1. პავლე და ტიმოთე, მონანი იესო ქრისტესნი, ყოველთა წმიდათა ქრისტე იესოის მიერ,
რომელნი ხართ ფილიპეს შინა ეპისკოპოსთა თანა და დიაკონთა:
2. მადლი თქუენდა და მშვიდობაი ღმრთისა მიერ მამისა ჩუენისა და უფლისა იესო
ქრისტესა.
3. ვჰმადლობ ღმერთსა ჩემსა ყოველსა ზედა ხსენებისა თქუენსა;
4. მარადის ყოველთა შინა ლოცვათა ჩემთა თქუენ ყოველთათვის სიხარულით ლოცვასა ვჰყოფ
5. ზიარებისა მაგის თქუენისათვის სახარებასა მას პირველით დღითგან მოაქმადე
6. და ამის მებრვე სასოებისათვის, ვითარმედ რომელმან იწყოს თქუენ შორის საქმე
კეთილისაი, აღასრულენ ვიდრე დღედმდე უფლისა ჩუენისა იესო ქრისტესა.
7. ვითარცა არს სამართალ ჩემდა ზრახვად ესე თქუენ ყოველთათვის, რამეთუ მახსოვთ მე
თქუენ გულსა ჩემსა კრულებათა შინა ჩემითა და სიტყვის-გებათა და დამტკიცებასა მას
სახარებისასა, რაითა ზიარ ჩემ თანა მადლისა მის თქუენ ყოველნი იყვნეთ.
8. რამეთუ მოწამე ჩემდა არს ღმერთი, ვითარ-იგი მსურის თქუენ ყოველთათვის
მოწყალებითა ქრისტე იესოისითა,
9. და ამას ვილოცავ, რაითა სიყუარული ეგე თქუენი უფროის და უმეტეს გარდაერიოს
მეცნიერებითა და ყოვლითა ფრთხილებითა,
10. რაითა გამოიცადოთ თქუენ უმჯობესი, რაითა იყვნეთ თქუენ ჭეშმარიტ და დაუბრკოლებელ
დღემდე ქრისტე იესოისა,
11. აღსავსენი ნაყოფითა სიმართლისაითა იესო ქრისტეს მიერ სადიდებელად და საქებელად
ღმრთისა.
12. უწყებაი თქუენი მნებავს, ძმანო, რამეთუ ჩემთვის უფროისღა წარსამატებელად
სახარებისა მისთვის მოივლინა.
13. ვიდრეღა კრულებანი ესე ჩემნი განცხადებულ იქმნეს ქრისტეს მიერ ყოველსა მას
ტაძარსა და სხუათა მიმართ ყოველთა,
14. და უმრავლესთა ძმათა უფლისა მიერ, მოსავთა მათ ჩემთა კრულებასათა, უმეტესღა
ვიკადრებ უშიშად სიტყუასა მას ღმრთისასა სიტყუად.
15. რომელნიმე შურით და ხდომით, რომელნიმე სათნოებისათვისცა ქრისტესა ქადაგებენ.
16. რომელნი-იგი ხდომით ქრისტესა მიუთხრობენ არაწმიდებით, ჰგონებენ ჭირთა მოწევნად
კრულებათა ამათ ჩემთა,
17. ხოლო რომელნიმე სიყუარულით, უწყიან, რამეთუ სიტყვისგებად სახარებისა მის ვდგა
მე.
18. აწ უკუე რაი? ყოვლითავე სახითა, გინა თუ მიზეზით გინა თუ ჭეშმარიტებით, ქრისტე
იქადაგების, ამისთვის მიხარის და მიხაროდისცა.
19. რამეთუ უწყი, ვითარმედ ესე მექნეს მე საცხოვრებელად თქუენითა ვედრებითა და
შეწევნითა სულისა ქრისტე იესოისითა,
20. მოსალოდებელითა მით და სასოებითა ჩემითა, რამეთუ არარაი მრცხუენის მე, არამედ
ყოვლითა კადნიერებითა, ვითარცა მარადის და აწცა იდიდოს ქრისტე ხორცთა ზედა ჩემთა,
გინა თუ ცხოვრებით გინა თუ სიკუდილით.
21. რამეთუ ჩემდა ცხოვრებაი ქრისტე არს, და სიკუდილი – შესაძინელ.
22. ხოლო ცხოვრებაი ესე ხორცითა ამის ესე არს ჩემდა ნაყოფ საქმისა, და რომელი
გამოვირჩიო, არა უწყი.
23. ხოლო შეპყრობილ ვარ ორთა ამათგან: გული მეტყვის განსლვად და ქრისტეს თანა
ყოფად, უფროის და უმჯობეს ფრიად,
24. ხოლო დადგრომაი ხორცთა შინა უნებელადრე თქუენთვის.
25. და ესე სასოებით უწყი, რამეთუ დავადგრე და გგებდე თქუენ ყოველთა წარმატებისა
თქუენისათვის და სიხარულისა მის სარწმუნოებისა,
26. რაითა სიქადული ეგე თქუენი აღემატოს ქრისტე იესოის მიერ ჩემდა მომართ, ჩემითა
მით მისლვითა კუალად თქუენდა მიმართ.
27. გარნა ღირსად ხოლო სახარებისა მის ქრისტესისა ვიდოდეთ, რაითა გინა თუ მოვიდე და
გიხილნე თქუენ, გინა თუ შორს ვიყო და მესმას თქუენთვის, ვითარმედ სდგათ თქუენ
ერთითა სულითა და ერთითა გონებითა და თანაიღუწით სარწმუნოებასა მას სახარებისა
28. და არა ჰფრთხებით არარაით მხდომთა მათგან, რომელი-იგი არს მათდა სახე
წარწყმედისაი, ხოლო თქუენდა – ცხოვრებისაი, და ესე ღმრთისა მიერ.
29. რამეთუ თქუენ მიგემადლა ქრისტესთვის არა ხოლო მისა მიმართ სარწმუნოებაი, არამედ
მისთვის ვნებაიცა.
30. იგივე ღუაწლი გაქუნდინ, რომელი იხილეთ ჩემ თანა და აწ გესმის ჩემ მიერ.
1. რავდენი რაი ნუგეშინის-ცემავიიხ არს ქრისტეს მიერ და რავდენი ნუგეშინის-ცემაი
სიყუარულისაი, რავდენი რაი ზიარებაი სულისაი, რავდენი რაი მოწყალებაი და წყალობაი,
2. აღავსეთ სიხარული ჩემი, რაითა მასვე ჰზრახვიდეთ და იგივე სიყუარული გაქუნდეს;
ერთ-სულ და ერთ-ზრახვა იყვენით;
3. ნურარაით ხდომით გინა ზუაობით, არამედ სიმდაბლით ურთიერთას უმეტეს შეჰრაცხდით
თვითოეული თავისა თვისისასა.
4. ნუ თავისა თვისისასა ხოლო კაცად-კაცადი თქუენი ეძიებნ, არამედ მოყუსისაცა
თვითოეული თქუენი.
5. ესე ზრახვაი იზრახებოდენ თქუენ შორის, რომელიცა-იგი ქრისტე იესოის მიერ.
6. რომელი-იგი ხატი ღმრთისაი იყო, არა ნატაცებად შეირაცხა ყოფად იგი სწორებად
ღმრთისა,
7. არამედ თავი თვისი დაიმდაბლა და ხატი მონისაი მიიღო და მსგავს კაცთა იქმნა და
ხატითა იპოვა ვითარცა კაცი;
8. დაიმდაბლა თავი თვისი და იქმნა იგი მორჩილ ვიდრე სიკუდიდმდე და სიკუდილითა მით
ჯუარისაითა.
9. ამისათვისცა იგი ღმერთმან უმეტესად აღამაღლა და მიანიჭა მას სახელი უზესთაესი
უფროის ყოველთა სახელთასა,
10. რაითა სახელისა მიმართ იესო ქრისტესისა ყოველი მუხლი მოდრკეს ზეცისათანი და
ქუეყანისათანი და ქუესკნელისათანი,
11. და ყოველმან ენამან აღუაროს, რამეთუ უფალი იესო ქრისტე სადიდებელად ღმრთისა
მამისა.
12. ვინაიცა, საყუარელნო ჩემნო, ვითარცა-ეგე ყოვლადვე მორჩილ ხართ, ნუ ხოლო
მისლვასა მას ჩემსა, არამედ აწ უფროისღა შორს ყოფასა ამას ჩემსა შიშით და ძრწოლით
თვისსა ცხოვრებასა იქმოდეთ.
13. რამეთუ ღმერთი არს, რომელი შეიქმს თქუენდა ნებასაცა და შეწევნასაცა
სათნოებისათვის.
14. ყოველსავე იქმოდეთ თვინიერ დრტვინვისა და გულის სიტყუათა,
15. რაითა იყვნეთ უბრალო და უმანკო და შვილ ღმრთისა, შეუგინებელ შორის ნათესავსა
დრკუსა და გულარძნილსა, რომელთა მიერ სჩნდეთ, ვითარცა მთიებნი სოფელსა შინა.
16. სიტყუაი ცხოვრებისაი გაქუნდინ სიქადულად ჩემდა დღესა მას ქრისტესსა, რამეთუ არა
ცუდად ვრბიოდე, არცა ცუდად დავშუერ.
17. არამედ დაღათუ შევიწირვი მსხუერპლსა მას ზედა და მსახურებასა სარწმუნოებისა
თქუენისისა, მიხარის და მიხაროდისცა თქუენ ყოველთა თანა.
18. ეგრეთვე და თქუენცა გიხაროდენ და ჩემ თანა გიხაროდენ.
19. ხოლო ვესავ ქრისტე იესოის მიერ ტიმოთესსაცა ადრე მივლინებასა თქუენდა, რაითა
მეცა გულ-მხიარულად ვცნა თქუენთვის.
20. რამეთუ არავინ მაქუს სხუაი ერთგული, რომელმანმცა თქუენთვის გულითად იზრუნა.
21. რამეთუ ყოველნი თავთა თვისთასა ეძიებენ და არა ქრისტე იესოისასა.
22. ხოლო გამოცდილებაი იგი მისი იცით, რამეთუ, ვითარცა მამასა შვილმან, ეგრე ჰმონა
ჩემ თანა სახარებასა მას.
23. ამისსა უკუე ვესავ მივლინებასა, რაჟამს განვიგო თავისა ჩემისაი მისგან.
24. ხოლო ვესავ უფალსა, ვითარმედ მეცა ადრე მოვიდე.
25. უმჯობესადრე შევჰრაცხე ეპაფროდიტეს ძმისა ჩემისა და თანაშემწისა და
თანამოსაგრისა ჩემისა, ხოლო თქუენისა მოციქულისა და მსახურისა მის სახმართა ჩემთასა
მოვლინებად თქუენდა,
26. ვინაითგან სურვიელცა იყო თქუენ ყოველთა ხილვად და ზრუნვიდა, რამეთუ გასმიოდა,
ვითარმედ დასნეულდა.
27. და ნანდვილვე დასნეულდა ვიდრე სიკუდიდმდე; არამედ ღმერთმან შეიწყალა იგი და არა
ხოლო იგი, არამედ მეცა, რაითა არა მწუხარებაი მწუხარებასა ზედა დამერთოს.
28. მოსწრაფედ უკუე მივავლინე ეგე, რაითა იხილოთ ეგე და კუალად გიხაროდის, და მე
უჭუვარ ვიყო.
29. შეიწყნარეთ ეგე უფლისა მიერ ყოვლითა სიხარულითა, და ეგევითარნი-ეგე პატიოსნად
იპყრენით.
30. რამეთუ საქმისათვის ქრისტესისა სიკუდიდმდე მიიწია წინა-დაპყრობად სულითა, რაითა
აღავსოს თქუენი იგი დაკლებული ჩემდა მომართ მსახურებისაი.
1. ამიერითგან, ძმანო, გიხაროდენ უფლისა მიერ. იგივე მიწერად თქუენდა ჩემდა არა
სიცონილ არს და თქუენდა კრძალულება არს.
2. ეკრძალებოდეთ ძაღლთა მათგან, ეკრძალებოდეთ ბოროტთა მათგან მუშაკთა, ხედევდით
განკუეთილებასა,
3. რამეთუ ჩუენ ვართ წინადაცუეთილებაი იგი, რომელნი სულითა ღმერთსა ვჰმსახურებთ და
ვიქადით ქრისტე იესოის მიერ და არა ხორცთა ვესავთ,
4. დაღათუ მაქუს მე ხორცთაგანცა სასოებაი. უკუეთუ ვინმე ჰგონებდეს სხუად სასოებად
ხორცთა, მე უფროისღა,
5. წინადაცუეთილებაი მოვიღე რვა დღისამან, ნათესავით ისრაელისა, ტომისაგან
ბენიამენისი, ებრაელი ებრაელთაგან, სჯულითა ფარისეველი.
6. შურით ვსდევნიდ ეკლესიასა ღმრთისასა და სიმართლითა სჯულისაითა ვიყავ მე უბრალო.
7. არამედ რომელი-იგი იყო ჩემდა შესაძინებელ, ესე შემირაცხიეს ქრისტესთვის ზღვევად.
