მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

წმინდანთა ცხოვრება


.: თებერვალი :.


ძველით: 1 თებერვალი
ახლით: 14 თებერვალი


† ღირსი ვენდიმიანი, ბითვინიელი მეუდაბნოე (+დაახლ. 512)


ღირსი ვენდიმიანი მიზიაში დაიბადა. ახალგაზრდობაში იგი წმიდა ავქსენტის (ხსენება 14 თებერვალს) მოწაფე იყო. წმიდანი ავქსენტის მიერ ქალკედონის (მცირე აზია) მახლობლად დაარსებულ მონასტერში დაემკვიდრა, სადაც თავისი მოძღვრის კელიაში ერთ კლდის ნაპრალში მოსაგრეობდა 42 წლის მანძილზე და უფლისგან სასწაულთქმედების მადლი მიიღო. წმიდა ვენდიმიანი გარდაიცვალა 512 წელს.


„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ.