მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

წმინდანთა ცხოვრება


.: თებერვალი :.


ძველით: 14 თებერვალი
ახლით: 27 თებერვალი


† ღირსი ავქსენტი (+დაახლ. 470)


კონდაკი, ხმა 3: სიწმინდე შეიტკბე შენ, ღვრთივგანბრძნობილო, და გულსთქუმასა ხორცთა შენთა აღვირახსენ, და გამოსჩნდი ბრწყინვალე სარწმუნოებით, ხოლო ვითარცა ნერგი შორის სამოტხისა აღყვავენ, ავქსენტი მამაო საღმრთოო.

ღირსი ავქსენტი, წარმოშობით სირიელი, იმპერატორი თეოდოსი უმცროსის (418-450) კარზე მსახურობდა. ის ცნობილი იყო, როგორც კეთილმსახური, განსწავლული და ბრძენი ადამიანი და თავის თანამედროვე ბევრ მაღალსულიერ მოსაგრესთან მეგობრობდა.

ამსოფლიურ ამაოებათაგან სულდამძიმებული ავქსენტი განერიდა სასახლის კარის ცხოვრებას, ჯერ მღვდლად ეკურთხა, შემდეგ კი ბერად აღიკვეცა. ამის შემდგომ ის ბითვინიაში წავიდა, ქალკედონის მახლობლად, ოქსის მთაზე ერთი განკრძალული ადგილი ჰპოვა და იქ დაეყუდა (შემდგომში ამ მთას ავქსენტისა ეწოდა). ნეტარი მამა შემთხვევით გადააწყდნენ მწყემსები, რომლებიც გზააბნეულ ცხვრებს ეძებდნენ და ამის შემდეგ წმიდანთან შემწეობის სათხოვნებლად სიარულს მოუხშირეს სნეულებმა თუ სულიერად შეჭირვებულებმა. ღვთის მადლით საკვირველთმოქმედი მამა მრავალ კურნებას აღარსულებდა.

451 წელს წმიდა აქვსენტის IV მსოფლიო კრებაზე მოუწოდეს ქალკედონში, სადაც მან გაბედულად და დამაჯერებლად ამხილა ევტიქისა და ნესტორის ერესები. წმიდა წერილში ღრმად ჩახედულმა მამამ ადვილად დაამარცხა მოწინააღმდეგეები. კრების დამთავრების შემდეგ ავქსენტი დაუბრუნდა თავის განკრძალულ კელიას. სულიერი მზერით მან განჭვრიტა წმიდა სვიმეონ მესვეტის (+459) ნეტარი აღსასრული.

ღირსი ავქსენტი გარდაიცვალა დაახლოებით 470 წელს. წმიდანმა ბითვინიის ოლქში დააარსა ბევრი მონასტერი, სადაც მისი მრავალი მოწაფე მოღვაწეობდა.


„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ.



მოუსმინე: