1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
1. წიგნი შობისა იესო ქრისტესი, ძისა დავითისი, ძისა აბრაჰამისი.
2. აბრაჰამ შვა ისააკ; ისააკ შვა იაკობ; იაკობ შვა იუდა და ძმანი მისნი;
3. ხოლო იუდა შვა ფარეზ და ზარა თამარისაგან; ფარეზ შვა ესრომ; ესრომ შვა არამ;
4. არამ შვა ამინადაბ; ამინადაბ შვა ნაასონ; ნაასონ შვა სალმონ;
5. სალმონ შვა ბოოს რექაბისგან; ბოოს შვა იობედ რუთისგან; იობედ შვა იესე; იესე შვა
დავით მეფე;
6. დავით მეფემან შვა სოლომონ ურიაის ცოლისაგან;
7. სოლომონ შვა რობოამ; რობოამ შვა აბია; აბია შვა ასა;
8. ასა შვა იოსაფატ; იოსაფატ შვა იორამ; იორამ შვა ოზია;
9. ოზია შვა იოათამ; იოათამ შვა აქაზ; აქაზ შვა ეზეკია;
10. ეზეკია შვა მანასე; მანასე შვა ამონ; ამონ შვა იოსია;
11. იოსია შვა იექონია და ძმანი მისნი ტყუეობასა მას ბაბილონელთასა.
12. შემდნომდ ტყუეობისა მის ბაბილონისა, იექონია შვა სალათიელ; სალათიელ შვა
ზორობაბელ;
13. ზორობაბელ შვა აბიუდ; აბიუდ შვა ელიაკიმ; ელიაკიმ შვა აზორ;
14. აზორ შვა სადუკ; სადუკ შვა აქიმ; აქიმ შვა ელიუდ;
15. ელიუდ შვა ელეაზარ; ელეაზარ შვა მატათან; მატათან შვა იაკობ;
16. იაკობ შვა იოსებ, ქმარი მარიამისი, რომლისაგან იშვა იესო, რომელსა ჰრქვიან
ქრისტე.
17. ყოველი ნათესავი აბრაჰამისთგან ვიდრე დავითისადმე ნათესავი ათოთხმეტ, და
დავითისითგან ვიდრე ტყუენვადმდე ბაბილონისა ნათესავი ათოთხმეტ, და ტყუენვითგან
ბაბილონისაით ვიდრე ქრიტესამდე ნათესავი ათოთხმეტ.
18. ხოლო იესო ქრისტე შობაი ესრეთ იყო: რამეთუ თხოვილ იყო დედაი მისი მარიამ
იოსებისა და, ვიდრე შერთვადმდე მათა, იპოვა იგი მიდგომილ სულისაგან წმიდისა.
19. ხოლო იოსებ, ქმარი მისი, მართალი იყო, და არა უნდა განმხილებაი მისი, იზრახა
ფარულად განტევებაი მისი.
20. და ვითარ იგი ამას განიზრახვიდა ოდენ, აჰა ანგელოზი უფლისაი ჩუენებით გამოუჩნდა
მას და ჰრქუა: იოსებ, ძეო დავითისო, ნუ გეშინინ მიყვანებად მარიამისა, ცოლისა
შენისა, რამეთუ რომელი-იგი მისგან იშვეს, სულისაგან წმიდისა არს.
21. შვეს ძე, და უწოდიან სახელი მისი იესო, რამეთუ მან იხსნეს ერი თვიისი ცოდვათა
მათთაგან.
22. ესე ყოველი იქმნა, რაითა აღესრულოს სიტყუაი იგი უფლისაი პირითა
წინაისწარმეტყუელებისაითა თქმული:
23. აჰა ქალწული მიუდგეს და შვეს ძე, და უწოდიან სახელი მისი ემმანუელ, რომელ არს
თარგმანებით: ჩუენ თანა ღმერთი.
24. განიღვიძა იოსებ ძილისა მისგან, და ყო ეგრეთ, ვითარცა უბრძანა მას ანგელოზმან
უფლისამან, და წარიყვანა ცოლი თვიისი.
25. და არა იცოდა იგი, ვიდრემდე შვა ძე იგი მისი პირმშოი, და უწოდა სახელი მისი
იესო.
1. ხოლო იესოს შობასა ბეთლემს ჰურიასტანისასა, დღეთა ჰეროდე მეფისათა აჰა მოგუნი
აღმოსავალით მოვიდეს იერუსალემდ და იტყოდეს:
2. სად არს, რომელი-იგი იშვა მეუფე ჰურიათაი ? რამეთუ ვიხილეთ ვარსკულავი მისი
აღმოსავლით და მოვედით თაყუანის-ცემად მისა.
3. ვითარცა ესმა ეს ჰეროდე მეფესა, შეძრწუნდა და ყოველი იერუსალემი მის თანა.
4. და შეკრიბნა ყოველნი მღდელთ მთავარნი და მწიგნობარნი ერისანი და იკითხვიმდა
მათგან: სადა უკუე შობად არს ქრისტე?
5. ხოლო მათ ჰრქუეს მას: ბეთლემს ჰურიასტანისასა; რამეთუ ესრეთ წერილ არს
წინაისწარმეტყუელისა მიერ:
6. და შენ, ბეთლემ, ქვექანაი ეგე იუდაისი, არასადა უმრწემეს ხარ მთავართა შორის
იუდაისთა; რამეთუ შენგან გამოვიდეს წინამძღუარი, რომელმან დამწყსოს ერი ჩემი
ისრაელი.
7. მაშინ ჰეროდე იდუმალ მოუწოდა მოგუთა მათ და გამოიკითხა მათგან ჟამი იგი
გამოჩინებისა მის ვარსკულავისაი.
8. და წარავლინნა იგინი ბეთლემდ და ჰრქუა: მივიდით და გამოიკითხეთ ჭეშმარიტად
ყრმისა მისთვის, და რაჟამს ჰპოვოთ იგი, მითხართ მე, რაითა მეცა მივიდე და თაყუანის
- ვცე მას.
9. ხოლო მათ ვითარცა ესმა ესე მეფისა მისგან, წარვიდეს. და აჰა ვარსკულავი იგი,
რომელი იხილეს აღმოსავალით, წინაუძღოდა მათ, ვიდრემდე მოვიდა და დაადგრა ადგილსა
მას, რომელსა იყო ყრმაი იგი.
10. ხოლო მათ. ვითარცა იხილეს ვარსკულავი იგი, განიხარეს სიხარულითა დიდითა ფრიად.
11. და ვითარცა შევიდეს სახლსა მას, იხილეს ყრმაი იგი მარიამის თანა, დედისა
თვისისა, და დავარდეს და თაყუანის - სცეს მას; და აღაღეს საუნჯეთა მათთა და შეწირეს
მისა ძღუენი: ოქროი, გუნდრუკი და მური.
12. და მოიღეს ბრძანებაი ჩუენებით, რაითა არა მიაქციონ ჰეროდესა, არამედ სხვით გზით
წარვიდენ სოფლად თვისა.
13. და ვითარცა განეშორნეს მოგუნი იგი, აჰა ანგელოზი უფლისაი გამოუჩნდა ჩუენებით
იოსებს და ჰრქუა: აღდეგ და წარიყვანე ყრმაი ეგე და დედაი მაგისი და ივლტოდე
ეგვიიპტედ და იყავ მუნ, ვიდრემდე გრქუა შენ; რამეთუ ეგულების ჰეროდეს მოძიებად
ყრამი ეგე და წარწყმედად ეგე.
14. ხოლო იგი აღდგა და წარიყვანა ყრმაი იგი და დედაი მისი ღამე? და წარვიდა
ეგვიიპტედ, და იყო მუნ ვიდრე აღსრულებადმდე ჰეროდესა.
15. რაითა აღესრულოს სიტყუაი იგი უფლისაი, თქმული წინაისწარმეტყუელისა მიერ:
ეგვიიპტით უწოდი ძესა ჩემსა.
16. მაშინა ვითარცა იხილა ჰეროდე, რამეთუ მოიკიცხა მოგუთა მათგან, განრისხნა ფრიად,
წარავლინნა და მოსწყვიდა ყოველი ყრმები, რომელნი იყვნეს ბეთლემს და ყოველთა
საზღვართა მისთა, ორით წლითგანი და უდარესი, მსგავსად მისი ჟამისა, ვითარცა
გამოიკითხა მოგუთა მათგან.
17. მაშინ აღესრულა თქმული იგი იერემია წინაისწარმეტყუელისაი, რომელი იტყვის:
18. ხმაი ჰრამაით ისმა გოდებისაი და ტირილისაი და ტყებისაი მრავალი, რაქელ სტიროდა
შვილთა თვისთა და არა უნდა ნუგეშის - ცემის, რამეთუ არა არიან.
19. ხოლო რაჟამს აღესრულა ჰეროდე, აჰა ანგელოზი უფლისაი გამოეცხადა ჩუენებით იოსებს
ეგვიპტეს.
20. და ჰრქუა: აღდეგ და წარიყვანე ყრმაი და დედაი მაგისი და წარვედ ქუეყანად
ისრაიელისა, რამეთუ მოწყდეს, რომელნი ეძიებდეს სულსა მაგის ყრმისასა.
21. ხოლო იგი აღდგა და წარმოიყვანა ყრმაი იგი და დედაი მისი და მოვიდა ქუეყანად
ისრაელისა.
22. და ვითარცა ესმა, რამეთუ არქელაოს მეფობს ჰურიასტანს ჰეროდეს წილ, მამისა
თვისისა, შეეშინა მისლვად მუნ და ბრძანებაი მოიღო ჩუენებით და წარვიდა კერძოთა
გალილეაისათა.
23. და მივიდა და დაეშენა ქალაქსა შინა, რომელსა ჰრქვიან ნაზერეთ, რაითა აღესრულოს
თქმული იგი წინაისწარმეტყუელისა მიერ, ვითარმედ: ნაზარეველ ეწოდოს.
1. მათ დღეთა შინა მოვიდა იოანე ნათლის - მცემელი ქადაგებად უდაბნოსა მას
ჰურიასტანისასა.
2. და იტყოდა: შეინანეთ, რამეთუ მოახლებულ არს სასუფეველი ცათაი.
3. რამეთუ ესე არს, რომელ - იგი თქმულ არს ესაია წინაისწარმეტყველისა მიერ და
იტყვის: ხმაი ღაღადებისაი უდაბნოსა ზედა: განმზადენით გზანი უფლისანი და წრფელ
ყვენით ალაგნი მისნი.
4. ხოლო თავადსა იოანეს ემოსა სამოსლად მისა თმისაგან აქლემისა და სარტყელი
ტყავისაი წელთა მისთა; ხოლო საზრდელად მისა იყო მკალი და თაფლი ველური.
5. მაშინ განვიდოდა მისა იერუსალემი და ყოველი ჰურიასტანი და გარემო სოფლები
იორდანისაი.
6. და ნეთელ - იღებდეს იორდანესა შინა მისგან და აღუარებდეს ცოდვათა მათთა.
7. და ვითარცა იხილნა მრავალნი ფარისეველნი და სადუკეველნი, მომავალნი ნათლის -
ღებად მისგან, ჰრქუა მათ: ნაშობნო იქედნეთანო, ვინ გიჩუენა თქუენ სივლტოლაი მერმისა
მისგან რისხვისა?
8. ყავთ უკუე ნაყოფი, ღირსი სინანულისაი;
9. და ნუ ჰგონებთ და იტყვით თავით თვისით: მამაი გვივის ჩუენ აბრაჰამი; რამეთუ
გეტყვი თქუენ, ვითარმედ შემძლებელ არს ღმერთი აღდგინებად ქვათა ამათგან შვილად
აბრაჰამისა.
10. რამეთუ აწვე ესერა ცული ძირთა თანა ხეთასა ძეს. ყოველმან ხემან რომელმან არა
გამოიღოს ნაყოფი კეთილი, მოეკუეთოს და ცეცხლსა დაედვას.
11. მე უკუე ნათელ - გცემ თქუენ წყლითა სინანულად; ხოლო რომელი შემდგომად ჩემსა
მოვალს, უძლიერეს ჩემსა არს, რომლისა ვერ შემძლებელ ვარ ხამლთა მისთა ტვირთვად. მან
ნათელ - გცეს თქუენ სულითა წმიდითა და ცეცხლითა.
12. რომლისაი ნიჩაბი ხელთა მისთა, განწმიდოს კალოი თვიისი და შეკრიბოს იფქლი
საუნჯესა, ხოლო ბზე დაწუას ცეხლითა მით უშრეტითა.
13. მაშინ მოვიდა იესო გალილეაით იორდანედ იოანესა ნათლის - ღებად მისგან;
14. ხოლო იოანე აყენებდა მას და ეტყოდა: მე მიხმს შენ მიერ ნათლის -ღებაი, და შენ
ჩემდა მოხუალა?
15. მიუგო იესო და ჰრქუა მას: აცადე აწ, რამეთუ ესრეთ შუენის ჩუენდა აღსრულებად
ყოველი სიმართლე. მაშინა მიუშუა მას.
16. და ნეთელ - იღო ისო, და მეყსეულად აღმოვიდა რაი წყლისა მისგან, და აჰა
განეხუნეს მას ცანი, და იხილა სული ღმრთისაი, გარდამომავალი ვითარცა ტრედი, მოვიდა
და დაადგრა მას ზედა.
17. და ხმაი იყო ზეცით და თქუა: ესე არს ძე ჩემი საყუარელი, რომელი მე სათნო -
ვიყავ.
1. მაშინ იესო აღმოიყვანა უდაბნოდ სულისაგან გამოცდად ეშმაკისაგან.
2. და იმარხა ორმეოცი დღე და ორმეოცი ღამე და მერმე შეემშია.
3. მოუხდა მას გამომცდელი იგი და ჰრქუა: უკუეთუ შენ ხარ ძე ღმრთისაი, თქუ, რაითა
ქვანი ესე პურ იქმნენ.
4. ხოლო იესო მიუგო და ჰრქუა: წერილ არს, რამეთუ არა პურითა ხოლო ცხონდების კაცი,
არამედ ყოვლითა სიტყვითა, რომელი გამოვალს პირისაგან ღმრთისა.
5. მაშინ წარიყვანა იგი ეშმაკმან მან წმიდისა ქალაქსა და დაადგინა იგი სართულსა მას
ზედა ტაძრისას.
6. და ჰრქუა მას: უკუეთუ ძე ხარ ღმრთისაი, გარდაიგდე თავი შენი ამიერ ქუეყანად,
რამეთუ წერილ არს, ვითარმედ ანგელოზთა მისთადა უბრძანებიეს შენთვის, და ხელთა მათთა
ზედა აღგიპყრან შენ, ნუსადა წარსცე ქვასა ფერხი შენი.
7. ჰრქუა მას იესო, ვითარმედ წერილ არს: არა განსცადო უფალი ღმერთი შენი.
8. კუალად წარიყვანა იგი ეშმაკმან მთასა ფრიად მაღალსა და უჩუენნა მას ყოველნი
სუფევანი სოფლისანი და დიდებაი მათი.
9. და ჰრქუა მას: ესე ყოველი მიგცე შენ, უკუეთუ დაჰვარდე და თაყუანის- მცე მე.
10. მაშინ ჰრქუა მას იესო: წარვედ ჩემგან მართლუკუნ, სატანა, რამეთუ წერილ არს:
უფალსა ღმერთსა შენსა თაყუანის - სცე და მას მხოლოსა ჰმსახურებდე.
11. მაშინ დაუტევა იგი ეშმაკმან მან, და ანგელოზნი მოვიდეს და ჰმსახურებდეს მას.
12. ხოლო ესმა რაი იესოს, ვითარმედ იოანე მიეცა, განეშორა და წარვიდა გალილეად.
13. და დაუტევა ნაზარეთი და მოვიდა და დაემკვიდრა კაპერნაუმს, საზღვართა
ზაბულონისთა და ნეფთალემისთა,
14. რაითა აღესრულოს თქმული იგი ესაია წინაისწარმეტყუელისაი, რომელი იტყვის:
15. ქუეყანაი ზაბულონისი, და ქუეყანაი ნეფთალემისი, გზაი ზღვისაი წიაღ იორდანესა,
გალილეაი წარმართთაი.
16. ერი რომელი სხდა ბნელსა, იხილა ნათელი დიდი, და რომელნი სხდეს სოფელსა და
აჩრდილთა სიკუდილისათა, ნათელი აღმოუბრწყინდა მათ.
17. მიერითგან იწყო იესო ქადაგებად და სიტყუად: შეინანეთ, რამეთუ მოახლებულ არს
სასუფეველი ცათაი.
18. და იქცეოდა რაი იესო ზღვის კიდესა მას გალილეაისასა, იხილნა ორნი ძმანი:
სვიმონ, რომელსა ეწოდა პეტრე, და ანდრია, ძმაი მისი, ითხევლიდეს რაი სათხეველითა
ზღუასა მას, რამეთუ იყვნეს მესათხევლე.
19. და რჰქვა მათ: მოვედით და შემომიდეგით მე, და გყვნე თქუენ მესათხევლე კაცთა.
20. ხოლო მათ მეყსეულად დაუტევეს ბადე მათი და შეუდგეს მას.
21. და წარმოვიდა მიერ და იხილნა სხუანი ორნი ძმანი, იაკობ ზებედესი და იოანე, ძმაი
მისი, ნავსა შინა, ზებედეს თანა, მამისა მათისა, გან-რაი - აგებდეს ბადეთა მათთა,
და უწოდა მათ.
22. ხოლო მათ მეყსეულად დაუტევეს ნავი იგი და მამაი მათი და მისდევდეს მას.
23. და მოჰვლიდა იესო ყოველსა გალილეასა და ასწავებდა შესაკრებელთა შორის მათთა და
ქადაგებდა სახარებასა სასუფეველისასა და განჰკურნებდა ყოველსა სენსა და ყოველსა
უძლურებასა ერსა შორის.
24. და განითქუა ამბავი მისი ყოველსა ქუეყანასა ასურასტანისასა. და მოჰგურიდეს მას
ყოველთა ბოროტად სნეულთა თითო - სახეთაგან სენთა და გუემითა შეპყრობილთა და
ეშმაკეულთა და ცისად - ცისად გუემულთა და განრღუეულთა; და განკურნნა იგინი.
25. და მისდევდა მას ერი მრავალი გალილეაით და ათქალაქით და იერუსალემით და
ჰურიასტანით და წიაღ იორდანით.
1. და ვითარცა იხილა იესო ერი იგი, აღვიდა მთასა და დაჯდა იგი მუნ, და მოუხდეს მას
მოწაფენი მისნი.
2. და აღაღო პირი თვისი, ასწავებდა მათ და ეტყოდა:
3. ნეტარ იყვნენ გლახაკნი სულითა, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათაი.
4. ნეტარ იყვნენ მგლოვარენი გულითა, რამეთუ იგინი ნუგეშინის-ცემულ იქმნენ.
5. ნეტარ იყვნენ მშვიდნი, რამეთუ მათ დაიმკვიდრონ ქუეყანაი.
6. ნეტარ იყვნენ, რომელთა ჰშიოდის და სწყუროდის სიმართლისათვის, რამეთუ იგინი
განძღენ.
7. ნეტარ იყვნენ მოწყალენი, რამეთუ იგინი შეიწყალნენ.
8. ნეატარ იყვნენ წმიდანი გულითა, რამეთუ მათ ღმერთი იხილონ.
9. ნეტარ იყვნენ მშვიდობის მყოფელნი, რამეთუ იგინი ძედ ღმრთისა იწოდნენ.
10. ნეტარ იყვნენ დევნულნი სიმართლისათვის, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათაი.
11. ნეტარ იყვნეთ თქუენ, რაჟამს გყუედრიდენ და გდევნიდენ, და თქუან ყოველი სიტყუაი
ბოროტი თქუენდა მომართ სიცრუით ჩემთვის.
12. გიხაროდენ და მხიარულ იყვენით, რამეთუ სასყიდელი თქუენი ფრიად არს ცათა შინა,
რამეთუ ეგრეთვე დევნნეს წინაისწარმეტყუელნი უწინარეს თქუენსა.
13. თქუენ ხართ მარილი ქუეყანისაი; უკუეთუ მარილი იგი განქარდეს, რაითა - მე
დაიმარილოს? არღარა შემძლელბელ არნ მერმე, არამედ განგებად გარე და დათრგუნვად
კაცთა მიერ.
14. თქუენ ხართ ნათელი სოფლისაი. ვერ ხელ - ეწიფების ქალაქსა დაფარვად მთასა ზედა
დაშენებულსა.
15. არცა აღანთიან სანთელი და დადგიან ქუეშე ხვიმირსა, არამედ სასანთლესა ზედა, და
ჰმნათობნ იგი ყოველთა, რომელნი არიედ სახლსა შინა.
16. ეგრეთ ბრწყინევდინ ნათელი თქუენი წინაშე კაცთა, რაითა, იხილნენ საქმენი თქუენნი
კეთილნი და ადიდებდენ მამასა თქუენსა ზეცათასა.
17. ნუ ჰგონებთ, ვითარმედ მოვედ დახსნად სჯულისა, გინა წინაისწარმეტყუელთა; არა
მოვედ დახსნად, არამედ აღსრულებად.
18. ამინ გეტყვი თქუენ: ვიდრემდე წარხდეს ცაი და ქუეყანაი, იოტა ერთი გინა რქაი
ერთი არა წარხდეს სჯულისაგან და წინაისწარმეტყუელთა, ვიდრემდის ყოველივე იქმნეს.
19. უკუეთუ ვინმე დახსნეს ერთი მცნებათა ამათგანი უმცირესთაი და ასწავოს ესრეთ
კაცთა, უმცირეს ეწოდოს მას სასუფეველსა ცათასა; ხოლო რომელმან ყოს და ასწავოს, ამას
დიდ ერქუას სასუფეველსა ცათასა.
20. ხოლო გეტყვი თქუენ: უკუეთუ არა აღემატოს სიმართლე თქუენი უფროის მწიგნობართა და
ფარისეველთა, ვერ შეხვიდეთ სასუფეველსა ცათასა.
21. გესმა, რამეთუ ითქვა პირველთა მათ მიმართ: არა კაცჰკლა; ხოლო რომელმან მოკლას,
თანამდებ არს სასჯელისა.
22. ხოლო მე გეტყვი თქუენ, რამეთუ რომელი განურისხნეს ძმასა თვისსა ცუდად, თანამდებ
არს სასჯელისა; და რომელმან ჰრქუას ძმასა თვისსა: რაკა, თანამდებ არს იგი
კრებულისაგან განსლვად; და რომელმან ჰრქუას ძმასა თვისსა: ცოფ, თანამდებ არს იგი
გეჰენიასა მას ცეცხლისასა.
23. უკეთუ შესწირვიდე შესაწირავსა საკურთხეველსა ზედა და მუნ მოგეხსენოს შენ,
ვითარმედ ძმაი შენი გულ - ძვირ რაიმე არს შენთვის,
24. დაუტევე შესაწირავი იგი წინაშე საკურთხეველსა მას, მივედ და დაეგე პარველად
ძმასა შენსა, და მაშინ მოვედ და შეწირე შესაწირავი შენი.
25. იყავ კეთილად მცნობელ წინამოსაჯულისა მის შენისა ადრე, ვიდრემდე ხარ მის თანა
გზასა ზედა, ნუუკუე მიგცეს შენ წინამოსაჯულმან მან შენმან მსაჯულსა, და მსაჯულმან
მსახურსა, და საპყრობილედ შეჰვარდე.
26. ამინ გეტყვი შენ: ვერ გამოხვიდე მიერ, ვიდრე არა მისცე უკუანაისკნელი კოდრატი.
27. გესმა, რამეთუ ითქუა: არა იმრუშო.
28. ხოლო მე გეტყვი თქუენ, რამეთუ ყოველნი, რომელი ჰხედვიდეს დედაკაცსა გულის
თქუმად მას, მუნვე იმრუშა მის თანა გულსა შინა თვისსა.
29. უკუეთუ თუალი შენი მარჯუენე გაცთუნებდეს შენ, აღმოიღე იგი და განაგდე შენგან,
რამეთუ უმჯობეს არს შენდა, რაითა წარწყმდეს ერთი ასოთა შენთაგანი, ვიდრე ყოველი
გუამი შენი შთავრდომად გეჰენიასა.
30. და უკუეთუ მარჯუენე ხელი შენი გაცთუნებდეს შენ, მოიკუეთე იგი და განაგდე
შენგან, რამეთუ უმჯობეს არს შენდა, რაითა წარწყმდეს ერთი ასოთა შენთაგანი, და არა
ყოველი გუამი შენი შთავარდეს გეჰენიასა.
31. თქმულ არს, რამეთუ რომელმან განუტევოს ცოლი თვისი, მისცეს მას განსატევებელი.
32. ხოლო მე გეტყვი თქუენ, რამეთუ ყოველმან, რომელმან განუტევოს ცოლი თვისი თვინიერ
სიტყვისა სიძვისა, მან ამრუშა იგი; რომელმან განტევებული შეირთოს, მანცა იმრუშა.
33. კუალად გესმა, რამეთუ ითქუა პირველთა მათ მიმართ: არა ცილი ჰფუცო, არამედ მისცე
უფალსა ფიცი შენი.
34. ხოლო მე გეტყვი თქუენ: არა ფუცვად ყოვლადვე, ნუცა ცასა, რამეთუ საყდარი არს
ღმერთისაი.
35. ნუცა ქუეყანასა, რამეთუ კუარცხლბეკი არს ფერხთა მისთაი; ნუცა იერუსალემსა,
რამეთუ ქალაქი არს მეუფისა დიდისაი;
36. ნუცა თავსა შენსა ჰფუცავ, რამეთუ ვერ ძალ - გიც ერთისა თმისა განსპეტაკებად
გინა დაშავებად.
37. არამედ იყავნ სიტყუაი თქუენი: ჰეი ჰე და არაი არა; ხოლო უმეტესი ამთსა
უკეთურისაგან არს.
38. გესმა, რამეთუ თქმულ არს: თუალი თუალისა წილ და კიბილი კბილისა წილ.
39. ხოლო მე გეტყვი თქუენ: არა წინააღდგომად ბოროტისა; არამედ რომელმან გცეს შენ
ყურიმალსა შენსა მარჯუენესა, მიუპყარ მას ერთკერძოიცა.
40. და რომელსა უნდეს სასჯელად და მიღებად კუართი შენი, მიუტევე მას სამოსელიცა
შენი.
41. და რომელი წარგიქცევდეს შენ მილიონ ერთ, მივლე მის თანა ორიცა.
42. და რომელი გთხოვდეს შენ, მიეც; და რომელსა უნდეს სესხებად შენგან, ნუ გარე -
მიიქცევი.
43. გესმა, რამეთუ თქმულ არს: შეიყუარო მოყუასი შენი და მოიძულო მტერი შენი.
44. ხოლო მე გეტყვი თქუენ: გიყუარდედ მტერნი თქუენნი და აკურთხევდით მწყევართა
თქუენთა და კეთილსა უყოფდით მოძულეთა თქუენთა და ულოცევდით მათ, რომელნი
გმძლავრობდენ თქუენ და გდევნიდენ თქუენ.
45. რაითა იყვნეთ თქუენ შვილ მამისა თქუენისა ზეცათაისა; რამეთუ მზე მისი აღმოვალს
ბოროტთა ზედა და კეთილთა, და წვიმს მართალთა ზედა და ცრუთა.
46. უკუეთუ გიყუარდენ მოყუასნი ხოლო თქუენნი, რაი სასყიდელი გაქუს? რამეთუ
მეზუერეთაცა ეგრეთვე ყვიან.
47. და უკუეთ მოიკითხვიდეს მეგობართა ხოლო თქუენთა, რასა უმეტეს იქმთ ? ანუ არა
მეზუერეთაცა ეგრეთვე ყვიან ?
48. იყვენით თქუენ სრულ, ვითარცა მამაი თქუენი ზეცათაი სრულ არს.
1. ეკრძალენით ქველის საქმესა თქუენსა, რაითა არა ჰყოთ წინაშე კაცთა სახილველად
მათა; უკუეთუ არა, სასყიდელი არა გაქუს მამისა თქუენისაგან ზეცათაისა.
2. ხოლო რაჟამს იქმოდე ქველის საქმესა, ნუ ჰქადაგებ წინაშე შენსა, ვითარცა - იგი
ორგულთა ყვიან შესაკრებელთა მათთა და უბანთა ზედა, რაითა იდიდნენ კაცთაგან. ამინ
გეტყვი თქუენ, მიუღებიეს სასყიდელი მათი.
3. ხოლო შენ რაჟამს ჰყოფდე ქველის საქმესა, ნუ სცნობნ მარცხენე შენი, რასა იქმოდის
მარჯუენე შენი.
4. რაითა იყოს ქველის საქმე შენი ფარულად, და მამაი შენი რომელი ჰხედავს დაფარულთა,
მოგაგოს შენ ცხადად.
5. და რაჟამს ილოცვიდე, არა იყო ეგრე, ვითარცა - იგი ორგულნი, რამეთუ უყუარნ
შესაკრებელთა შორის და უბანთა ზედა დგომაი და ლოცვაი, რაითა უჩუენონ კაცთა. ამინ
გეტყვი თქუენ: მიუღებიეს სასყიდელი მათი.
6. ხოლო შენ რაჟამს ილოცვიდე, შევედ საუნჯესა შენსა და დაჰხაშ კარი შენი და ილოცე
მამისა შენისა მიმართ ფარულად; და მამაი შენი რომელი ჰხედავს დაფარულთა, მოგაგოს
შენ ცხადად.
7. და რაჟამს ილოცვიდეთ, ნუ მრავალსა იტყვით, ვითარცა-იგი წარმართთაგანნი, რამეთუ
ჰგონებენ, ვითარმედ მრავლის მეტყუელებითა მათითა ისმინოს მათი.
8. ხოლო თქუენ ნუ ემსგავსებით მათ, რამეთუ იცის მამამან თქუენმან, რაი-იგი გიხმს
თქუენ, ვიდრე თხოვადმდე თქუენდა მისან.
9. ხოლო თქუენ ესრეთ ილოცვიდეთ: მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ
სახელი შენი;
10. მოვედინ სუფევაი შენი, იყავნ ნებაი შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა
ზედა;
11. პური ჩუენი არსობისაი მომეც ჩუენ დღეს;
12. და მომიტევენ ჩუენ თანანა დებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ
ჩუენთა;
13. და ნუ შემიყვანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩვენ ბოროტისაგან. რამეთუ
შენი არს სუფევაი და ძალი და დიდებაი საუკუნეთა მიმართ. ამინ.
14. უკეთუ მიუტევნეთ თქუენ კაცთა შეცოდებანი მათნი, მოგიტევნეს თქუენცა მამამან
თქუენმან ზეცათამან.
15. ხოლო უკუეთუ არა მიუტევნეთ კაცთა შეცოდებანი მათნი, არცა მამამან თქუენმან
მოიგიტევეს თქუენ შეცოდებანი თქუენნი.
16. და რაჟამს იმარხვიდეთ, ნუ იყოფით, ვითარცა - იგი ორგულნი მწუხარე, რამეთუ
განირყუნიან პირნი მათნი, რაითა ეჩუენნენ კაცთა მმარხველად. ამინ გეტყვი თქუენ:
მიუღებიეს სასყიდელი მათ.
17. ხოლო შენ. რაჟამს იმარხვიდე, იცხე თავსა შენსა და დაიბანე პირი შენი,
18. რაითა არა ეჩუენო კაცთა მმარხველად, არამედ მამასა შენსა დაფარულად; და მამაი
შენი რომელი ჰხედავს დაფარულთა, მოგაგოს შენ ცადად.
19. ნუ იუნჯებთ თქუენ საუნჯეთა ქუეყანასა ზედა, სადა მღილმან და მჭამელმან
განრყუნის, და სად მპარავთა დათხარიან და განიპარიან.
20. ხოლო თქუენ იუნჯებდით საუნჯეთა ცათა შინა, სადა არცა მღილმან, არცა მჭამელმან
განრყუნის, და სად არცა მპარავთა დათხარიან და განიპარიან.
21. რამეთუ სადაცა არს საუნჯე თქუენი, მუნცა იყოს გული თქუენი.
22. სანთელი გუამისაი არს თუალი. უკუეთუ თუალი შენი განმარტებულ იყოს, ყოველი გუამი
შენი ნათელ იყოს.
23. ხოლო უკუეთუ თუალი შენი ბოროტ იყოს, ყოველი გუამი შენი ბნელ იყოს. უკუეთუ
ნათელი იგი შენ შორის ბნელ არს, ბნელი იგი რაოდენ-მე?
24. ვერვის ხელ -ეწიფების ორთა უფალთა მონებად: ანუ ერთი იგი მოიძულოს და სხუაი იგი
შეიყუაროს, ანუ ერთისაი მის თავს - იდვას, და ერთი იგი შეურაც - ყოს. ვერ ხელ -
ეწიფების ღმრთისა მონებად და მამონაისა.
25. ამისთვის გეტყვი თქუენ: ნუ ჰზრუნავთ სულისა თქუენისათვის, რაი სჭამოთ და რაი
ჰსუათ, ნუცა ხორცთა თქუენთათვის, რაი შეიმოსოთ. ანუ არა სული უფროის არს საზრდელისა
და გუამის სამოსლისა?
26. მიჰხედეთ მფრინველთა ცისათა, რამეთუ არა სთესვენ, არცა მკიან, არცა შეიკრებენ
საუნჯეთა, და მამაი თქუენი ზეცათაი ზრდის მათ; არა - მე თქუენ უფროის უმჯობეს ხართა
მფრინველთა ?
27. ანუ ვინმე თქუენგანი ზრუნვიდეს და შეუძლოს შეძინებად ჰასაკსა თვისსა წყრთა ერთ?
28. და სამოსლისათვიის რაისა ჰზრუნავთ? განიცადენით შროშანნი ველისანი, ვითარ - იგი
აღორძნდის ! არა შურებინ, არცა სთავნ.
29. ხოლო გეტყვი თქუენ, რამეთუ არცაღა სოლომონ ყოველსა მას დიდებასა მისსა შეიმოსა,
ვითარცა ერთი ამათგანი.
30. უკეთუ თივაი იგი ველისაი, რომელი დღეს არს და ხვალე თორნესა შთაეგზნის,
ღმერთმან ესრეთ შემოსის, არა - მე უფროის თქუენ, მცირედ მორწმუნენო !
31. ნუ ჰზრუნავთ და იტყვით: რაი ვჭამოთ ანუ რაი ვსუათ, ანუ რაი შევიმოსოთ ?
32. რამეთუ ამას ყოველსა წარმართნი ეძიებენ; რამეთუ იცის მამამან თქუენმან
ზეცათამან, რაი გიხმს ამათ ყოველთაგან.
33. ხოლო თქუენ ეძიებდით პირველად სასუფეველსა ღმრთისასა და სიმართლესა მისსა, და
ესე ყოველი შეგეძინოს თქუენ.
34. ნუ ჰზრუნავთ ხვალისათვის, რამეთუ ხვალემან იზრუნოს თავისა თვისისა. კმა არს
დღისაი მის სიბოროტე თვისი.
1. ნუ განიკითხავთ, რაითა არა განიკითხნეთ.
2. რამეთუ რომელითა განკითხვითა განიკითხვიდეთ, განიკითხნეთ, და რომლითა საწყაულითა
მიუწყოთ, მოგეწყოთ თქუენ.
3. ანუ რაისა ჰხედავ წუელსა თუალსა შინა ძმისა შენისასა და დვირესა თუალსა შინა
შენსა არა განიცდი ?
4. ანუ ვითარ ჰრქუა ძმასა შენსა: მაცადე და აღმოგიღო წუელი თუალისაგან შენისა, და
აჰა ეგერა დვირე თუალსა შინა შენსა !
5. ორგულო! აღმოიღე პირველად დვირე თუალისაგან შენისა, და მაშინ იხილო აღმოღებად
წუელი თუალისაგან ძმისა შენისა.
6. ნუ მისცემთ სიწმიდესა ძაღლთა, ნუცა დაუფენთ მარგალიტსა თქუენსა წინაშე ღორთა,
ნუუკუე დათრგუნონ იგი ფერხითა მათითა და მოიქცენ და განგხეთქნენ თქუენ.
7. ითხოვდით, და მოგეცეს თქუენ; ეძიებდით, და ჰპოვოთ; ირეკდით, და განგეღოს თქუენ.
8. რამეთუ ყოველი რომელი ითხოვდეს, მოიღოს, და რომელი ეძიებდეს, პოვოს და რომელი
ირეკდეს, განეღოს.
9. ანუ ვინ არს თქუენგან კაცი, რომელსა სთხოვდეს ძე თვისი პურსა, ნუ ქვაი მისცეს
მას?
10. გინა თუ თევზსა სთხოვდეს, ნუ გუელი მიცეს მას?
11. უკუეთუ თქუენ უკეთურთა, იცით მისაცემელი კეთილი მიცემად შვილთა თქუენთა, რაოდენ
უფროისღა მამამან თქუენმან ზეცათამან მოსცეს კეთილი, რომელნი სთხოვდენ მას !
12. ყოველი, რომელი გინდეს თქუენ, რაითა გიყონ კაცთა, ეგრეთცა თქუენ ყავთ მათ
მიმართ, რამეთუ ესრეთ არს სჯული და წინაისწარმეტყუელნი.
13. შევედით იწროისაგან ბჭისა, რამეთუ ვრცელ არს ბჭე და ფართო არს გზაი, რომელსა
მიჰყავს წარსაწყმედელად, და მრავალნი ვლენან მას ზედა.
14. ვითარ - იგი იწრო არს ბჭე და საჭირველ გზაი, რომელი მიიყვანებს ცხოვრებასა, და
მცირედნი არიან, რომელნი ჰპოვებენ მას.
15. ეკრძალენით ცრუწინაისწარმეტყუელთაგან, რომელნი მოვიდოდიან თქუნდა სამოსლითა
ცხოვართაითა, ხოლო შინაგან იყვნენ მგელ მტაცებელ.
16. ნაყოფთა მათთაგან იცნნეთ იგინი. ნუუკუე შეკრიბიან ეკალთაგან ყურძენი, ანუ
კუროისთავთაგან ლეღვი ?
17. ესრეთ ყოველმან ხემან კეთილმან ნაყოფი კეთილი გამოიღოს, ხოლო ხემან ხენეშმან
ნაყოფი ხენეში გამოიღოს.
18. ვერ ხელ - ეწიფების ხესა კეთილსა ნაყოფისა ხენეშისა გამოღებად, და არცა ხესა
ხენეშსა ნაყოფი კეთილი ყოფად.
19. ყოველმან ხემან რომელმან არა ყოს ნაყოფი კეთილი, მოეკუეთოს და ცეცხლსა დაედვას.
20. ნაყოფთა სამე მათთაგან იცნნეთ იგინი.
21. არა ყოველმან რომელმან მქუას მე: უფალო, უფალო! შევიდეს იგი სასუფეველსა
ცათასა, არამედ რომელმან ყოს ნებაი მამისა ჩემისა ზეცათაისაი.
22. მრავალთა მრქუან მე მას დღესა შინა: უფალო, უფალო, არა სახელითა შენითა
ვწინაიმეტყუელებდითა და სახელითა შენითა ეშმაკნი განვასხენით და სახელითა შენითა
ძალნი მრავალნი ვქმნენით?
23. მას ჟამსა ვჰრქუა მათ, ვითარმედ: არა გიცნი თქუენ, განმეშორენით ჩემგან ყოველნი
მოქმედნი უსჯულოებისანი.
24. ყოველმან, რომელმან ისიმნეს სიტყუანი ესე ჩემნი. და ყვნეს იგინი, ვამსგავსო იგი
კაცსა გონიერსა, რომელმან აღაშენა სახლი თვისი კლდესა ზედა.
25. და გარადმოხდა წვიმაი, მოვიდეს მდინარენი, ქროდეს ქარნი. და ეკუეთნეს სახლსა
მას, და არა დაეცა, რამეთუ დაფუძნებულ იყო კლდესა ზედა.
26. და ყოველმან. რომელმან ისმინნეს სიტყუანი ესე ჩემნი და არა ყვნეს იგინი,
ემსგავსოს იგი კაცსა ცოფსა, რომელმან აღაშენა სახლი თვისი ქვიშასა ზედა.
27. და გარდამოხდა წვიმაი, მოვიდეს მდინარენი, ქროდეს ქარნი და ეკუეთნეს სახლსა
მას, და დავცა. და იყო დაცემაი იგი მისი დიდ ფრიად.
28. და იყო, რაჟამს დაასრულნა იესო სიტყუანი ესე, განუკვირდებოდა ერსა მას
მოძღურებაი იგი მისი.
29. რამეთუ იყო სწავლაი იგი მისი მათა მიმართ, ვითარცა - იგი ვის ხელ - მწიფებაი
აქუნ, და არა ვითარ - იგი მწიგნობარნი მათნი და ფარისეველნი.
1. და გარდამოვიდოდა რაი იგი მიერ მთით, მოსდევდა მას ერი მრავალი.
2. და აჰა ესერა კეთროვანი ვინმე მოუხდა, თაყუანის - სცემდა მას და ეტყოდა: უფალო,
უკუეთუ გინდეს, ძალ -გიც გაწმენდაი ჩემი.
3. და მიყო ხელი თვისი იესო, შეახო მას და ჰრქუა: მნებავს, განწმიდენ. და მეყსეულად
განწმიდნა იგი კეთროვნებისა მისგან.
4. და ჰრქუა მას იესო: იხილე, ნუვის ურთხრობ, არამედ წარვედ და უჩუენე თავი შენი
მღდელსა და შეწირე შესაწირავი შენი, რომელი ბრძანა მოსე საწამებელად მათა.
5. და შე - რაი - ვიდა იგი კაპერნაუმდ, მოუხდა მას ასისთავი, ევედრებოდა მას
6. და ეტყოდა: უფალი, მონაი ჩემი დაცემულ არს სახლსა შინა ჩემსა განრღუეული და
ფრიად იგუემების.
7. ჰრქვა მას იესო: მე მოვიდე და განვკურნო იგი.
8. მიუგო ასისთავმან მან და ჰრქუა: უფალო, არა ღირს ვარ მე, რაითამცა სართულსა
ჩემსა ქუეშე შემოხუედ, არამედ სიტყვით ხოლო თქუ, და განიკურნოს მონაი იგი ჩემი.
9. რამეთუ მეცა კაცი ვარ ხელ - მწიფებასა ქუეშე, და მქონან ჩემ ქუეშე, და მქონან
ჩემ ქუეშე ერისაგანნი; და ვჰრქვი ამას: წარვედ! და წარვიდის; და სხუასა: მოვედ! და
მოვიდის; და მონასა ჩემსა: ქმენ ესე, და ქმნის.
10. ესმა რაი ესე იესოს, დაუკვიდა და ჰრქუა ერსა მას, რომელნი მისდევდეს მას: ამინ
გეტყვი თქუენ, არცაღა ისრაელსა შორის ესოდენი სარწმუნოებაი ვპოვე.
11. ხოლო გეტყვი თქუენ, რამეთუ მრავალნი მზის აღმოსავალით და დასავალით მოვიდოდიან
და ინახ - იდგმიდენ აბრაჰამის თანა და ისააკის თანა და იაკობის თანა სასუფეველსა
ცათასა;
12. ხოლო ძენი იგი სასუფეველისანი განითხინენ ბნელსა მას გარესკნელსა. მუნ იყოს
ტირილი და ღრჭენაი კბილთაი.
13. და ჰრქუა იესო ასისთავსა მას: წარვედ და, ვითარცა გრწმენა, გეყავნ შენ. და
განიკურნა მონაი იგი მას ჟამსა შინა.
14. და მოვიდა იესო სახლსა პეტრესსა. და იხილა სიდედრი იგი მისი, დავრდომილი
მხურვალებითა.
15. და შეახო ხელსა მისსა, და დაუტევა იგი მხურვალებამან, აღდგა. და ჰმსახურებდა
მას.
16. და ვითარცა შემწუხრდა, მოჰგვარეს მას ეშმაკეულები მრავალი, და განასხა სულები
იგი სიტყვითა და ყოველნი. რომელნი ბოროტად სნეულ იყვნენს, განკურნნა.
17. რაითა აღესრულოს თქმული იგი ესაია წინაისწარმეტყველისაი, რომელ თქუა: მან
უძლურებანი ჩუენნი მიიხუნა და სნეულებანი ჩუენნი იტვირთნა.
18. ვითარცა იხილა იესო ერი მრავალი გარემო მისა, უბრძანა წიაღსლვაი მიერ კერძო.
19. და მოუხდა მას ერთი მწიგნობარი და ჰრქუა: მოძღუარ, მიგდევდე შენ, ვიდრეცა
ხვიდოდი.
20. ჰრქუა მას იესო: მელთა ხურელი უჩს და ფრინველთა ცისათა საყოფელი, ხოლო ძესა
კაცისასა არა აქუს, სადა თავი მიიდრიკოს.
21. და სხუამან მოწაფეთა მისთაგანმან ჰრქუა მას: უფალო, მიბრძანე მე პირველად
მისლვად და დაფლვად მამისა ჩემისა.
22. ხოლო იესო ჰრქუა მას: შენ მომდევდი მე და აცადენ მკუდარნი დაფლვად თვისთა
მკუდართა.
23. და აღვიდა იგი ნავსა, და მისდევდეს მას მოწაფენი მისნი.
24. და აჰა ესრა აღძრვაი იყო დიდი ზღუასა შინა, ვიდრე დაფარვადმდე ნავისა
ღელვათაგან. ხოლო თავადსა ეძინა.
25. და მოუხდეს მას მოწაფენი მისნი და აღადგინეს იგი და ეტყოდეს: უფალო, მიხსნენ
ჩუენ, რამეთუ წარვწყმდებით.
26. და თავადმან ჰრქუა მათ: რაისა შეჰშინდით, მცირედ მორწმუნენო? მაშინ აღდგა და
შეჰრისხნა ქართა მათ და ზღუასა, და იქმნა მეყსეულად დაყუდება დიდ.
27. ხოლო კაცთა მათ უკვირდა, და იტყოდეს: რაბამ ვინმე არს ესე, რამეთუ ქარნიცა და
ზღუაიცა ერჩიან მას?
28. და ვითარცა მოვიდა იგი მიერ კერძო სოფელსა მას გერგესეველთასა. შეემთხვინეს მას
ორნი ეშმაკეულნი, რომელნი გამოვიდოდეს საფლავებისაგან, ფრიად ბოროტნი, ვიდრეღა
ვერვის ხელ - ეწიფებოდა წარსლვაი მიერ გზით.
29. და ღაღად - ყვეს და იტყოდეს: რაი ძეს ჩუენი და შენი, იესო, ძეო ღმრთისაო?
მოხუედ აქა უწინერეს ჟამისა ტანჯვად ჩუენდა.
30. იყო შორს მათგან კოლტი ღორთაი მძოვარი.
31. ხოლო ეშმაკნი იგი ევედრებოდეს მას და ეტყოდეს: უკუეთუ განგუასხამ ჩუენ,
მიბრძანე ჩუენ მისლვად კოლტსა იმასა ღორთასა.
32. და ჰრქუა მათ: მივედით! ხოლო იგინი, განვიდეს კაცთა მათგან და მიჰმართეს კოლტსა
მას ღორთასა. და მიჰმართა ყოველმან კოლტმან კბოდესა მას ზღვისასა, და მოწყდეს იგინი
წყალთა მათ შინა.
33. ხოლო მწყემსნი იგი ივლტოდეს და წარვიდეს ქალაქად და უთხრეს ყოველივე ეშმაკეულთა
მათთვის.
34. მაშინ ყოველი იგი ქალაქი გამოვიდა შემთხუევად იესოისა. და იხილეს იგი და
ევედრებოდეს, რაითა წარვიდეს საზღვართა მათთაგან.
1. და შევიდა ნავსა და წაიღხდა და მოვიდა თვისად ქალაქად.
2. მაშინ მოართუეს მას განრღუეული ცხედარსა ზედა მდებარე. და იხილა იესო
სარწმუნოებაი მათი და ჰრქუა განრღუეულსა მას: ნუ გეშინინ, შვილო, მოგეტევნენ შენ
ცოდვანი შენნი!
3. და აჰა ესერა მწიგნობართაგანთა ვიეთმე თქუეს გულთა შინა მათთა, ვითარმედ: ესე
ჰგმობს.
4. იცნოდა იესო ზრახვანი მათნი და ჰრქუა მათ; რაისა თქუენ ბოროტსა ჰზრახავთ გულთა
შინა თქუენთა?
5. რაი უადივილეს არს სიტყუად: მიგეტევნენ შენ ცოდვანი შენნი, ანუ სიტყუად: აღდეგ
და ვიდოდე?
6. ხოლო რაითა უწყოდით, რამეთუ ხელეწიფებაი აქუს ძესა კაცისასა ქუეყანასა ზედა
მიტევებად ცოდვათა, მაშინ ჰრქუა განრღუეულსა მას: აღდეგ, აღიღე ცხედარი შენი. და
წარვედ სახიდ შენდა.
7. და იგი მეყსეულად აღდგა, და წარვიდა სახით თვისად.
8. იხილა რაი ესე ერმან მან, დაუკვირდა. და ადიდებდეს ღმერთსა, რომელმან მოსცა
ესევითარი ხელმწიფებაი კაცთა.
9. და წარვიდოდა მიერ იესო, იხილა კაცი, რომელი ჯდა საზუერესა, მათეოს სახელი მისი,
და ჰრქუა მას: მომდევდი მე! და აღდგა, და მისდევდა მას.
10. და იყო ჯდა რაი იგი ინახით სახლსა შინა, და მრავალნი მეზუერენი და ცოდვილნი
სხდეს ინახით იესოის თანა და მოწაფეთა მისთა თანა.
11. და ვითარცა იხილეს ფარისეველთა მათ, ჰრქუეს მოწაფეთა მისთა: რაისათვის მეზეურთა
და ცოდვილთა თანა ჭამს მოძღუარი თქუენი?
12. ხოლო იესოს ვითარცა ესმა, ჰრქუა მათ: არა უხმს ცოცხალთა მკურნალი, არამედ
სნეეულთა.
13. ხოლო თქუენ წარვედით და ისწავეთ, რაი არს: წყალობაი მნებავს და არა მსხუერპლი,
რამეთუ არა მოვედ წოდებად მართალთა, არამედ ცოდვილთა სინანულად.
14. მაშინ მოუხდეს მას მოწაფენი იოანესნი და ეტყოდეს: რაისათვის ჩუენ და
ფარისეველნი ვიმარხავთ ფრიად, ხოლო მოწაფენი შენნი არა იმარხვენ ?
15. ჰრქუა მათ იესო: ხელ - ეწიფებისა ძეთა სიძისათა გლოვად, ვიდრემდე მათ თანა არს
სიძე ? მოვლენან დღენი, რაჟამს ამაღლდეს მათგან სიძე იგი, და მაშინ იმარხვიდენ.
16. არავინ დაადგის სადგმელი უმურკნველი სამოსელსა ძუელსა, რამეთუ აღიღის სავსებაი
სამოსლისა მისგან, და უფროისი განხეთქილებაი იქმნის.
17. არცა შთაასხიან ღვინოი ახალი თხიერთა ძუელთა, რაითა არა განსქდენ თხიერნი და
ღვინოი დაითხიოს, და თხიერნი წარწყმდენ. არამედ შთაასხიან ღვინოი ახალი თხეირთა
ახალთა, და ორნივე დაიმარხნიან.
18. და ვითარცა - იგი ამას ეტყოდა. მათ, მაშინ მოუხდა მას მთავარი ერთი,
თაყვანის-სცემდა მას, და ეტყოდა, ვითარმედ: ასული ჩემი აწღა აღესრულა; არამედ
მოვედ. და დასდევ ხელი შენი მას ზედა, და ცხოვნდეს.
19. და აღდგა იესო და შეუდგა მას, და მოწაფენი მისნი მის თანა.
20. და აჰა ესერა დედაკაცი ვინმე, რომელი იყო სისხლისა დინებასა ათორმეტ წელ,
მოუხდა ზურგით და შეახო ფესუსა სამოსლისა მისისასა.
21. რამეთუ იტყოდა გულსა თვისსა, ვითარმედ: შე - ხოლო თუ - ვახო სამოსელსა მისსა,
ვცხონდე.
22. ხოლო იესო მიექცა, იხილა იგი და ჰრქუა მას: ნუ გეშინინ, ასულო, სარწმუნოებამან
შენმან გაცხოვნა შენ. და განიკურნა დედაკაცი იგი მიერ ჟამითგან.
23. და მოვიდა იესო სახლსა მის მთავრისასა და იხილა მუნ მგოსნები და ერი კრებული და
შფოთი.
24. და ჰრქუა მათ: განეშორენით, რამეთუ არა მომკუდარ არს ეგე, არამედ სძინავს. ხოლო
იგინი ეკიცხევდეს მას.
25. და რაჟამს გამოასხა ერი იგი, შევიდა და უპყრა ხელი მისი და აღადგინა ქალი იგი.
26. და განხდა ჰამბავი მისი ყოველსა მას ქუეყანასა.
27. და წარმო – რაი - ვიდოდა მიერ იესო, მოსდევდეს მას ორნი ბრმანი, ღაღადებდეს და
იტყოდეს: შემიწყალენ ჩუენ, ძეო დავითსაო!
28. და ვითარცა შევიდა იესო სახლსა, მოუხდეს მას ბრმანი იგი, და ჰრქუა მათ იესო:
გრწამსა, ვითარმედ ძალ - მიც ესე ყოფად ? ჰრქუეს მათ: ჰე, უფალო.
29. მაშინ შეახო თუალთა მათთა და ჰრქუა მათ: სარწმუნოებისა თქუენისაებრ გეყავნ
თქუენ!
30. და მეყსეულად აღეხილნეს თუალნი მათნი. და შეჰრისხნა მათ იესო და ჰრქუა: იხილეთ,
ნუმცა ვინ უწყის.
31. ხოლო იგინი გამოვიდეს და მიმოდადვეს იგი ყოველსა მას ქუეყანასა.
32. და ვითარცა - იგი გამო – ოდენ - ვიდეს, მიჰგუარეს მას კაცი ყრუი და ეშმაკეული.
33. და ვითარცა განხდა ეშმაკი იგი, იტყოდა ყრუი იგი, და დაუკვირდებოდა ერსა მას და
იტყოდეს. ვითარმედ: არასადა ისრაელსა შორის ესრეთ გამოჩნდა.
34. ხოლო ფარისეველნი იტყოდეს: მთავრითა ეშმაკთაითა განასხამს ეშმაკთა.
35. და მოჰვლიდა იესო ქალაქებსა ყოველსა და დაბნებსა და ასწავებდა შესაკრებელსა
შორის მათსა და ქადაგებდა სახარებასა სასუფეველისასა და განჰკურნებდა ყოველთა სენთა
და ყოველთა უძლურებათა ერსა შორის.
36. და ვითარცა იხილა ერი იგი, შეეწყალნეს იგინი, რამეთუ იყვნეს დამაშურალ და
დაცვივნებულ, ვითარცა ცხოვარნი, რომელთა არა აქუნ მწყემსი.
37. მაშინ ჰრქუა მოწაფეთა თვისთა, ვითარმედ: სამკალი ფრიად არს, ხოლო მუშაკნი –
მცირედ.
38. ევედრენით უფალსა სამკალისასა, რაითა გამოავლინნეს მოქმედნი სამკალსა თვისსა.
1. და მოუწოდა ათორმეტთა მოწაფეთა თვისთა და მისცა მათ ხელმწიფებაი სულთა ზედა
არაწმიდათა, რაითა განასხმიდენ მათ და განჰკურნებდენ ყოველთა სენთა და ყოლველთა
უძლურებათა.
2. ხოლო ათორმეტთა მათ მოციქულთა სახელები ესე არს: პირველად სვიმონ, რომელსა ეწოდა
პეტრე, და ანდრია, ძმაი მისი, იაკობ ზებედესი და იაონე, ძმაი მისი,
3. ფილიპე და ბართლომე, თომა და მათეოს მეზუერე, იაკობ ალფესი და ლებეოს, რომელსა
ეწოდა თადეოს.
4. სვიმონ კანანელი და იუდა ისკარიოტელი, რომელმანცა განსცა იგი.
5. ესე ათორმეტნი წარავლინნა იესო, ამცნო მათ და ჰრქუა: გზასა წარმართთასა ნუ
მიხუალთ და ქალაქსა სამარიტელთასა ნუ შეხუალთ.
6. არამედ მივედით უფროის ხოლო ცხოვართა მათ წარწყმედულთა სახლისა ისრაელისათა.
7. და მი – რაი - ხვიდეთ, ქადაგებდით და იტყოდეთ, ვითარმედ მოახლებულ არს
სასუფეველი ცათაი.
8. უძლურთა განჰკურნებდით, მკუდართა აღადგინებდით, კეთროვანთა განსწმედდით, ეშმაკთა
განასხემდით. უსასყიდლოდ მიგიღებიეს და უსასყოდლოცა მისცემდით.
9. ნუ მოიგებთ ოქროსა, ნუცა ვეცხლსა, ნუცა რვალსა სარტყელთა თქუენთა,
10. ნუცა ვაშკარანსა გზასა ზედა, ნუცა ორსა სამოსელსა, ნუცა ხამლთა, ნუცა კუერთხსა,
რამეთუ ღირს არს მუშაკი სასყიდლისა თვისისა.
11. რომელსა ქალაქსა ანუ დაბასა შეხვიდეთ, გამოიკითხეთ, ვინ ღირს იყოს, მუნ
დაადგერით ვიდრე გამოსლვადმდე.
12. და შე – რაი - ხვიდოდით სახლსა მას, მოიკითხეთ იგი და თქუთ: მშვიდობაი სახლსა
ამასა.
13. და უკუეთუ სახლი იგი ღირს იყოს, მოვედინ მშვიდობაი თქუენი მას ზედა; უკეთუ არა
ღირს იყოს, მშვიდობაი თქუენი თქუენდავე მოიქეცინ.
14. და უკუეთუ არავინ შეგიწყნარნეს თქუენ და არცა ისმინნეს სიტყუანი თქუენნი, გამო
– რაი - ხვიდოდით მიერ სახლით, გინა მიერ ქალაქით, განიყარეთ მტუერი ფერხთა
თქუენთაი.
15. ამინ გეტყვი თქუენ: უმოლხინეს იყო ქუეყანაი იგი სოდომისაი და გომორისაი დღესა
მას სასჯელისასა, ვიდრე ქალაქი იგი.
16. აჰა მე მიგავლინებ თქუენ, ვითარცა ცხოვართა შორის მგელთა; იყვენით უკუე
მეცნიერ, ვითარცა გუელნი, და უმანკო, ვითარცა ტრედნი.
17. ეკრძალებოდეთ კაცთაგან, რამეთუ მიგცემდენ თქუენ კრებულსა. და შორის
შესაკრებელთა მათთა გტანჯვიდენ თქუენ.
18. და წინაშე მთავართა და მეფეთა მიგიყვანნენ თქუენ ჩემთვის. საწამებელად მათა და
წარმართთა.
19. და რაჟამს მიგცნენ თქუენ, ნუ ჰზრუნავთ, ვითარ ანუ რასა იტყოდით, რამეთუ მოგეცეს
თქუენ მას ჟამსა შინა, რასა - იგი იტყოდით.
20. რამეთუ არა თქუენ იყვნეთ მეტყუელნი, არამედ სული მამისა თქუენისაი, რომელი
იტყოდის თქუენ შორის.
21. რამეთუ მისცეს ძმამან ძმაი სიკუდიდ. და მამამან შვილი; და აღდგენ შვილნი
მამა-დედათა ზედა და მოჰკლვიდენ მათ.
22. და იყვნეთ თქუენ მოძულებულ ყოველთაგან სახელისა ჩემისათვის. ხოლო რომელმან
დაითმინოს სრულიად, იგი ცხოვნდეს.
23. რაჟამს გდევნიდენ თქუენ ამიერ ქალაქით, მიივლტოდეთ სხუად. ამინ გეტყვი თქუენ:
ვერ დაასრულოთ ქალაქები ისრაელისაი, ვიდრემდის ძე კაცისაი მოვიდეს.
24. არა არს მოწაფე უფროის მოძღურისა თვისისა, არცა მონაი უფროის უფლისა თვისისა.
25. კმა არს მოწაფისა მის, უკეთუ იყოს, ვითარცა მოძღუარი თვისი, და მონაი იგი,
ვითარცა უფალი თვისი. უკუეთუ სახლისა უფალსა ბელზებულით ჰხადოდეს, რაოდენ უფროის
სახლეულთა მისთა?
26. ნუუკუე გეშინინ მათგან, რამეთუ არა არს დაფარული, რომელი არა გამოჩნდეს, და
არცა საიდუმლოი, რომელი არა გამოცხადნეს.
27. რომელი გარქუ თქუენ ბნელსა შინა, თქუენ თქუთ ნათელსა შინა, და რომელი ყურთა
გესმა, ქადაგებდით ერდოთა ზედა.
28. და ნუ გეშინინ მათგან, რომელთა მოწყვიდნენ ხორცნი, ხოლო სულისა ვერ
ხელ-ეწიფების მოკლვად. არამედ გეშინოდენ მისა უფროის, რომელი შემძლებელ არს სულისა
და ხორცთა წარწყმედად გეჰენიასა შინა.
29. ანუ არა ორი სირი ასარის განისყიდების ? და ერთიცა მათგანი არა დავარდების
ქუეყანასა ზედა თვინიერ მამისა თქუენისა.
30. ხოლო თქუენნი თავისა თმანიცა ყოველნი განრაცხილ არიან.
31. ნუ გეშინინ, რამეთუ მრავალთა სირთა უმჯობეს ხართ თქუენ.
32. ყოველმან, რომელმან აღიაროს ჩემდამო წინაშე კაცთა, მეცა აღვიარო იგი წინაშე
მამისა ჩემისა ზეცათაისა.
33. და რომელმან უარ – მყოს მე წინაშე კაცთა, უარ – ვყო იგი მეცა წინაშე მამისა
ჩემისა ზეცათაისა.
34. ნუ ჰგონებთ, ვითარმედ მოვედ მე მიფენად მშვიდობისა ქუეყანასა ზედა; არა მოვედ
მიფენად მშვიდობისა,არამედ მახვილსა.
35. რამეთუ მოვედ განყოფად კაცისა მამისაგან თვისისა და ასული დედისაგან თვისისა და
სძალი დედამთილისაგან თვისისა.
36. და მტერ იყვნენ კაცისა სახლეულნი თვისნი.
37. რომელსა უყუარდეს მამაი ანუ დედაი უფროის ჩემსა, არა არს იგი ჩემდა ღირს; და
რომელსა უყუარდეს ძე ანუ ასული უფროის ჩემსა, იგი არა არს ჩემდა ღირს.
38. და რომელმან არა აღიღოს ჯუარი თვისი და შემომიდგეს მე, იგი არა არს ჩემდა ღირს.
39. რომელმან მოიპოვოს სული თვისი, წარიწყმიდოს იგი; და რომელმან წარიწყმიდოს სული
თვისი ჩემთვის, მან პოვოს იგი.
40. რომელმან შეგიწყნარნეს თქუენ, მე შემიწყნარა; და რომელმან მე შემიწყნაროს,
შემიწყნაროს მომავლინებელი ჩემი.
41. რომელმან შეიწყნაროს წინაისწარმეტყუელი სახელად წინაისწარმეტყუელისა, სასყიდელი
წინაისწარმეტყუელისაი მიიღოს; და რომელმან შეიწყნაროს მართალი სახელად მართლისა,
სასყიდელი მართლისაი მიიღოს.
42. და რომელმან ასუას ერთსა მცირეთაგანსა სამუმელი ერთი წყალი გრილი სახელად
მოწაფისა, ამინ გეტყვი თქუენ, არა წარუწყმდეს სასყიდელი მისი.
1. და იყო რაჟამს დაასრულნა იესო ბრძანებანი ესე ათორმეტთა მიმართ მოწაფეთა მისთა,
წარვიდა მიერ ქადაგებად და სწავლად ქალაქებსა მათსა.
2. ხოლო იოანეს რაი ესმნეს საპყრობილესა შინა საქმენი ქრიტესნი, მიავლინნა ორნი
მოწაფენი თვისნი.
3. და ჰრქუა: შენ ხარა მომავალი იგი ანუ სხუასა მოველოდით ?
4. ხოლო იესო მიუგო და ჰრქუა მათ: მივედით და უთხართ იოანეს, რომელი გესმის და
ჰხედავთ:
5. ბრმანი აღიხილვენ, მკელობელნი ვლენან, კეთროვანნი განწმდებიან და ყურთა ესმის,
მკუდარნი აღდგებიან და გლახაკთა ეხარების.
6. და ნეტარ არს, რომელი არა დაბრკოლდეს ჩემდა მომართ.
7. და ვითარცა ესენი წარვიდეს, იწყო იესო სიტყუად ერსა მას იოანესთვის: რაისა
გამოხუედით უდაბნოდ ხილვად? ლერწმისა, ქარისაგან შერყეულისა?
8. არამედ რაისა გამოხუედით ხილვად? კაცისა, ჩჩვილითა სამოსლითა შემოსილისა? აჰა
ესერა რომელნი ჩჩვილითა სამოსელითა შემოსილ არიან, სახლთა შინა სამეუფოთა არიან.
9. არამედ რაისა გამოხუედით ხილვად? წინაისწარმეტყუელისა? ჰე, გეტყვი თქუენ, და
უმეტეს წინაისწარმეტყუელისა.
10. რამეთუ ესე არს, რომლისა თვის წერილ არს: აჰა ესერა წარვავლინო ანგელოზი ჩემი
წინაშე შენსა, რომელმან განმზადნეს გზანი შენნი წინაშე პირსა შენსა.
11. ამინ გეტყვი თქუენ: არა აღდგომილ არს ნაშობთაგანი დედათაი უფროის იოანე
ნათლისმცემელისა; ხოლო უმცირესი სასუფეველსა ცათასა უფროის მისსა არს.
12. რამეთუ დღითგან იოანე ნათლის - მცემელისაით ვიდრე აქამომდე სასუფეველი ცათაი
იიძულების, და რომელნი აიძულებდენ მათ მიიტაცონ იგი.
13. რამეთუ ყოველნი წინაისწარმეტყუელნი და სჯული ვიდრე იოანესამდე
წინაისწარმეტყუელებდეს.
14. და უკუეთუ გნებავს შეწყნარების, იგი არს ილია, რომელი მოვალს.
15. რომელსა ასხენ ყურნი სმენად, ისმინენ !
16. აწ ვის ვამსგავსო ნათესავი ესე? მსგავს არს ყრმათა, რომელნი სხენედ უბანთა და
მოუწესედ მოყუასთა თვისთა.
17. და ეტყვიედ მათ: გისტვინევდით თქუენ, და არა ჰროკევდით; გიგოდებდით, და არა
ეტყებდით.
18. რამეთუ მოვიდა იოანე, არცა ჭამადა, არცა სუმიდა, და იტყვიან, ვითარმედ:
ეშმაკეულ არს.
19. მოვიდა ძე კაცისაი. ჭამს და სუამს, და იტყვიან: აჰა კაცი მჭამელი და ღვინის
მსუმელი, მეგობარი მეზუერეთაი და ცოდვილთაი. და განმართლდა სიბრძნე შვილთაგან
თვისთა.
20. მაშინ იწყო იესო ყუედრებად ქალაქებისა მის, სადა - იგი იქმნნეს უმრავლესნი
ძალნი მისნი, რამეთუ არა შეინანეს:
21. ვაი შენდა, ქორაზინ, და ვაი შენდა, ბეთსაიდა! რამეთუ ტვიროსს თუმცა და სიდონს
იქმნეს ძალნი, რომელნი იქმნნეს თქუენ შორის, მაშინვე სამემცა ძაძითა ნაცარსა ზედა
მსხდომარეთა შეინანეს.
22. ხოლო გეტყვი თქუენ, რამეთუ ტვიროსი და სიდონი უმოლხინეს იყოს დღესა მას
სასჯელისასა, ვიდრე თქუენ.
23. ხოლო შენ, კაპერნაუმ, ნუ ცადმდე აჰმაღლდები, არამედ ჯოჯოხეთადმდე შთაჰხდე;
რამეთუ სოდომს თუმცა იქმნნეს ძალნი, რომელნი იქმნნეს შენ შორის, ჰგიანმცა დღენდელად
დღედმდე.
24. ხოლო გეტყვი თქუენ, რამეთუ ქუეყანაი იგი სოდომისაი უმოლხინეს იყოს დღესა მას
სასჯელისასა, ვიდრე შენ.
25. მას ჟამსა შინა იტყოდა იესო და თქუა: აღგიარებ შენ, მამაო, უფალო ცისა და
ქუეყანისაო, რამეთუ დაჰფარე ესე ბრძენთაგან და მეცნიერთა და გამოუცხადე ესე
ჩჩვილთა.
26. ჰე, მამაო, რამეთუ ესრეთ სათნო - იყო შენ წინაშე.
27. ყოველივე მომეცა მე მამისა ჩემისა მიერ, და არავინ იცის ძე, გარნა მამამან;
არცა მამაი ვინ იცის, გარნა ძემან, და რომლისა უნდეს ძესა გამოცხადების.
28. მოვედით ჩემდა ყოველნი მაშურალნი და ტვირთ - მძიმენი, და მე განგისუენო თქუენ.
29. აღიღეთ უღელი ჩემი თქუენ ზედა, რამეთუ მშვიდ ვარ და მდაბალ გულითა, და ჰპოვოთ
განსუენებაი სულთა თქუენთაი.
30. რამეთუ უღელი ჩემი ტკბილ არს, და ტვირთი ჩემი სუბუქ არს.
1. მას ჟამსა შინა წარვიდოდა იესო დღესა შაბათსა ყანობირსა მათსა. ხოლო მოწაფეთა
მისთა შეემშია და იწყეს მუსრვად თავსა ხუვილისასა და ჭამად.
2. ხოლო ფარისეველთა მათ იხილეს რაი ჰრქუეს მას: აჰა მოწაფენი შენნი იქმან, რომელი
არა ჯერ-არს შაბათსა შინა საქმედ.
3. ხოლო თავადმან ჰრქუა მათ: არა აღმოგიკითხავსა, რაი-იგი ყო დავით, ოდეს-იგი
შეემშია და მის თანათა მათ ?
4. ვითარ-იგი შევიდა სახლსა ღმრთისასა და პურნი იგი შესაწირავთანი შეჭამნა,
რომელთაი არა ჯერ-იყო ჭამად მისა, არცა მისთანა მათ, გარნა მღდელთა ხოლო?
5. ანუ არა აღმოგიკითხავსა სჯულსა, რამეთუ შაბათთა შინა მღდელთა ტაძარსა მას შინა
შაბათი შეურაცხ-ყვიან და უბრალო იყვნიან ?
6. ხოლო გეტყვი თქუენ, ვითარმედ ტაძრისა უფროის არს აქა.
7. უკუეთუმცა გეცნა, რაი არს: წყალობაი მნებავს, და არა მსუხერპლი, არამცა
დაჰსაჯენით უბრალონი
8. უფალ არს ძე კაცისაი შაბათისაცა.
9. და წარმოვიდა მიერ იესო და მოვიდა შესაკრებელსა მათსა.
10. და პოვა მუნ კაცი ერთი, რომელსა ხელი განხმელ იდგა; ჰკითხვიდეს მას და ეტყოდეს:
უკუეთუ ჯერ-არს შაბათს კურნები ? რაითამცა შეასმინეს იგი.
11. ხოლო იესო ჰრქუა მათ: ვინ არს თქუენგანი კაცი, რომელსა ედგას ცხოვარი ერთი და
შთავარდეს იგი დღესა შაბათსა ჯურღმულსა, არა - მე უპყრასა და აღმოიქუას იგი ?
12. რაოდენ უმჯობეს არს კაცი ცხოვარისა ? ამისთვის ჯერ - არს შაბათსა შინა კეთილისა
საქმე.
13. მაშინ ჰრქუა იესო კაცსა მას: განირთხ ხელი შენი ! და მან განირთხა ხელი, და
კუალად მოეგო ცოცხალი, ვითარცა ერთი იგი.
14. ხოლო ფარისეველნი იგი გამოვიდეს, და ზრახვა - ყვეს მისთვის, რაითა წარწყმიდონ
იგი. ხოლო იესო გულისხმა-ყო და განეშორა მიერ და წარვიდა.
15. და მისდევდა მას ერი მრავალი, და განკურნნა იგი ყოველნი.
16. და ამცნო მათ, რაითა არა გამოაცხადონ იგი.
17. რაითა აღესრულოს თქმული იგი ესაია წინაისწარმეტყუელისაი, რომელი იტყვის:
18. აჰა ესერა ძე ჩემი, რომელი მე სათნო - ვიყავ, საყუარელი ჩემი, რომელი სთნავს
სულსა ჩემსა. დავდვა სული ჩემი მის ზედა, და სამართალი წარმართთა მიუთხრას.
19. არა უხდებოდის, არცა ღაღადებდეს, არცა ესმეს ვის უბანთა ზედა ხმაი მისი.
20. ლერწამი შემუსრვილი არა განტეხოს და პატრუქი მბრდვინვარე არა დაშრიტოს,
ვიდრემდე გამოიღოს ძლევად სასჯელი.
21. და სახელსა მისსა წარმართნი ესვიდენ.
22. მაშინ მოჰგუარეს მას ეშმაკეული ბრმაი და ყრუი, და განკურნა იგი, ვითარმედ ყრუი
იგი და ბრმაი ჰხედვიდა და იტყოდა.
23. და განკვირდებოდა ერსა მას და იტყოდეს: ნუუკუე ესე არს ძე დავითისი ?
24. ხოლო ფარისეველთა მათ ვითარცა ესმა ესე, იტყოდეს: ესე არა განასხამს ეშმაკთა,
გარნა ბელზებულითა, მთავრითა მით ეშმაკთაითა.
25. იცოდნა იესო ზრახვანი იგი გულისა მათისანი და ჰრქუა მათ: ყოველი მეუფებაი,
რომელი განევთის თავსა თვისსა, მოოხრდის; და ყოველი ქალაქი გინა სახლი, რომელი
განევთის თავსა თვისსა, ვერ დაემტკიცის.
26. და უკუეთუ ეშმაკი ეშმაკსა განჰხდის, თავსა თვისსა განევთა; ვითარ დამტკიცნეს
მეუფებაი მისი ?
27. და უკუეთუ მე ბელზებულთა განვასხამ ეშმაკთა, ძენი თქუენნი რაითა განასხმენ ?
ამისთვის იგინივე მსაჯულ თქუენდა იყვნენ.
28. უკუეთუ მე სულითა ღმრთისაითა განვასხამ ეშმაკთა, მო-სამე-იწია თქუენ ზედა
სასუფეველი ღმრთისაი
29. ანუ ვითარ ვის ხელ-ეწიფების სახლსა ძლიერისასა შესვლად და ჭურჭელი მისი
გამოტყუენვად, უკუეთუ არა პირველად შეკრას ძლიერი იგი და მაშინღა სახლი მისი
იავარ-ყოს ?
30. რომელი არა არს ჩემ თანა, იგი მტერი ჩემი არს; და რომელი არა შეჰკრებს ჩემ
თანა, იგი განაბნევს.
31. ამისთვის გეტყვი თქუენ: ყოველი ცოდვაი და გმობაი მიეტეოს კაცთა, ხოლო სულისა
წმიდისა გმობაი არა მიეტეოს კაცთა.
32. და რომელმან თქუა სიტყუაი ძისა კაცისათვის. მიეტეოს მას; ხოლო რომელმან თქუა
სულისა წმიდისათვის, არა მიეტეოს მას არცა ამას სოფელსა. არცა მერმესა მას.
33. ანუ ყავთ ხე იგი კეთილ და ნაყოფიცა მისი კეთილ; ანუ ყავთ ხე იგი ხენეშ და
ნაყოფიცა მისი ხენეშ; რამეთუ ნაყოფისაგან ხე იგი საცნაურ არს.
34. ნაშობნო იქედნეთანო, ვითარ ხელ-გეწიფების კეთლისა სიტყუად, რამეთუ თქუენ
უკეთურნი ხართ ? რამეთუ ნამეტნავისაგან გულისა პირი იტყვინ.
35. კეთილმან კაცმან კეთილისაგან საუნჯისა გამოიღოს კეთილი; და ბოროტმან კაცმან
ბოროიტსაგან საუნჯისა გამოიღის ბოროტი.
36. ხოლო მე გეტყვი თქუენ, რამეთუ ყოველი სიტყუაი უქმი, რომელსა იტყოდიან კაცნი,
მისცენ სიტყუაი მისთვის დღესა მას სასჯელისასა.
37. რამეთუ სიტყუათა შენთაგან განჰმართლდე და სიტყუათა შენთაგან დაისაჯო.
38. მაშინ მი – ვიეთმე - უგეს მწიგნობართაგან და ფარისეველთა და ჰრქუეს: მოძღუარ,
გუნებავს შენგან სასწაულისა ხილვად.
39. ხოლო თავადმან მიუგო და ჰრქუა მათ: ნათესავი ბოროტი და მემრუშე სასწაულსა
ეძიებს, და სასწაული არა ეცეს მას, გარნა სასწაული იგი იონა წინაისწარმეტყუელისაი.
40. რამეთუ ვითარცა - იგი იყო იონა მუცელსა ვეშაპისასა სამ დღე და სამ ღამე, ეგრეთ
იყო ძე კაცისაი გულსა ქუეყანისასა სამ დღე და სამ ღამე.
41. კაცნი იგი ნინეველნი აღდგენ სასჯელსა მას ნათესავისა ამის თანა და დასჯიდენ
მათ, რამეთუ შეინანეს ქადაგებასა მას იონაისსა; და აჰა ესერა უფროის იონაისსა არს
აქა.
42. დედოფალი იგი სამხრისაი აღდგეს სასჯელსა მას ნათესავისა ამის თანა და დასაჯოს
იგი, რამეთუ მოვიდა კიდით ქუეყანისაით სმენად სიბრძნესა სოლომონისსა; და აჰა ესერა
უფროის სოლომონისსა არს აქა.
43. ხოლო რაჟამს სული იგი არაწმიდაი განვიდის კაცისაგან, მიმოვალნ ურწყულთა
ადგილთა, და ეძიებნ განსუენებასა და არა პოვის,
44. მაშინ თქვის: მივიქცე სახიდ ჩემდა, ვინაიცა გამოვედ; და მო - რაი - ვიდის,
პოვის იგი მოცალე, განშუენებული და შემკული.
45. მაშინ წარვიდის და მოიყვანის მის თანა სხუანი შვიდნი სულნი, უბოროტესნი მისა,
და მოვიდის და დაემკვიდრის მუნ, და იქმნის უკუანაისკნელი კაცისაი მის უძვირეს
პირველისა. ესრეთ ეყოს ნათესავსა ამასცა უკეთურსა.
46. და იყო, ვიდრე - იგი ეტყოდაღა ერსა მას, აჰა ესერა დედაი მისი და ძმანი მისნი
დგეს გარე და ეძიებდეს მას სიტყუად.
47. მაშინ ჰრქუა ვინმე მას: აჰა დედაი შენი და ძმანი შენნი დგანან გარეშე და უნებს
რაიმე სიტყუად შენდა.
48. ხოლო იესო მიუგო მეტყუელსა მას და ჰრქუა: ვინ არს დედაი ჩემი ? ანუ ვი არს
ძმანი ჩემნი ?
49. და მიყო ხელი მისი მოწაფეთა მიმართ თვისთა და თქუა: აჰა დედაი ჩემი და ძმანი
ჩემნი.
50. რამეთუ რომელმან ყოს ნებაი მამისა ჩემისა ზეცათაისაი, იგი არს ძმაი და დაი და
დედაი ჩემი.
1. მას დღესა შინა გამოვიდა იესო სახლისა მისგან და დაჯდა იგი ზღვის კიდესა.
2. და შეკრბა მისა ერი მრავალი ვიდრე შესლვადმდე მისა ნავად და დაჯდომად. და ყოველი
იგი ერი ზღს კიდესა დგა.
3. და ეტყოდა მათ მრავალსა იგავით და ჰრქუა: ესერა გამოვიდა მთესვარი თესვად.
