ლუკას სახარება

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21 22 23

 

თავი 1.


1. ვინაითგან უკუე მრავალთა ხელ-ყვეს აღწერად მოთხრობისა საქმეთათვის გულ-სავსე ქმნილთა ჩუენ შორის,
2. ვითარცა-იგი მომცეს ჩუენ, რომელნი დასაბამითგან თვით-მხილველ და მსახურ ყოფილ იყვნეს სიტყვისა მის,
3. ჯერ-მიჩნდა მეცა, რომელი შეუდეგ პირველითგან ყოველთა ჭეშმარიტებითა, შემდგომითი-შემდგომად მიწიერ შენდა, მხნეო, ღმრთის მოყუარეო თეოფილე,
4. რაითა სცნა, რომელთათვის-იგი ისწავე სიტყუათა მათ კრძალულებაი.
5. იყო დღეთა მათ ჰეროდე მეფისა ჰურიასტანისათა მღდელი ვინმე, რომლისაისახელი ზაქარია, შემდგომად დღითი-დღედისა მსახურებისა მის აბიაისა, და ცოლი მისი ასულთაგან აჰრონისთა, და სახელი მისი ელისაბედ.
6. და იყვნეს ორნივე ესე წინაშე ღმრთისა მართალ და ვიდოდეს ყოველთა მცნებათა სიმართლისა უფლისათა უბიწონი;
7. და არა ესუა მათ შვილი, რამეთუ ელისაბედ იყო ბეოწ, და ორნივე გარდასულ იყვნეს დღეთა მათთა.
8. და იყო მღდელობასა მას მისსა, წესსა მას დღითი-დღედისა მისისა წინაშე ღმრთისა.
9. მსგავსად ჩვეულებისა მღდელობისა ჰხუდა მას საკუმეველისა კუმევაიდა შევიდა ტაძარსა უფლისასა.
10. და ყოველი სიმრავლე ერისაიილოცვიდა გარეშე ჟამსა მას საკუმეველისა კუმევისასა.
11. და ეჩუენა მას ანგელოზი უფლისაი, მდგომარე მარჯუენით საკურთხევლისა მის საკუმეველთაისა.
12. და შეძრწუნდა ზაქარია, იხილა რაიიგი, და შიში დაეცა მას ზედა.
13. ჰრქუა მას ანგელოზმან მან: ნუ გეშინინ, ზაქარია, რამეთუ შეესმეს ვედრებანი შენნი, და ცოლმან შენმან ელისაბედ გიშვეს შენ ძე, და უწოდი სახელი მისი იოანე.
14. და იყოს შენდა სიხარული და მხიარულებაი, და მრავალთა შობასა მისსა განიხარონ.
15. რამეთუ იყოს დიდ წინაშე უფლისა და ღვინოიდა თაფლუჭი არა სუას და სულითა წმიდითა აღივსოს მიერვე დედის მუცლით მისითგან.
16. და მრავალნი ძეთა ისრაელისათანი მოაქცინეს უფლისა ღმრთისა მათისა.
17. და იგი თავადი პირველად განვიდეს წინაშე მისსა სულითა და ძალითა ელიაისითა მოქცევად გულნი მამათანი შვილთა მიმართ და ურჩნი გონებითა მართალთაითა განმზადებად უფლისა ერი მომზადებული.
18. და ჰრქუა ზაქარია ანგელოზსა მას: რაითა ვცნა ესე, რამეთუ მე მოხუცებულ ვარ, და ცოლი ჩემი გარდასრულ არს დღეთა მისთა?
19. მიუგო ანგელოზმან მან და ჰრქუა: მე ვარ გაბრიელ, წინაშე მდგომელი პირსა ღმრთისასა, და მოვივლინე სიტყუად შენდა და ხარებად ამას.
20. და აჰა იყო შენ დადუმებულ და ვერ შემძლებელ სიტყუად ვიდრე დღემდე ყოფად ამისა, ამისთვვის რამეთუ არა გრწმენეს სიტყუანი ჩემნი, რომელნი აღესრულნენ ჟამსა თვისსა.
21. და დგა ერი იგი და ელოდა ზაქარიას და უკვირდა დაყოვნებაიიგი მისი ტაძარსა მას შინა.
22. და გამო-რაი-ვიდა, ვერ ეძლო სიტყუად მათა, და ცნეს, რამეთუ ჩუენებაირაიმე იხილა ტაძარსა მას შინა. და იგი წამ-უყოფდა მათ და დაადგრა უტყუად.
23. და ვითართცა აღესრულნეს დღენი იგი მსახურებისა მისისანი, წარვიდა სახიდ თვისა.
24. და შემდგომად დღეთა მათ მიუდგა ელისაბედ, ცოლი მისი, და იფარვიდა თავსა თვისსა ხუთ თთუე და იტყოდა,
25. ვითარმედ: ესრეთ მიყო მე უფალმან დღეთა ამათ, რომელთა მოხედვა-ყო მოსპოლვად ყუედრებაიჩემი კაცთა შორის.
26. და თთუესა მეექუსესა მოივლინა გაბრიელ ანგელოზი ღმრთისა მიერ ქალაქად გალილეაისა, რომლისაისახელი ნაზარეთ,
27. ქალწულისა, თხოვილისა ქმრისა, რომლისაისახელი იოსებ, სახლისაგან და ტომისა დავითისა, და სახელი ქალწულისაიმის მარიამ.
28. და შევიდა ანგელოზი იგი მისა და ჰრქუა: გიხაროდენ, მიმადლებულო! უფალი შენ თანა; კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის.
29. ხოლო მან რა იხილა, შეძრწუნდა სიტყუასა მას მისსა ზედა და განიზრახვიდა: ვითარ-მე არს მოკითხვაიესე?
30. და ჰრქუა მას ანგელოზმან მან: ნუ გეშინინ, მარიამ, რამეთუ ჰპოვე მადლი წინაშე ღმრთისა.
31. და აჰა ესერა შენ მუცლადიღო და ჰშვე ძე და უწოდი სახელი მისი იესო.
32. ესე იყოს დიდ და ძე მაღდის ეწოდოს, და მისცეს მას უფალმან ღმერთმან საყდარი დავითასი, მამისა თვისისაი.
33. და მეუფებდეს სახლსა ზედა იაკობისსა საუკუნოდ, და სუფევისა მისისაიარა იყოს დასასრულ.
34. ჰრქუა მარიამ ანგელოზსა მას: ვითარ-მე იყოს ესე ჩემდა, რამეთუ მე მამაკაცი არა ვიცი?
35. მიუგო ანგელოზმან მან და ჰრქუა მას: სული წმიდაიმოვიდეს შენ ზედა, და ძალი მაღლსაიგფარვიდეს შენ; ამისთვისცა შობილსა მას წმიდა ეწოდოს და ძე ამღლის.
36. და აჰა ელისაბედ, ნათესავი შენი, იგიცა მიდგომილ არს ძესა სიბერესა თვისსა, და ესე მეექუსე თთუე არს მისი, რომელსა-იგი ერჰუა ბერწ.
37. რამეთუ არა შეუძლებელ არს წინაშე ღმრთისა ყოველი სიტყუაი.
38. ჰრქუა მას მარიამ: აჰა მხევალი უფლისაი; მეყავინ მე სიტყვისაებრ შენისა! და წარვიდა მისგან ანგელოზი იგი.
39. და აღდგა მარიამ მათ დღეთა შინა და წარვიდა მთად კერძო მსწრაფლ ქალაქად იუდაისა.
40. და შევიდა სახდსა ზაქარიაისსა და მოიკითხა ელისაბედ.
41. და იყო ვითარცა ესმა ელისაბედს მოკითხვაიმარიამისი, ჰკრთებოდა ყმრმაიიგი მუცელსა მისსა. და აღივსო სულითა წმიდითა ელისაბედ.
42. და ხმა-ყო ხმითა დიდითა და თქუა: კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის, და კურთხეულ არს ნაყოთი მუცლისა შენისაი!
43. და ვინაიჩემდა ესე, რაითა მოვიდეს დედაიუფლისა ჩემისაიჩემდა?
44. რამეთუ აჰა ესერა ვითარცა იყო ხმაიმოკითხვისა შენისაიყურთა მომართ ჩემთა, ჰკრთებოდა ყმაიესე სიხარულით მუცელსა ჩემსა.
45. და ნეტარ არს, რომელსა ჰრწმენეს, რამეთუ იყოს აღსრულებაითქმულთა მათ მისა მიმართ უფლისა მიერ.
46. და თქუა მარიამ: ადიდებს სული ჩემი უფალსა,
47. და განიხარა სულმან ჩემმან ღმრთისა მიმართ, მაცხოვრისა ჩემისა,
48. რამეთუ მოხედნა სიმდაბლესა ზედა მხევლისა თვისისასა, რამეთუ აჰა ესრა ამიერითგან მნატრიდენ მე ყოველნი ნათესავნი.
49. რამეთუ ყო ჩემ თანა დიდებული ძლიერმან, და წმიდა არს სახელი მისი,
50. და წყალობაიმისი ნათესავითი –ნათესავადმდე მოშიშთა მისთა ზედა;
51. ყო სიმტკიცე მკლავითა თვისითა; განაბნინა ამპარტავანნი გონებითაგულთა მათთაითა;
52. დაამხუნა ძლიერნი საყდართაგან და აღამაღლნა დაბალნი;
53. მშიერნი აღავსნა კეთილითა და მდიდარნი განავლინნა ცუდნი;
54. შეეწია ისრაელსა, მონასა თვისსა, მოხსენებად წყალობისა,
55. ვითარცა ეტყოდა მამათა ჩუენთა აბრაჰამს და ნათესავსა მისსა საუკუნოდ.
56. და დაადგრა მარიამ ელისაბედის თანა სამ თთუე და წარვიდა სახიდ თვისა.
57. ხოლო ელისაბედისნი აღივსნეს ჟამნი შობისა მისისანი და შვა ძე.
58. და ესმა გარემოთა და ნათესავთა, რამეთუ განადიდა უფალმან წყალობაითვისი მის თანა, და მის თანა იხარებდეს.
59. და იყო მერვესა დღესა და მოვიდეს წინადაცუეთად ყრმისა მის და რაითამცა უწოდეს მას სახელი სახელად მამისა მისისა ზაქარიაისა.
60. და მიუგო დედამან მისმან და ჰრქუა: არ, არამედ ეწოდოს მაგას იოანე.
61. და ჰრქუეს მას, ვითარმედ: არავინ არს ნათესავსა შენსა, რომელსა ჰრქვიან სახელი ეგე.
62. და წამ-უყოფდეს მამასა მისსა, რაიძი უნდეს სახელის-დებად მისა.
63. და მოითხოვა ფიცარი და დაწერა და თქუა: იოანე არს სახელი მისი, და დაუკვირდა ესე ყოველთა.
64. და მეყსეულად აღეღო პირი მისი და ენაი, და იტყოდა და აკურთხევდა ღმერთსა.
65. და იყო შიში დიდი ყოველთა ზედა გარემო მკვიდრთა მისთა, და ყოველთა მათ მთით კერძოთა ჰურიასტანისათა მიმოითქუმოდეს ყოველნი ეს სიტყუანი.
66. და დაიდვეს გულსა, რომელსა ესმოდა ესე, და იტყოდეს: რაი-მე იყოს ყრმაიესე? და ხელი უფლისაიიყო მის ზედა.
67. და მამაიმისი ზაქარია აღივსო სულითა წმიდითა, ინაისწარმეტყუელებდა და თქუა:
68. კურთხეულ არს უფალი ღმერთი ისრაელისაი, რამეთუ მოჰხედნა და ყო ხსნაიერისა თვისისაი;
69. და აღადგინა ჩუენ რქაიცხოვრებისაიშორის სახლსა მას დავითის, მონისა თვისისა;
70. ვითარცა ეტყოდა პირითა წმიდათაითა საუკუნითგან წინაისწარმეტყუელთა მისთაითა,
71. ცხოვრებასა მტერთა ჩუენთაგან და ხელისაგან ყოველთა მოძულეთა ჩუენთაისა;
72. ყოფათ წყალობისა მამათა ჩუენთა თანა და მოხსენებად აღთქუმისა წმიდისა მისისა;
73. ფიცით, რომელ ეფუცა აბრაჰამს, მამასა ჩუენსა, მოცემათ ჩუენდა,
74. უშიშად ხსნად ხელთაგან მტერთა ჩუენთაისა,
75. მსახურებად მისა ღირსებით და სიმართლით წინაშე მისსა ყოველთა დღეთა ცხოვრებისა ჩუენისათა.
76. და შენ, ყრმაო, წინაისწარმეტყუელ მაღლის იწოდო, რამეთუ წარსძღუე შენ წინაშე პირსა უფლისასა განმზადებად გზათა მისთა,
77. მიცემად მეცნიერებაიცხოვრებისაიერსა თვისსა მოტევებითა ცოდვათა მათთაითა,
78. მოწყალებითა წყალობისა ღმრთისა ჩუენისაითა, რომელთა მიერ მომხედნა ჩუენ აღმოსავალმან მაღლით
79. გამოჩინებათ მათ ზედა, რომელნი სხენან ბნელსა შინა და აჩრდილთა სიკუდილისათა, და წარმართებად ფერხთა ჩუნთა გზასა მშვიდობისასა.
80. ხოლო ყრმაიიგი აღორძნდებოდა და განმტკიცნებოდა სულითა; და იყო უდაბნოს ვიდრე გამოცხადებადმდე მისა ისრაელისა მიმართ.

თავი 2.

1. და იყო მათ დღეთა შინა გამოხდა ბრძანებაიაგვისტოს კეისრისაგან აღწერად ყოვლისა სოფლისა.
2. ესეს აღწერაიპირველი იყო მთავრობასა ასურეთს კვირინესსა.
3. და წარვიდოდეს ყოველნი აღწერად კაცად-კაცადი თვისსა ქალაქსა.
4. აღმოვიდა იოსებცა გალილეაით, ქალაქით ნაზარეთით, ჰურიასტანად, ქალაქად დავითისა, რომელსა ჰრქვიან ბეთლემ, რამეთუ იყო იგი სახლისაგან და ტომისა დავითისა,
5. აღწერად მარიამის თანა, რომელი მოთხოვილ იყო მისდა, და იყო იგი მიდგომილ.
6. და იყო ვიდრე იყვნესღა იგინი მუნ, აღივსნეს დღენი იგი შობისა მისისანი.
7. და შვა ძე იგი მისი პირმშოიდა შეხვია იგი სახუეველითა და მიაწვინა იგი ბაგასა, რამეთუ არა იყო მათდა ადგილ სავანესა მას.
8. და მწყემსნი იყვნეს მასვე სოფელსა, ველთა დგებოდეს და ხუმილვიდეს ხუმილვასა ღამისასა სამწყოსოსა მათსა.
9. და აჰა ანგელოზი უფლისაიდაადგრა მათ ზედა, და დიდებაიუფლისაიგამოუბრწყინდა მათ, და შეეშინა მათ შიშითა დიდითა.
10. და ჰრქუა მათ ანგელოზმან მან უფლისამან: ნუ გეშინინ, რამეთუ აჰა ესერა გახარებ თქუენ სიხარულსა დიდსა, რომელი იყოს ყოვლისა ერისა:
11. რამეთუ იშვა დღეს თქუენდა მაცხოვარი, რომელ არს ქრისტე უფალი, ქალაქსა დავითისსა.
12. და ესე იყოს თქუენდა სასწაულად: ჰპოვოთ ყრმაიიგი შეხუეული და მწოლარე ბაგასა.
13. და მეყსეულად იყო ანგელოზისა მის თანა სიმრავლე ერთა ცისათაი, აქებდეს ღმერთსა და იტყოდეს:
14. დიდებაიმაღალთა შინა ღმერთსა, და ქუეყანასა ზედა მშვიდობაი, და კაცთა შორის სათნოებაი.
15. და იყო ვითარცა აღვიდეს ანგელოზნი იგი ზეცად, მწყემსთა მათ თქუეს ურთიერთას: განვიდეთ ჩუენ ვიდრე ბეთლემდმდე და ვიხილოთ სიტყუაიესე, რომელი იყო ჩუენდა მომართ, რომელი-იგი უფალმან მაუწყა ჩუენ.
16. და მოვიდეს მსწრაფლ და პოვეს მარიამ და იოსებ და ყრმაიიგი, მწოლარე ბაგასა.
17. და ვითარცა იხილეს, გულისხმა-ყვეს სიტყუაიიგი, რომელი ითქუა მათა მიმართ ყრმისა მისთვის.
18. და ყოველთა, რომელთა ესმოდა, უკვირდა სიტყუაიიგი მწყემსთაიმათ მათა მიმართ.
19. ხოლო მარიამს დაემარხნეს სიტყუანი ესე და დაედვა გულსა თვისსა.
20. და მიიქცეს და წარვიდეს მწყემსნი იგი, ადიდებდეს და აქებდეს ღმერთსა ამას ყოველსა ზედა, რომელი ესმა და იხილეს, ვითარცა-იგი ითქუნეს მათა მიმართ.
21. და ვითარცა აღესრულნეს დღენი იგი რვანი წინადაცუეთისა მისისანი, უწოდეს სახელი მისი იესო, რომელ-იგი ეწოდება ანგელოზისა მისგან ვიდრე ყოფადმდე მისა მუცელსა დედისა თვისისასა.
22. რა ჟამს აღესრულნეს დღენი იგი განწმედისა მათისანი სჯულისა მისებრ მოსესისა, აღმოიყვანეს ყრმაიიგი იერუსალემდ წარდგინებად წინაშე უფლისა,
23. ვითარცა დაწერილ არს სჯულსა უფლისასა, რამეთუ: ყოველმან წულმან რომელმან განაპოს საწოი, წმიდა უფლისა ეწოდოს;
24. და მიცემად შესაწირავი, ვითარცა თქუმულ არს სჯულსა უფლისასა, ორნი გურიტნი ანუ ორნი მართუენი მტრედისანი.
25. და აჰა იყო კაცი იერუსალემს, რომლისაისახელი სვიმეონ. და კაცი ესე მართალი იყო და მოშიში უფლისაიდა მოელოდა ნუგეშინის-ცემასა ისრაელისასა, და სული წმიდაიიყო მის ზედა.
26. და იყო მისა უწყებულ სულისაგან წმიდისა არა ხილვად სიკუდილი, ვიდრემდე იხილოს ცხებული უფლისაი.
27. და მოვიდა სულითა წმიდითა ტაძრად უფლისა და შეყვანებასა მას მამა-დედისა მიერ ყრმისა მის იესოისა ყოფად მათა მსგავსად ჩვეულებისა მისებრ სჯულისა მისისა მიმართ;
28. და მან მიიქუა იგი მკლავთა თვისთა ზედა და აკურთხევდა ღმერთსა და თქუა:
29. აწ განუტევე მონაიშენი, მეუფეო, სიტყვისაებრ შენისა მშვიდობით;
30. რამეთუ იხილეს თუალთა ჩემთა მაცხოვარებაიშენი,
31. რომელ განუმზადე წინაშე პირსა ყოვლისა ერისასა,
32. ნათელი გამობრწყინვებად წარმართთა ზედა და დადებად ერისა შენისა ისრაელისა.
33. და იყვნეს იოსებ და დედაიმისი დაკვირვებულ სიტყუათა მათ ზედა მისთვის.
34. და აკურთხნა იგინი სვიმეონ და ჰრქუა მარიამს, დედასა მისსა: აჰა ესერა ესე დგას დაცემად და აღდგინებად მრავალთა ისრაელსა შორის და სასწაულად სიტყვის საგებელად.
35. და თვით შენსაცა სულსა განვიდეს მახვილი, რაითა განცხადნენ მრავალთაგან გულთა ზრახვანი.
36. და იყო ანნა წინაისწარმეტყუელი, ასული ფანოელისი, ტომისაგან ასერისი; ესე გარდასრულ იყო დღეთა მრავალთა და ცხოვრებულ იყო ქმრისა თანა შვიდ წელ სიქალწულითგან თვისით.
37. და ესე იყო ქურივ ვითარ ოთხმეოც და ოთხის წლის, რომელი არა განეშორებოდა ტაძრისა მისგან მარხვითა და ვედრებითა და მსახურებითა ღამე და დღე.
38. ესე მასვე ჟამსა შინა მოიწია და აღუარებდა ღმერთსა და ეტყოდა მისთვის ყოველთა, რომელნი მოელოდეს გამოხსნასა იერუსალემს შინა.
39. და ვითარცა აღსრულეს მის ზედა ყოველივე მსგავსად სჯულისა უფლისა, მოიქცეს და წარვიდეს გალილეად, ქალაქად თვისა ნაზარეთად.
40. ხოლო ყრმაიიგი აღორძნდებოდა და განმტკიცნებოდა სულითა და აღივსებოდა სიბრძნითა, და მადლი ღმრთისაიიყო მის ზედა.
41. და აღმოვიდიან მამა-დედანი მისნი წლითი-წლად იერუსალემდ დღესასწაულსა მას პასექისასა.
42. და იყო რაიიგი ათორმეტის წლის, აღმოვიდეს იგინი იერუსალემდ, ვითარცა ჩუეულ იყვნეს დღესასწაულსა მას.
43. და აღასრულნეს დღენი იგი, და წარსლვასა მას მათსა დაშთა იესო ყრმაიიერუსალემს, და არა უწოდეს იოსებ და დედამან მისმან,
44. ჰგონებდეს მისსა, ვითარმედ მოგზეურთა თანა არს იგი. და მოვიდეს დღისა ერთისა გზასა და ეძიებდეს მას ნათესავთა შორის და მეცნიერთა
45. და არა პოვეს იგი. და მოიქცეს იგინი იერუსალემდვე და ეძიებდეს მას.
46. და იყო შემდგომად სამისა დღისა პოვეს იგი ტაძარსა მას შინა, მჯდომარე შორის მოძღუართა,
47. განუკვირდებოდა მათ ყოველთა, რომელთა ესმოდა მისი გულისხმის-ყოფაიიგი და სიტყვის მიგებაიმისი.
48. და იხილეს იგი და განუკვირდა. ერქუა მას დედამან მისმან: შვილო, რაიესე მიყავ ჩუენ ესრეთ? აჰა ესერა მე და მამაიშენი ვრონინებთ და გეძიებთ შენ.
49. და მან ჰრქუა მათ: და რაისა მეძიებთ მე? არა უწყითა, რამეთუ მამისა ჩემისა თანა ჯერ-არს ჩემი ყოფაი?
50. და მათ ვერ გულისხმა-ყვეს სიტყუაიიგი, რომელი ჰრქუა მათ.
51. და წარვიდა მათ თანა და მოვიდა ნაზარეთად და იყო დამორჩილებულ მათდა. ხოლო დედასა მისსა დაემარხნეს ყოველნი ესე სიტყუანი გულსა თვისსა.
52. და იესო წარემატებოდა სიბრძნითა და ჰასაკითა და მადლითა წინაშე ღმრთისა და კაცთა.

თავი 3.

1. წელსა მეათხუთმეტესა ტიბერის კეისრისასა, მთავრობასა პონტოელისა პალატესსა ჰურიასტანს და მეოთხედ მთავრობასა გალილეას ჰეროდესსა, ხოლო ფილიპეს, ძმისა მისისა, მეოთხედ მთავრობასა იტვირეას და ტრაქონელთა სოფელსა და ლვისანისსა, მეოთხედ მთავრობასა აბილინესსა,
2. მღდელთ მთავრობასა ანნაისსა და კაიაფაისსა იყო სიტყუაიუფლისაიიოანეს მიმართ, ძისა ზაქარიაისა, უდაბნოს.
3. და მოვიდა ყოველსა მას გარემო სოფლებსა იორდანისასა და ქადაგებდა ნათლის-ცემასა სინანულისასა მისატევებელად ცოდვათა.
4. ვითარცა წერილ არს წიგნსა მას სიტყუათა ესაია წინაისწარმეტყუელისათა და იტყვის: ხმაიმღაღადებელისაიუდაბნოსა: განმზადენით გზანი უფლისანი და წრფელ ყვენით ალაგნი მისნი.
5. ყოველნი ხევნები აღმოივსოს. და ყოველნი მათნი და ბორცუნი დამდაბლდენ; და იყოს გულარძნილი იგი მართალ, და ფიცხელი იგი გზად წრფელად.
6. და იხილოს ყოველმან ხორციელმან მაცხოვარებაიღმრთისაი.
7. და იტყოდა განმავალსა მას მისა ერსა ნათლის-ღებად მისგან: ნაშობნო იქედნეთანო, ვინ გიჩუენა თქუენ სივლტოლაიმერმისა მისგან რისხვისა?
8. ყავთ უკუე აწ ნაყოფი ღირსი სინანულისაიდა ნუ ჰგონებთ და იტყვით გულთა თქუენთა: მამაიგვივის ჩუენ აბრაჰამი, გეტყვი თქუენ, რამეთუ ძალ-უც ღმერთსა აღდგინებად ქვათა ამათგან ნაშობად აბრაჰამისა.
9. რამეთუ აწვე ცული ძირთა თანა ხეთასა ძეს; ყოველმან ხემან რომელმან არა გამოიღოს ნაყოფი კეთილი, მოეკუეთოს და ცეცხლსა დაედვას.
10. და ჰკითხვიდეს მას ერი იგი და ეტყოდეს: და რაი-მე უკუე ვყოთ?
11. მიუგო და ჰრქუა მათ: რომელსა აქუნდეს ორი სამოსელი, მიეცინ რომელსა არა აქუნდეს; და საზრდელიცა ეგრეთვე მსგავსად ყავნ.
12. მოვიდეს მისა მეზუერენიცა ნათლის-ღებად და ჰრქუეს მას: მოძღუარ, ჩუენ რაი-მე ვყოთ?
13. ხოლო მან ჰრქუა მათ: ნურარას უფროის განწესებულისა თქუენისა იქმთ.
14. ჰკითხვიდეს მას მხედრად განწესებულნიცა იგი და ეტყოდეს: და ჩუენ რაი-მე ვყოთ? და მან ჰრქუა მათ: ნუვის აჭირვებთ, ნუცა ცილსა შესწამებთ და კმა გეყავნ როჭიკი თქუენი.
15. და ვითარცა მოელოდა ერი იგი და განიზრახვიდეს ყოველნი გულთა მათთა იოანესთვის, ნუუკუე იგი არს ქრისტე,
16. მიუგო ყოველთა იოანე და ეტყოდა: მე ნათელ-გცემ თქუენ წყლითა, ხოლო მოვალს უძლიერესი ჩემსა, რომლისა არა ვარ ღირს ხამლთა მისთა ტვირთვად; მან ნათელ-გცეს თქუენ სულითა წმიდითა და ცეცხლითა.
17. რომლისა ნიჩაბი ხელთა შინა მისთა. განწმიდოს კალოითვისი და შეკრიბოს იფქლი საუნჯესა თვისსა, ხოლო ბზე დაწუას ცეცხლითა უშრეტითა.
18. და ფრიად სხუასაცა მრავალსა ჰლოცვიდა და ახარებდა ერსა მას.
19. ხოლო ჰეროდე ოთრთა სამთავროთა მთავარმან, რამეთუ ამხილებდა მას ჰეროდიაისთვის, ცოლისა ფილიპეს, ძმისა მისისა, და ყოვლისა მისთვის, რომელი ქმნა ბოროტი ჰეროდე.
20. შესძინა ესეცა მას ყოველსა ზედა და შეაყენა იოანე საპყრობილესა.
21. და იყო ნათლის-ღებასა მას ყოვლისა ერისასა, იესოცა ნათელ-იღო და ილოცვიდა, და განეხუნეს ცანი.
22. და გარდამოხდა სული წმიდაიხორციელითა ხილვითა ვითარცა ტრედი მის ზედა, და ხმაიიყო ზეცით და თქუა: შენ ხარ ძე ჩემი საყუარელი, შენ სათნო-გიყავ.
23. და თავადსა იესოს ეწყო ოდენ ყოფად მეოცდაათესა წელსა, რომელი საგონებელ იყო ძედ იოსებისა, იაკობისა, ელისა,
24. მატათანისა, ლევისა, მელქისა, იანესა, იოსებისა,
25. მატათისა, ამოსისა, ნაომისა, ელისა, ნაგესა,
26. მაათისა, მატათისა, სემისა, იოსებისა, იუდაისა,
27. იოანანისა, რესაისა, ზორაბაბელისა, სალათიელისა, ნერისა,
28. მელქისა, ადდისა, კოსამისა, ელმოდადისა, ერისა,
29. იოსისა, ელიეზერისა, იორამისა, მატტათისა, ლევისა,
30. სვიმეონისა, იუდაისა, იოსებისა, იონანისა, ელიაკიმისა,
31. მელეაისა, მაინანისა, მატათანისა, ნათანისა, დავითისა,
32. იესესა, იობედისა, ბოოსისა, სალომონისა, ნაასონისა,
33. ამინადაბისა, არამისა, იორამისა, ესრომისა, ფარეზისა, იუდაისა,
34. იაკობისა, ისააკისა, აბრაჰამისა, თარაისა, ნაქორისა,
35. სერუქისა, რაგავისა, ფალეგისა, ებერისა, სალაისა,
36. კაინანისა, არფაქსადისა, სემისა, ნოესა, ლამექისა,
37. მათუსალაისა, ენუქისა, იარედისა, მალელეილისა, კაინანისა,
38. ენოსისა, სეითისა, ადამისა და ღმრთისა.

თავი 4.

1. ხოლო იესო სავსე სულითა წმიდითა მოიქცა იორდანით, და მოჰყვანდა სულსა უდაბნოდ.
2. და ოარმეოც დღე გამოიცადებოდა ეშმაკისაგან და არარაიჭამა მათ დღეთა შინა; და აღ-რაი-ესრულნეს დღენი იგი, შეემშია.
3. და ჰრქუა მას ეშმაკმან მან: უკუეთუ ძე ხარ ღმრთისაი, არქუ ქვათა ამათ, რაითა იქმნენ პურ.
4. მიუგო იესო და ჰრქუა მას: წერილ არს: არა პურითა ხოლო ცხოვნდების კაცი, არამედ ყოვლითა სიტყვითა ღმრთისაითა.
5. და აღიყვანა იგი მთასა მაღალსა და უჩცენნა მას ყოველნი სუფევანი სოფლისანი გამოხატვითა ჟამთაითა.
6. და ჰრქუა მას ეშმაკმან მან: შენ მიგცე ამის ყოვლისა ხელმწიფებაიდა დიდებაიმათი, რამეთუ ჩემდა მოცემულ არს, და რომლისა მინდეს, მივსცე იგი.
7. უკუეთუ შენ თაყუანის-მცე ჩემ წინაშე, იყოს შენდა ესე ყოველი.
8. მიუგო იესო და ჰრქუა მას: წარვედ მართლუკუნ ჩემგან, ეშმაკო; წერილ არს: უფალსა ღმერთსა შენსა თაყუანის-სცე და მას მხოლოსა ჰმსახურებდე.
9. და მოიყვანა იგი იერუსალემდ და დაადგინა იგი ფრთესა მას ზედა მის ტაძრისასა და ჰრქუა მას: უკუეთუ ძე ხარ ღმრთისაი, გარდაიგდე თავი შენი ამიერ ქუეყანად,
10. რამეთუ წერილ არს, ვითარმედ: ანგელოზთა მისთადა უბრძანებიეს შენთვის დაცვად შენდა.
11. ხელთა მათთა ზედა აღგიპყრან შენ, ნუსადა წარსცე ქვასა ფერხი შენი.
12. მიუგო იესო და ჰრქუა მას, რამეთუ: თქმულ არს: არა განსცადო უფალი ღმერთი შენი.
13. და აღასრულნა ყოველნი განსაცდელნი ეშმაკმან მან და განეშორა მას ვიდრე ჟამადმდე.
14. და მოიქცა იესო ძალითა სულისა წმიდისაითა გალილეად; და ჰამბავი განხდა მისთვის ყოველსა მას გარემო სოფლებსა.
15. და იგი თავადი ასწავებდა შესაკრებელთა მათთა და იდიდებოდა ყოველთაგან.
16. და მოვიდა ნაზარეთად, სადაც აღზრდილ იყო, და შევიდა, ვითარცა ჩუეულ იყო იგი, დღესა შებათსა შესაკრებელსა მათსა, და მოსცეს მას წიგნი ესაია წინაისწარმეტყუელისაი.
17. და აღდგა კითხვად და განყო წიგნი იგი და პოვა ადგილი, რომელსა წერილ იყო:
18. სული უფლისაიჩემ ზედა,რომლისათვის მცხო მე და მახარებელად გლახაკთა მომავლინა მე, განკურნებად შემუსრვილთა გულითა, ქადაგებად ტყუეთა განტევებისა და ბრმათა აღხილვად, განვლინებად მომსრალთა განტევებითა.
19. და ქადაგებად წელიწადი უფლისაიშეწყნარებული.
20. და შეყო წიგნი იგი და მისცა მსახურსა და დაჯდა; და თუალნი ყოვლისა კრებულისანი მას ჰხედვიდეს.
21. და იწყო სიტყუად მათდა, ვითარმედ: დღეს აღესრულა წერილი ესე ყურთა მომართ თქუენთა.
22. და ყოველნი ეწამებოდეს მას და უკვირდა სიტყუათა მათ ზედა მისთა მადლისათა, რომელნი გამოვიდოდეს პირისაგან მისისა, და იტყოდეს: ანუ არა ესე არსა ძე იოსებისი?
23. და თავადმან ჰრქუა მათ: მრქუათ სამე იგავი ესე: მკურნალო, განიკურნე თავი შენი. და რავდენი გუესმა საქმე კაპერნაუმს, ქმენ აქაცა, მამულსა შენსა.
24. ხოლო თავადმან ჰრქუა მათ: ამინ გეტყვი თქუენ, რამეთუ არავინ წინაისწარმეტყუელი შეწყნარებულ არს თვისსა მამულსა.
25. ხოლო ქეშმარიტად გეტყვი თქუენ, რამეთუ მრავალნი ქურივნი იყვნეს დღეთა მათ ელიაისთა ისრაელსა შორის, ოდეს-იგი დაეხშა ცაისამ წელ და ექუს თთუე, რაჟამს-იგი იყო სიყმილი დიდი ყოველსა ქუეყანასა.
26. და არავის მათგანისა მიივლინა ელია, გარნა სარეფთად სიდონიაისა, დედაკაცისა ქურივისა.
27. და მრავალნი კეთროვანნი იყვნეს ისრაელსა შორის ელისეს ზე, წინაისწარმეტყუელისა, და არავინ მათგანი განიკურნა, გარნა ნეემან ასური.
28. და აღივსნეს ყოველნი გულის წყრომითა, რომელნი-იგი იყვნეს შესაკრებელსა მას შინა, ესმოდა რაიესე.
29. და აღდგეს და განაძეს იგი გარეშე ქალაქისა მისგან და მოიყვანეს იგი ვიდრე წუერადმდე მის მთისა, რომელსა ზედა ქალაქი იგი მათი დაშენებულ იყო, რაითა გარდააგდონ იგი.
30. ხოლო თავადმან განვლო შორის მათსა და წარვიდა.
31. და შთავიდა კაპერნაუმდ, ქალაქსა გალილეაისასა, და ასწავებდა მათ შაბათსა შინა.
32. და უკვირდა მოძღურებაიიგი მისი, რამეთუ ხელმწიფებით იყო სიტყუაიიგი მისი.
33. და იყო შესაკრებელსა მათსა კაცი, რომლისა თანა იყო სული არაწმიდაი, და ღაღად-ყო ხმითა დიდითა:
34. ეჰა, რაიარს ჩუენი და შენი, იესო ნაზარეველო? მოხუედ წარწყმედად ჩუენდა: გიცი შენ, ვინ ხარ, წმიდაიეგე ღმრთისაი.
35. და შეჰრისხნა მას იესო და ჰრქუა: პირი დაიყავ და განვედ მაგისგან! და დასცა იგი შორის მათსა ეშმაკმან მან და განვიდა მისგან და არარაიავნო მას.
36. და იყო განკვირვებაიმათ ყოველთა ზედა და ზრახვიდეს ურთიერთას და იტყოდეს: რაიარს სიტყუაიესე, რამეთუ ხელმწიფებითა და ძალითა უბრძანებს სულთა არაწმიდათა, და განვლენ?
37. და მიმოეფინებოდა ჰამბავი მისთვის ყოველთა მათ ადგილთა გარემოს მის სოფლებისათა.
38. და აღდგა მის კრებულისაგან და შევიდა სახლსა სვიმონისსა; ხოლო სიდედრი სვიმონისი შეპყრობილ იყო სიცხითა დიდითა. და უთხრეს მას მისთვის.
39. და დადგა მას ზედა და შეჰრისხნა სიცხესა მას. და მეყსეულად დაუტევა იგი, და აღდგა და ჰმსახურებდა მათ.
40. და დასვლასა ოდენ მზისასა ყოველთა რავდენთა აქუნდა უძლურები თვითო-სახეთაგან სენთა, მოიყვანნეს მისა; ხოლო თავიდმან კაცად-კაცადსა მათსა დასდვა ხელი და განკურნნა იგინი.
41. და განვიდეს ეშმაკნი მრავალთაგან, ღაღადებდეს და იტყოდეს, ვითარმედ: შენ ხარ ქრისტე, ძე ღმრთისა ცხოვრებისაი. და არა უტევებდა მათ სიტყუად, რამეთუ იცოდეს, ვითარმედ იგი არს ქრისტე.
42. ვითარცა განთენა, გამოვიდა მიერ და წარვიდა უდაბნოსა აგილსა, და ერი იგი ეძიებდა მას და მოვიდეს მისა და აყენებდეს მას, რაითამცა არა წარვიდა მათგან.
43. ხოლო თავადმან ჰრქუა მათ, ვითარმედ: სხუათაცა ქალაქთა ჯერ-არს ჩემდა ხარებად სასუფეველი ღმრთისაი, რამეთუ ამისთვის მოვივლინე.
44. და ქადაგებდა ყოველთა შესაკრებელთა გალილეაისათა.

თავი 5.

1. და იყო ვითარ ერი იგი დაესხმოდა მას სმენად სიტყუასა ღმრთისასა, და თავადი დგა კიდესა თანა ტბისა მის გენესარეთისასა.
2. და იხილნა ორნი ნავნი, მდგომარენი კიდესა მის ტბისასა; ხოლო მესათხევლენი იგი გამოვიდეს ნავისა მისგან და განჰრცხიდეს ბადეთა.
3. და შევიდა ერთსა მას ნავსა, რომელი იყო სვიმონისი, და უბრძანა მათ ქუეყანით შე-რე-დგინებაიმცირედ და დაჯდა და ასწავებდა ნავით გამო ერსა მას.
4. და ვითარცა დასცხრა სიტყუად, ჰრქუა სვიმონს: შეავლინე ღრმად, და სდევით ბადე თქუენი ნადირობად.
5. მიუგო სვიმონ და ჰრქუა: მოძღუარ, ღამე ყოველ დავშუერით და არარაიმოვიღეთ; ხოლო სიტყვითა შენითა გარდაუტევოთ ბადე.
6. და ესე რაიყვეს, შეაყენეს თევზისა სიმრავლე დიდი, და განსთქდებოდეს ბადენი მათნი.
7. და წამ-უყოფდეს, რომელნი-იგი იყვნეს ერთსა მას ნავსა, რაითა მოვიდენ და შეეწინენ მათ; და მოვიდეს და აღავსნეს ორნივე იგი ნავნი, ვიდრემდე დაინთქმოდეს იგინი.
8. და ვითარცა იხილა სვიმონპეტრე, შეუვრდა მუხლთა იესოისთა და ჰრქუა მას: განვედ ჩემგან, რამეთუ კაცი ცოდვილი ვარ, უფალო!
9. რამეთუ განკვირვებამან შეიპყრა იგი და ყოველნი მისთანანი ნადირობასა მას თევზისასა, რომელი შეაყენეს.
10. ეგრეთვე იაკობ და იოანე, ძენი ზებედესნი, რომელნი იყვნეს ზიარნი სვიმონისნი. და იესო ჰრქუა სვიმონს: ნუ გეშინინ, სვიმონ, ამიერითგან იყო კაცთა მონადირე.
11. და გამოადგინეს ნავი იგი ქუეყანად და დაუტევეს ყოველი და მისდევდეს მას.
12. და იყო ვითარცა შევიდა იგი ერთსა ქალაქთაგანსა, და აჰა კაცი სავსე კეთროვნებითა. ვითარცა იხილა მან იესო, დავარდა პირსა ზედა თვისსა, ევედრებოდა მას და ეტყოდა: უფალო, უკუეთუ გინდეს, ძალ-გიც განკურნებად ჩემდა.
13. და განყო ხელი, შეახო მას და ჰრქუა: მნებავს, განწმიდენ! და მეყსეულად განეშორა კეთროვნებაიიგი მისგან.
14. და თავადმან ამცნო მას, რაითა არავის უთხრას, არამედ: წარვედ და უჩუენე თავი შენი მღდელსა და შეწირე განწმედისა შენისათვის, ვითარცა უბრძანა მოსე საწამებლად მათდა.
15. და უფროისად მიმოედებოდა მისთვის სიტყუაიიგი. და შეკრბებოდა ერი მრავალი სმენად და განკურნებად უძლურებათა მათთაგან მის მიერ.
16. ხოლო თავადი განეშორის უდაბნოდ და ილოცავნ.
17. და იყო ერთსა შინა დღესა და თავადი იესო ასწავებდა მათ. და სხდეს მუნ ფარისეველნი და სჯულის მოძღუარნი, რომელნი მოსრულ იყვნეს ყოვლისაგან დაბნელებისა გალილეაისა და ჰურიასტანისა და იერუსალემისა, და ძალი ღმრთისაიიყო განკურნებად მათა.
18. და აჰა ესერა კაცთა მოაქუნდა ცხედრითა კაცი, რომელი იყო განრღუეულ, და უნდა შეღებაიმისი და დადგმაიწინაშე მისა.
19. და ვერ პოვეს, ვინაიმცა შეიღეს იგი ერისა მისგან; აღხდეს ერდოსა ზედა და აღიღეს კეცი და შთაუტევეს კაცი იგი ცხედრითურთ წინაშე იესოისა.
20. და იხილა რაისარწმუნოებაიმათი, ჰრქუა მას: კაცო, მიგეტევნენ ცოდვანი შენნი!
21. და იწყეს განზრახვად მწიგნობართა მათ და ფარისეველთა და იტყოდეს: ვინ არს ესე, რომელი იტყვის გმობასა? ვის ხელ-ეწიფების მიტევებაიცოდვათაი, გარნა მხოლოსა ღმერთსა?
22. გულისხმა-ყვნა იესო გულის ზრახვანი მათნი, მიუგო და ჰრქუა მათ: რასა-ეგე ჰზრახავთ გულთა თქუენთა?
23. რაიუადვილეს არს სიტყუად: მიგეტევნენ შენ ცოდვანი შენნი, ანუ რქუმად: აღდეგ და ვიდოდე?
24. არამედ რაითა უწყოდით, რამეთუ ხელეწიფებაიაქუს ძესა კაცისასა ქუეყანასა ზედა მიტევებად ცოდვათა, ჰრქუა განრღუეულსა მას: შენ გეტყვი: აღდეგ და აღიღე ცხედარი შენი და წარვედ სახიდ შენდა!
25. და მეყსეულად აღდგა წინაშე მათსა და აღიღო ცხედარი, რომელსა ზედა იდვა, და წარვიდა სახიდ თვისა და ადიდებდა ღმერთსა.
26. და განკვირვებამან შეიპყრნა ყოველნი და ადიდებდეს ღმერთსა. და შიში დაეცა მათ ზედა და იტყოდეს, რამეთუ: ვიხილეთ უდიდებულესი დიდებაიდღეს.
27. და ამისა შემდგომად გამოვიდა და იხილა მეზუერე, სახელით ლევი, მჯდომარე საზუერესა ზედა, და ჰრქუა მას: მომდევდი მე.
28. და მან დაუტევა ყოველი და აღდგა და მისდევდა მას.
29. და დაუმზადა ლევი პური დიდი იესოს სახლსა შინა თვისსა. და იყო კრებული დიდი მეზუერეთაიდა სხუათაი, რომელნი იყვნეს მათ თანა ინახით-მსხდომარენი.
30. და დრტვინვიდეს ფარისეველნი და მწიგნობარნი მათნი მოწაფეთა მისთა თანა და იტყოდეს: რაისათვის მეზუერეთა და ცოდვილთა თანა სჭამთ და ჰსუამთ?
31. მიუგო იესო და ჰრქუა მათ: არა უხმს ცოცხალთა მკურნალი, არამედ რომელნი ბოროტსა სენსა შინა არიან.
32. არა მოვედ წოდებად მართალთა, არამედ ცოდვილთა, რაითა შეინანონ.
33. ხოლო მათ ჰრქუეს მას: რაისათვის მოწაფენი იოანესნი იმარხვენ ზედაის-ზედა და ვედრებასა ჰყოფენ და ეგრეთვე ფარისეველთანი, ხოლო მოწაფენი შენნი ჭამენ და სუმენ?
34. ხოლო იესო ჰრქუა მათ: ნუუკუე ხელ-ეწიფების ძეთა სიძისათა ვიდრემდე სიძე მათ თანა არს, რაითა ამარხვებდეს მათ?
35. ხოლო მოვლენან დღენი, ოდეს ამაღლდეს მათგან სიძე იგი, და მაშინ იმარხვიდენ მათ დღეთა შინა.
36. და ეტყოდა მათ იგავითცა, ვითარმედ: არავინ სადგმელი სამოსლისა ახლისაიდაადგის სამოსელსა ძუელსა, რაითა არა ახალიცა იგი განაპოს, და ძუელსა მას ვერ შეჰგავს სადგმელი ახლისა სამოსელისაი.
37. და არავინ შთაასხის ღვინოიახალი თხიერთა ძუელთა, რაითა არა განხეთქნეს ღვინომან ახალმან თხიერნი იგი, და ღვინოიდაითხიოს, და თხიერნი წარწყმდენ.
38. არამედ ღვინოიახალი თხიერთა ახალთა ჯერ-არს შთასხმად, და ორნივე დაიმარხნენ.
39. და არავინ სუამნ ღვინოსა ძუელსა და მეყსეულად ჰნებავნ ახალი, რამეთუ თქვის: ძუელი უმჯობეს არს.

თავი 6.

1. და იყო შაბათსა მეორესა და განვიდოდა თავადი თესულისაგან ყანისა, ხოლო მოწაფენი მისნი მოსჭრიდეს თავსა ხუვილისასა, მუსრვიდეს ხელითა და ჭამდეს.
2. ხოლო რომელთამე ფარისეველთა ჰრქუეს მათ: რასა ჰზამთ შაბათსა შინა, რომელი არა ჯერ არს?
3. მიუგო იესო და ჰრქუა მათ: არცა-ღა ესე აღმოგიკითხავსა, რომელი-იგი ყო დავით, ოდეს-იგი შეემშია მას და მისთანათა?
4. ვითარ-იგი შევიდა ტაძარსა ღმრთისასა და პურნი იგი შესაწირავისანი შეჭამნა და სცა მისთანათაცა, რომელთაიარა ჯერ-არს ჭამაი, გარნა მღდელთაიხოლო?
5. და ეტყოდა მათ: უფალ არს ძე კაცისაიშაბათისაცა.
6. და იყო სხუასაცა შაბათსა და შთავიდა თავადი შესაკრებელსა მათსა და ასწავებდა მათ. და იყო მუნ კაცი, რომელსა ხელი მისი მარჯუენე განხმელ ედგა.
7. უმზირდეს მას მწიგნობარნი და ფარისეველნი, უკუეთუმცა შაბათსა განკურნა, რაითა პოვონ, ვითარმცა შეასმინეს იგი.
8. ხოლო თავადმან იცნოდა ზრახვანი მათნი და ჰრქუა კაცსა მას, რომელსა ხელი განხმელ ედგა: აღდეგ და წარმოდეგ შორის! ხოლო იგი აღდგა და დადგა შორის.
9. და იესო ჰრქუა მათ: გკითხო თქუენ სიტყუაი: რაიჯერ-არს შაბათსა: კეთილისა საქმე ანუ ბოროტისა ყოფაი? სულისა ცხოვრებაიანუ მოკლვაი?
10. და მიჰხედა მათ ყოველთა და ჰრქუა კაცსა მას: განირთხ ხელი შენი! ხოლო მან განირთხა, და მოეგო ხელი მისი, ვითარცა სხუაიიგი.
11. ხოლო იგინი აღივსნეს მანკიერებითა და განიზრახვიდეს ურთიერთას, უკუეთუმცა უყვეს რაიიესოს.
12. და იყო მათ დღეთა შინა და განვიდა თავადი მთად კერძო ლოცვად და ღამესა ათევდა ლოცვითა ღმრთისა მიმართ.
13. და ვითარცა განთენა დღე, მოუწოდა მოწაფეთა თვისთა და გამოირჩინა ათორმეტნი მათგანნი, რომელთაცა მოციქულად უწოდა:
14. სვიმონ, რომელსა უწოდა პეტრე, და ანდრია, ძმაიმისი, იაკობ და იოანე, ფილიპე და ბართლომე.
15. მათეოს და თომა, იაკობ ალფესი და სვიმონ, რომელსა ერქუა მოშურნე.
16. და იუდა იაკობისი და იუდა ისკარიოტელი, რომელი –იგი იქმნა განმცემელ.
17. და გადმოვიდოდა მათ თანა და დადგა ადგილსა ველსა, და ერი იგი მოწაფეთა მისთაიდა სხვისა ერისა სიმრავლე ფრიადი ჰურიასტანით და იერუსალემით და ზღვის კიდისაი, ტვიროსით და სიდონით.
18. რომელნი მოსრულ იყვნეს სმენად მისგან და განკურნებად სნეულებათაგან მათთა; და ურვილნი იგი სულთაგან არაწმიდათა განიკურნებოდეს.
19. და ყოველი იგი ერი ეძიებდა შეახლებად მისა, რამეთუ ძალნი გამოვიდოდეს მისგან, და განჰკურნებდეს ყოველთა.
20. და თავადმან აღიხილნა თუალნი მისნი მოწაფეთა მიმართ და ეტყოდა: ნეტარ ხართ გლახაკნი სულითა, რამეთუ თქუენი არს სასუფეველი ღმრთისაი.
21. ნეტარ ხართ თქუენ, რომელთა გშიის აწ, რამეთუ განსძღეთ. ნეტარ ხართ, რომელნი სტირთ აწ, რამეთუ იცინოდით.
22. ნეტარ იყვნეთ, რაჟამს მოგიძულნენ თქუენ კაცთა და ოდეს გამოგასხნენ თქუენ და გაყუედრებდენ და განხადონ სახელი თქუენი ვითარცა ბოროტთაიძისათვის კაცისა.
23. გიხაროდენ მას დღესა შინა და მხიარულ იყვნეთ, რამეთუ აჰა ესერა სასყიდელი თქუენი მრავალ არს ცათა შინა, რამეთუ ესრეთვე უყოფდეს წინაისწარმეტყუელთა მამანი მათნი.
24. ხოლო ვაითქუენდა, მდიდარნო, რამეთუ მიგიღებიეს ნუგეშინის-ცემაითქუენი;
25. ვაითქუენდა, განმაძღარნო აწ, რამეთუ გშიოდის. ვაითქუენდა, რომელნი იცინით აწ, რამეთუ იგლოვდეთ და სტიროდით;
26. ვაითქუენდა, რაჟამს კეთილსა გეტყოდიან თქუენ კაცნი, რამეთუ ეგრეთვე უყოფდეს ცრუ-წინაისწარმეტყუელთა მამანი მათნი.
27. არამედ თქუენ გეტყვი, რომელთა-ეგე გესმის: გიყუარდედ მტერნი თქუენნი და კეთილსა უყოფდით მოძულეთა თქუენთა
28. და აკურთხევდით მწყევართა თქუენთა და ილოცვიდით მათთვის, რომელნი გმძლავრობდენ თქუენ.
29. რომელმან გცეს ყურიმალსა შენსა, მიუპყარ ერთკერძოიცა; და რომელი მიგიღებდეს შენ სამოსელსა შენსა, კუართსაცა შენსა ნუ აყენებ.
1. 30.ყოველი რომელი გთხოვდეს, მიეც, და რომელი მიგიღებდეს შენ, ნუ მოჰხდი.
30. და ვითარცა-იგი თქუენ გნებავს, რაითა გიყონ კაცთა, თქუენცა ეგრეთვე მსგავსად უყოფდით მათ.
31. და უკუეთუ გიყუარდენ თქუენ მოყუარენი თქუენნი, რაიარს მადლი თქუენდა? რამეთუ ცოდვილნიცა მოყუარეთა მათთა ჰყუარობენ.
32. და უკუეთუ კეთილის მყოფელთა თქუენთა კეთილსა უყოფდეთ, რომელი მადლი არს თქუენდა? რამეთუ ცოდვილნიცა ამას ჰყოფენ.
33. და უკეთუ ავასხებდეთ მათ, რომელთაგან ესავთ კუალად მოღებასა, რომელი მადლი არს თქუენდა? რამეთუ ცოდვილნიცა ცოდვილთა ავასხებენ, რაითა მოიღონ სწორი.
34. ხოლო თქუენ გიყუარდედ მტერნი თქუენნი და კეთილსა უყოფდით და ავასხებდით და ნურარას უსასო ჰყოფთ; და იყოს სასყიდელი თქუენი მრავალ, და იყვნეთ ძე მაღლის, რამეთუ იგი თავადი ტკბილ არს უმადლოთათვისცა და უკეთურთა.
35. იყვენით თქუენ მოწყალე, ვითარცა მამაითქუენი მოწყალე არს.
36. ნუ განიკითხავთ და არა განიკითხნეთ; და ნუ დასჯით და არა დაისაჯნეთ; მიუტევეთ და მოგიტევნენ.
37. მიეცით, და მოგეცეს თქუენ. საწყაული კეთილი და შეხრილი და დატენილი და ზედა გარდათხეული მოგცენ წიაღთა თქუენთა; მითვე საწყაულითა, რომლითა მიუწყოთ, კუალად მოგეწყოს თქუენ.
38. ეტყოდა მათ იგავსაცა: ნუ ხელ-ეწიფებისა ბრმასა ბრმისა წინა-ძღუანვად? არა-მეა ორნივე ჯურღმულსა შთაცვიენ?
39. არა არს მოწაფე უფროის მოძღურისა თვისისა, ხოლო განკრძალული იგი ყოველი იყავნ ვითარცა მოძღუარი თვისი.
40. რაისა ჰხედავ წუელსა თუალსა შინა ძმისა შენისასა და დვირესა თუალსა შინა თვისსა არა განიცდი?
41. ანუ ვითარ ხელ-გეწიფების რქუმად ძმასა შენსა: ძმაო, მიტევე, და აღმოგიღო წუელი თუალისაგან შენისა, და შენ დვირესა თუალსა შინა შენსა არა ჰხედავ? ორგულო, აღმოიღე პირველად დვირე თუალისაგან შენისა და მერმე იხილო აღმოღებად წუელი თუალისაგან ძმისა შენისა.
42. რამეთუ არა არს ხე კეთილი, რომელმან გამოიღოს ნაყოფი ხენეში; არცა კუალად ხენეში, რომელმან ყვის ნაყოფი კეთილი.
43. რამეთუ თითოეული ხე თვისისაგან ნაყოფისა საცნაურ არს; რამეთუ არა ეკალთაგან შეკრებიან ლეღვი, არცა მაყუალთაგან მოისთულიან ყურძენი.
44. კეთილმან კაცმან კეთილისაგან საუნჯისა გულისა თვისისა გამოიღოს კეთილი, და ბოროტმან კაცმან ბოროტისაგან საუნჯისა გულისა თვისისა გამოიღოს ბოროტი; რამეთუ ნამეტნავისაგან გულისა იტყვინ პირნი მისი.
45. რაისა მეტყვით მე: უფალო, უფალო, და არა ჰყოფთ, რომელსა მე გეტყვ თქუენ?
46. ყოველი, რომელი მოვალს ჩემდა და ისმენს სიტყუათა ჩემთა და ჰყოფს მათ, გიჩუენო თქუენ, ვისა იყოს მსგავს.
47. მსგავს არს იგი კაცსა, რომელი აშენებნ სახლსა, რომელმან მოთხარა და დააღრმო და დადვა საფუძველი კლდესა ზედა; და დიდროაირაიიყო, ეკუეთა მდინარე იგი სახლსა მას და ვერ შეუძლო შეძვრად მისა, რამეთუ დაფუძნებულ იყო კლდესა ზედა.
48. ხოლო რომელმან ისმინა და არა ყოს, მსგავს არს იგი კაცსა, რომელმან აღაშენა სახლი მიწასა ზედა თვინიერ საფუძველისა, რომელსა ეკუეთა მდინარე, და მეყსეულად დაეცა; და იყო დაცემაისახლისაიმის დიდ ფრიად.

თავი 7.

1. და ვითარცა დაასრულნა იესო სიტყუანი ესე სასმენელთა მიმართ ერისათა, შევიდა კაპერნაუმს.
2. და ასისთავისა ვისიმე მონაისნეულ იყო და მიახდა აღსრულებად, რომელი იყო მისა პატივოსან.
3. და ესმა მას იესოისთვის. და მიავლინნა მისა მოხუცებულნი ჰურიათანი ვედრებად მისა, რაითა მოვიდეს და განკურნოს მონაიიგი მისი.
4. ხოლო რომელნი-იგი მივიდეს იესოისა, ჰლოცვიდეს მას მსწრაფლ და ეტყოდეს, ვითარმედ: ღირს არს, რომელი-ესე ჰყო მისთვის,
5. რამეთუ უყუარს ნათესავი ჩუენი და შესაკრებელი მან აღმიშენა ჩუენ.
6. და იესო წარვიდა მათ თანა; ხოლო თავადი ვითარ მიახლებულ იყო სახლსა მას, მიუვლინნა ასისთავმან მან მეგობარნი და ჰრქუა: უფალო, ნუ მოჰშურები, რამეთუ არა ვარ ღირს, რაითა სართულსა სახლისა ჩემისასა შემოხვიდე.
7. რომლისაგან არცა თავით ჩემით ღირს მიჩნდა მისლვად შენდა; არამედ სიტყვით ხოლო თქუ, და განიკურნოს მონაიესე ჩემი.
8. რამეთუ მეცა კაცი ვარ ხელმწიფებასა ქუეშე განწესებული და მქონან ჩემ ქუეშე ერისა კაცნი და ვჰრქვი: წარვედ! და წარვიდის; და სხუასა: მოვედ! და მოვიდის; და მონასა ჩემსა: ყავ ესე! და ყვის.
9. ხოლო ვითარცა ესმა ესე იესოს, დაუკვირდა სარწმუნოებაიმისი, მიექცა ერსა მას და ჰრქუა: ამინ გეტყვი თქუენ, არცაღა ისრაელსა შორის ვპოვე ესევითარი სარწმუნოებაი.
10. და მიიქცეს, რომელნი-იგი მოსრულ იყვნეს, სახიდ მისა და პოვეს მონაიიგი მისი ცოცხალი.
11. და იყო ამისა შემდგომად და წარვიდოდა ქალაქად, რომელსა ჰრქვიან ნაინ, და თანა-უვიდოდეს მას მოწაფენი მისნი და ერი მრავალი.
12. და ვითარ მიეახალა ბჭეთა ქალაქისათა, და აჰა ესერა გამოაქუნდა მკუდარი, ძე მხოლოდ შობილი დედისა თვსისაი, და იგი იყო ქურივ; და ერი მრავალი იყო ქალაქისაიმის თანა.
13. და იხილა დედაკაცი იგი იესო და შეეწყალა იგი და ჰრქუა მას: ნუ სტირ.
14. და მივიდა ცხედარსა მას და შეახო. ხოლო რომელთა აქუნდა ცხედარი იგი, დადგეს. და ჰრქუა მას: ჭაბუკო, შენ გეტყვი, აღდეგ.
15. და ზე წამოჯდა მკუდარი იგი და იწყო სიტყუად; და მისცა იგი დედასა თვისსა.
16. და შიში დაეცა მათ ყოველთა ზედა, და ადიდებდეს ღმერთსა და იტყოდეს, ვითარმედ: წინაისწარმეტყუელი დიდი აღდგომილ არს ჩუენ შორის და რამეთუ მოჰხედნა ღმერთმან ერსა თვისსა.
17. და განეფინა სიტყუაიესე ყოველსა ჰურიასტანსა მისთვის და ყოველსა მას გარემო სოფლებსა.
18. და უთხრეს იოანეს მოწაფეთა მისთა ამის ყოვლისათვის.
19. და მოუწოდა იოანე ორთა მოწაფეთა თვისთა და მიავლინნა იესოისა და ჰრქუა: შენ ხარა მომავალი, ანუ სხუასა მოველოდით?
20. და მი-რაი-ვიდეს მისა კაცნი იგი, ჰრქუეს: იოანე ნათლისმცემელმან მომავლინნა ჩუენ შენდა და თქუა: შენ ხარა მომავალი, ანუ სხუასა მოველოდით?
21. მას ჟამსა შინა განკურნნა მრავალნი სნეულებათაგან და სალმობათა და სულთაგან უკეთურთა და მრავალთა ბრმათა მიჰმადლა ხედვაი.
22. და მიუგო და ჰრქუა მათ იესო: მივედით და უთხართ იოანეს, რაი-ესე იხილეთ და გესმა: ბრმანი აღიხილვენ, მკელობელნი ვლენან, კეთროვანნი განწმდებიან, ყრუთა ესმის, მკუდარნი აღდგებიან, და გლახაკთა ეხარების.
23. და ნეტარ იყოს, რომელი არა დაბრკოლდეს ჩემდა მომართ.
24. და ვითარცა წარვიდეს მოციქულნი იგი იოანესნი, იწყო სიტყუად იესო ერისა მის მიმართ იოანესთვის: რაისა გამოხუედით უდაბნოდ ხილვად? ლერწმისა, ქარისაგან შერყეულისა?
25. არამედ რაისა გამოხუედით ხილვად? კაცისა, სამოსლითა ჩჩვილითა მოსილისა? აჰა ესერა რომელნი სამოსლითა დიდებულითა და საშუებელითა არიან, სამეუფოთა შინა არიან.
26. არამედ რაისა გამოხუედით ხილვად? წინაისწარმეტყუელისა? ჰე, გეტყვი თქუენ, და უმეტეს წინაისწარმეტყუელისა.
27. რამეთუ ესე არს, რომლისათვის-იგი წერილ არს: აჰა ესერა მე წარვავლინო ანგელოზი ჩემი წინაშე პირსა შენსა, რომელმან განჰმზადნეს გზანი შენნი წინაშე შენსა.
28. რამეთუ გეტყვი თქუენ: უფროისი შობილთა შორის დედათაისა იოანე ნათლის-მცემელისა წინაისწარმეტყუელი არავინ არს, ხოლო უმცირესი სასუფეველსა ღმრთისასა უფროისა მისსა არს.
29. და ყოველსა ერსა ესმა და მეზუერეთა და განამართლეს ღმერთი და ნათელ-იღეს ნათლისცემითა იოანესითა.
30. ხოლო ფარისეველთა და სჯულის მოძღუართა ზრახვაიღმრთისაიშეურაცხ-ყვეს თავისა თვისისა, რამეთუ არა ნათელ–იღეს მისგან.
31. ხოლო თქუა უფალმან: ვის ვამსგავსნე კაცნი ამის ნათესავისანი, და ვისა არიან მსგავს?
32. მსგვვს არიან ყმათა, უბანთა ზედა მსხდომარეთა, რომელნი მოუწესედ მოყუასთა მათთა და ეტყვიედ: გისტვინევდით თქუენ, და არა ჰროკევდით; გიგოდებდით თქუენ, და არა სტიროდეთ.
33. რამეთუ მოვიდა იოანე ნათლის-მცემელი, არცა ჭამდა პურსა, არცა სუმიდა ღვინოსა, და იტყვით: ეშმაკეულ არს.
34. მოვიდა ძე კაცისაი, ჭამს და სუამს, იტყვით: აჰა კაცი მჭამელი და მსუმელი ღვნისაიდა მეგობარი მეზუერეთა და ცოდვილთაი.
35. და განმართლდა სიბრძნე ყოველთაგან შვილთა თვისთა.
36. ევედრებოდა ვინმა მას ფარისეველთაგანი, რაითა ჭამოს პური მის თანა; და შევიდა სახლსა მის ფარისევლისასა და დაჯდა.
37. და იყო დედაკაცი ვინმე ქადაქსა მას შინა, რომელი იყო ცოდვილ. ესმა, რამეთუ არს იგი სახლსა შინა მის ფარისევლისასა, მოიღო ალაბასტრი ნელსაცხებლისაი.
38. და დადგა ფერხთა თანა მისთა, ტიროდა და იწყო დალტობად ცრემლითა ფერხთა მისთა და თმითა თავისა მისისაითა წარჰხოცდა და ამბორს-უყოფდა ფერხთა მისთა და სცხებდა ნელსაცხებელსა.
39. ვითარცა იხილა ფარისეველმან მან, რომელმანცა იგი ჰხადა მას, თქუა გულსა თვისსა: ესე უკუეთუმცა იყო წინაისწარმეტყუელი, უწყოდამცა, ვინ და რაბამი დედაკაცი შეეხების მას, რამეთუ ცოდვილ არს.
40. მიუგო იესო და ჰრქუა მას: სვიმონ, მაქუს რაიმე შენდა სიტყუად. ხოლო მან თქუა: მოძღუარ, იტყოდე!
41. და თქუა: ორნი თანა-მდებნი იყვნეს მასესხებელისაივისნიმე: ერთსა თანა-ედვა ხუთასი დრაჰკანი, ხოლო ერთსა მას -ერგასისი.
42. და ვითარ არარაიაქუნდა მათ, ორთავე მიუტევა; აწ თქუ შენ, ვინ უფროის შეიყუაროს იგი?
43. მიუგო სვიმონ და თქუა: მე ეგრე ვჰგონებ, ვითარმედ რომელსაცა-იგი უფროისი მიუტევა. ხოლო თავადმან თქუა: სამართლად ჰსაჯე.
44. და მიექცა დედაკაცსა მას და სვიიმონ ეტყოდა: ჰხედავა ამას დედაკაცსა? შემოვედ სახლსა შენსა, წყალი ფერხთა ჩემთა არა მეც, ხოლო ამან ცრემლითა დაალტვნა ფერხნი ჩემნი თმითა თვისითა წარხოცნა.
45. ამბორის-ყოფაიარა მომეც მე, ხოლო ესე ვინაითგან შემოვიდა, არა დასცხრების ამბორის-ყოფითა ფერხთა ჩემთაითა.
46. ზეთი თავსა ჩემსა არა მცხე, ხოლო ამან ნელსაცხებელი სცხო ფერხთა ჩემთა.
47. რომლისა მადლისათვის გეტყვი შენ: მიეტევნენ მაგას ცოდვანი მაგისნი მრავალნი, რამეთუ შეიყუარა ფრიად, ხოლო რომელსა მცირედ მიეტეოს, მცირედცა შეიყუაროს.
48. და ჰრქუა მას: მიგეტევნენ შენ ცოდვანი შენნი.
49. და იწყეს თანა-მეინახეთა მათ სიტყუად გულთა შინა მათთა: ვინ არს ესე, რომელი ცოდვათა მიუტეობს?
50. ჰრქუა დედაკაცსა მას: სარწმუნოებამან შენმან გაცხოვნა შენ. გუალე ვიდოდე მშვიიდობით.

თავი 8.

1. და იყო ამისა შემდგომად თავადი ვიდოდა ქალაქად-ქალაქად და დაბად-დაბად, ქადაგებდა და ახარებდა სასუფეველსა ღმრთისასა; და ათორმეტნი მოწაფენი მის თანა.
2. და დედანი ვინმე, რომელნი განკურნებულ იყვნეს სულთაგან არაწმიდათა და უძლურებათა, მარიამ, რომელსა ერქუა მაგდალენელი, რომლისაგან შვიდნი ეშმაკნი განსრულ იყვნეს.
3. იოანა, ცოლი ქოზაისი, ეზოის მოძღუარისა ჰეროდესი, და სუსანა და სხუანი მრავანი, რომელნი ჰმსახურებდეს მას ნაყოფთაგან მათთა.
4. ხოლო რომელნი იგი მისთანა იყვნეს ერნი მრავალნი და ქალაქად-ქალაქად რომელნი მოვიდოდეს მისა, ეტყოდა მათ იგავით:
5. გამოვიდა მთესვარი თესვად თესლისა თვისისა; და თესვასა მას მისსა რომელიმე დავარდა გზასა ზედა და დაითრგუნა, და მფრინველთა ცისათა ჭამეს იგი.
6. და სხუაიდავარდა კლდესა ზედა, აღმოსცენდა და განხმა, რამეთუ არა იყო სიღრმე მიწისაი.
7. და რომელიმე დავარდა შორის ეკალთა; და აღმოსცენდეს ეკალნი და შეაშთვეს იგი.
8. და სხუაიდავარდა ქუეყანასა კეთილსა და აღმოსცენდა და ყო ნაყოფი ასი წელი. ამას ეტყოდა ხმითა: რომელსა ასხენ ყურნი სმენად, ისმინენ!
9. ჰკითხვიდეს მას მოწაფენი მისნი, ვითარმედ: რაიარს იგავი ესე?
10. ხოლო თავადმან ჰრქუა მათ: თქუენდა მოცემულ არს ცნობად საიდუმლოისასუფეველისა ღმრთისაი, ხოლო სხუათა -იგავით, რაითა ჰხედვიდენ და ვერ იხილონ და ესმოდის და ვერ გულისხმა-ყონ.
11. ხოლო იგავი იგი ესე არს: თესლი იგი არს სიტყუაიღმრთისაი.
12. ხოლო გზასა ზედა იგინი არიან, რომელთა ესმის; მერმე მოვიდის ეშმაკი და მოუღის სიტყუაიიგი გულისაგან მათისა, რაითა არა ჰრწმენეს და ცხოვნდენ.
13. ხოლო რომელი იგი კლდესა ზედა, -რომელთ-იგი რაჟამს ისმინიან, სიხარულით შეიწყნარიან სიტყუაიიგი, და ამათ ძირი არა უბნ, რომელთა –იგი ჟამ ერთ ჰრწამნ და ჟამსა განსაცდელისასა განდგიან.
14. ხოლო რომელი-იგი ეკალთა შორის დავარდა, ესე არიან რომელთა ისმინიან სიტყუაიდა ზრუნვისაგან და სიმდიდრისა და გემოთაგან ამის სოფლისათა ვლენედ და შეაშთვიან და არა ნაყოფიერ იქმნიან.
15. ხოლო რომელი-იგი კეთილსა ქუეყანასა დაეთესა, ესენი არიან, რომელთა გულითა კეთილითა და სახიერითა ისმინიან სიტყუაიდა შეიკრძალიან და ნაყოფი გამოიღიან მოთმინებითა.
16. არავინ სანთელი აღანთის და დაფარის ჭურჭლითა, გინა ქუეშე ცხედარსა შედგიან, არამედ სასანთლესა ზედა დადგიან, რაითა შემავალნი იგი ნათელსა ჰხედვიდენ.
17. რამეთუ არა არს დაფარული, რომელი არა გამოცხადნეს, არცა საიდუმლოი, რომელი არა საცნაურ იყოს და ცხადად მოვიდეს.
18. იხილეთ უკუე, ვითარ-ეგე ისმენთ: რომელსა აქუნდეს, მიეცეს მას, და რომელსა არა აქუნდეს და რომელღა-იგი ჰგონიეს, ვითარმედ აქუს, მო-ვე-ეღოს მას.
19. მოვიდეს მისა დედაიდა ძმანი მისნი, და ვერ ეძლო შემთხუევად მისა ერისა მისგან.
20. უთხრეს მას და ეტყოდეს: დედაიშენი და ძმანი შენნი გარე დგანან და ხილვაიშენი ჰნებავს.
21. ხოლო თავადმან ჰრქუა მათ: დედაიჩემი და ძმანი ჩემნი ესე არიან, რომელთა სიტყუაიღმრთისაიისმინონ და ყონ იგი.
22. და იყო ერთსა შინა დღესა თავადი შევიდა ნავსა, და მოწაფენი მისნი მის თანა, და ჰრქუა მათ: განვიდეთ წიაღკერძო ტბასა მას; და აღვიდეს.
23. და მი-რაი-ვიდოდეს იგინი ნავითა, მიეძინა. და გარდამოხდა არმური ქარისაიტბასა მას ზედა, და აღივსებოდა ნავი იგი, და იურვოდეს.
24. და მოვიდეს და განაღვიძეს და ეტყოდეს: მოძღუარ, მოძღუარ, წარვწყმდებით. ხოლო თავადი აღდგა და შეჰრისხნა ქარსა მას და ღელვასა წყალთასა; და დასცხრეს; და იყო დაყუდებაიდიდი.
25. და ჰრქუა მათ: სადა არს სარწმუნოებაითქუენი? ხოლო მათ შეეშინა და დაუკვირდა და იტყოდეს ურთიერთას: ვინ-მე არს ესე, რამეთუ ქართაცა უბრძანებს და წყალთა, და ერჩიან მას?
26. და განვიდეს სოფელსა მას ღადარინელთასა, რომელ არს წიაღკერძო გალილეასა.
27. და ვითარცა განვიდეს იგინი ქუეყანად, მო-ვინმე-ეგებოდა კაცი ქალაქისასა, რომლისა თანა იყვნეს ეშმაკნი, და მრავალ ჟამ სამოსელი არა შეემოსა და სახლსა შინა არა იყოფოდა, არამედ საფლავებსა.
28. და ვითარცა იხილა მან იესო, ღაღად-ყო და შეუვრდა ფერხთა მისთა და ხმითა დიდითა იტყოდა: რაიძეს ჩემი და შენი, იესო, ძეო ღმრთისა მაღლისაო? გევედრები ნუ მტანჯავ მე.
29. რამეთუ უბრძანა სულსა მას არაწმიდასა განსვლად კაცისა მისგან; რამეთუ მრავალ გზის წარიტაცის იგი, და შებორკილიან იგი ჯაჭვითა და საკრველითა და სცვედ, და განხეთქნის საკრველნი და იდევნებინ ეშმაკისა მისგან უდაბნოთა.
30. ჰკითხა მას იესო: რაიარს სახელი შენი? ხოლო მან ჰრქუა: ლეგეონ, რამეთუ ეშმაკნი მრავალნი შესრულ იყვნეს მისა.
31. და ევედრებოდეს მას, რაითა არა უბრძანოს მათ უფსკრულთა შთასვლაი.
32. და იყო მუნ კოლტი ღორთაიმრავალი, მძოვარი მთასა ზედა; და ევედრებოდეს მას, რაითა უბრძანოს მათ ღორებსა მას შესლვაი. და თავადმან უბრძანა მათ.
33. და გმოვიდეს ეშმაკნი იგი კაცისა მისგან და შევიდეს ღორთა მათ. და მიჰმართა ყოველმან კოლტმან კბოდესა მას ტბად და დაიშთვნეს.
34. ვითარცა იხილეს მწყემსთა მათ საქმე ესე, ივლტოდეს და შევიდეს და უთხრეს ქალაქსა და დაბნებსა.
35. და გამოვიდეს ხილვად, რომელი-იგი იქმნა, და მოვიდეს იესოისა და იხილეს კაცი იგი მჯდომარე, რომლისაგან ეშმაკნი იგი განსრულ იყვნეს, შემოსილი და გონიერი, ფერხთა თანა იესოისთა, და შეეშინა.
36. რამეთუ უთხრეს, რომელთა-იგი ეხილვა, ვითარ-იგი ცხოვნდა ეშმაკეული.
37. და ევედრებოდეს მას ყოველი იგი სიმრავლე გარემო სოფლებისაიმის ღადარინელთაისაი, რაითა წარვიდეს მათგან, რამეთუ შიშითა დიდითა შეპყრობილ იყვნეს. ხოლო თავადი შევიდა ნავსა და მიიქცა მუნვე.
38. ევედრებოდა მას კაცი იგი, რომლისაგან ეშმაკნი განსრულ იყვნეს, რაითა იყოს მის თანა. ხოლო თავადმან განუტევა იგი და ჰრქუა:
39. მიიქეც სახიდ შენდა და მიუთხარ, რაოდენი გიყო შენ ღმერთმან. და წარვიდა ყოველსა მას ქალაქებსა და ქადაგებდა, რაი-იგი ყო მისთვის იესო.
40. და იყო მიქცევასა მას იესოისსა მუნვე შეიწყნარა იგი ერმან მან, რამეთუ ყოველნივე მოელოდეს მას.
41. და აჰა ესერა მოვიდა კაცი და სახელი მისი იაიროს, და ესე მთავარი იყო შესაკრებელისაი; და დავარდა ფერხთა თანა იესოისთა და ევედრებოდა მსა, რაითა შევიდეს სახლსა მისსა.
42. რამეთუ ასული მარტოიესუა მსა, რომელი იყო ათორმეტის წლის, და იგი მოკუდებოდა. და მისლვასა მას მისსა ერი იგი შეკრბებოდა მისა.
43. და იყო ვინმე დედაკაცი წყაროითა სისხლისაითა ათორმეტით წლითგან, რომელსა ყოველი მონაგები მისი წარეგო მკურნალთა ზედა, და ვერვის განეკურნა.
44. და მოვიდა ზურგით კერძო და შეეხო ფესუსა სამოსლისა მისისა. და მეყსეულად დასცხრა წყაროიიგი სისხლისა მისისაი.
45. და თქუა იესო: ვინ შემახო მე? და ვითარცა უარ-ჰყოფდეს ყოველნი, ჰრქუა პეტრე და მისთანათა: მოძღუარ, ერნი გარე მოგადგან და შეგაიწრებენ შენ, და შენ იტყვი: ვინ შემახო მე ?
46. ხოლო იესო ჰრქუა: შე-ვინმე-მახო მე, რამეთუ მე ვცან ძალი განსრული ჩემგან.
47. და იხილა რაიდედაკაცმან მან, რამეთუ არა დაეფარა, მოვიდა ძრწოლით და შეუვრდა მას და, რომლისა ბრალისათვის შეახო, უთხრა წინაშე ყოვლისა ერისა, და ვითარ-იგი მეყსეულად განიკურნა.
48. ხოლო იესო ჰრქუა მას: ნუ გეშინინ, ასულო, სარწმუნოებამან შენმან გაცხოვნა შენ, ვიდოდე მშვიდობით!
49. და ვითარ-იგი ეტყოდა ოდენ, მო-ვინმე-ვიდა შესაკრებელისა მთვარისაიმის და ჰრქუა მას, ვითარმედ: ასული შენი მოკუდა, ნუ დააშრობ მიოძღუარსა.
50. ხოლო იესოს ვითარცა ესმა, ჰრქუა მას: ნუ გეშინინ, გარნა გრწმენინ, და ცხოვნდეს იგი.
51. და ვითარცა მოვიდა იესო სახლსა მას, არავინ უტევა შესლვად მის თანა, გარნა პეტრე და იაკობ და იოანე და მამაიდა დედაიყრმისაი.
52. სტიროდეს მას ყოველნი და ეტყებდეს. ხოლო იესო ჰრქუა მათ: ნუ სტირთ, რამეთუ ყრმაიეგე არა მომკუდარ არს, არამედ სძინავს.
53. ხოლო იგინი ჰბასრობდეს მას, უწყოდეს, რამეთუ მომკუდარ იყო.
54. და თავადმან გამოასხა ყოველი და უპყრა ხელი ყრმისაიმის და ხმა-უყო: ყრმაო, აღდეგ!
55. და მოიქცა სული მისი, და მეყსეულად აღდგა. და უბრძანა, რაითა სცენ მას ჭამადი.
56. და განუკვირდებოდა მამადედათა მისთა. ხოლო თავადმან ამცნო მათ, რაითა არავის უთხრან საქმე იგი.

თავი 9.

1. და მოუწოდა იესო ათორმეტთა მათ მოწაფეთა თვისთა და მისცა მათ ძალი და ხელმწიფებაიყოველთა ზედა ეშმაკთა და სენთა განკურნებაი.
2. და წარავლინნა იგინი ქადაგებად სასუფეველსა ღმრთისასა და განკურნებად უძლურთა.
3. და ჰრქუა მთა: ნურარაიგაქუნ გზასა ზედა, ნუცა კუერთხი, ნუცა ვაშკარანი, ნუცა პური, ნუცა ვეცხლი, ნუცა ორი სამოსელი გაქუნ.
4. და რომელსა სახლსა შეხვიდეთ, მუნ დაადგერით და მიერ გამოვედით.
5. და რავდენთა არა შეგიწყნარნენ თქუენ, გამო-რაი-ხვიდოდით მიერ ქალაქით, მტუერი ფერხთა თქუენთაგან განიყარეთ საწამებელათ მათდა.
6. და გამო-რაი-ვიდეს, მიმოვიდოდეს დაბნებსა მას და ახარებდეს და განჰკურნებდეს სნეულთა ყოველთა ადგილთა.
7. ესმნეს ჰეროდეს მეოთხედ მთვარსა ყოველნი იგი საქმენი, რომელნი მის მიერ იქმნებოდეს, და განიზრახვიდა რამეთუ იტყოდეს ვინმე, ვითარმედ: იოანე ნათლის-მცემელი აღდგომილ არს მკუდრეთით.
8. ხოლო რომელნიმე იტყოდეს: ელია გამოჩნდა; და სხუანი იტყოდეს: წინაისწარმეტყუელი ვინმე პირველთაგანი აღდგომილ არს.
9. ხოლო ჰეროდე თქუა: იოანეს მე თავი მოვჰკუეთე, ხოლო ესე ვინ არს, რომლისათვის ესევითარი მესმის, არ ვიცი. და უნდა ხილვაიმისი.
10. და მოიქცეს მოციქულნი და უთხრეს იესოს, რაოდენი ქმნეს; და წარიყვანნა იგინი და განეშორა თვისაგან ადგილსა უდაბნოსა ქალაქისასა, რომელსა ჰრქვიან ბეთსაიდა.
11. ხოლო ერმან მან აგრძნა და მისდევდეს მას. და შეიმთხვინა იგინი და ეტყოდა მათ სასუფეველისათვის ღმრთისა, და რაოდენთა უხმდა განკურნებაი, განჰკურნებდა.
12. და ვითარცა იწყო დღემან მიდრეკად, მოვიდეს ათორმეტნი იგი და ჰრქუეს მას: განუტევე ერი ესე, რაითა წარვიდენ გარემო დაბნებსა და აგარაკებსა და დაადგენ მუნ და პოვონ საზრდელი თავისა მათისა, რამეთუ აქა უდაბნოსა ადგილსა ვართ.
13. ხოლო იესო ჰრქუა მათ: თქუენ ეცით მაგათ ჭამდი. და მათ ჰრქუეს: არა არს ჩუენ თანა უფროის, გარნა ხუთი ხუეზაიპური და ორი თევზი, გარნა თუ ჩუენ წარვიდეთ და უყიდოთ ყოველსა ამას ერსა საზრდელი.
14. რამეთუ იყვნეს კაცნი იგი ვითარ ხუთ ათას ოდენ. ჰრქუა იესო მოწაფეთა თვისთა: დასხით კაცები ეგე პურისმტედ-პურისმტედ ერგასეული.
15. და მათ ყვეს ეგე და დასხეს ყოველი იგი ერი.
16. ხოლო თავადმან მოიღო ხუთი იგი პური და ორი თევზი და აღიხილნა თუალნი ზეცად და აკურთხნა იგინი და დამუსრა და მისცემდა მოწაფეთა, რაითა დაუგონ ერსა მას.
17. და ჭამეს და განძღეს ყოველი, და აღიღეს, რომელ-იგი დაუშთა მათ ნამუსრევი, ათორმეტი გოდორი.
18. და იყო ლოცვასა მას მისსა თვისაგან, მის თანა იყვნეს მოწაფენი. ჰკითხვიდა მათ და ჰრქუა: ვინ ვჰგონიე მე ერსა ამას და რაითქვიან ჩემთვის ყოფად?
19. ხოლო მათ მიუგეს და ჰრქუეს: იოანე ნათლის-მცემელი; და სხუათა - ელია; და რომელნიმე იტყვიან: წინაისწარმეტყუელი ვინმე პირველთაგანი აღდგომილ არს.
20. ხოლო იესო ჰრქუა მათ: თქვენ ვინ გგონიე მე? მიუგო პეტრე და ჰრქუა: ცხებული ღმრნთისაი.
21. ხოლო თავადმან შეჰრისხნა მათ და ამცნო, რაითა არავის უთხრან ესე.
22. და ჰრქუა მათ, ვითარმედ: ჯერ-არს ძისა კაცისა ფრიად ვნებაიდა შეურაცხ-ყოფაიმოხუცებულთაგან და მღდელთ მთავართა და მწიგნობართა და მოკლვად და მესამესა დღესა აღდგომად.
23. და იტყოდა ყოველთა მიმართ: რომელსა უნდეს შემოდგომად ჩემდა, უარ-ყავნ თავი თვისი და აღიღენ ჯუარი თვისი და მომდევდინ მე.
24. რამეთუ რომელსა უნდეს განრინებაისულისა თვისისაი, წარიწყმიდოს იგი და რომელმან წარიწყმიდოს სული თვისი ჩემთვის, მან პოვოს იგი.
25. რაისარგებელ არს კაცისა, შე-თუ-იძინოს სოფელი ყოველი და თავი თვისი წარიწყმიდოს, გინა იზღვიოს?
26. რომელსა სირცხვილ უჩნდეს ჩემდა მომართ და სიტყუათა ჩემთა, ამას ძემანცა კაცისამან არცხვინოს, ოდეს მოვიდეს დიდებითა თვისითა და მამისაითა და წმიდათა ანგელოზთა თანა.
27. გატყვი თქუენ: არიან ვინმე აქა მდგომარეთაგანნი, რომელთა არა იხილონ გემოისიკუდილისაი, ვიდრემდე იხილონ სასუფეველი ღმრთისაი.
28. და იყო შემდგომად სიტყუათა მათ ვითარ რვა ოდენ დღე, და წარიყვანნა იესო პეტრე და იაკობ და იოანე და აღვიდა მთასა ლოცვად.
29. და იყო ლოვასა მას მისსა ხილვაიპირისა მისისაისხუა და სამოსელი მისი სპეტაკ და ელვარე.
30. და აჰა ესერა ორნი კაცნი მის თანა ზრახვიდეს, რომელნი იყვნეს მოსე და ელია.
31. რომელნი გამოჩნდეს დიდებითა და იტყოდეს განსვლასა მას მისსა, რომელი ეგულებოდა აღსრულებად იერუსალემს.
32. ხოლო პეტრე და მისთანანი დამძიმებულ იყვნეს ძილითა; ხოლო გან-რაი-იღვიძეს, იხილეს დიდებაიმისი და ორნი კაცნი მის თანა მდგომარენი.
33. და იყო განშორებასა მას მათსა მისგან, ჰრქუა პეტრე იესოს: მოძღუარ, კეთილ არს ჩუენდა აქა ყოფაი, და ვქმნეთ აქა სამ ტალავარ: ერთი შენდა და ერთი მოსესა და ერთი ელიაისა, რამეთუ არა იცოდა, რასა იტყოდა.
34. და ვითარცა ამას იტყოდა, აჰა ღრუბელი აგრილობდა მათ, და შეეშინა მათ შესლვად ღრუბელსა მას.
35. და ხმაიიყო ღრუბლით გამო: ესე არს ძე ჩემი საყუარელი, ამსი ისმინეთ.
36. და ესე რაიიყო ხმაი, იპოვა იესო მარტოი. და მათ დაიდუმეს და არავის უთხრეს მათ დღეთა შინა, რომელ-იგი იხილეს.
37. და იყო მეორესა დღესა გარდამოსლვასა მათსა მიერ მთით მოეგებვოდა მას ერი მრავალი.
38. და ჰა კაცმან ვინმე ღაღადყო ერსა მას შორის და ჰრქუა: მოძღუარ, გევედრები შენ, მოიხილე ძესა ზედა ჩემსა, რამეთუ ესე ხოლო მარტოიმივის.
39. და სულმან უკეთურმან შეიპყრის იგი და მეყსეულად ღაღად-ყვის და დააკუეთის იგი, და პეროინ, და ძნიად განეშორის მისგან და შემუსრის იგი.
40. და ვევედრე მოწაფეთა შენთა, რაითამცა განაშორეს იგი, და ვერ შეუძლეს.
41. ხოლო იესო მიუგო და ჰრქუა: ჰოი ნათესავი ურწმუნოიდა გულარძნილი! ვიდრემდე ვიყო თქუენ თანა და თავს-ვიდებდე თქუენსა? მომგუარე მე აქა ძე შენი.
42. და ვიდრე იგი მოვიდოდა, დააკუეთა იგი ეშმაკმან მან და აძრწოლებდა მას. შეჰრისხნა იესო სულსა მას არაწმიდასა და განკურნა ყრმაიიგი და მისცა მამასა თვისსა.
43. და განუკვირდებოდა ყოველთა დიდებასა მას ზედა ღმრთისა და ყოველნი დაკვირვებულ იყვნეს ყოველსა მას ზედა, რომელსა იქმოდა იესო. ხოლო იესო. ხოლო იესო ჰრქუა მოწაფეთა თვისთა:
44. დაისხენით თქუენ სიტყუანი ესე ყურთა თქუენთა, რამეთუ ძე კაცისაიმიცემად არს ხელთა კაცთასა.
45. ხოლო იგინი უმეცარ იყვნეს სიტყუასა ამას ზედა, და იყო დაფარულ მათგან, რაითა ვერ გულისხმა-ყონ იგი, და ეშინოდა მათ კითხვად მისა სიტყვისა ამისთვის.
46. შევიდა მათდა გულის სიტყუაიცა: ვინძი უდიდეს იყოს შორის მათსა?
47. ხოლო იესო იცნოდა გულის ზრახვანი მათნი და მოიყვანა ყრმაიდა დაადგინა იგი წინაშე მათსა
48. და ჰრქუა მათ: რომელმან შეიწყნაროს ესე ყრმაისახელითა ჩემითა, მე შემიწყნარა; და რომელმან მე შემიწყნაროს, შეიწყნაროს მომავლინებელი ჩემი. ხოლო უმცირესი თქუენ ყოველთა შორის იგი არს დიდ.
49. მიუგო იოანე და ჰრქუა: მოძღუარ, ვიხილეთ ვინმე, რომელი სახელითა შენითა ეშმაკთა განასხმიდა, და ჩუენ ვაყენებდით მას, რამეთუ არა შემოგვიდგს ჩუენ.
50. ჰრქუა მას იესო: ნუ აყენებთ, რამეთუ რომელი არა არს ჩუენდა მტერ, იგი ჩუენ კერძო არს.
51. და იყო აღსრულებასა მას დღეთა ამაღლებისა მისისათა და თავადმან დაამტკიცა პირი თვისი აღსლვად იერუსალემდ.
52. და წარავლინნა მოციქულნი წინაშე მისსა. და იგინი წარვიდეს და შევიდეს დაბასა სამარიტელთასა, რაითა მო-რაიმე-უმზადონ მას.
53. და არა შეიწყნარეს იგინი, რამეთუ პირი მისი იყო მისლვად იერუსალემდ.
54. ვითარცა იხილეს მოწაფეთა მისთა იაკობ და იოანე, თქუეს: უფალო, გნებავსა, რაითა ვთქუათ, და ცეცხლი გარდამოხდეს ზეცით და აღხოცნეს იგინი, ვითარცა ელია ყო?
55. მიექცა იესო და შეჰრისხნა მათ და ჰრქუა: არა იცით, რომლისა სულისანი ხართ თქუენ.
56. რამეთუ ძე კაცისაიარა მოვიდა წარწყმედად სულსა კაცთასა, არამედ ცხოვრებად. და წარვიდეს სხუასა დაბასა.
57. და იყო სლვასა მას მათსა გზასა ზედა ჰრქუა ვინმე მას: მიგდევდე შენ ვიდრეცა მიხუალ.
58. ჰრქუა მას იესო: მელთა ხურელი უჩნს და მფრინველთა ცისათა საყოფელი, ხოლო ძესა კაცისასა არა აქუს, სადა თავი მიიდრიკოს.
59. ხოლო სხუასა ჰრქუა: შენ მომდევდი მე. და მან ჰრქუა: უფალო, მიბრძანე მე პირველად მისლვად და დაფლვად მამისა ჩემისა.
60. ჰრქუა მას იესო: აცადენ მკუდარნი დაფლვად თვისთა მკუდართა; ხოლო შენ წარვედ და მიმოსდევ სასუფეველი ღმრთისაი.
61. ჰრქუა მას სხუამან: მეცა მიგდევდე შენ, უფალო, ხოლო პირველად მიბრძანე მე ჯმნაისახლეულთა ჩემთაგან.
62. ჰრქა მას იესო: არავინ დასდვის ხელი სახნველსა, და ჰხედავნ იგი გარეშეუკუნ და წარმართებულ არნ სასუფეველსა ღმრთისასა.

თავი 10.

1. და ამისა შემდგომად გამოიჩინა უფალმან სხუანი სამეოც და ათნი და წარავლინნა იგინი ორ-ორნი წინაშე მისსა ყოველსა ქალაქებსა და დაბნებსა, ვიდრეცა ეგულებოდა მას მისლვად.
2. და ეტყოდა მათ: სამკალი ფრიად არს, ხოლო მუშაკნი მცირედ. ევედრენით უკუე უფალსა სამკალისასა, რაითა მოავლინნეს მუშაკნი სამკალსა თვისსა.
3. წარვედით! აჰა ესერა მიგავლინებ თქუენ ვითარცა კრავთა შორის მგელთა.
4. ნუ წარგაქუნ ბალანტი, ნუცა ვაშკარანი, ნუცა შესასხმელი ფერხთაიდა ნუცა ვის გზასა ზედა მოიკითხავთ.
5. და რომელსაცა სახლსა შეხვიდეთ, პირველად თქუთ: მშვიდობაისახლსა ამას!.
6. და უკეთუ იყოს მუნ ძე მშვიიდობისაი, განისუენოს მის ზედა მშვიდობამან თქუენმან; უკუეთუ არა, - თქუენდავე მოიქცეს.
7. მასვე სახლსა შინა იყვენით, ჭამდით და სუემდით მათ თანა, რამეთუ ღირს არს მუშაკი სასყიდლისა თვისისა; ნუ მიხუალთ სახლითი-სახლად.
8. და რომელსა ქალაქსა შეხვიდეთ, და შეგიწყნარნენ თქუენ, ჭამდით წინა-დაგებულსა თქუენსა.
9. და განჰკურნებდით მას შინა უძლურთა და ეტყოდეთ მათ: მოახლებულ არს თქუენ ზედა სასუფეველი ღმრთისაი.
10. და რომელსა ქალაქსა შეხვიდეთ, და არა შეგიწყნარნენ თქუენ, გამო-რაი-ხვიდოდით უბანთა მისთა, არქუთ მათ:
11. აჰა ესერა მტუერი რომელ აღეკრა ფერხთა ჩუენთა ქალაქისაგან თქუენისა, განვიყოთ თქუენ ზედა; გარნა ესემცა უწყით, რამეთუ მოახლებულ არს სასუფეველი ღმრთისაი.
12. გეტყვი თქუენ: სოდომელთა უმოლხინეს იყოს მას დღესა შინა, ვიდრე ქალაქსა მის.
13. ვაიშენდა, ქორაზინ, და ვაიშენდა, ბეთსაიდა, რამეთუ ტვიროსს და სიდონს თუმცა იქმნეს ძალნი, რომელ იქმნნეს თქუენ შორის, პირველვემცა ძაძითა და ნაცარსა ზედა მსხდომარეთა შეინანეს.
14. ხოლო ტვიროსი და სიდონი უმოლხინეს იყოს სასჯელსა მას, ვიდრე თქუენ.
15. და შენ, კაპერნაუმ, ნუ ცადმდე აჰმაღლდები, არამედ ჯოჯოხეთადმდე შთაჰხდე.
16. რომელმან თქუენი ისმინოს, ჩემი ისმინა; და რომელმან თქუენ შეურაცხ-გყვნეს, მე შეურაცხ-მყობს; და რომელმან მე შეურაცხ-მყოს, შეურაცხ-ჰყოფს მომავლინებელსა ჩემსა.
17. და მოიქცეს სამეოც და ათნი იგი სიხარულითა და იტყოდეს: უფალო, ეშმაკნიცა დაგუემორჩილებიან სახელითა შენითა.
18. ჰრქუა მათ იესო: ვხედევდ ეშმაკსა ვითარცა ელვასა, ზეცით გარდამოვრდომილსა.
19. აჰა მიგცემ თქუენ ხელმწიფებასა დათრგუნვად გუელთა და ღრიაკალთა და ყოველსა ზედა ძალსა მტერისასა, და თქუენ არარაიგევნოს.
20. ხოლო ამას ზედა ნუ გიხარინ, რამეთუ სულნი უკეთურნი დაგემორჩილებიან, არამედ გიხაროდენ, რამეთუ სახელები თქუენი დაიწერა ცათა შინა.
21. მას ჟამსა შინა იხარებდა იესო სულითა და თქუა: აღგიარებ შენ, მამაო, უფალო ცისა და ქუეყანისო, რამეთუ დაჰფარე ესე ბრძენთაგან და მეცნიერთა და გამოუცხადე ესე ჩჩვილთა. ჰე, მამაო, რამეთუ ესრეთ სათნო-იყო შენ წინაშე.
22. და მიექცა მოწაფეთა და ჰრქუა: ყოველივე მომეცა მე მამისა ჩემისა მიერ; და არავინ იცის, ვინ არს მამაი, გარნა ძემან, და არცა ვინ იცის, ვინ არს ძე, გარნა მამამან; და ვისა უნდეს ძესა გამოცხადების, გამოუცხადოს.
23. და მიექცა მოწაფეთა მისთა თვისაგან და ჰრქუა: ნეტარ არიან თუალნი, რომელნი ჰხედვენ, რომელსა თქუენ ჰხედავთ, და ყურნი, რომელთა ესმის რომელი თქუენ გესმის!
24. ხოლო გეტყვი თქუენ, რამეთუ: მრავალთა წინაისწარმეტყუელთა და მეფეთა უნდა ხილვაი, რომელსა თქუენ ჰხედავთ, და ვერ იხილეს, და სმენად, რომელი თქუენ გესმის, და ვერ ესმა.
25. და აჰა ესერა სჯულის მეცნიერი ვინმე აღდგა და გამოსცდიდა იესოს და ეტყოდა: მოძღუარ, რაივქმნე, რაითა ცხოვრებაისაუკუნოიდავიმკვიდრო?
26. ხოლო თავადმან ჰრქუა მას: სჯულსა ვითარ წერილ არს? ვითარ აღმოიკითხავ?
27. ხოლო მან ჰრქუა: შეიყუარო უფალი ღმერთი შენი ყოვლითა გულითა შენითა და ყოვლითა სუდითა შენითა და ყოვლითა ძალითა შენითა და ყოვლითა გონებითა შენითა, და მოყუასი შენი ვითარცა თავი თვისი.
28. ჰრქუა მას იესო: მართლ მომიგე; მაგას იქმოდე და სცხოვნდე.
29. ხოლო მას უნდა განმართლებად თავი თვისი და ჰრქუა იესოს: და ვინ არს მოყუას ჩემდა?
30. მიუგო იესო და ჰრქუა: კაცი ვინმე გარდამოვიდოდა იერუსალემით იერიქოდ, და ავაზაკნი დაესხნეს, განძარცუეს იგი, დაწყლეს და წარვიდეს და დაუტევეს მწყუდარი.
31. ხოლო დამთხუევით მღდელი ვინმე შთავიდოდა მასვე გზასა და იხილა იგი და თანა-წარჰხდა.
32. და ეგრეთვე ლევიტელი მასვე ადგილსა მივიდა, იხილა იგი და თანა-წარჰხდა.
33. მერმე სამარიტელი ვინმე წარვიდოდა, მოვიდა მასვე ადგილსა, იხილა იგი და შეეწყალა.
34. და მოვიდა მისა და შეუხვია წყლული იგი, დაასხა ზეთი და ღვინოიდა აღსუა იგი კარაულსა თვისსა და მოიყვანა იგი ყოველთასა მას სადგურსა და იღუაწა იგი.
35. და ხვალისაგან, გამო-რაი-ვიდოდა, ორი დრაჰკანი მისცა ყოველთა სადგურის მოღვაწესა მას და ჰრქუა: იღუაწე ეგე და, სხუაითუ რაიმე წარაგო უმეტესი, მო-რაი-ვიდე, მოგცე შენ.
36. ვინ უკუე ამათ სამთაგანი გგონიეს შენ მოყუას მისა, რომელ-იგი შევარდა ავაზაკთა მათ?
37. ხოლო მან ჰრქუა: რომელმან ყო წყალობაიმის თანა. ჰრქუა მას იესო: ვიდოდე და ჰყოფდ შენცა ეგრევე.
38. და იყო ვითარცა წარვიდეს ესენი, და თავადი შევიდა დაბასა რომელსა, და იყო ვინმე მუნ დედაკაცი, რომლისაისახელი მართა, და შეიყვანა თავადი სახიდ თვისა.
39. და იყო დაიმისი, რომელსა ერქუა მარიამ, რომელი დაჯდა ფერხთა თანა იესოისთა და ისმენდა სიტყუათა მისთა.
40. ხოლო მართა მიმოდაზრუნვიდა მრავლისა მსახურებისათვის, ზედა მიადგა და ჰრქუა: უფალო, არა იღუწი, რამეთუ დამან ჩემმან მარტოიდამიტევა მე მსახურებად? არქუ მას, რაითა შემეწეოდის მე.
41. მიუგო იესო და ჰრქუა მას: მართა, მართა! ჰზრუნავ და შფოთ ხარ მრავლისათვის; აქა ერთისა არს სახმარ.
42. ხოლო მარიამ კეთილი ნაწილი გამოირჩია, რომელი არასადა მიეღოს მისგან.

თავი 11.

1. და იყო ადგილსა რომელსამე თავადი ილოცვიდა. და ვითარცა დასცხრა ლოცვისაგან, ჰრქუა ვინმე მას მოწაფეთაგანმან: უფალო, გუასწავე ლოცვაი, ვითარცა იოანე ასწავა მოწაფეთა თვისთა.
2. ხოლო თავადმან ჰრქუა მათ: რაჟამს ილოცვიდეთ, თქუთ: მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაიშენი, იყავნ ნებაიშენი ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა.
3. პური ჩუენი არსობისაიმომეც ჩუენ დღითი-დღედ;
4. და მომიტევენ ჩუენ ცოდვანი ჩუენნი, რამეთუ ჩუენცა მიუტევებთ ყოველთა თანა-მდებთა ჩუენთა, და ნუ შემიყვანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩუენ ბოროტისაგან.
5. და ეტყოდა მათ: ვის თქუენგანსა ესუას მეგობარი და მოვიდეს მისა შუა ღამეს და ჰრქუას მას: მეგობარო, მოვასხენ მე სამნი პურნი,
6. რამეთუ მეგობარი მოვიდა ჩემდა გზით, და არარაიმაქუს, რაიდაუგო მას.
7. მან მიუგოს შინაით გამო და ჰრქუას: ნუ შრომასა შემამთხუევ მე, რამეთუ კარი დახშულ არს და ყრმანი ჩემნი ჩემ თანა არიან სარეცელსა ზედა; ვერ ძალ-მიც აღდგომად და მიცემად შენდა.
8. გეტყვი თქუენ: დაღაცათუ არა ეძლოს მას აღდგომად და მიცემად, რამეთუ არს იგი მეგობარ მისა, წყინებისა მისთვის მისისა აღდგეს და მისცეს, რაოდენი უხმდეს მას.
9. ხოლო მე გეტყვი თქუენ: ითხოვდით, და მოგეცეს თქუენ, ეძიებდით და ჰპოვოთ, ირეკდით, და განგეღოს თქუნ.
10. რამეთუ ყოველი რომელი ითხოვდეს, მოიღოს, და რომელი ეძიებდეს, პოვოს, და რომელი ირეკდეს, განეღოს.
11. ვის უკუე თქუენგანსა მამასა სთხოვდეს ძე პურსა, ნუუკუე ქვაიმისცეს მას? გინა თუ თევზსა სთხოვდეს, ნუუკუე თევზისა წილ გუელი მისცესა მას?
12. გინა თუ კუერცხსა სთხოვდეს, ნუუკუე ღრიაკალი მისცეს მას?
13. უკუეთუ თქუენ უკეთურთა იცით მისაცემელი კეთილი მიცემად შვილთა თქუენთა, რაოდენ უფროის მამამან ზეცით მოსცეს სული წმიდაი, რომელნი სთხოვდენ მას.
14. და კაცისა ვისგანმე განაძო ეშმაკი, რომელი იყო ყრუ. და იყო განსვლასა მას ეშმაკისასა იტყოდა ყრუიიგი. და უკვირდა ყოველსა მას ერსა.
15. ხოლო რომელთამე მათგანთა თქუეს: ბელზებულითა, მთავრითა მით ეშმაკთაითა, განასხამს ეშმაკთა.
16. და სხუანი ვინმე გამოცდით სასწაულსა ზეცით ითხოვდეს მისგან.
17. ხოლო თავადმან იცნოდა ზრახვანი მათნი და ჰრქუა მათ: ყოველი მეუფებაი, რომელი თავსა თვისსა განევლთის, მოოხრდის, და სახლი სახლსა ზედა დაეცის.
18. და უკუეთუ ეშმაკი თავსა თვისსა განევლთა, ვითარ დამტკიცნეს მეუფებაიმისი? რამეთუ იტყვით ჩემთვის, ვითარმედ: ბელზებულითა განასხამს ეშმაკთა.
19. უკუეთუ მე ბელზებულითა განვასხამ ეშმაკთა, ძენი თქუენნი რაითა განასხმენ? ამისათვის იგინივე მსაჯულ გექმნენ თქუენ.
20. უკუეთუ მე თითითა ღმრთისაითა განვასხამ ეშმაკთა, მო-სამეწევნულ არს თქუენ ზედა სასუფეველი ღმრთისაი.
21. რაჟამს ძლიერი შეჭურვილი სცვიდეს ეზოსა თვისსა, მშვიდობით არნ მონაგები მისი.
22. და ოდეს უძლიერესი მისი ზედა მოუხდის, სძლის მას და საჭურველი მისი მოუღის, რომელსა-იგი ესვიდა, ნატყუენავი მისი განუყვის.
23. რომელი არა არს ჩემ თანა, მტერი ჩემი არს; და რომელი არა შეჰკრებს ჩემ თანა, იგი განაბნევს.
24. რაჟამს სული არაწმიდაიგანვიდის კაცისაგან, მიმოვალნ ურწყულთა ადგილთა და ეძიებნ განსუენებასა და არა პოვის, თქვის: მივიქცე სახლსავე ჩემსა, ვინაიცა გამოვედ.
25. და მოვიდის და პოვის იგი განშუენებული და შემკული.
26. მაშინ წარვიდის და მოიყვანნის სხუანი შვიდნი სულნი უბოროტესნი მისსა და შევიდის და დაიმკვიდრის მას შინა და იქმნის უკუანაისკნელი კაცისაიმის უძვირეს პირველისა.
27. და იყო ვიდრე იტყოდაღა იგი ამას, აღ-ვინმე-იღო დედაკაცმან ხმაიერსა მას შორის და ჰრქუა მას: ნეტარ არს მუცელი, რომელმან გიტვირთა შენ, და ძუძუნი რომელთა სწოვდი!
28. ხოლო თავადმან ჰრქუა: არამედ ნეტარ არიან, რომელთა ისმინონ სიტყუაიღმრთისაიდა დაიმარხონ იგი!
29. და ვითარცა შეკრბებოდა ერი იგი, იწყო სიტყუად მათდა: ნათესავი ესე ნათესავი ბოროტი არს: სასწაულსა ითხოვს, და სასწაული არა ეცეს მას, არამედ სასწაული იონა წინაისწარმეტყუელისაი.
30. ვითარცა-იგი ექმნა იონა სასწაულ ნინეველთა, ეგრეთ ეყოს ძე კაცისაინათესავსა ამას.
31. დედოფალი იგი სამხრისაიაღდგეს სასჯელსა მას კაცთა თანა ამის ნათესავისათა და დასჯიდეს მათ, რამეთუ მოვიდა კიდით ქუყანისაით სმენად სიბრძნესა სოლომონისსა; და აჰა ესერა უფროის სოლომონისსა არს აქა.
32. კაცნი იგი ნინეველნი აღდგენ სასჯელსა მას ნათესავისა ამის თანა და დასჯიდენ მათ, რამეთუ შეინანეს ქადაგებასა მას იონაისსა; და აჰა ესერა უფროის იონაისა არს აქა.
33. არავინ აღანთის სანთელი და დადგის ფარულად, გინა ხვიმირსა ქუეშე, არამედ სასანთლესა ზედა, რაითა შემავალნი ჰხედვიდენ ნათელსა.
34. სანთელი გუამისაიარს თუალი; ოდეს თუალი შენნი განმარტებულ იყოს, ყოველი გუამი შენი ნათელ იყოს; და უკუეთუ თუალი შენი ბოროტ იყოს, ყოველი გუამი შენი ბნელ იყოს.
35. იხილე, ნუუკუე ნათელი იგი შენ შორის ბნელ იყოს.
36. უკუკეთუ ყოველი გუამი შენი ნათელ არს და არა აქუნდეს ადგილი რაიმე ბნელისაი, იყოს იგი ყოვლად ნათელ, ვითარცა-იგი სანთელი ელვითა განგანათლოს შენ.
37. და ვითარცა იტყოდა ამას თავადი, ჰლოცვიდა ვინმე ფარისეველი, რაითა პური ჭამოს მის თანა; და შევიდა და დაჯდა.
38. ხოლო ფარისეველმან მან ვითარცა იხილა, უკვირდა, რამეთუ პირველად არა იბანა ვიდრე სადილობადმდე.
39. ჰრქუა მას უფალმან: აწ თქუენ, ფარისეველთა, გარეშე სასულისაიდა პინაკისაიგანსწმიდით, და შინაგანი თქუენი სავსე არს ნატაცებითა და უკეთურებითა.
40. ორგულნო, ანუ არა რომელმან-იგი გარეშე შექმნა, მავნე შინაგანი შექმნა?
41. გარნა ესე, რომელი ჯერ არს, მიეცით მოწყალებაი, და აჰა თქუენი ყოველი წმიდა არს.
42. არამედ ვაითქუენდა, ფარისეველნო, რამეთუ ათეულსა აღიღებთ პიტნაკისა და ტეგანისასა და ყოვლისა მხლისასა და თანაწარჰვლით სამართალსა და სიყუარულსა ღმრთისასა. ესე ჯერ-იყო ყოფად და იგი არა დატევებად.
43. ვაითქუენდა, ფარისეველნო ორგულნო, რამეთუ გიყუარს თქუენ ზემოჯდომაიშესაკრებელთა შორის და მოკითხვაიუბანთა ზედა.
44. ვაითქუენდა, მწიგნობარნო და ფარისეველნო ორგულნო, რამეთუ ხართ ვითარცა საფლავნი უჩინონი, და კაცნი ზედა ვლენ და არა იციან.
45. მიუგო სჯულის მეცნიერმან ვინმე და ჰრქუა მას: მოძღუარ, მაგას რაიიტყვი, ჩუენცა გუაგინებ.
46. ხოლო თავადმან ჰრქუა მას: თქუენდაცა, სჯულის მეცნიერთა, ვაიარს, რამეთუ აღჰკიდით კაცთა ტვირთი ძნიად სატვირთავი და თქუენ ერთითაცა თითითა არა შეახით ტვირთსა მას.
47. ვაითქუენდა, რამეთუ აშენებთ საფლავებსა წანაისწარმეტყუელთასა, ხოლო მამათა თქუენთა მოწყვიდნეს იგინი.
48. ეწამებით სამე და თანა-სათნო-ეყოფით საქმესა მამათა თქუენთასა, რამეთუ მათ მოწყვიდნეს იგინი, და თქუენ საფლავთა მათთა აშენებთ.
49. ამისთვისცა-იგი სიბრძნემან ღმრთისამან თქუა: მოვავლინნე მათდა წინაისწარმეტყუელნი და მოციქულნი, და მათგანნი მოწყვიდნენ და დევნნენ;
50. რაითა იძიოს სისხლი ყოველთა წინაისწარმეტყუელთაი, დათხეული დასაბამითგან სოფლისაით ნათესავისა ამისგან,
51. სისხლითგან აბელისით ვიდრე სისხლადმდე ზაქარიაისა, რომელი წარწყმდა შორის საკურთხეველისა მის და ტაძრისა. ჰე, გეტყვი თქუენ, იძიოს ნათესავისა ამისგან.
52. ვაითქუენდა, სჯულის მოძღუარნო, რამეთუ დაჰმალენით კლიტენი მეცნიერებისანი; თქუენ შე-არა-ხუალთ და შემავალთა აყენებთ.
53. და ვითარ-იგი თავადი ეტყოდა მათ ამას წინაშე ყოვლისა მის ერისა, იწყეს მწიგნობართა მათ და ფარისეველთა განზრახვად ბოროტისა და უძნდა სიტყუაიიგი და ჰგმობდეს მას მრავლისა მისთვის სიტყვისა.
54. და უმზირეს მას პოვნად რაისამე სიტყვისა პირისაგან მისისა, რაითა შეასმინონ იგი.

თავი 12.

1. რომელთა ზედა შეკრებულ იყო ბევრეული ერი, ვიდრემდე დასთრგუნვიდეს ურთიერთას. იწყო პირველად სიტყუად მოწაფეთა თვისთა და ჰრქუა: ეკრძალენით თავთა თქუენთა ცომისაგან ფარისეველთაისა, რომელ არს ორგულებაი.
2. ხოლო არარაიარს დაფარული, რომელი არა გამოცხადნეს, და დამალული, რომელი არა საცნაურ იყოს.
3. ამისათვის რომელი ბნელსა შინა სთქუათ, ნათელსა შინა ისმეს, და რომელსა ყურსა ეტყოდით საუნჯეთა შინა, იქადაგოს ერდოთა ზედა.
4. ხოლო გეტყვი თქუენ, მეგობართა ჩემთა: ნუ გეშინინ მათგან, რომელთა მოწყვიდნენ ხორცნი და ამისა შემდგომად ვერარაიაქუს უმეტესი, რაიგიყონ თქუენ.
5. ხოლო გიჩუენო თქუენ, ვისა გეშინოდის: გეშინოდენ მისა, რომელსა შემდგომად მოწყუედისა ხელ-ეწიფების შთაგდებად გეჰენიასა. ჰე, გეტყვი თქუენ, მისა გეშინოდენ.
6. ანუ არა ხუთი სირი განისყიდების ორის ასარის? და ერთიცა მათგანი არა არს დაფარულ წინაშე ღმრთისა.
7. არამედ თმანისა თავისა თქუენისანი ყოველნი განრაცხილ არიან. ნუუკუე გეშინინ, რამეთუ მრავალთა სირთა უმჯობეს ხართ.
8. ხოლო გეტყვი თქუენ: ყოველმან რომელმან აღიაროს ჩემდა მომართ წინაშე კაცთა, ძემანცა კაცისამან აღიაროს იგი წინაშე ანგელოზთა ღმრთისათა.
9. და რომელმან უარ-მყოს მე წინაშე კაცთა, უარ-იქმნეს იგიცა წინაშე ანგელოზთა ღმრთისათა.
10. და ყოველმან რომელმან თქუას სიტყუიძისა მიმართ კაცისა, მიეტეოს მას. ხოლო სულისა წმიდისა მგმობარსა არა მიეტეოს.
11. და ოდეს შეგიყვანნენ თქუენ შესაკრებელთა და წინაშე მთავართა და ხელმწიფეთა, ნუ ჰზრუნავთ, ვითარ, ანუ რაისიტყუაიმიუგოთ, ანუ რაისთქუათ,
1. 12.რამეთუ სულმან წმიდამან გასწაოს თქუენ მას ჟამსა შინა, რაი-იგი სთქუათ.
12. ჰრქუა ვინმე მას მის ერისაგანმან: მოძღუარ, არქუ ძმასა ჩემსა, რაითა განმეყოს მე სამკვიდრებელსა.
13. ხოლო თავადმან ჰრქუა მას: კაცო, ვინ დამადგინა მე მსაჯულად და განმყოფელად თქუენდა?
14. და ეტყოდა მათ: ეკრძალენით და დაიცვენით თავნი თქუენი ყოვლისაგან ანგარებისა, რამეთუ არა ნამეტნავისაგან ვისისამე არნ ცხოვრებაიმისი ნაყოფთა მისთაგან.
15. და ეტყოდა მათ იგავსაცა და ჰრქუა მათ: კაცისაივისიმე მდიდრისაინაყოფიერ იყო აგარაკი.
16. და განიზრახვიდა გულსა შინა თვისსა და თქუა: რაი-მე ვყო, რამეთუ არა მაქუს, სადა შევიკრიბო ნაყოფი ჩემი?
17. და თქუა: ესე ვყო; დავარღვივნე საუნჯენი ჩემნი და უფროსნი აღვაშენნე და შევიკრიბო მუნ ყოველი ნაყოფი და კეთილი ჩემი.
18. და ვჰრქუა სულსა ჩემსა: სულო, გაქუს მრავალი კეთილი დაუნჯებული მრავალთა წელთაი: განისუენე, ჭემე და სუ და იხარებდ.
19. ჰრქუა მას ღმერთმან: უგუნურო, ამას ღამესა მიგიღონ სული შენი შენგან; ეგე, რომელ მოიმზადე ვისა იყოს?
20. ეგრეცა, რომელი იუნჯებდეს თავსა თვისისა და არა ღმრთისა მიერ განმდიდრდებოდის.
21. და ჰრქუა იესო მოწაფეთა თვისთა: ამისთვი გეტყვი თქუენ: ნუ ჰზრუნავთ სულისა თქუენისა, რაისჭამოთ, და ნუცა ხორცთა თქუენთა, რაიშეიმოსოთ,
22. რამეთუ სული უფროის არს საზრდელისა და ხორცნი სამოსლისა.
23. განიცადენით ყორანნი, რამეთუ არა სთესვენ, არცა მკიან, რომელთა არა აქუს საუნჯე, ანუ სადა შეიკრიბონ, და ღმერთი ზრდის მათ. რაოდენ თქუენ უმჯობეს ხართ ფრინველთა?
24. ვინმე უკუე თქუენგანი ზრუნვიდეს და შეუძლოს შეძინებად ჰასაკსა თვისსა წყრთა ერთ?
25. უკუეთუ არცა უმცირესსა შემძლებელ ხართ, რაისაღა სხუასა მას ჰზრუნავთ?
26. განიცადენით შროშანნი, ვითარ-იგი აღორძნდის: არცა შურების, არცა სთავს. ხოლო გეტყვი თქუენ, რამეთუ: არცა სოლომონ ყოველსა დიდებასა თვისსა შეიმოსა ვითარცა ერთი ამათგანი.
27. უკუეთუ ველსა გარე, რომელი დღეს თივაიარს და ხვალე თორნესა შთაეგზნეს, ღმერთმან ესრე შემოსის, რაოდენ უფროის თქუენ, მცირედ მორწმუნენო?
28. და თქუენ ნუ ეძიებთ, რაისჭამოთ და რაიჰსუათ, და ნუცა განსცხრებით,
29. რამეთუ ამას ყოველსა ნათესავნი სოფლისანი ეძიებენ, ხოლო მამამან თქუენმან იცის, რაიგიხმს ამათ ყოველთაგანი.
30. გარნა ეძიებდით სასაუფეველსა ღმრთისასა, და ესე ყოველი შეგეძინოს თქუენ.
31. ნუ გეშინინ მცირესა მაგას სამწყსოსა, რამეთუ სათნო-იყო მამამან თქუენმან ზეცათამან მოცემად თქუენდა სასუფეველი.
32. განყიდენით მონაგებნი თქუენნი და მიცით ქველის საქმე და ყავთ თავისა თქუნისა საფასე, რომელი არა დაძუელდეს, და საუნჯე მოუკლებელი ცათა შინა, სადა-იგი მპარავი არა მიეხების, არცა მღილმან განრყუნის.
33. სადაცა არს საუნჯე თქუენი, მუნცა იყოს გული თქუენი.
34. იყვნედ წელნი თქუენნი მორტყმულ და სანთელნი თქუენი აღნთებულ.
35. და თქუენ ემსგავსენით კაცთა მათ, რომელნი მოელიედ უფალსა თვისსა, ოდეს მოვიდეს ქორწილისაგან, რაითა რაჟამს მოვიდეს და ირეკოს, მეყსეულად განუყონ მას.
36. ნეტარ იყვნენ იგი მონანი, რომელთაიმოვიდეს უფალი მათი და პოვნეს იგინი მღვიძარენი. ამინ გეტყვი თქუენ, რამეთუ მოირტყნეს და დასხნეს იგინი, წარმოუდგეს და ჰმსახურებდეს მათ.
37. დაღათუ მეორესა სახუმილავსა და მესამესა მოვიდეს და პოვნეს ესრეთ, ნეტარ იყვნენ იგინი.
38. ხოლო ესემცა უწყით: უკუეთუმცა იცოდა სახლისა უფალმან, რომელსა ჟამსა მპარავი მოვალს, იღვიძებდამცა და არა უტევდა დათხრად სახლისა თვისისა.
39. და თქუენცა იყვენით განმზადებულ, რამეთუ ჟამსა, რომელსა არა ჰგონებდეთ, ძე კაცისაიმოვიდეს.
40. ჰრქუა მას პეტრე: უფალო, ჩუენდა მომართ ხოლო იტყვი იგავსა ამას, ანუ სხუათა ყოველთა მიმართ?
41. და ჰრქუა იესო: ვინ-მე არს მნე იგი სარწმუნოიდა გონიერი, რომელი დაადგინოს უფალმან მონათა თვისთა ზედა მიცემად იფქლი ჟამსა თვისსა?
42. ნეტაო არს იგი მონაი, რომლისაიმოვიდეს უფალი მისი და პოვოს იგი ესრეთ მოქმედი.
43. ჭეშმარიტად გეტყვი თქუენ, რამეთუ ყოველთა ზედა მონაგებთა მისთა დაადგინოს იგი.
44. უკუეთუ თქუას მონამან მან გულსა შინა თვისსა: ყოვნის უფალი ჩემი მოსლვად, და იწყოს გუემად მონათა და მხევალთა და ჭამად და სუმად და დათრობად.
45. მოვიდეს უფალი იგი მონისაიმის დღესა, რომელსა არა მოელოდის, და ჟამსა, რომელი არა იცის, და ორგან განკუეთოს იგი და ნაწილი მისი დადვას ურწმუნოთა თანა. 47. ხოლო მონამან რომელმან იცის ნებაიუფლისა თვისისაიდა არა განემზადოს ნებისაებრ მისისა, იტანჯოს იგი ფრიად.
46. ხოლო რომელმან არა იცის და ქმნეს რაიმე ღირსი ტანჯვისაი, იგუემოს მცირედ. რამეთუ ყოველსა რომელსა მიეცა დიდად, დიდადცა მიეღოს მისგან, და რომელსა მიეცა ფრიად, უმეტესი მოჰხადონ მას.
47. ცეცხლისა მოვედ მიფენად ქუეყანასა ზედა და რაიმნებავს, რაითა აწვე აღეგზნას!
48. ხოლო ნათლის-ღებაიმაქუს ნათლის-ღებად და ვითარ შეურვებულ ვარ, ვიდრემდე აღესრულოს!
49. ეგრე ჰგონებთ, ვითარმედ მშვიდობისა მოვედ მიფენად ქუეყანასა ზედა? არა, გეტყვი თქუენ, არამედ განყოფად.
50. რამეთუ იყვნენ ამიერითგან ხუთნი სახლსა შინა ერთსა განყოფილ: სამნი ორთაგან და ორნი სამთაგან.
51. განყოფად მამაიძისაგან და ძე მამისაგან; დედაიასულისაგან და ასული დედისაგან; დედამთილი ძის ცოლისაგან მისისა და სძალი დედემთილისაგან.
52. ეტყოდა იესო ერსაცა მას: რაჟამს იხილით ღრუბელი, აღმომავალი დასავალით, მეყსეულად სთქვით, ვითარმედ: წვიმაიმოაქუს, და არნ ეგრეთ.
53. და რაჟამს სამხრით ქარი ქრინ, სთქვით, ვითარმედ სიცხე იყოს, და არნ ეგრე.
54. ორგულნო, პირი სამე ქუეყანისაიდა ცისაიიცით გამოცდად, ხოლო ჟამი ესე ვითარ არა გამოიცადეთ?
55. ანუ რაისა თავით თვისით არა სჯით სამართალსა?
56. რამეთუ ოდეს მიხუალ მოსაჯულისა შენისა თანა მთავრისა წინაშე გზასა ზედა, მიეც საქმარი განთავისუფლებად მისგან, ნუუკუე მიგიყვანოს შენ მსაჯულისა, და მსაჯულმან მიგცეს შენ მეხარკესა, და მეხარკემან მიგცეს შენ საპყრობილედ.
57. გეტყვი შენ: ვერ გამოხვიდე მიერ, ვიდრემდე უკანაისკნელიცა იგი მი-ვე-სცე მწულილი.

თავი 13.

1. მო-ვინმე-სრულ იყვნეს მას ჟამსა ოდენ და უთხრეს მას გალილეველთა მათთვის, რომელთაი-იგი სისხლი პილატე შეჰრია სხუერპლთა მათთა.
2. მიუგო იესო და ჰრქუა მათ: ეგრე გგონიეს, ვითარმედ გალილეველნი ესე უფროის ყოველთა გალილეველთა იყვნეს ცოდვილ, რამეთუ ესევითარი ევნო მათ?
3. გეტყვი თქუენ: არა; არამედ უკუეთუ არა შეინანოთ, ეგრევე სახედ ყოველნი წარსწყმდეთ.
4. ანუ იგი, რომელ ათრვამეტთა ზედა სილოამს გოდოლი დაეცა და მოწყვიდნა იგინი, ჰგონებთ, ვითარმედ იგინი ხოლო თანა-მდებ იყვნეს უფროის ყოველთა კაცთა, რომელნი მკვიდრ არიან იერუსალემს?
5. გეტყვი თქუენ: არა; არამედ უკუეთუ არა შეინანოთ, ყოველნივე ეგერეთ წარმწყმდეთ.
6. და ეტყოდა მათ იგავსა ამას: ლეღვი ვისმე ედგა ნერგი სავენახესა თვისსა; მოვიდა და ეძიებდა ნაყოფსა მისგან და არა პოვა.
7. და ჰრქუა ვენახის მოქმედსა მას: აჰა ესერა სამი წელი არს, ვინაითგან მოვალ და ვეძიებ ნაყოფსა ლეღუსა ამას შინა და არა ვჰპოვებ. მოჰკუეთე ეგე, რაისათვის ქუეყანაიცა დაუპყრიეს უქმად?
8. ხოლო მან მიუგო და ჰრქუა: უფალო, უტევე ეგე ამასცა წელსა, ვიდრემდე მოუთოხნო მას გარემო და სკორე დაუდვა,
9. ყოს ხოლო თუ ნაყოფი; უკუეთუ არა, მერმე მოჰკუეთე იგი.
10. და ასწავებდა მათ იესო შესაკრკბელსა ერთსა შაბათსა შინა.
11. და აჰა ესერა დედაკაცი იყო, რომლისა თანა იყო სული უძლურებისაიათრვამეტ წლითგან; და იყო იგი დაღონებულ და ვერ ეძლო ზე აღხილვად ყოვლითურთ.
12. იხილა იგი იესო, მოუწოდა და ჰრქუა მას: დედაკაცო, განტევებულ ხარ უძლურებისაგან შენისა.
13. და დაასხნა მას ზედა ხელნი, და მეყსეულად აღემართა და ვიდოდა და ადიდებდა ღმერთსა.
14. მიუგო შესაკრებლის მთავარმან მან რისხვით, რამეთუ შაბათსა განკურნა იგი იესო, და ეტყოდა ერსა მას: ექუსნი დღენი არიან, რომელთა შინა ჯერ-არს საქმედ; მათ შინა მომავალნი განიკურნებოდეთ და ნუ დღესა შაბათსა.
15. მიუგო მას იესო და ჰრქუა: ორგულო, კაცად-კაცადმან თქუენმან არა აღჰხსნისა შაბათსა შინა ხარი გინა ვირი ბაგათაგან მათთა და წარიბის და ასვის მას წყალი?
16. ხოლო ესე ასული აბრაჰამისი იყო, რომელი შეეკრა ეშმაკსა, აჰა ესერა ათრვამეტი წელი არს; არა ჯერ-იყოა განხსნად საკრველთაგან მისთა დღესა შაბათსა?
17. და ამას რაიიტყოდა თავადი, ჰრცხუენოდა ყოველთა წინააღმდგომთა მისთა; და ყოველსა მას ერსა უხაროდა ყოველთა მათ ზედა დიდებულებათა მისთა, რომელნი იქმნებოდეს მის მიერ.
18. და იტყოდა: რასა ვამსგავსო სასუფეველი ღმრთისაი,და ვისა მსგავს არს იგი?
19. მსგავს არს იგი მარცუალსა მდოგვისასა, რომელი მიიღო კაცმან და დასთესა იგი მტილსა თვისსა; და აღორძინდა და იქმნა იგი ხე დიდ, და მფრინველთა ცისათა და დაიმკვიდრეს რტოთა მისთა.
20. მერე კუალად თქუა: რასა ვამსგავსო სასუფეველი ღმრთისაი?
21. ვამსგავსო იგი ცომსა, რომელი მოიღო დედაკაცმან და შეჰრთო იგი ფქვილსა სამსა საწყაულსა, ვიდრემდე აღაფუნვოს ყოველი.
22. და მიმოვიდოდა ქალაქებსა და დაბნებსა და ასწავებდა და წარიგზავნებოდა იერუსალემდ.
23. და ჰრქუა ვინმე მას: უფალო, უკუეთუ მცირედ არიან ცხოვრებულნი? ხოლო თავადმან ჰრქუა მათ:
24. იღუაწეთ შესლვად იწროისა მისგან კარისა; ხოლო გეტყვი თქუენ: მრავალნი ეძიებდენ შესლვად და ვერ უძლონ.
25. ვინაითგან აღდგეს სახლისა უფალი და დაჰხშას კარი, და გარეშე სდგეთ და იწყოთ რეკად კარსა და ეტყოდით: უფალო, უფალო, განგვიღე ჩუენ! მოგიგოს და გრქუას თქუენ: არა გიცნი თქუენ, ვინანი ხართ.
26. მაშინ იწყოთ სიტყუად: ვჭამდით წინაშე შენსა და ვსუემდით, და უბანთა ჩუენთა ზედა გუასწავებდ.
27. და გრქუას: არა გიცნი, ვინანი ხართ; განმეშორენით ჩემგან ყოვლნი მოქმედნი უსჯულოებისანი.
28. მუნ იყოს ტირილი და ღრჭენაიკბილთაი, რაჟამს იხილოთ აბრაჰამი, ისააკი და იაკობი და ყოველნი წინაისწარმეტყუელნი სასუფეველსა ღმრთისასა და თქუენ განსხმულნი გარეშე.
29. და მოვიდოდიან მზის აღმოსავალით და მზის დასავალით, ჩრდილოით და სამხრით, და ინახიდგმიდენ სასუფეველსა ღმრთისასა.
30. და აჰა ესერა არიან უკუანაისკნელნი, რომელნი იყვნენ პირველ, არიან პირველნი, რომელნი იყვნენ უკანაისკნელ.
31. მას დღესა შინა მო- ვინმე ვიდეს იესოისა ფარისეველნი და ეტყოდეს მას: განვედ და წარვედ ამიერ, რამეთუ ჰეროდე გეძიებს შენ მოკლვად.
32. ხოლო თავადმან მიუგო და ჰრქუა მათ: მივედით და არქუთ მელსა მას: აჰა ესერა განვასხამ ეშმაკთა და კურნებათა აღვასრულებ დღეს და ხვალე. და ზეგე აღვესრულები.
33. რამეთუ ჯერ-არს ჩემდა დღეს და ხვალე და ზეგე წარსლვად, რამეთუ ვერ ეგების წინაისწარმეტყუელი გარეშე იერუსალემსა წარწყმედად.
34. იერუსალემ, იერუსალემ, რომელმან მოსწყვიდენ წინაისწარმეტყუელნი და ქვაიდაჰკრიბე მოვლინებულთა შენდა, რავდენ გზის მინდა შეკრებაიშვილთა შენთაი, ვითარცა სახედ მფრინველმან თვისნი მართუენი ფრთეთა ქუეშე, და არა ინებეთ!
35. აჰა ესერა დაუტევნეთ თქუენ სახლნი თქუენნი ოხრად. გეტყვი თქუენ: არღარა მიხილოთ მე ამიერითგან, ვიდრემდე სთქუათ: კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაითა!

თავი 14.

1. და იყო მო-რაი-ვიდა იესო სახლსა ვისსამე მთავრისა ფარისეველისასა დღესა შაბათსა ჭამად პურისა, და იგინი უმზირდეს მას.
2. და აჰა ესერა იყო ვინმე კაცი წყლით მანკიერი წინაშე მისსა.
3. მიუგო იესო და ჰრქუა სჯულის მოძღუართა მათ და ფარისეველთა: უკუეთუ ჯერ-არს შაბათსა განკურნებაი?
4. ხოლო იგინი დუმნეს და მიიყვანა კაცი იგი, განკურნა და განუტევა.
5. და ჰრქუა მათ: ვისი თქუენგანისაივირი გინა ხარი შთავარდეს ჯურღმულსა, არა-მე მეყსეულად აღმოიქუას იგი დღესა შაბათსა?
6. და ვერარაიმიუგეს მას ამისთვის.
7. და ეტყოდა ჩინებულთა მათ იგავსა და შეისწავებდა, ვითარ-იგი ზემოჯდომასა ირჩევდეს, და ეტყოდა მათ:
8. რაჟამს გხადოს ვინმე ქორწილსა, ნუ დასჯდები პირველსა საინახესა, ნუუკუე უპატიოსნესი შენსა იყოს ჩინებული მისგან;
9. და მოვიდეს, რომელმან-იგი შენ მას გხადა, და გრქუას შენ: ადგილ-ეც ამას! მაშინ იწყო სირცხვილით უკანაისკნელსა ადგილსა დაპყრობად.
10. არამედ ოდეს გხადოს ვინმე, მივედ და დაჯედ უკანაისკნელსა ადგილსა, რაითა მოვიდეს, რომელმან-იგი გხადა შენ, და გრქუას: მეგობარო, აღმოგუალე ზემო კერძო! მაშინ იყოს შენდა დიდება წინაშე ყოველთა მეინხეთა შენთა.
11. რამეთუ ყოველმან რომელმან აღიმაღლოს თავი თვისი, იგი დამდაბლდეს, და რომელმან დაიმდაბლოს თავი თვისი, ამაღლდეს.
12. ეტყოდა მასცა, რომელმან-იგი ჰხადა მას: ოდეს ჰყოფდე სამხარსა გინა სერსა, ნუ ჰხადი მეგობართა შენთა, ნუცა ძმათა შენთა, ნუცა ნათესავთა შენთა, ნუცა მოძმეთა მდიდართა, ნუუკუე მათცა კუალად გხადონ შენ, და გექმნეს შენ მოსაგებელ.
13. არამედ ოდეს ჰყოფდე შენ სამხარსა, ჰხადე გლახაკთა უმეცართა, მკელობელთა და ბრმათა.
14. და ნეტარ იყო, რამეთუ არარაიაქუს, რაიმცა მოგაგეს შენ. და მოგეგოს შენ აღდგომასა მას მართალთასა.
15. ესმა ვისმე მის თანა მეინახესა ესე და ჰრქუა მას: ნეტარ არს, რომელმან ჭამოს პური სასუფეველსა ღმრთისასა!
16. ხოლო თავადმან ჰრქუა მას: კაცმან ვინმე იყო პური დიდი და მოუწოდა მრავალთა.
17. და წარავლინა მონაითვისი ჟამსა პურისასა, რაითა ჰრქუას ჩინებულთა მათ მოსლვად, რამეთუ: აჰა ესერა მზა არს ყოველი.
18. და იწყო თითოეულმან ყოველმან ჯმნად. პირველმან მან ჰრქუა მას: აგარაკი ვიყიდე და უნებელი ზედა-მაც მისლვად და ხილვად იგი. გლოცავ შენ, განმიტევე, ჯმნულმცა ვარ შენგან.
19. და სხუამან თქუა: უღლეული ხართაივიყიდე ხუთი და მივალ გამოცდად მათა; გლოცავ შენ, ჯმულმცა ვარ.
20. და მერმე სხუამან ჰრქუა: ცოლი შევირთე და მის გამო ვერ ხელ-მეწიფების მოსლვად.
21. და მოვიდა მონაიიგი და უთხრა ესე უფალსა თვისსა. მაშინ განრისხნა სახლისა უფალი იგი და ჰრქუა მონასა მას თვისსა: განვედ ადრე უბანთა და ყურეთა ქალაქისათა და გლახაკთა და უცხოთა და ბრმათა და მკელობელთა შემოჰხადე აქა.
22. და თქუა მონამან მან: უფალო, იქმნა ბრძანებაიშენი, და ადგილი არს-ღა.
23. და ჰრქუა უფალმან მონასა მას: განვედ გზათა ზედა და ფოლოცთა და აიძულე შემოსლვად, რაითა აღივსოს სახელი ჩემი.
24. ხოლო გეტყვი თქუენ: არავინ მათ კაცთაგანმან გემოიიხილოს სერობისა ამის ჩემისაი. რამეთუ მრავალნი არიან ჩინებულ და მცირედნი რჩეულ.
25. და შეკრბებოდა მისა ერი მრავალი, მიექცა და ჰრქუა მათ;
26. რომელი მოვალს ჩემდა და არა მოიძულოს მამაითვისი და ცოლი და შვილნი და ძმანი და დანი და მერმე კუალად სულიცა თვისი, ვერ ხელ-ეწიფების მოწაფე ყოფად ჩემდა.
27. და რომელმან არა აღიღოს ჯუარი თვისი და შემომიდგეს მე, ვერ ხელ-ეწიფების მოწაფე ყოფად ჩემდა.
28. ვისმე უკუე თქუენგანსა უნდოდეს გოდოლი შენებად, არა-მეა პირველად დაჯდეს და აღრაცხოს, რაოდენი წარაგოს, უკუეთუ აქუს, რაითა კმა-ეყოს მას აღსრულებადმდე.
29. ნუუკუე დადვას საფუძველი და ვერ შეუძლოს აღსრულებად მისა, და ყოველნი რომელნი ჰხედვიდენ მას, იწყონ კიცხევად მისა
30. და თქუან, ვითარმედ: კაცმან ამან იწყო შენებად და ვერ შეუძლო აღსრულებად.
31. ანუ რომელი მეფე მივალნ სხვისა მეფისა ბრძოლად, არა-მე პირველად დაჯდის და განიზრახის, უკუეთუ შემძლებელ არს ათითა ათასითა შემთხუევად ოცითა ათასითა მომავალისა მის ზედა?
32. უკუეთუ არა, ვიდრე შორსღა არიან, მოციქული მიუვლინის და მოიკითხის იგი მშვიდობით.
33. ეგრეცა ყოველმანვე თქუენგანმან რომელმან არა იჯმნეს ყოვლისაგან მონაგებისა თვისისა, ვერ ხელ-ეწიფების მოწაფე ყოფად ჩემდა.
34. კეთილ არს მარილი. უკუეთუ მარილი იგი განქარდეს, რაითა დაიმარილოს?
35. არცა ქუეყანასა, არცა სკორესა სარგებელ არს, არამედ გარე განდვან იგი. რომელსა ასხენ ყურნი სმენად, ესმოდენ!

თავი 15.

1. და იყვნეს ყოველნი მეზუერენი და ცოდვილნი მახლობელად მისა და ისმენდეს მისსა.
2. და დრტვინვიდეს ფარისეველნი და მწიგნობარნი და იტყოდეს, ვითარმედ: ესე ცოდვილთა შეიწყნარებს და მათ თანა ჭამს და სუამს.
3. და ეტყოდა მათ იგავსა ამას და ჰრქუა:
4. ვის თქუენგანსა კაცსა ედგას ასი ცხოვარი და წარუწყმდეს მას ერთი მათგანი, არა-მე დაუტევნესა ოთხმეოც და ათცხრამეტნი იგი უდაბნოსა ზედა და წარვიდეს წარწყმედულისა მისთვის, ვიდრემდე პოვოს იგი?
5. და პოვოს რაი, დაისუას იგი მხართა თვისთა ზედა სიხარულით;
6. და მო-რაი-ვიდეს იგი სახიდ თვისა, მოუწოდოს მეგობართა და მოძმეთა და ჰრქუას მათ: ჩემ თანა გიხაროდენ, რამეთუ ვპოვე ცხოვარი ჩემი წარწყმედული.
7. გეტყვი თქუენ: ესრეთ იყოს სიხარული ცათა შინა ერთისათვის ცოდვილისა, რომელმან შეინანოს, ვიდრეღა არა ოთხმეოც და ათცხრამეტთა მათ მართალთა, რომელთა არა უხმს სინანული.
8. გინა დედაკაცსა, რომელსა აქუნდა დრაქმაიათი და წარწყმიდის ერთი, არა-მე აღანთისა სანთელი და მოჰმართის სახლი და ეძიებნ გულს-მოდგინედ, ვიდრემდე პოვის იგი?
9. და პოვოს რაი, მოუწოდის მეგობართა და მოძმეთა და ჰრქვის მათ: ჩემ თანა გიხაროდენ, რამეთუ ვპოვე დრაქმაიიგი, რომელი წარვწყმიდე.
10. გეტყვი თქუენ: ესრეთ იყოს სიხარული წინაშე ანგელოზთა ღმრთისათა ერთსა ზედა ცოდვილსა, რომელმან შეინანოს.
11. მერმე იტყოდა და თქუა: კაცსა ვისმე ესხნეს ორ ძე.
12. და ჰრქუა უმრწემესმან მან მამასა თვისსა: მამაო, მომეც მე, რომელი მხუდების ნაწილი სამკვიდრებელისაი. და განუყო მათ საცხოვრებელი იგი.
13. და შემდგომად არა მრავალთა დღეთა შეიკრიბა ყოველი უმრწემესმან მან ძემან და წარვიდა შორსა სოფელსა და მუნ განაბნია ნაყოფი იგი მისი, რამეთუ ცხონდებოდა იგი არაწმიდებით.
14. და ვითარცა წარაგო მან ყოველივე მისი, იყო სიყმილი ძლიერი მას სოფელსა, და იწყო მან მოკლებად.
15. და მივიდა და შეუდგა ერთსა მოქალაქესა მის სოფლისასა, ხოლო მან წარავლინა იგი ველად თვისა ძოვნად ღორთა.
16. და გული ეტყოდა განძღებად მუცლისა რქისა მისგან, რომელსა ჭამედ ღორნი, და არავინ სცის მას.
17. და მოეგო რაითავსა თვისსა, თქუა: რავდენთა სასყიდლით დადგინებულთა მამისა ჩემისათა ჰმატს პური, და მე აქა სიყმილითა წარვწყმდები.
18. აღვდგე და წარვიდე მამისა ჩემისა და ვჰრქუა მას: მამაო, ვცოდე ცად მამართ და წინაშე შენსა,
19. და არღარა ღირს ვარ მე წოდებად შენდა, არამედ მყავ მე ვითარცა ერთი მუშაკთაგანი.
20. და აღდგა და მოვიდა იგი მამისა თვისისა. და ვიდრე შორსღა იყო, იხილა იგი მამამან მისმან და შეეწყალა; და მირბიოდა იგი და დავარდა ქედსა ზედა მისსა და ამბორს-უყოფდა მას.
21. და ჰრქუა მსა ძემან მან: მამაო, ვცოდე ცად მიმართ და წინაშე შენსა და არღარა ვარ მე ღირს წოდებად ძედ შენდა.
22. ჰრქუა მამამან მონათა თვისთა: გამოიღეთ სამოსელი პირველი და შეჰმოსეთ მას და შეაცუთ ბეჭედი ხელსა მისსა და ხამლნი ფერხთა მისთა.
23. და მოიბთ ზუარაკი იგი ჭამებული და დაკალთ და ვჭამოთ და ვიხარებდეთ,
24. რამეთუ ძე ესე ჩემი მომკუდარ იყო და განცოცხლდა, წარწყმედულ იყო და იპოვა. და იწყეს განცხრომად.
25. და იყო ძე იგი მისი უხუცესი ველსა გარე. და ვითარცა მოვიდოდა და მოეახლა სახლსა მას, ესმა ხმაისიხარულისაიდა განცხრომისაი.
26. და მოუწოდა ერთსა მონათაგანსა და ჰკითხვიდა, ვითარმედ რაიარს ესე?
27. ხოლო მან ჰრქუა მას, რამეთუ: ძმაიშენი მოსრულ არს და მამამან შენმან დაკლა ზუარაკი იგი ჭამებული, რამეთუ ცოცხლებით მოვიდა იგი.
28. ხოლო იგი განრისხნა და არა უნდა შინა შესლვად. ხოლო მამაიმისი გამოვიდა ჰლოცვიდა მას.
29. და მან მიუგო და ჰრქუა მამასა თვისსა: აჰა ესერა ესოდენნი წელნი გმონენ შენ და არასადა მომეც ერთი თიკანი, რაითამცა მეგობართა ჩემთა თანა ვიხარე.
30. და ოდეს ძე ესე შენი მოვიდა, რომელმან შეჭამა საცხოვრებელი შენი მეძავთა თანა, დაუკალ მას ზუარაკი იგი ჭამებული.
31. ხოლო მან ჰრქუა მას: შვილო, შენ მარადის ჩემ თანა ხარ, და ჩემი ყოველი შენი არს.
32. ხოლო აწ მხიარულებაიდა სიხარული ჯერ-არს, რამეთუ ძმაიესე შენი მომკუდარ იყო და განცოცხლდა, წარწყმედულ იყო და იპოვა.

მათე 16.

1. და ეტყოდა მოწაფეთაცა: კაცი ვინმე იყო მდიდარი, რომელსა ესუა მნე. და ესე შეასმინეს მას, ვითარმედ განაბნია ნაყოფი მისი.
2. და მოუწოდა და ჰრქუა მას: რაიარს ესე, რომელ მესმის შენთვის? მომეც მე სიტყუაისამნოისა შენისაი, რამეთუ არღარა ხელ-გეწიფების ამიერითგან მნეობად.
3. ხოლო მნემან მან თქუა გულსა თვისსა: რაივყო, რამეთუ უფალი ჩემი მიმიღებს სამნოსა ჩემსა? საქმედ არა ძალ-მიც, თხოვად მრცხუენის.
4. უწყი, რაივყო, რაითა, რაჟამს გარდავდგე მნობისაგან, შემიწყნარონ მე სახლთა მათთა.
5. და მოუწოდა კაცად-კაცადსა, თანა-მდებსა უფლისა თვისისასა და ჰრქუა პირველსა მას: რაოდენი თანა-გაც უფლისა ჩემისაი?
6. და მან თქუა: ასი საწნეხელი ზეთისაი. და ჰრქუა მას: მიიღე ხელით წერილი შენი და დაჯედ ადრე და დაწერე ერგასისი.
7. მერმე სხუასა ჰრქუა: შენ რაოდენი თანა-გაც? ხოლო მან თქუა: ასი სათოველი იფქლისაი. ჰრქუა მასცა: მიიღე ხელით წერილი შენი და დაწერე: ოთხმეოცი.
8. და აქაო უფალმან მნე იგი სიცრუისაი, რამეთუ გონიერად ყო. რამეთუ ძენი ამის სოფლისანი უგონიერეს არიან უფროის ძეთა ნათლისათა ნათესავსა შორის მათსა.
9. და მე გეტყვი თქუენ: ისხენით თავისა თქუენისა მეგობარნი მა-მონაისა მისგან სიცრუისა, რაითა, რაჟამს მოაკლდეთ თქუენ ამიერ, შეგიწყნარნენ თქუენ საუკუნეთა მათ საყოფელთა.
10. სარწმუნოიიგი მცირესა ზედა მრავალსა ზედაცა სარწმუნო არს; და რომელი მცირესა ზედა ცრუ არს, მრავალსაცა ზედა ცრუ არს.
11. უკუეთუ სიცრუისა ამას მა-მონასა სარწმუნო არა იქმნნეთ, ჭეშმარიტი იგი ვინ გარწმუნოს თქუენ?
12. და უკუეთუ სხვისასა ამას სარწმუნო არა იქმნნეთ, თქუენი იგი ვინ მოგცეს თქუენ?
13. არავინ მონასა ხელ-ეწიფების ორთა უფალთა მონებად: ანუ ერთი იგი მოიძულოს და ერთი შეიყუაროს და ანუ ერთისაითავს-იდვას და ერთი შეურაცხყოს. ვერ ხელ-ეწიფების ღმრთისა მონებად და მამონაისა.
14. ესმოდა ესე ყოველი ფარისეველთაცა, რამეთუ ვერცხლის მოყუარე იყვნეს და შეურაცხ-ჰყოფდეს მას.
15. და ეტყოდა მათ: თქუენ ხართ, რომელნი განიმართლებთ თავსა თვისთა წინაშე კაცთა, ხოლო ღმერთმან იცნის გულნი თქუენნი, რამეთუ კაცთა შორის მაღალი საძაგელ არს წინაშე ღმრთისა.
16. რამეთუ სჯული და წინაისწარმეტყუელნი ვიდრე იოანესამდე: მიერითგან სასუფეველი ღმრთისაიეხარების, და ყოველივე მისა მიმართ იიძულების.
17. უადვილეს არს ცისა და ქუეყანისა წარსლვაივიდრეღა სჯულისა ერთი რქაიდავრდომად.
18. ყოველმან რომელმან განუტეოს ცოლი თვისი და სხუაიშეირთოს, მან იმრუშა; და რომელმან განტევებული ქმრისაგან შეირთოს, მანცა იმრუშა.
19. კაცი ვინმე იყო მდიდარი და იმოსებოდა ძოწეულითა და ბისონითა და იხარებდა დღითი-დღედ ბრწყინვალედ.
20. გლახაკი ვინმე იყო, სახელით ლაზარე, დავრდომილი წინაშე ბჭეთა მისთა და ქუე ძურებოდა.
21. და გული ეტყოდა განძღებად ნამუსრევისაგან, გარდამოცვივნებულისა ტაბლისაგან მის მდიდრისა. არამედ ძაღლნიცა მოვიდოდეს და ჰლოშნიდეს წყლულსა მას მისსა.
22. იყო სიკუდილი გლახაკისაიმის და მიიყვანა იგი ანგელოზთაგან წიაღთა აბრაჰამისთა. მოკუდა მდიდარიცა იგი და დაეფლა.
23. და ჯოჯოხეთს შინა აღიხილნა თუალნი თვისნი, იყო რაისატანჯველსა შინა, და იხილა აბრაჰამი შორით და ლაზარე წიაღვა მისთა.
24. და მან ხმა-ყო და თქუა: მამაო აბრაჰამ, შემიწყალე მე და მოავლინე ლაზარე, რაითა დააწოს მწუერვალი თითისა მისისაიწყალსა და განმიგრილოს ენაიჩემი, რამეთუ ვიტანჯები მე ალითა ამით ცეცხლისაითა.
25. ხოლო აბრაჰამ ჰრქუა მას: შვილო, მოიხსენე, რამეთუ მიიღე კეთილი შენი ცხოვრებასა შენსა, და ლაზარე ეგრევე მსგავსად ბოროტი. და აწ ესერა აქა ესე ნუგეშინის-ცემულ არს, ხოლო შენ იტანჯები.
26. და ამას ყოველსა თანა შორის ჩუენსა და შენსა დანახეთქი დიდი დამტკიცებულ არს, რაითა რომელთა უნდეს წიაღსლვად ამიერ თქუენდა, ვერ ხელ-ეწიფოს, არცა მაგიერ ჩუენდა წიაღმოსლვად.
27. ხოლო მან ჰრქუა: გლოცავ შენ, მამაო, მიავლინე ეგე სახლსა მამისა ჩემისასა,
28. რამეთუ მისხენ ხუთნი ძმანი, რაითა აუწყოს მათ, და არა მოვიდენ იგინიცა ადგილსა ამას სატანჯველისასა.
29. ჰრქუა მას აბრაჰამ: ჰქონან მოსე და წინაისწარმეტუელნი, მათი ისმინედ.
30. ხოლო მან თქუა: არა, მამაო აბრაჰამ, არამედ უკუეთუ ვინმე მკუდრეთით აღდგეს და მივიდეს მათა, შეინანონ.
31. ჰრქუა მას აბრაჰამ: უკუეთუ მოსესი და წინაისწარმეტყუელთაიარა ისმსინონ, არცაღა, მკუდრეთით თუ ვინმე აღდგეს, ჰრწმენეს მათ.

თავი 17.

1. ჰრქუა იესო მოწაფეთა თვისთა: შეუგვანებელ არს საცთურისა არა მოსლვაი, ხოლო ვაი, ვისგან მოვიდეს!
2. უადვილეს არს მისა, უკუეთუმცა ლოდი ვირით საფქველისაიზედა ედვა ქედსა მისსა და შთავრდომილ იყო ზღუასა, ვიდრე დაბრკოდებად ერთსა ამას მცირეთაგანსა.
3. არამედ ეკძალენით თავთა თქუენთა. უკუეთუ შეგცოდოს შენ ძმამან შენმან, შეჰრისხენ მას; და უკუეთუ შეინანოს, მიუტევე მას.
4. და ღათუ შვიდ გზის დღესა შინა შეგცოდოს და შვიდ გზის მოაქციოს და გრქუას შენ: შევინანე, მიუტევე მას.
5. და ჰრქუეს მოციქულთა უფალსა: შემძინე ჩუენ სარწმუნებაი.
6. ჰრქუა მათ იესო: უკუეთუ გაქუნდეს სარწმუნოებაივითარცა მარცუალი მდოგვისაი, არქუთმცა ლეღუსულელსა ამას: აღიფხუერ და დაენერგე ზღუასა შინა, ისმინამცა თქუენი.
7. ვის-მე თქუენგანსა მონაიესუას მხნველი გინა მწყემსი, რომელიმცა მოვიდა ველით და მეყსეულად ჰრქუა მას: წარმოხედ და დაჯედ?
8. ანუ არა-მე ჰრქუასა მას: მზა-მიყავ მე, რაითა ვისერო, და მოირტყენ და მმსახურებდ მე, ვიდრემდე ვჭამო და ვსუა, და ამის შემდგომად ჭამე და სუ შენცა.
9. ნუუკუე მადლ-იპყრასა მონისაიმის, რამეთუ ყო ბრძანებაიმისი? არა ვჰგონებ.
10. ეგრეცა თქუენ, ოდეს ჰყოთ ბრძანებული თქუენდა, თქუთ, ვითარმედ: მონანი ვართ უხმარნი; რომელი თანა-გუედვა ყოფად, ვყავთ.
11. და იყო მისლვასა მას მისსა იერუსალემდ და თავადი განვიდოდა შორის სამარისა და გალილეასა.
12. და შე-რაი-ვიდა იგი დაბასა რომელსამე, მოეგებოდეს მას ათნი კეთროვანნი კაცნი, რომელნი დადგეს შორს.
13. და მათ აღიმაღლეს ხმაიმათი და იტყოდეს: იესო მოძღუარ, შემიწყალენ ჩუენ!
14. და თავადმან ვითარცა იხილნა იგინი, ჰრქუა მათ: წარვედით და უჩუენენით თავნი თქუენნი მღდელთა. და იყო ვითარცა წარ-ოდენ-ვიდეს იგინი მისგან, განწმდეს კეთროვნებისა მისგან.
15. ხოლო ერთმან მათგანმან იხილა, რამეთუ განიკურნა, მოიქცა და ხმითა დიდითა ადიდებდა ღმერთსა.
16. და დავარდა წინაშე ფერხთა იესოისთა და ჰმადლობდა მას. და ესე იყო სამარიტელი.
17. მიუგო იესო და ჰრქუა მას არა ათნივე განიკურნნესა? და ცხრანი იგი სადა არიან?
18. ვერ იპოვნეს ეგოდენ, რაითამცა მოიქცეს და მისცეს დიდებაიღმერთსა, გარნა უცხო-თესლი ხოლო ესე.
19. და ჰრქუა მას: აღდეგ და წერვედ! სარწმუნოებამან შენმან გაცხოვნა შენ.
20. ჰკითხეს მას ფარისეველთა: ოდეს მოიწიოს სასუფეველი ღმრთისაი? მიუგო იესო და ჰრქუა მათ: არა მოვიდეს სასუფეველი ღმრთისაიზმნით;
21. არცა თქუან: აჰა აქა, ანუ იქი. და აჰა ეგერა სასუფეველი ღმრთისაიშორის თქუენსა არს.
22. და ჰრქუა მოწაფეთა: მოვლენან დღენი, ოდეს გული გითქუმიდეს თქუენ დღეთათვის ძისა კაცისათა ხილვად და არა იხილოთ.
23. და გრქუან თქუენ: აჰა აქა არს, და: აჰა იქი არს; ნუ განხუალთ, ნუცა შეუდგთ.
24. რამეთუ ვითარცა ელვაირაიელავნ ქუეშეცისაითგან, ვიდრე ქუეშეცისადმდე ბრწყინავნ, ესრეთ იყოს ძე კაცისაიდღეთა მისთა.
25. ხოლო პირველად ჯერ-არს მისა ფრიად ვნებად და შეურაცხყოფად ნათესავისა ამისგან.
26. და ვითარცა-იგი იყო დღეთა მათ ნოესთა, ეგრეთ იყოს დღეთა მით ძისა კაცისათა:
27. ჭამდეს და სუმდეს, იქორწინებოდეს და განჰქორწინებდეს ვიდრე დღედმდე შესლვად ნოესა კიდობნად. და მოიწია წყლით რღუნაიდა წარწყმიდნა ყოველნი.
28. და ეგრევე ვითარცა-იგი იყო დღეთა ლოტისთა: ჭამდეს და სუმიდეს, იყიდდეს და განჰყიდდეს, ნერგსა ასხმიდეს და აშენებდეს;
29. და რომელსა დღესა განვიდა ლოტ სოდომით, აწვიმა ცეცხლი და წუნწუბი ზეცით და წარწყმიდნა ყოველნი.
30. ესრევე იყოს დღე იგი, ოდეს, ძე კაცისაიგამოჩნდეს.
31. მას დღესა შინა რომელი იყოს ერდოსა ზედა და ჭურჭელი მისი სახლსა შინა, ნუ გარდამოვალნ აღებად მისა; და რომელი ველსა გარე იყოს, ნუ გარე-მიიქცევინ კუალად.
32. მოიხსენეთ ცოლისაიმის ლოტისი.
33. რამეთუ რომელსა უნდეს სულისა თვისისა განრინებაი, წარწყმიდოს იგი; და რომელმან წარწყმიდოს, მან აცხოვნოს იგი.
34. გეტყვი თქუენ: მას ღამესა ორნი იყვნენ ერთსა ცხედარსა: ერთი იგი წარიტაცოს, და ერთი იგი დაეტეოს.
35. ორნი ფქვიდენ ერთად: ერთი იგი წარიტაცოს, და ერთი იგი დაშთეს.
36. ორნი იყვნენ ველსა: ერთი იგი წარიტაცოს, და ერთი იგი დაშთეს.
37. და მიუგეს და ჰრქუეს მას: ვიდრე, უფალო? ხოლო თავადმან ჰრქუა მათ: სადაცა ხორცი, მუნცა ორბები შეკრბეს.

თავი 18.

1. ეტყოდა მათ იგავსაცა, ვითარ-იგი ჯერ-არს მათდა მარადის ლოცვაი, და რაითა არა ეწყინებოდის ლოცვასა შინა.
2. მსაჯული ვინმე იყო ქალაქსა შინა, ღმრთისა, არა ეშინოდა და კაცთაგან არა ჰრცხუენოდა.
3. და ქურივი ვინმე იყო მასვე ქალაქსა შინა. და მოვიდის მისა და ეტყვინ: მისაჯე მე წინამოსაჯულისაგან ჩემისა.
4. და არა ისმინის მისი ვიდრე რომლად ჟამადმდე. ამისა შემდგომად თქუა გულსა შინა თვისსა: და ღათუ ღმრთისა არა მეშინის და კაცთაგან არა მრცხუენის,
5. ამისთვი, რამეთუ შრომასა შემამთხუევს მე მარადის ქურივი ესე, უსაჯო მას, რაითა არა მარადის მოვიდიდის და მაწყინებდეს მე.
6. და ჰრქუა მათ უფალმან: ისმინეთ, რასა-იგი მსაჯული სიცრუისაიიტყვს.
7. ხოლო ღმერთმან არა-მე ყოსა შურის-გებაირჩეულთა მისთაირომელნი ღაღადებენ მისა დღე და ღამე, და სულგრძელ არს მათ ზედა?
8. გეტყვი თქუენ: ყოს შურისგებაიმათთვის ადრე. ხოლო მო-რაი-ვიდეს ძე კაცისაი, პოვოს-მეა სარწმუნოებაიქუეყანასა ზედა?
9. თქუა ვიეთდამე მიმართ იგავი ესე, რომელნი ესვენ თავთა თვისათა, ვითარმედ მართალ არიან და შეურაცხ-ყოფენ სხუათა,
10. ვითარმედ: ორნი კაცნი აღვიდოდეს ლოცვად ტაძარსა მას: ერთი ფარისეველი და ერთი მეზუერე.
11. ფარისეველი იგი წარდგა და ამას ილოცვიდა თვისაგან: ღმერთო, გმადლობ შენ, რამეთუ არა ვარ ვითარცა სხუანი კაცნი მტაცებელ, ცრუ და მემრუშე, გინა ვითარცა ესე მეზუერე.
12. ვითარხავ ორი გზის შაბათსა შინა და ათეულსა შევსწირავ ყოვლისაგან მონაგებისა ჩემისა.
13. ხოლო მეზუერე იგი შორს დგა და არა იკადრებდა თუალთაცა ზე აღხილვად, არამედ იცემდა მკერდსა და იტყოდა: ღმერთო მალხინე მე, ცოდვილსა ამას.
14. გეტყვი თქუენ: გარდამოვიდა ესე განმანათლებული სახიდ თვისა, ვიდრე ფარისეველი იგი, რამეთუ რომელმან აღიმაღლოს თავი თვისი, იგი დამდაბლდეს;და რომელმან დაიმდაბლოს თავი თვისი, იგი ამაღლდეს.
15. მოჰგურიდეს მას ყრმებსაცა, რაითა მიეახლნენ მას.
1. და ვითარცა იხილეს მოწაფეთა, აყენებდეს მათ.
16. ხოლო იესო მოუწოდა მათ და ჰრქუა: აცადეთ ყრმებსა მაგას მოსლვად ჩემდა და ნუ აყენებთ მაგათ, რამეთუ ეგევითართაიარს სასუფეველი ღმრთისაი.
17. ამინ გეტყვი თქუენ: რომელმან არა შეიწყნაროს სასუფეველი ღმრთისაივითარცა ყრმაი, ვერ შევიდეს მას შინა.
18. და ჰკითხა ვინმე მას მთავარმან და ჰრქუა: მოძღუარო სახიერო, რაისაქმე ვქმნე, რაითა ცხოვრებაისაუკუნოიდავიმკვდრო?
19. ჰრქუა მას იესო: რაისა მეტყვი მე სახიერით? არავინ არს სახიერ, გარნა მხოლოიღმერთი.
20. მცნებანი იცნი: ნუ იმრუშებ, ნუ კაც-ჰკლავ, ნუ იპარავ, ნუ ცილსა სწამებ, პატივ-ეც მამასა შენსა და დედასა შენსა.
21. ხოლო მან თქუა: ეგე ყოველნი დავიმარხე სიყრმით ჩემითგან.
22. ესმა რაი ესე იესოს, ჰრქუა მას: ერთიღა გაკლს შენ: ყოველი, რაიცა გაქუს, განყიდე და მიეც გლახაკთა და გაქუნდეს საუნჯე ცათა შინა და მოვედ და შემომიდეგ მე.
23. და ვითარცა ესმა ესე მას, მწუხარე იქმნა, რამეთუ იყო მდიდარ ფრიად.
24. ვითარცა იხილა იგი იესო, რამეთუ შეწუხნა, თქუა, ვითარმედ: ძნიად შევიდენ სასუფეველსა ღმრთისასა, რომელთა აქუნდეს საფასე.
25. უადვილეს არს მანქანისა საბელი ხურელსა ნემსისასა განსლვად, ვიდრე მდიდარი შესლვად სასუფეველსა ღმრთისასა.
26. ხოლო რომელთა-იგი ესმა, ჰრქუეს მას: და ვის ხელ-ეწიფების ცხოვრებად?
27. მიუგო იესო და ჰრქუა მათ: შეუძლებელ კაცთაგან შესაძლებელ არს ღმრთისა მიერ.
28. თქუა მას პეტრე: აჰა ესერა ჩუენ დაუტევეთ ყოველი და შეგიდეგით შენ.
29. ხოლო იესო ჰრქუა მათ: ამინ გეტყვი თქუენ, რამეთუ არავინ არს, რომელმან დაუტევა სახლი გინა მამაიგინა დედაიგინა ძმანი გინა ცოლი გინა შვილი სასუფეველისათვის ღმრთისა,
30. რომელმან არა მიიღის მრავალი წილი ჟამსა ამას საუკუნესა მომავალსა ცხორებაისაუკუნოი.
31. და წარიყვანნა ათორმეტნი იგი და ჰრქუა მათ: აჰა ესერა აღვალთ იერუსალემდ, და აღესრულნენ ყოველნი წერილნი წინაისწარმეტყუელთანი ძესა ზედა კაცისასა:
32. რამეთუ მიეცეს ხელთა წარმართთასა, და ეკიცხევდენ მას, და იგინოს, და ჰნერწყვიდენ
33. და ტანჯონ და მოკლან იგი, და მესამესა დღესა აღდგეს.
34. და მათ არარაიგულისხმაყვეს ესე, არამედ იყო სიტყუაიიგი დაფარულ მათგან, და არა იცოდეს თქმული იგი.
35. და იყო ვითარცა მიეახლნეს იერიქოდ, ბრმაივინმე ჯდა გზასა ზედა მთხოველად.
36. ვითარცა ესმა, ვითარმედ ერი წარმოვალს, იკითხვიდა: რაიმე არს ესე?
37. უთხრეს მას, ვითარმედ: იესო ნაზარეველი წარმოვალს.
38. და მან ღაღად-ყო და თქუა: იესო, ძეო დავითისო, შემიწყალე მე!
39. ხოლო რომელი წინა-უძღოდეს, ჰრისხვიდეს მას, რაითა დადუმნეს. ხოლო იგი უფროის ღაღადებდა და იტყოდა: იესო, ძეო დავითისო, შემიწყალე მე!
40. დადგა იესო და ბრძანა მოწოდებაიმისი. და ვითარცა მოეახლა იგი, ჰკითხა მას:
41. რაიგნებავს, და გიყო შენ? ხოლო მან ჰრქუა: უფალო, რაითა აღვიხილნე თუალნი.
42. ხოლო იესო ჰრქუა მას: აღიხილენ, სარწმუნოებამან შენმან გაცხოვნა შენ.
43. და მეყსეულად აღიხილნა და მისდევდა მას და ადიდებდა ღმერთსა. და ყოველმან ერმან იხილეს და აქებდეს ღმერთსა.

თავი 19.

1. და შევიდა და განვიდოდა იერიქოით.
2. და აჰა ესერა კაცი ვინმე, და სახელი მისი ზაქე, და იყო იგი მთავარი მეზუერეთაიდა ესე იყო მდიდარ ფრიად.
3. და უნდა ხილვაიიესოისი, ვინ-ძი არს, და ვერ უძლო ხილვად ერისა მისგან, რამეთუ ჰასაკითა იყო მცირე.
4. და წარბიოდა წინა და აღხდა ლეღუსულელსა, რაითა იხილოს იგი, რამეთუ მიერ წარსლვად იყო.
5. და მოვიდა ადგილსა მას, მიჰხედა იესო და ჰრქუა მას: ზაქე, ისწრაფე და გარდამოხედ, რამეთუ დღეს სახლსა შინა შენსა ჯერარს ჩემი ყოფაი.
6. და ისწრაფა და გარდამოხდა და შეიყვანა იგი სიხარულით.
7. და იხილეს ყოველთა და დრტვინვიდეს და იტყოდეს, ვითარმედ: ცოდვილისა კაცისა თანა შევიდა დადგრომად.
8. აღდგა ზაქე და ჰრქუა უფალსა: აჰა, უფალო, ზოგი ნაყოფთა ჩემთაიმივსცე გლახაკთა; და უკუეთუ ვისმე ცილი დავსდევ, მივაგო ოთხი წილი.
9. ჰრქუა მას იესო: დღეს იქმნა ცხოვრებაისახლისაიამის, რამეთუ ესეცა შვილი აბრაჰამისი არს.
10. რამეთუ მოვიდა ძე კაცისაიმოძიებად და ცხოვრებად წარწყმედულისა.
11. და ვითარცა ესმოდა ესე ერსა მას, შესძინა და თქუა იგავი, ამისთვის რამეთუ მოახლებულ იყო იგი იერუსალემსა, და ჰგონებდეს იგინი, ვითარმედ მეყსეულად გამოჩნდეს სასუფეველი ღმრთისაი.
12. და ჰრქუა მათ: კაცი ვინმე აზნაური წარვიდა შორსა სოფელსა მოღებად თავისა თვისისა მეუფებისა და მოქცევად.
13. და მოუწოდა ათთა მონათა თვისთა და მისცა მათ ათი მნაიდა ჰრქუა მათ: ვაჭრობდით ამას, ვიდრემდე მოვიდე.
14. ხოლო მოქალაქეთა მისთა სძულდა იგი და მივლინნეს მოციქულნი შემდგომად მისა და ჰრქუეს მას: არა გუნებავს მაგისი მეუფებაიჩუენ ზედა.
15. და იყო მოქცევასა მას მისსა, მო-რაი-აქუნდა მეუფებაითვისი, და ბრძანა მოწოდებაიმათ მონათაი, რომელთადა მიეცა ვერცხლი იგი, რაითა უწყოდის, რაი-იგი ივაჭრეს.
16. და მოვიდა პირველი იგი და ჰრქუა: უფალო, შენმან ვეცხლმან ათი სხუაიშესძინა სასწორი.
17. ჰრქუა მას: კეთილ, სახიერო მონაო, რამეთუ მცირესა ზედა სარწმუნო იქმენ, იყავ შენ ხელმწიფე ათთა ზედა ქალაქთა.
18. და მოვიდა მეორე იგი და ჰრქუა: უფალო, ვერცხლმან შენმან სხუაიხუთი სასწორი ყო.
19. ჰრქუა მასცა: და შენცა იყავ ხუთთა ზედა ქალაქთა.
20. და მესამე იგი მოვიდა და ჰრქუა: უფალო, აჰა ვერცხლი შენი, რომელი მაქუნდა დაკრძალული სუდარსა,
21. რამეთუ შემეშინა, ვითარმედ კაცი ხარ სასტიკი: მოიღი, სადა არა დასდვი, და მოიმკი, სადა არა დასთესი.
22. და ჰრქუა მას: პირისა შენისაგან გსაჯო შენ, მონაო ბოროტო; იცოდე, რამეთუ მე კაცი ვარ სასტიკი: მოვიღი, სადა არა დავდვი, და მოვიმკი, სადა არა დავსთესი.
23. და რაისათვის არა დასდევ ვერცხლი ჩემი სავაჭროსა, მო-მცავედ მე და ვახშითურთ ვქმენ იგი.
24. და ჰრქუა წინაშე მდგომელთა მათ: მოუღეთც ვეცხლი იგი და მიეცმთ, რომელსა იგი აქუს ათი სასწორი ვეცხლი.
25. და მათ ჰრქუეს მას: უფალო, აქუს ათი სასწორი.
26. გეტყვი თქუენ, ვითარმედ: ყოველსა რომელსა აქუნდეს, მიეცეს; ხოლო რომელსა არა აქუნდეს, და რომელღა-იგი აქუნდეს, მო-ვე-ეღოს მისგან.
27. ხოლო მტერნი იგი ჩემნი, რომელთა-იგი არა უნდა მეუფებაიჩემი მათ ზედა, მომგუარენით მე აქა და მოწყვიდენით წინაშე ჩემსა.
28. და ვითარცა ესე წართქუა, ვიდოდა წინაშე მათსა და აღვიდოდა იერუსალემდ.
29. და იყო, ვითარცა მიეხლა ბეთბაგედ და ბეთანიად, მთასა თანა, რომელსა ჰრქვიან ზეთის ხილთაი, წარავლინნა ორნი მოწაფეთაგანნი
30. და ჰრქუა მათ: წარვედით წინაშე დაბასა მაგას, რომელსა შეხვიდეთ, და ჰპოვოს კიცვი დაბმული, რომელსა კაცი არღა ვინ დაჯდომილ არს, აღჰხსენით? და მომგუარეთ მე.
31. და უკუეთუ ვინმე გკითხვიდეს: რაისათვის აღჰხსნით? ესრეთ არქუთ, ვითარმედ: უფალსა უხმს ეგე.
32. და ვითარცა წარვიდეს, რომელნი-იგი მიავლინნა, პოვეს ეგრეთ, ვითარცა-იგი ჰრქუა მათ.
33. და აღ-რაი-ჰხსნიდეს იგინი კიცუსა მას, ჰრქუეს მათ უფალთა მათ მისთა: რაისათვის აღჰხსნით კიცუსა მაგას?
34. ხოლო მათ ჰრქუეს, ვითარმედ: უფალსა უხმს ეგე.
35. და მოჰგუარეს იგი იესოს და დაასხეს სამოსელი კიცუსა მას, და დაჯდა იესო მას ზედა.
36. და ვითარ იშევიდოდა იგი, დაუფენდეს სამოსელსა მათსა გზასა ზედა.
37. და ვითარცა მიიწია იგი შთასავალსა მას მთისა ზეთის ხილთაისა, იწყო ყოველმან სიმრავლემან მოწაფეთამან სიხარულით ქებად ღმრთისა ხმითა დიდითა ყოველთა მათთვის, რომელნი იხილნეს ძალნი.
38. და იტყოდეს: კურთხეულ არს მომავალი მეუფე სახელითა უფლისაითა! მშვდობაიცათა ზედა და დიდებაიმაღალთა შინა!
39. და ფარისეველნი ვინმე ერისა მისგანნი ეტყოდეს მას და ჰრქუეს: მოძღუარ, შეჰრისხენ მოწაფეთა შენთა.
40. ხოლო იესო მიუგო და ჰრქუა მათ: გეტყვი თქუენ, და ღათუ ესენი დუმნენ, ქვანი ღაღადებდენვე.
41. და ვითარცა მიეახლა, იხილა ქალაქი იგი და ტიროდა მას ზედა.
42. და იტყოდა, ვითარმედ: უკუეთუმცა გეცნა შენ დღესა ამას მშვიდობად შენდა! ხოლო აწ დაეფარა თუალთაგან შენთა.
43. რამეთუ მოვლენან დღენი შენ ზედა, და მოგადგან შენ იმტერთა შენთა ლაშქარი და გარე მოგადგენ შენ და შეგკრიბონ შენ ყოვლით კერძო.
44. და დაგარღვიონ შენ, და შვილნი შენნი შენ შორის დაეცნენ, და არა დაშთეს ქვაიქვასა ზედა შენ შორის, ამისთვის რამეთუ არა გულისხმა-ყავ ჟამი მოხედვისა შენისაი.
45. და ვითარცა შევიდა ტაძარსა მას, იწყო გამოსხმად მსყიდელთა მათ და მომსყიდელთა.
46. და ჰრქუა მათ: წერილ არს: სახლი ჩემი სახლ სალოცველ არს; ხოლო თქუენ ჰყავთ იგი ქუაბ ავაზაკთა.
47. და იყო მუნ და ასწავებდა დღითი-დღედ ტაძარსა მას შინა. ხოლო მღდელთ მთავარნი იგი და მწიგნობარნი და მთავარნი ერისანი ეძიებდეს მას წარწყმეტად.
48. და ვერარას ჰპოვებდეს, რაიუყონ მას რამეთუ ყოველი ერი დამორჩილებული იყო სმენად მისგან.

თავი 20.

1. და იყო მათ დღეთა შინა ასწავებდა რაიერსა მას და ახარებდა ტაძარსა შინა, ზედა მიუხდეს მღდელთ მთავარნი იგი და მწიგნობარნი მოხუცებულითურთ,
2. ეტყოდეს მას და ჰრქუეს: გვითხარ ჩუენ, რომლითა ხელმწიფებითა ამას იქმ, ანუ ვინ მოგცა შენ ხელმწიფებაიესე?
3. მიუგო იესო და ჰრქუა მათ: გკითხო თქუენ მეცა სიტყუაიერთი, და მითხართ მე:
4. ნათლის-ცემაიიოანესი ზეცით იყო ანუ კაცთაგან?
5. ხოლო იგინი შეიზრახნეს ურთიერთას და იტყოდეს: უკუეთუ ვთქუათ, ვითარმედ: ზეცით იყო, მრქუას ჩუენ: რაისათვის არა გრწმენა მისი?
6. და უკუეთუ ვთქუათ: კაცთაგან, ყოველმან ერმან ქვაიდამკრიბოს ჩუენ, რამეთუ სარწმუნო არს იოანე წინაისწარმეტყუელად.
7. და მიუგეს და ჰრქუეს: არა ვიცით, ვინაიიყო.
8. და იესო ჰრქუა მათ: არცა მე გითხრა თქუენ, რომლითა ხელმწიფებითა ამას ვიქმ.
9. და იწყო იგავით სიტყუად მათდა: კაცმან ვინმე დაასხა ვენახი და მისცა იგი მოქმედთა და წარვიდა მრავალთა ჟამთა.
10. და ჟამსა თვისსა მიუვლინა მოქმედთა მათ მონაი, რაითა ნაყოფისა მისგან მოსცენ მას. ხოლო მოქმედთა მათ სცეს და ტანჯეს და წარავლინეს იგი ცარიელი.
11. და შესძინა მივლინებად სხუაიმონაი. ხოლო მათ იგიცა გუემეს და წარავლინეს ცუდი.
12. მერმე კუალად მიავლინა მესამე. ხოლო მათ შეიპყრეს და დასდვეს მას წყლულებაიდა გამოაძეს იგი.
13. და თქუა უფალმან მის ვენახისამან: რაივყო? მივავლინო ძე ჩემი საყუარელი, ვინ უწყის, შეიკდიმონ.
14. ხოლო ვითარცა იხილეს იგი ქუეყანის მოქმედთა მათ, ზრახვა ყვეს ურთიერთას და თქუეს: ესე არს მკვიდრი, მოვედით და მოვკლათ იგი, რაითა ჩუენდა იყოს სამკვიდრებელი.
15. და განიყვანეს იგი გარეშე სავენახესა მას და მოკლეს. აწ რაიუყოს მათ უფალმან სავენახისა მან?
16. მოვიდეს და წარწყმიდნეს ქუეყანის მოქმედნი იგი და მისცეს ვენახი იგი სხუათა. ხოლო მათ ესმა ესე და თქუეს: ნუ იყოფინ!
17. ხოლო თავადმან მან მიჰხედა მათ და ჰრქუა: ვითარ არს წერილი ესე: ლოდი, რომელ შეურაუხ-ყვეს მაშენებელთა, იგი იქმნა თავ კიდეთა?
18. ყოველი, რომელი დაეცეს ლოდსა მას ზედა, შეიმუსროს; და რომელსა ზედა დაეცეს, განანქრიოს იგი.
19. და უნდა მღდელთ მთავართა მათ და მწიგნობართა დასხმად ხელთა მათთა მას ჟამსა შინა და ეშინოდა ერისა მის, რამეთუ გულისხმა-ყვეს, ვითარმედ მათთვის თქუა იგავი ესე.
20. და მზირ-უყვეს მას და მიავლინნეს მზირნი ორგულნი, რომელნი მართლად იტყოდეს თავთა თვისთა, რაითა პოვონ რაიმე სიტყუაიმის თანა და მისცენ იგი მთავრობასა და ხელმწიფებასა მთავრისასა.
21. და ჰკითხეს მას და ეტყოდეს: მოძღუარ, ვიცით, რამეთუ მართალსა იტყვი და ასწავებ და არავის თუალთ-აღებ, არამედ ჭეშმარიტად გზასა ღმრთისასა ასწავებ.
22. ჯერ-არსა კეისრისა ხარკისა მიცემად ანუ არა?
23. და ვითარცა გულისხმა-ყო ზაკულებაიიგი მათი, ჰრქუა მათ: რაისა გამომცდით მე?
24. მიჩუენეთ მე დრაჰკანი! ხოლო მათ უჩუენეს; და ჰრქუა: ვისი არს ხატი და ზედაწერილი? ხოლო მათ მიუგეს და ჰრქუეს: კეისრისაი.
25. და იესო ჰრქუა მათ: აწ უკუე მიეცით კეისრისაიკეისარსა და ღმრთისაიღმერთსა.
26. და ვერარაიპოვეს მისთვის სიტყვის გებაიწინაშე ერისა მის.და უკვირდა სიტყვის მიგებაიიგი მისი და დადუმნეს.
27. მო-ვინმე-უხდეს მას ჟამსა შინა სადუკეველნი, რომელნი აცილობენ, ვითარმედ: აღდგომაიარა არს, და ჰკითხეს მას და ეტყოდეს:
28. მოძღუარ, მოსე ესრეთ დამიწერა ჩუენ: უკუეთუ ვისმე ძმაიმოუკუდეს და ესვას მას ცოლი და იგი უშვილო უყოს, რაითა შეირთოს ცოლი იგი მისი ძმამან მისმან და აღუდგინოს თესლი ძმასა თვისსა.
29. შვიდნი უკუე ძმანი იყვნეს ჩუენ შორის. და პირველმან მან შეითრო ცოლი და მოკუდა უშვილოი.
30. და მეორემან შეირთო და იგიცა მოკუდა უშვილოი.
31. და მესამემან, და მოწყდეს უშვილონი; და ეგრეთვე ვიდრე მეშვიდემდე, და არა დაშთა შვილი.
32. შემდგომად მათ ყოველთასა მოკუდა დედაკაციცა იგი.
33. აწ უკუე აღდგომასა მას მკუდართასა ვისა მათგანისა იყოს ცოლ, რამეთუ შვიდთავე მათ ესუა იგი ცოლად?
34. მიუგო იესო და ჰრქუა მათ: ნაშობნი ამის სოფლისანი იქორწინებიან და განჰქორწინებენ;
35. ხოლო რომელნი-იგი ღირს იქმნენ საუკუნესა მას მიმთხუევად და აღდგომასა მას მკუდრეთით, არცა იქორწინებოდიან, არცა განჰქორწინებდენ.
36. არცაღა მერმე სიკუდილდ ხელ-ეწიფების, რამეთუ სწორ ანგელოზთა არიან და ძენი ღმრთისანი და აღდგომისანი არიან.
37. ხოლო რამეთუ აღდგენ მკუდარნი, მოსეცა აუწყა მაყულოვანსა მას ზედა, ვითარცა-იგი იტყვის უფალსა ღმერთსა აბრაჰამისასა და ღმერთსა ისააკისასა და ღმერთსა იაკობისასა.
38. რამეთუ არა არს ღმერთი მკუდართაი, არამედ ცხოველთაი, რამეთუ ყოველნი ცხოველ არიან მის წინაშე.
39. მი-ვიეთმე-უგეს მწიგნობართა და ჰრქუეს: მოძღუარ კეთილად სთქუ.
40. და ვერღარა იკადრეს კითხვად მისა მიერითგან. და ჰრქუა მათ უფალმან:
41. ვითარ უკუე იტყვიან ქრისტესა ძედ დავითისა?
42. რამეთუ თვით იგი დავით იტყვის წიგნსა ფსალმუნთასა: ჰრქუა უფალმან უფალსა ჩემსა: დაჯედ მარჯუენით ჩემსა,
43. ვიდრემდე დავსხნე მტერნი შენნი ქუეშე ფერხთა შენთა.
44. თვით იგი დავით უფლით ჰხადის, და ვითარ ძე მისი არს?
45. და ვითარცა ესმოდა ესე ყოველსა მას ერსა, ჰრქუა მოწაფეთა თვისთა:
46. ეკრძალენით მწიგნობართაგან, რომელთა ჰნებავს სამოსლისთა სლვაიდა რომელთა უყუარს უბანთა ზედა მოკითხვაიდა პირველ ჯდომაიკრებულსა შორის და ზემჯდომაიპურსა ზედა.
47. რომელნი შესჭამენ სახლებსა ქურივთასა და მიზეზით განგრძობილად ილოცვენ. ამათ მოიღონ უმეტესი სასჯელი.

თავი 21.

1. და მიჰხედა და იხილა, რომელნი-იგი დასდებდეს შესაწირავსა ფასის საცავსა მას მდიდარნი.
2. და იხილა ვინმე ქურივი გლახაკი, რომელმან დადვა ორი მწულილი.
3. და თქუა: ჭეშმარიტად გეტყვი თქუენ, რამეთუ ქურივმან ამან გლახეკმან უმეტეს ყოველთასა შეწირა.
4. რამეთუ ამათ ყოველთა ნამეტნავისაგან მათისა დადვეს შესაწირავსა ამას ღმრთისასა, ხოლო ამან ნაკლულევანებისაგან თვისისა ყოველი, რაიცა აქუნდა საცხოვრებელი, შეწირა.
5. და რომელიმე იტყოდეს ტაძრისათვის, ვითარმედ: ქვითა კეთილითა ლა პატიოსნითა შენებულ არს; და თქუა იესო:
6. ჰხედავდა ამას? მოვლენან დღენი, რომელთა შინა არა დაშთეს ქვაიქვასა ზედა, რომელი არა დაირღუეს.
7. ჰკითხეს მას მოწაფეთა: მოძღუარ, ოდეს უკუე იყოს ესე, და რაიარს სასწაული, რაჟამს ესე ყოფად არს?
8. ხოლო თავადმან თქუა: იხილეთ, ნუუკუე სცთეთ, რამეთუ მრავალნი მოვიდოდიან სახელითა ჩემითა და იტყოდიან, ვითარმედ მე ვარ; და ჟამი მოწევნულ არს, არამედ ნუ მიხუალთ შედგომად მათა.
9. და ოდეს გესმოდიან ბრძოლანი და შფოთნი, ნუ შეძრწუნდებით, რამეთუ ჯერ-არს ესე პირველად ყოფად, და არღა მეყსეულად იყოს აღსასრული.
10. მაშინ ეტყოდა მათ: აღდგეს ნათესავი ნათესავსა ზედა და მეუფებაიმეუფებასა ზედა;
11. და იყვნენ ძრვანი დიდ-დიდნი ადგილდ-ადგილდ, სიყმილნი და სრვანი, საშინელებანი ზეცით, და სასწაულნი დიდ-დიდნი იყვნენ.
12. ხოლო ამათ ყოველთა წინა დაგასხნენ თქუენ ზედა ხელნი მათნი და გდევნიდენ და მიგცნენ თქუენ შესაკრებელთა და საპყრობილეთა, და მეფეთა წინაშე და მთავართა მიგიყვანენ სახელისა ჩემისათვის.
13. და გექმნეს თქუენ ესე საწამებელ.
14. დაისხენით ესე გულთა თქუენთა, რაითა არა წინაისწარ იწურთიდეთ, რაისიტყუაიმიუგოთ.
15. რამეთუ მე მოგცე თქუენ პირი და სიბრძნე, რომელსა ვერ უძლონ წინააღდგომად და სიტყვის გებად ყოველთა წინააღმდგომთა თქუენთა.
16. რამეთუ მიეცნეთ თქუენ მამა-დედათაგან და ძმათა და მეგობაროთა და ნათესავთა, და მოჰკლვიდენ თქუენგანთა.
17. და იყვნეთ თქუენ მოძულებულ ყოველთაგან სახელისა ჩემისათვის.
18. და თმაითავისა თქუენისაიარა წარწყმდეს.
19. და მოთმინებითა თქუენითა მოიპოვნეთ სულნი თქუენნი.
20. რაჟამს იხილოთ იერუსალემსა გარე-მდგომილი ერი მხედრებისაი, მაშინ გულისხმაყავთ, რამეთუ მოახლებულ არს მოოხრებაიმისი.
21. მაშინ ყოველნი იყვნენ ჰურიასტანს, ივლტოდედ მთად; და რომელნი იყვნენ შორის მისა, განილტოდედ; და რომელნი ველსა იყვნენ, ნუ შევლენედ მუნ.
22. რამეთუ დღენი შურის-გებისანი ესე არიან, რაითა აღესრულნენ ყოველნი წერილნი.
23. ხოლო ვაიმუცელ-ქმნულთა და რომელნი აწოებდენ მათ დღეთა შინა, რამეთუ იყოს მაშინ ჭირი დიდი ქუეყანასა ზედა და რისხვაიერსა ამას ზედა.
24. და დაეცნენ პირითა მახვიილისაითა და წარიტყუენნენ ყოველთა მიერ წარმართთა; და იერუსალემი დათრგუნვილ იყოს წარმართთაგან, ვიდრემდე აღესრულნენ ჟამნი წარმართთანი.
25. და იყოს სასწაული მზესა შინა და მთოვარესა და ვარსკულავთა, და ქუეყანასა ზედა შეკრებაითესლებისაიგანკვირვებითა ოხრისაითა ზღვისაგან და ძრვისა.
26. სულითა კაცთაითა შიშისაგან და მოლოდებისა მომავალისა ზედა სოფელსა ამას, რამეთუ ძალნი ცათანი შეიძრნენ.
27. და მაშინ იხილონ ძე კაცისაი, მომავალი ღრუბელთა ძალითა და დიდებითა მრავლითა.
28. და ვითარცა იწყოს ამან ყოველმან ყოფად, აღიხილენით თუალნი და აღიპყრენით თავნი თქუენნი, რამეთუ მიწევნულ არს გამოხსნაითქუენი.
29. და ეტყოდა მათ იგავსა: იხილეთ ლეღვი და ყოველნი ხენი.
30. რაჟამს გამოვალნ ფურცელი, თვით უწყოდით, რამეთუ ახლოს არს ზაფხული.
31. ეგრეცა თქუენ, რაჟამს იხილოთ ესე ყოველი ყოფილი, უწყოდეთ, რამეთუ ახლოს არს სასუფეველი ღმრთისაი.
32. ამინ გეტყვი თქუენ, რამეთუ არა წარხდეს ნათესავი ესე, ვიდრემდე ესე ყოველი იყოს.
33. ცანი და ქუეყანაიწარხდენ, ხოლო სიტყუანი ჩემნი არა წარხდენ.
34. ეკრძალენით თავთა თქუენთა, ნუუკუე დამძიმდენ გულნი თქუენნი შუებითა და მთრვალობითა და ზრუნვითა ამის სოფლისაიითა, და მეყსეულად მოიწიოს თქუენ ზედა დღე იგი,
35. რამეთუ ვითარცა საფრხე მოუხდეს მსხდომარეთა ზედა პირსა ყოვლისა ქუეყანისასა.
36. იღვიძებდით უკუე ყოველსა ჟამსა და ევედრებოდეთ, რაითა ღირს იქმნნეთ განრინებათ ამის ყოვლისაგან, რომელი ყოფად არს, და დადგომად წინაშე ძისა კაცისა.
37. და იყოფვოდა თავადი ტაძარსა მას შინა დღისი და ასწავებდა; ხოლო ღამე განვიდის და იქცევინ მთასა მას, რომელსა ჰრქვიან ზეთის ხილთაი.
38. და ყოველმან ერმან აღიმსთხს მისა ტაძარსა მას შინა სმენად სიტყუათა მისთა.

თავი 22.

1. და მოახლებულ იყო დღესასწაული იგი უცომოებისაი. რომელსა ჰრქვიან პასქაი.
2. და ეძიებდეს მას მღდელთ მთავარნი იგი და მწიგნობარნი, რაითამცა მოკლეს იგი, ხოლო ეშინოდა ერისა მას.
3. და შეუხდა ეშმაკი იუდას, რომელსა ერქუა ისკარიოტელ და იყო იგი რიცხვისაგან ათორმეტთაისა.
4. და მივიდა, ეზრახა მღდელთ მთავართა და მწიგნობართა და ერისა წინამძღუართა, ვითარმცა იგი მისცა მათ.
5. ხოლო მათ განიხარეს და აღუთქუეს მას ვაცხლი მიცემად.
6. და აღუარა მათ და ეძიებდა ჟამსა მარჯუესა, რაითა მისცეს იგი მათ თვინიერ ერისა.
7. მოიწინეს დღენი იგი უცომოებისანი. ოდეს ღირდა პასქაიიგი დაკლვად.
8. და წარავლინნა პეტრე და იოანე და ჰრქუა მათ: წარვედით და მომიმზადეთ ჩუენ პასქაი, რაითა ვჭამოთ.
9. ხოლო მათ ჰრქუეს: სადა გნებავს, და მოგიმზადოთ?
10. ხოლო თავადმან ჰრქუა მათ: აჰა ეგერა შესლვასა ოდენ თქუენსა ქალაქად შეგემთხვიოს თქუენ კაცი, რომელსა ლაგვინი წყლითა ზე ედგას; შეუდეგით მას სახიდ, ვიდრეცა შევიდეს,
11. და არქუთ სახლისა უფალსა მას: გეტყვის შენ მოძღუარი: სადა არს სავანე, რომელსა პასქაიესე მოწაფეთა ჩემთა თანა ვჭამო?
12. და მან გიჩუენოს თქუენ ქორი დაგებული დიდი; მუნ მზამიყავთ ჩუენ.
13. და წარვიდეს და პოვეს ეგრე, ვითარცა-იგი ჰრქუა მათ, და მოუმზადეს პასქაიიგი.
14. და ოდეს იყო ჟამი, დაჯდა, და ათორმეტნი მოციქულნი მის თანა.
15. და ჰრქუა მათ: გულის სიტყვით გული მითქუმიდა პასექსა ამას ჭამად თქუენ თანა ვიდრე ვნებადმდე ჩემდა.
16. ხოლო გეტყვი თქუენ: არღარა ვჭამო ამიერითგან, ვიდრემდე აღესრულოს სასუფეველსა შინა ღმრთისასა.
17. და მოიღო სასუმელი და ჰმადლობდა და თქუა: მიიღეთ და განიყავთ თავისა თქუენისა.
18. ხოლო გეტყვი თქუენ: ამიერითგან არღარა ვსუა ნაყოფისაგან ვენახისა, ვიდრემდე სასუფეველი ღმრთისაიმოვიდეს.
19. და მოიღო პური, ჰმადლობდა და განტეხა და მისცა მათ და თქუა: ესე არს ხორცი ჩემი, თქუენთვის მიცემული; ამას ჰყოფდით მოსახსენებლად ჩემდა.
20. ეგრეთვე სასუმელი შემდგომად სერობისა და თქუა: ესე სასუმელი - ახალი სჯული სისხლისა ჩემისაითქუენთვის დათხეული.
21. ხოლო აჰა ხელი განმცემელისა ჩემისაიჩემ თანა ტაბლასა ზედა.
22. ძე სამე კაცისაიმსგავსად განჩინებულისა მისისა წარვალს, ხოლო ვაიარს კაცისა მის, ვის მიერ მიეცემის იგი!
23. და მათ იწყეს გამოძიებად ურთიერთას: ვინ-მე არს მათგანი, რომელსა ეგულების ესე ყოფად?
24. და იყო ცილობაიცა მათ შორის, ვითარმედ ვინ-მე იყოს დიდ მათ შორის?
25. ხოლო თავადმან ჰრქუა მათ: მეფენი წარმართთანი უფლებენ მათ ზედა, და რომელთა ხელმწიფებაიაქუნ მათ ზედა, ქველის მოქმედ ჰრქვიან.
26. ხოლო თქუენ არა ეგრე იყვნეთ, არამედ უდიდესი იგი თქუენ შორის იყავნ მრწემ, და წინამძღუარი იგი - ვითარცა მსახური.
27. ვინ არს უფროის: რომელი ინახით-ზის, ანუ რომელი მსახურებს? ანუ არა რომელი-იგი ინახით-ზის? ხოლო მე ვარ შორის თქუენსა ვითარცა მსახური.
28. და თქუენ ხართ, რომელნი დაადგერით ჩემ თანა განსაცდელთა შინა ჩემთა.
29. და მე აღგითქუამ თქუენ, ვითარცა მე აღმითქუა მამამან ჩემმან სასუფეველი,
30. რაითა სჭამდეთ და ჰსუმიდეთ ტაბლასა ზედა ჩემსა და დასხდეთ ათორმეტთა საყდართა და სჯიდეთ ათორმეტთა ტომთა ისრაელისათა.
31. და თქუა უფალმან: სვიმონ, სვიმონ, აჰა ესერა ეშმაკმან გამოგითხოვა თქუენ აღცრად ვითარცა იფქლი.
32. ხოლო მე ვევედრე მამასა ჩემსა შენთვის, რაითა არა მოგაკლდეს სარწმუნოებაიშენი; და შენ ოდესმე მიიქეც და განამტკიცენ ძმანი შენნი.
33. ხოლო მან თქუა: უფალო, მე შენ თანა მზა ვარ საპყრობილედ და სიკუდილდ მისლვად.
34. ხოლო თავადმან თქუა: გეტყვი შენ, პეტრე: არღა ეყივლოს ქათამსა დღეს, ვიდრემდე სამ გზის უარ-მყო, ვითარმედ არა მიცი მე.
35. და ჰრქუა მათ: ოდეს-იგი წარგავლინენ თქუენ თვინიერ ბალანტისა და ვაშკარანისა და ფერხთა შესასხმელთა, ნუ გაკლდა რაითქუენ? ხოლო მათ ჰრქუეს: არა-რაიგუაკლდა.
36. და მერმე ჰრქუა მათ: არამედ აწ რომელსა აქუნდეს საქუფთე, აღიღენ; ეგრეთვე მსგავსად ვაშკარანიცა; და რომელსა არა აქუნდეს, განყიდენ სამოსელი თვისი და იყიდენ მახვილი.
37. გეტყვი თქუენ: ესე ხოლოღა წერილი ჯერ-არს ჩემ ზედა აღსრულებად, ვითარმედ: უსჯულოთა თანა შეირაცხა, და რამეთუ ჩემთვის აღსასრული იყოს.
38. ხოლო მათ ჰრქუეს: უფალო, აჰა ესერა არიან აქა ორ დანაკ. ხოლო თავადმან ჰრქუა მათ: კმა არს.
39. და გამოვიდა მიერ და წარვიდა, ვითარცა ჩვეულებაიაქუნდა, მთასა მას ზეთის ხილთასა, და მისდევდეს მას მოწაფენიცა მისნი.
40. და მი-რაი-ვიდა ადგილსა მას, ჰრქუა მათ: ილოცევდით, რაითა არა შეხვიდეთ განსაცდელსა.
41. და თავადი განეშორა მათგან ვითარ ქვის სატყორცებელ ოდენ, და დაიდგნა მუხლნი, ილოცვიდა
42. და იტყოდა: მამაო, უკუეთუ გნებავს თანა-წარსვლად სასუმელი ესე ჩემგან, ხოლო ნუ ნებაიჩემი, არამედ ნებაიშენი იყავნ!
43. და ეჩუენა მას ანგელოზი ზეცით, განაძლიერებდა მას.
44. და იყო იგი ღუაწლსა შინა, უმეტესღა ილოცვიდა, და იქმნა ოფლი მისი ვითარცა ცუარი სისხლისაი, გარდამომავალი ქუეყანასა ზედა.
45. და აღდგა მიერ ლოცვით და მოვიდა მოწაფეთა თვისთა თანა და პოვნა იგინი მძინარენი მწუხარებისა მისგან.
46. და ჰრქუა მათ: რაისა გძინავს? აღდეგით, ილოცევდით, რაითა არა შეხვიდეთ განსაცდელსა.
47. და ვიდრე იგი ამას იტყოდაღა, აჰა ერი და რომელსა ერქუა იუდა ისკარიოტელი, ერთი ათორმეტთაგანი, წინა-უძღოდა მათ და მიეახლა იესოს ამბორისყოფად მისა, რამეთუ ესე სასწაული მიეცა მათდა და ჰრქუა: რომელსა მე ამბორს-უყო, იგი არს.
48. ხოლო იესო ჰრქუა მას: იუდა, ამბორის-ყოფითა მისცემა ძესა კაცისასა?
49. იხილეს რაიმისთანათა მათ საქმე ესე, ჰრქუეს მას: უფალო, უკუეთუ მოვსრნეთ ესენი მახვილითა?
50. და სცა ვინმე მათგანმან ერთმან მონასა მღდელთ მთავრისასა და წარჰკუეთა ყური მისი მარჯუენე.
51. მიუგო იესო და ჰრქუა მათ: აცადეთ აქამომდე! და შეახო ხელი ყურსა მისსა და განკურნა იგი.
52. ჰრქუა იესო მოსრულთა მათ მის ზედა მღდელთ მთავართა და ერისთავთა ტაძრისათა და ხუცესთა: ვითარცა ავაზაკსა ზედა გამოსულ ხართ მახვილებითა და წათებითა.
53. დღითი-დღედ ვიყავ მე თქუენ თანა ტაძარსა მას შინა, და არა განჰყავთ ხელი ჩემ ზედა; არამედ ესე არს ჟამი თქუენი და ხელმწიფებაიბნელისაი.
54. და ვითარცა შეიპყრეს იგი, წარიყვანეს და შეიყვანეს სახლსა მღდელთ მთავრისასა. ხოლო პეტრე მისდევდა შორით.
55. და აღაგზნეს ცეცხლი შორის ეზოსა მას და გარე მოასხდეს იგინი; დაჯდა პეტრეცა შორის მათსა.
56. და იხილა იგი მხევალმან ვინმე მჯდომარე ნათელსა მას, მიჰხედა მას და თქუა: ესეცა მის თანა იყო.
57. ხოლო მან უარ-ყო და თქუა: დედაკაცო, არა ვიცი იგი.
58. და მცირედრე შემდგომად იხილა იგი სხუამან და თქუა: და შენცა მათთანაიხარ. ხოლო პეტრე თქუა: კაცო, არა ვარ მათთანაი.
59. და ვითარცა წარხდა ჟამი ერთი, სხუაივინმე დაამტკიცებდა და იტყოდა: ჭეშმარიტად ესეცა მის თანავე იყო, რამეთუ გალილეველ არს.
60. ხოლო პეტრე ჰრქუა მას: კაცო, არა ვიცი, რასა იტყვი. და მეყსეულად, ვიდრე იტყოდაღა იგი ამას, ქათამმან იყივლა.
61. და მოიქცა უფალი და მიჰხედა პეტრეს. და მოეხსენა პეტრეს სიტყუაიიგი უფლისაი, რომელ ჰრქუა მას, ვითარმედ: ვიდრე ქათმისა ხმობადმდე სამ გზის უარ-მყო მე.
62. და განვიდა გარე და ტიროდა მწარედ.
63. ხოლო კაცთა მათ რომელთა შეეპყრა იესო, ეკიცხევდეს მას და სცემდეს.
64. და დაჰბურეს მას თავსა და სცემდეს პირსა და ჰკითხვიდეს და ეტყოდეს: წინაისწარმეტყუელებდ, ვინ არს, რომელმან გცა შენ?
65. და სხუასა მრავალსა სიტყუასა ჰგმობდეს და იტყოდეს მისთვის.
66. და ვითარცა განთენა დღე, შეკრბეს მოხუცებულნი ერისანი, მღდელთ მთავარნი და მწიგნობარნი და აღიყვანეს იგი საკრებულოსა მას მათსა
67. და ეტყოდეს: უკუეთუ შენ ხარ ქრისტე, მითხარ ჩუენ. ჰრქუა მათ იესო: უკუეთუ გითხრა თქუენ, არა გრწმენეს ჩემი;
68. და უკუეთუ გკითხო თქუენ, ვერაივე მომიგოთ მე გინა განმიტევოთ.
69. ამიერითგან იყოს ძე კაცისაიმჯდომარე მარჯუენით ძლიერებასა ღმრთისასა.
70. და ჰრქუეს მას ყოველთა: შენ უკუე ხარა ძე ღმრთისაი? ჰრქუა მათ იესო: თქუენ იტყვით, ვითარმედ მე ვარ.
71. და მათ თქუეს: რაისაღა გვიხმან მოწამენი? რამეთუ ჩუენ თვით გუესმის პირისაგან მაგისისა.

თავი 23.

1. და აღდგა ყოველი იგი სიმრავლე მათი და მოიყვანეს იგი პილატესა.
2. და იწყეს შესმენად მისა და იტყოდეს: ესე ვპოვეთ, რამეთუ გარდააქცევდა ნათესავსა ჩუენსა და აყენებდა ხარკისაცა მიცემად კეისრისა და იტყოდა თავსა თვისსა ქრისტედ და მეუფე ყოფად.
3. და ჰკითხა მას პილატე და ჰრქუა: შენ ხარა მეუფე ჰურიათაი? ხოლო თავადმან ჰრქუა მას: შენ იტყვი.
4. ხოლო პილატე ჰრქუა მღდელთ მთავართა და ერსა მას: არარასა ბრალსა ვჰპოვებ კაცისა ამის თანა.
5. ხოლო იგინი უფროის განძლიერდებოდეს და იტყოდეს, ვითარმედ: აღაშფოთებს ერსა და ასწავებს ყოველსა ჰურიასტანსა, უწყიეს გალილეაით ვიდრე აქამომდე.
6. ხოლო პილატეს რაიესმა გალილეაი, ჰკითხა მათ: უკუეთუ გალილეაით არს კაცი ესე?
7. და გულისხმა-ყო, რამეთუ ხელმწიფებისაგან ჰეროდესისა არს; მიუძღუანა იგი ჰეროდეს, რამეთუ იყო იგიცა მაშინ იერუსალემს მათ დღეთა შინა.
8. ხოლო ჰეროდე ვითარცა იხილა იესო, განიხარა ფრიად, რამეთუ უნდა მისი ხილვაიმრავლით ჟამითგან, ამისთვის რამეთუ ესმოდა მისთვის და სწადოდა ხილვად რაისამე სასწაულისა ყოფასა მისგან.
9. და ჰკითხავდა მას სიტყვითა მრავლითა, ხოლო თავადმან არარაიმიუგო მას.
10. დგეს მღდელთ მთავარნი იგი და მწიგნობარნი და განკრძალულად შეასმენდეს მას.
11. ხოლო ჰეროდე შეურაცხ-ყო იგი და ერმან მისმან, და განკიცხეს იგი და შეჰმოსეს მას სამოსელი ბრწყინვალე და მიუძღუანეს პილატეს.
12. და იქმნნეს მეგობარ პილატე და ჰეროდე ურთიერთას მას დღესა შინა, რამეთუ პირველ მტერ იყვნეს იგინი.
13. ხოლო პილატე მოუწოდა მღდელთ მთავართა მათ და მთავართა და ერსა მას.
14. და ჰრქუა მათ: მომგუარეთ მე კაცი ესე ვითარცა გარდამაქცეველი ერისაი, და მე წინაშე თქუენსა განვიკითხე და არარაივპოვე ბრალი კაცისა ამის თანა, რასა-იგი შეასმენდით მას.
15. და არცა ჰეროდე, რამეთუ მიუძღუანე მას, და აჰა არარაიღირსი სიკუდილისაისაქმე არს მის თანა.
16. ვსწავლო იგი და განუტევო.
17. რამეთუ უნებელად ედებოდა მას განტევებად დღესასწაულსა მას ერთი.
18. ღაღად-ყვეს ყოველმან მან სიმრავლემან და იტყოდეს: აღიღე ეგე და მოგვიტევე ჩუენ ბარაბა.
19. რომელი შფოთისა ყოფისა ქალაქსა შინა და კაცის-კლვისათვის შეგდებულ იყო საპყრობილესა.
20. კუალად უკუე მოუწოდა მათ პილატე, რამეთუ უნდა განტევებაიიესოისი.
21. ხოლო იგინი ღაღადებდეს და იტყოდეს: ჯუარს-აცუ, ჯუარს-აცუ ეგე!
22. ხოლო მან მესამედ ჰრქუა მათ: რაიბოროტი უქმნიეს ამას? არარაიბრალი სიკუდილისაივპოვე ამის თანა. ვსწავლო ეგე და განუტევო.
23. ხოლო იგინი ზედა დაესხმოდეს ხმითა დიდითა და გამოითხოვდეს მას ჯუარ-ცუმად; და განძლიერდებოდეს ხმანი მათნი და მღდელთ მთავართანი.
24. მაშინ პილატე საჯა თხოვისაებრ მათისა
25. და მიუტევა მათ ბარაბა, რომელი-იგი შფოთისათვის და კაცის-კლვისა შეგდებულ იყო საპყრობილესა, როელსაცა ითხოვდეს; ხოლო იესო მისცა ნებასა მათსა.
26. და ვითარცა წარიყვანეს იგი, შეიპყრეს სვიმონ ვინმე კვირინელი, მომავალი ველით, და დასდევს მას ზედა ჯუარი იგი, და მიაქუნდა შემდგომად იესოისა.
27. და შეუდგა მას სიმარავლე ერისაიდა დედებისაი, რომელნი ეტყებდეს და სტიროდეს მას.
28. მიექცა მათ იესო და ეტყოდა: ასულნო იერუსალემისანო, ნუ სტირთ ჩემ ზედა, არამედ თავთა თქუენთა სტიროდეთ და შვილთა თქუენთა.
29. რამეთუ აჰა ესერა მოვლენან დღენი, რომელთა შინა თქუან: ნეტარ არიან ბერწნი და მუცელნი, რომელთა არა შვნეს, და ძუძუნი, რომელთა არა განზარდნეს!
30. მაშინ იწყონ სიტყუად მთათა: დამეცენით ჩუენ ზედა! და ბორცუთა: დამფარენით ჩუენ!
31. რამეთუ უკუეთუ ნედლსა ხესა ესრეთ უყოფენ, ხმელსა მას რაი-მე ეყოს?
32. მაშინ მოჰყვანდეს სხუანიცა ორნი ძვირის მოქმედნი მოკლვად მის თანა.
33. და ვითარცა მოჰყვანდეს ადგილისა მას, რომელსა ჰრქვიან თხემის ადგილი, და მუნ ჯუარს-აცუეს იგი და ძვირის მოქმედნიცა იგი მის თანა, რომელიმე მარჯუენით და რომელიმე მარცხენით მისა ჯუარს-აცუნეს.
34. ხოლო იესო იტყოდა: მამაო, მიუტევე ამათ, რამეთუ არა იციან, რასა იქმან. ხოლო გან-რაი-იყოფდეს სამოსელსა მისსა, განიგდეს წილი.
35. და დგა ერი იგი და ჰხედვიდა. ხოლო შეურაცხ-ჰყოფდეს მას მთავარნიცა იგი მათ თანა და იტყოდეს: სხუანი აცხოვნნა, იცხოვნენ თავიცა თვისი, უკუეთუ ეგე არს ქრისტე, რჩეული ღმრთისი.
36. ემღერდეს მას ერისა კაცნიცა იგი, მოუხდიან მას და ძმარი მოართვიან
37. და ეტყვიედ: შენ თუ ხარ მეუფე ჰურიათაი, იხსენ თავი შენი.
38. ხოლო იყო ზედაწერილიცა, რომელი დაწერილ იყო მას ზედა წიგნითა ბერძულითა და რომაელებრითა და ებრაელებრითა, ვითარმედ: ესე არს იესო, მეუფე ჰურიათაი.
39. ხოლო ერთი იგი დამოკიდებულთაგანი ძვირის მოქმედი ჰგმობდა მას და ეტყოდა: შენ თუ ხარ ქრისტე, იხსენ თავი შენი და ჩუენცა.
40. მიუგო ერთმან მან მოყუასმან, შეჰრისხნა მას და ეტყოდა: არცაღა გეშინის შენ ღმრთისა, რამეთუ მასვე სასჯელსა შინა ხარ?
41. და ჩუენ სამართლად ღირსი, რომელი ვქმენით, მოგუეგების, ხოლო ამან არარაიუჯეროიქმნა.
42. ეტყოდა იესოს: მომიხსენე მე, უფალო, ოდეს მოხვიდე სუფევითა შენითა.
43. ხოლო იესო ჰრქუა მას: ამინ გეტყვი შენ: დღეს ჩემ თანა იყო სამოთხესა.
44. და იყო ჟამი მეექუსე; და ბნელ იყო ყოველსა ქუეყანასა ვიდრე მეცხრედ ჟამადმდე.
45. და დაბნელდა მზე, და განიპო კრეტსაბმელი ტაძრისაიმის შორის.
46. და ხმა-ყო ხმითა დიდითა იესო და თქუა: მამაო, ხელთა შენთა შევჰვედრებ სულსა ჩემსა. და ესე რაითქუა, განუტევა სული.
47. და ვითარცა იხილა ასისთავმან მან საქმე ესე, ადიდებდა ღმერთსა და იტყოდა: ჭეშმარიტად კაცი ესე მართალი იყო.
48. და ყოველნი მათ თანა მოსრულნი და რომელთა იხილეს ხილვაიესე და საქმენი ესე, იცემდეს მკერდსა მათსა და წარვიდოდეს.
49. და დგეს ყოველნი მეცნიერნი მისნი შორით, და დედანი, რომელნი შეუდგეს მას გალილეაით, ჰხედვიდეს მას.
50. და აჰა ესერა კაცი, სახელით იოესებ, მზრახვალი, იყო კაცის სახიერი და მართალი;
51. ესე არა თანა-შერთულ იყო ზრახვასა მათსა და საქმესა. იყო იგი არიმათიაით, ქალაქის ჰურიათაისა, რომელ იგიცა მოელოდა სასუფეველსა ღმრთისასა.
52. ესე მივიდა პილატესა და მოითხოვა გუამი იგი იესოისი.
53. და გარდამოჰხსნა იგი და შეჰმოსა მას არდაგი და დადვა იგი საფლავსა გამოკუეთილსა კლდისაგან, სადა არავინ დადებულ იყო.
54. და დღე იგი იყო პარასკევი, შაბათად განთენებოდა.
55. შეუდგეს მას დედანიცა, რომელნი მის თანა მოსრულ იყვნეს გალილეაით, და იხილეს საფლავი და ვითარ დასდებდეს გუმასა მისსა.
56. და წარვიდეს და მოჰმზადეს საკუმეველი სუნნელი და ნელსაცხებელი და შაბათი იგი და-ღაიდუმეს მცნებისა მისთვის.
თავი 24.
1. ხოლო ერთსა მას შაბათსა, ცისკარსა მსთუად მოვიდეს საფლავსა მას და მოაქუნდა, რაი-იგი მოემზადა სუნნელი და ნელსაცხებელი, და სხუანი ვინმე მათ თანა.
2. და პოვეს ლოდი იგი გარდაგორვებული საფლავისა მისგან.
3. და შე-რაი-ვიდეს შინა, არა პოვეს გუამი იგი უფლისა იესოისი.
4. და იყო განზრახვასა მას მათსა ამისთვის, და აჰა ესერა ორ კაც ზედა მოადგეს მათ სამოსლითა ელვარითა.
5. და ვითარ შეშინებულ იყვნეს იგინი და დაედრიკნეს პირნი მათნი ქუეყანად, ჰრქუეს მათ: რაისა ეძიებთ ცხოველსა მას მკუდართა თანა?
6. არა არს აქა, არამედ აღდგა. მოიხსენეთ, ვითარ-იგი გეტყოდა თქუენ, ვიდრე იყოღა იგი გალილეას,
7. და თქუა, ვითარმედ: ჯერარს ძისა კაცისა მიცემად ხელთა კაცთა ცოდვილთასა და ჯუარ-ცუმად და მესამესა დღესა აღდგომად.
8. და მოეხსენნეს სიტყუანი მისნი.
9. და მიიქცეს საფლავით და უთხრეს ესე ყოველი ათერთმეტთა მათ და სხუათა ყოველთა.
10. ხოლო იყვნეს მაგდალენელი მარიამ და იოანა და მარიამ იაკობისი და სხუანი მათ თანა, რომელნი უთხრობდეს მოციქულთა ამას.
11. და უჩნდეს სიტყუანი მათნი ვითარცა სიჩქურისანი მათ წინაშე და არა ჰრწმენა მათი.
12. ხოლო პეტრე აღდგა და მირბიოდა საფლავად და შთაჰხედნა საფლავსა მას და იხილნა ტილონი იგი ხოლო მდებარენი და წარვიდა თვისაგან და დაუკვირდა საქმე ესე.
13. და აჰა ორნი მათგანნი მოვიდოდეს მასვე დღესა შინა დაბასა, რომელი ჰშორავს იერუსალემსა სამეოც უტევან, რომელისაისახელი ემმაოს.
14. და ესენი ზრახვიდეს ურთიერთას ყოველისა მისთვის, რომელი იქმნა.
15. და იყო ზრახვასა მას მათსა და გამოძიბასა, და თავადი იესო მიეახლა მათ და თანა-უვიდოდა.
16. ხოლო თუალნი მათნი შეპყრობილ იყვნეს, რაითა ვერ იცნან იგი.
17. და ჰრქუა მათ: რაიარიან სიტყუანი ესე, რომელთა იცილობთ ურთიერთას სლავსა შინა და ხართ თქუენ მწუხარი?
18. მიუგო ერთმან მათგანმან, რომლისა სახელი კლეოპა, და ჰრქუა მას: შენ ხოლო მწირ ხარა იერუსალემს და არა სცანა, რაი-ესე იქმნა მას შინა ამათ დღეთა?
19. და მან ჰრქუა მათ: რომელი? ხოლო მათ ჰრქუეს: იესოისთვს ნაზარეველისა, რომელი იყო კაცი წინაისწარმეტყუელი, ძლიერი საქმითა და სიტვითა, მისითა წინაშე ღმრთისა და ყოველისა ერისა.
20. ვითარ-იგი მისცეს მღდელთ მთავართა და მთავართა ჩუენთა სასჯელსა სიკუდილისასა და ჯუარს-აცუეს იგი.
21. ხოლო ჩუენ ვესავთ, ვითარმედ იგი არს, რომელმან იხსნეს ისრაელი; და ამას ყოველსა თანა ესე მესამე დღე არს, ვინაითგან ესე იქმნა.
22. არამედ დედათაცა ვიეთმე ჩუენთაგანთა დამაკვირნეს ჩუენ, ვითარ-იგი მივიდეს ცისკარსა საფლავსა მას
23. და არა პოვეს გუამი მისი. მოვიდეს და თქუეს, ვითარმედ ხილვაიცა ანგელოზთაიიხილეს, რომელთა ჰრქუეს მათ, ვითარმედ: ცხოველ არს იგი.
24. და მი-ვინმე-ვიდეს ჩუენგანიცა საფლავად და პოვეს ეგრე, ვითარცა დედათა მათ თქუეს, ხოლო იგი თავად ვერ იხილეს.
25. ხოლო მან ჰრქუა მათ: ჰოი უცნობელნო და მძიმენო გულითა სარწმუნოებისათვის ყოველსა ზედა, რომელსა იტყოდეს წინაისწარმეტყუელნი!
26. ანუ არა ესრეთ ჯერ-ყო ვნებად ქრისტესა და შესლვად დიდებასა თვისსა?
27. და იწყო მოსესითაგან და წინაისწარმეტყუელთა და გამოუთარგმანებდა მათ ყოველთაგან წიგნთა მისთვის.
28. და მიეახლენ დაბასა მას, ვიდრეცა ვიდოდეს; ხოლო თავადმან მიზეზ-ყო უშორესადრე წარსლვაი.
29. ხოლო იგინი აიძულებდეს მას და ეტყოდეს: დაადგერ ჩუენ თანა, რამეთუ მწუხრ არს და მიდრეკილ არა დღე. და შევიდა დადგრომად მათ თანა.
30. და იყო ინახით-ჯდომას მას მისსა მათ თანა, მოიღო პური, აკურთხა და განტეხა და მისცემად მათ.
31. ხოლო მათ თუალნი მათნი განეხუნეს და იცნეს იგი. და თავადი მიეფარა მათგან.
32. და იგინი იტყოდეს ურთიერთსა: ანუ არა გულნი ჩენნი განხურვებულ იყვნეს ჩუენ შორის, ვითარ-იგი მეტყოდა ჩუენ გზასა ზედა და ვითარ-იგი გამომითარგმანებდა ჩუენ წიგნთა?
33. და აღდგეს მასვე ჟამსა შინა და მოიქცეს იერუსალემდ და პოვნეს კრებულად ათერთმეტნი იგი და სხუანი მათ თანა.
34. იტყოდეს რაი, ვითარმედ: ნანდვილვე აღდგა უფალი და ეჩუენა სვიმონს.
35. და იგინი უთხრობდეს გზისასა მას და ვითარ-იგი გამოეცხადა მათ განტეხასა მას პურისასა.
36. და ვითარ იგინი ამას იტყოდეს ოდენ, და თავადი იესო დადგა შორის მთასა და ჰრქუა მათ: მშვიდობაითქუენ თანა.
37. ხოლო იგინი შეძრწუნდეს და შეეშინა, ეგონა, ვითარმედ სული რაიმე იხილეს.
38. და თავადმან ჰრქუა მათ: რაისა შეძრწუნებულ ხართ, და რაისათვის გულის სიტყვანი მრავალნი მოვლენან გულთა თქუენთა?
39. იხილენით ხელნი ჩემნი და ფერხნი, რამეთუ თავადი მე ვარ; ხელი შემახეთ მე და იხილეთ, რამეთუ სულსა ხორც და ძუალ არა ასხენ, ვითარცა-ესე მე მხედავთ, რამეთუ მასხენ.
40. და ესე რაითქუა, ჩუენნა მათ ხელნი და ფერხნი მისნი.
41. და ვიდრე-იგი არღა ჰრწმენა მათ სიხარულისა მისგან და საკვირველებისა, ჰრქუა მათ იესო: გაქუს რაიაქა ჭამადი?
42. ხოლო მათ მიუპყრეს მას თევზისა მწურისა ნახევარი და თაფლისაგან გოლი.
43. და ჭამა წინაშე მათსა და მოიღო ნეშტი იგი და მისცა მათ
44. და ჰრქუა: ესე იგი სიტყუანი არიან, რომელთა გეტყოდე თქუენ, ვიდრე-იგი ვიყავღა თქუენ თანა, ვითარმედ: ჯერ-არს აღსრულებად ყოველი წერილი სჯულსა მოსესსა და წინაისწარმეტყუელთასა და ფსალმუნთა ჩემთვის.
45. მაშინ განუხუნა გონებანი მათნი გულისხმის-ყოფად წიგნთა.
46. და ჰრქუა მათ, რამეთუ: ესერეთ წერილ არს ვნებად ქრისტესა და აღდგომად მკუდრეთით მესამესა დღესა.
47. და ქადაგებად სახელითა მისითა სინანული და მოტევებაიცოდვათაიყოველთა მიმართ წარმართთა, იწყეთ იერუსალემით,
48. რამეთუ თქუენ ხართ მოწამე ამის ყოვლისა.
49. და აჰა ესერა მე მოგივლინო თქუენ აღთქუმაიიგი მამისა ჩემისაი. ხოლო თქუენ დასხედით ქალაქსა ამას შინა იერუსალემსა, ვიდრემდე შეიმოსოთ ძალი მაღლით.
50. და განიყვანნა იგინი გარე ვიდრე ბეთანიადმდე და აღიპყრნა ხელნი თვისნი და აკურთხნა იგინი.
51. და იყო კურთხევასა მას იესოისსა მათა მიმართ განეშორა მათგან და აღვიდოდა ზეცად.
52. და იგინი თაყუანის-სცემდეს მას და მოიქცეს იერუსალემდ სიხარულითა დიდითა.
53. და იყოფოდეს ტაძარსა მას შინა მარადის, აქებდეს და აკურთხევდეს ღმერთსა. ამინ.