8. არამედ და შე-ცა-ვჰრაცხო ყოველივე ზღვევად გარდამატებულისა მისთვის მეცნიერებისა
ქრისტე იესოის უფლისა ჩემისა, რომლისათვის ყოვლისაგან ვიზღვიე და შემირაცხიეს იგი
ნაგევად, რაითა ქრისტე შევიძინო
9. და ვიპოვო მას შინა, რაითა არა მაქუნდეს ჩემი სიმართლე სჯულისაგანი, არამედ
სარწმუნოებითა ქრისტესითა, ღმრთისა მიერი იგი სიმართლე სარწმუნოებით,
10. ცნობად მისა და ძალსა მას აღდგომისა მისისა და ზიარებასა მას ვნებათა მისთასა,
თანა-ხატ ქმნად სიკუდილსა მას მისსა,
11. რაითა მი-ვითარ რაი-ვსწუდე აღდგომასა მასცა მკუდართასა;
12. არა თუ, ვითარმედ აწვე მომიღებიეს, ანუ თუ აწვე სრულქმნილ ვარ; ხოლო ვსდევ
ეგრე, რაითა ვეწიე, რომლითაცა წევნულ ვიქმენ ქრისტე იესოის მიერ.
13. ძმანო, მე არღარა შემირაცხიეს თავი ჩემი წარწევნულად; ხოლო ერთი ესე: უკუანასა
მას დავივიწყებ და წინასა მას მივსწუდები
14. და კრძალულებით ვსდევ გვირგვინსა მას ზეცისა ჩინებისა ღმრთისასა ქრისტე იესოის
მიერ.
15. რავდენნი უკუე სრულნი ვართ, ამას ვზრახვიდეთ; და სხუასა თუ რასმე ჰზრახვიდეთ,
და იგიცა ღმერთმან გამო-ვე-გიცხადოს თქუენ.
16. გარნა, რომელსა-ესე მივსწუედით, მასვე ვზრახვიდეთ და მასვე წესსა ზედა ვეგნეთ.
17. მობაძავ ჩემდა იქმნენით, ძმანო, და ხედევდით, რომელნი-იგი ესრეთ ვლენან,
ვითარცა-ესე ვართ ჩუენ სახე თქუენდა.
18. რამეთუ მრავალნი ვინმე ვლენან, რომელთათვის მრავალ გზის გეტყოდე თქუენ, ხოლო აწ
ტირილით გითხრობ თქუენ მტერთა მათთვის ქრისტეს ჯუარისათა,
19. რომელთაი აღსასრული წარწყმედა არს, რომელთაი ღმერთი მუცელ არს და დიდებაი –
სირცხვილსა შინა მათსა, რომელნი ქუეყანისასა ზრახვენ.
20. ხოლო ჩუენი მოქალაქობაი ცათა შინა არს, ვინაიცა მაცხოვარსა მოველით, უფალსა
იესო ქრისტესა,
21. რომელმან გარდაცვალნეს ხორცნი ესე სიმდაბლისა ჩუენისანი, რაითა იყვნენ იგინი
თანა-ხატ ხორცთა მათ დიდებისა მისისათა შეწევნისაებრ ძლიერებისა მისისა,
დამორჩილებად მისა ყოველი.
1. გლოცავ თქუენ მე, კრული ესე უფლისა მიერ, რაითა ღირსად ხვიდოდით ჩინებისა
მის, რომლითა იჩინენით,
2. ყოვლითა სიმდაბლითა და სიმშვიდითა და სულგრძელებითა, თავს-იდებდით ურთიერთას
სიყუარულითა,
3. ისწრაფდით დამარხვად ერთობასა მას სულისასა საკვრველითა მით მშვიდობისაითა.
4. ერთ ხორც და ერთ სულ, ვითარცა-იგი იჩინენით ერთითა მით სასოებითა ჩინებისა
თქუენისაითა;
5. ერთ არს უფალი, ერთ სარწმუნოებაი, ერთ ნათლის-ღებაი,
6. ერთ არს ღმერთი და მამაი ყოველთაი, რომელი ყოველთა ზედა არს და ყოველთა მიერ და
ჩუენ ყოველთა შორის.
7. ხოლო თვითოეულსა კაცად-კაცადსა ჩუენსა მოცემულ არს მადლი საზომისაებრ ნიჭისა
ქრისტესისა.
8. რომლისათვის იტყვის: აღხდა მაღალსა, წარმოტყუენა ტყუე და მისცა იგი ნიჭად კაცთა.
9. ხოლო აღსლვაი იგი რაი-მე არს, არა თუ ესე, რამეთუ შთახდა იგი პირველად
ქუესკნელთა ქუეყანისათა?
10. რომელი გარდამოხდა, იგივე არს რომელი ამაღლდა ზედა ყოველთა ცათა, რაითა
აღავსნეს ყოველნი.
11. და მან მოსცნა, რომელნიმე მოციქულნი, რომელნიმე წინაისწარმეტყუელნი, რომელნიმე
მახარებელნი, რომელნიმე მწყემსნი და მოძღუარნი
12. დასამტკიცებელად წმიდათა, საქმედ მსახურებისა, აღსაშენებელად გუამისა
ქრისტესისა,
13. ვიდრემდე მივიწინეთ ყოველნი ერთობასა სარწმუნოებისასა და მეცნიერებასა ძისა
ღმრთისასა მამაკაცად სრულად, საზომად ჰასაკისა სავსებისა მის ქრისტესისა;
14. რაითა არღარა ვიყვნეთ ყრმა ჩჩვილ, ღელვა-აღტეხილ და მიმოტაცებულ ყოველსა მას
ქარსა მოძღურებისასა სივერაგითა კაცათაითა მის მიმართ საცთურებისა.
15. არამედ ჭეშმარიტ ვიყვნეთ სიყუარულსა ზედა და აღვაორძინებდეთ მისა მიმართ
ყოველსა, რომელ არს თავ მისა ქრისტე,
16. რომლისაგან ყოველი გუამი შენაწევრებულ და შემტკიცებულ არს ყოვლითა შეახლებითა
უხუებისაითა შეწევნისაებრ საზომისა თვითოეულისა ასოისა; სიორძილსა მას გუამისასა
ჰყოფდით აღსაშენებელად თავისა თქუენისა სიყუარულით.
17. ამას უკუე ვიტყვი და ვწამებ უფლისა მიერ, რაითა ნუღარამცა ხუალთ, ვითარცა
სხუანი იგი წარმართნი ვლენან ამაოებითა გონებისა მათისაითა,
18. დაბნელებულნი გულითა, უცხო-ქმნულნი ცხოვრებისაგან ღმრთისა, უმეცრებითა მით,
რომელ არს მათ თანა საბრმითა გულისა მათისაითა.
19. რომელთა წარიწირნეს თავნი მათნი და მისცნეს ბილწებასა საქმედ არაწმიდებისა
ყოვლისა ანგაჰრებისა.
20. ხოლო თქუენ არა ეგრეთ გისწავიეს ქრისტე.
21. უკუეთუ გასმიეს იგი და მისა მიმართ გისწავიეს, ვითარცა-იგი არს ჭეშმარიტებაი
იესოის თანა,
22. განიშორეთ თქუენგან პირველისა მისებრ სლვისა თქუენისა ძუელი იგი კაცი,
განხრწნილი გულის თქუმისა მისებრ საცთურისა,
23. და განახლდებოდეთ თქუენ სულითა მით გონებისა თქუენისაითა
24. და შეიმოსეთ ახალი იგი კაცი, ღმრთისა მიერ დაბადებული, სიმართლითა და სიწმიდითა
ჭეშმარიტებისაითა.
25. ამისთვის განიშორეთ ტყუილი, იტყოდეთ ჭეშმარიტსა კაცად-კაცადი მოყუსისა თვისისა
თანა, რამეთუ ვართ ურთიერთას ასოებ.
26. გული გიწყრებოდენ და ნუ სცოდავთ, მზე ნუ დაჰვალნ განრისხებასა თქუენსა.
27. ნუცა სცემთ ადგილს ეშმაკსა.
28. მპარავი იგი ნუღარა იპარავნ, არამედ უფროისღა შურებოდენ და იქმოდენ კეთილსა
თვისითა ხელითა, რაითა აქუნდეს მიცემად, ვის-იგი უხმდეს.
29. ყოველი სიტყუაი უშუერი პირით თქუენით ნუ გამოვალნ, არამედ რაი-იგი იყოს კეთილ
აღსაშენებელად სარწმუნოებისა სახმრისათვის, რაითა მისცეს მადლი მსმენელთა მათ.
30. და ნუ შეაწუხებთ სულსა წმიდასა ღმრთისასა, რომლითაცა-იგი აღიბეჭდენით დღედ
გამოხსნისა.
31. ყოველი სამწარე და რისხვაი და გულის წყრომაი და ღაღადებაი და გმობაი მოისპენ
თქუენ შორის ყოვლითურთ უკეთურებით.
32. იყვენით ურთიერთას ტკბილ, მოწყალე, მიმმადლებელ თავთა თვისთა, ვითარცა-იგი
ღმერთმან ქრისტეს მიერ მოგუმადლა ჩუენ.