4. და თესვასა მას მისსა რომელიმე დავარდა გზასა ზედა; და მოვიდეს მფრინველნი
ცისანი და შეჭამეს იგი.
5. და სხუაი დავარდა კლდოვანსა ზედა, სადა არა იყო მიწაი ფრიად; და მეყსეულად
აღმოსცენდა, და რამეთუ არა იყო სიღრმე მიწისაი,
6. მზე რაი აღმოხდა, დასცხა და, რამეთუ ძირნი არა დაებნეს განხმა.
7. და სხუაი იგი დავარდა ეკალთა შორის, და აღმოსცენდეს ეკალნი და შეაშთვეს იგი.
8. და რომელიმე დავარდა ქუეყანასა კეთილსა და მოსცემდა ნაყოფსა: რომელიმე ასსა,
რომელიმე სამეოცსა, რომელიმე ოცდათსა.
9. რომელსა ასხენ ყურნი სმენად, ისმინენ !
10. და მოუხდეს მოწაფენი და ჰრქუეს მას: რაისთვის იგავით ეტყვი მათ ?
11. ხოლო იესო ჰრქუა მათ: თქუენდა მოცემულ არს ცნობად საიდუმლოი სასუფეველისა
ცათაისი ხოლო მათა არა მიცემულ არს.
12. რამეთუ რომელს აქუნდეს, მიეცეს და მიემატოს, და რომელსა არა აქუნდეს, და
რომელღა - იგი აქუს, მო – ვე - ეღოს მას.
13. ამისათვის იგავით ვეტყვი მათ, რამეთუ ჰხედვენ და არა ჰხედვენ, ესმის და არა
ესმის, არცა გუ - ლის ხმა - ყვიან.
14. და აღესრულების მათ ზედა წინაისწარმეტყუელებაი იგი ესაიაისი: სმენით გესმოდის,
და არა გულისხმა - ჰყოთ, ხედვით ჰხედვიდეთ, და არა იხილოთ.
15. რამეთუ გარზრქა გული ერისაი ამის, და ყურითა მძიმედ ისმინეს, და თუალნი მათნი
დაიწუხნეს, ნუუკუე იხილონ თუალითა და ყურითა ისმინონ და გულითა გულისხმა - ყონ. და
მოიქცნ, და მე განვკურნნე იგინი.
16. ხოლო თუალნი თქუენნი ნეტარ არიან, რამეთუ ჰხედვენ, და ყურნი თქუნნი. რამეთუ
ესმის.
17. ამინ გეტყვი თქუენ, რამეთუ მრავლათა წინაისწარმეტყუელთა და მართალთა გული
უთქმიდა ხილვად, რომელსა თქუენ ჰხედავთ, და არა იხილეს, და სმენად, რომელი გესმის ,
და არა ესმა.
18. ხოლო თქუენ ისმინეთ იგავი ესე მთესვარისაი.
19. ყოველსა რომელსა ესმის სიტყუაი სასუფეველისაი და არა გულისხმა - ყოს, მოვიდის
უკეთური იგი და მისტაცის დათესული იგი გულისაგან მისისა: ესე არს, რომელი - იგი
გზასა ზედა დაეთესა.
20. ხოლო რომელი - იგი კლდოვანსა ზედა დაეთესა, ესე არს: რომელმან სიტყუაი იგი
ისმინის და მეყსეულად სიხარულით მიიღის იგი.
21. ხოლო ძირი არა აქუნ გულსა თვისსა, არამედ საწუთო არნ. და რაჟამს არნ ჭირი ანუ
დევნაი სიტყვისა მისთვის, მეყსეულად დაბრკოლდის იგი.
22. ხოლო რომელი - იგი ეკალთა შორის დაეთესა, ესე არს: რომელმან სიტყუაი იგი
ისმინის და ზრუნვამან ამის სოფლისამან და საცთურმან სიმდიდრისამან შეაშთვის სიტყუაი
იგი, და უნაყოფო იქმნის.
23. ხოლო რომელი - იგი ქუეყანასა კეთილსა დაეთესა, ესე არს: რომელმან სიტყუაი იგი
ისმინა და გულისხმა - ყო, რომელმან გამოიღო ნაყოფი და ყო რომელმანმე ასი,
რომელმანმე სამოცი, და რომელმანმე ოც და ათი.
24. სხუაი იგი დაუდგა მათ და ჰრქუა: ემსგავსა სასუფეველი ღმერთისაი კაცსა, რომელმან
დასთესა თესლი კეთილი აგარაკსა თვისა.
25. და ვითარცა დაიძინეს კაცთა მათ, მოვიდა მტერი მისი და დასთესა ღუარძლი შორის
იფქლსა მას და წარვიდა.
26. ხოლო ოდეს აღმოსცენდა ჯეჯლი იგი და ნაყოფი გამოიღო, მაშინა გამოჩნდა ღუარძლი
იგი.
27. მოვიდეს მონანი იგი და უთხრეს სახლისა უფალსა მას და ჰრქუეს: უფალო, ანუ არა
თესლი კეთილი დასთესე აგარაკსა შენსა ? ვინაი აღმოსცენდა ღუარძლი?
28. ხოლო მან ჰრქუა: მტერმან კაცმან ყო იგი. ხოლო მონათა მათ ჰრქუეს მას: გნებავსა,
რაითა მივიდეს და გამოვარჩიოთ იგი ?
29. ხოლო მან ჰრქუა მათ: არა, ნუუკუე შეკრებასა ღუარძლისასა აღმოჰფხურათ იფქლიცა.
30. აცადეთ იგი თანა - აღორძინებად ურთიერთას ვიდრე ჟამადმდე მკისა, და ჟამსა
მკისასა უბრძანო მომკალთა მათ: შეკრიბეთ პირველად ღუარძლი იგი და შეკართ ძნეულად,
რაითა დაიწუას იგი; ხოლო იფქლი იგი შეკრიბეთ საუნჯესა ჩემსა.
31. სხუასა იგავსა ეტყოდა მათ და ჰრქუა: მსგავს არს სასუფეველი ცათაი მარცუალსა
მდოგვისასა, რომელი მოიღო კაცმან და დასთესა თვისსა მტილსა,
32. რომელი უმცირეს არს ყოველთა თესლთა, ხოლო რაჟამს აღორძნდის, უფროის ყოველთა
მხალთა არნ იგი და იქმნის იგი ხე დიდ, ვიდრემდის მოვიდიან მფრინველნი ცისანი და
დაადგრიან რტოთა მისთა.
33. მერმე სხუასა იგავსა ეტყოდა მათ და ჰრქუა: მსგავს არ სასუფეველი ცათაი ცომსა.
რომელი მოიღო დედაკაცმან და შეჰრთო იგი ფქვილსა სამსა საწყაულსა, ვიდრემდე აღაფუვნა
იგი ყოვლად.
34. ამას ყოველსა ეტყოდა იესო იგავით ერსა მას და თვინიერ იგავისა არარას ეტყოდა
მათ.
35. რაითა აღესრულოს სიტყუაი იგი წინაისწარმეტყუელისა მიერ თქმული: აღვაღო იგავით
პირი ჩემი და ვიტყოდი დაფარულთა დასაბამითგან სოფლისაით.
36. მაშინ დაუტევა იესო ერი იგი და მივიდა სახლსა. და მოუხდეს მას მოწაფენი მისნი
და ჰრქუეს: გამოგვითარგმანე ჩუენ იგავი იგი ღუარძლისაი და აგარაკისაი.
37. ხოლო თავადმან მიუგო და ჰრქუა მათ: რომელი სთესავს თესლსა კეთილსა, ძე კაცისაი
არს.
38. ხოლო აგარაკი იგი ესე სოფელი არს; ხოლო თესლნი იგი კეთილნი ესე არიან ძენი
სასუფეველისანი, და ღუარძლნი იგი არიან ძენი უკეთურისანი.
39. ხოლო მტერი იგი, რომელმან დასთესა იგი, ეშმაკი არს; და მკაი იგი არს აღსასრული
ამის სოფლისაი, და მომკალნი იგი არიან ანგელოზნი.
40. ვითარცა-იგი შეკრიბიან ღუარძლი და ცეცხლითა დაწვიან, ეგრეთ იყოს აღსასრული ამის
სოფლისაი.
41. რამეთუ მოავლინნეს ძემან კაცისამან ანგელოზნი თვისნი, და შეკრიბნენ
სასუფევისაგან მისისა ყოველნი საცთურნი და მოქმედნი უსჯულოებისანი.
42. და შესთხინენ იგინი სახუმილსა მას ცეცხლისასა. მუნ იყოს ტირილი და ღრჭენაი
კბილითაი.
43. მაშინ მართალნი გამობრწყინდენ, ვითარცა მზე, სასუფეველსა მამისა მათისასა.
რომელსა ასხენ ყურნი სმენად, ისმინენ!
44. კუალად: მსგავს არს სასუფეველი ცათაი საუნჯესა, დაფარულსა ყანასა შინა, რომელი
პოვა კაცმან და დამალა და სიხარულით მით მისთვის წარვიდა და განყიდა ყოველი, რაიცა
აქუნდა, და მოიყიდა აგარაკი იგი.
45. მერმე: მსგავს არს სასუფეველი ცათაი კაცსა ვაჭარსა, რომელი ეძიებნ კეთილთა
მარგალიტთა.
46. და პოვის რაი ერთი მარგალიტი მრავალ - სასყიდლისაი, წარვიდა და განყიდა
ყოველივე, რაიცა ედვა, და მოიყდა იგი.
47. მერმე: მსგავს არს სასუფეველი ცათაი სათრომელსა ბადესა, რომელი სდვიან ზღუასა,
რომელმან ყოველთაგან თევზთა შეკრიბის.
48. და ოდეს აღივსის, გამოიღიან იგი ზღვის - კიდესა და დაასხიან დაშეკრბიან კეთილი
იგი ჭურჭელსა, ხოლო ჯერკუალი იგი გარე განსთხიიან.
49. ესრეთ იყო აღსასრული ამის სოფლისაი, რამეთუ გამოვიდენ ანგელოზნი და განაშორნენ
უკეთურნი იგი შორის მართალთა.
50. და შესთხინენ იგი შორის სახუმილსა მას ცეცხლისასა. მუნ იყოს ტირილი და ღრჭენაი
კბილითაი.
51. ჰრქუა იესო მოწაფეთა თვისთა: გულისხმა - ჰყავთა ესე ყოველი ? ხოლო მათ ჰრქუეს
მას: ჰე, უფალო.
52. და ჰრქუა მათ: ამისთვის ყოველი მწიგნობარი, დამოწაფებული სასუფეველსა ცათასა,
მსგავს არს იგი კაცსა სახლისა უფალსა, რომელმან გამოიღის საუნჯისგან თვისისა ძუელი
და ახალი.
53. და იყო, რაჟამს დაასრულნა იესო იგავნი ესე, წარვიდა მიერ.
54. და მოვიდა მამულად თვისად და ასწავებდა მათ შესაკრებელთა შორის მათთა,
ვიდრემდის განუკვიირდებოდა მათ და იტყოდეს: ვინაი არს ამისა სიბრძნე ესე და ძალი?
55. ანუ არა ესე არსა ხუროისა მის ძე ? ანუ არა დედასა მისსა ჰრქვიან მარიამ, და
ძმანი მისნი იაკობ და იოსე და სვიმონ და იუდა?
56. და დანი მისნი არა ყოველნი ჩუენ შორის არიან ? ვინაი უკუე არს ამისა ესე ყოველი
?
57. და დაბრკოლდებოდეს მითვის. ხოლო იესო ჰრქუა მათ: არა არს წინაისწარმეტყუელი
შეურაცხ, გარნა სოფელსა თვისსა და სახლსა შინა თვისსა.
58. და არა ქმნა მუნ ძალნი მრავალნი ურწმუნოებისა მათისათვის.
1. მას ჟამსა შინა ესმა ჰეროდეს ოთხთა მათ სამთავროთა მთავარსა ამბავი იესოისი.
2. და ჰრქუა მონათა თვისთა: ესე არს იოანე ნათლის - მცემელი, იგი აღდგმილ არს
მკუდრეთით, და მისთვის იქმნებიან ძალნი ესე მის თანა.
3. რამეთუ ამან ჰეროდე შეიპყრა იოანე და შებორკილა იგი და საპყორობილესა შეაყენა
ჰეროდიაისთვის, ცოლისა ფილიპეს, ძმისა თვისისა.
4. რამეთუ ეტყოდა მას იოანე, ვითარმედ: არა ჯერ - არს შენდა, ვითარმცა გესუა იგი
ცოლად.
5. და უნდა ღათუ მისი მოკლვაი, არამედ ეშინოდა ერისა მის, რამეთუ ვითარცა
წინაისწარმეტყუელი ეპყრა მათ იგი.
6. და თივარცა შობისა დღენი იყვნეს ჰეროდესნი, როკვი და ასული ჰეროდიაისი შორის, და
სთნდა ჰეროდეს როკვაი იგი მისი.
7. რომლისათვის ფიცით აღუთქუა მას მიცემად, რაიცა ითხოვოს.
8. ხოლო იგი წინაისწარ ბირებულ იყო დედისაგან თვისისა. და ჰრქუა: მომეც მე აქა
ლაკნითა თავი იოანე ნათლის - მცემელისაი.
9. და შე – ღათუ - წუხნა მეფე იგი, არამედ ფიცისა მისთვის და მის თანა მეინახეთა
ბრძანა მიცემად იგი მას.
10. და მიავლინა და მოჰკუეთა თავი იოანეს საპყრობილესა შინა.
11. და მოართუეს თავი მისი ლაკნითა და მისცეს ქალსა მას, და მან მიართუა დედასა
თვისსა.
12. და მოვიდეს მოწაფენი მისნი და წარიღეს გუამი მისი და დაჰფლეს იგი და მოვიდეს და
უთხრეს იესოს.
13. ხოლო, ესმა რაი ესე იესოს, განეშორა მიერ ნავითა და წარვიდა უდაბნოსა ადგილსა
თვისაგან. და ვითარცა ესმა ერსა მას, მისდევდეს მას მკვირცხლ ქალაქებისაგან.
14. და გამოვიდა იესო და იხილა ერი მრავალი დაშეეწყალნეს იგინი და განკურნნა
სნეულნი მათნი.
15. და ვითარცა შემწუხრდა, მოუხდეს მოწაფენი მისნი და ჰრქუეს მას: უდაბნო არს
ადგილი ესე, და ჟამი გარდასრულ არს; განუტევე ერი ესე, რაითა წარვიდენ გარემო
დაბნებსა და იყიდონ თავისა თვისისა საზრდელი.
16. ხოლო იესო ჰრქუა მათ: არა უხმს მათ წარსლვაი; თქუენ ეცით მაგათ ჭამადი.
17. ხოლო მათ ჰრქუეს მას: არა გუაქუს აქა, გარნა ხუთი პური და ორი თევზი.
18. ჰრქუა მათ იესო: მომართუთ მე იგი აქა.
19. და უბრძანა ერსა მას დასხდომაი თივასა ზედა და მოიღო ხუთი იგი პური და ორი
თევზი, აღიხილნა ზეცად და აკურთხა და განტეხა და მისცა პური იგი მოწაფეთა თვისთა,
და მოწაფეთა მათ მისცეს ერსა მას.
20. და ჭამეს ყოველთა და განძღეს და აღიღეს ნეშტი ნამუსრევი ათორმეტი გოდორი სავსე.
21. ხოლო იყვნეს, რომელთა იგი ჭამეს, მამანი ხოლო ხუთ ათას, თვინიერ ყრმებისა და
დედებისა.
22. და მეყსეულად აიძულა მოწაფეთა შესლვად ნავსა და წინაწარძღუანვად მისა წიაღ
კერძო, ვიდრემდე განუტეოს ერი იგი.
23. და ვითარცა განუტევა ერი იგი, აღვიდა მთასა ლოცვად თვისაგან; და შე – რაი
-მწუხრდა, მარტოი იყო მუნ.
24. ხოლო ნავი იგი განშორებული იყო ქუეყანით მრავალ უტევან და იგუემებოდა
ღელვათაგან, რამეთუ იყო ქარი იგი პირით კერძო.
25. და მეოთხესა სახუმილავსა ღამისასა მოვიდა მათა იესო, სლვით ზღუასა მას ზედა.
26. ხოლო მოწაფეთა ვითარცა იხილეს, ვიდოდა რაი ზღუასა მას ზედა, შეძრწუნდეს და
თქუეს, ვითარმედ საოცარ რაიმე არს, და შიშისაგან ღაღადყვეს.
27. მეყსეულად ეტყოდა მათ იესო დაჰრქუა: კადნიერ იყვენით, მე ვარ, ნუ გეშინინ !
28. მიუგო პეტრე და ჰრქუა მას: უფალო, უკუეთუ შენ ხარ, მიბრძანე მე მისლვად შენდა
წყალთა ამათ ზედა.
29. ხოლო მან ჰრქუა: მოვიდ ! და გარდამოვიდა პეტრე ნავით და ვიდოდა წყალთა მათ ზედა
და მოვიდა იესოისა.
30. და ვითარცა იხილა ქარი იგი ძლიერი, შეეშინა და იწყო დანთქმად, ღაღად - ყო და
თქუა: უფალო, მიხსენ მე !
31. და მეყსეულად განყო ხელი იესო, უპყრა მას და ჰრქუა: მცირედ მორწმუნეო, რაისა
შეორგულდი ?
32. და ვითარცა აღვიდეს იგინი ნავსა მას, დასცხრა ქარი იგი.
33. ხოლო რომელნი - იგი ნავსა მას შინა იყვნეს, მოუხდეს და თაყუანის - სცეს მას და
ეტყოდეს: ჭეშმარიტად ძე ღმრთისაი ხარ შენ.
34. და განვიდეს და მივიდეს მიერ ქუეყანასა მას გენესარეთისასა.
35. და იცნეს იგი კაცთა მის ადგილისათა და წარავლინეს ყოველსა მას სანახებსა და
მოართუეს მას ყოველი ბოროტად ვნებული.
36. და ევედრებოდეს მას, რაითა შე – ხოლო - ახონ ფესუსა სამოსლისა მისისასა. და
რაოდენთა შეახეს, ცხონდეს.
1. მაშინა მოუხდეს იესოს იერუსალემით ფარისეველნი და მწიგნობარნი და ეტყოდეს:
2. რაისთვის მოწაფენი შენნი გარდაჰვლენ მოძღურებასა ხუცესთასა ? რამეთუ არა
დაიბანნიან ხელნი, რაჟამს პურსა ჭამდ.
3. ხოლო იესო მიუგო და ჰრქუა მათ: და რაისთვის თქუენცა გარდახუალთ მცნებასა
ღმერთისასა და მოძღურებითა თქუენითა ?
4. რამეთუ ღმერთმან თქუა: პატივ - ეც მამასა შენსა და დედასა შენსა; და რომელმან
თქუას ბოროტი მამისათვის გინა დედისა, სიკუდილით მოკუედინ.
5. ხოლო თქუენ სთქვით: რომელმან ჰრქუას მამასა თვისსა გინა დედასა თვისსა ნიჭი,
რომელი ჩემგან სარგებელ გეყოს,
6. და არა პატივ - სცეს მამასა, ანუ დედასა თვისსა, ესევითართა დაუმტკიცებელ ჰყავთ
მცნებაი ღმრთისაი მოძღურებითა თქუენითა.
7. ორგულნი, კეთილად წინაისწარმეტყუელებდა თქუენთვის ესაია და თქუა:
8. მახლობელ არს ჩემდა ერი ესე პირითა მათითა და ბაგითა მათითა პატივ - მცემს მე,
ხოლო გულნი მათნი შორს განშორებულ არიან ჩემგან.
9. ამაოდ მმსახურებენ მე, რამეთუ ასწავებენ მოძღურებასა და მცნებასა კაცთასა.
10. და მოუწოდა ერსა მას და ეტყოდა: ისმინეთ და გულისხმაყავთ:
11. არა თუ პირით შემავალი შეაგინებს კაცსა, არამედ პირით გამომავალი შეაგინებს
კაცსა.
12. მაშინ მოუხდეს იესოს მოწაფენი მისნი და ჰრქუეს მას: უწყია, რამეთუ ფარისეველთა
რაი ესმა სიტყუაი იგი, დაბრკოლდეს ?
13. ხოლო თავადმან მიუგო და ჰრქუა მათ: ყოველი ნერგი, რომელი არა დაჰნერგა მამამან
ჩემმან ზეცათამან, ძირითურთ აღფხურას.
14. უტევეთ მათ, რამეთუ ბრმანი არიან და წინამძღუარნი ბრმათანი; ხოლო ბრმაი ბრმასა
თუ წინა - უძღვინ, ორნივე მთხრებლსა შთაცვივიან.
15. მიუგო პეტრე და ჰრქუა მას: გამოგვითარგმანე ჩუენ იგავი ესე.
16. ხოლო იესო ჰრქუა მას: თქუენცა უგულისხმოვე ხართა ?
17. და არა გიცნობიეს, რამეთუ ყოველი რომელი შევალს პირით, მუცლად შევალს და
განსავალით განვალს ?
18. ხოლო გამომავალი პირით გულისაგან გამოავლს და იგი შეაგინებს კაცსა.
19. რამეთუ გულისაგან გამოვლენ გულის - სიტყუანი ბოროტნი, კაცის - კლვანი,
მრუშებანი, სიძვანი, პარვანი, ცილის წამებანი, გმობანი.
20. ესენი არიან, რომელნი შეაგინებენ კაცსა, ხოლო უბანელითა ხელითა ჭამაი არა
შეაგინებს კაცსა.
21. და წარვიდა მიერ იესო და მივიდა ადგილთა ტვიროსისა და სიდონისათა.
22. და აჰა ესერა დედაკაცი ქანანელი საზღვართა მათგან გამოვიდა, ღაღადებდა და
იტყოდა: შემიწყალე მე, უფალო, ძეო დავითისო, რამეთუ ასული ჩემი ბოროტად ეშმაკეულ
არს.
23. ხოლო იესო არა მიუგო მას სიტყუაი, და მოუხდეს მოწაფენი იესოს და ჰრქუეს მას:
განუტევე ესე, რომელი ღაღადებს და შეგვიდგს ჩუენ.
24. ჰრქუა მათ იესო: არა ვიდრემე მოვლინებულ ვარ, გარნა ცხოვართა მათ წარწყმედულთა
სახლისა ისრაელისათა.
25. ხოლო იგი მოუხდა და თაყუანის - სცემდა მას და ეტყოდა: უფალო, შემიწყალე მე!
26. ხოლო თავადმან მიუგო და ჰრქუა მას: არა კეთილ არს მიღებად პური შვილთაგან და
დაგებადა ძაღლთა.
27. ხოლო მან ჰრქუა: ჰე, ეფალო, რამეთუ ძაღლნიცა ჭამენ ნაბიჭევისაგან, რომელ
გარდამოცვივინ ტაბლისაგან უფალთა მათთაისა.
28. მაშინ მიუგო იესო და ჰრქუა მას:å დედაკაცო ! დიდ არს სარწმუნოებაი ეგე შენი;
გეყავნ შენ, ვითარცა გნებავს ! და განიკურნა ასული იგი მისი მიერ ჟამისთან.
29. და წარვიდა მიერ იესო და მოვიდა ზღვის კიდესა მას გალილეაისასა და აღვიდა მთასა
და დაჯდა მუნ.
30. და მოუხდა მას ერი მრავალი, რომელთა ჰყვანდა მათ თანა მკელობლები, ბრმები,
ყრუნი, ქუეწარმძრომელნი და სხუანი მრავალნი თითო – სახეთაგან სენთა შეპყრობილნი და
დასხნეს იგინი ფერხთა თანა მისთა, და განკურნა იგინი.
31. ვიდრე უკვირდაცა ერსა მას, ჰხედვიდეს რაი, ვითარ - იგი ყრუნი იტყოდეს, და
მკელობელნი ვიდოდეს, და ღრეკილნი განიკურნებოდეს, და ბრმანი ჰხედვიდეს და ადიდებდეს
ღმერთსა ისრაიელისასა.
32. ხოლო იესო მოუწოდა მოწაფეთა თვისთა და ჰრქუა მათ: მეწყალის ერი ესე, რამეთუ აჰა
ესერა სამი დღე არს, და მელიან მე და არარაი აქუს, რაითამცა ჭამეს; და განტევებაი
მათი უზმათაი არა მნებავს, ნუუკუე დაცვივენ გზასა ზედა.
33. ჰრქუეს მას მოწაფეთა მისთა: ვინაი არს ჩუენდა უდაბნოსა ზედა პური ესოდენ,
ვითარმცა განძღა ერი ესოდენ ?
34. ჰრქუა მათ იესო: რაოდენი პური გაქუს ? ხოლო მათ ჰრქუეს მას: შვიდი პური და
მცირედ თევზი.
35. და უბრძანა ერსა მას დასხდომაი ქუეყანასა ზედა.
36. და მოიღო შვიდი იგი პური და თევზნი, ჰმადლობდა, განტეხა და მისცემდა მოწაფეთა,
და მოწაფენი მისცემდეს ერსა მას.
37. ჭამეს ყოველთა და განძღეს; და აღიღეს ნეშტი იგი ნამუსრევი შვიდი სფირიდი სავსე.
38. ხოლო რომელთა ჭამეს, იყვნეს ოთხ ათას მამანი ხოლო, თვინიერ ყრმებისა და
დედებისა.
39. და განუტევა ერი იგი და აღვიდა იესო ნავსა და მოვიდა საზღვართა მაგდალოისათა.
1. და მოუხდეს მას ფარისეველნი და სადუკეველნი, გამოსცდიდეს მას და ეტყოდეს, რაითა
სასწაული ზეცით უჩუენოს მათ.
2. ხოლო თავადმან მიუგო და ჰრქუა მათ: შე – რაი - მწუხრდის, სთქვით: მყუდრო იყოს,
რამეთუ წითს ცაი;
3. და განთიად სთქვით: ზამთარი იყოს, რამეთუ კსინავს მწუხარედ ცაი. ორგულნი ! პირი
სამე ცისაი იცით ცნობად, ხოლო სასწაულნი ჟამთანი ვერ გიცნობიეს გულისხმის – ყოფად.
4. ნათესავი ბოროტი და მემრუშე სასწაულსა ეძიებს; და სასწაული არა ეცეს მას, გარნა
სასწაული იონა წინაისწარმეტყუელისაი. და დაუტევნა იგინი და წარვიდა.
5. და მო - რაი - ვიდეს მოწაფენი მისნი მიერ წიაღ, და დაავიწყდა მათ პური მიღებად.
6. ხოლო იესო ჰრქუა მათ: იხილეთ და ეკრძალენით ცომისაგან ფარისეველთაისა და
სადაუკეველთაისა.
7. ხოლო იგინი განიზრახვიდეს გულსა თვისსა და იტყოდეს, ვითარმედ პური არა მოვიღეთ.
8. გულისხმა -ყო იესო და ჰრქუა მათ: რასა ჰზრახავთ გულთა შინა თქუენთა,
მცირედმორწმუნენო, რამეთუ პურნი არა მოიხუენით ?
9. არა გაცნობიეს, არცა მოიხსენეთ ხუთთა მათ პურთაი და ხუთ ათასთაი მათ, და რაოდენი
გოდორი აღიღეთ?
10. და არცა შვიდთა მათ პურთაი და ოთხ ათასთაი მათ, და რაოდენ სფირიდი აღიღეთ ?
11. ვითარ არა გიცნობიეს, რამეთუ არა პურისათვის გარქუ თქუენ: ეკრძალენით ცომისაგან
ფარისეველთაისა და სადუკეველთაისა.
12. მაშინ გულისხმა - ყვეს, რამეთუ არა ჰრქუა მათ კრძალვად ცომისაგან პურისა,
არამედ მოძღურებისაგან ფარისეველთასა და სადუკეველთაისა.
13. მო - რაი - ვიდა იესო ადგილთა მათ კესარია ფილიპესთა, ჰკითხვიდა მოწაფეთა
თვისთა და ჰრქუა: რაი თქვიან ჩემთვის კაცთა, ძისა კაცისა ყოფად?
14. ხოლო მათ ჰრქუეს: რომელთამე იოანე ნათლის - მცემელი, რომელთამე ელია, და სხუათა
იერმია გინა ერთი წინეაისწარმეტყუელთაგანი.
15. ხოლო მან ჰრქუა მათ: თქუენ ვინ გგონიე მე ყოფად ?
16. მიუგო სვიმონ - პეტრე და ჰრქუა მას: შენ ხარ ქრისტე, ძე ღმრთისა ცხოველისაი.
17. მიუგო იესო და ჰრქუა მას: ნეტარ ხარ შენ, სვიმონ. ბარ იონა, რამეთუ ხორცთა და
სისხლთა არა გამოგიცხადეს, არამედ მამამან ჩემმან ზეცათამან.
18. და მე გეტყვი შენ, რამეთუ შენ ხარ კლდე, და ამას კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესიაი
ჩემი, და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას.
19. და მიგცნე შენ კლიტენი სასუფეველისა ცათაისანი, და რაომელი შეჰკრა ქუეყანასა
ზედა, კრულ იყოს იგი ცათა შინა; და რომელი განჰხსნა ქუეყანასა ზედა, ხსნილ იყო იგი
ცათა შინა.
20. მაშინ ამცნო მოწაფეთა თვისთა, რაი არავის უთხრან, ვითარმედ იგი არს იესო ქრიტე.
21. მიერითგან იწყო იესო უწყებად მოწაფეთა თვისთა, ვითარმედ ჯერ - არს მისა
იერუსალემდ აღსლვაი. და ფრიად ვნებაი მღდელთ მთავართაგან და მწიგნობართა და
მოხუცებულთა და მოკლვად და მესამესა დღესა აღდგომად.
22. და მოჰხდა მას პეტრე და იწყო ბრალობად მისა და ჰრქუა: შენდობა იყავნ შენდა,
უფალო, არა იყოს ეგრე.
23. ხოლო თავადი მიექცა პეტრეს და ჰრქუა: წარვედ ჩემგან, სატანა ! საცთურ ჩემდა
ხარ, რამეთუ არა ჰზრახავ ღმრთისასა, არამედ კაცთასა.
24. მაშინ ჰრქუა იესო მოწაფეთა თვისთა: რომელსა ჰნებავს შემოდგომად ჩემდა, უარ -
ყავნ თავი თვის და აღიღენ ჯუარი თვისი და შემომიდეგინ მე.
25. რამეთუ უკუეთუ ვისმე უნდეს სული თვისი განრინებად, წარიწყმიდოს იგი; და
რომელმან წარიწყმიდოს იგი; და რომელმან წარიწყმიდოს სული თვვისი ჩემთვის, მან პოვოს
იგი.
26. რამეთუ რაი სარგებელ ეყო კაცსა, უკუეთუ სოფელი ყოველი შეიძინოს და სული თვისი
იზღვიოს ? ანუ რაი მისცეს კაცმან ნაცვალად სულისა თვისისა ?
27. რამეთუ მოსვლად არს ძე კაცისაი დიდებითა მამისა თვისისაითა ანგელოზთა მისთა
თანა, და მაშინ მიაგოს კაცად - კაცადსა საქმეთა მათთაებრ.
28. ამინ გეტყვი თქუენ, რამეთუ არიან ვინმე აქა მდგომარეთაგანნი, რომელთა არა
იხილონ გემოი სიკუდილისაი, ვიდრემდე იხილონ ძე კაცისაი, მომავალი სუფევითა თვისითა.
1. და შემდგომად ექუსისა დღისა წარიყვანნა იესო პეტრე და იაკობ და იოანე, ძმაი
მისი, და აღიყვანნა იგინი მთასა მაღალსა თვისაგან.
2. და იცვალა მათ წინაშე სხუად ფერად, და განბრწყინდა პირი მისი, ვითარცა მზე, ხოლო
სამოსელი მისი იქნა სპეტაკ, ვითარცა ნათელი.
3. და აჰა ეჩუენნეს მათ მოსე და ელია მის თანა და თანა – ჰზრახვიდეს.
4. მიუგო პეტრე და ჰრქუა იესოს: უფალო, კეთილ არს ჩუენდა აქა ყოფაი, და თუ გნებავს,
ვქმენთ აქ სამ ტალავარ: ერთი შენდა, ერთი მოსესა და ერთი ელიაისა.
5. და ვიდრეღა იგი ამას იტყოდა, აჰა ესერა ღრუბელი ნათლისაი აგრილობდა მათ, და აჰა
ხმაი იყო ღრუბლით გამო და თქუა: ესე არს ძე ჩემი საყუარელი, რომელი მე სათნო -
ვყავ; მაგისი ისმინეთ.
6. და ესმა რაი ესე მოწაფეთა, დავარდეს პირსა ზედა თვისსა და შეეშინა ფრიად.
7. და მოუხდა მათ იესო, შეახო ხელი და ჰრქუა: აღდეგით და ნუ გეშინინ.
8. და აღ – რაი - იხილნეს თუალნი მათნი, არავინ იხილეს, გარნა იესო ხოლო მარტოი.
9. და გარდამო – რაი - ვიდოდეს იგინი მიერ მთით, ამცნო მათ იესო და ჰრქუა: ნუვის
უთხრობთ ხილვასა ამას, ვიდრემდის ძე კაცისაი მკდურეთით აღდგეს.
10. და ჰკითხეს მას მოწაფეთა მისთა და ეტყოდეს : ვითარ უკუე იტყვიან მწიგნობარნი,
ვითარმედ ელიაისი ჯერ - არს პირველად მოსლვაი ?
11. ხოლო იესო მიუგო და ჰრქუა მათ: ელია მოვიდეს პირველად და კუალად-აგოს ყოველი.
12. ხოლო გეტყვი თქუენ, რამეთუ ელია აწვე მოვიდა, და არა იცნეს იგი არამედ უყვეს
მას, რაოდენი უნდა. და ეგრეთვე ძესაცა კაცისასა ეგულების ვნებად მათგან.
13. მაშინ გულისხმა - ყვეს მოწაფეთა, რამეთუ იოანე ნათლის - მცემელისათვის ჰრქუა
მათ.
14. და ვითარცა მოვიდეს იგინი ერისა მის, მოუხდა მას კაცი ერთი, მუხლნი დაიდგნა მის
წინაგე
15. და ეტყოდა: უფალო ! შეიწყალე ძე ჩემი, რამეთუ ცისად - ცისად ბოროტად იგუემების,
რამეთუ მრავალგზის შთავარდის იგი ცეცხლსა და მრავალგზის წყალსა.
16. და მოვჰგუარე იგი მოწაფეთა შენთა, და ვერ შეუძლეს განკურნებად მისა.
17. მიუგო იესო და ჰრქუა მას: å ნათესავი ურწმუნოი და გულარძნილი, ვიდრემდის ვიყო
თქუენ თანა ? ვიდრემდის თავს - ვიდებდე თქუენსა ? მომგუარეთ მე იგი აქა.
18. და ვითარცა მოჰგუარეს, შეჰრისხნა მას იესო, და განვიდა მისგან ეშმაკი იგი, და
განიკურნა ყრამაი იგი მიერ ჟამითგან.
19. მაშინ მოუხდეს იესოს მოწაფენი თვისაგან და ჰრქუეს: რაისათვის ჩუენ ვერ შეუძლეთ
განხდად მისა ?
20. ხოლო იესო ჰრქუა მათ: ურწმუნოებისა თქუენისათვის. ამინ გეტყვი თქუენ: უკუეთუ
გაქუნდეს სარწმუნებაი, ვითარცა მარცუალი მდოგვისაი, ჰრქუათ მთასა ამას: მიიცვალე
ამიერ იქი, და მიიცვალოს, და არარაი შეუძლებელ იყოს თქუენ მიერ.
21. ხოლო ეს ნათესავი არარაით განვალს, გარნა ლოცვითა და მარხვითა.
22. და ვითარცა იქცეოდეს იგინი გალილეას, ჰრქუა მათ იესო, ვითარმედ: ეგულების ძესა
კაცისასა მიცემად ხელთა კაცთასა.
23. და მოკლან იგი, და მესამესა დღესა აღდგეს. ხოლო იგინი შეწუხნეს ფრიად.
24. და ვითარცა მოვიდეს იგინი კაპერნაუმდ, მოუხდეს მას რომელნი - იგი დიდრაქმასა
შეჰკრებდეს, და ჰრქუეს პერტეს: მოძღუარმან თქუენმან არა მოგუცესა ხარკი ?
25. ხოლო მან ჰრქუა: ჰე, და ვითარცა შევიდა იგი სახიდ, უსწრო მას იესო და ჰრქუა:
რასა ჰგონებ შენ, სვიმონ: მეფენი ქუეყანისანი ვიეთგან მიიღებენ ხარკსა ანუ ზუერსა,
შვილთაგან ანუ უცხოთაგან ?
26. ჰრქუა მას პეტრე: უცხოთაგან. მიუგო იესო და ჰრქუა მას: აწ უკუე თავისუფალ სამე
არიან შვილნი.
27. ხოლო რაითა არა დავაბრკოლნეთ იგინი, წარვედ ზღუად და შთააგდე სამჭედური, და
რომელი პირველად აღმოხდეს თევზი, აღიღე და აღუღე პირი მისი და ჰპოვო მის შორის
სატირი, მოიღე იგი და მიეც მათ შენთვის და ჩემთვის.
1. მას ჟამსა შინა მოუხდეს იესოს მოწაფენი და ეტყოდეს: ვინმე უფროის იყო
სასუფეველსა ცათასა ?
2. და მოუწოდა იესო ყრმასა და დაადგინა შორის მათსა.
3. და ჰრქუა: ამინ გეტყვი თქუენ, უკუეთუ არა მოიქცეთ და იქმნეთ ვითარცა ყრმანი, ვერ
შეხვიდეთ სასუფეველსა ცათა.
4. რამეთუ რომელმან დაიმდაბლოს თავი თვიისი , ვითარცა ყრმაი ესე, იგი უფროის იყო
სასუფეველსა ცათასა.
5. და რომელმან შეიწყნაროს ერთი ყრმაი ესევითარ სახელითა ჩემითა, მე შემიწყნარებს.
6. და რომელმან დააბრკოლოს ერთი მცირეთა ამათგანი ჩემდა მომართ მორწმუნეთაი უმჯობეს
არს მისა, დამო - თუ - იკიდოს წისქვილი ვირით საფქველი ქედსა და დაინთქას იგი
უფსკრულსა ზღვისასა.
7. ვაი სოფლისა ამის საცთურთა მათგან, რამეთუ უნებლიაითცა მომავალ არიან საცთურნი,
ხოლო ვაი მის კაცისა, რომლისგან მოვიდეს საცთური.
8. უკუეთუ ხელი შენი ანუ ფერხი შენი გაცთუნებდეს შენ მოიკუეთე იგი და განაგდე
შენგან: უმჯობეს არს შენდა შესლვაი ცხოვრებასა მკელობელისა. გინა უხელოისა, ვიდრე
ორნი ხელნი და ორნი ფერხნი თუ გესხნენ და შთავარდე ცეცხლსა მას საუკუნესა.
9. და უკუეთუ თუალი შენი გაცთუნებდეს შენ, აღმოიღე იგი და განაგდე შენგან: უმჯობეს
არს შენდა ერთ - თუალისა შესლვად ცხოვრებასა, ვიდრე ორთა თუალთა სხმასა და
შთაგდებად გეჰენიასა ცეხლისასა.
10. ეკრძალენით, ნუუკუე ვინმე შეურაცხ - ჰყოთ ერთი მცირეთა ამათგანი. გეტყვი თქუენ,
რამეთუ ანგელოზნი მათნი ცათა შინა მარადის ჰხედვენ პირსა მამისა ჩემისასა, რომელ
არს ცათა შინა.
11. რამეთუ მოვიდა ძე კაცისაი ცხოვრებად წარწყმედულისა.
12. ვითარ ჰგონებთ თქუენ ? კაცსა თუ ვისმე ედგას ასი ცხოვარი, და შესცთეს ერთი
მათგანი, არა - მე დაუტევნესა ოთხმეოც და ათცხრამეტნი იგი მთათა ზედა და წარვიდეს
და მოიძიოს შეცთომილი იგი ?
13. და რაჟამს პოვოს იგი, ამინ გეტყვი თქუენ, უფროის უხაროდის მის ზედა, ვიდრე
ოთხმეოც და ათცხრამეტთა მათ, რომელნი არა შეცთომილ იყვნეს.
14. ესრეთ არა არს ნებაი მამისა თქუენისა ზეცათაისაი, რაითა წარწყმედს ერთი მცირეთა
ამათგანი.
15. ხოლო უკუეთუ შეგცოდოს შენ ძმამან შენმან, მივედ და ამხილე მას, რაჟამს შენ და
იგი ხოლო იყვნეთ მარტონი. უკუეთუ ისმინოს შენი, შეიძინე ძმაი იგი შენი.
16. ხოლო უკუეთუ არა ისმინოს, მიიყვანე შენ თანა ერთი ანუ ორი სხუაი, რაითა პირითა
ორისა და სამისა მოწამისაითა დაემტკიცოს ყოველი სიტყუაი.
17. ხოლო უკუეთუ მათიცა არა ისმინოს, უთხარ კრებულსა; ხოლო უკუეთუ კრებულისაიცა არა
ისმინოს, იყავნ იგი შენდა, ვითარცა მეზუერე და წარმართი.
18. ამინ გეტყვი თქუენ: რაოდენი შეჰკრათ ქუეყანასა ზედა, კრულ იყოს იგი ცათა შინა;
და რაოდენი განჰხსნათ ქუეყანასა ზედა, ხსნილ იყოს იგი ცათა შინა.
19. კუალად ამინ გეტვი თქუენ: უკუეთუ ორნი თქუენგანნი შეითქუნენ ქუეყანასა ზედა
ყოველისთვისვე საქმისა, რომელიცა ითხოვონ, ეყოს მათ მამისა ჩემისაგან ზეცათაისა.
20. რამეთუ სადაცა იყვნენ ორნი გინა სამნი შეკრებულ სახელისა ჩემისათვის, მუნ ვარ
მე შორის მათსა.
21. მაშინ მოუხდა მას პეტრე და ჰრქუა: უფალო, რაოდენ გზის შემცოდეს ძმამან ჩემმან,
და მიუტეო მას ? ვიდრე შვიდ გზისამდეა ?
22. ჰრქუა მას იესო: არა გეტყვი შენ ვიდრე შვიდ გზისამდე, არამედ ვიდრე სამეოც და
ათ შვიდ გზის.
23. ამისთვის ემსგავსა სასუფეველი ცათაი კაცსა მეუფესა, რომელმან ინება სიტყვის
განგებაი მონათა თვისთა თანა.
24. და ვითარცა იწყო განგებად, წარმოუდგინეს მას ერთი თანამდები ბევრისა
ტალანტისაი.
25. და ვითარ არარაი აქუნდა მას, რაიმცა მისცა, უბრძანა უფალმან მისმან განსყიდაი
ცოლისა მისისაი და შვილთა მისთაი და რაიცა აქუნდა მას და გარდახდად იგი.
26. დავარდა უკუე მონაი იგი, თაყუანის - სცემდა მას და ეტყოდა: სულგრძელ იქმენ ჩემ
ზედა, უფალო, და ყოველივე მიგცე შენ.
27. შეეწყალა უფალსა მისსა მონაი იგი, და განუტევა იგი და თანანადებიცა იგი მიუტევა
მას.
28. და ვითარცა გამოვიდა მიერ მონაი იგი, პოვა ერთი მისი თანამონაი, რომელსა თანა -
ედვა მისი ასი დრაჰკანი, შეიპყრა იგი და შეაშთობდა მას და ეტყოდა: მომეც, რაიცა –
იგი თანა -გაც.
29. შეუვრდა მას მოყუასი იგი მისი და ევედრებოდა მას და ეტყოდა: სულგრძელ იქმენ ჩემ
ზედა, და ყოველივე მიგცე შენ.
30. ხოლო მან არა ისმინა მისი, არამედ წარვიდა და შეაგდო იგი საპყრობილესა,
ვიდრემდე მიცეს მას თანა - ნადები იგი.
31. ხოლო იხილეს რაი თანა - მონათა მათ მისთა საქმე ესე, შეწუხნეს ფრიად და მივიდეს
და აუწყეს უფალსა მათსა ყოველივე იგი, რაიცა იქმნა.
32. მაშინ მოუწოდა მას უფალმან მისმან, და ჰრქუა მას: მონაო ბოროტო, ყოველივე
თანანადები შენი მიგიტევე შენ, რამეთუ მევედრებოდე მე.
33. არა ჯერ - იყოა შენდაცა, რაითამცა შეიწყალე შენ თანა - მონაი იგი, ვითარცა მე
შენ შეგიწყალე ?
34. და განურისხნა უფალი იგი მისი და მისცა იგი ხელთა მტანჯველთასა, ვიდრემდის
გარაიხადოს ყოველი იგი თანანადები მისი.
35. ეგრეცა მამამან ჩემმან ზედაცათამან გიყოს თქუენ, უკუეთუ არა მიუტევნეთ
კაცად-კაცადმან ძმასა თვისსა ყოველითა გულითა თქუენითა ცთომანი მათნი.
1. და იყო, ვითარცა დაასრულნა იესო სიტყუანი ესე, წარვიდა გალილეაით და მივიდა
საზვართა ჰურიასტანისათა წიაღ იორდანესა.
2. და მისდევდა მას ერი მრავალი, და განკურნნა იგინი მუნ.
3. მაშინ მოუხდეს მას ფარისეველნი, გამოსცდიდეს მას და ეტყოდეს: უკუეთუ ჯერ - არს
კაცისა განტევებაი ცოლისა თვისისაი ყოველისათვის ბრალისა ?
4. ხოლო იესო მიუგო და ჰრქა მათ: არა აღმოგიკითხავსა, რამეთუ რომელმან დაჰბადა
დასაბამსა, მამაკაცად და დედაკაცად შექმნნა იგინი?
5. და თქუა: ამისთვის დაუტეოს კაცმან მამაი თვისი და დედაი თვისი და შეეყოს ცოლსა
თვისსა, და იყვნენ ორნივე იგი ერთ ხრჰც.
6. ვითარმდე არღარა არიან ორ, არამედ ერთ ვიორც. აწ უკუე რომელნი - იგი ღმერთმან
შეაუღლნა, კაცი ნუ შანაშორებნ.
7. ხოლო მათ ჰრქუეს მას: რაისათვის უკუე მოსე ამცნო წიგნი განტევებისაი მიცემად და
განტევებად ?
8. მიუგო იესო და ჰრქუა მათ: რამეთუ მოსე გულ - ფიცხელობისა თქუენისათვის გიბრძანა
განტევებაი ცოლთა თქუენთაი, ხოლო დასაბამსა არა ეგრე იყო.
9. ხოლო მე გეტყვი თქუენ, რამეთუ რომელმან განუტეოს ცოლი თვისი თვინიერ სიძვისა და
სხუაი შეირთოს, იმრუშებს; და რომელმან განტევებული შეირთოს, იგიცა იმრუშებს.
10. ჰრქუეს მას მოწაფეთა მისთა: უკუეთ ესოდენ ბრალი არს კაცისა დედაკაცისა თანა,
არა შეჰგავს ქორწინებაი.
11. ჰრქუა მათ იესო: არა ყოველთა დაიტიონ სიტყუაი ეგე, არამედ რომელთადა მიცემულ
არს.
12. რამეთუ არიან საჭურისნი, რომელნი მუცლითგან დედისა თვიისისაით საჭურისნი
იშვნეს; და არიან საჭურისნი, რომელნი კაცთაგან გამოისაჭურისნეს; და არიან
საჭურისნი, რომელთა გამოისაჭურისნეს თავნი თვისნი სასუფეველისათვის ცათაისა. რომელი
შემძლებელ არს დატევნად, დაიტიენ.
13. მაშინ მოჰგუარეს მას ყრმები, რაითამცა ხელი დასდვა მათ ზედა და აკურთხნა იგინი,
ხოლო მოწაფენი ჰრისხვიდეს მათ.
14. ხოლო იესო ჰრქუა მათ: აცადეთ ყრმებსა მაგას მოსლვად ჩემდა და ნუ აყენებთ მაგათ,
რამეთუ ეგევითართაი არს სასუფეველი ცათაი.
15. და დაასხნა მათ ზედა ხელნი. და ვითარცა წარვიდა მიერ.
16. აჰა მო - ვინმე - უხდა მას და ჰრქუა: მოძღუარო სახიერო, რაი კეთილი ვქმნე,
რაითა მაქუნდეს ცხოვრებაი საუკუნოი;
17. ხოლო იესო ჰრქუა მას: რაისა მეტყვი მე სახიერით ? არავინ არს სახიერი, გარნა
მხოლოი ღმერთი. ხოლო უკუეთუ გნებავს ცხოვრებასა შესლვაი, დაიმარხენ მცნებანი.
18. ჰრქუა მას: რომელნი ? ხოლო იესო ჰრქუა მას, ვითარმედ: არა კაც - ჰკლა, არა
იპარო, არა იმრუშო, არა ცილი სწამო.
19. პატივ - ეც მამასა შენსა და დედასა შენსა და შეიყურო მოყუასი შენი, ვითარცა
თავი თვისი.
20. ჰრქუა მას ჭაბუკმან: ესე ყოველი დამიმარხავს სიყრმით ჩემითგან; რაიღა მაკლს მე
?
21. ჰრქუა მას იესო: უკუეთუ გნებავს, რაითა სრულ იყო, წარვედ და განყიდე მონაგები
შენი და მიეც გლახაკთა და გაქუნდეს საუნჯე ცათა შინა და მოვედ და შემომიდეგ მე.
22. და ვითარცა ესმა სიტყუაი ესე ჭაბუკსა მას, წარვიდა მწუხარე, რამეთუ იყო იგი
მდიდარ ფრიად.
23. ხოლო იესო ჰრქუა მოწაფეთა თვისთა: ამინ გეტყვი თქუენ, რამეთუ მდიდარი ძნიად
შევიდეს სასუფეველსა ცათასა.
24. და მერმე გეტყვი თქუენ: უადვილეს არს აქლემი განსლვად ხურელსა ნემისისასა,
ვიდრე მდიდარი შესლვად სასუფეველსა ცათასა.
25. ვითარცა ესმა ესე მოწაფეთა მისთა, განუკვირდებოდა ფრიად და იტყოდეს: და ვის -
მე ხელ - ეწიფების ცხოვნებად ?
26. მიჰხედა იესო და ჰრქუა მათ: კაცთაგან შეუძლებელ არს ესე, ხოლო ღმრთისა მიერ
ყოველივე შესაძლებელ არს.
27. მაშინ მიუგო პეტრე და ჰრქუა მას: აჰა ესერა ჩუენ ყოველი დაუტევეთ და შეგიდეგით
შენ: რაი – მე იყოს ჩუენდა?
28. ხოლო იესო ჰრქუა მათ: ამინ გეტყვი თქუენ, რამეთუ თქუენ, რომელი - ეგე
შემომიდეგით მე. მერმესა მას შობასა, რაჟამს დაჯდეს ძე კაცისაი საყდართა დიდებისა
თვიისისათა, დაჰსხდეთ თქუენცა ათორმეტთა საყდართა განსჯად ათორმეტთა ტომთა
ისრაელისათა.
29. და ყოველმან, რომელმან დაუტევა სახლი გინა ძმანი ანუ დანი, ანუ მამაი ანუ
დედაი. ანუ ცოლი. ანუ შვილნი ანუ აგარაკნი სახლისა ჩემისათვის, ას წილად მიიღოს და
ცხოვრებაი საუკუნოი დაიმკვიდროს.
30. ხოლო მრავალნი იყვნენ პირველნი უკუანა, და უკუანანა. და უკანანი წინა.
1. რამეთუ მსგავს არს სასუფეველი ცათაი კაცსა სახლისა უფალსა, რომელი განვიდა
განთიად დადგინებად მუშაკთა ვენახსა თვისსა.
2. და აღუთქუა მათ სასყიდელი თითოეულსა დრაჰკანი დღესა შინა და წარავლინნა იგინი
ვენახსა თვისსა.
3. და განვიდა იგი მესამესა ჟამსა და პოვნა სხუანი, მდგომარენი უბანთა ზედა უქმად,
4. და ჰრქუა მათ: წარვედით თქუენცა ვენახსა ჩემსა და, რაი - იგი იყოს სამართალი,
მიგცე თქუენ.
5. ხოლო იგინი წარვიდეს. და მერმე განვიდა მეექუსესა და მეცხრესა ჟამსა და ყო
ეგრეთვე.
6. ხოლო მეათერთმეტესა ჟამსა განვიდა და პოვნა სხუანი მდგომარენი და ჰრქუა მათ:
რაისა სდეგით თქუენ აქა დღე ყოველ უქმად?
7. ხოლო მათ ჰრქუეს მას, ვითარმედ: არავინ დამიდგინნა ჩუენ. ჰრქუა მათ: წარვედით
თქუენცა ვენახსა ჩემსა და რაი - იგი იყოს სამართალი, მიიღოთ.
8. და ვითარცა შემწუხრდა, ჰრქუა უფალმან სავნეხისამან ეზოის მოძღუარსა თვიისსა:
მოუწოდე მუშაკთა მათ და მიეც მათ სასყიდელი; იწყე უკუანაისკნელითგან ვიდრე
პირველთამდე.
9. მოვიდეს მეათერთმეტისა ჟამისანი იგი და მიიღეს თითოი დრაჰკანი.
10. მოვიდეს პივრველისანიცა იგი და ჰგონებდეს, ვითარმედ უფროისი მიიღონ; და მიიღეს
მათცა თითოი დრაჰკანი.
11. ხოლო მი – რაი - იღეს, დრტვინვიდეს სახლისა უფლისა მისთვის
12. და იტყოდეს, ვითარმედ: უკუანაისკნელთა მათ ერთი ხოლო ჟამი დაყვეს და სწორ
ჩუენდა ჰყვენ იგინი, რომელთა ვიტვირთეთ სიმძიმე დღისაი და სიცხე.
13. ხოლო მან მიუგო ერთსა მათგანსა და ჰრქუა: მოყუასო, არარას გავნებ შენ; ანუ არა
ერთი დრაჰკანი აღგითქუ შენ?
14. მიიღე შენი და ვიდოდე; ხოლო მე მნებავს უკუანაისკნელსა ამას მიცემად, ვითარცა
შენ.
15. ანუ არა ჯერ - არსა ჩემდა, რაიცა მინდეს ყოფად ჩემსა ზედა? არამედ თუალი შენი
ვიდრემე ბოროტ არს, ხოლო მე სახიერ ვარ.
16. ესრეთ იყვნენ წინანი უკუანა, და უკანანი წინა, რამეთუ მრავალნი არიან ჩინებულ
და მცირედნი რჩეულ.
17. და ვითარცა აღვიდოდა იესო იერუსალემდ, წარიყვანნა ათორმეტნი იგი მოწაფენი
თვისაგან და მგზავრ ეტყოდა მათ:
18. აჰა ესერა აღვალთ იერუსალემდ, და ძე კაცისაი მიეცეს მღდელთ მთავართა და
მწიგნობართა, და დასაჯონ იგი სიკუდილდ;
19. და მისცენ იგი წარმართთა კიცხევად და ტანჯვად და ჯუარცუმად, და მესამესა დღესა
აღდგეს.
20. მაშინ მოუხდა იესოს დედაი ძეთა ზებედესთაი ძეთა მისთა თანა, თაყუანის - სცემდა
მას და ითხოვდა რასმე მისგან.
21. 21.ხოლო თავადმან ჰრქუა მას: რაი გნებავს? ჰრქუა მას: თქუ, რაითა დასხდენ ორნი
ესე ძენი ჩემნი ერთი მარჯუენით შენსა და ერთი მარცხენით შენსა სასუფეველსა შენსა.
22. მიუგო იესო და ჰრქუა მათ: არა იცით, რასა ითხოვთ. ძალ - გიცა შესუმად სასუმელი,
რომელი მე მეგულების შესუმად, ანუ ნათლის -ღებაი, რომელი მე ნათელვიღო ნათლის -
ღებად? ხოლო მათ ჰრქუეს: ძალ - გვიც.
23. ჰრქუა მათ იესო: სასუმელი სამე ჩემი შესუათ და ნათლისღებაი რომელი მე ნათელ -
ვიღო, ნათელ - იღოთ; ხოლო დაჯდომაი მარჯუნით ჩემსა და მარცხენით არა არს ჩემი
მიცემად, არამედ ვიეთა განმზადებულ არს მამისა მიერ ჩემისა.
24. ვითარცა ესმა ესე ათთა მათ, განრისხდნეს ორთა მათ ძმათათვის.
25. ხოლო იესო მოუწოდა მათ და ჰრქუა: უწყითა, რამეთუ მთავარნი წარმართთანი უფლებედ
მათ ზედა, და დიდ - დიდნი ხმელმწიფებედ მათ ზედა?
26. ხოლო თქუენ შორის არა ეგრეთ იყოს, არამედ რომელსა უნებს თქუენ შორის დიდ ყოფაი,
იყავნ თქუენდა მსახურ.
27. და რომელსა უნებს თქუენ შორის წინა ყოფაი, იყოს იგი თქუენდა მონა.
28. ვითარცა ძე კაცისაი არა მოვიდა, რაითამცა იმსახურა, არამედ მსახურებად და
მიცემად სული თვისი სახსრად მრავალთათვის.
29. და ვითარცა გამოვიდოდეს იგინი იერიქოით, მისდევდა მას ერი მრავალი.
30. და აჰა ესერა ორნი ბრმანი სხდეს გზასა ზედა. და ვითარცა ესმა, ვითარმედ იესო
წარმოვალს, ხმობდეს და იტყოდეს: შემიწყალენ ჩუენ, უფალო, ძეო დავითისო !
31. ხოლო ერი იგი ჰრისხვიდა მათ, რაითა დადუმნენ; ხოლო იგინი უფროის ღაღადებდეს:
შემიწყალენ ჩუენ, უფალო, ძეო დავითისო !
32. და დადგა იესო, მოუწოდა მათ და ჰრქუა: რაი გნებავს, და გიყო თქუენ ?
33. ჰრქუეს მას: უფალო, რაითა აღვიხილნეთ თუალნი ჩუენნი.
34. შეეწყალნეს იგინი იესოს. და შეახო თუალთა მათთა, და მეყსეულად აღეხილნეს. და
შეუდგეს მას.
1. და ვითარცა მიეახლნეს იერუსალემდ და მოვიდეს ბეთბაგედ მთასა მას ზეთის ხილთასა,
მაშინ წარავლინნა იესო ორნი მოწაფეთა მისთაგანნი.
2. და ჰრქუა მათ: წარვედით დაბასა მაგას, რომელ არს წინაშე თქუენსა, და მეყსეულად
ჰპოვოთ ვირი დაბმული და კიცვი მის თანა; აღჰხსენით და მომგუარეთ მე.
3. და უკუეთუ ვინმე გრქუას რაიმე, თქუენ არქუთ, ვითარმედ უფალსა უხმან ეგენი, და
მეყსეულად მოავლინნეს იგინი.
4. ესე ყოველი იქმნა, რაითა აღესრულოს სიტყუაი იგი წინაისწარმეტყუელსაი, რომელ
თქუა:
5. არქუთ ასულსა სიონისასა: აჰა ესერა მეუფე შენი მოვალს შენდა მშხიდი და ზე ზის
იგი ვირსა და კიცუსა, ნაშობსა კარულისასა.
6. ხოლო მოწაფენი იგი წარვიდეს და ყვეს. ეგრეთ, ვითარცა უბრძანა მათ იესო.
7. და მოჰგუარეს ვირი იგი და კიცვი მის თანა და დაასხეს მას ზედა სამოსელი, და
დაჯდა მას ზედა.
8. ხოლო უმრავლესი იგი ერი დაუფენდა სამოსელსა მთასა გზასა ზედა; და სხუანი
მოჰკაფდეს რტოებსა ხეთაგან და დაუფენდეს გზასა ზედა.
9. და ერი იგი, რომელი წინა უვიდოდა და რომელი უკუანა შეუდგა, ღაღადებდეს და
იტყოდეს: ოსანა ძესა დავითისსა ! კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაითა !
ოსანა, რომელი ხარ მაღალთა შინა !
10. და ვითარცა შევიდა იგი იერუსალემდ, შეიძრა ქალაქი იგი ყოველი და იტყოდეს: ვინ
არს ესე?
11. ხოლო ერი იგი ეტყოდა: ესე არს წინაისწარმეტყუელი იესო . ნაზარეთით გალილეაისაით
12. და შევიდა იესო ტაძარსა მას ღმრსიასა და გამოასხა ყოველი იგი განმსყიდელი და
ყოველი, რომელი იყიდდა ტაძარსა მას შინა, და ტაბლები იგი მეკერმეთაი მათ დაამხუა და
სასხდომლები იგი ტრედის მოფარდულთაი მათ დაუქცია.
13. და ჰრქუა მათ: წერილ არს: სახლსა ჩემსა სახლ სალოცველ ეწოდოს, ხოლო თქუენ
გიყოფიეს იგი ქუაბ ავაზაკთა.
14. და მოუხდეს მას ბრმანი და მკელობელნი ტაძარსა მას შინა, და განკურნნა იგინი.
15. და ვითარცა იხილეს მღდელთ მთავართა მათ და მწიგნობართა, რომელ - იგი ქმნნა
სასწაულნი და ყრმები იგი, რომელ ღაღადებდეს ტაძარსა მას შინა და იტყოდეს: ოსანნა
ძესა დავითისა, განრისხნეს.
16. და ჰრქუეს მას: გესმისა, რასა ესენი იტყვიან ? ხოლო იესო ჰრქუა მათ: ჰე !
არასადა აღმოგიკითხავსა, ვითარმედ პირითა ყრმათა ჩჩვილთა მწოვართაითა და დაამტკიცე
ქებაი ?
17. და დაუტევნა იგინი და განვიდა გარე ქალაქით ბეთანიად და იქცეოდა მუნე.
18. და განთიად, მო – რაი - ვიდოდა ქალაქად, შეემშია.
19. და იხილა ლეღვი ერთი გზასა ზედა და მოვიდა მისა და არარაი პოვა მას შინა, გარნა
ფურცელი ხოლო. და ჰრქუა მას: ნუღარა იყოფინ ნაყოფი შენგან საუკუნდ. და განხმა ლეღვი
იგი მეყსეულად.
20. ვითარცა იხილეს მოწაფეთა მათ, დაუკვირდა და იტყოდეს: ვითარ მეყსეულად განხმა
ლეღვი იგი !
21. მიუგო იესო და ჰრქუა მათ: ამინ გეტყვი თქუენ: უკუეთუ გაქუნდეს სარწმუნოებაი და
არა შეორგულდეთ, არა ხოლო ლეღვისაი ამის ჰყოთ, არამედ ჰრქუათ თუ მთასა ამას:
აღიფხუერ ამიერ და შთავარდი ზღასა, იყოს ეგრეთ.
22. და ყოველსა რაოდენსა ითხოვდეთ ლოცვასა შინა სარწმუნოებით, გეყოს თქუენ.
23. და მო – რაი - ვიდა იგი ტაძრად, მოუხდეს მას მღდელთ მთავარნი იგი და
მოხუცებულნი ერისანი, ვითარ - იგი ასწავებდა ერსა. და ჰრქუეს მას: რომლითა
ხელმწიფებითა ამას იქმ ? და ვინ მოგცა შენ ხელმწიფებაი ესე ?
24. მიუგო იესო და ჰრქუა მათ: გკითხო მეცა თქუენ სიტყუაი ერთი, რომელი უკუეთუ
მითხრათ მე, მეცა გითხრა თქუენ, რომლითა ხელმწიფებითა ვიქმ ამას.
25. ნათლის - ცემაი იოანესი ვინაი იყო: ზეცით ანუ კაცთაგან ? ხოლო იგინი
განიზრახვიდეს თვისაგან და იტყოდეს: უკუეთუ ვთქუათ, ზეცით იყო, გურქუას ჩუენ:
რაისათვის უკუე არა გრწმენა მისი ?
26. და უკუეთუ ვთქუათ: კაცთაგან, გუეშინის ერისა ამის, რამეთუ ყოველთავე ვითარცა
წინაისწარმეტყუელი უპყრიეს იოანე.
27. და მიუგეს იესოს და ჰრქუეს: არა უწყით. ჰრქუა მათ მანცა: არცა მე გითხრა თქუენ,
რომლითა ხელმწიფებითა ვიქმ ამას.
28. აწ ვითარ ჰგონებთ თქუენ? კაცსა ვისმე ესხნეს ორ ძე; მოვიდა პირველისა მის და
ჰრქუა: შვილო, წარვედ დღეს და იქმოდე ვენახსა ჩემსა.
29. ხოლო მან მიუგო და ჰრქუა: არა მნებავს; ხოლო უკუანაისკნელ შეინანა და წავრიდა.
30. და მოუხდა მეორესა მას და ჰრქუა ეგრეთვე, ხოლო მან მიუგო და ჰრქუა: წარვიდე,
უფალო, და არა წარვიდა.
31. ვინ ორთა ამათგანმან ყო ნებაი მამისა თვისისაი? ჰრქუეს მას: პირველმან მან.
ჰრქუა მათ იესო: ამინ გეტყვი თქუენ, რამეთუ მეზუერენი და მეძავნი წინა - გიძღოდიან
თქუენ სასუფეველსა ღმრთისასა.
32. რამეთუ მოვიდა თქუენდა იოანე გზითა სიმართლისაითა, და არა გრწმენა მისი, ხოლო
მეზუერეთა და მეძავთა ჰრწმენა მისი; ხოლო თქუენ იხილეთ და არა შეინანეთ
უკუნაისკნელ, რაითამცა გრწმენა მისი.
33. სხუაი იგავი ისმინეთ: კაცი ვინმე იყო სახლისა უფალი, რომელმან დაასხა ვენახი და
ზღუდე გარე - მოსდვა მას და ქმნა მას შინა საწნეხელი და აღაშენა გოდოლი და მისცა
იგი მოქმედთა საქმედ და წავრიდა.
34. და რაჟამს მოიწია ჟამი ნაყოფთაი. მიავლინნა მონანი მისნი მოქმედთა მათ მოღებად
ნაყოფისა მისისა.
35. და შეიპყრნეს მოქმედთა მათ მონანი იგი მისნი, რომელთამე სცეს, რომელნიმე
მოწყვიდნეს და რომელთამე ქვაი დაჰკრიბეს.
36. კუალად წარავლინნა სხუანი მონანი, უმრავლესნი პირველთასა, და მათცა ეგრეთვე
უყვეს.
37. ხოლო უკუანაისკნელ მიუვლინა მათ ძე თვისი და თქვა: შე-ხოლო თუ –იკდიმონ ძისაგან
ჩემისა.
38. ხოლო ქუეყანის მოქმედთა მათ ვითარცა იხილეს ძე იგი მისი, თქუეს გულსა მათსა:
ესე არს მკვიდრი, მოვედით და მოვკლათ იგი და დავიპყრათ სამკვიდრებელი მისი.
39. და შეიპყრეს იგი და განიყვანეს გარეშე ვენახისა მის და მოკლეს.
40. რაჟამს უკუე მოვიდეს უფალი სავენახისაი მის, რაი-მე უყოს ქუეყანის მოქმედთა
მათ?
41. ჰრქუეს მას: ბოროტნი იგი ბოროტად წარწმყმიდნეს და ვენახი იგი მისცეს სხუათა
ქუეყანის მოქმედთა, რომელთა მოსცენ მას ნაყოფი ჟამსა თვისსა.
42. ჰრქუა მათ იესო: არასადა აღმოგიკითხავსა წიგნთა შინა: ლოდი, რომელ შეურაცხ
-ყვეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავ კიდეთა; უფლისა მიერ იყო ესე და არს საკვირველ
წინაშე თუალთა ჩუენთა.
43. ამისთვის გეტყვი თქუენ, ვითარმედ: მიგეღოს თქუენგან სასუფეველი ღმრთისაი. და
მიეცეს ნათესავსა, რომელნი ჰყოფდენ ნაყოფსა მისსა.
44. და რომელი დაეცეს ლოდსა მას ზედა, შეიმუსროს; და რომელსა ზედა დაეცეს,
განანქრიოს იგი .
45. და ესმნეს რაი მღდელთ მთავართა მათ და ფარისეველთა იგავნი ესე მისნი, ცნეს,
რამეთუ მათთვის თქუნან.
46. და ეძიებდეს მას შეპყრობად და ეშინოდა ერისა მისგან, რამეთუ ვითარცა
წინაისწარმეტყუელი აქუნდა მათ იგი.
1. და მერმე მიუგო მათ იესო იგავით ჰრქუა:
2. ემსგავსა სასუფეველი ღმრთისაი კაცსა მეუფესა, რომელმან ყო ქორწილი ძისა
თვისისაი.
3. და წარავლინნა მონანი თვისნი მოწოდებად ჩინებულთა მათ ქორწილსა მას, და არა
ინებეს მოსლვად.
4. კუალად წარავლინნა სხუანი მონანი და ჰრქუა: არქუთ ჩინებულთა მათ: აჰა ესერა პური
ჩემი მზა მიყოფიეს, ზუარაკები და უსხები ჩემი დაკლულ არიან და ყოველივე მზა არს,
მოვედით ქორწილსა ამას.
5. ხოლო მათ უდებ - ყვეს და წარვიდეს, რომელიმე აგარაკსა თვისსა, რომელიმე
სავაჭროსა თვისსა.
6. ხოლო სხუათა შეიპყრეს მონანი იგი მისნი, აგინეს და მოწყვიდნეს.
7. ხოლო მეუფე იგი განრისხნა, ესმა რაი ესე, და მიავლინა ერი თვისი და მოსრნა კაცის
- მკლველნი იგი და ქალაქი იგი მათი მოწუა ცეცხლითა.
8. მაშინა ჰრქუა მონათა თვისთა: ქორწილი ესე მზა არს, ხოლო ჩინებულნი იგი არა ღირს
იყვნეს.
9. წარვედით მებოძირთა გზათასა და რაოდენიცა ჰპოვოთ, მოუწოდეთ ქორწილსა ამას.
10. და განვიდეს მონანი იგი მისნი გზათა ზედა და შეკრიბეს ყოველი, რაოდენი პოვეს
ბოროტი და კეთილი, და აღივსო ქორწილი იგი მეინახითა.
11. ხოლო შე – რაი -ვიდა მეფე იგი ხილვად მეინახეთა მათ, იხილა მუნ კაცი, რომელსა
არა ემოსა სამოსელი საქორწინე.
12. და ჰქუა მას: მოყუასო, ვითარ შემოხუედ აქა, რამეთუ არა გმოსიეს სამოსელი
საქორწინე? ხოლო იგი დუმნა.
13. მაშინ ჰრქუა მეუფემან მან მსახურთა თვისთა: შეუკრენით მაგას ხელნი და ფერხნი და
განაგდეთ ეგე ბნელსა მას გარესკნელსა. მუნ იყო ტირილი და ღრეჭენაი კბილთაი.
14. რამეთუ მრავალ არიან ჩინებულნი და მცირედ რჩეულნი.
15. მაშინა წარვიდეს ფარისეველნი იგი და ზრახვა - ყვეს, რაითა სიტყვითა საფრხე უგონ
მას.
16. და მიუვლინნეს მოწაფენი მათნი ჰეროდიანთა თანა და ჰრქუაეს: მოძღარ, ვიცით,
რამეთუ ჭეშმარიტ ხარ და გზასა ღმრთისასა ჭეშმარიტად ასწავებ და არა ჰზრუნავ
არავისთვის, რამეთუ არა ჰზრუნავ არავისთვის, რამეთუ არა თუალ - აღებ პირსა
კაცისასა.
17. აწ მარქ ჩუენ: რაი გნებავს შენ? დერ - არსა მიცემაი ხარკისაი კეისრისა ანუ არა?
18. გულისხმა - ყო იესო უკეთურებაი მათ და ჰრქუა: რაისა გამომცდით მე, ორგულნო?
19. მიჩუენეთ დრაჰკანი იგი ხარკისაი. ხოლო მათ მოართუეს მას დრაჰკანი.
20. ჰრქუა მათ იესო: ვისი არს ხატი ანუ ზადაწერილი?
21. ჰრქუესა მას: კეისრიასაი. მაშინ ჰრქუა მათ იესო: მიეცით კესრისაი კესარსა და
ღმრთისაი ღმერთსა.
22. და ესმა რაი ესე, დაუკვირდა და დაუტევეს იგი და წარვიდეს.
23. მას დღესა შინა მოუხდეს მას სადუკეველნი, რომელნი იტყოდეს, ვითარმედ არა არს
აღდგომაი, ჰკითხეს მას
24. და ეტყოდეს: მოძღუარ, მოსე ესრეთ თქუა: უკუეთუ ვინმე მოკუდეს და არა ესუას
შვილი, ესიძენ ძმაი მისი ცოლსა მისსა და აღუდგინენ თესლი ძმასა თვისსა.
25. იყვნეს უკუე ჩუენ შორის შვიდნი ძმანი, და პირველმან მან შეირთო და მოკუდა და
არა დაჰშთა თესლი და დაუტევა ცოლი თვისი ძმასა თვისსა.
26. ეგრეთვე მეორემან და მესამემან. ვიდრე მეშვიიდემდე.
27. ხოლო უკუანაისკნელ ყოველთასა მოკუდა დედაკაციცა იგი.
28. აწ უკუე აღდგომასა მას ვისა შვიდთა მათგანისა იყოს იგი ცოლად, რამეთუ ყოველთა
ესუა იგი?
29. მიუგო იესო და ჰრქუა მათ: სცდებით, რამეთუ არა იცნით წიგნნი, არცა ძალი
ღმრთისაი.
30. რამეთუ აღდგომასა მას არცა იქორწინებოდიან, არცა განჰქორწინებდენ, არამედ
ვითარცა ანგელოზნი ღმრთისანი იყვნენ ცათა შინა.
31. ხოლო აღდგომისათვის მკუდართაისა არა აღმოგიკითხავსა თქუმული იგი ღმრისა მიერ,
რომელსა იტყვის:
32. მე ვარ ღმერთი აბრაჰამისი და ღმერთი ისააკისი და ღმერთი იაკობისი? არა არს
ღმერთი მკუდართაი, არამედ ცხოველთაი.
33. და ესმა რაი ესე ერსა მას, დაუკვირდებოდა მოძღურებაი იგი მისი.
34. ხოლო ფარისეველთა რაი ესმა, რამეთუ დაუყო პირი სადუკეველთა მათ, შეკრბეს ერთად.
35. და ჰკითხა ერთმან მათგანმან სჯულის მოძღარმან, გამოსცდიდა მას და ეტყოდა:
36. მოძღუარ, რომელი მცნებაი უფროის არს სჯულსა შინა?
37. ხოლო იესო ჰრქუა მას: შეიყუარო უფალი ღმერთი შენი ყოველითა გულითა შენითა და
ყოვლითა სულითა შიენითა და ყოველითა გონებითა შენითა.
38. ესე არს დიდი და პირველი მცნებაი.
39. და მეორე, მსგავსი ამისი: შეიყუარო მოყუასი შენი, ვითარცა თავი თვისი.
40. ამათ ორთა მცნებათა ყოველი სჯული და წიაისწარმეტყუელნი დამოკიდებულ არიან.
41. შეკრებულ რაი იყვნეს ფარისეველნი იგი, ჰკითხა მათ იესო.
42. და ჰრქუა: ვითარ ჰგონებთ თქუენ ქრისტესთვის; ვისი ძე არს? ხოლო მათ ჰრქუეს:
დავითისი.
43. ჰრქუა მას იესო: ვითარ უკუე დავითი სულითა ჰხადის მას უფლად და იტყვის:
44. ჰრქუა უფალმან უფალსა ჩემსა: დაჯედ მარჯუენით ჩემსა, ვიდრემდის დავსხნე მტერნი
შენი ქუეშ ფერხთა შენთა?
45. უკუეთუ დავით სულითა უფლად ჰხადის მას, ვითარ ძე მისი არს?
46. და ვერვის ეძლო სიტყვის მიგებად მისა, არცაღა ვინ იკადრა მიერ დღითგან კითხვად
მისა არღარა.
1. მაშინ ეტყოდა იესო ერსა მას და მოწაფეთა თვისთა.
2. და ჰრქუა: საყდართა მოსესთა და დასხდენ მწიგნობარნი და ფარისეველნი.
3. ყოველსა უკუე რაოდენსა გეტყოდიან თქუენ დამარხვად, დაიმარხეთ და ყავთ, ხოლო
საქმეთა მათთაებრ ნუ იქმთ, რამეთუ თქვიან და არა ყვიან.
4. რამეთუ შეკრიან ტვირთი მძიმე და ძნიად სატვირთავი. და დასდვიან მხართა ზედა
კაცთასა; ხოლო მათ თითითაცა მათითა არა უნებნ შეძრვად იგი.
5. და ყოველსა საქმესა მათსა იქმან საჩუენებლად კაცთა: განივრცნიან საცონი მათნი და
განიდიდნიან ფესუნი სამოსელთა მათთანი.
6. უყუარს ზემოჯდომაი სერსა ზედა და პირველ დაჯდომაი შესაკრებელთა შორის
7. და მოკითხვაი უბანთა ზედა და რაითა ჰხადოდიან კაცნი: რაბი! რაბი!
8. ხოლო თქუენ ნუ იწოდებით რაბი, რამეთუ ერთი არს მოძღუარი თქუენი ქრისტე, ხოლო
თქუენ ყოველნი ძმანი ხართ.
9. და მამით ნუვის ჰხადით ქუეყანასა ზედა, რამეთუ ერთი არს მამაი თქუენი, რომელს
არს ცათა შინა.
10. ნუცა გერქუმინ თქუენ წინამძღურ, რამეთუ ერთ არს წინამძღუარი თქვენი ქრისტე.
11. ხოლო უდიდესი თქუენი იყავნ თქუნდა მსახურ.
12. ხოლო რომელმან აღიმაღლოს თავი თვისი, დამდაბლდეს; და რომელმან დაიმდაბლოს თავი
თვისი, იგი ამაღლდეს.
13. ვაი თქუენდა, მწიგნობარნო და ფარისეველნო ორგულნო, რამეთუ დაჰხშავთ სასუფეველსა
ცათასა წინაშე კაცთა, თქუენ შეარა - ხუალთ და შემავალთა უტევებთ არა შესლვად.
14. ვაი თქუენდა, მწიგნობარნო და ფარისეველნო ორგულნო, რამეთუ შესჭამთ სახლებსა
ქურივთასა და მიზეზით განგრძობილად ილოცვიდით; ამისთვის მიიღოთ უმეტესი სასჯელი.
15. ვაი თქუენდა, მწიგნობარნო და ფარისეველნო ორგულნო, რამეთუ მიმოხუალთ ზღუასა
ზედა და ხმელსა, რაითა ჰყოთ ერთი ვინმე მწირ; და რაჟამს არნ, ჰყვით იგი ნაშობ
გეჰენიისა ორ წილ თქუენსა.
16. ვაი თქუენდა, წინამძღუარნო ბრმანო, რომელთა სთქვით ვითარმედ რომელმან ფუცოს
ტაძარსა ამას, არარაი არს; ხოლო რომელმან ფუცოს ოქროსა მას ტაძრისას, ჯერ - არს.
17. ცოფნო და ბრმანო, რომელი უფროის არს: ოქროი ანუ ტაძარი, რომელი განსწმედს
ოქროსა მას?
18. და სთქვით: რომელმან ფუცოს საკურთხეველსა, არარაი არს; ხოლო რომელმან ფუცოს
შესაწირავსა მას, რომელ არს საკურთხეველსა ზედა, ჯერ - არს.
19. ცოფნო და ბრმანო, რომელი უდიდეს არს:შესაწირავი ანუ საკურთხეველი, რომელი
განსწმედს შესაწირავსა მას?
20. რამეთუ რომელმან ფუცოს საკურთხეველსა, ფუცავს მის და ყოველსა, რომელი არს მას
ზედა.
21. და რომელმან ფუცოს ტაძარსა, ფუცავს მას და რომელი დამკვიდრებულ არს მას შინა.
22. და რომელმან ფუცოს ცასა, ფუცავს საყდარსა ღმრთისასა და რომელი ზის მას ზედა.
23. ვაი თქუენდა, მწიგნობარნო და ფარისეველნო ორგულნო, რამეთუ ათეულსა მიიღებთ
პიტნაკისასა და ცერეცოისასა ძირაკისასა. და დაგიტევებიეს უმძიმესი სჯულისაი –
სამართალი და წყალობაი და სარწმუნოებაი; ესე ჯერ - იყო საქმედ და იგი არა
დაიტევებად.
24. წინამძღუარნო ბრმანო, რომელნი დასწურავთ ბურნაკსა, ხოლო აქლემსა შთანთქამთ!
25. ვაი თქუენდა, მწიგნობარნო და ფარისეველნო ორგულნო, რამეთუ განსწმედთ გარეშესა
სასუმელისასა და პაროფსიდისასა და პინაკისასა, ხოლო შინაგან სავსე არიან ნატაცებითა
და არაწმიდებითა.
26. ფარისეველო ბრმაო, განწმიდე პირველად შინაგანი იგი სასუმელისაი და
პაროფსიდისაი, რაითა იყოს გარეშეცა იგი მისი წმიდა.
27. ვაი თქუენდა, მწიგნობარნო და ფარისეველნო ორგულნო, რამეთუ მიმსგავსებულ ხართ
საფლავთა განგოზილთა, რომელნი ჩანედ გარეშე შუენიერ, ხოლო შინაგან სავსე არიედ
ძუალებითა მკუდართაითა და ყოვლითა არაწმიდებითა.
28. ეგრეცა თქუენ გარეშე სჩანთ წინაშე კაცთა მართალ, ხოლო შინაგან სავსე ხართ
ორგულებითა და უსჯულოებითა.
29. ვაი თქუენდა, მწიგნობარნო და ფარისეველნო ორგულნო, რამეთუ აშენებთ საფლავთა
წინაისწარმეტყუელთასა და შეამკობთ სამარებსა მართალთასა.
30. და იტყვით: უკუეთუმცა ვიყვენით დღეთა მათ მამათა ჩუენთასა, არამაცა ვიყვენით
მათ თანა ზიარ სისხლსა მას წიანისწარმეტყუელთასა.
31. ვინაიცა ეწამებით თავთა თვისთა, რამეთუ ნაშობნი ხართ მკლველთა
წინაისწარმეტყუელთანი.
32. და აწ თქუენცა აღავსეთ საწყაული მამათა თქუენთაი.
33. გუელნო, ნაშიობნო იქედნეთანო! ვითარ - მე განერნეთ სასჯელსა მას გეჰენიისასა?
34. ამისთვის, აჰა ესერა მე მოვავლინნე თქუენდა წინაისწარმეტყუელნი, ბრძენნი და
მწიგნობარნი, და მათგანნი მოსწყვიდნეთ და ჯუარს - აცუნეთ და მათგანნი სტანჯნეთ
შესაკრებელთა შორის თქუენთა და სდევნიდეთ ქალაქითი ქალაქად.
35. რაითა მოიწიოს თქუენ ზედა ყოველი სისხლი მართალი, დათხეული ქუეყანასა ზედა,
სისხლითგან აბელ მართლისიათ ვიდრე სისხლადმდე ზაქარიაისა, ძისა ბარუქისა, რომელი
მოჰკალთ შორის ტაძრისა და საკურთხეველისა.
36. ამინ გეტყვი თქუენ, რამეთუ მოიწიოს ეს ყოველი ნათესავსა ამას ზედა.
37. იერუსალემ, იერუსალემ, რომელმან მოსწყვიდენ წინაისწარმეტყუელნი და ქვაი
დაჰკრიბე მოვლინებულთა შენ ზედა! რაოდენ გზის ვინებე შეკრებაი შვილთა შენთაი,
ვითარცა სახედ შეიკრიბნის მფრინველმან მართუენი თვისნი ქუეშე ფრთეთა თვისთა, და არა
ინებეთ!
38. აჰა ესერა დაეტეოს თქუენგან სახლი თქუენი ოხრად.
39. რამეთუ გეტყვი თქუენ: არღარა მიხილოთ მე ამიერითგან, ვიდრემდე სთქუათ: კურთხეულ
არს მომავალი სახელდითა უფლისაითა!
1. და გამოვიდა იესო ტაძრისა მისგან და წარვიდოდა. და მოუხდეს მას მოწაფენი მისნი
და უჩუენებდეს შენებულსა მას ტაძრისასა.
2. ხოლო იესო ჰრქუა მათ: არა ჰხედავთა ამას ყოველსა? ამინ გეტყვი თქუენ: არა დაშთეს
აქა ქვაი ქვასა ზედა, რომელი არა დაირღუეს.
3. და ვითარცა დაჯდა იგი მთასა მას ზეთისხილთასა, მოუხდეს მას მოწაფენი თვისაგან და
ეტყოდეს: მითხარ ჩუენ, ოდეს იყოს ესე, და რაი არ სასწაული იგი შენისა მის
მოსლივისაი და აღსასრული ამის სოფლისაი?
4. მიუგო იესო და ჰრქუა მათ: ეკრძალენით, ნუ ვინმე გაცთუნნეს თქუენ.
5. რამეთუ მრავალნი მოვიდოდიან სახელითა ჩემითა და იტყოდიან, ვითარმედ მე ვარ
ქრისტე, და მრავალთა აცთუნებდენ.
6. და გესმოდიან ბრძოლანი და ამბავნი ბრძოლათანი. იხილეთ და ნუ შესძრწუნდებით,
რამეთუ ჯერარს ესე ყოველი ყოფად, არამედ არა არს აღსასრული.
7. რამეთუ აღდგეს ნათესავი ნათესავსა ზედა და მეუფებაი მეუფებასა ზედა, და იყვნენ
სიყმილნი და სრვანი და ძვრანი ადგილდ - ადგილდ.
8. ხოლო ესე ყოველი დასაბამი სალმობათაი არს.
9. მაშინა მიგცნენ თქუენ ჭირსა. და მოგწყვიდნენ თქუენ, და იყვნეთ თქუენ მოძულებულ
ყოველთაგან წარმართთა სახელისა ჩემისათვის.
10. და მაშინა დაბრკოლდებოდიან მრავალნი და ურთიერთას შინა - განსცემდენ და
სძულობდენ ურთიერთას.
11. და მრავალნი ცრუწინაისწარმეტყუელნი აღდგენ და აცთუნებდენ მრავალთა.
12. და განმრავლებითა უსჯულოებისაითა განხმეს სიყუარული მრავალაი.
13. ხოლო რომელმან დაითმინოს სრულიად, იგი ცხოვნდეს.
14. და იქადაგოს სახარებაი ესე სასუფეველისაი ყოველსა სოფელსა საწამებელად ყოველთა
წარმართთა. და მაშინა მოიწიოს აღსასრული.
15. რაჟამს იხილოთ საძაგელი იგი მოოხრებისაი, თქმული იგი დანიელ
წინაისწარმეტყუელისა მერ, მდგომარე ადგილსა წმიდასა, რომელი აღმოიკითხვიდეს,
გულისხმა - ყავნ.
16. მაშინ, რომელნი ჰურიასატანს იყვნენ, ივლტოდედ მთად;
17. და რომელი ერდოსა ზედა იყოს, ნუ გარდამოვალნ აღებად რაისამე სახლისგან თვისისა;
18. და რომელი ველსა გარე იყოს, ნუ უკუნიქცევინ აღებად სამოსლისა თვისისა.
19. ხოლო ვაი მიდგომილთა და რომელნი აწოებდენ მათ დღეთა შინა.
20. არამედ ილოცევდით, რაითა არა იყოს სივლტოლაი თქუენი ზამთარსა შინა გინა
შაბათსა.
21. რამეთუ იყოს მაშინ ჭირი დიდი, რომელი არა იყო დასაბამითგან სოფლისაით ვიდრე
აქამომდე, არცაღა ყოფად არს.
22. და უკუეთუმცა არა შემოკლდენ დღენი იგი, არამცა განერა ყოველი ხორციელი, ხოლო
რჩეულთა მათთვის შემოკლდენ დღენი იგი.
23. მაშინ უკუეთუ ვინმე გრქუას თქუენ: აჰა აქა არს ქრისტე, გინა თუ იქი, ნუ გრწამნ.
24. რამეთუ აღდგენ ქრიტემტყუარნი და ცრუწინაისწარმეტყუელნი. და ჰყოფდენ სასწაულებსა
დიდ - დიდსა და ნიშებსა ვიდრე ცთუნებადმდე, უკუეთუმცა შეუძლეს, რჩეულთა მთაცა.
25. აჰა ესერა. წინასწარ გარქუ თქუენ.
26. უკუეთუ გრქუან თქუენ: აჰა უდაბნოსა არს, ნუ განხუალთ; აჰა ესერა საუნჯეთა შინა
არს, ნუ გრწამნ;
27. რამეთუ ვითარცა ელვაი რაი გაბრწყინდის მზის აღმოსავალით და ჩანნ ვიდრე
დასავალამდე, ეგრეთ იყოს მოსლვაი ძისა კაცისაი.
28. რამეთუ სადაცა იყოს მძორი, მუნცა შეკრბეს ორბები.
29. ხოლო მეყსეულად შემდგომად ჭირისა მის მათ დღეთაისა მზე დაბნელდეს, და
მთოვარემან არა გამოსცეს ნათელი თვისი, და ვარსკულავნი დამოცვივენ ზეცით, და ძალნი
ცათანი შეიძრნენ.
30. და მაშინ გამოჩნდეს სასწაული ძისა კაცისაი ცათა შინა, და მაშინ იტყებდენ
ყოველნი ტომნი ქუეყანისანი და იხილონ ძე კაცისაი, მომავალი ღრუბელთა ზედა ცისათა
ძალითა და დიდებითა მრავლითა;
31. და წარავლინნეს ანგელოზნი თვისნი საყვირითა ხმისა დიდისაითა და შეიკრიბნეს
რჩეულნი მისნი ოთხთაგან ქართა კიდითგან ცათაით ვიდრე კიდედმდე მათა.
32. ხოლო ლეღვისაგან ისწავეთ იგივი: ვითარცა-იგი რაჟამს რტონი მისნი დაჩჩვიანი და
ფურცელი გამოვალნ, უწყოდეთ, რამეთუ ახლოს არს ზაფხული;
33. ეგრეცა თქუენ, ოდეს იხილოთ ესე ყოველი, უწყოდეთ, რამეთუ ახლოს არს, კართა ზედა.
34. ამინ გეტყვი თქუენ: არა წარხდეს ნათესავი ესე, ვიდრემდე ესე ყოველნი იქმნეს.
35. ცანი და ქუეყანაი წარხდენ, ხოლო სიტყუანი ჩემნი არა წარხდენ, ხოლო სიტყუანი
ჩემნი არა წარხდენ.
36. ხოლო დღისა მისთვის და ჟამისა არავინ იცის, არცა ანგელოზთა ცისათა, გარნა
მამამან ჩემმან მხოლომან.
37. ვითარცა-იგი დღეთა მათ ნოესთა, ეგრეთ იყოს მოსლვაი ძისა კაცისაი.
38. რამეთუ ვითარცა-იგი იყვნეს დღეთა მათ შინა პირველ წყლით-რღუნისათა: ჭამდეს და
სუმიდეს, იქორწინებდეს და განჰქორწინებდეს მუნ დღედმდე, ვიდრემდე შევიდა ნოე
კიდობნად,
39. და ვერ ცნეს, ვიდრემდე მოიწია წყლით რღუნაი იგი და წარიღო ყოველი; ესრეთ იყოს
მოსლვაიცა ძისა კაცისაი.
40. მაშინ ორნი იყვნენ ველსა გარე: ერთი წარიყვანოს და ერთი დაეტეოს.
41. ორნი ფქვიდენ ფქვილსა: ერთი წარიტაცოს და ერთი დაეტეოს.
42. იღვიძებდით უკუე, რამეთუ არა იცით, რომელსა ჟამსა უფალი თქუენი მოიდეს.
43. ხოლო ესემცა იცით: უკუეთუმცა უწყოდა სახლისა უფალმან, რომელსა სახუმილავსა
მპარავი მოსლვად არს, იღვიძებდამცა და არა უტევდა დათხრად სახლისა თვისისა.
44. ამისთვის თქუენცა იყვენით განმზადებულ, რამეთუ რომელსა ჟამსა არა ჰგონებდეთ, ძე
კაცისაი მოვიდეს.
45. ვინ – მე არს სარწმუნოი და ბრძენი, რომელი დაადგინოს უფალმან თვისთა ზედა
მიცემად საზრდელი მათი ჟამსა თვისსა?
46. ნეტარ არს მონისაი მის, რომლისა მოვიდეს უფალი მისი და პოვოს იგი ესრეთ
მოქმედი.
47. ამინ გეტვი თქუენ, ვითარმედ ყოველთა ზედა მონაგებთა მისთა დაადგინოს იგი.
48. ხოლო უკუეთუ თქუას ბოროტმან მან მონამან გულსა თვისსა: ყოვნის უფალი ჩემი
მოსლვად,
49. და იწყოს გუემად მისთანათა მათ მონათა და ჭამდეს და სუმიდეს მომთრვალეთა თანა,
50. მოვიდეს უფალი იგი მონისაი მის დღესა, რომელსა არა მოელოდის, და ჟამსა, რომელი
არა უწყოდის,
51. და ორგან განკუეთოს იგი და ნაწილი მისი დაადვას ორგულთა თანა, მუნ იყოს ტირილი
და ღრჭენაი კბილთაი.
1. მაშინ ემსგავსოს სასუფეველი ცათაი ათთა ქალწულთა, რომელთა აღიხუნეს ლამპარნი
თვისნი და განვიდეს მიგებებად სიძისა.
2. ხოლო ხუთნი მათგანნი იყვნეს ბრძენნი, და ხუთნი სულელნი.
3. მიიხუნეს სულელთა მათ ლამპარნი მათნი და არა მიიღეს მათ თანა ზეთი.
4. ხოლო ბრძენთა მათ მიიღეს მათ თანა ზეთი ჭურჭელთა მათთა ლამპართა მათთა თანა.
5. და დაყოვნებასა მას სიძისასა მიერულა ყოველთა და დაიძინეს.
6. ხოლო შუაღამეს ოდენ ღაღადებაი იყო, ვითარმედ: აჰა ესერა სიძე მოვალს, გამოვედით
მიგებებად მისა.
7. მაშინ აღდგეს ყოველნი იგი ქალწულნი და აღიგნეს ლამპარნი მათნი.
8. ხოლო სულელნი იგი ეტყოდეს ბრძენთა მათ: მეცით ჩუენ ზეთისაგან თქუენისა, რამეთუ
ლამპარნი ჩუენნი დაშრტებიან.
9. მიუგეს ბერძენთა მათ და ჰრქუეს: ნუუკუე ვერ კმა- გუეყოს ჩუენ და თქუენ, არამედ
უფროის - ღა წარვედით სავაჭროდ, და იყიდეთ თავისა თქუენისა.
10. და ვითარცა წარვიდეს იგინი სყიდად, მოვიდა სიძე იგი, და განმზადებულნი იგი
შევიდეს სიძისა თანა ქორწილსა მას, და დაეხშა კარი.
11. შემდგომად მათსა მოვიდეს სხუანიცა იგი ქალწულნი და იტყოდეს: უფალო, უფალო,
განგვიღე ჩუენ.
12. ხოლო მან მიუგო და ჰრქუა მათ: ამინ გეტყვი თქუენ, არა გიცნი თქუენ.
13. იღვიძებდით უკუე, რამეთუ არა იცით დღე იგი, არცა ჟამი, რომელსა შინა ძე კაცისაი
მოვიდეს.
14. ვითარცა- იგი რაჟამს წარვალნ კაცი და მოუწესნ მონათა თივისთა და მისცის მათ
მონაგები თივისი.
15. და რომელსამე მისცა ხუთი ქანქარი და რომელსამე ორი ქანქარი და რომელსამე ერთი,
კაცადკაცადსა მსგავსად ძალისა თვისისა, და მეყსეულად წარვიდა.
16. ხოლო წარვიდა რომელმან-იგი ხუთი ქანქარი მიიღო, აქმნია მას ზედა და შესძინა
სხუაიღა ხუთი ტალანტი.
17. ეგრეთვე რომელმან-იგი ორი მიიღო, შესძინა სხუაი ორი.
18. ხოლო რომელმან-იგი ერთი მიიღო, წარვიდა და მოთხარა და დაჰფლა ქუეყანასა ვერცხლი
იგი უფლისა თვისისაი.
19. შემდგომად მრავლისა ჟამისა მოვიდა უფალი იგი მათ მონათაი და სიტყუა-ყო მონათა
მათ თანა.
20. და წარმოდგა, რომელმან-იგი ხუთი ქანქარი მიიღო, და მოართუა მას სხუაი-ღა ხუთი
ქანქარი და ჰრქუა: უფალო, ხუთი ქანქარი მომეც მე, აჰა ესერა სხუაი-ღა ხუთი ქანქარი
შევსძინე.
21. ჰრქუა მას უფალმან მისმან: კეთილ, მონაო სახიერო და სარწმუნოო! მცირედსა ზედა
სარწმუნო იქმენ, მრავალსა ზედა დაგადგინო შენ; შევედ სიხარულსა უფლისა შენისასა.
22. მოვიდა იგიცა, რომელსა ორი ქანქარი მიეღო, და ჰრქუა: უფალო, ორი ქანქარი მომეც
მე, აჰა სხუაი ორი ტალანტი შევსძინე.
23. ჰრქუა მას უფალმან მისმან: კეთილ, მონაო, სახიერო და სარწმუნოო, მცირედსა ზედა
სარწმუნო იქმენ, მრავალსა ზედა დაგადგინო შენ; შევედ სიხარულსა უფლისა შეინსასა.
24. მოვიდა იგიცა, რომელსა ერთი ქანქარი მიეღო, და ჰრქუა: უფალო, უწყოდე, რამეთუ
ფიცხელი კაცი ხარ შენ: მოიმკი, სადა არა დასთესი, და შეიკრიბი, სადა არა
განგიბნევიეს,
25. და შემეშინა. წარვედ და დავმალე ქანქარი იგი შენი ქუეყანასა; აჰა ესერა შენი
შენ თანა არს.
26. მიუგო უფალმან მისმან და ჰრქუა მას: ბოროტო მონაო და მედგარო! უწყოდე, რამეთუ
მოვიმკი, სადა არა დავსთესი, და შევკრიბი, სადა არა განმიბნევიეს.
27. ჯერ –იყო შენდა დადებად ვერცხლი ჩემი სავაჭროსა, და მომცა-ვედ და მოვიღე ჩემი
იგი აღნადგინებითურთ.
28. მოუღეთ მაგას ქანქარი ეგე და მიეცით მას, რომელსა აქუს ათი ქანქარი.
29. რამეთუ ყოველსა რომელსა აქუნდეს, მიეცეს და მიემატოს; და რომელსა არა აქუნდეს
და რომელღა-იგი აქუნდეს, მო-ვე-ეღოს მისგან;
30. და უხმარი ეგე მონაი, განხადეთ ბნელსა მას გარესკნელსა. მუნ იყოს ტირილი და
ღრჭენაი კბილთაი. და ამას რაი იტყოდა, ხმა-ყო: რომელსა ასხენ ყურნი სმენად,
ისმინენ!
31. ხოლო რაჟამს მოიდეს ძე კაცისაი დიდებითა თვისითა და ყოველნი ანგელოზნი მისნი
მის თანა, მაშინ დაჯდეს საყდართა დიდებისა თვისისათა,
32. და შეკრბენ წინაშე მისა ყოველნი ნათესავნი, და განარჩინეს იგინი ურთიერთას,
ვითარცა-იგი მწყემსმან რაი განარჩინის ცხოვარნი თიკანთაგან;
33. და დაადგინნეს ცხოვარნი მარჯუენით მისსა და თიკანნი მარცხენით.
34. მაშინ ჰრქუას მეუფემან მარჯუენითთა მათ მისთა: მოვედით, კურთხეულნო მამისა
ჩემისანო, და დაიმკვიდრეთ განმზადებული თქუენთვის სასუფეველი დასაბამითგან
სოფლისაით:
35. რამეთუ მშიოდა და მეცით მე ჭამადი; მწყუროდა და მასუთ მე; უცხო ვიყავ და
შემიწყნარეთ მე;
36. შიშუელ ვიყავ. და შემმოსეთ მე; სნეულ ვიყავ, და მომხდეთ მე; საპყრობილესა
ვიყავ, და მოხუედით ჩემდა.
37. მაშინ მიუგონ მას მართალთა მათ და ჰრქუან: უფალო, ოდეს გიხილეთ შენ მშიერი და
გამოგზარდეთ? ანუ წყურიელი და გასუთ შენ?
38. ოდეს გიხილეთ შენ უცხოდ და შეგიწყნარეთ? ანუ შიშუელი და შეგმოსეთ შენ?
39. ოდეს გიხილეთ შენ უძლური ანუ საპყრობილესა და მოვედით შენდა?
40. და მიუგოს მეუფემან მან და ჰრქუას მათ: ამინ გეტყვი თქუენ: რავდენი უყავთ ერთსა
ამას მცირეთაგანსა ძმათა ჩემთასა, იგი მე მიყავთ.
41. მაშინ ჰრქუა მარცხენითთა მათცა: წარვედით ჩემგან, წყეულნო, ცეცხლსა მას
საუკუნესა, რომელი განმზადებულ არს ეშმაკისათვის და ანგელოზთა მისთა.
42. რამეთუ მშიოდა, და არა მეცით მე ჭამადი; მწყუროდა და არა მასუთ მე;
43. უცხო ვიყავ, და არა შემიწყნარეთ მე; შიშუელ ვიყავ და არა შემმოსეთ მე; უძლურ
ვიყავ და საპყრობილესა. და არა მოხუედით ჩემდა.
44. მაშინ მიუგონ მათცა და ჰრქუან: უფალო, ოდეს გიხილეთ შენ მშიერი ანუ წყურიელი.
ანუ უცხოებასა, ანუ შიშლოებასა, ანუ უძლურებასა ანუ საპყრობილესა, და არა
გმსახურედთ შენ?
45. მაშინ მიუგოს მან და ჰრქუას მათ: ამინ გეტყვ თქუენ, რავდენი არა უყავთ ერთსა
ამას მცირეთაგანსა, მე არა მიყავთ.
46. და წარვიდენ ესენი სატანჯველსა საუკუნესა, ხოლო მართალნი- ცხოვრებასა
საუკუნესა.
1. და იყო რაჟამს დაასრულნა იესო ყოველნი ესე სიტყუანი, ჰრქუა მოწაფეთა თვისთა:
2. უწყითა, რამეთუ შემდგომად ორისა დღისა ვნებაი იყოს, და ძე კაცისაი მიეცეს
ჯუარ-ცუმად.
3. მაშინ შეკრბეს მღდელთ მთავრნი იგი და მწიგნობარნი და მოხუცებულნი ერისანი ეზოსა
მას კაიფა მღდელთ მთავრისასა
4. და ზრახვა-ყვეს, რაითა იესო ზაკუვით შეიპყრან და მოკლან.
5. ხოლო იტყოდეს: ნუ დღსასწაულსა ამას, რაითა არა შფოთი იქმნეს ერსა შორის.
6. ხოლო იესო იყო ბეთანიას, სახლსა სვიმონის კეთროვნისასა.
7. მოუხდა დედაკაცი, რომელსა აქუნდა ალაბასტრი ნელსაცხებისაი მრავლისა
სასყიდელისაი, და დაასხა თავსა მისსა ინახითმჯდომარესა.
8. ხოლო იხილეს რაი მოწაფეთა, განრისხნეს და იტყოდეს: რაისათვის იყო წარწყმედაი
ნელსაცხებელისაი ამის?
9. რამეთუ შესაძლებელი იყო ესე განსყიდად დიდძალის და მიცემად გლახაკთა.
10. ხოლო იესო გულისხმა-ყო და ჰრქუა მათ: რაისა შრომასა შეამთხუევთ დედაკაცსა
მაგას? რამეთუ საქმე კეთილი ქმნა ჩემდა მომართ.
11. რამეთუ გლახაკნი მარადის თქუენ თანა არიან, ხოლო მე არა მარადის თქუენ თანა
ვარ.
12. რამეთუ დამასხა მაგან ნელსაცხებელი ესე ხორცთა ჩემთა და დასაფლველად ჩემდა ყო.
13. ამინ გეტყვი თქუენ: სადაცა იქადაგოს სახარებაი ესე ყოველსა სოფელსა, ითქმოდის
რომელიცა-ესე ყო მაგან სახსენებლად მაგისა.
14. მაშინ წარვიდა ერთი იგი ათორმეტთაგანი, რომელსა ერქუა იუდა ისკარიოტელი,
მღვდელთ მთავართა მათ.
15. და ჰრქუა: რაი გნებავს მოცემად ჩემდა, და მე მიგცე იგი? ხოლო მათ მიუწონეს მას
ოც და ათი ვერცხლი.
16. და მიერითგან ეძიებდა ჟამსა მარჯუესა, რაითა მისცე იგი მათ.
17. ხოლო პირველსა მას დღესა უცომოებისასა მოუხდეს მოწაფენი იესოს და ჰრქუეს მას:
სადა გნებავს, და მოგიმზადოთ შენ ჭამად პასქაი ესე?
18. ხოლო იესო ჰრქუა მათ: წარვედით ქალაქად კაცისა ვისამე და არქუთ მას: მოძღუარი
ეგრეთ იტყვის: ჟამი ჩემი ახლოს არს, შენ თანა ვყო პასქაი ესე მოწაფითურთ ჩემით.
19. და ყვეს ეგრეთ მოწაფეთა, ვითარცა უბრძანა მათ იესო, და მოუმზადეს პასქაი იგი.
20. და ვითარცა შემწუხრდა, ინახით – ჯდა იესო ათორმეტთა მათ თანა.
21. და ვითარცა ჭამდეს იგინი, ჰრქუა იესო: ამინ გეტყვი თქუენ: ერთმან თქუენგანმან
მიმცეს მე.
22. და იგინი შეწუხნეს ფრიად და იწყეს კაცად-კაცადმან მათმან სიტყუად: ნუუკუე მე
ვარ, უფალო?
23. ხოლო თავადმან მიუგო და ჰრქუა მათ: რომელმან შთამოყოს ჩემ თანა ხელი პინაკსა
ამას, ამან მიმცეს მე.
24. ძე სამე კაცისაი წარვალს, ვითარცა წერილ არს მისთვის, ხოლო ვაი კაცისა მის,
რომელისა მიერ ძე კაცისაი მიეცეს. უმჯობეს იყო მისა, არა თუმცა შობილ იყო კაცი იგი.
25. მიუგო იუდა, რომელმანცა მისცა იგი, და თქუა: ნუუკუე მე ვარ, მოძღუარ? ჰრქუა მას
იესო: შენ სთქუ.
26. და ვითარცა ჭამდეს იგინი, მოიღო იესო პური და ჰმადლობდა და განტეხა და მისცა
მოწაფეთა თვისთა და ჰრქუა მათ: მიიღეთ და ჭამეთ, ესე არს ხორცი ჩემი.
27. და მოიღო სასუმელი და ჰმადლობდა და მისცა მათ და თქუა: სუთ ამისგან ყოველთა.
28. ესე არს სისხლი ჩემი ახლისა აღთქმისაი, მრავალთათვის დათხეული მისატევებელად
ცოდვათა.
29. ხოლო გეტყვი თქუენ, ვითარმედ არღარა ვსუა მე ამიერითგან ნაყოფისაგან ამის
ვენახისა ვიდრე მუნ დღედმდე, რაჟამს-იგი ვსუა თქუენ თანა ახალი სასუფეველსა მიმისა
ჩემისასა.
30. და გალობაი წართქუეს და განვიდეს მთასა მას ზეთისხილთასა.
31. მაშინ ჰრქუა მათ იესო: თქუენ ყოველნი დაბრკოლებად ხართ ჩემდა მომართ ამას
ღამესა, რამეთუ წერილ არს: დავსცე მწყემსი, და განიბნინენ ცხოვარნი სამწყსოისა
მისასანი.
32. ხოლო შემდგომად აღდგომისა ჩემისა წინა-წარგიძღუე თქუენ გალილეას.
33. მიუგო პეტრე და ჰრქუა მას: და ღათუ ყოველნი დაბრკოლდენ შენდა მომართ, ხოლო მე
არასადა დავბრკოლდე.
34. ჰრქუა მას იესო: ამინ გეტყვი შენ, რამეთუ ამას ღამესა, ვიდრე ქათმისა
ხმობადმდე, სამ გზის უარ-მყო მე.
35. ჰრქუა მას პეტრე: დაღაცათუ ჯერ-იყოს სიკუდილი ჩემი შენ თან, არასადა უარ-გყო
შენ. და ეგრეთვე მსგავსად ყოველნი მოწაფენი ეტყოდეს.
36. მაშინეა მოვიდა იესო მათ თანა ადგილსა, რომელსა ჰრქვიან გეთსამანია, და ჰრქუა
მათ: დასხედით მანდ, ვიდრემდე მივიდე იქი და ვილოცო.
37. და წარიყვანნა პეტრე და ორნი ძენი ზებედესნი და იწყო მწუხარებად და ურვად.
38. მაშინ ჰრქუა მათ იესო: შეწუხებულ არს სული ჩემი ვიდრე სიკუდილდმდე; დაადგერით
აქა და იღვიძებდით ჩემ თანა.
39. და წარვიდა მცირედ და დავარდა პირსა ზედა თვისსა, ილოცვიდა და იტყოდა: მამაო
ჩემო, უკუეთუ შესაძლებელ არს, თანაწარმხედინ ჩემგან სასუმელი ესე; ხოლო არა ვითარ
მე მნებავს, არამედ ვითარცა შენ.
40. და მოვიდა მოწაფეთა თანა და პოვნა იგინი მძირანენი და ჰრქუა პეტრეს: ესოდენ ვერ
უძლეთ ჟამ ერთ მღვიძარებად ჩემ თანა.
41. იღვიძებდით და ილოცევდით, რაითა არა შეხვიდეთ განსაცდელსა; სული გულოს-მოდგინე
არს, ხოლო ხორცნი უძლურ.
42. კუალად მეორედ წარვიდა და ილოცვიდა და თქუა: მამაო ჩემო, უკუეთუ ვერ შესაძლებელ
არს სასუმელი ესე თანა-წარსლვად ჩემგან, რაითამცა არა შევსუ იგი, იყავნ ნებაი შენი.
43. და მოვიდა და კუალად პოვნა იგინი მძინარენი, რამეთუ იყვნეს თუალნი მათნი
დამძიმებულ.
44. და დაუტევნა იგინი და კუალად წარვიდა მესამედ და ილოცა და მასვე სიტყუასა
იტყოდა.
45. მაშინ მოვიდა მოწაფეთა და ჰრქუა მათ: დაიძინეთ ამიერითგან და განისუენეთ; აჰა
ესერა მოახლებულ არს ჟამი, და ძე კაცისაი მიეცემის ხელთა ცოდვილთასა.
46. აღდეგით, წარვიდეთ ამიერ; აჰა ესერა მოიწია მიმცემელი ჩემი.
47. და ვიდრე იგი იტყოდა, აჰა ესერა იუდა, ერთი ათორმეტთაგანი, მოვიდა და მის თანა
ერი მრავალი მახვილებითა და წათებითა მღდელთ მთავართაგან და მოხუცებულთა ერისათა.
48. ხოლო მიმცემელსა მას მისსა მიეცა სასწაულად და ჰრქუა: რომელსა მე ამბორს-უყო,
იგი არს შეიპყართ იგი.
49. და მეყსეულად მოუხდა იესოს და ჰრქუა: გიხაროდენ, მოძღუარ! და ამბორს-უყო მას.
50. ხოლო იესო ჰრქუა მას: მოყუასო, რაისათვის მოსრულ ხარ? მაშინა მოუხდეს და
დაასხნეს ხელნი მათნი იესოს ზედა და შეიპყრეს იგი.
51. და აჰა ერთმან იესოს თანამან მიყო ხელი და იხადა მახვილი და სცა მონასა მღდელთ
მთავრისასა და წარჰკუეთა ყური მისი.
52. მაშინა ჰრქუა მას იესო: მიაქციე მახვილი ეგე ადგილსავე თვისსა, რამეთუ ყოველთა
რომელთა აღიღონ მახვილი, მახვილითა წარწყმდენ.
53. ანუ ჰგონებთ, ვითარმედ ვერ ძალ-მიც ვედრებად მამისა ჩემისა, და წარმომიდგინოს
მე აწ აქა უმრავლესი ათორმეტთა გუნდთა ანგელოზთაი?
54. და ვითარ-მე აღესრულნენ წერილნი. რამეთუ ესრეთ ჯერ-არს ყოფად?
55. მას ჟამსა ჰრქუა იესო ერსა მას: ვითარცა ავაზაკსა ზედა გამოხუედით მახვილითა და
წათებითა შეპყრობად ჩემდა; დღითი დღედ თქუენ თანა ტაძარსა მას შინა ვჯედ და
გასწავებდ და არა შემიპყართ მე.
56. ხოლო ესე ყოველი იქმნა, რაითა აღესრულნენ წიგნნი წინაისწარმეტყუელთანი. მაშინ
მოწაფეთა ყოველთა დაუტევეს იგი და ივლტოდეს.
57. ხოლო მათ შეიპყრეს იესო და მიიყვანეს კაიაფაისა მღდელთ მთავრისა, სადა-იგი
მწიგნობარნი და მოხუცებულნი ერისანი შეკრებულ იყვნეს.
58. ხოლო პეტრე მისდევდა მას შორით, ვიდერ ეზოდმდე მღდელთ მთავრისა, და შევიდა შინა
და დაჯდა მსახურთა თანა ხილვად აღსასრულისა.
59. ხოლო მღდელთ მთავარნი იგი და მოხუცებულნი და ყოველი კრებული ეძიებდეს
ცრუმოწამეთა იესოსთვიის, რაითამცა მოკლეს იგი.
60. და არა ჰპოვებდეს. და მრავალნი მოსრულ იყვნეს ცრუმოწამენი, და არა პოვნეს. ხოლო
უკუანაისკნელ მო-ვინმე-ვიდეს ორნი და თქუეს,
61. ვითარმედ ამან ესრეთ თქუა: ძალ-მიც დარღუევად ტაძარი ესე ღმრთისაი და მესამესა
დღესა აღშენებად.
62. მაშინ აღდგა მღდელთ მთავარი იგი და ჰრქუა მას: არარას მიუგება, რასა ესენი
შეგწამებენ შენ?
63. ხოლო იესო დუმნა. მაშინ მღდუელთ მთავარმან მან ჰრქუა მას: გაფუცებ შენ ღმრთისა
ცხოველისა, რაითა მითხრა ჩუენ, უკუეთუ შენ ხარ ქრისტე, ძე ღმრთისაი .
64. ჰრქუა მას იესო: შენ სთქუ. ხოლო გეტყვი თქუენ: ამიერითგან იხილოთ ძე კაცისაი
მჯდომარე მარჯუენით ძლიერებასა და მომავალი ღრუბელთა ზედა ცისათა.
65. მაშინ მღდელთ მთავარმა მან დაიპო სამოსელი თვიისი და თქუა, ვითარმედ გამო: და
უკუე რაისაღა გვიხმან მოწამენი? აჰა ესერა გუესმა გმობაი მაგისი.
66. რაი გნებავს თქუენ? ხოლო მათ მიუგეს და ჰრქუეს: თანამდებ არს სიკუდილისა.
67. მაშინ ჰნერწყვიდეს პირსა მისსა და ხურთითა სცემდეს თავსა მისსა, და რომელნიმე
ყურიმალსა სცემდეს.
68. და ეტყოდეს: გვიწინაისწარმეტყუელებდ ჩუენ, ქრისტე, ვინ არს, რომელმან გცა შენ?
69. ხოლო პეტრე ჯდა გარეშე ეზოსა შინა, მოუხდა მას ერთი მხევალი და ჰრქუა მას: და
შენცა იყავ იესოს თანა გალილეველისა.
70. ხოლო მან უარ-ყო წინაშე ყოველთასა და ჰრქუა: არა ვიცი, რასა იტყვი.
71. და ვითარცა გამოვიდა იგი გარეშე ბჭეთა, იხილა იგი სხუამან და ჰრქუა მუნ
მდგომარეთა მათ: ესეცა იყო იესოს თანა ნაზარეველისა.
72. და მერმეცა უარ-ყო პეტრე ფიცით და თქუა, ვითარმედ არა ვიცი კაცი იგი.
73. და შემდგომად მცირედისა მოუხდეს მუნ მდგომარენი იგი პეტრეს და ჰრქუეს მას:
ჭეშმარიტად შენცა მათგან ხარ, და რამე თუ სიტყუაიცა შენი გამოგაჩინებს შენ.
74. მაშინ იწყო შეჩუენებად და ფიცად, ვითარმედ არა ვიცი კაცი იგი და მეყსეულად
ქათამმან იყივლა.
75. და მოეხსენა პეტრეს სიტყუაი იგი იესოისი, რომელი ჰრქუა მას, ვითარმედ ვიდრე
ქათმის ხმობადმდე სამ გზის უარ-მყო მე. და გამოვიდა გარე და ტიროდა მწარედ.
1. და დავითარცა განთენა, ზრახვა - ყვეს ყოველთა მღდელთ მთავართა და მოხუცებულთა
ერისათა იესოისთვის, რაითა მოკლან იგი.
2. და შეკრეს იგი და მიიყვანეს და მისცეს იგი პონტოელსა პილატეს მთავარსა.
3. მაშინ ვითარცა იხილა იუდა, რომლმანცა მისცა იგი, რამეთუ დაისაჯა, შეინანა და
მიაქცია ოც და ათი იგი ვერცხლი მღდელთ მთავართა მათ მიმართ და მოხუცებულთა
4. და თქუა: ვცოდე, რამეთუ მიგეც სისხლი მართალი, ხოლო მათ ჰრქუეს მას: ჩუენდა რაი?
შენ იხილე.
5. და დააბნია ვერცხლი იგი ტაძარსა მას შინა და განეშორა და წარვიდა და
შიშთვილ-იბა.
6. ხოლო მღდელთ მთავართა მოიღეს ვერცხლი იგი და თქუეს: არა ჯერ-არს ესე დადებად
სიწმიდესა, რამეთუ სასყიდელი სისხლისაი არს.
7. და ზრახვა-ყვეს და მოიყიდეს მით აგარაკი იგი მეკეცისაი საფლავად უცხოთა.
8. ამისთვის ეწოდა აგარაკსა მას აგარაკი სისხლისაი ვიდრე აქა დღედმდე.
9. მაშინა აღესრულა თქმული იგი იერემია წინაისწარმეტყუელისაი, რომელსა იტყვის: და
მოვიღე ოც და ათი იგი ვერცხლი, სასყიდელი განსყიდულისაი მის, რომელი მოიყიდეს
ძეთაგან ისრაელისათა.
10. და მისცეს იგი აგარაკისათვის მეკეცისა, ვითარცა მიბრძანა მე უფალმან.
11. ხოლო იესო დადგა წინაგე მთავრისა მის, და ჰკითხა მას მთავარმან მან და ჰრქუა:
შენ ხარა მეუფე ჰურიათაი? ხოლო იესო ჰრქუა მას: შენ იტყვი.
12. და შესმენასა მას მღდელთ მთავართასა და მოხუცებულთასა არარაი მიუგო.
13. მაშინა ჰრქუა მას პილატე: არა გესმისა, რაიოდენსა-ესე შეგწამებ შენ?
14. და არარაი მიუგო მას არცა ერთისა სიტყვისათვის, ვიდრემდე უკვირდაცა მთავარსა
მას ფრიად.
15. ხოლო დღესასწაულთა ჩუეულ იყო მთავარი იგი და მიუტევის ერსა მას ერთი პყრობილი,
რომელიცა უნებნ მათ.
16. ხოლო ჰყვანდა ვინმე მაშინ პყრობილი შესწავებული, რომელსა ერქუა ბარაბა.
17. და ვითარ შეკრებილ იყვნეს იგინი, ჰრქუა მათ პილატე: ვინ გნებავს ორთა ამათგანი,
და მიგიტეო თქუენ: ბარაბა ანუ იესო, რომელსა ჰრქვიან ქრისტე?
18. რამეთუ უწყოდა, ვითარმედ შურითა მისცეს იგი.
19. და ვითარცა დაჯდა პილატე საყდართა ზედა, მიუვლინა მას ცოლმან მისმან და ჰრქუა
მას: არარაი ძეს შენი და მართლისა მაგის კაცისაი, რამეთუ მრავალი მევნო მე დღეს
ჩუენებით მაგისთვის.
20. ხოლო მღდელთ მთავართაცა მათ და მოხუცებულთა არაწმუნეს ერსა მას, რაითა
გამოითხოვონ ბარაბა, ხოლო იესო წარწყმიდონ.
21. მიუგო მთავარმან მან და ჰრქუა მათ: ვინ გნებავს ორთა ამათგანი, და მიგიტეო
თქუენ? ხოლო მათ ჰრქუეს: ბარაბა.
22. ჰრქუა მათ პილატე: რაი უკუე უყო იესოს, რომელსა ჰრქვიან ქრისტე? ჰრქუეს მას
ყოველთა: ჯუარს-ეცუნ.
23. ხოლო მთავარმან ჰრქუა მათ: და რაი ბოროტი უქმნიეს? ხოლო იგინი უმეტესად
ღაღადებდეს და იტყოდეს: ჯუარს-ეცუნ,
24. ვითარცა იხილა პილატე, რამეთუ არას არგებს, არამედ უფროისღა შფოთი იქმნების,
მოითხოვა წყალი და დაიბანნა ხელნი წინაშე ერისა მის და თქუა: უბრალო ვარ მე
სისხლისაგან მაგისასა. თქუენ იხილეთ.
25. და მიუგო ყოველმან ერმან და ჰრქუეს: სისხლი მაგისი ჩუენ ზედა და შვილთა ჩუენთა
ზედა.
26. მაშინ მიუტევა მათ ბარაბა, ხოლო იესოს შოლტითა სცა და მისცა მათ, რაითა
ჯუარს-ეცუას.
27. მაშინ ერისაგანთა მათ მთავრისათა წარიყვანეს იესო ტაძრად და შეკრიბეს მის ზედა
ნათესავები იგი ყოველი.
28. და განძარცუეს იგი და ქლამინდი მეწამული შეჰმოსეს მას.
29. და შეთხზეს გვირგვინი ეკლითაგან და დაადგეს თავსა მისსა და ლერწამი მიცეს
მარჯუენესა ხელსა მისსა და მუხლნი დაიდგნეს მის წინაშე, ემღერდეს მას და ეტყოდეს:
გიხაროდენ, მეუფეო ჰურიათაო!
30. და ჰნერწყვიდეს მას და მოიღეს ლერწამი და სცემდეს თავსა მისსა.
31. და ოდეს განიკიცხეს იგი, განსძარცუეს მას ქლამინდი იგი და შეჰმოსეს მას თვისივე
სამოსელი და წარიყვანეს იგი, რაითა ჯუარს-აცუან.
32. და ვითარცა გამოვიდეს იგინი მიერ, პოვეს კაცი კვირინელი, სახელით სვიმონ; ესე
წარიქციეს პაჰრაკად, რაითა აღიღოს ჯუარი მისი.
33. და მოვიდეს ადგილსა მას, რომელსა ჰრქვიან გოლგოთა, რომელ არს თხემისა ადგილი.
34. და მისცეს მას ძმარი, ნაღველითა აღზავებული. და გემოი რაი იხილა, არა უნდა
სუმის.
35. და ვითარცა ჯუარს-აცუეს იგი, განიყვეს სამოსელი მისი და განიგდეს წილი, რაითა
აღესრულოს თქმული იგი წინაისწარმეტყვუელისა მიერ, რომელსა იტყვის: განიყვეს
სამოსელი ჩემი მათ შორის და კუართსა ჩემსა ზედა განიგდეს წილი.
36. და სხდეს მუნ და სცვიდეს მას.
37. და დასდვეს თავსა მისსა ზედა ბრალი მისი დაწერილი: ესე არს იესო, მეუფე
ჰურიათაი.
38. მაშინ ჯუარს-აცუნეს მის თანა ორნი ავაზაკნი, ერთი მარჯუენით მისა და ერთი
მარცხენით.
39. ხოლო თანა-წარმავალნი იგი ჰგმობდეს მას, ყრიდეს თავთა მათთა.
40. და იტყოდეს: რომელი დაჰხსნიდ ტაძარსა მას და მესამესა დღესა აღაშენებდ, იხსენ
თავი თვისი; უკუეთუ ძე ხარ ღმრთისაი, გარდამოხედ მაგიერ ჯუარით.
41. ეგრეთვე მღდელთ მთავარნი და ემღერდეს მწიგნობართა თანა და მოხუცებულთა და
ფარსეველთა და იტყოდეს:
42. სხუანი აცხოვნნა, თავი თვისი ვერ ძალ-უც ცხოვნებად; უკუეთუ მეუფე ისრაელისაი
არს, გარდმოხედინ აწ მაგიერ ჯუარით, და გურწმენეს იგი
43. უკუეთუ ესვიდა ღმერთსა, იხსენინ იგი, უკუეთუ ჰნებავს იგი, რამეთუ თქუა,
ვითარმედ ძე ღმრთისაი ვარი მე.
44. ეგრეთვე ავაზაკნი იგი, მის თანა ჯუარ-ცმულნი, აყუედრებდეს მას.
45. ხოლო მეექუსით ჟამითგან დაბნელდა ყოველი ქუეყანაი ვიდრე მეცხრე ჟამამდე.
46. და მეცხრესა ოდენ ჟამსა ხმა-ყო იესო ხმითა დიდითა და თქუა: ელი, ელი! ლამა
საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო, რაისათვის დამიტევებ მე?
47. და რომელთამე მუნ მდგომარეთა ესმა ესე და იტყოდეს, ვითარმედ ელიას უხმობს ესე.
48. და მეყსეულად მირბიოდა ერთი მათგანი და მოიღო ღრუბელი და აღავსო ძმრითა და
დაადგა ლერწამსა და ასუმიდა მას.
49. ხოლო სხუანი იტყოდეს: აცადეთ და ვიხილოთ, უკუეთუ ელია მოვიდეს ხსნად მისა.
50. ხოლო იესო კუალად ხმა-ყო ხმითა დიდითა და განუტევა სული.
51. და აჰა კრეტსაბმელი იგი ტაძრისაი მის განიპო ორად ზეითგან ვიდრე ქუედმდე, და
ქუეყანაი შეიძრა, და კლდენი განსთქდეს,
52. და საფლავნი აღეხუნეს, და მრავალნი გუამნი შესუენებულთა წმიდათანი აღდგეს,
53. და გამოვიდეს საფლავით მათით და შემდგომად აღდგომისა მისისა. შევიდეს წმიდასა
ქალაქსა და გამოეცხადნეს მრავალთა.
54. ხოლო ასისთავმან მან და მისთანათა, რომელნი სცვიდეს იესოს, იხილეს რაი ძრავაი
იგი და რაი-იგი იქმნა, შეეშინა ფრიად და იტყოდეს: ჭეშმარიტად ძე ღმრთისაი იყო ესე.
55. იყვნეს მუნ დედანიცა მრავალნი, რომელნი შორით ხედვიდეს, რომელნი შეუდგეს იესოს
გალილეაით და ჰმსახურებდეს მას,
56. რომელთა თანა იყო მარიამ მაგდალენელი და მარიამ იაკობისი და იოსეს დედაი და
დედაი ძეთა ზებედესთაი.
57. და ვითარცა შემწუხრდა, მოვიდა კაცი მდიდარი არიმათიაით, სახელით იოსებ, რომელ
იგიცა მოწაფე ყოფილ იყო იესოისა.
58. ესე მოვიდა პილატესა და გამოითხოვა გუამი იესოისი. მაშინ პილატე უბრძანა
მიცემად გუამი იგი მისი.
59. და მოიღო გუამი იგი მისი იოსებ და წარგრაგნა იგი არმენაკსა წმიდასა
60. და დადვა იგი ახალსა მისსა საფლავსა, რომელი გამოეკუეთა კლდისაგან, და მიაგორვა
ლოდი დიდი კარსა მას საფლავისასა და წარვიდა.
61. იყო მუნ მარიამ მაგდალენელი და სხუაი იგი მარიამ, და სხდეს წინაშე საფლავსა
მას.
62. ხოლო ხვალისაგან, რომელ არს შემდგომად პარასკევისა, შეკრბეს მღდელთ მთავარნი
იგი და ფარისეველნი პილატესა
63. და ჰრქუეს: უფალო, მოვიხსენეთ, რამეთუ მან მაცთურმან თქუა, ვიდრე ცოცხალღა იყო,
ვითარმედ შემდგომად სამისა დღისა აღვდგეო.
64. აწ უკვე ბრძანე დაკრძალვად საფლავი იგი ვიდრე მესამედ დღედმდე, ნუუკუე მოვიდენ
მოწაფენი მისნი და წარიპარონ იგი და უთხრან ერსა, ვითარმედ: აღდგა მკუდრეთით. და
იყოს უკუანაისკნელი საცთური უძვირეს პირველისა.
65. ერქუა მათ პილატე: გაქუს თქუენ დასი, წარვედით და დაჰკრძალეთ, ვითარცა იცით.
66. ხოლო იგინი წარვიდეს და დაჰკრძალეს საფლავი იგი და დაჰბეჭდეს ლოდსა მას დასისა
თანა.
1. ხოლო მწუხრი შაბათსა, რომელი განთენებოდა ერთშაბათად, მოვიდა მარიამ მაგდალენელი
და სხუაი იგი მარიამ ხილვად საფლავისა მის.
2. და აჰა ძრავაი იყო დიდი, რამეთუ ანგელოზი უფლისაი გარდამოხდა ზეცით, მოვიდა და
გარდააგორვა ლოდი იგი კარისა მისგან საფლავისა და დაჯდა მას ზედა.
3. ხოლო იყო ხილვაი მისი, ვითარცა ელვაი, და სამოსელი მისი სპეტაკ ვითარცა თოვლი.
4. ხოლო საშინელებისაგან მისისა შეძრწუნდეს მცველნი იგი და იქმნნეს ვითარცა
მკუდარნი.
5. მიუგო ანგელოზმან მან და ჰრქუა დედათა მათ: ნუ გეშინინ თქუენ, ვიცი, რამეთუ
იესოს ნაზარეველსა ჯუარ-ცმულსა ეძიებთ.
6. არა არს აქა, რამეთუ აღდგა, ვითარცა თქუა. მოვედეთ და იხილეთ ადგილი, სადა
დაიდვა უფალი.
7. და ადრე წარვედით, და უთხართ მოწაფეთა მისთა, ვითარმედ: აღდგა მკუდრეთით და აჰა
წინა-გიძღვის თქუენ გალილეას, მუნ იხილოთ იგი. აჰა ესრა გარქუ თქუენ.
8. ხოლო იგინი გამოვიდეს ადრე მიერ საფლავით შიშითა და სიხარულითა დიდითა,
მირბიოდეს თხრობად მოწაფეთა მისთა.
9. და ვითარ-იგი მოვიდოდეს თხრობად მოწაფეთა მისთა, და აჰა იესო შეემთხვია მათ და
ჰრქუა: გიხაროდენ! ხოლო იგინი მოვიდეს და შეუვრდეს ფერხთა მისთა და თაყუანის-სცეს
მას.
10. მაშინ ჰრქუა მათ იესო: ნუ გეშინინ, წარვედით და უთხართ ძმათა ჩემთა, რაითა
წარვიდენ გალილეას და მუნ მიხილონ მე.
11. და ესენი ვითარცა წარვიდეს, აჰა ესერა დასისა მისგანნი შევიდეს ქალაქად და
უთხრეს მღდელთ მთავართა მათ ყოველი ესე, რაიცა იქმნა.
12. ხოლო იგინი შეკრბეს მოხუცებულთა თანა და ზრახვა-ყვეს, ვეცხლი დიდძალი მისცეს
ერისაგანთა მათ
13. და ჰრქუეს: ესრეთ თქუთ, ვითარმედ მოწაფენი მისნი ღამე მოვიდეს და წარიპარეს
იგი, ვიდრე ჩუენ მეძინა.
14. უკეთუ ესმეს ესე მთავარსა მას, ჩუენ ვარწმუნოთ და თქუენ უზრუნველ გყვნეთ.
15. ხოლო მათ მიიღეს ვეცხლი იგი და ყვეს ეგრე, ვითარცა ისწავეს მათგან. და განითქუა
სიტყუაი ესე ჰურიათა შორის ვიდრე დღენდელად დღედმდე.
16. ხოლო ათერთმეტნი იგი მოწაფენი წარვიდეს გალილეას, მთასა მას, სადაცა უბრძანა
მათ იესო.
17. იხილეს იგი და თაყუანისცეს მას, ხოლო რომელნიმე შეორგულდეს.
18. მოუხდა მათ იესო და ჰრქუა: მომეცა მე ყოველი ხელმწიფებაი ცათა შინა და
ქუეყანასა ზედა.
19. წარვედით და მოიმოწაფენით ყოველნი წარმართნი და ნათელ-სცემდით მათ სახელითა
მამისაითა და ძისაითა და სულისა წმიდისაითა.
20. და ასწავებდით მათ დამარხვად ყოველი, რაოდენი გამცენ თქუენ; და აჰა ესერა მე
თქუენ თანა ვარ ყოველთა დღეთა და ვიდრე აღსასრულადმდე სოფლისა. ამინ.