მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

წმინდანთა ცხოვრება


.: იანვარი :.


ძველით: 9 იანვარი
ახლით: 22 იანვარი


ღირსი პეტრე, სებასტიელი ეპისკოპოსი (IV)


წმიდა პეტრე სებასტიელი, მღვდელმთავრების – ბასილი დიდისა და გრიგოლ ნოსელის (ხსენება 1 და 10 იანვარს) ძმა იყო, მის აღზრდაში დიდი წვლილი მიუძღვის უფროს დას – მაკრინას (ხსენება 19 ივლისს).

პეტრე წმიდა ბასილი დიდმა აკურთხა მღვდლად, ბასილის სიკვდილის შემდეგ კი იგი დადგენილ იქნა სებასტიის ეპისკოპოსად, მღვდელმთავარი პეტრე ესწრებოდა კონსტანტინეპოლში გამართულ II მსოფლიო საეკლესიო კრებას.


„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ.