე ურთიერთას, და იტყოდეს: რაი-მე
არს მოძღურებაი ესე ახალი, რამეთუ ხელმწიფებით სულთაცა არაწმიდათა უბრძანებს, და
ერჩიან მას?
28. და განხდა ჰამბავი მისი ყოველსა მას სოფლებსა გალილეაისასა.
29. და მიერ შესაკრებელით გამოვიდა და მოვიდა სახლსა სვიმონისასა და ანდრეაისსა.
იოანეს და იაკობის თანა.
30. ხოლო სიდედრი სვიმონისი დავრდომილ იყო მხურვალებითა. და უთხრეს იესოს მისთვის.
31. და მოვიდა და უპყრა ხელი მისი და აღადგინა იგი, და მეყსეულად დაუტევა იგი
მხურვალებამან მან, და აღდგა და ჰმსახურებდა მათ.
32. და ვითარ შემწუხრდებოდა და მზე დაჰვიდოდა, მოჰყვანდეს მისა ყოველნი სნეულნი და
ეშმაკეულნი.
33. და ყოველი ქალაქი შეკრებულ იყო წინაშე კართა.
34. და განკურნნა ყოველნი ბოროტთაგან სენთა და თითო-სახეთაგან სნეულებათა და
ეშმაკნი მრავალნი განასხნა და არა უტევებდა სიტყუად ეშმაკთა მათ, რამეთუ იცოდეს
იგი, ვითარმედ ქრისტე არს.
35. და განთიად რიჟურაჟუს ოდენ. აღდგა და გამოვიდა მიერ და განვიდა უდაბნოსა
ადგილსა და მუნ ილოცვიდა.
36. და მისდევს მას სვიმონ და მისთანანი.
37. და პოვეს იგი და ჰრქუეს მას, ვითარმედ ყოველნი გეძიებენ შენ.
38. ხოლო იესო ჰრქუა მათ: მოვედით და წარვიდეთ მახლობელსა დაბნებსა და ქალალებსა,
რაითა მუნ უქადაგოთ, რამეთუ ამისთვის მოვივლინე.
39. და ქადაგებდა შესაკრებელთა მათთა და ყოველსა გალილეასა და ეშმაკთა განასხმიდა.
40. მაშინ მოუხდა მას ერთი განკეთროვნებული, ევედრებოდა მას და მუხლნი დაიდგნა და
ეტყოდა: უფალო, უკუეთუ გინდეს, ძალ-გიც განწმედად ჩემდა.
41. ხოლო იესოს შეეწყალა იგი, განყო ხელი, შეახო მას და ჰრქუა: მნებავს, განწმიდენ!
42. და ვითარცა ესე თქუა, მეყსეულად განეყარა მას კეთროვნებაი იგი, და განწმიდნა
იგი.
43. და შეჰრისხნა მას და მეყსეულად გამოაძო იგი.
44. და ჰრქუა მას: იხილე, ნუვის უთხრობ, არამედ მივედ და უჩუენე თავი შენი მღდელსა
და შეწირე განწმედისა შენისათვის, რომელი-იგი ბრძანა მოსე საწამებელად მათა.
45. ხოლო იგი გამოვიდა მიერ და იწყო ქადაგებად ფრიად და მოდადებად სიტყვისა მის,
ვითარმედ ვერღარა ხელ-ეწიფება მას ცხადად ქალაქად შესვლად, არამედ გარე უდაბნოთა
ადგილთა იყოფოდა. და მოვიდოდეს მისა ყოვლით კერძო.
1. და შევიდა კუალად კაპერნაუმდ შემდგომად მცირედთა დღეთა; და ესმა, რამეთუ
სახლსა შინა არს.
2. და მეყსეულად შეკრბა მუნ სიმრავლე ერისაი, ვიდრემდე ვერღარა იტევდა წინაშე კართა
მათ, და ეტყოდა მათ სიტუასა.
3. და მოვიდეს მისა და მოაქუნდა განრღუეული ზე-კიდებული ოთხთაგან.
4. და ვითარ ვერ შეუძლეს მიახლებად მისა ერისა მისგან, აღსძარცუეს სართული სახლისაი
მის, სადა-იგი იყო, და აღიღეს და გარდაუტევეს ცხედარი იგი, რომელსა ზედა იდვა
განრღუეული იგი.
5. და იხილა იესო სარწმუნოებაი იგი მათი და ჰრქუა განრღუეულსა მას: შვილო,
მიგიტევნენ შენ ცოდვანი შენნი!
6. ხოლო იყვნეს ვინმე მუნ მსხდომარენი მწიგნობართაგანნი და ზრახავდეს გულთა შინა
მათთა და იტყოდეს,
7. ვითარმედ: ესე გმობასა იტყვის; ვის ხელ-ეწიფების მიტევებად ცოდვათა, გარნა
მხოლოსა ღმერთსა?
8. ხოლო იესო მეყსეულად გულისხმა-ყო სულითა, რამეთუ ესრეთ ზრახვენ გულთა შინა
მათთა, და ჰრქუა მათ: რაისა მაგას ჰზრახავთ გულთა შინა თქუენთა?
9. რაი უადვილეს არს სიტყუად განრღუეულსა ამას: მიგეტევნენ ცოდვანი შენნი, ანუ
თქმად: აღდეგ, აღიღე ცხედარი შენი და ვიდოდე?
10. ხოლო რაითა უწყოდით, რამეთუ ხელმწიფებაი აქუს ძესა კაცისასა ქუეყანასა ზედა
მიტევებად ცოდვათა, ჰრქუა განღუეულსა მას:
11. შენ გეტყვი: აღდეგ და აღილე ცხედარი შენი და წარვედ სახიდ შენდა.
12. და მეყსეულად აღდგა იგი და აღიღო ცხედარი თვისი და გამოვიდა წინაშე ყოველთასა,
ვითარმედ განუკვირდებოდაცა ყოველთა და ადიდებდეს ღმერთსა და იტყოდეს, ვითარმედ:
არასადა ესრეთ ვიხილეთ.
13. და კუალად განვიდა ზღვის კიდესა, და ყოველი ერი მოვიდოდა მისა; და მუნ
ასწავებდა მათ.
14. და წარვიდოდა, იხილა ლევი ალფესი, მჯდომარე საზუერესა ზედა, და ჰრქუა მას:
მომდევდი მე. და აღდგა და მისდევდა მას.
15. და იყო, ვითარცა ინახითჯდა იგი სახლსა შინა მისსა, და მრავალნი მეზუერენი და
ცოდვილნი სხდეს იესოის თანა და მოწაფეთა მისთა თანა, რამეთუ იყვნეს მუნ მრავალნი და
მისდევდეს მას.
16. და მწიგნობართა მათ და ფარისეველთა, ვითარცა იხილეს იგი, რამეთუ მეზუერეთა და
ცოდვილთა თანა ჭამს, ეტყოდეს მოწაფეთა მისთა: რაისათვის მეზუერეთა და ცოდვილთა თანა
ჭამს და სუამს?
17. და ესმა ესე იესოს და ჰრქუა მათ: არა უხმს ცოცხალთა მკურნალი, არამედ სნეულთა.
არა მოვედ წოდებად მართალთა, არამედ ცოდვილთა სინანულად.
18. და იყვნეს მოწაფენი იოანესნი და ფარისეველნი მარხვასა შინა. და მოვიდეს მისა და
ჰრქუეს მას: რაისათვის მოწაფენი იოანესნი და ფარისეველთანი იმარხვენ და მოწაფენი
შენნი არა იმარხვენ?
19. ჰრქუა მათ იესო: ვერ ხელეწიფების ძეთა სიძისათა, ვიდრე სიძე იგი მათ თანა არს,
მარხვად.
20. არამედ მოვლენან დღენი, ოდეს ამაღლდეს სიძე იგი მათგან, და მაშინ იმარხვიდენ
მას დღესა შინა.
21. არავინ სადგმელი ახალი დაადგის სამოსელსა ძუელსა; უკუეთუ არა, მოაპის მისგან
ცოცხალიცა იგი ახალმან მან ძუელისაი მის, და უძვირესად განიპის.
22. და არავინ შთაასხის ღვინოი ახალი თხიერთა ძუელთა, რაითა არა განხეთქნეს
ღვინომან ახალმან თხიერნი იგი, და ღვინოი დაითხიოს, და თხიერნი წარწყმდენ; არარმედ
ღვინოი ახალი თხიერთა ახალთა შთაასხიან.
23. და იყო, ვითარ-იგი თანაწარჰვიდოდა შაბათსა ყანებისაგან, და მოწაფეთა მისთა
იწყეს გზასასვლად და მუსრვად თავსა ხუვილისასა.
24. ხოლო ფარისეველნი იგი ეტყოდეს მას: იხილე, რასა ზმენ მოწაფენი შენნი შაბათსა
შინა, რომელი არა ჯერ-არს ყოფად?
25. ხოლო იესო ჰრქუა მათ: არასადა აღმოგიკითხავსა, რაი-იგი ყო დავით,რაჟამს-იგი
უხმდა და შეემშია მას და მისთანათა?
26. ვითარ-იგი შევიდა სახლსა ღმრთისასა. აბიათარ მღდელთ თავრისა ზე და პურნი იგი
შესაწირავთანი შეჭამნა და სცა მისთანათაცა, რომელთაი არა ჯერ-არს ჭამად, გარნა
მღდელთა ხოლო?
27. და ეტყოდა მათ: შაბათი კაცისათვის დაებადა, და არა თუ კაცი შაბათისათვის.
28. ვინაიცა უფალ არს ძე კაცისაი შაბათისაცა.
1. და მერმე შევიდა შესაკრებელსა, და იყო მუნ კაცი, რომელსა ხელი განხმელი ედგა.
2. და უმზირეს მას, უკუეთუ შაბათსა განკურნოს იგი, რაითა შეასმინონ იგი.
3. და მას ჟამსა ჰრქუა იესო კაცსა მას, რომელსა ხელი განხმელ ედგა: აღდეგ და
წარმოდეგ შორის.
4. და ჰრქუა მას იესო: ჯერ-არსა შაბათსა შინა კეთილისა საქმე ანუ ბოროტისაი? სულისა
ცხოვრებაი ანუ მოკლვაი? ბოლო იგინი დუმნეს.
5. და მიმოიხილა მათდა რისხვით და მწუხარედ სიბრმისათვის გულთა მათთაისა და ჰრქუა
კაცსა მას: განირთხ ხელი შენი! და მან განირთხა, და კუალად მოეგო ხელი იგი, ვითარცა
ერთი იგი.
6. და ვითარცა გამოვიდეს მიერ ფარისეველნი იგი ჰეროდიანთა თანა, და ზრახვა-ყვეს
მისთვის, რაითა წარწყმიდონ იგი.
7. ხოლო იესო მოწაფითურთ განეშორა მათგან და მოვიდა ზღვის კიდედ. და მრავალი ერი
შეუდგა მას გალილეაით და ჰურიასტანით,
8. იერუსალიმით, იდუმიაით, წიღ იორდანით და ტვიროსით კერძო და სიდონით. ესმა
მრავალსა სიმრავლესა, რაოდენსა-იგი იქმოდა, და მოვიდეს მისა.
9. და ჰრქუა მოწაფეთა თვისთა, რაითა ნავი განუმზადონ მას ერისა მისთვის, რაითა არა
შეაიწრონ იგი.
10. რამეთუ მრავალთა განჰკურნებდა, ვითარმედ ზედაცა დაესხმოდა მას ერი იგი, რაითა
შეოდენ-ეხნენ. და რაოდენთა აქუნდა უძლურებაი და შეეხნეს, განიკურნებოდეს.
11. და სულები იგი არაწმიდაი ჰხედვიდეს მას და შეუვრდებოდეს, ღაღადებდეს და
იტყოდეს:
შენ ხარ ძე ღმრთისაი.
12. და ფრიად შეჰრისხნა მათ იესო, რაითა არა გამოაცხადონ იგი.
13. და აღვიდა მთასა და მოუწოდა, რომელთაი უნდა მას; და მოვიდეს მისა.
14. და ყვნა ათორმეტნი იგი, რაითა იყნეს მის თანა და წარავლინნეს იგინი ქადაგებად.
15. და რაითა აქუნდეს ხელმწიფებაი განსხმად ეშმაკთა.
16. და დასდვა სახელები სვიმონს პეტრე,
17. და იაკობ ზებედესი და იოანე, ძმაი იაკობისი, და დასდვა მათ სახელები: ბანერგეს,
რომელ არს: ძენი ქუხილისანი.
18. ანდრეა და ფილიპე, ბართლომე და მათეოს, თომა და იაკობ ალფესი, თადეოს და სვიმონ
კანანელი;
19. და იუდა ისკარიოტელი, რომელმანცა მისცა იგი.
20. და მოვიდეს, და შეკრბა კუალად მისა ერი, ვიდრემდის ვერ ხელ-ეწიფებოდა მათ
ვერცაღა პურისა ჭამად.
21. და ესმა მის კერძოისათა და გამოვიდეს შეპყრობად მისა, რამეთუ იტყოდეს, ვითარმედ
განკრთომილ არს.
22. და მწიგნობარნი იგი, რომელნი იერუსალემით შთამოსრულ იყვნეს, იტყოდეს, ვითარმედ
ბელზებული მის თანა არს, და მთავრითა ეშმაკთაითა განასხამს ეშმაკთა.
23. და მოუწოდა მათ და იგავით ეტოდა: ვითარ ხელ-ეწიფების ეშმაკსა ეშმაკისა განხდად?
24. და უკუეთუ მეუფებაი მეუფებასა განევლთას, ვერ ხელ-ეწიფების დამტკიცებად
მეუფებაი იგი.
25. და უკუეთუ სახლი სახლსა განევლთას, ვერ ხელ-ეწიფების სახლი იგი დამტკიცებად.
26. და უკუეთუ ეშმაკი თავსა თვისსა ზედა აღდგომილ არს და განყოფილ არს, ვერ
ხელ-ეწიფების დამტკიცებად, არამედ აღსასრული აქუს.
27. და არცა ვის ხელ-ეწიფების შესლვად სახლსა ძლიერისასა და ჭურჭელი მისი
გამოტყუენვად, არა თუ პირველად ძლიერი იგი შეკრას და მაშინღა სახლი მისი
გამოატყუენოს.
28. ამინ გეტყვი თქუენ, ვითარმედ: ყოველივე მიეტეოს ძეთა კაცთა ცოდვანი და გმობანი,
რაოდენსაცა ჰგმობდნენ;
29. ხოლო რომელმან თქუას გმობაი სულისა წმიდისათვის, არა აქუს მიტევებაი
უკუნისამდე, არამედ თანამდებ არს იგი საუკუნოისა სასჯელისა.
30. რამეთუ იტყოდეს, ვითარმედ სული არაწმიდაი არს მის თანა.
31. მოვიდეს უკუე ძმანი მისნი და დედაი მისი და გარეშე დგეს და მოუვლინეს მას და
გამოჰხადოდეს.
32. და სხდა გარემო მისა ერი მრავალი, და ვითარცა ჰრქუეს მას: აჰა დედაი შენი და
ძმანი შენნი გარე დგანან და გეძიებენ შენ,
33. მიუგო იესო და ჰრქუა: ვინ არს დედაი ჩემი ანუ ძმანი ჩემნი?
34. და მიმოიხილა გარემოის მისა მოწაფეთა თვისთა მსხდომარეთა და ჰრქუა: აჰა დედაი
ჩემი და ძმანი ჩემნი.
35. რამეთუ რომელმან ყოს ნებაი ღმრთისაი, ესე არს ძმაი ჩემი დაი ჩემი და დედაი
ჩემი.
1. მერმე კუალად იწყო სწავლად ზღვის კიდესა; და შეკრბა მისა ერი მრავალი, ვიდრე
შესლვადმდე მისა ნავად, და დაჯდა იგი ნავსა მას ზღუასა შინა; და ყოველი იგი ერი
ზღვის კიდესა ქუეყანასა ზედა დგა.
2. და ასწავლა მათ იგავით ფრიად და ეტყოდა მათ სწავლასა მას მისსა:
3. ისმინეთ ესე: გამოვიდა მთესვარი თესვად.
4. და იყო, თესვასა მას მისსა რომელიმე დავარდა გზასა ზედა, მოვიდეს მფრინველნი და
შეჭამეს იგი.
5. და სხუაი დავარდა კლდოვანსა ზედა, სადა არა იყო მიწაი ფრიად, და მეყსეულად
აღმოსცენდა, რამეთუ არა იყო სიღრმე მიწისაი.
6. და ვითარცა მზე ეღმოხდა, დასცხა და, რამეთუ ძირნი არა დაებნეს, განხმა.
7. და სხუაი დავარდა ეკალთა შორის; და აღმოსცენდეს ეკალნი და შეაშთვეს იგი, და
ნაყოფი ვერ გამოიღო.
8. და სხუაი დავარდა ქუეყანასა კეთილსა და მოსცემდა ნაყოფსა, აღმოვიდოდა და
აღაორძნდებოდა და მოაქუნდა ოცდაათეული, სამოცეული და ასეული.
9. და ეტყოდა: რომელსა ასხენ ყურნი სმენად, ისმინენ!
10. და ოდეს იყო იგი თვისაგან, ჰკითხეს მას მოწაფეთა მისთა: რაი არს იგავი ესე?
11. ხოლო იგი ეტყოდა მათ: თქუენდა მოცემულ არს ცნობად საიდუმლოი იგი სასუფევლისა
ღმრთისაი, ხოლო გარეშეთა მათ-ყოველივე იგავით სიტყუად.
12. რაითა ხედვით ჰხედვიდენ, და არა იხილონ და სმენით ესმოდის და ვერ გულისხმა-ყონ,
ნუ-უკუე მოიქცენ და მიეტეოს მათ ცოდვაი მათი.
13. ჰრქუა მათ: არა იცით იგავი ესე და ვითარ უკუე ყოველნი იგავნი გულისხმა-ჰყვნეთ?
14. რომელი-იგი სთესავს, სიტყუასა მას სთესავს.
15. ხოლო ესენი არიან, რომელნი-იგი გზასა ზედა, სადა-იგი დაეთესვის სიტუაი, და
რაჟამს ისმინიან, მეყსეულად მოვიდის ეშმაკი და მოუღის მათ სიტყუაი იგი გულთაგან
მათთა.
16. და ესენი არიან კლდოვანსა მას დათესულნი, რომელთა-იგი რაჟამს ისმინიან სიტყუაი,
მეყსეულად სიხარულით მიიღიან.
17. და რამეთუ არა უბნ ძირი მათ შორის, არამედ საწუთო არიედ; და რაჟამს მოიწიის
ჭირი ანუ დევნულებაი სიტყვისა მისთვის, მეყსეულად დაბრკოლდიან.
18. და რომელნი ეკალთა შორის დაეთესნეს, ესენი არიან, რომელთა სიტუაი იგი ისმინიან,
19. და ზრუნვანი ამის სოფლისანი და საცთური სიმდიდრისაი შეუხდის და შეაშთვიან
სიტყუაი იგი, და უნაყოფო იქმნის.
20. და ესენი არიან, რომელნი კეთილსა ქუეყანასა დაეთესნეს, რომელთა ისმინიან
სიტყუაი იგი და შეიწყნარიან და ნაყოფი გამოიღიან: ოცდაათეული, სამოცეული და ასეული.
21. და ეტყოდა მათ: ნუ სანთელი მოიღიან და ხვიმირსა ქუეშე შედგიან, ანუ ცხედარსა
ქუეშე დადგიან? ანუ არა სასანთლესა ზედა დადგიან?
22. რამეთუ არა არს დაფარული, რომელი არა გამოცხადნეს, არცა იყოს საიდუმლოდ, არამედ
რაითა განცხადებულად მოვიდეს.
23. რომელსა ასხენ ყურნი სმენად, ისმინენ!
24. და ეტყოდა მათ: იხილეთ, რაი-ესე გესმის: რომლითა საწყაულითა მიუწყოთ, მოგეწყოს
თქუენ და ზედა დაგერთოს თქუენ, რომელთა-ეგე გესმის.
25. რამეთუ რომელსა აქუნდეს, მიეცეს მას, და რომელსა არა აქუს და რომელღა-იგი
აქუნდეს, მო-ვეეღოს მას.
26. და ეტყოდა მათ: ესრეთ არს სასუფეველი ღმრთისაი, ვითარცა-იგი კაცმან დასთესის
თესლი ქუეყანასა
27. და დაიძინის; და აღდგის ღამე და დღე, და თესლი იგი აღმოცენდის და განორძნდებინ,
ვითარ-იგი მან არა უწყინ.
28. რამეთუ თვისით თავით ქუეყანაი ნაყოფსა გამოიღებს: პირველად წუელი, მერმე თავი,
მაშინღა სავსე იფქლი თავსა მას შინა.
29. და რაჟამს მოსცის ნაყოფი, მეყსეულად მოავლინის მანგალი, რამეთუ მოიწია მკაი.
30. და ეტყოდა: რასა ვამსგავსო სასუფეველი ღმრთისაი? ანუ რომელი იგავი მოვიღოთ
მისთვის?
31. ვითარცა მდოგვისა მარცუალი, რომელი დაეთესის ქუეყანასა, რამეთუ უმცირეს არს იგი
ყოველთა თესლთა, რომელნი არიან ქუეყანასა ზედა.
32. და ოდეს დაეთესის და აღმოხდის და იქმნის იგი უფროის ყოველთა მხალთა და
გამოიხუნის რტონი დიდ-დიდნი, ვითარმედ შესაძლებელ არიანცა ქუეშე საგრილსა მისსა
მფრინველთა ცისათა დადგრომად.
33. და ესევითარითა იგავითა ეტყოდა მათ სიტყუასა, ვითარცა შემძლებელ იყვნეს იგინი
სმენად.
34. და თვინიერ იგავისა არარას ეტყოდა მათ; ხოლო თვისაგან მოწაფეთა გამოუთარგმანის
იგი ყოველი.
35. მას დღესა შინა, ვითარცა შემწუხრდა, ჰრქუა მათ: წიაღვხდეთ მირ კერძო.
36. და დაუტევეს ერი იგი და წარიყვანეს იგი მოწაფეთა. ვითარცა იყო ნავსა მას
შინა,და სხუაიცა ნავები, რომელი იყო მის თანა.
37. და იყო მეყსეულად ბორბალი ქარისაი დიდი და ღელვასა მას შთაასხმიდა
ნავსა,ვითარმედ აღ-ცა-ივსებოდა ნავი იგი.
38. და თავად იყო პირით კერძო თავსა მის ნავისასა და ეძინა, და განღვიძებდეს მას და
ეტყოდეს: მოძღუარ, არა ჰზრუნავა, რამეთუ წავრწყმდებით?
39. და აღდგა და შეჰრისხნა ქარსა მას და ზღუასა და ჰრქუა: დადუმენ და პირი დაიყავ.
და დასცხრა ქარი იგი, და იქმნა დაყუდება დიდ.
40. და ჰრქუა მათ: რაისა ესოდენ მოშიშ ხართ? ვითარ არა გაქუს სარწმუნოებაი?
41. და შეეშინა მათ შიშითა დიდითა და იტყოდეს ურთიერთას: ვინ-მე არს ესე, რამეთუ
ქარნიცა და ზღუაიცა ერჩიან მას?
1. და მოვიდეს წიაღ ზღუასა მას, სოფელსა მას ღადარინელთასა.
2. და ვითარცა გამოვიდა იგი ნავით, მეყსეულად მოეგებვოდა მას საფლავებისაგან კაცი,
რომლისა თანა იყო არაწმიდაი სული,
3. რომელსა საყოფლადვე აქუნდა საფლავები, და არცაღა ჯაჭუებითა ვის ხელ-ეწიფა
შეკრვად იგი.
4. რამეთუ მრავალ გზის ჯაჭვითა და ბორკილითა შეკრულ იყო იგი და განხეთქის და
შემუსრის, და არავის ეძლო დაყენებად მისა.
5. და მარადის ღამე და დღე საფლავებსა და მთათა გარე იქცევინ, ღაღადებნ და დაიკოდნ
თავსა თვისსა ლოდითა.
6. და ვითარცა იხილა მან იესო შორით, მორბიოდა და თაყუანისცა.
7. ღაღადებდა ხმითა დიდითა და იტყოდა: რაი ძეს ჩემი და შენი, იესო, ძეო ღმრთისა
მაღლისაო? გაფუცებ შენ ღმერთსა, ნუ მტანჯავ მე.
8. რამეთუ ეტყოდა მას იესო: სული ეგე არაწმიდაი, განვედ კაცისა მაგისგან!
9. და ჰკითხა მას: რაი არს სახელი შენი? და ჰრქუა მას: ლეგეონ არს სახელი ჩემი,
რამეთუ მრავალ ვართ.
10. და ევედრებოდა მას ფრიად, რაითა არა განასხნეს იგინი გარეშე სოფელსა.
11. და იყო მუნ კოლტი ღორთაი დიდძალი, მთასა გარე მძოვარი.
12. და ევედრებოდეს მას ყოველნი იგი ეშმაკნი და ეტყოდეს: მიმავლინენ ჩუენ ღორებსა
იმას, რაითა მათდა შევიდეთ.
13. და უბრძანა მათ. და განვიდა სულები იგი არაწმიდაი კაცისა მისგან და შევიდა
ღორებსა მას. და მიჰმართა კოლტმან მან ღორებისამან კბოდესა მას ზღუად, რამეთუ
იყვნეს ვითარ ორ ათას და დაიშთვნეს ზღუასა მას შინა.
14. ხოლო მწყემსნი იგი მათნი ივლტოდეს და უთხრეს ქალაქსა და დაბნებსა. და გამოვიდეს
ხილვად, რაიძი არს, რომელი-იგი იქმნა.
15. და მოვიდეს იესოისა და იხილეს ეშმაკეული იგი მჯდომარე, შემოსილი და გონიერი,
რომლისა თანა-იგი ყოფილ იყო ლეგეონი, და შეეშინა.
16. და უთხრობდეს მათ, რომელთა-იგი ეხილვა, ვითარ -იგი იქმნა ეშმაკეულისა მისთვის
და ღორებისა მისთვის.
17. და ევედრებოდეს მას, რაითა წარვიდეს საზღვართა მათთაგან.
18. და აღ-რაი-ვიდა იესო ნავსა, ევედრებოდა მას რომელი-იგი იყო პირველ ეშმაკეული,
რაითა მის თანა იყოს.
19. და არა უტევა იგი, არამედ ჰრქუა მას: წარვედ სახიდ შენდა თვისთა შენთა თანა და
უთხარ მათ, რაოდენი გიყო შენ უფალმან და შეგიწყალა.
20. და წარვიდა იგი და იწყო ქადაგებად ათქალაქსა მას, რაოდენი უყო მას იესო; და
ყოველთა უკვირდა.
21. და წაიღხდა რაი კუალად იესო მიერ კერძო, შეკრბა მისა ერი დიდძალი. და იყო ზღვის
კიდესა.
22. და აჰა მო-ვინმე-ვიდა მისა ერთი შესაკრებელის მთავარი, სახელი მისი იაიროს;
იხილა იგი და შეუვრდა ფერხთა მისთა.
23. და ევედრებო მას ფრიად და ეტყოდა, ვითარმედ: ასული ჩემი აღესრულების, რაითა
მოხვიდე და დაასხნე ხელნი მას ზედა, და განერეს და ცხოვნდეს.
24. და წარვიდა იესო მის თანა. და მისდევდა მას ერი მრავალი და შეაურვებდეს მას.
25. და დედაკაცი ვინმე იყომუნ, რომელი იყო წყაროითა სისხლისაითა გუემულ ათორმეტ
წელ.
26. და ფრიად ვნებულ იყო იგი მრავალთაგან მკურნალთა და წარეგო ყოველივე მისი და
არარაი სარგებელ ეყო, არამედ უფროისად უძვირესად მოვიდა.
27. და ვითარცა ესმა იესოისთვის, მოუხდა მას ერსა მას შორის ზურგით კერძო და შეახო
სამოსელსა მისსა.
28. რამეთუ იტყოდა გულსა შინა თვისსა: და ღათუ სამოსელსა ოდენ მისსა შევეხო,
ვცხოვნდე.
29. და ვითარცა შეეხო, მეყსეულად განხმა წყაროი იგი სისხლისაი მის, და ცნა
ხორცთაგან, რამეთუ განიკურნა გუემულებისაგან.
30. ხოლო იესო გულისხმა-ყო მეყსეულად თავით თვისით განსრული იგი ძალი მისგან,
მოიქცა ერისა მის და თქუა: ვინ შემახო სამოსელსა ჩემსა?
31. ხოლო მოწაფენი მისნი ეტყოდნენ მას: ჰხედავ ერსა ამას, რამეთუ შეგაჭირვებენ შენ,
და შენ იტყვი: ვინ შემახო მე?
32. და მიმოჰხედვიდა, რაითა იხილოს, რომელმან ესე ყო.
33. ხოლო დედაკაცსა მას შეეშინა და ძრწოდა, უწყოდა, რაი-იგი იქმნა მის ზედა, მოვიდა
და შეუვრდა მას და უთხრა მას ყოველივე ჭეშმარიტი.
34. ხოლო თავად მან ჰრქუა მას: ასულო, სარწმუნოებამან შენმან გაცხოვნა შენ, წარვედ
მშვიდობით და იყავ შენ ცოცხალ გუემულებისაგან შენისა.
35. და ვითარ იგი ამას იტყოდა, მოვიდეს შესაკრებლის მთავრისანი მის და ეტყოდეს:
ასული შენი აღესრულა, რაისაღა აშრომებ მოძღუარსა?
36. ხოლო იესოს ვითარ ესმნეს სიტყუანი ესე, რომელსა ეტყოდეს, ჰრქუა შესაკრებელის
მთავარსა მას: ანუ გეშინინ, გარნა გრწმენინ ხოლო.
37. და არავინ უტევა მიდევნებად მის თანა, გარნა პეტრე და იაკობ და იოანე, ძმაი
იაკობისი.
38. და მოვიდა სახლსა მას შესაკრებლის მთავრისასა და იხილა შფოთი და ტირილი და
ღაღადებაი ფრიადი.
39. და შევიდა და ჰრქუა მათ: რაისა აღშფოთებულ ხართ და სტირთ? ყრმაი ეგე არა
მომკუდარ არს, არამედ სძინავს.
40. და იგინი ჰბასრობდეს მას ხოლო თავადმან გამოასხა ყოველი იგი შფოთი და მიიყვანა
მამაი მის ყრმასაი და დედაი და მოწაფენი მისნი და შევიდა, სადა-იგი იდვა მკუდარი და
იგი ყრმაი.
41. და უპყრა ხელი ყრმისაი მის და ჰრქუა მას: ტალითა კუმი! რომელ არს თარგმანებით:
შენ გეტყვი, ყრმაო, აღდეგ.
42. და მეყსეულად ადგა ქალი იგი და იწყო სლვად, რამეთუ იყო იგი ათორმეტის წლის
ოდენ. და განუკვირდებოდა მათ განკვირვებითა დიდითა ფრიად.
43. და ამცნებდა მათ ფრიად, რაითა არავინ აგრძნას ესე, და უბრძანა მათ, რაითა სცენ
მას ჭამადი.
1. და გამოვიდა მიერ და მოვიდა თვისად მამულად, და მოსდევდეს მას მოწაფენი
მისნი.
2. და იყო შაბათი, და იწყო შესაკრებელსა მათსა სწავლად მათდა. და მრავალთა, რომელთა
ესმოდა, განუკვირდებოდა და იტყოდეს: ვინაი არს ესე ამისა? ანუ რაი არს სიბრძნე ესე
მოცემული ამისა და ძალნი ესოდენნი, ხელთაგან ამისთა რომელნი იქმნებიან?
3. ანუ არა ესე არსა ხუროი იგი, ძე მარიამისი და ძმაი იაკობისი და იოსესი, იუდაისი
და სვიმონისი? და დანი მისნი ყოველნი არა ჩუენ თანა არიანა? და დაბრკოლდებოდეს მისა
მიმართ.
4. ხოლო იესო ეტყოდა: არა არს წინაისწარმეტყუელი შეურაცხ, გარნა თვისსა სოფელსა და
ნათესავთა შორის მისთა და სახლსა შინა თვისსა.
