2014 წლიდან 17 მაისი ოჯახის სიმტკიცისა და მშობლების პატივისცემის დღედ გამოცხადდა


„უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი"

ოჯახის მფარველი ხატი

საქართველოს საპატრიარქოს გადაწყვეტილებით, 2014 წლიდან 17 მაისი ოჯახის სიმტკიცისა და მშობლების პატივისცემის დღედ გამოცხადდა. ამ დღეს ყველა მოქმედ ტაძარში ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის პარაკლისი აღევლინა.

სამების საკათედრო ტაძარში კათოლიკოს–პატრიარქმა ილია მეორემ ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით ღვთისმშობლის სავედრებელი პარაკლისი აღავლინა და მრევლს ქადაგებით მიმართა.

“დღეს არის ბედნიერი დღე. ჩვენ თაყვანს და პატივს ვცემთ ჩვენ მშობლებს. გვახსენდება დღეს სიტყვები ათი მცნებიდან: “პატივი ეც მამასა და დედასა შენსა, რათა კეთილი გეყოს შენ და დღეგრძელი იყო ქვეყანასა ზედა”. ეს არის უდიდესი მადლი, უდიდესი წყალობა ღვთისა, როცა შვილი პატივს და თაყვანს სცემს თავის მშობელს, ეს იმას ნიშნავს, რომ ის შვილი ბედნიერი იქნება. დღეს კიდევ ერთხელ გვახსენებს წმინდა ეკლესია, როგორი დამოკიდებულება უნდა გვქონდეს ჩვენი მშობლებისადმი. ჩვენი მშობლები არის მადლით მოსილი ღვთისაგან და დალოცვა მშობელთა არის დალოცვა ღვთისა.

დღეს ჩვენ ვიხსენებთ ჩვენს მშობლებს, წარსულებს და აქა მყოფთა და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ დავიმსახუროთ კურთხევა და დალოცვა ჩვენი მშობლებისა. ეს არის გზა მშვიდობისკენ, ეს არის გზა ბედნიერებისაკენ. ჩვენ ძალიან ხშირად ვუსურვებთ ერთმანეთს ბედნიერებას. აი, აქედან უნდა დაიწყოს ადამიანმა ბედნიერებისაკენ სვლა. არის შემთხვევა, როცა მშობელი აღარ ახსოვს შვილს, შვილებს. დიდ განსაცდელში ვარდება ასეთი შვილი. დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ ვფიქრობთ ჩვენს მშობლებზე,“ – ბრძანა უწმიდესმა.

ილია მეორემ ქადაგების შემდეგ სპეციალური ლოცვა წაიკითხა, რითაც მისი სულიერი შვილები, საქართველოში და ფარგლებს გარეთ მცხოვრებნი და სრულიად საქართველო დალოცა,

 

 

 

კატეგორია: დღესასწაულები | დაამატა: vasoelis (17.05.2017)
ნანახია: 133 | ტეგები: 17 მაისი, ოჯახის სიმტკიცისა და მშობლების პატი | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
avatar