სექტემბრის თვის წმინდანთა ცხოვრება


„უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი"

სექტემბრის თვის წმინდანთა ცხოვრება

.: სექტემბერი :.

ძვ. სტ. ახ. სტ.  
1 14 დაწყება ინდიქტიონისა - ეკლესიურის ახლისა წელიწადისა
    სასწაული ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისა, რომელი იყო მიასინეს (864)
    ღირსი სვიმეონ მესვეტე - არქიმანდრიტი (+459) და დედაჲ მისი მართა (+დაახლ. 428)
    წმიდა მოწამე აითალე დიაკონი (+380)
    წმიდა მოწამენი: 40 ქალწულნი და ამონა დიაკონი, მოძღვარი მათი (IV)
    წმიდა მოწამენი: კალისტა და ძმანი მისნი ევოდი და ერმოგენი (IV)
    მართალი ისუ, ძე ნავესი (XVI ს. ქრისტეს შობამდე)
2 15 წმიდა მოწამე მამაი (+275), მამა მისი თეოდოტე და დედა - რუფინე (III)
    ღირსი იოანე მმარხველი - კონსტანტინოპოლელი პატრიარქი (+595)
    წმინდა სამასათაექვსასოცდარვა მოწამე, ნიკომიდიას წამებულნი (III-IV)
3 16 მღვდელმოწამე ანთიმოზი - ნიკომიდიელი ეპისკოპოსი და მასთან წმიდა მოწამენი: თეოფილე დიაკონი, დოროთე, მარდონიოსი, მიგდონიოსი, პეტრე, ინდისი, გორგონიოსი, ზენონი, დომნა ქალწული და ექვთიმე (+302)
    ღირსი თეოქტისტე, თანამმარხველი ექვთიმე დიდისა (+467)
    წმიდა თებე დიაკონისა (I)
    წმიდა აღმსარებელი ბასილისა ნიკომიდიელი (+309)
    მღვდელმოწამე არისტიონი - ალექსანდრიელი ეპისკოპოსი
    წმიდა მოწამე იოანიკე, სერბეთის პატრიარქი (+1349)
4 17 ღირსი მამაჲ ჩვენი სვიმეონი, გარეჯის წინამძღვარი, წინასწარმხედველი და საკვირველთმოქმედი (+1773)
    წმიდა მღვდელმოწამე ბაბილა დიდი, ანტიოქიის ეპისკოპოსი და მასთან სამნი ყრმანი: ურბანოსი, პრილიდიანე, ეპოლონი და დედა მათი ქრისტოდულა (III)
    წმიდა მოწამე ერმიონია, ასული ფილიპე დიაკონისა - მოციქულისა (+დაახლ. 117)
    წმიდა ბაბილა ნიკომიდიელი და მასთან ოთხმეოცდა ოთხნი ყრმანი (+305-311)
    წმიდა მოწამენი: თეოდორე, მიანე, იულიანე და კიონი (+305-311)
    წმიდა წინასწარმეტყველი და ღვთისმხილველი მოსე (+1531 ქრისტეს შობამდე)
    წმიდა მღვდელმთავარ იოასაფ ბელგოროდელის ნაწილთა პოვნა (1911)
5 18 წინასწარმეტყველი ზაქარია და მართალი ელისაბედი - მშობელნი იოანე ნათლისმცემლისა (I)
    წმიდა მოწამენი: თაიფალე და დაჲ მისი თიბეა (+98-138)
    წმიდა მოწამე სარვილე
    წმიდა მოწამე რაისა (ან ირიადა) (+დაახლ. 308)
    წმიდა მოწამენი: იუვენტინე და მაქსიმე მხედარნი (+361-363)
    წმიდა მოწამენი: ურბანოსი, თეოდორე, მედიმნე და მათთან 77 მამანი სასულიეროთაგანნი - ნიკომიდიას წამებულნი (+370)
    წმიდა მოწამე აბდე (აბიდე), სპარსეთში წამებული (V)
6 19 ხსენება საკვირველებისა, ქმნილისა მთავარანგელოზისა მიქაელის მიერ კოლასეს შინა, რომელ არს ხონა (IV); ღირსი არქიპო (IV)
    წმიდა მოწამენი: ევდოქსი, ზენონი და მაკარი (+311)
    წმიდა მოწამე რომილე და მასთან მრავალნი სხვანი (+107-115)
    მღვდელმოწამე კირილე, ჰორტინელი ეპისკოპოსი (III-IV)
    წმიდა მოწამენი: კვირიაკე, ფავსტო ხუცესი, აბიბოს დიაკონი და მასთან 11 მოწამე (+დაახლ. 250)
    ღირსი დავითი (VI)
7 20 წმიდა მოწამე სოზონტი (+დაახლ. 304)
    წმიდა მოციქული ევოდი (+66) და ონისიფორე (+67-ის შემდეგ) - სამოცდაათთაგანნი
    წმიდა მოწამე ევფსიქი (II)
    ღირსი ლუკა (+დაახლ. 975)
8 21 შობა ყოვლადწმიდისა დედუფლისა ჩვენისა ღვთისმშობელისა და მარადის ქალწულისა მარიამისა - ღვთისმშობლობა
    წმიდა აღმსარებელნი: იოანე (მაისურაძე) (+1957) და გიორგი-იოანე (მხეიძე) (+1960)
9 22 წმიდანი და მართალნი მშობელნი ღმრთისანი იოაკიმე და ანა
    წმიდა მოწამე სევერიანე (+320)
    ღირსი თეოფანე აღმსარებელი (+დაახლ. 300)
    წმიდა მოწამე ხარიტონი და სტრატონიკე
    ნეტარი ნიკიტა კონსტანტინოპოლელი (XII)
    პოვნა და აღმოყვანება ნაწილთა წმიდა თეოდოსი ჩერნიგოველ მთავარეპისკოპოსისა (1895)
    ხსენება მე-3 მსოფლიო კრებისა (431)
10 23 წმიდა მოწამენი: მინადორა, მიტრადორა და ნიმფადორა (+305-311)
    წმიდა მოციქულნი: აპოლო, ლუკა და კლიმენტი - სამოცდაათთაგანნი (I)
    წმიდა მოწამე ვარიფსავე (II)
    კეთილმორწმუნე დედოფალი პულქერია (+453)
    წმიდა პეტრე და პავლე - ნიკეელი ეპისკოპოსნი (IX)
11 24 ღირსი თეოდორა ალექსანდრიელი (+474-491)
    წმიდა მოწამენი: დიმიტრი, მეუღლე მისი ევანთია და ძე მათი დიმიტრიანე (I)
    წმიდა მოწამენი დიოდორე და დიდიმე ასურელნი
    წმიდა მოწამე ია (+362-364)
    ღირსი ევფროსინე (IX)
    ღირსი სილუანე ათონელი (+1938)
12 25 მღვდელმოწამე დოსითეოზ თბილელი (+1759)
    ღირსი გიორგი ჭყონდიდელი, დავით აღმაშენებლის მოძღვარი (+1118)
    მღვდელმოწამე ავტონომე - იტალიელი ეპისკოპოსი (+313)
    წმიდა მღვდელმოწამე იულიანე და მასთან 40 მოწამე (IV)
    წმიდა მოწამე თეოდორე ალექსანდრიელი
    წმიდა მღვდელმოწამე კორნუტი - ნიკომიდიელი ეპისკოპოსი (III)
13 26 ენკენია, რომელ არს ხსენება ქრისტეს აღდგომის წმიდა ტაძრის განახლებისა იერუსალიმში (335)
    წმიდა დიდმოწამე, საქართველოს მნათობი, კახეთის დედოფალი ქეთევანი (+1624)
    წმიდა კორნილიოს ასისთავი (I)
    წმიდა მოწამენი: კრონიდე, ლეონტი და სერაპიონი (+დაახლ. 237)
    წმიდა მოწამე სელევკე (III)
    წმიდა მოწამე სტრატონიკე (III)
    წმიდა მოწამენი: მაკრობიოსი და გორდიანე (IV)
    წმიდა მოწამენი: ილია, ზოტიკე, ლუკიანე და ვალერიანე (+320)
    მღვდელმოწამე იულიანე ხუცესი (IV)
    ღირსი პეტრე ატროელი (IX)
    ღირსი იეროთეოსი (+1745)
14 27 მსოფლიო ამაღლება პატიოსნისა და ცხოველსმყოფელისა ჯვარისა, ჯვართამაღლება
    მიცვალება წმიდისა იოანე ოქროპირისა (+407)
15 28 ღირსი მამაჲ ჩვენი აბბა იოსებ ალავერდელი (+570)
    წმიდა დიდმოწამე ნიკიტა (+დაახლ. 372)
    პოვნა ნაწილთა წმიდისა აკაკი აღმსარებელისა, მელიტინელ ეპისკოპოსისა (III)
    წმიდა მოწამენი: მაქსიმე, თეოდოტე და ასკლიადა (+305-311)
    წმიდა მოწამე პორფირე (+361)
    პოვნა ნაწილთა პირველმოწამისა მთავარდიაკონისა სტეფანესი (415)
    ღირსი ფილოთეოს ხუცესი - მცირე აზიელი (X)
16 29 წმიდა მოწამენი ისააკ და იოსებ ქართველნი, კარნუ-ქალაქში წამებულნი (+808)
    დიდმოწამე ეფემია ყოვლადქებული (+304)
    წმიდა მოწამე სებასტიანა (+81-96)
    წმიდა მოწამე მელიტინა (+138-161)
    წმიდა მოწამენი ვიქტორი და სოსთენი (+დაახლ. 304)
    ღირსი დოროთე, მეგვიპტელი მეუდაბნოე (IV)
    წმიდა მოწამე ლუდმილა, ჩეხეთის მთავარი (+927)
    ღირსი პროკოპი (+1053)
17 30 წმიდა მოწამენი: პისტი, ელპიდი და აღაპი და დედა მათი სოფიო (+დაახლ. 137)
    წმიდა მოწამე თეოდოტია (+დაახლ. 230)
    წმიდა მოწამე აღათოკლია
    წმიდანი 156 მოწამენი: პელიოსი და ნილოსი - მეგვიპტელნი ეპისკოპოსნი, ზენონ ხუცესი, პატერმუთე, ილია და სხვანი (+დაახლ. 310)
18 01.10 წმიდა მოწამენი: ბიძინა ჩოლოყაშვილი და ორნი ძმანი, ქსნის ერისთავნი ელიზბარი და შალვა (+1661)
    ღირსი ევმენიოსი - ჰორტინელი ეპისკოპოსი (VII)
    წმიდა მოწამე არიადნა (II)
    წმიდა მოწამენი: სოფიო და ირინე (III)
    წმიდა მოწამე კასტორი
19 02.10 წმიდა მოწამენი: ტროფიმე, საბატი და დორიმედონტი (+276)
    წმიდა მოწამე ზოსიმე მეუდაბნოე (IV)
    წმიდა კეთილმსახური მთავარი თეოდორე სმოლენსკელი და ძენი მისნი, დავითი და კონსტანტინე, იეროსლაველი საკვირველთმოქმედნი (XIII-XIV)
20 03.10 დიდმოწამე ევსტათი-პლაკიდა, ცოლი მისი თეოპისტია და ძენი მათნი: აღაპი და თეოპისტე (+დაახლ. 118)
21 04.10 წმიდა მოციქული კოდრატე, სამოცდაათთაგანი (+დაახლ. 130)
    მღვდელმოწამენი: იპატი ეპისკოპოსი და ანდრია ხუცესი (+დაახლ. 730-735)
    წმიდანი: ისააკი და მელეტი - კვიპრელნი ეპისკოპოსნი
    წმიდა მოწამე ევსები
    წმიდა მოწამე პრისკე
    აღმოყვანება ნაწილთა წმიდისა დიმიტრისა - როსტოველ მიტროპოლიტისა (1752)
22 05.10 წმიდა წინასწარმეტყველი იონა (VIII ს. ქრისტეს შობამდე)
    მღვდელმოწამე ფოკა, სინოპელი ეპისკოპოსი (+117)
    ღირსი იონა ხუცესი (IX), მამა თეოფანე კანონმთქმელისა და თეოდორესი, გამომეტყველთა
    წმიდა მოწამე ფოკა მემტილე (+დაახლ. 320)
    მართალი პეტრე, მეზვერედ ყოფილი (VI)
    ღირსი კოზმა (+1323)
23 06.10 მუცლადღება პატიოსნისა, დიდებულისა, წინასწარმეტყველისა, წინამორბედისა და ნათლისმცემლისა იოანესი
    ღირსნი - ქსანთიპა და პოლიქსენია (+109)
    წმიდა მოწამე ირიადა ქალწული (+დაახლ. 308)
    წმიდა მოწამენი: ანდრია, იოანე და ძენი იოანესნი, პეტრე და ანტონინე (IX)
24 07.10 წმიდა პირველმოწამე, მოციქულთასწორი თეკლა (I)
    ღირსი კოპრე (+დაახლ. 530)
    წმიდა მეფე სტეფანე სერბი (+1224)
    წმიდა მეფე ვლადისლავ სერბელი (+1239)
25 08.10 წმიდათა შორის მამაჲ ჩვენი არსენ დიდი, კათოლიკოსი (+887)
    ღირსი ევფროსინე ალექსანდრიელი (V)
    ღირსმოწამე პაფნუტი მეგვიპტელი და მის თანა 546 მოწამენი (III)
    მიცვალება სერგისა - რადონეჟელ იღუმენისა, საკვირველთმოქმედისა (+1392)
26 09.10 მიცვალება წმიდისა მოციქულისა და მახარებელისა იოანე ღვთისმეტყველისა (II ს. დასაწყისი)
    დღესასწაული ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატისა, რომელიც ჩამოსვენდა საქართველოში ათონის ივერთა მონასტრიდან (1989)
    წმიდა ტიხონი, პატრიარქი მოსკოვისა და სრულიად რუსეთისა
27 10.10 წმიდა მოწამე კალისტრატე და მოყვასნი მისნი: გიმნასიოსი, დალმატი, ილიოდორე, დომენტიანოსი და სხვანი (+304)
    წმიდა მოციქულნი: მარკოზი, არისტარქოსი და ზინა - სამოცდაათთაგანნი (I)
    წმიდა მოწამე ეპიქარია (III)
    ღირსი ეგნატე (+963-975)
    ღირსი საბატი სოლოვკელი (+1435)
28 11.10 ღირსი ხარიტონ აღმსარებელი (+დაახლ. 350)
    წინასწარმეტყველი ბარუქი (VI ს. ქრისტემდე)
    წმიდა მოწამენი: ალექსანდრე, ალფესი, ზოსიმე, მარკოზ მწყემსი, ნიკონი, ნეონი, ილიოდორე და სხვანი (IV)
    კრება ღირს კიევო-პეჩორელ მამათა, ახლო (ღირსი ანტონის) მღვიმეებში განსვენებულთა
    ღირსნი სქიმმონაზონნი: კირილე და მარიამი (+დაახლ. 1337)
    კეთილმსახური მთავარი ვიაჩესლავ ჩეხი (+935)
29 12.10 ღირსი მამაჲ ჩვენი ონოფრე გარეჯელი, საკვირველთმოქმედი (XVIII)
    წმიდა მოწამე კვირიაკე განდეგილი (+556)
    წმიდა მოწამენი: დადა, გავედაი და კაზდოია (IV)
    ღირსი თეოფანე მოწყალე
30 13.10 მღვდელმოწამე გრიგოლ ეპისკოპოსი, სომხეთის განმანათლებელი (+დაახლ. 335); წმიდა მოწამენი: რიფსიმე და გაიანე და მათთან 35 წმიდა ქალწული (IV)
    წმიდა მიხეილი - კიევის მიტროპოლიტი (+992)
     
კატეგორია: სექტემბრის თვის წმიდათა ცხოვრება | დაამატა: vasoelis (01.09.2017)
ნანახია: 112 | ტეგები: წმინდანთა ცხოვრება, სექტემბერი | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0