5. და არა ქმნა მუნ ძალი არცა ერთი, გარნა მცირედთა სნეულთა ხელი დასდვა და
განკურნნა იგინი.
6. და უკვირდა ურწმუნოებაი იგი მათი, და მიმოიქცეოდა გარემო სოფლებსა მას და
ასწავებდა მათ.
7. და მოუწოდა ათორმეტთა მათ და იწყო წარვლინებად მათა ორ-ორისა და მისცემდა
ხელმწიფებასა სულთა ზედა არაწმიდათა.
8. და ამცნებდა მათ, რაითა არარაი მიიღონ გზასა ზედა, გარნა კუერთხი ხოლო, ნუცა
ვაშკარანი, ნუცა პური, ნუცა სარტყელსა რვალი.
9. და რაითა ესხნენ სანდალნი, და ნუცა შემოსად ორი სამოსელი.
10. და ეტყოდა მათ: ვიდრეცა შეხვიდეთ სახლსა, მუნ დაადგერით, ვიდრე მიერ
გამოსლვადმდე.
11. და რაოდენთა არა შეგიწყნარნენ თქუენ და არცა ისმინონ თქუენი, გამო-რაი-ხვიდოდით
მიერ, განიყარეთ მტუერი ფერხთაგან თქუენთა საწამებელად მათა ამინ გეტყვი თქუენ:
უმოლხინეს იყოს სოდომისა და გომორისა დღესა მას სასჯელისასა, ვიდრე ქალაქისა მის.
12. და გამოვიდეს და ქადაგებდეს, რაითა შეინანონ.
13. და ეშმაკნი მრავალნი განასხნეს და სცხებდეს ზეთსა მრავალთა სნეულთა და
განჰკურნებდეს.
14. და ესმა ჰეროდეს მეფესა, რამეთუ განცხადნა სახელი მისი, და იტყოდა, ვითარმედ:
იოანე ნათლის-მცემელი მკუდრეთით აღდგომილ არს და მისთვის იქმნებიან ძალნი მისნი
თანა.
15. და სხუანი იტყოდეს: ელიან არს გინა ვითარცა ერთი წინაისწარმეტყუელთაგანი
პირველთაი.
16. ესმა რაი ჰეროდეს, თქუა, ვითარმედ: რომელსა მე თავი მოვჰკუეთე იოანეს, იგი
აღდგომილ არს მკუდრეთით.
17. რამეთუ ამან ჰეროდე მიავლინა და შეიპყრა იოანე, შებორკილა იგი და შესუა
საპყრობილედ ჰეროდიაისთვის, ცოლისა ფილიპესა, ძმისა მისისა, რამეთუ იგი შეერთო
ცოლად.
18. რამეთუ ეტყოდა იოანე ჰეროდეს, ვითარმედ: არა ჯერ-არს შენდა, ვითარმცა ცოლად
გესუა ძმის ცოლი შენი.
19. ხოლო ჰეროდიას გულსა დაედვა მისთვის და უნდა მოკლვაი მისი და ვერ ხელ-ეწიფა.
20. რამეთუ ჰეროდეს ეშინოდა იოანესა და იცოდა იგი, რამეთუ კაცი მართალი და წმიდა
არს, და სცვიდა მას და ისმინის მისი და მრავალსა პატივსა უყოფდა და ჯეროვნად
ისმენდა მისსა.
21. და ვითარცა იყო დღე მარჯუე, ოდეს ჰეროდე ჟამსა შობისა მისისასა სერი უმზადა
მთავართა მისთა და ათასისთავთა მისთა და აზნაურთა გალილეაისათა,
22. და შევიდა ასული ჰეროდიაისი და როკვიდა; და სთნდა ჰეროდეს და მის თანა
მიენახეთა. და ჰრქუა ჰეროდე მეფემან ქალსა მას: მთხოვე, რაიცა გნებავს, და მიგცე
შენ.
23. და ეფუცა მას, ვითარმედ: რაიცა ითხოვო, მიგცე შენ. ვიდრე ზოგადმდე მეფობისა
ჩემისა.
24. ხოლო იგი გამოვიდა და ჰკითხა დედასა თვისსა, ვითარმედ: რაი ვითხოვო? ხოლო მან
ჰრქუა მას: თავი იოანე ნათლის-ცემელისაი.
25. და შევიდა ქალი იგი მსრწაფლ მეფისა და ჰრქუა: მნებავს, რაითა აწვე მომცე მე
ლაკნითა თავი იოანე ნათლისმცემელისაი.
26. და მწუხარე იქმნა ჰეროდე მეფე, ხოლო ფიცისა მისთვის და მის თანა მეინახეთა არა
ინება შეურაცხ-ყოფაი ქალისაი მის.
27. და მეყსეულად წარავლინა მეხრმლე მისი და უბრძანან მოღებად თავი მისი.
28. ხოლო იგი წარვიდა და მოჰკუეთა თავი საპყრობილესა შინა და მიიღო თავი მისი
ფეშხუმითა და მიცა ქალსა მას, და ქალმან მან მიართუა დედასა თვისსა.
29. და ესმა მოწაფეთა მისთა, მოვიდეს და შემოსეს გუამი მისი და დაჰოლეს საფლავსა.
30. და მოვიდეს და შემოკრბეს მოციქულნი იესოისა და უთხრეს მას ყოველი, რაოდენი
ქმნეს და ასწავეს.
31. და ჰრქუა მათ იესო: მოვედით თქუენ თვისაგან უდაბნოსა ადგილსა და განისუენეთ
მცირედ. რამეთუ იყვნეს მომავალნი და წარმავალნი მრავალ და არცაღა პურისა ჭამად
აცალებდეს.
32. და წარვიდეს უდაბნოსა ადგილსა ნავითა თვისაგან.
33. და იხილა ერმან მან, წარღა-ვიდოდეს და გულისხმა-ყვეს მრავალთა, და მკვირცხლ
ყოვლისაგან ქალაქებისა შეკრბა მუნ და მოვიდეს მათდა.
34. და გამოვიდა იესო და იხილა ერი მრავალი და შეეწყალნეს იგინი, რამეთუ იყვნეს,
ვითარცა ცხოვარნი, რომელთა არა აქუნ მწყემსი. და იწყო სწავლად მათდა ფრიად.
35. და ვითარ მრავალი ჟამი წარსულ იყო, მოვიდეს მოწაფენი მისნი და ეტყოდეს მას,
ვითარმედ: უდაბნო არს ადგილი ესე, და ჟამი არსღა ფრიად.
36. განუტევე ერი ესე, რაითა წარვიდენ გარემო სოფლებსა და სანახებსა და იყიდონ
თავისა მათისა საზრდელი, რამეთუ, რაიმცა ჭამეს, არა აქუს.
37. ხოლო თავადმან მიუგო და ჰრქუა მათ: ეცით თქუენ მაგათ ჭამადი. ხოლო მათ ჰრქუეს
მას: წარვიდეთ და ვიყიდოთ ორასისა დრაჰკნისა პური და ვსცეთ მათ ჭამადი.
38. ხოლო იესო ჰრქუა მათ: რაოდენი გაქუს პური? მივედით და იხილეთ. და იხილეს და
ჰრქუეს: ხუთი პური და ორი თევზი.
39. და უბრძანა მან დასხდომაი მათ ყოველთა პურისმტედ-პურისმტედ მწუანვილსა ზედა
თივისასა.
40. და დასხდა მწყობრად-მწყობრად ას-ასი და ერგასის-ერგასისი.
41. და მოიღო ხუთი იგი პური და ორი თევზი და აღიხილნა ზეცად და აკურთხა და დამუსრა
პური იგი და მისცემდა მოწაფეთა თვისთა, რაითა დაუგონ მათ; და ორი იგი თევზი ეგრეთვე
განუყო ყოველთა.
42. და ჭამეს ყოველთა და განძღეს.
43. და აღიღეს ნეშტი ნამუსრევი ათორმეტი გოდორი სავსებით და თევზისა მისგანცა.
44. და იყვნეს, რაოდენთა-იგი ჭამეს, ვითარ ხუთ ათას კაცნი.
45. და მეყსეულად აიძულა მოწაფეთა შესლვად ნავსა, რაითა წინა-წარუძღუეს მას წიაღ
კერძო ზღუასა მას ბეთსაიდად, ვიდრემდე განუტეოს მან ერი იგი.
46. და უჯმნა მათ და აღვიდა მთასა ლოცვად.
47. და ვითარცა შემწუხრდა, იყო ნავი იგი შუა ოდენ ზღუასა მას, და იგი თავადი მარტოი
ქუეყანასა.
48. და იხილა იგინი, რამეთუ იურვოდეს სლავასა მას ნავისასა, რამეთუ იყო ქარი იგი
პირით კერძო მათსა. და მეოთხესა სახუმილავსა ღამისასა მოვიდა მათდა იესო სლვით
ზღუასა ზედა და უნდა თანა-წარსვლად მათგან.
49. ხოლო მათ ვითარცა იხილეს იგი, ვიდოდა რაი ზღუასა ზედა, ჰგონებდეს, ვითარმედ
საოცარ რაიმე არს, და ღაღად-ყვეს.
50. რამეთუ ყოველთა იხილეს იგი და შეძრწუნდეს. და მეყსეულად ეტყოდა მათ და ჰრქუა:
გულპყრობილ იყვენით, მე ვარ, ნუ გაშინინ!
51. და აღვიდა მათ თანა ნავსა, და დასცხრა ქარი იგი; და უმეტესად დაუკვირდებოდა
მოწაფეთა მისთა.
52. რამეთუ ვერ გულისხმა-ყვეს პურთა მათ ზედა, რამეთუ იყვნეს გულნი მათნი
დასულებულ.
53. და წიაღხდეს და მოვიდეს ქუეყანად გენესარეთად.
54. და ვითარ გამო-ოდენ-ვიდეს მიერ ნავით, მეყსეულად იცნეს იგი კაცთა მათ მის
ადგილისათა.
55. და მიმორბოდეს ყოველსა მას სოფლებსა და იწყეს მოღებად ყოველთა სნეულთა
ცხედრებითა, სადაცა ესმის, ვითარმედ: მუნ არს.
56. და ვიდრეცა შევიდოდა დაბნებსა და ქალაქებსა და აგარაკებსა, უბანთა ზედა
დასდგმიდეს უძლურთა მათთა და ევედრებოდეს მას, რაითა თესუსა ოდენ სამოსალისასა
შეახონ. და რაოდენნი შეეხებოდეს, ცხონდებოდეს.
1. და შეკრბეს მისა ფარისეველნი და რომელნიმე მწიგნობართაგანნი, რომელნი მოსრულ
იყვნეს იერუსალემით.
2. და იხილნეს ვინმე მოწაფეთა მისთაგანნი, შეგინებულითა ხელითა, ესე იგი არს
უბანელითა ხელითა, ჭამდეს პურსა, და ჰგმობდეს.
3. რამეთუ ფარისეველთა და ყოველთა ჰურიათა უკუეთუ არა იდაყვითგან დაიბანნიან ხელნი,
არა ჭამიან, რამეთუ ეპყრა მათ მოცემული იგი მოძღურებაი ხუცესთაი.
4. და უბანთაგან რაი შევიდიან, უკუეთუ არა იბანნიან, არა ჭამიან. და სხუაიცა
მრავალი არს, რომელი მოეღო პყრობად: განრცხაი სასუმელებისაი და სტამნებისაი და
ქუაბებისაი და ცხედრებისაი.
5. მაშინ ჰკითხეს მას ფარისეველთა მათ და მწიგნობართა: რაისათვის მოწაფენნი შენნი
არა ვლენან მოძღურებისაებრ ხუცესთაისა, არამედ უბანელითა ხელითა ჭამენ პურსა?
6. ხოლო იესო მიუგო და ჰრქუა მათ: რამეთუ კეთილად თქუა ესაია წინაისწარმეტყუელმან
თქუენ ორგულთათვის ვითარცა წერილ არს, ვითარმედ: ერი ესე ბაგითა მათითა პატივ-მცემს
მე, ხოლო გულნი მათნი შორად განშორებულ არიან ჩემგან.
7. ამაოდ მმსახურებენ მე ასწავებენ ცნებასა და მოძღურებასა კაცთასა.
8. და დაგიტევებიეს ცნებაი ღმრთისაი და გიპყრიეს მოძღრუებაი კაცთაი განრცხაი
სასუმელებისაი და სტამნებისაი და სხუასა ესევითარსა მრავალსა ჰყოფთ.
9. და ეტყოდა მათ: კეთილად შეურაცხ-ჰყოფთ მცენებასა ღმრთისასა, რაითა მოძღრუები
თქუენი დაამტკიცოთ.
10. რამეთუ მოსე თქუა: პატივეც მამასა შენსა და დედასა შენსა; და რომელმან ბოროტი
თქუას მამისათვის გინა დედისათვვის, სიკუდილით მოკუედინ.
11. ხოლო თქუენ სთქვით: უკუეთუ ჰრქუას კაცმან მამასა ანუ დედასა კორბან, რომელ არს
ნიჭი, რომელი რაი ჩემგან სარგებელ გეყოს,
12. და არა უტევებთ მათ მამასა და დედასა ყოფად.
13. და დაუმტკიცებელ გიყოფიეს სიტყუაი ღმრთისაი მოძღრუებითა მაგით თქუენითა,
რომელსა ასწავებთ, და მსგავსსა ამათსა მრავალსა ჰყოფთ.
14. და მოუწოდა ყოველსა მას ერსა და ეტყოდა მათ: ისმინეთ ჩემი ყოველთა და
გულისხმა-ყავთ:
15. არარაი არს კაცისა გარეთ შემავალი მისა, რომელმანცა შეაგინა იგი, არამედ რომელი
გამოვალს მისგან, იგი არს, რომელი შეაგინებს კაცსა.
16. რომელსა ასხენ ყურნი სმენად, ისმინენ!
17. და ოდეს შევიდა სახიდ ერისა მისგან, ჰკითხვიდეს მას მოწაფენი მისნი იგავისა
მისთვის.
18. და ჰრქუა მათ: ეგრეთვე თქუენცა უგულისხმოვე ხართა და არა გიცნობიეს, რამეთუ
ყოველი გარეშე შემავალი კაცსა არა შეაგინება?
19. რამეთუ არა შევალს გულსა, არამედ მუცლად, და განსავალით განვალს და განსწმედს
ყოველსა ჭამადსა.
20. და იტყოდა, ვითარმედ კაცისაგან გამომავალი შეაგინებს კაცსა.
21. რამეთუ შინაგან გულისაგან კაცთაისა გამოვლენან გულის-სიტყუანი ბოროტნი,
მრუშებანი, სიძვანი, პარვანი, კაცის-კლვანი,
22. ანგარებანი და უკეთურებანი, ზაკუანი, არაწმიდებანი, თუალბოროტებანი, გმობანი,
ამპარტავებანი, უგუნურებანი.
23. ესე ყოველნი ბოროტნი შინაგან გამოვლენ და შეაგინებენ კაცსა.
24. და მიერ აღდგა და წარვიდა საზღვართა ტვიროსისათა და სიდონისათა. და შევიდა
სახლსა და არა უნდა, რაითამცა აგრძნა ვინმე, და ვერ ხელ-ეწიფა დაფარვად.
25. რამეთუ ესმა ვისმე დედაკაცსა მისთვის, რომელსა ესუა ასული სულითა არაწმიდითა
ურვეული, და მოვიდა და შეუვრდა ფერხთა მისთა.
26. ხოლო დედაკაცი იგი იყო წარმართი, ნათესავით ასური ფინიკელი ზღვისკიდით, და
ევედრებოდა მას, რაითა განხადოს ეშმაკი იგი ასულისაგან მისისა.
27. ხოლო იესო ჰრქუა მას: მაცადე პირველად განძღებად შვილთა, რამეთუ არა კეთილ არს
მოღებაი პურისაი შვილთაგან და დაგებად ძაღლთა.
28. ხოლო მან მიუგო და ჰრქუა: უფალო, რამეთუ ძაღლნიცა ტაბლასა ქუეშე ჭამედ
ნამუსრევისაგან შვილთაისა.
29. ხოლო იესო ჰრქუა მას: მაგის სიტყვისათვის ვიდოდე. განსრულ არს ეშმაკი
ასულისაგან შენისა.
30. და წარვიდა დედაკაცი იგი სახიდ თვისა და პოვა, რამეთუ ეშმაკი იგი განსრულ იყო,
და ასული იგი მისი შემოსილი მჯდომარე ცხედარსა ზედა.
31. და მერმე კუალად გამოვიდა საზღვართაგან ტვიროსისათა და სიდონისათა და მოვიდა
ზღუასა მას გალილეაისასა, შორის საზღვართა ათქალაქისათა.
32. და მოართუეს მას ყრუი და ძნიად მეტყუელი და ევედრებოდეს მას, რაითა ხელი
დასდვას მას ზედა.
33. და განიყვანა ერისა მისგან თვისაგან და დაასხნა თითნი მისნი ყურთა მისთა და
ჰნერწყუა და შეახო ენასა მისსა;
34. და აღიხილნა ზეცად და სულთ-ითქუნა და ჰრქუა მას: ეფფათა! რომელ არს:
განეხუენით.
35. და მეყსეულად განეხუნეს მას სასმენელნი, და განჰხსნდა კრულებაი ენისა მისისაი,
და იტყოდა მართლიად.
36. და ამცნო მათ, რაითა არავის უთხრან. და რაოდენ იგი ამცნებდა მათ, იგინი უფროის
მიმოდასდებდეს.
37. და უმეტესად განუკვირდებოდა და იტყოდეს: ყოველსავე კეთილსა იქმს: ყრუთა ასმენს
და უტყუთა ატყუებს.
1. მათ დღეთა შინა მერმე კუალად ერი მრავალი იყო და არარაი აქუნდა, რაიმცა
ჭამეს; მოუწოდა მოწაფეთა თვისთა და ჰრქუა მათ:
2. მეწყალის მე ერი ესე, რამეთუ სამი დღე არს, ვინაითგან მელიან მე, და არარაი
აქუს, რაი ჭამონ.
3. და უკუეთუ განუტევნე უზმანი ვანად მათდა, დაჰხსნდენ გზასა ზედა, რამეთუ
რომელნიმე მათგანნი შორით მოსრულ არიან.
4. და მიუგეს მოწაფეთა მისთა და ჰრქუეს: ვინაი ძალ-გვიც განძღებად აქა პურითა
ესოდენისა ერისა უდაბნოსა ზედა?
5. და ჰკითხა მათ: რაოდენი გაქუს პური? ხოლო მათ ჰრქუეს შვიდი.
6. და უბრძანა ერსა მას დასხდომაი ქუეყანასა და მიიღო შვიდი იგი პური, ჰმადლობდა და
განტეხა და მისცემდა მოწაფეთა თვისთა, რაითა დაუგონ მათ; და დაუდგეს ერსა მას.
7. და აქუნდა თევზიცა მცირედ და იგიცა აკურთხა და უბრძანა მან დაგებად.
8. და ჭამეს და განძღეს; და აღიღეს ნეშტი იგი ნამუსრევი შვიდი სფირიდი.
9. და იყვნეს, რომელთა-იგი ჭამეს, ვითარ ოთხ ათას ოდენ; და განუტევნა იგინი.
10. და მეყსეულად შევიდა იესო ნავსა მოწაფეთა მისთა თანა და წარვიდა ადგილთა
დალმანულთაისათა.
11. და გამოვიდეს ფარისეველნი და იწყეს გამოძიებად მის თანა და ითხოვდეს მისგან
სასწაულსა ზეცით და გამოსცდიდეს მას.
12. და სულთ-ითქუნა სულითა თვისითა და თქუა: რაი არს ნათესავი ესე, რამეთუ ეძიებს
სასწაულსა? ამინ გეტყვი თქუენ: არა ეცეს ნათესავსა ამას სასწაული.
13. და დაუტევნა იგინი და კუალად შევიდა ნავსა და წარვიდა მიერ კერძო.
14. და დაავიწყდა მიღებად პური, და ერთი ხოლო პური აქუნდა მათ ნავსა შინა.
15. და ამცნებდა მათ იესო და ეტყოდა: იხილეთ და ეკრძალენით ცომისაგან
ფარისეველთაისა და ცომისაგან ჰეროდიანთაისა.
16. ხოლო იგინი განიზრახვიდეს ურთიერთას და იტყოდეს, ვითარმედ: პური არა გუაქუს.
17. და გულისხმა-ყო იესო და ჰრქუა მათ: რაისა ჰზრახავთ გულთა თქუენთა, მცირედ
მორწმუნენო, რამეთუ პური არა გაქუს? არა გიცნობიეს, არცა მოიხსენეთ, რამეთუ
დაბრმობილნი გულნი გქონან თქუენ?
18. თუალ გასხენ და არა ჰხედავთ, და ყურ გასხენ და არა გესმის, არა გიცნობიეს, არცა
მოიხსენეთ,
19. ოდეს-იგი ხუთი პური განვტეხე ხუთ ათასთათვის, და რაოდენი გოდორი სავსე
ნამუსრევი აღიღეთ? ხოლო მათ ჰრქუეს: ათორმეტი.
20. და ოდეს-იგი შვიდი ოთხ ათასთა, რაოდენი სფირიდი ნამუსრევი აღიღეთ? და მათ
ჰრქუეს: შვიდი.
21. ხოლო იესო ჰრქუა მათ: ვითარ არა გულისხმა-ჰყავთ?
22. და მოვიდა ბეთსაიდად, და მოჰგუარეს მას ბრმაი და ევედრებოდეს მას, რაითა შეახოს
მას.
23. და უპყრა ხელი ბრმასა მას და განიყვანა იგი გარეშე დაბასა და ჰნერწყუა თუალთა
მისთა და დასდვა ხელი მისი და ჰკითხა მას: რასაძი ჰხედავ?
24. და აღიხილნა და იტყოდა: ვხედავ კაცთა, ვითარცა ხეთა მიმომავალთა.
25. და მერმე კუალად დაასხნა ხელნი თუალთა მისთა და აღუხილნა; და მან აღიხილნა და
კუალად მოეგო და ხედვიდა ბრწყინვალედ ყოველთა.
26. და წარავლინა იგი სახიდ თვისა და ჰრქუა: წარვედ სახიდ შენდა; და დაბად რაი
შეხვიდე, ნურას ვის უთხრობ დაბასა შინა.
27. და გამოვიდა იესო და მოწაფენი მისნი დაბნებსა მას კესარია ფილიპესასა და გზასა
ზედა ჰკითხვიდა მოწაფეთა თვისთა და ეტყოდა მათ: რაი თქვიან კაცთა ჩემთვის ყოთაი?
28. ხოლო მათმიუგეს და ჰრქუეს მას: იოანე ნათლის-მცემელი, და სხუათა: ელია, და
სხუათა: ერთი წინაისწარმეტყუელთაგანი.
29. ჰრქუა მათ იესო: თქუენ რაი სთქვით ჩემთვის, ვინ ვარ მე? მიუგო მას პეტრე და
ჰრქუა: შენ ხარ ქრისტე.
30. და შეჰრისხნა მათ, რაითა არავის უთხრან მისთვის.
31. და იწყო სწავლად მათდა, ვითარმედ: ჯერ-არს ძისა კაცისაი ფრიად ვნებად და
შეურაცხ-ყოფად მოხუცებულთაგან და მღდელთ მთავართა და მწიგნობართა და მოკლვად და
მესამესა დღესა აღდგომად.
32. და განცხადებულად სიტყუასა ამას ეტყოდა. და გან-რე-იყვანა და იგი პეტრე და იწყო
ბრალობად მისა ამის სიტყვისათვის.
33. ხოლო თავადი მიექცა და იხილნა მოწაფენი თვისნი, შეჰრისხნა პეტრეს და ჰრქუა მას:
წარვედ ჩემგან მართლუკუნ, ეშმაკო, რამეთუ არა ჰზრახავ ღმრთისასა, არამედ კაცთასა.
34. და მოუწოდა ერსა მას მოწაფეთა მისთა თანა და ჰრქუა მათ: რომელსა უნებს
შემდგომად ჩემსა მოსლვაი, უარ-ყავნ თავი თვისი და აღიღენ ჯუარი თვისი და
შემომიდეგინ მე.
35. რამეთუ რომელსა უნდეს სულისა თვისისა განრიდებაი, წარიწყმიდოს იგი, და რომელმან
წარწყმიდოს სული თვისი ჩემთვის გინა სახარებისათვის, მან აცხოვნოს იგი.
36. რაი სარგებელ არს კაცისა, უკუეთუ შეიძინოს სოფელი ესე ყოველი და სული თვისი
იზღვიოს?
37. ანუ რაი მისცეს კაცმან ნაცვალად სულისა თვისისა?
38. რამეთუ რომელსა-იგი სირცხვილ უჩნდეს ჩემი და სიტყათა ჩემთაი, ნათესავსა ამას
მემრუშესა და ცოდვილსა, ძემანცა კაცისამან არცხვინოს მას, რაჟამს მოვიდეს დიდებითა
მამისა თვისისაითა ანგელოზთა თანა წმიდათა.
1. და ეტყოდა მათ: ამინ გეტყვი თქუენ, რამეთუ არიან ვინმე აქა მდგომარეთაგანნი,
რომელთა არა იხილონ გემოი სიკუდილისაი, ვიდრემდე იხილონ სასუფეველი ღმრთისაი,
მომავალი ძალითა.
2. და შემდგომად ექუსისა დღისა წარიყვანნა იესო პეტრე და იაკობ და იოან და
აღიყვანნა იგინი მთასა მაღალსა თვისაგან მარტონი და იცვალა სხუად ხატად წინაშე
მათსა.
3. და სამოსელი მისი იქმნა ბრწყინვალე და სპეტაკ ვითარცა თოვლი, რომელ ყოველსავე
მმურკნვალსა ქუეყანასა ზედა ვერ ხელ-ეწიფების ეგრეთ განსპეტაკებად.
4. და ეჩუენა მათ მოსე ელიაის თანა; და იყვნეს იესოის თანა და ზრახვიდეს.
5. და მიუგო პეტრე და ჰრქუა იესო: რაბი, კეთილ არს ჩუენდა აქა ყოფაი; ვქმნეთ აქა
სამ ტალავარ: ერთი შენთვის, ერთი მოსესთვის და ერთი ელიაისთვის.
6. რამეთუ არა იცოდა, რაიმცა მიუგო, რამეთუ იყვნეს შეშინებულ.
7. და იყო ღრუბელი და აგრილობდა მათ, და ხმაი იყო ღრუბლით გამო და თქუა: ესე არს ძე
ჩემი საყუარელი, მაგისი ისმინეთ.
8. და მეყსეულად მიმოიხილეს და არვინ იხილეს, გარნა იესო ხოლო მათ თანა.
9. და გარდამო-რაი-ვიდოდეს მიერ მთით, ამცნო მათ, რაითა არავის უთხრან, რაი-იგი
იხილეს, გარნა ოდეს ძე კაცისაი მკუდრეთით აღდგეს.
10. და სიტყუაი იგი დაიმარხეს თავისა თვისისა თანა და გამოეძიებდეს ურთიერთას,
ვითარმედ: რაი არს იგი, ოდეს მკუდრეთით აღდგეს.
11. და ჰკითხვიდეს მას და ეტყოდეს: ვითარ-მე იტყვიან მწიგნობარნი: ელიაისი ჯერ-არს
პირველად მოსლვაი?
12. ხოლო თავადმან მიუგო და ჰრქუა მათ: ელია მოვიდეს და კუალად-აგოს ყოველი; და
ვითარ წერილ არს ძისა კაცისათვის, რაითა ფრიად ევნოს და შეურაცხ იქმნეს.
13. არამედ გეტყვი თქუენ, რამეთუ ელია მოვიდა, და უყვეს მას, რაოდენი უნდა, ვითარცა
წერილ არს მისთვის.
14. და მოვიდა მოწაფეთა მისთა თანა, იხილა ერი გარემო მათსა, და მწიგნობარნი
გამოეძიებდეს მათ თანა.
15. და მეყსეულად ყოველმან ერმან იხილა იგი და დაუკვირდა და მორბიოდეს და მოიკითხეს
იგი.
16. და ჰკითხა მწიგნობართა მათ და ჰრქუა: რასა გამოეძიებთ ურთიერთას?
17. და მი-ვინმე-უგო მას ერთმან მის ერისაგანმან და ჰრქუა: მოძღუარ! მოვიყვანე ძე
ჩემი შენდა, რომლისა თანა არს სული უტყუებისაი.
18. და სადაცა დააპყრის იგი, დააკუეთის, და პეროვინ და იღრჭენნ კბილთა და
განხმებინ; და უთხარ მოწაფეთა შენთა, რაითამცა განკურნეს, და ვერ შეუძლეს.
19. მიუგო იესო და ჰრქუა: å ნათესავი ურწმუნოი! ვიდრემდე ვიყო თქუენ თანა? ვიდრემდე
თავსვიდებდე თქუენსა? მომგუარეთ მე იგი აქა!
20. და მოჰგუარეს იგი მას. და იხილა რაი იგი, მეყსეულად სულმან არაწმიდამან
დააკუეთა იგი; და, და-რაი-ეცა ქუეყანასა, გორვიდა და პეროოდა.
21. და ჰკითხა იესო მამასა მისა: რავდენი ჟამი არს, ვინაითგან შეემთხვია ესე? ხოლო
მან ჰრქუა: სიყრმითგან.
22. და მრავალ გზის ცეცხლსა შთააგდო ეგე და წყალსა, რა ითამცა წარწყმიდა ეგე,
არამედ რაი ძალ-გიც, შემეწიე ჩუენ, უფალო, და წყალობა-ყავ ჩუენთვის.
23. ხოლო იესო ჰრქუა მას: უკუეთუ ძალ-გიც რწმუნებად, ყოველივე შესაძლებელ არს
მორწმუნისა.
24. და მეყსეულად ხმა-ყო მამამან მის ყრმისამან და ჰრქუა ცრემლით: მრწამს, შემეწიე
ურწმუნოებასა ჩემსა.
25. და ვითარცა იხილა იესო, რამეთუ შეკრბებოდა ერი მის ზედა, შეჰრისხნა სულსა მას
და ჰრქუა უტყუსა და ყრუსა სულსა: მე გიბრძანებ შენ, განვედ მაგისგან და ნუღარა
შეხუალ მაგისა!
26. და ღაღად-ყო და ფრიად გორვიდა და განვიდა მისგან და იქმნა იგი ვითარცა მკუდარი,
ვითარმედ მრავალნი იტყოდესცა, ვითარმედ: მოკუდა.
27. ხოლო იესო უპყრა ხელი მისი და აღადგინა იგი, და აღდგა.
28. და ვითარცა შევიდა იესო სახიდ, მოწაფეთა მისთა თვისაგან ჰკითხეს მას: რაისათვის
ჩუენ ვერ შეუძლეთ განძებად მას?
29. ხოლო თავადმან ჰრქუა მათ: ესე ნათესავი ვერ შესაძლებელ არს განსლვად, გარნა
ლოცვითა და მარხვითა.
30. და მიერ განვიდეს და წარმოვლიდეს გალილეასა, და არა უნდა, რაითამცა აგრძნა ვინ.
31. რამეთუ ასწავებდა მოწაფეთა თვისთა და ეტყოდა მათ, რამეთუ: ძე კაცისაი მიეცემის
ხელთა კაცთასა, და მოკლან იგი; და, მორაი-კუდეს, მესამესა დღესა აღდგეს.
32. ხოლო იგინი უმეცარ იყვნეს სიტყუასა ამას და ეშინოდა კითხვად მისა.
33. და მოვიდა კაპერნაუმდ. და ვითარცა შევიდა იგი სახლსა, და ჰკითხვიდა მათ,
რასა-იგი იცილობდეს ურთიერთას გზასა ზედა.
34. ხოლო იგინი დუმნეს, რამეთუ ურთიერთას იტყოდეს გზასა ზედა, ვითარმედ: ჩუენგანი
ვინ-მე უდიდეს იყოს?
35. და დაჯდა და მოუწოდა ათორმეტთა მათ და ჰრქუა: ვის უნდეს თქუენგანსა პირველ
ყოფაი, იყოს იგი ყოველთა მრწემ და ყოველთა მსახურ.
36. და მოიყვანა ყრმაი და დაადგიან იგი შორის მათსა და მკლავთა მიიქუა იგი და ჰრქუა
მათ:
37. რომელმან ერთი ამათგანი ყრმაი შეიწყნაროს სახელისა ჩემისათვის, მე შემიწყნაროს;
და რომელმან მე შემიწყნაროს, არა მე შემიწყნაროს, არამედ მომავლინებელი ჩემი.
38. მიუგო მას იოანე და ჰრქუა: მოძღუარ, ვიხილეთ ვინმე, რომელი სახელითა შენითა
ეშმაკთა განასხმიდა, რომელი ჩუენ არა შეგვიდეს, და ვაყენებდით მას, რამეთუ არა
შეგვიდგს ჩუენ.
39. ხოლო თავადმან ჰრქუა: ნუ აყენებთ მას, რამეთუ არავინ არს, რომელმან ქმნეს ძალი
სახელითა ჩემითა და ხელ-ეწიფოს ბოროტის სიტყუად ჩემდა.
40. რამეთუ რომელი არა ჩუენდა მტერ არს, იგი ჩუენ კერძო არს.
41. რომელმან გასუას თქუენ სასუმელი წყლისაი სახელად ჩემდა, რამეთუ ქრისტესნი ხართ,
ამინ გეტყვი თქუენ, არა წარუწყმდეს სასყიდელი მისი.
42. და რომელმან დააბრკოლოს ერთი მცირეთაგანი მორწმუნეთაი ჩემდა მომართ, უმჯობეს
არს მისა გამო-თუმცა-იბა ქედსა მისსა წისქვილის ქვაი ვირით საფქველი და შთავარდა
ზღუასა.
43. და უკეთუ დაგაბრკოლებდეს ხელი შენი, მოიკუეთე იგი: უმჯობეს არს შენდა უხელოისა
შესვლად ცხოვრებასა, ვიდრე ორთა ხელთა სხმასა და შესვლად გეჰენიასა, ცეცხლსა მას
უშრეტსა.
44. სადა-იგი მატლი მათ არა მოაკლდების, და ცეცხლი არა დაშრტების.
45. და უკეთუ ფეხი შენი დაგაბრკოლებდეს შენ, მოიკუეთე იგი: უმჯობეს არს შენდა
მკელობელისა შესვლად ცხოვრებასა, ვიდრე ორითა ფერხითა შთაგდებად გეჰენიასა, ცეცხლსა
მას უშრეტსა,
46. სადა-იგი მატლი მათი არა დაესრულების, და ცეცხლი არა დაშრტების.
47. და უკეთუ თუალი შენი გაცდუნებდეს შენ, აღმოიღე იგი: უმჯობეს არს შენდა ერთითა
თუალითა შესვლად სასუფეველსა ღმრთისასა, ვიდრე ორითა თუალითა შთაგდებად გეჰენიასა
ცეცხლისა უშრეტისასა.
48. სადა-იგი მატლი მათი არა დაესრულების, და ცეცხლი არა დაშრტების.
49. რამეთუ ყოველივე ცეცხლითა დაიმარილოს, და ყოველი შესაწირავი მარილითა
დაიმარილოს.
50. კეთილ არს მარილი: ხოლო უკუეთუ მარილი უმარილო იქმნეს, რაითაღა შეინელოს იგი?
გაქუს თავისა თქუენისა მარილი და მშვიდობით იყვენით ურთიერთას.
1. და აღდგა მიერ იესო და მოვიდა საზღვართა ჰურიასტანისათა, წიაღ იორდანესა, და
შეკრბებოდა მისა კუალად ერი, და, ვითარცა ჩუეულ იყო, კუალად ასწავებდა მათ.
2. ხოლო ფარისეველნი იგი მოუხდეს და ჰკითხვიდეს მას: უკუეთუ ჯერ-არს კაცისა ცოლისა
თვისისა განტევებაი? და გამოსცდიდეს მას.
3. ხოლო თავადმან მიუგო და ჰრქუა მათ: ვითარ გამცნო თქუენ მოსე?
4. ხოლო მათ ჰრქუეს: მოსე ბრძანა წიგნი განშორებისაი მიცემად და განტევებად.
5. მიუგო იესო და ჰრქუა მათ: გულფიცხელობისა თქუენისათვის დაწერა მოსე მცნებაი ეგე.
6. ხოლო დასაბამითგან დაბადებისაით მამაკაცად და დედაკაცად შექმნნა იგინი ღმერთმან
და თქუა:
7. ამისთვის დაუტეოს კაცმან მამაი თვისი და დედაი თვისი და შეეყოს ცოლსა თვისსა.
8. და იყვნენ ორნივე იგი ართ ხორც, ვითარმედ არღარა არიან ორ, არამედ ერთ ხორც.
9. რომელნი ღმერთმან შეაუღლნა, კაცი ნუ განაშორებნ.
10. და მერმე სახლსა რაი შინა იყო, კუალად მისივე სიტყვისათვის ჰკითხვიდეს მას
მოწაფენი მისნი. ხოლო იესო ჰრქუა მათ:
11. უკუეთუ განუტეოს ქმარმან ცოლი თვისი და შეირთოს სხუაი, მან იმრუშა.
12. და ცოლი თუ განვიდეს ქმრისაგან და შეერთოს სხუასა, მანცა იმრუშა.
13. და მოჰგურიდეს მას ყრმებსა, რაითა ხელი დასდვას მათ; ხოლო მოწაფენი აყენებდეს
მათ, რომელნი-იგი მოჰგურიდეს.
14. ვითარცა იხილა იესო, შეჰრისხნა მათ და ჰრქუა: აცადეთ ყრმებსა მაგას მოსვლად
ჩემდა და ნუ აყენებთ მაგათ, რამეთუ ეგევითართაი არს სასუფეველი ცათაი.
15. ამინ გეტყვი თქუენ, რამეთუ რომელმან არა შეიწყნაროს სასუფეველი ღმრთისაი,
ვითარცა ყრმაი, ვერ შევიდეს მას.
16. და შეიტკბობდა მათ და დაასხმიდა მათ ზედა ხელთა და აკურთხევდა მათ.
17. და ვითარცა გამოვიდა იგი გზასა, ესერა მდიდარი ვინმე მორბიოდა მისა და მუხლნი
დაიდგნა მის წინაშე, ევედრებოდა მას და ეტყოდა: მოძღუარო სახიერო, რომელი საქმე
ვქმნა, რაითა ცხოვრებაი საუკუნოი დავიმკვიდრო?
18. ხოლო იესო ჰრქუა მას: რაისა მეტყვი მე სახიერთ? არავინ არს სახიერ, გარნა
ღმერთი მხოლოი.
19. მცნებანი იცნი: ნუ კაცჰკლავ, ნუ იპარავ, ნუ ცილსა სწამებ, ნუ დააკლებ კეთილის
ყოფად, პატივ-ეც მამასა შენსა და დედასა შენსა.
20. ხოლო მან მიუგო და ჰრქუა მას: ესე ყოველი ვყავ სიჭაბუკით ჩემითგან. რაიღა მაკლს
მე?
21. ხოლო იესო მიჰხედა და შეუყურადა იგი და ჰრქუა მას: უკუეთუ გნებავს სრულ ყოფაი,
ერთიღა გაკლს შენ: წარვედ და, რაოდენი გაქუს, განყიდე და მიეც გლახაკთა და გაქუნდეს
საუნჯე ცათა შინა; აღიღე ჯუარი, მოვედ და შემომიდეგ მე.
22. ხოლო იგი შეწუხნა ამის სიტყვისათვის და წარვიდა მწუხარე, რამეთუ აქუნდა
მონაგები ფრიად.
23. და მიმოიხილა იესო და ჰრქუა მოწაფეთა თვისთა, ვითარმედ ძნიად შევიდენ
სასუფეველსა ღმრთისასა, რომელთა აქუს საფასე.
24. ხოლო მოწაფეთა დაუკვირდებოდა სიტყუასა ამას ზედა. ხოლო იესო კუალად მიუგო და
ჰრქუა მათ: რაოდენ ძნელ არს, რომელნი საფასეთა ესვენ, შესლვაი სასუფეველსა
ღმრთისასა!
25. უადვილეს არს აქლემი ხურელსა ნემსისასა განსლვად, ვიდრე მდიდარი შესლვად
სასუფეველსა ღმრთისასა.
26. ხოლო მათ უმეტესად განუკვირდებოდა და იტყოდეს ურთიერთას: და ვის ძალ-უც
ცხოვრებად?
27. მიჰხედა მათ იესო და ჰრქუა: კაცთა მიერ შეუძლებელ არს, არამედ არა
ღმრთისაგანცა, რამეთუ ყოველივე შესაძლებელ არს ღმრთისა მიერ.
28. იწყო პეტრე სიტყუად მისა და ჰრქუა: აჰა ესე რა ჩუენ დაუტევეთ ყოველივე და
შეგიდეგით შენ.
29. მიუგო იესო და ჰრქუა მათ: ამინ გეტყვი თქუენ: არავინ არს, რომელმან დაუტევა
სახლი გინა ძმანი გინა დანი გინა მამაი გინა დედაი გინა ცოლი გინა შვილნი გინა
აგარაკნი ჩემთვის და სახარებისა ამისთვის,
30. უკეთუ არა მოიღოს ასი წილი აწ ჟამსა ამას სახლი და ძმანი და დანი, მამაი და
დედაი და შვილნი და აგარაკნი შემდგომად დევნისა და საუკუნესა მას მომავალსა
ცხოვრებაი საუკუნოი.
31. ხოლო მრავალნი იყვნენ პირველნი უკუანაისკნელ, და უკუანაისკნელნი პირველ.
32. და იყვნეს გზასა ზედა და აღვიდოდეს იერუსალემდ; და იესო წინა-უძღოდა მათ, და
დაუკვირდებოდა მოწაფეთა, ხოლო იგინი მისდევდეს მას და ეშინოდა. და წარმოიყვანნა
კუალად ათორმეტნი იგი და იწყო თხრობად მათდა მერმისა მისთვის, რომელი შემთხუევად
იყო მისა,
33. ვითარმედ: აჰა ესერა აღვალთ იერუსალემდ, და ძე კაცისაი მიეცეს მღდელთ მთავართა
და მწიგნობართა, და დასაჯონ იგი სიკუდილდ და მისცენ იგი წარმართთა;
34. და ეკითხევდენ მას და ტანჯონ იგი და ჰნერწყვიდენ მას და მოკლან იგი, და
მესამესა დღესა აღდგეს.
35. და მოვიდეს მისა იაკობ და იოანე, ძენი ზებედესნი, და ჰრქუს: მოძღუარ, გუნებავს,
რაითა რომელი გთხოვოთ, მიყო ჩუენ.
36. ხოლო თავადმან ჰრქუა მათ: რაი გნებავს ჩემგან, რაითა გიყო თქუენ?
37. ხოლო მათ ჰრქუეს მას: მომეც ჩუენ, რაითა ერთი მარჯუენით და ერთი მარცხენით
შენსა დავსხდეთ დიდებასა შენსა.
38. ხოლო იესო ჰრქუა მათ: არა იცით, რასა ითხოვთ. ძალ-გიცა სასუმელისა, რომელსა მე
შევსუამ, შესუმად, და ნათლის-ღებისა, რომელსა მე ნათელ-ვიღებ, ნათლისღებად?
39. ხოლო მათ ჰრქუეს მას: ძალ-გვიც. ხოლო იესო ჰრქუა მათ: სასუმელი სამე, რომელსა
მე ვსუამ, ჰსუათ, და ნათლის-ღებაი, რომელი მე ნათელ-ვიღო, ნათელ იღოთ.
40. ხოლო დაჯდომაი მარჯუენით ჩემსა და მარცხენით არა არს ჩემი მიცემად, არამედ
ვიეთა განმზადებულ არს.
41. და ესმა რაი ესე ათთა მათ, იწყეს რისხვად იაკობისა და იოანესა.
42. ხოლო იესო მოუწოდა და ჰრქუა მათ: უწყითა, რამეთუ რომელნი-იგი ჰგონებად მთავრად
წარმართთა, უფლებედ მათ ზედა, და დიდ-დიდნი მათნი ხელმწიფებედ მათ ზედა?
43. ხოლო არა ეგრე იყოს თქუენ შორის, არამედ რომელსა უნდეს დიდ ყოფაი თქუენ შორის,
იყოს თქუენდა მსახურ;
44. და რომელსა უნდეს თქუენ შორის პირველ ყოფაი, იყოს ყოველთა მონა.
45. და რამეთუ ძე კაცისაი არა მოვიდა, ვითარმცა იმსახურა, არამედ მსახურებად და
მიცემად სული თვისი სახსრად მრავალთა.
46. და მოვიდეს იერიქოდ. და ვითარცა გამოვიდა იესო და მოწაფენი მისნი იერიქოდ და
ერი მრავალი მათ თანა, ძე ტიმესი ბარტიმეოს, ბრმაი, ჯდა გზასა თანა მთხოველად.
47. და ესმა რაი, რამეთუ იესო ნაზარეველი არს, იწყო ღაღადებად და სიტყუად: იესო,
ძეო დავითისო, შემიწყალე მე!
48. და ჰრისხვიდეს მას მრავალნი, რაითა დადუმნეს; ხოლო იგი უფროის ღაღადებდა: ძეო
დავითისო, შემიწყალე მე!
49. დადგა იესო და ბრძანა მოწოდებაი მისი და მოუწოდეს ბრმასა მას და ეტყოდეს: ნუ
გეშინინ, აღდეგ, გიწესს შენ.
50. ხოლო მან დააბნია სამოსელი თვისი და აღდგა და მოვიდა მისა.
51. მიუგო და ჰრქუა მას იესო: რაი გნებავს, და გიყო შენ? ხოლო ბრმამან მან ჰრქუა
მას: რაბი, რაითა აღვიხილნე თუალნი ჩემნი.
52. ხოლო იესო ჰრქუა მას: გუალე, ვიდოდე, სარწმუნოებამან შენმან გაცხოვნა შენ. და
მეყსეულად აღიხილნა და მისდევდა მას გზასა ზედა.
1. და რაჟამს მიეახლნეს იერუსალემდ, ბეთბაგედ, ბეთანიად, მთასა თანა ზეთის
ხილთასა, წარავლინნა ორნი მოწაფეთაგანნი
2. და ჰრქუა მათ: წარვედით დაბასა მაგას, რომელ არს წინაშე თქუენსა; და
შე-რაი-ხვიდოდით მას შინა, ჰპოვოთ კიცვი დაბმული, რომელსა კაცი არღა დაჯდომილ არს;
აღჰხსენით იგი და მომგუარეთ.
3. და უკუეთუ ვინმე გრქუას რაი თქუენ, არქუთ, ვითარმედ უფალსა უხმს ეგე, და
მეყსეულად მოავლინოს იგი აქა.
4. ხოლო იგინი წარვიდეს და პოვეს კიცვი იგი დაბმული კართა თანა გარეშე შესავალთა და
აღჰხსნეს იგი.
5. ხოლო მუნ მდგომარენი ვინმე ეტყოდეს მათ: რასა ჰზამთ და აღჰხსნით კიცუსა მაგას?
6. ხოლო მათ ჰრქუეს, ვითარცა-იგი უბრძანა მათ იესო; და მიუტევეს მათ.
7. და მოიყვანეს კიცვი იგი იესოისა. და დაასხეს მას ზედა სამოსელი მათი, და დაჯდა
მას ზედა.
8. და მრავალნი სამოსელსა მათსა დაუფენდეს გზასა ზედა, და სხუანი მოჰკაფდეს რტოთა
ხეთაგან და დაუფენდეს გზასა ზედა.
9. და რომელნი წინა-უძღოდეს და რომელნი უკუანა შეუდგეს, ღაღადებდეს და იტყოდეს:
ოსანნა, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაითა!
10. კურთხეულ არს მოსვლაი მეუფისაი სახელითა უფლისაითა, დავითის, მამისა ჩუენისაი!
ოსანნა მაღალთა შინა!
11. და შევიდა იესო იერუსალემდ და ტაძარსა მას და მიმოჰხედვიდა ყოველსა, და რამეთუ
მწუხრი იყო ჟამი იგი, განვიდა ბეთანიად ათორმეტთა თანა.
12. და ხვალისაგან, ვითარ გამოვიდეს იგინი ბეთანიაით, შეემშია.
13. და იხილა ლეღვი ერთი შორით, რომელსა ესხა ფურცელი, და მოვიდა, უკუეთუმცა რაიმე
პოვა მას შინა. და მოვიდა რაი მისა, არარაი პოვა, გარნა ფურცელი ხოლო, რამეთუ არა
იყო ჟამი ლეღვიისაი.
14. და ჰრქუა მას: ნუღარამცა ვინ ჭამს უკუნისამდე შენგან ნაყოფსა! და ესმოდა ესე
მოწაფეთა მისთა.
15. და მოვიდეს იერუსალემდ, და შევიდა იესო ტაძარსა მას და იწყო გამოსხმად
განმსყიდელთა მათ და მომსყიდველთა მიერ ტაძრით; და ტაბლები იგი მეკერმეთაი მათ და
დასასხდომლები იგი მსყიდელთაი მათ ტრედისათაი დაუმხუა.
16. და არა უტევებდა, რაითა გან-ვინმე-იღოს ჭურჭელი მიერ ტაძრით.
17. და ასწავებდა და ეტყოდა, ვითარმედ: წერილ არს: სახლსა ჩემსა სახლ სალოცველ
ეწოდოს ყოველთა მიერ წარმართთა, ხოლო თქუენ გიყოფიეს იგი ქუაბ ავაზაკთა.
18. და ესმა ესე მღდელთ მთავართა მათ და მწიგნობართა და ეძიებდეს, ვითარმცა
წარწყმიდეს იგი; და ეშინოდა მისა, რამეთუ ყოველი ერი განკვირვებულ იყო მოძღურებასა
მას მისსა.
19. და ვითარცა იყო მწუხრი, განვიდოდეს გარეშე ქალაქსა.
20. და ვითარცა თანა-წარვიდოდეს განთიად, იხილეს ლეღვი იგი განხმელი ძირითაგან.
21. და მოეხსენა პეტრეს და ჰრქუა მას: რაბი, აჰა ლეღვი იგი, რომელსა სწყევე,
განხმა.
22. მიუგო იესო და ჰრქუა მათ:
23. გაქუნდინ სარწმუნოებაი ღმრთისაი. ამინ გეტყვი თქუენ, ვითარმედ, რომელმან ჰრქუას
მთასა ამას: აღიფხუერ და შთავარდი ზღუად! და არა შეორგულდეს გულსა ვვისსა, არამედ
ჰრწმენეს, რამეთუ რომელი თქუას, იქმნეს, და იყოს ეგრე.
24. ამისთვის გეტყვი თქუენ: ყოველსა. რომელსა ლოცვასა შინა ითხოვდეთ, გრწმენინ,
რამეთუ მოიღოთ, და გეყოს თქუენ.
25. და რაჟამს სდგეთ ლოცვასა შინა. მიუტევეთ უკუეთუ გაქუნდეს რაიმე ბოროტი
ვისთვისმე, რაითა მამამანცა თქუენმან, რომელ არს ცათა შინა, მოგიტევნეს შეცოდებანი
თქუენნი.
26. ხოლო უკუეთუ თქუენ არა მიუტევნეთ, არცა მამამან თქუენმან, რომელ არს ცათა შინა,
მოგიტევნეს შეცოდებანი თქუენნი.
27. და მოვიდეს კუალად იერუსალემდ. და ვითარცა იქცეოდა იგი ტაძარსა მას შინა,
მოვიდეს მისა მღდელთ მთავარნი იგი და მწიგნობარნი და მოხუცებულნი.
28. და ეტყოდეს მას: რომლითა ხელმწიფებითა იქმ ამას, და ვინ მოგცა შენ ხელმწიფებაი
ესე, რამეთუ ამას იქმოდი?
29. ხოლო იესო მიუგო და ჰრქუა მათ: გკითხო მეცა თქუენ სიტყუაი ერთი, და თქუენ
მომიგეთ მე, და მე გითხრა თქუენ, რომლითა ხელმწიფებითა ვიქმ ამას:
30. ნათლის-ცემაი იოანესი ზეცით იყო ანუ კაცთაგან? მითხრათ მე.
31. ხოლო იგინი განიზრახვიდეს თვისაგან და იტყოდეს: უკუეთუ ვთქუათ: ზეცით იყო,
გურქუას ჩუენ: რაისათვის უკუე არა გრწმენა მისი?
32. და უკუეთუ ვთქუათ: კაცთაგან, გუეშინის ერისა ამის, რამეთუ ყოველთა იცოდეს
იოანე, ვითარმედ ჭეშმარიტად წინაისწარმეტყუელი იყო.
33. და მიუგეს და ჰრქუეს მათ იესოს: არა ვიცით. და მიუგო მათ იესო და ჰრქუა: არცა
მე გითხრა თქუენ, რომლითა ხელმწიფებითა ამას ვიქმ.
1. და იწყო იგავით მათდა სიტყუად: კაცმან ვინმე დაასხა ვენახი და ზღუდე
გარე-მოსდვა და ქმნა საწნეხელი და აღაშენა გოდოლი და მისცა იგი ქუეყანის მოქმედთა
და წარვიდა.
2. და მიავლინა ქუეყანის მოქმედთა მათ მიმართ ჟამსა ნაყოფისასა მონაი, რაითა მოიღოს
ნაყოფი ვენახისაი მის.
3. ხოლო მათ შეიპყრეს და გუემეს იგი წარავლინეს ცალიერი.
4. მერმე კუალად წარავლინა სხუაი მონაი, და მასცა კუალად გამო-ვე-ეწყვნეს, გუემეს
და წარავლინეს გინებული.
5. და კუალად სხუაი მიავლინა, და იგიცა მოკლეს; და სხუანი მრავალნი, რომელთამე
სტანჯვიდეს და რომელთამე მოჰკვლვიდეს.
6. უკუანაისკნელ, ერთი ძე ესუა საყუარელი თვისი, მიავლინა მათ თანა, რამეთუ თქუა,
ვითარმედ: შეიკდიმონ ძისა ჩემისათვის.
7. ხოლო ქუეყანის მოქმედთა მათ თქუეს ურთიერთას: ესე არს მკვიდრი მისი, მოვედით და
მოვკლათ იგი, და ჩუენდა იყოს სამკვიდრებელი ესე.
8. და შეიპყრეს იგი და მოკლეს და გამოაგდეს იგი მიერ სავენახით.
9. აწ რაი უყოს მათ უფალმან მის ვენახისამან? მოვიდეს და მოსრნეს ქუეყანის მოქმედნი
იგი და ვენახი იგი მისცეს სხუათა.
10. არცაღა ესე წიგნი აღმოგიკითხავსა: ლოდი, რომელ შეურაცხ-ყვეს მაშენებელთა, ესე
იქმნა თავ კიდეთა.
11. უფლისა მიერ იყო ესე და არს საკვირველ წინაშე თუალთა ჩუენთა.
12. და ეძიებდეს მას შეპყრობად და ეშინოდა ერისა მისგან, რამეთუ ცნეს, ვითარმედ
მათთვის თქუა იგავი იგი. და დაუტევეს იგი და წარვიდეს.
13. და მი-ვინმე-ავლინნეს მისა ფარისეველნი და ჰეროდიანნი, რაითა მოინადირონ იგი
სიტყვითა.
14. ხოლო იგინი მივიდეს და ჰკითხვიდეს მას: მოძღუარ, ვიცით, რამეთუ ჭეშმარიტ ხარ და
არარაი ზრუნვაი გაქუს ვისთვისმე, რამეთუ არა ჰხედავ პირსა კაცისასა, არამედ
ჭეშმარიტად გზასა ღმრთისასა ასწავებ, ჯერ-არსა ხარკი მიცემად კეისრისა? მივსცეთ ანუ
არა მივსცეთ?
15. ხოლო თავადმან იცოდა ორგულებაი მათი და ჰრქუა მათ: რაისა გამომცდით მე?
მომართუთ მე დრაჰკანი, რაითა ვიხილო.
16. ხოლო მათ მოართუეს. და ჰრქუა მათ: ვისი არს ხატი ესე და ზედაწერილი? ხოლო მათ
ჰრქუეს: კეისრისაი.
17. მიუგო იესო და ჰრქუა მათ: მიეცით კეისრისაი კეისარსა და ღმრთისაი ღმერთსაი; და
დაუკვირდა ამას ზედა და წარვიდეს.
18. და მოვიდეს მისა სადუკეველნი, რომელნი იტყვიან, ვითარმედ აღდგომაი არა არს, და
ჰკითხვიდეს მას და ეტყოდეს:
19. მოძღუარ, მოსე ესრეთ დამიწერა ჩუენ: უკუეთუ ვისმე მოუკუდეს ძმაი და ესუას ცოლი
და შვილი არა დაშთეს, რაითა შეირთოს ძმამან მისმან ცოლი იგი მისი და აღუდგინოს
თესლი ძმასა თვისსა.
20. აწ შვიდნი ძმანი იყვნეს ჩუენ შორის. და პირველმან შეირთო ცოლი და მოკუდა, და
არა დაშთა შვილი;
21. და მეორემან შეირთო იგი და მოკუდა, და არა დაშთა შვილი, და მესამემან ეგრეთვე
22. ვიდრე მეშვიდედმდე, და არა დაუშთა შვილი; უკუანაისკნელ ყოველთასა მოკუდა
დედაკაციცა იგი.
23. აწ უკუე აღდგომასა მას, ოდეს აღდგენ, ვისა მათგანისა იყოს იგი ცოლ? რამეთუ
შვიდთავე ესუა იგი ცოლად.
24. მიუგო იესო და ჰრქუა მათ: არა ამისთვის სცთებითა, რამეთუ არა იცნით წიგნნი,
არცა ძალი ღმრთისაი?
25. რამეთუ რაჟამს მკუდრეთით აღდგენ, არცა იქორწინებოდიან, არცა განჰქორწინებდენ,
არამედ იყვნენ ვითარცა ანგელოზნი ცათა შინა.
26. ხოლო ამისთვის, რამეთუ აღდგენ მკუდარნი, არა აღმოგიკითხავსა წიგნსა მოსესსა,
მაყულოვანსა ზედა ვითარ-იგი ღმერთი ეტყოდა მას და ჰრქუა: მე ვარ ღმერთი აბრაჰამისი,
ღმერთი ისააკისი და ღმერთი იაკობისი?
27. არა არს ღმერთი მკუდართაი, არამედ ღმერთი ცხოველთაი. ხოლო თქუენ ფრიად სცთებით.
28. და მოვიდა მისა ერთი მწიგნობართაგანი, ესმოდა რაი მათი, ვითარ-იგი გამოეძიებდეს
მის თანა, იცოდა, რამეთუ კეთილად მიუგო მათ, ჰკითხა მას მანცა, ვითარმედ: რომელი
არს ყოველთა პირველი მცნებაი?
29. ხოლო იესო ჰრქუა მას: პირველი ყოველთა მცნებათაი ესე არს: ისმინე, ისრაელ:
უფალი ღმერთი შენი უფალი ერთ არს;
30. და შეიყუარო უფალი ღმერთი შენი ყოვლითა გულითა შენითა და ყოვლითა სულითა შენითა
და ყოვლითა გონებითა შენითა და ყოვლითა ძალითა შენითა. ესე არს პირველი მცნებაი.
31. და მეორე, მსგავსი ამისი: შეიყუარო მოყუასი შენი ვითარცა თავისი თვიისი. უფროის
ამათსა სხუაი მცნებაი არა არს.
32. ჰრქუა მას მწიგნობარმან მან: კეთილად, მოძღუარ, ჭეშმარიტად სთქუ, რამეთუ ერთ
არს ღმერთი, და არავინ არს სხუაი მისსა გარეშე;
33. და შეყუარებად იგი ყოვლითა გულითა და ყოვლითა სულითა და ყოვლითა ძალითა და
ყოვლითა გულისხმის-ყოფითა, და შეყუარებად მოყუასი ვითარცა თავი თვისი; უფროის არს
ესე ყოველთა მსხუერპლთა და შესაწირავთა.
34. და იხილა იესო, რამეთუ გონიერად მიუგო, ჰრქუა მას: არა შორს ხარ
სასუფეველისაგან ღმრთისა. და არღარავინ იკადრა კითხვად მისა.
35. მიუგო იესო და ჰრქუა მათ და ასწავებდა ტაძარსა მას შინა: ვითარ უკუე იტყვიან
მწიგნობარნი, ვითარმედ: ქრისტე ძე არს დავითისი?
36. რამეთუ თვით იგი დავით იტყვის სულითა წმიდითა: ჰრქუა უფალმან უფალსა ჩემსა:
დაჯედ მარჯუენით ჩემსა, ვიდრემდის დავსხნე მტერნი შენნი ქუეშე ფერხთა შენთა.
37. თვთ იგი დავით ჰხადის მას უფლით, და ვითარ ძე მისი არს? და მრავალი ერი ისმენდა
მისსა ტკბილად.
38. და ეტყოდა მათ სწავლასა მას შინა მისსა: ეკრძალენით მწიგნობართა მათგან,
რომელთა ჰნებავს სამკაულითა სლვაი და მოკითხვაი უბანთა ზედა.
39. და ზემოჯდომაი კრებულსა შორის და პირველ ანახით-ჯდომაი სერსა ზედა;
40. რომელნი შესჭამენ სახლებსა ქურივთასა და მიზეზით მყოვარ ჟამ ილოცვენ, რომელთა
მიიღონ უმეტესი სასჯელი.
41. და დაჯდა იესო წინაშე ფასის საცავსა მას და ჰხედვიდა ვითარ-იგი ერი დასდებდა
რვალსა ფასის საცავსა მას. და მრავალთა მდიდართა დადვეს ფრიად.
42. და მოვიდა ერთი ქურივი გლახაკი და დასხნა ორნი წულილნი, რომელ არს კოდრანტე.
43. და მოუწოდა იესო მოწაფეთა თვისთა და ჰრქუა მათ: ამინ გეტყვი თქუენ, რამეთუ
ქურივმან ამან გლახაკმან უფროის ყოველთასა დადვა ფასის საცავსა ამას;
44. რამეთუ ყოველთა ნამეტნავისაგან მათისა დადვეს, ხოლო ამან ნაკლულევანებისაგან
თვისისა ყოველი, რაიცა აქუნდა, დადვა საცხოვრებელი თვისი.
1. და გამო-რაი-ვიდოდა იგი ტაძრით, ჰრქუა მას ერთმან მოწაფემან მისმან: მოძღუარ,
იხილე, რაბამი ქვები არს და რაბამი შენებულებაი!
2. მიუგო იესო და რქუა მას: ჰხედავა ამათ დიდ-დიდთა შენებულთა? არა დაშთეს ქვაი
ქვასა ზედა, რომელი არა დაირღუეს.
3. და დაჯდა რაი იგი მთასა მას ზეთის ხილთასა, წინაშე ტაძარსა მას, ჰკითხვიდეს მას
თვისაგან პეტრე და იაკობ და იოანე და ანდრია:
4. მითხარ ჩუენ, ოდეს ყოფად არს ესე, და რაი იყვნენ სასწაულნი, ოდეს ესე ყოველნი
აღესრულნენ?
5. მიუგო იესო და ჰრქუა მათ: ეკრძალენით, ნუუკუე ვინმე გაცთუნნეს თქუენ.
6. რამეთუ მრავალნი მოვიდოდიან სახელითა ჩემითა და იტყოდიან, ვითარმედ: მე ვარ, და
მრავალთა აცთუნებდენ.
7. რაჟამს გესმოდიან ბრძოლანი და ამბავნი ბრძოლათანი, ნუ შესძრწუნდებით, რამეთუ
ჯერ-არს ესე ყოფად, არამედ არღა არს აღსასრული.
8. რამეთუ აღდგეს ნათესავი ნათესავსა ზედა და მუფებაი მეუფებასა ზედა; და იყვნენ
ძრვანი ადგილდ-ადგილდ და იყვნენ სიყმილნი და შფოთნი. ესე ყოველი დასაბამი
სალმობათაი არს.
9. ხოლო ეკრძალენით თქუენ თავთა თქუენთა, რამეთუ მიგცემდენ თქუენ შესაკრებელთა და
კრებულთა შორის გტანჯვიდენ თქუენ, და წინაშე მეფეთა და მთავართა წარსდგეთ ჩემთვის
საწამებელად მათა და ყოველთა წარმართთა.
10. ხოლო პირველად ჯერ-არს ქადაგებად სახარებაი ესე.
11. და რაჟამს მიგიყვანნენ თქუენ მიცემად მათა, ნუ წინაისწარ ჰზრუნავთ, ნუცა
იწურთით, რასა იტყოდით; არამედ რაი-იგი მოგეცეს თქუენ მას ჟამსა შინა, მას იტყოდეთ,
რამეთუ არა თქუენ ხართ მეტყუელნი, არამედ სული წმიდაი.
12. რამეთუ მისცეს ძმამან ძმაი სიკუდილდ და მამამან შვილი, და აღდგენ შვილნი
მამა-დედათა ზედა და მოჰკლვიდენ მათ.
13. და იყვნეთ თქუენ მოძულებულ ყოველთაგან სახელისა ჩემისათვის; ხოლო რომელმან
დაითმინოს სრულიად, იგი ცხოვნდეს.
14. ხოლო ოდეს იხილოთ საძაგელი იგი მოოხრებისაი, თქმული დანიელ
წინაისწარმეტყუელისაი. მდგომარე, სადა-იგი არა ჯერ არს, - რომელი-იგი
აღმოიკითხვიდეს, სცნობდინ, - მაშინ რომელნი იყვნენ ჰურიასტანს, ივლტოდედ მთად.
15. და რომელი ერდოსა ზედა იყოს, ნუ გარდამოვალნ სახიდ და ნუცა შევალნ აღებად
რაისამე სახლისაგან თვისისა.
16. და რომელი ველსა გარე იყოს, ნუ უკუნიქცევინ აღებად სამოსლისა თვისისა.
17. ხოლო ვაი მუცელქმნულთა და რომელნი აწოებდენ მათ დღეთა შინა.
18. არამედ ილოცევდით, რაითა არა იყოს სივლტოლაი თქუენი ზამთარსა.
19. რამეთუ იყვნენ დღენი იგი ჭირისანი, რომელი არასადა იქმნა ესევითარი
დასაბამითგან, რომელ დაჰბადა ღმერთმან, ვიდრე აქამომდე და არცაღა იყოს.
20. და არა თუმცა ღმერთმან შეამოკლნა დღენი იგი, არამცა ცხოვნდა ყოველი ხორციელი;
არამედ რჩეულთა მათთვის, რომელნი გამოირჩინა, შეამოკლნა დღენი იგი.
21. მაშინ უკუეთუ ვინმე გრქუას თქუენ: აჰა აქა არს ქრისტე, გინა იქი, ნუ გრწამნ.
22. რამეთუ აღდგენ ქრისტემტყუარნი და ცრუწინაისწარმეტყუელნი და ჰყოფდენ სასწაულებსა
და ნიშებსა, რაითა აცთუნნენ, უკუეთუმცა შეუძლეს, რჩეულთაცა.
23. ხოლო თქუენ იხილეთ და ეკრძალენით. აჰა ესერა წინაისწარ გითხარ თქუენ ყოველი.
24. არამედ მათ დღეთა შინა შემდგომად ჭირისა მის მზე დაბნელდეს, და მთოვარემან არა
გამოსცეს ნათელი თვისი;
25. და ვარსკულავნი ზეცით გარდამოცვივენ, და ძალნი, რომელნი იყვნენ ცათა შინა,
შეიძრნენ.
26. და მაშინ იხილონ ძე კაცისაი, მომავალი ღრუბელთა ზედა ძალითა და დიდებითა
მრავლითა.
27. და მაშინ წარავლინნეს ანგელოზნი მისნი და შეკრიბნეს რჩეულნი თვისნი ოთხთაგან
ქართა კიდითგან ქუეყანისაით, ვიდრე კიდედმდე ცისა.
28. ხოლო ლეღვისაგან ისწავეთ იგავი ესე: რაჟამს-იგი რტონი მისნი და დაჩჩვივან, და
გამოვალნ ფურცელი, უწყოდეთ, რამეთუ ახლოს არს ზაფხული.
29. ეგრეცა თქუენ, რაჟამს იხილოთ ესე ყოველი ყოფილი, უწყოდეთ, რამეთუ ახლოს არს
კართა ზედა.
30. ამინ გეტყვ თქუენ: არა წარხდეს ნათესავი ესე, ვიდრომდე ესე ყოველი იქმნეს.
31. ცანი და ქუეყანაი წარხდენ, ხოლო სიტყუანი ჩემნი არასადა წარხდენ.
32. ხოლო დღისა მისთვის და ჟამისა არავინ იცის, არცა ანგელოზთა ცათა შინა, არცა
ძემან, არამედ მამამან.
33. არამედ იხილეთ და მღვიძარე იყვენით, და ილოცევდით, რამეთუ არა იცით, ოდეს იყოს
ჟამი იგი.
34. ვითარცა-იგი კაცმან გზად წარმავალმან დაუტევის სახლი თვისი და მისცის მონათა
თვისთა ხელმწიფებაი და კაცად-კაცადსა საქმე თვისი და მეკარესა ამცნის, რაითა
მღვიძარე იყოს.
35. იღვიძებდით უკუე, რამეთუ არა იცის, ოდეს-იგი უფალი სახლისაი მის მოვიდეს:
მწუხრი ანუ შუა ღამეს ანუ ქათმისა ხმობასა ანუ განთიად;
36. ნუუკუე მოვიდეს მეყსეულად და გპოვნეს თქუენ მძინარენი.
37. ხოლო რომელსა-ესე გეტყვი თქუენ, ყოველთა გეტყვი: მღვიძარე იყვენით.
1. ხოლო იყო პასქაი იგი, რომელ არს ვენებაი უცომოებაი, შემდგომად ორისა დღისა.
და ეძიებდეს მღდელთ მთავარნი იგი და მწიგნობარნი იესოს, ვითარმცა ზაკუვით შეიპყრეს
იგი და მოკლეს.
2. ხოლო იტყოდეს: ნუ დღესასწაულსა ამას, ნუუკუე შფოთი იქმნეს ერისაი.
3. და ვითარცა იყო იესო ბეთანიას, სახლსა სვიმონ კეთროვნისასა და ინახით-ჯდა იგი,
მოვიდა დედაკაცი და აქუნდა ალაბასტრითა ნელსაცხებელი ნარდისა სარწმუნოისაი,
მრავალ-სასყიდლისაი და შემუსრა ალაბასტრი იგი. და დაასხა თავსა მისსა.
4. იყვნეს ვინმე, რომელნი დრტვინვიდეს ურთიერთას და იტყოდეს: რაისათვის იქმნა
წარწყმედაი ნელსაცხებლისაი ამის?
5. რამეთუ შესაძლებელ იყო ესე განსყიდად უფროის სამასისა დრაჰკნისა და მიცემად
გლახაკთა, და ჰრისხვიდეს მას.
6. ხოლო იესო ჰრქუა მათ: აცალეთ მაგას, რასა შრომასა შეამთხუევთ, რამეთუ საქმე
კეთილი ქმნა ჩემ თანა.
7. რამეთუ გლახაკნი მარადის თქუენ თანა არიან, უკუეთუ გინდეს, ძალ-გიც კეთილის
ყოფად მათდა, ხოლო მე არა მარადის თქუენ თანა ვარ.
8. რომელი აქუნდა, ყო, უსწორო ნელსაცხებელითა ცხებად ხორცთა ჩემთა დასაფლველად
ჩემდა.
9. ამინ გეტყვი თქუენ: სადაცა იქადაგოს სახარებაი ესე ყოველსა სოფელსა, და
რომელიცა-ესე ქმნა, ითქმოდის სახსენებელად მაგისა.
10. და იუდა ისკარიოტელი, ერთი ათორმეტთაგანი, წარვიდა მღდელთ მთავართა მათ მიმართ,
რაითა მისცეს იგი მათ.
11. ხოლო მათ ვითარცა ესმა მისგან, განიხარეს და აღუთქუეს მას მიცემად ვეცხლი. და
ეძიებდეს, ვითარმცა ჟამსა მარჯუესა მისცა იგი მათ.
12. და პირველსა მას დღესა უცომოებისასა, ოდეს პასექსა მას დაჰკლვიდეს, ჰრქუეს
იესოს მოწაფეთა მისთა: სადა გნებავს, წარვიდეთ და მოგიმზადოთ შენ, რაითა სჭამო
ვნებაი ესე?
13. და წარავლინნა ორნი მოწაფეთა მისთაგანნი და ჰრქუა მათ: წარვედით ქალაქად და
შეგემთხხოს თქუენ კაცი, რომელსა ლაგვინითა წყალი ზე ედგას; და შეუდეგით მას,
ვიდრეცა შევიდეს.
14. და არქუთ სახლისა უფალსა მას, ვითარმედ: მოძღუარი იტყვის: სადა არს სავანე,
სადა-იგი პასექი მოწაფეთა ჩემთა თანა ვჭამო?
15. და მან გიჩუენოს თქუენ ქორი დიდი, დაგებული და მომზადებული; მუნ მზა-მიყავთ
ჩუენ.
16. და გამოვიდეს მოწაფენი მისნი და მოვიდეს ქალაქად და პოვეს ეგრეთ, ვითარცა ჰრქუა
მათ იესო, და მომზადეს ვნებაი იგი.
17. და ვითარცა მწუხრი იყო, მოვიდა ათორმეტთა მათ თანა.
18. და ვითარ ინახით-სხდეს და ჭამდეს, ჰრქუა იესო: ამინ გეტყვი თქუენ, ვითარმედ:
ერთმან თქუენგანმან მიმცეს მე, რომელი ჭამს ჩემ თანა.
19. ხოლო მათ იწყეს მწუხარებად და სიტყუად მისა თითოეულმან: ნუუკუე მე ვარ? და
სხუამან თქვის: ნუუკუე მე ვარ?
20. ხოლო იესო მიუგო და ჰრქუა მათ: ერთმან ათორმეტთაგანმან, რომელმან შთამოყოს
პინაკსა ამას ხელი ჩემ თანა, იგი მიმცემს მე.
21. ძე სამე კაცისაი წარვალს, ვითარცა წერილ არს მისთვის; ხოლო ვაი არს მის კაცისა,
რომლისაგან ძე კაცისაი მიეცემის; უკეთეს იყო მისა, უკუეთუმცა არა შობილ იყო კაცი
იგი.
22. და ჭამდეს რაი იგინი, მოიღო იესო პური, აკურთხა, განტეხა და მისცა მათ და
ჰრქუა: მიიღეთ და ჭამეთ, რამეთუ ესე არს ხორცი ჩემი.
23. და მიიღი სასუმელი, ჰმადლობდა და მისცა მათ, და სუეს მისგან ყოველთა.
24. და ჰრქუა მათ: ესე არს სისხლი ჩემი ახლისა სჯულისაი, მრავალთათვის დათხეული.
25. ხოლო ამინ გეტყვი თქუენ, რამეთუ არღარა ვსუა ნაყოფისა ამისგან ამის ვენეხისა
ვიდრე მუნ დღედმდე, რაჟამს იგი ვსუა ახალი სასუფეველსა ღმრთისასა.
26. და გალობაი წართქუეს და განვიდეს მთასა მას ზეთის ხილთასა.
27. და ჰრქუა მათ იესო, ვითარმედ: ყოველნი დაბრკოლებად ხართ ჩემდა მომართ ღამესა
ამას, რამეთუ წერილ არს: დავსცე მწყემსი, და განიბნინენ ცხოვარნი სამწყოისა
მისისანი.
28. არამედ შემდგომად აღდგომისა ჩემისა წარგიძღუე თქუენ გალილეად.
29. ხოლო პეტრე ჰრქუა მას: და ღათუ ყოველნი დაბრკოლდენ, არამედ მე არასადა
დავბრკოლდე.
30. ჰრქუა მას იესო: ამინ გეტყვი შენ, ვითარმედ შენ დღეს ამას ღამესა ვიდრე ქათმისა
მეორედ ხმობადმდე სამ გზის უარ-მყო მე.
31. ხოლო პეტრე უმეტესად უფროის იტყოდა: დაღაცათუ იყოს სიკუდილი ჩემი შენ თანა,
არასადა უარ-გყო შენ. და ეგრეთვე მსგავსად ყოველნი იტყოდეს.
32. და მოვიდეს დაბასა, რომლისაი სახელი გეთსამანია, და ჰრქუა იესო მოწაფეთა
თვისთა: დასხედით აქა, ვიდრემდე ვილოცო.
33. და წარიყვანნა პეტრე და იაკობ და იოანე მის თანა, იწყო დასულებად და ურვად.
34. და ჰრქუა მათ: მწუხარე არს სული ჩემი ვიდრე სიკუდიდმე; დაადგერით აქა და
იღვიძებდით.
35. და წარვიდა მცირედ და დავარდა ქუეყანასა და ილოცვიდა: უკუეთუ შესაძლებელ არს,
რაითა თანა-წარჰხდეს ჟამი იგი მისგან.
36. და იტყოდა: აბბა მამაო, ყოველივე შესაძლებელ არს შენ მიერ თანა-წარსლვად
სასუმელი ესე ჩემგან, ხოლო არა რაი-იგი მე მნებავს, არამედ რაი შენ.
37. და მოვიდა და პოვნა იგინი მძინარენი და ჰრქუა პეტრეს: სვიმონ გძინავსა? და ვერ
უძლე ჟამ ერთ მღვიძარებად ჩემ თანა?
38. იღვიძებდით და ილოცევდით, რაითა არა შეხვიდეთ განსაცდელსა. სული გულს-მოდგინე
არს, ხოლო ხორცნი უძლურ.
39. და კუალად წარვიდა და ილოცვიდა და იგივე სიტყუაი თქუა.
40. და მოიქცა კუალად და პოვნა იგინი მძინარენი, რამეთუ იყვნეს თუალნი მათნი
დამძიმებულ, და არარაი იცოდეს, რაიმცა მიუგეს მას.
41. და მოვიდა მესამედ და ჰრქუა მათ: დაიძინეთ ამიერითგან და განისუენეთ. მოიწია
დასასრული, და მოვიდა ჟამი. აჰა ესერა მიეცემის ძე კაცისაი ხელთა ცოდვილთასა.
42. აღდეგით და წარვიდეთ ამიერ. აჰა ესერა მიმცემელი ჩემი მოახლებუდ არს.
43. და მეყსეულად ვიდრე იგი იტყოდაღა, მოვიდა იუდა ისკარიოტელი, ერთი
ათორმეტთაგანი, და მის თანა ერი მრავალი მახვილებითა და წათებითა მღდელთ
მთავართაგან და მწიგნობართა და მოხუცებულთა.
44. ხოლო მიეცა მათდა სასწაული მიმცემელსა მას მისსა და ჰრქუა მათ: რომელსა მე
ამბორსუყო, იგი არს, შეიპყართ იგი და წარიყვანეთ კრძალულად.
45. და მეყსეულად მოვიდა და მოუხდა მას და ჰრქუა: რაბი, რაბი! და ამბორს-უყო მას.
46. ხოლო მათ დაასხნეს მას ზედა ხელნი და შეიპყრეს იგი.
47. და ერთმან ვინმე წინაშე მდგომელმან იხადა მახვილი და სცა მონასა მღდელთ
მთავრისასა და წარჰკუეთა მას ყური მისი.
48. მიუგო იესო და ჰრქუა მათ: ვითარცა ავაზაკსა ზედა გამოხუედით და თქუენ
მახვილებითა და წათებითა შეპყრობად ჩემთა.
49. დღითი-დღედ თქუენ თანა ვიყავ ტაძარსა შინა, გასწავებდ, და არა შემიპყართ მე;
არამედ რაითა აღესრულნენ წიგნნი
50. მაშინ მოწაფეთა მისთა ყოველთა დაუტევეს იგი და ივლტოდეს.
51. და ერთი ვინმე ჭაბუკი მისდევდა მას და შეემოსა არდაგი შიშულივ, ხოლო სხუათა მათ
ჭაბუკთა შეიპყრეს იგი.
52. და მან დაუტევა არდაგი და ივლტოდა მათგან შიშუელი.
53. და მიიყვანეს იესო კაიაფაისა მღდელთ მთავრისა. და შეკრბეს ყოველნი მღდელთ
მთავარნი და მწიგნობარნი და მოხუცებულნი.
54. ხოლო პეტრე შორით მისდევდა მას ვიდრე შინა ეზოდმდე მღდელთ მთავრისა და დაჯდა
იგი მსახურთა თანა და ტფებოდა წინაშე ნათელსა ცეცხლისასა.
55. ხოლო მღდელთ მთავარნი იგი და ყოველი კრებული ეძიებდეს იესოისთვის მოწაფეთა,
რაითა მოკლან იგი, და არა ჰპოვებდეს.
56. რამეთუ მრავალნი ცრუსა წამებდეს მისთვის, და სწორ არა იყვნეს წამებანი მათნი.
57. და სხუანი ვინმე აღდგეს და ცრუსა წამებდეს მისთვის და ტიტყოდეს,
58. ვითარმედ: ჩუენ გუესმა მაგისგან სიტყუაი, ვითარმედ: მე დავარღვიო ტაძარი ესე
ხელით ქმნული და მესამესა დღესა აღვაშენო სხუაი ხელით უქმნელი.
59. და არცა ესრეთ ერთ იყვნეს წამებანი მათნი.
60. და აღდგა მღდელთ მთავარი იგი შორის და ჰკითხა იესოს და ჰრქუა: არარას მიუგება,
რასა-ესე შეგწამებენ შენ?
61. ხოლო იესო დუმნა და არარაი მიუგო მათ. და მერმე ჰკითხვიდა მას მეორედ მღდელთ
მთავარი იგი და ეტყოდა: შენ ხარა ქრისტე, ძე კურთხეულისაი?
62. ხოლო იესო მიუგო მას, ვითარმედ: მე ვარ. და ამიერითგან იხილოთ ძე კაცისაი
მარჯუენით მჯდომარე ძლიერებათა და მომავალი ღრუბელთა ზედა ცისათა.
63. ხოლო მღდელთ მთავარმან მან დაიპო სამოსელი თვისი და თქუა: რაისაღა გვიხმან
მოწამენი?
64. გესმა ყოველთა გმობაი მაგისგან. ვითარ გნბავს თქუენ? მაშინ ყოველთა დასაჯეს იგი
თანამდებად სიკუდილისა.
65. და იწყეს ვიეთმე ნერწყვად მისა და დაბურვად პირსა მისსა და ხურთითა ცემად მისა
და ეტყოდეს: გვიწინაისწარმეტყუელებდ ჩუენ, ქრისტე, ვინ არს, რომელმან გცა შენ? და
მსახურთა მათ მოიყვანეს იგი ყურიმლის ცემად.
66. და იყო რაი პეტრე ეზოსა მას შინა, მოვიდა ერთი მხევალთაგანი მღდელთ მთავრისაი.
67. და ვითარცა იხილა იგი, ტფებოდა რაი, მიჰხედა მას და ჰრქუა: შენცა იყავ იესოის
თანა ნაზარეველისა.
68. ხოლო მან უარ-ყო და თქუა: არა ვიცი და არცა უწყი, რასა-ეგე იტყვი შენ. და
გამოვიდა პეტრე გარეშესა მას ეზოისასა, და ქათამმან ხმა-ყო.
69. და კუალად იხილა იგი მხევალმან მან და იწყო სიტყუად წინაშე მდგომარეთა მათ,
ვითარმედ: ესეცა მათგანივე არს.
70. ხოლო მან კუალად უარ-ყო. და შემდგომად მცირედისა ჟამისა წინაშე მდგომელნი იგი
ეტყოდეს პეტრეს: ჭეშმარიტად მათგანი ხარ და, რამეთუ გალილეველ ხარ, სიტყუაიცა შენი
გამოგაჩინებს.
71. ხოლო პეტრე იწყო შეჩუენებად და ფიცად, ვითარმედ: არა ვიცი კაცი ესე, რომელსა
იტყვით.
72. და მეყსეულად მეორედ ქათამმან იყივლა, და მოეხსენა პეტრეს სიტყუაი იგი, რომელი
ჰრქუა მას იესო, ვითარმედ პირველ ქათმისა ხმობადმდე მეორედ სამ გზის უარ-მყო მე. და
იწყო ტირილდ.
1. და მეყსეულად განთიად ზრახვა-ყვეს მღდელთ მთავართა მათ მოხუცებულთა თანა და
მწიგნობართა და ყოველმან კრებულმან. და შეკრეს იესო და წარიყვანეს და მისცეს იგი
პილატეს.
2. და ჰკითხა მას პილატე და ჰრქუა: შენ ხარა მეუფე ჰურიათაი? ხოლო იესო მიუგო და
ჰრქუა მას: შენ იტყვი.
3. და შეასმენდეს მას მღდელთ მთავარნი იგი ფრიად.
4. ხოლო პილატე კუალად ჰკითხა მას და ჰრქუა: არარას მიუგება? აჰა რავდენსა
შეგწამებენ შენ!
5. ხოლო იესო არარაი მიუგო, ვიდრემდის უკვირდაცა პილატეს.
6. და ყოველსა დღესასწაულსა მიუტევის მათ ერთი პყრობილი, რომელიცა გამოითხოვიან.
7. ხოლო იყო ვინმე ბარაბა მეშფოთეთა თანა კრული, რომელთა შფოთსა შინა კაცი ეკლა.
8. და ღაღად-ყო ერმან მან გამოთხოვად მისა, ვითარცა-იგი მიჰმადლის მათ მარადის.
9. ხოლო პილატე მიუგო და ჰრქუა მათ: გნებავსა, რაითა მიგიტეო თქუენ მეუფე ჰურიათაი?
10. რამეთუ იცოდა, ვითარმედ შურითა მისცეს იგი მღდელთა მთავართა მათ.
11. ხოლო მღდელთ მთავართა მათ აღძრეს ერი იგი, რაითა ბარაბა მიუტეოს მათ.
12. ხოლო პილატე მერმეცა მიუგო და ჰრქუა მათ: და რაი უკუე გნებავს ყოფად,
რომელსა-ესე იტყვით მეუფედ ჰურიათად?
13. ხოლო მათ კუალად ღაღადყვეს და ჰრქუეს: ჯუარს-აცუ ეგე.
14. ხოლო პილატე ეტყოდა მათ: რაი ბოროტი უქმნიეს? და იგინი უმეტესად ღაღადებდეს და
იტყოდეს: ჯუარს-აცუ ეგე.
15. ხოლო პილატეს უნდა ერისა მის მომადლებაი, მიუტევა მათ ბარაბა, ხოლო იესოს სცა
შოლტითა და მისცა მათ, რაითა ჯუარს აცუან.
16. ხოლო სტრატიოტთა მათ შეიყვანეს იგი შინაგან ეზოსა მას, რომელ არს ტაძარი, და
შეკრიბეს ყოველივე იგი თესლები.
17. და შეჰმოსეს მას ძოწეული და დაადგეს შეთხზული ეკალვაგან გვირგვინი.
18. და იწყეს მოკითხვად მისა და იტყოდეს: გიხაროდენ, მეუფეო ჰურიათაო!
19. და სცემდეს მას თავსა ლერწმითა და ჰნერწყვიდეს მას და დაიდგნიან მუხლნი და
თაყუანის-სცემედ მას.
20. და ოდეს განკიცხეს იგი, განსაძარცუეს მას ძოწეული იგი და შეჰმოსეს თვისივე
სამოსელი და განიყვანეს იგი, რაითა ჯუარსაცუან.
21. და პაჰრაკად წარიყვანეს თანა-წარმავალი სვიმონ ვინმე კვირინელი, მომავალი
ველით, მამაი ალექსანდრესი და რუფესი, რაითა აღიღოს ჯუარი მისი.
22. და მოიყვანეს იგი გოლგოთასა, ადგილსა, რომელ არს გამოთარგმანებით: თხემისა
ადგილი.
23. და მისცემდეს მას სუმად შემურვილსა ღვინოსა, ხოლო მან არა მიიღო.
24. და ჯუარს-აცუეს იგი და განიყოფდეს სამოსელსა მისსა და განიგდებდეს მას ზედა
წილსა, ვინძი რაი აღიღოს.
25. ხოლო იყო ჟამი მესამე, და ჯუარს-აცუეს იგი.
26. და იყო ზედაწერილი ბრალისა მისისაი ესრეთ დაწერილი: ესე არს მეუფე ჰურიათაი.
27. და მის თანა ჯუარსა-აცუნეს ორნი ავაზაკნი, ერთი მარჯუენით და ერთი მარცხენით
მისა.
28. და აღესრულა წერილი იგი, რომელი იტყვის, ვითარმედ: უსჯულოთა თანა შეირაცხა.
29. და თანა-წარმავალნი იგი ჰგმობდეს მას და ყრიდეს თავთა და იტყოდეს: ეჰა, რომელი
დაარღუევდ ტაძარსა ამას და მესამესა დღესა აღაშენებდ,
30. იხსენ თავი თვისი და გარდამოხედ მაგიერ ჯუარით.
31. ეგრეთვე მღდელთ მთავარნი იგი ემღერდეს მწიგნობართა თანა და იტყოდეს: სხუანი
აცხოვნნა, თავი თვისი ვერ ძალ-უც ცხოვნებად
32. ქრისტესა მეუფესა ისრაელისასა! გარდამოხედინ აწ ჯუარით, რაითა ვიჯილოთ და
გურწმენეს. და მის თანა ჯუარ-ცმულნიცა იგი ეგრეთვე აყუედრებდეს მას.
33. და ვითარცა იყო ჟამი მეექუსე, ბნელი იყო ყოველსა ქუედანასა ვიდრე მეცხრედ
ჟამადმდე.
34. და მეცხრესა ჟამსა ხმა-ყო იესო ხმითა დიდითა და თქუა: ელოი, ელოი, ლამა
საბაქთანი? რომელ არს თარგმანებით: ღმერთო, ღმერთო ჩემო, რაისათვის დამიტევებ მე?
35. და რომელთა მე წინაშე მდგომელთა ესმა და იტყოდეს: აჰა ელიას ჰხადის.
36. და მირბიოდა ერთი და აღავსო ღრუბელი ძმრითა და დაადგა ლერწამსა და ასუმიდა და
იტყოდა: უტევეთ, ვიხილოთ, უკუეთუ მოვიდეს ელია გარდამოხსნად მაგისა.
37. ხოლო იესო ხმა-ყო ხმითა დიდითა და განუტევა სული.
38. და ტკრეტსაბმელი იგი ტაძრისაი მის განიპო ორად, ზეითგან ვიდრე ქუედმდე.
39. და ვითარცა იხილა ასისთავმან, რომელი დგა წინაშე მისსა, რამეთუ ესრეთ ღაღად-ყო
და განუტევა სული, თქუა: ჭეშმარიტად კაცი ესე ძე ღმრთისაი იყო.
40. ხოლო იყვნეს დედანიცა, რომელნი შორით ჰხედვიდეს, რომელთა თანა იყო მარიამ
მაგდალენელი და მარიამ იაკობისი მცირისაი და იოსეს დედაი და სალომე.
41. რომელნი, ოდეს იგი იყო გალილეას, შეუდგეს მას და ჰმსახურედეს, და სხუანი
მრავალნი, რომელნი მის თანა აღსრულ იყვნეს იერუსალემდ.
42. და ვითარცა შემწუხრდებოდა, - რამეთუ პარასკევი იყო, რომელ არს უწინარეს
შაბათისა, -
43. მოვიდა იოსებ არიმათიელი, შუენიერი მზრახველი, რომელი იგიცა მოელოდა
სასუფეველსა ღმრთისასა, იკადრა და შევიდა პილატესა და მოითხოვა გუამი იესოისი.
44. ხოლო პილატეს დაუკვირდა, უკუეთუ აწვე მოკუდა, და მოუწოდა ასისთავსა მას და
ჰკითხა, უკუეთუ ადრევე მოკუდა?
45. და ისწავა ასისთავისა მისგან ესე და მიჰმადლა გუამი მისი იოსებს.
46. და მან იყიდა არდაგი და გარდამოხსნა იგი ჯუარისა მისგან და წარგრაგნა იგი
არდაგითა მით და დადვა იგი საფლავსა, რომელი იყო გამოკუეთილ კლდისაგან, და მიაგორვა
ლოდი კარსა ზედა მის საფლავისასა.
47. იყო მუნ მარიამ მაგდალენელი და მარიამ იოსესი და ჰხედვიდეს, სადა-იგი დასდებდეს
მას.
1. და ვითარცა გარდახდა შაბათი იგი, მარიამ მაგდალენელმან და მარიამ იაკობისმან
და სალომე იყიდეს ნელსაცხებელი, რაითა მოვიდენ და სცხონ მას.
2. და ნიად განთიადსა მას ერთშაბათისასა მოვიდეს საფლავსა მას ზედა მერმეცა
აღმოსლვასა მზისასა.
3. და იტყოდეს ურთიერთას: ვინ გარდა გვიგორვოს ჩუენ ლოდი იგი კარისა მისგან
საფლავისა?
4. და მიჰხედეს და იხილეს, რამეთუ გარდაგორვებულ იყო ლოდი იგი, რომელი იყო დიდ
ფრიად.
5. და შე-რაი-ვიდეს საფლავსა მას, იხილეს ჭაბუკი ჯდომარე მარჯუენით კერძო, შემოსილი
სამოსლითა სპეტაკითა, და განჰკრთეს.
6. ხოლო მან ჰრქუა მათ: ნუ განჰკრთებით! იესოს ეძიებთ ნაზარეველსა, ჯუართ-ცმულსა;
აღდგა, არა არს აქა. აჰა ადგილი, სადა დადვეს იგი.
7. არამედ წარვედით და უთხართ მოწაფეთა მისთა და პეტრეს, ვითარმედ: აჰა ესერა
წინა-გიძღვის თქუენ გალილეას, მუნ იხილოთ იგი, ვითარცა გრქუა თქუენ.
8. და ამათ ვითარცა ესმა ესე, გამოვიდეს და ივლტოდეს მიერ საფლავით, რამეთუ
შეძრწუნებულ იყვნეს და დაკვირვებულ და არარაი ვის უთხრეს, რამეთუ ეშინოდა.
9. ხოლო აღ-რაი-დგა განთიად პირველსა მას შაბათსა, ეჩუენა პირველად მარია
მაგდალენელსა, რომლისაგან განსრულ იყვნეს შვიდნი ეშმაკნი.
10. იგი წარვიდა და უთხრა მის თანა მყოფთა მათ, რომელნი იგლოვდეს და ტიროდეს.
11. და მათრაი ესმა, რამეთუ ცხოველ არს და ეჩუენა მათ, არა ჰრწმენა.
12. ხოლო ამისა შემდგომად ორთა მათგანთა სლვასა შინა გამოეცხადა სხვითა ხატითა,
მი-რაი-ვიდოდეს დაბას.
13. და იგინი მოვიდეს და უთხრეს სხუათა მათ, და არცა მათი ჰრწმენა.
14. უკუანაისკნელ მსხდომარეთა ათერთმეტთა მათ ეჩუენა და აყუედრა ურწმუნოებაი მათი
და გულ-ფიცხელობაი, რამეთუ, რომელთა იგი იხილეს აღდგომილი, მათი არა ჰრწმენა.
15. და ჰრქუა მათ: წარვედით ყოველსა სოფელსა და უქადაგეთ სახარებაი ესე ყოველსა
დაბადებულსა.
16. რომელსა ჰრწმენეს და ნათელ-იღოს, ცხოვნდეს, ხოლო რომელსა არა ჰრწმენეს,
დაისაჯოს.
17. ხოლო სასწაული მორწმუნეთა მათ ესე შეუდგეს: სახელითა ჩემითა ეშმაკთა
განასხმიდენ, ენათა ახალთა იტყოდიან,
18. გუელთა შეიპყრობდენ; და ღათუ სასიკუდინე რაიმე სუან, არარაი ავნოს მათ; სნეულთა
ზედა ხელთა დასდებდენ, და განცოცხლდებოდიან.
19. ხოლო უფალი შემდგომად სიტყუათა ამათ მათა მიმართ ამაღლდა ზეცად და დაჯდა
მარჯუენით ღმრთისა.
20. ხოლო იგინი გამოვიდეს და ქადაგებდეს ყოველსა ქუეყანასა უფლისა შეწევნითა და
სიტყვისა ამის დამტკიცებითა მის მიერ, რომელნი-იგი შეუდგეს მას სასწაულნი. ამინ.