„უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი" | |
საბერძნეთში, ათონის წმინდა მთის ვათოპედის სავანეში დასვენებულია ღვთის დედის „ყოველთა დედუფალად“ („პანტანასსა“) წოდებული ხატი. მონასტრის ბერები ასეთ რასმე ჰყვებიან: როგორღაც ვათოპედის ტაძარში ერთი ახალგაზრდა შევიდა სალოცავად. მიუახლოვდა თუ არა „პანტანასას“ ხატს მოულოდნელად ღმრთისმშობლის ხატიდან რაღაც ელვისმაგვარი გამოკრთა და ეს ახალგაზრდა პირქვე ძირს დასცა. გონს რომ მოეგო სტუმარმა აღიარა, რომ უღვთო ცხოვრებას ეწეოდა და მაგიით იყო გატაცებული. ღვთის დედის სასწაულებრივმა ჩარევამ ერთიანად შესცვალა მისი ცხოვრება და იგი ღვთისმოსავი გახდა. XVII ს. ეს მცირე ხატი ძველთაგანვე იზიდავდა მლოცველებს, რომელნიც მძიმე სნეულებათა და განსაცდელთა შინა ეძებდნენ კურნებასა და ნუგეშს ყოვლადწმიდისაგან. ცნობილია სიმსივნისაგან განკურნების მრავალი შემთხვევა, რომელიც ამ ხატთან სარწმუნოებით მლოცველებს მიენიჭათ.
ტროპარი: "ყოველთა დედუფლის" მხიარულქმნილი და პატიოსანი გამოსახულებით, მხურვალე სურვილით, ხელისაღმპყრობელი შენი მადლისა, გადაარჩინე დედოფალო, გაათავისუფლე ისინი, ვინც შენთან მოირბიან საშველად, დაიცავი შენი სამწყსო ყოველგვარი თავდასხმებისგან, რომლებიც შევრდომილნი არიან შენს მეოხებას.
კონდაკი: ახალგამოცხადებულისა ხატისა შენისა წინაშე წარდგომილ-ვართ ლმობიერად მორწმუნენი და გიგალობთ შენ, ყოველთა დედუფალო: გარდამოგვივლინე კურნებანი შენდამი მოლტოლვილთა, რათა სიხარულითა ვხმობდეთ შენდამო: გიხაროდენ, ყოველთა დედუფალო, სნეულებათა ჩუენთა მადლითა მკურნალო.
ლოცვა ყოვლადწმიდა ღმრთისმშობელისადმი
ყოვლადსახიერო, ღირსადსაკვირველო ღმრთისმშობელო, ყოველთა დედუფალო! არა ღირს-ვარ, რათა სართულსა ქუეშე ჩემსა შემოჰხვიდე! გარნა ვითარცა მოწყალისა ღმრთისა საამოვნოთ კეთილმოწლემან დედამან, ჰბრძანე განიკურნოს სული ჩემი და განმტკიცნეს უძლურნი ხორცნი ჩემნი. გაქუს ძლიერებაი უბრძოლველი და არა უძლურ-იქმნება შენთანა არცა ერთი სიტყუაი, ჰოი ყოველთა დედუფალო! შენ ჩემთვისა გამოითხოვე, შენ ჩემთვისა ჰვედრე, რათა აღვამაღლებდე ყოვლადდიდებულსა სახელსა შენსა ყოვლადვე აწ და მარადის და დაუსრულებელთა საუკუნეთა, ამინ. ლოცვა მისავე მიმართ
ჰოი, ყოვლადპატიოსანო დედაო ღმრთისაო, ყოველთა დედუფალო! შეისმინე მრავალსალმობიერი აღმოოხვრანი ჩუენნი წინაშე საკვირველთმოქმედისა ხატისა შენისა, მოიხილე სულიერთა შვილთა შენთა ზედა, გვემულთა უკურნებელთა სნეულებათა მიერ, აწ შევრდომილთა წმიდისა ხატისა შენისა მიმართ! ვითარცა ფრინველი შეიფარებს მართვეთა ქუეშე ფრთეთა თვისთა, ეგრეთვე შენცა დაგვიფარენ, მარადცხოველო, მრავალსამკურნალოითა ომოფორითა შენითა. მუნ, სადაცა იმედი წარხდების, იქმენ უეჭველ სასოებად; ხოლო სადაცა სასტიკნი მწუხარებანი გარდაემატნეს, მოთმინებად და ტანჯვათა აღსუბუქებად გამოგვიჩნდი. მუნ, სადაცა წყვდიადი სასოწარკვეთისა სულთა შინა დაემკვიდრების, ჰე, აღმობრწყინდეს გამოუთქმელი ნათელი ღვთაებისა! სულმოკლეთა ნუგეშინის-ეც, უძლურნი განჰკურნენ, გულითა განძვინებულნი მოალბე და მიანიჭე განათლება. განამტკიცენ სნეულებათა შინა მყოფნი მონანი შენნი, ჰოი, ყოვლადსახიერო დედუფალო! გონება და ხელნი მკურნალთა ჩუენთანი აკურთხე, რათა იქმნენ ორღანოდ ყოვლადძლიერისა მკურნალისა ქრისტე მაცხოვრისა ჩუენისა. ვითარცა ცხოველსა, შენ, ჩუენთანა მყოფსა, გვედრით წინაშე ხატისა შენისა, ჰოი, დედუფალო! განართხ ხელნი შენნი, სავსე კურნებითა და სიმრთელითა, სიხარულო მწუხარებათა შინა მყოფთაო, ჭირვეულთა ნუგეშინის-მცემელო, რათა საკვირველისა შეწევნისა შენისა მსწრაფლმიმღებელნი ვადიდებდეთ ცხოვრების მომნიჭებელსა განუყოფელსა სამებასა, მამასა და ძესა და წმიდასა სულსა უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
| |
| |
ნანახია: 127 | | |
სულ კომენტარები: 0 | |