მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

წმინდანთა ცხოვრება


.: იანვარი :.


ძველით: 1 იანვარი
ახლით: 14 იანვარი


წმიდა ემილია, ბასილი დიდის დედა (IV)


წმიდა ემილია, ბასილი დიდის დედა კაბადოკიის გავლენიანი და კეთილმორწმუნე ოჯახის შვილი იყო. არსებობს ცნობა, რომ მისი პაპა მოწამეობრივად აღესრულა. ოჯახისათვის მთელი ქონება ჩამოურთმევიათ, მაგრამ მალევე აღუდგენიათ დაკარგული პატივი.

ემილია სიყრმიდანვე გამოირჩეოდა სათნოებითა და ღვთისმოყვარეობით, მას შეეძინა ათი შვილი, რომელთაგან ხუთი შემდგომში წმიდანად შერაცხეს: მაკრინა (ხსენება 19 ივლისს), ბასილი დიდი (ხსენება 1 იანვარს); გრიგოლ ნოსელი (ხსენება 10 იანვარს), პეტრე სებასტიელი (ხსენება 9 იანვარს) და ღირსი თეოზვა – დიაკონისა (ხსენება 10 იანვარს).


„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ.