მენელსაცხებლე დედათა - იზეიმება აღდგომიდან მესამე კვირას.


„უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი"

მენელსაცხებლე დედათა - იზეიმება აღდგომიდან მესამე კვირას.დღევანდელი დღე დედაკაცური გულის ზეიმია... რისთვის დავნატრით მას განსაკუთრებულად დღეს?.. წმიდა მენელსაცხებლე დედებმა მთელი გულით შეიყვარეს უფალი, დაჰყვებოდნენ მას, უსმენდნენ, ემსახურებოდნენ... აღდგომის შემდეგ თავდაპირველად რად ეჩვენა სწორედ მათ და არა მოციქულებს? რითი განსხვავდება დედაკაცის გული მამაკაცისაგან? გული მამაკაცისა ხშირად უხეშია, გაქვავებული და სასტიკიც კი... ხოლო დედაკაცის გული თბილია და სიყვარულით აღვსილი... ეს რომ გავიგოთ უნდა ვიცოდეთ, რომ ჩვენი გული - შემეცნების უმაღლესი ორგანოა... დედათა გული შეიცნობს ყოველივე ამაღლებულს, იდუმალს, წმიდას ბევრად უფრო ადვილად ვიდრე კაცის უხეში გული... უწყოდა უფალმა გულისაჲ კაცთა და გულისაჲ ქალთა... მან იცოდა, რომ მოციქულები ძნელად ირწმუნებდნენ მის მკვდრეთით აღდგომას, ხოლო მენელსაცხებლენი ადვილად და სწრაფად... ამისთვისაც ეჩვენა მათ უწინარეს მოციქულთა...

დღეს განსაკუთრებული დღესასწაულია, - ხსენება იმ მენელსაცხებლე დედათა, რომელნიც უფალსა ჩვენსა იესო ქრისტეს დღედაღამ ემსახურებოდნენ, მის ქადაგებებს ისმენდნენ და ყოველივეს ღრმად ინახავდენენ. დღეს არის დღესასწაული წმიდისა მადიამ მადგალინელისა, რომელიც სოფელ მაგდალადან იყო და ზედწოდებაც აქედან მიიღო. ეს ის მარიამია, რომლისგანაც მაცხოვარმა შვიდი ეშმაკი განდევნა. სწორედ მარიამ მაგდალინელას გამოეცხადა უფალი იესო ქრისტე და მოციქულებთან დააბარა, რომ მათ გალილეაში შეხვდებოდა. მარიამ მაგდალინელასთან ერთად ვახსენებთ სხვა დედებსაც, სახელდობრ მარიამ კლეოპას, ანუ კლეოპას მეუღლეს. ეს ის კლეოპაა, რომელსაც იესო ქრისტე გამოეცხადა, მენელსაცხებლე დედათა შორის იყვნენ იოანნა, სალომეა, მართა, მარიამი, სუსანა და მრავალი სხვა. საოცარი იყო მათი რწმენა და თავდადებული სიყვარული იესოსადმი. მაშინ, როცა მაცხოვრის ჯვარცმისას მოციქულები შეშინდნენ, მენელსაცხებლე დედათა შიშს სძლიეს და არ განშორდნენ იესო ქრისტესა და ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს. ისინი ჯვარცმისას დედა ღვთისასთან ერთად იდგნენ გოლგოთის მთაზე და ელოდებოდნენ. ამ მენელსაცხებლე დედებმა იესო ქრისტეს აღდგომისა და ამაღლების შემდეგ თავიანთი ოჯახები დატოვეს და სახარების საქადაგებლად წავიდნენ. თითქმის ყველა მათგანი მოწამეობრივად აღესრულა. 

 

კატეგორია: დღესასწაულები | დაამატა: vasoelis (16.05.2017)
ნანახია: 114 | ტეგები: მენელსაცხებლე დედათა - იზეიმება აღდ | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0