"ზეთმდინარე" - ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატი


„უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი"

  ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატები 

ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატი "ზეთმდინარე"

კანდელი

"ზეთმდინარე" - ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატი

დღესასწაული 17 (30) ნოემბერი

(წარმოადგენს, ათონის წმინდა მთის, უდიდეს და საკვირველთმოქმედ სიწმინდეს. მას ევედრებიან; მატერიალური სიდუხჭირისა, ხელმოკლეობისა და უმუშევრობისაგან თავის დაღწევას).

 

ხსენებული, წმინდა და სასწაულთმოქმედი ხატი, რომელიც დაბრძანებული არის – ათონის წმინდა მთაზე, ვატოპედის მონასტერში; დღემდე აღასრულებს მრავალ საკვირველთქმედებას და მადლსა და წყალობას არ აკლებს, ყოველთა მისდამი მილტვოლვილთა.

 

ერთხელ, სავანეში (მონასტერში) ზეთი იმდენად შემოაკლდათ, რომ დოქიარმა (ტრაპეზარმა), მონასტრის საძმოს საკვებად შეუწყვიტა მისი მიწოდება, რათა კანდელებისათვის არ გამოლეოდათ სულ მთლიანად. თუმცა, სავანის იღუმენმა (წინამძღვარმა) კურთხევა მისცა დოქიარს, რომ ბერებისათვის კვლავ აღედგინა ზეთის საკვებად მიწოდება. ვინაიდან, იგი მთლიანად მიენდო – ზეციური დედოფლისაგან მოწყალების გაღებას მათზედა. მართლაც, მესამე დღეს – ტრაპეზარი ისევ შევიდა სავანის საკუჭნაოში ზეთის მარაგის სანახავად, დარწმუნებული რომ იქ არაფერი აღარ დახვდებოდა. მაგრამ კი, მოხდა საოცრება; ზეთისათვის განკუთვნილი ყველა კასრი – პირთამდე დახვდა აღვსებული და ზოგიდან გადმოდიოდა და ჟონავდა კიდევაც იატაკზედა.

 

ამ სასწაულის მხილველმა მონასტრის საძმომ, ერთხმად ადიდეს: ყოვლადწმინდა დედა უფლისა და ჰმადლობდნენ მას, გაღებული ამ დიდი წყალობისა და შეწევნისათვის. მომხდარი საკვირველთქმედების შემდეგ, წმინდა ხატს: "ზეთმდინარე" უწოდეს. მანამდე კი, იგი მიჩნეული იყო ოდიგიტრიად და ეწოდებოდა მას – "მეგზური". ხატი გადააბრძანეს საკუჭნაოში და რომელიც, კვლავ აღასრულებდა მრავალ საკვირველებასა და შეეწეოდა უამრავ გაჭირვებულებსა.

 

 

 

კატეგორია: ღვთისმშობლის ცხოვრება და ხატები | დაამატა: vasoelis (30.11.2017)
ნანახია: 137 | ტეგები: ზეთმდინარე, ყოვლადწმინდა დედა ღმრთისმშობლის სას | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0