ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის კანონი


„უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი"

ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის კანონი

ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის კანონი

მთავარანგელოზის მოკითხვის "ღმრთისმშობელო ქალწულო, გიხაროდენ..."

150-ჯერ წაკითხვა

ღმრთისმშობლის კანონის განმარტება

ადამიანებს ეს კანონი VII საუკუნეში თავად ზეციურმა დედოფალმა დაუდგინა და მას ოდესღაც ყოველი ქრისტიანი აღასრულებდა.შემდეგ კი თანდათან დაივიწყეს მის შესახებ.
კვლავ ეს კანონი ღირსმა სერაფიმე საროველმა გაგვახსენა, როდესაც იგი ხალხს ლოცვა-კურთხევას აძლევდა, დივეევოს სავანის გარშემო თხრილი შემოევლოთ.
ბერი სთხოვდა 150-ჯერ წაეკითხათ ლოცვა "ღმრთისმშობელო ქალწულო, გიხაროდენ...", აგრეთვე თავისი სულიერი შვილები - დივეეველი "ობლები" აკურთხა ყოველდღე შეესრულებინათ ეს კანონი.
ღირსი სერაფიმეს სენაკში იპოვეს ძველებური წიგნი სასწაულების აღწერილობით.
ეს სასწაულები იმ ადამიანებს შეემთხვათ, რომლებიც კითხულობდნენ მთავარანგელოზის მიერ ზეციური დედოფლის ხარების სიტყვებს.
მეუფე სერაფიმე (ზვეზდინსკი) ყოველდღიურად აღასრულებდა ღმრთისმშობლის კანონს. ამ დროს იგი მთელი მსოფლიოსათვის ლოცულობდა და ზეციური დედოფლის მთელ ცხოვრებას მოიცავდა.
ბერი სქემარქიმანდრიტი ზაქარია (ზოსიმე) დიდად აფასებდა და უყვარდა მეუფე სერაფიმე და მას "წმინდა მღვდელმთავარს" უწოდებდა. ისიც მისი მითითების მიხედვით ღმრთისმშობლის კანონს ყოველდღიურად ასრულებდა და ერთ-ერთ სულიერ შვილს გადააწერინა კიდეც იგი.
ღმრთისმშობლის ცხოვრებაში 15 საფეხური, 15 მთავარი მოვლენა შეიძლება გამოიყოს. ამიტომ კანონის კითხვაც 15 ათეულად იყოფა. თითოეული ათეულისათვის რიგ-რიგობით მოიხსენება ღმრთისმშობლის ცხოვრების ესა თუ ის მთავარი მოვლენა.

1-ლი ათეული: 10-ჯერ იკითხება "ღმრთისმშობელო ქალწულო, გიხაროდენ..." და მოიხსენება ღმრთისმშობლის შობა (დედის ლოცვა შვილებისათვის).

2-ლი ათეული: იკითხება და მოიხსენება ღმრთისმშობლის ტაძრად მიყვანება (ლოცვა შეცდომილთა და ეკლესიისგან განდგომილთათვის).

3-ლი ათეული: იკითხება და მოიხსენება ღმრთისმშობლის ხარება (ლოცვა მწუხარების განსაქარვებლად და მწუხარეთა ნუგეშისსაცემლად).

4-ლი ათეული: იკითხება და მოიხსენება ღმრთისმშობლის შეხვედრა მართალ ელისაბედთან (ლოცვა რათა ღმრთისმშობელმა განშორებულები ან უგზო-უკვლოდ დაკარგულები შეაერთოს).

5-ლი ათეული: იკითხება და მოიხსენება ქრისტე შობა (ლოცვა სულიერი განახლებისა და ახალი, მძიმე ქრისტიანული ცხოვრების დაწყებისათვის).

6-ლი ათეული: იკითხება და მოიხსენება მირქმა უფლისა (ლოცვა, რათა ღვთისმშობელი აღსასრულის ჟამს ჩვენს სულს მიეგებოს და საშინელ საზვერეებში გაგვატაროს).

7-ლი ათეული: იკითხება და მოიხსენება ღმრთისმშობლის გაქცევა ეგვიპტეში ღვთაებრივ ყრმასთან ერთად (ლოცვა, რათა ღვთისმშობელმა დაგვიფაროს განსაცდელებისგან და ბოროტის შემოტევებისაგან გვიხსნას).

8-ლი ათეული: იკითხება და მოიხსენება თუ როგორ ეძებდა ღმრთისმშობელი 12 წლის ყრმა იესოს იერუსალიმში (ლოცვა, რათა ცხოვრებაში ვეძებდეთ ქრისტეს და სოფლის ამაოება არ გვიტაცებდეს).

9-ლი ათეული: იკითხება და მოიხსენება გალილეის კანაში აღსრულებული სასწაული (ლოცვა საქმეებსა და გაჭირვებაში შეწევნისათვის).

10-ლი ათეული: იკითხება და მოიხსენება ღმრთისმშობლის დგომა უფლის ჯვართან (ლოცვა მწუხარებაში შეწევნისათვის).

11-ლი ათეული: იკითხება და მოიხსენება ქრისტეს აღდგომა (ლოცვა, რათა სული აღდგეს და ღვაწლისათვის მხნეობა მოგვეცეს).

12-ლი ათეული: იკითხება და მოიხსენება ქრისტეს ამაღლება (ლოცვა ამაო საზრუნავებზე სულის ამაღლებისა და ზეციურისკენ სწრფვისათვის).

13-ლი ათეული: იკითხება და მოიხსენება სიონის ქორი - სულიწმიდის გარდამოსვლა მოციქულებსა და ღვთისმშობელზე.

14-ლი ათეული: იკითხება და მოიხსენება ღმრთისმშობლის მიძინება (თხოვნა მშვიდობიანი და უშფოთველი აღსასრულისათვის).

15-ლი ათეული: იკითხება და მოიხსენება ღმრთისმშობლის დიდება, რომლითაც იგი შეამკო უფალმა დედამიწიდან ზეცად გარდასახლების შემდეგ.

† ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის კანონი

ყოვლადწმიდაო ღვთისმშობელო, შეგვეწიენ ჩვენ!

მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან, ამინ.

მოწყალების კარი განგვიღე, კურთხეულო ღმრთისმშობელო, რათა, რომელნი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხოვრება ნათესავისა ქრისტიანეთასა.

1-ლი ათეული
"ღვთისმშობელო ქალწულო, გიხაროდენ, მიმადლებულო მარიამ, უფალი შენთანა, კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისა, რამეთუ მაცხოვარი გვიშევ სულთა ჩვენთა". (10-გზის)

შემდეგ მოიხსენება ღმრთისმშობლის შობა
ტროპარი ხმა 4
შობამან შენმან, ღმრთისმშობელო ქალწულო, სიხარული აუწყა ყოველსა სოფელსა, რამეთუ შენგან აღმოგჳბრწყინდა მზე სიმართლისა, ქრისტე ღმერთი ჩუენი, დაჴსნა წყევა, და მოგუმადლა კურთხევა და განაქარვა სიკუდილი, და მოგუანიჭა ჩუენ ცხორებაჲ საუკუნოჲ.

ჰოი, ყოვლადწმიდაო დედოფალო ღვთისმშობელო! აცხოვნენ, დაიცვენ და შეიწყალენ სულიერი მამა ჩემი, მშობელნი (ნათესავნი), კეთილისმყოფელნი და ყოველნი მახლობელნი ჩემნი (სახელები).

 

2-ლი ათეული
"ღვთისმშობელო ქალწულო, გიხაროდენ, მიმადლებულო მარიამ, უფალი შენთანა, კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისა, რამეთუ მაცხოვარი გვიშევ სულთა ჩვენთა". (10-გზის)

შემდეგ მოიხსენება ღმრთისმშობლის ტაძრად მიყვანება
ტროპარი ხმა 4
დღეს განგებულებისა ღმრთისა დასაბამი არს, და საუკუნითგან საიდუმლოსა მის აღსრულებისა დაწყება, რამეთუ ტაძარსა შინა ღმრთისასა ქალწული დაემკვიდრების, და ქრისტესა ყოველთა გვახარებს, ამას უღაღადოთ ხმა-მაღლად: გიხაროდენ განგებულებისა ღმრთისა აღსასრულო.

ჰოი, ყოვლადწმიდაო დედოფალო ღვთისმშობელო! აცხოვნენ, დაიცვენ და შეაერთენ წმიდასა მართლმადიდებელსა ეკლესიასა შეცდომილნი და განვარდნილნი მონანი ღმრთისანი (სახელები).

 

3-ლი ათეული
"ღვთისმშობელო ქალწულო, გიხაროდენ, მიმადლებულო მარიამ, უფალი შენთანა, კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისა, რამეთუ მაცხოვარი გვიშევ სულთა ჩვენთა". (10-გზის)

შემდეგ მოიხსენება ღმრთისმშობლის ხარება
ტროპარი ხმა 4
დღეს ცხორებისა ჩუენისა თავი არს, და საუკუნითგან დაფარულისა მის საიდუმლოჲსა გამოცხადებაჲ, რამეთუ ძე ღმრთისაჲ ძედ ქალწულის იწოდების, და გაბრიელ ახარებს მადლსა მას, რომელსა ჩუენცა ჴმამაღლად უღაღადოთ: გიხაროდენ, მიმადლებულო, უფალი შენ თანა.

ჰოი, ყოვლადწმიდაო დედოფალო ღვთისმშობელო! დააცხრუე მწუხარებანი ჩვენნი და ნუგეშისცემაი მოუვლინე მწუხარეთა და უძლურთა მონათა შენთა (სახელები).

სახარებაი ლუკასი 1:26-38

26. და თუესა მეექუსესა მოივლინა გაბრიელ ანგელოზი ღმრთისა მიერ ქალაქად გალილეაჲსა, რომლისა სახელი ნაზარეთ,
27. ქალწულისა, თხოილისა ქმრისა, რომლისა სახელი იოსებ, სახლისაგან და ტომისა დავითისა, და სახელი ქალწულისაჲ მის მარიამ.
28. და შევიდა ანგელოზი იგი მისა და ჰრქუა: გიხაროდენ, მიმადლებულო! უფალი შენ თანა. კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის.
29. ხოლო მან რაჲ იხილა, შეძრწუნდა სიტყუასა მას მისსა ზედა და განიზრახვიდა: ვითარ-მე არს მოკითხვაჲ ესე?
30. და ჰრქუა მას ანგელოზმან მან: ნუ გეშინინ, მარიამ, რამეთუ ჰპოვე მადლი წინაშე ღმრთისა.
31. და აჰა ესერა შენ მუცლად-იღო და ჰშვე ძე და უწოდი სახელი მისი იესუ.
32. ესე იყოს დიდ და ძე მაღლის ეწოდოს, და მისცეს მას უფალმან ღმერთმან საყდარი დავითის, მამისა თჳსისაჲ.
33. და მეუფებდეს სახლსა ზედა იაკობისსა საუკუნოდ, და სუფევისა მისისაჲ არა იყოს დასასრულ.
34. ჰრქუა მარიამ ანგელოზსა მას: ვითარ-მე იყოს ესე ჩემდა, რამეთუ მე მამაკაცი არა ვიცი?
35. მიუგო ანგელოზმან მან და ჰრქუა მას: სული წმიდაჲ მოვიდეს შენ ზედა, და ძალი მაღლისაჲ გფარვიდეს შენ; ამისთჳსცა შობილსა მას წმიდა ეწოდოს და ძე მაღლის.
36. და აჰა ელისაბედ, ნათესავი შენი, იგიცა მიდგომილ არს ძესა სიბერესა თჳსსა, და ესე მეექუსე თუჱ არს მისი, რომელსა-იგი ერქუა ბერწ.
37. რამეთუ არა შეუძლებელ არს წინაშე ღმრთისა ყოველი სიტყუაჲ.
38. ჰრქუა მას მარიამ: აჰა მჴევალი უფლისაჲ; მეყავნ მე სიტყჳსაებრ შენისა! და წარვიდა მისგან ანგელოზი იგი.

 

4-ლი ათეული
"ღვთისმშობელო ქალწულო, გიხაროდენ, მიმადლებულო მარიამ, უფალი შენთანა, კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისა, რამეთუ მაცხოვარი გვიშევ სულთა ჩვენთა". (10-გზის)

შემდეგ მოიხსენება ღმრთისმშობლის შეხვედრა მართალ ელისაბედთან (წინასწარმეტყველ ზაქარიასა და მართალი ელისაბედის მსახურებიდან 5/18 სექტემბერს).
წარდგომა ხმა 4
განხორციელებულისა მესიისა პირველ მახარობლად გხედავთ შენ, ოდეს ამბორსგიყოფდა შენ ღმრთივრჩეული ქალწული და შიშით იტყოდი: "ვინაი ჩემდა ესე, რაითა მოვიდეს დედაი უფლისა ჩემისა ჩემდა?" ჩვენ გაქებთ და გიღაღადებთ: გიხაროდენ, სარკეო, რომელი გამოგვიცხადებ საიდუმლოთა ღმრთისათა.
ვლოცულობთ განშორებლთა შეერთებისათვის, თუ ვინმეს (ვისაც) ახლობლები ან შვილები შორს ჰყავს ანდა უგზო-უკვლოდ დაეკარგა.

 

5-ლი ათეული
"ღვთისმშობელო ქალწულო, გიხაროდენ, მიმადლებულო მარიამ, უფალი შენთანა, კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისა, რამეთუ მაცხოვარი გვიშევ სულთა ჩვენთა". (10-გზის)

შემდეგ მოიხსენება ქრისტე შობა
ტროპარი ხმა 4
შობამან შენმან ქრისტე ღმერთო, აღმოუბრწყინვა სოფელსა ნათელი მეცნიერებისა, რამეთუ, რომელნი ვარსკულავსა მსახურებენ, ვარსკულავისაგან ისწავეს თაყუანის-ცემაჲ შენი, მზეო სიმართლისაო, რომელი აღმობრწყინდი მაღლით აღმოსავალთად, უფალო დიდება შენდა.

ჰოი, ყოვლადწმიდაო დედოფალო ღვთისმშობელო! მოგვმადლენ ჩვენ შემოსვად ქრისტესა.

 

6-ლი ათეული
"ღვთისმშობელო ქალწულო, გიხაროდენ, მიმადლებულო მარიამ, უფალი შენთანა, კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისა, რამეთუ მაცხოვარი გვიშევ სულთა ჩვენთა". (10-გზის)

შემდეგ მოიხსენება მირქმა უფლისა და წმინდა სვიმეონის მიერ ნაწინასწარმეტყველები სიტყვა: "და თვით შენსაცა სულსა განვიდეს მახვილი".
ტროპარი ხმა 4
გიხაროდენ მიმადლებულო ღვთისმშობელო ქალწულო, რამეთუ შენგან განხორციელდა მხსნელი სოფლისა, ქრისტე ღმერთი ჩვენი, იხარებდ შენცა მოხუცებულო მართალო სვიმეონ, რამეთუ მიიქუ მკლავთა შენთა განმათავისუფლებელი სულთა ჩვენთა, რომელი მოგვანიჭებს ჩვენ დიდსა წყალობასა.

ჰოი, ყოვლადწმიდაო დედოფალო ღვთისმშობელო! ღირს მყავ მე პირველ უკანასკნელისა აღმოფშვინვისა ზიარებად წმიდათა ქრისტეს საიდუმლოთა და თავად წარუძეღუ სულსა ჩემსა შორის საშინელთა მათ საზვერეთა.

 

7-ლი ათეული
"ღვთისმშობელო ქალწულო, გიხაროდენ, მიმადლებულო მარიამ, უფალი შენთანა, კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისა, რამეთუ მაცხოვარი გვიშევ სულთა ჩვენთა". (10-გზის)

შემდეგ მოიხსენება ღმრთისმშობლის გაქცევა ეგვიპტეში ღვთაებრივ ყრმასთან ერთად.

სახარება მათესი 2:13
და ვითარცა განეშორნეს იგინი, აჰა ანგელოზი უფლისაჲ გამოუჩნდა ჩუენებით იოსებს და ჰრქუა: აღდეგ და წარიყვანე ყრმაჲ ეგე და დედაჲ მაგისი და ივლტოდე ეგჳპტედ და იყავ მუნ, ვიდრემდე გრქუა შენ, რამეთუ ეგულების ჰეროდეს მოძიებად ყრმისა მაგის და წარწყმედად ეგე.

ღმერთი გამოუჩნდა აჩრდილთა შინა მსხდომარეთა, იშუა რაი ქალწულისაგან, რაითა გვაცხოვნეს ჩუენ.
ჰოი, ყოვლადწმიდაო დედოფალო ღვთისმშობელო! ცხოვრებასა ამას ნუ შემიყვანებ მე განსაცდელსა და მიხსენ მე ყოვლისა გარემოდგომილებისაგან.

 

8-ლი ათეული
"ღვთისმშობელო ქალწულო, გიხაროდენ, მიმადლებულო მარიამ, უფალი შენთანა, კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისა, რამეთუ მაცხოვარი გვიშევ სულთა ჩვენთა". (10-გზის)

შემდეგ მოიხსენება 12 წლის ყრმა იესოს დაკარგვა იერუსალიმში და დედა ღმრთისას მწუხარება ამის გამო.

ჰოი, დედაო ჩუენო შუენიერო! თანაზიარ ვექმნებით მწუხარებასა შენსა, ოდეს ძე შენი და ღმერთი ჩვენი, ყრმაი ათორმეტისა წლისაი, წარსვლასა იერუსალიმით ვერა ჰპოვე. ჰოი, დიდი სიხარული შენი, ოდეს ძე შენი შემდგომად სამისა დღისა ტაძარსა შინა ჰპოვე.
ჰოი, ყუავილო დაუჭნობელო! ნუ დაგუაკლებ ჩუენ ზეცისაცა სიხარულსა ხედუად ძისა შენისასა, უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესსა, ცხოვრებისათვის ჩუენისა.
ჰოი, ყოვლადწმიდაო დედოფალო ღვთისმშობელო! მომმადლე მე იესუის ლოცვაი მოუკლებელი.

 

9-ლი ათეული
"ღვთისმშობელო ქალწულო, გიხაროდენ, მიმადლებულო მარიამ, უფალი შენთანა, კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისა, რამეთუ მაცხოვარი გვიშევ სულთა ჩვენთა". (10-გზის)

შემდეგ მოიხსენება გალილეის კანაში აღსრულებული სასწაული, როდესაც უფალმა წყალი ღვინოდ აქცია ღმრთისმშობლის სიტყვის: "ღვინო არა აქუს" გულისათვის (ტრიოდიონიდან, რომელ არს სამსაგალობელი, დიდი პარასკევის ცისკარი).
იკოსი ხმა 2
თვისსა მას კრავსა რა მიხედვიდა ტარიგი დაკლვად მიყვანებულსა შეუდგა მარიამ მგლოვარე, სხვათა მათთანა დედათა, ამათ მხმობი: სადა წარხუალ, შვილო? რაისათვის სრულ-ჰყოფ მალიადსა სერობასა? ანუ სხუაი ქორწილი იქმნების კანას და მუნ ჰმსწრაფლობ აწ, რაითა წყლისაგან ღვინოი წდეულ ჰყო მათ-თვის? თანა მოგყუე, შვილო, და თანა დავადგრე! მეც სიტყვაი სიტყვაო, ნუ დუმილით თანა წარმხდები, რომელმან უბიწოდ მცევდ, ძეო და ღმერთო ჩემო.
ჰოი, ყოვლადწმიდაო დედოფალო ღვთისმშობელო! შეგვეწიენ ჩვენ ყოველთა შინა საქმეთა ჩვენთა და გვიხსენ ჩუენ ყოვლისა მწუხარებისაგან.

 

10-ლი ათეული
"ღვთისმშობელო ქალწულო, გიხაროდენ, მიმადლებულო მარიამ, უფალი შენთანა, კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისა, რამეთუ მაცხოვარი გვიშევ სულთა ჩვენთა". (10-გზის)

შემდეგ მოიხსენება ღმრთისმშობლის დგომა უფლის ჯვართან, როდესაც მწუხარებამ, როგორც მახვილმა, განვლო მისი სული.

ხმა 4
ქალწულო ყოვლად-უხრწნელო, დედაო ქრისტეს ღმრთისაო, მახვილმან განვლო ყოვლადწმიდასა სულსა შენსა, რაჟამს ნებსით ჯვარცმულსა ჰხედევდ ძესა და ღმერთსა შენსა, მისა ვედრებად ნუ დასცხრები, კურთხეულო: ჩვენ ცოდვილთა მოტევებისა მონიჭებად.
ჰოი, ყოვლადწმიდაო დედოფალო ღვთისმშობელო! მიხსენ მე მოწყინებისაგან და განმაძლიერე სულით და ხორცით.

 

11-ლი ათეული
"ღვთისმშობელო ქალწულო, გიხაროდენ, მიმადლებულო მარიამ, უფალი შენთანა, კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისა, რამეთუ მაცხოვარი გვიშევ სულთა ჩვენთა". (10-გზის)

შემდეგ მოიხსენება აღდგომა ქრისტესი.
ტროპარი ხმა 5
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით, სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი.
ჰოი, ყოვლადწმიდაო დედოფალო ღვთისმშობელო! აღადგინე სული ჩემი და მომმადლე მე ღუაწლისადმი განმზადებულებაი მოუკლებელი.

 

12-ლი ათეული
"ღვთისმშობელო ქალწულო, გიხაროდენ, მიმადლებულო მარიამ, უფალი შენთანა, კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისა, რამეთუ მაცხოვარი გვიშევ სულთა ჩვენთა". (10-გზის)

შემდეგ მოიხსენება ამაღლება უფლისა, რომელსაც ესწრებოდა დედა ღმრთისა.
ტროპარი ხმა 4
ამაღლდი დიდებით, ქრისტე ღმერთო ჩვენო, და მხიარულ ჰყვენ მოწაფენი აღთქმითა მით სულისა წმიდისათა, განამტკიცენ რა იგინი კურთხევითა მით, რამეთუ შენ ხარ ძე ღმრთისა, მხსნელი სოფლისა.
ჰოი, ყოვლადწმიდაო დედოფალო ღვთისმშობელო! მიხსენ მე ზრახვათაგან ამაოთა და მომანიჭე მე გონებაი და გული წმიდაი, რათა ვაცხოვნო სული ჩემი.

 

13-ლი ათეული
"ღვთისმშობელო ქალწულო, გიხაროდენ, მიმადლებულო მარიამ, უფალი შენთანა, კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისა, რამეთუ მაცხოვარი გვიშევ სულთა ჩვენთა". (10-გზის)

შემდეგ მოიხსენება სიონის ქორი - სულიწმიდის გარდამოსვლა მოციქულებსა და ღვთისმშობელზე.
ტროპარი ხმა 2
კურთხეულ ხარ შენ, ქრისტე ღმერთო ჩუენო, რომელმან ყოვლად ბრძნად მეთევზურნი გამოაჩინენ, მიჰფინე რა მათ ზედა ყოვლად-წმიდა სული შენი, და მათ მიერ ყოველი სოფელი მოინადირე, კაცთ-მოყუარე, დიდება შენდა.
ბლოცულობთ: გული წმიდაი დაჰბადე ჩემთანა ღმერთო და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა ნუ მიმიღებ ჩემგან.

 

14-ლი ათეული
"ღვთისმშობელო ქალწულო, გიხაროდენ, მიმადლებულო მარიამ, უფალი შენთანა, კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისა, რამეთუ მაცხოვარი გვიშევ სულთა ჩვენთა". (10-გზის)

შემდეგ მოიხსენება ღვთისმშობლის მიძინება.
ტროპარი ხმა 1
შობასა ქალწულებაჲ დაიმარხე და მიცვალებასა სოფელი არა დაუტევე, ღმრთისმშობელო, მიხუედ ცხორებად დედა ეგე ცხორებისაჲ, და აწ მეოხებითა შენითა იჴსნი სიკუდილისაგან სულთა ჩუენთა.
ჰოი, ყოვლადწმიდაო დედოფალო ღვთისმშობელო! მომმადლე მე მშვიდობითი და უშფოთველი აღსასრული.

 

15-ლი ათეული
"ღვთისმშობელო ქალწულო, გიხაროდენ, მიმადლებულო მარიამ, უფალი შენთანა, კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისა, რამეთუ მაცხოვარი გვიშევ სულთა ჩვენთა". (10-გზის)

შემდეგ მოიხსენება ღმრთისმშობლის დიდება, რომლითაც იგი შეამკო უფალმა დედამიწიდან ზეცად გარდასახლების შემდეგ.
(ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების მსახურებიდან).
დასდებელი ხმა 1
ეჰა, დიდებული საკვირველი, წყაროი ცხოვრებისაი საფლავსა დაიდების და იქმნების სამარე კიბე სამყაროთა, იხარებდინ ტაძარო ღმრთისმშობელისაო გეთსიმანიაო, ღაღად-ვყოთ მორწმუნენო გაბრიელ წესთ-მთავრისა თანა და ვიტყოდეთ:
გიხაროდენ სახარულევანო, უფალი შენთანა, რომელი მოსცემს სოფელსა შენ მიერ დიდსა წყალობასა.
ჰოი, ყოვლადწმიდაო დედოფალო ღვთისმშობელო! დამიცევ მე ყოვლისა ბოროტისაგან და დამიფარე მე პატიოსნითა ომოფორითა შენითა.

 

ლოცვაი

რომელსა გადიდებენ და ღირსად გნატრიან ყოველნი ზეცისა მხედრობანი, ვითარცა აღმატებით უზეშთაესსა მათსა, ღმრთისა და შემოქმედისა ყოველთასა მშობელო, უმეტეს ყოველთასა დიდებულო! რომლისა წინაშე, ვითარცა დედუფლისა, დგანან წესნი ანგელოზთანი და გაბრიელისა გალობასა იტყვიან: გიხაროდენ, მიმადლებულო!..".

ხოლო ბაგენი ჩუენნი ცოდვილნი და განხრწნილნი ვითარსა ღირსსა ქებისა შეწირვასა შემძლებელ არიან დიდებულებისა შენის, გარნა გიხმობთ შენ:
ჰოი, ყოვლადსაკვირველო დედუფალო!ევედრე შენგან განხორციელებულსა ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა, რათა მოგვხედოს ჩუენ, რომელნი ეგე ვერ სიტყვის-მგებელ ვართ წინაშე მისსა და დაგვიცვას უვნებელად ყოველთა მზაკუარებათაგამ მტერისა და ცილისწამებათაგან ბოროტთა, რამეთუ დიდად შემძლებელ არს დედობრივი ლოცვაი შენი სიტყვისაებრ ძისა შენისა:
"ითხოვე, დედაო ჩემო, არა გარე მივაქციო პირი ჩემი, არამედ ყოველივე თხოვაი შენი აღვასრულო!"
ამისთვის სიხარულითა აღვივსებით და გიხმობთ შენ: გვაცხოვნენ, დედუფალო, მონანი შენნი, რომელნი წარვსწყმდებით, განგვანათლენ, რომელნი დაბნელებულ ვართ ამაოებითა ამის საწუთოისათა და მიგვგვარე ჩუენ ტკბილსა იესუს, რაითა მარადის ვიხარებდეთ და ვხმობდეთ:
დიდებაი მამასა, დიდებაი ძესა, დიდებაი წმიდასა სულსა, და დიდებაი შენდა ყოვლადდიდებულსა და ყოვლადუბიწოსა ქალწულსა ღმრთისმშობელსა, რომელი სანატრელ ხარ და კურთხეულ დაუსრულებელთა საუკუნეთა. ამინ!

გიხაროდენ, სიხარულო ჩუენო, დაგვიფარენ ჩუენ ყოვლისაგან ბოროტისა პატიოსნითა ომოფორითა შენითა!

 

რა სარგებელი აქვს ღმრთისმშობლის კანონის კითხვას

როდესაც ადამიანი 150-ჯერ კითხულობს "ღვთისმშობელო ქალწულო, გიხაროდენ...", იგი დიდ სარგებელს იღებს.
უფალმა დაგვანახა, თუ რა დიდი ძალა აქვს მის წინაშე მისი ყოვლადუხრწნელი დედის ლოცვას და როგორი ქმედითია მის მიერ გაწეული დახმარება ყველანაირ ვითარებაში.

ეს მიმართვა ყველაზე გაუვალ ადგილებშიც კი გამოაჩენდა ხოლმე გამოსავალს:
ჩვენდამი ცუდად განწყობილებს კარგად განაწყობდა, არაერთხელ მოურბილებია გაბოროტებული გულები, ხოლო რომლებიც არ შერბილებულა, შეურცხვენია და განუშორებია;
სრული უმწეობის დროს მოულოდნელად აღმოუჩენია დახმარება, თანაც ისეთი მხრიდან, საიდანაც სრულიად არ ველოდით.

"ღვთისმშობელო ქალწულო, გიხაროდენ..." 150-ჯერ წაკითხვას ღმრთის რისხვისაგან გადაურჩენია და გულთამხილველი მსაჯულის განჩინებაც კი გაუუქმებია!
ჰოი, დიდი კადნიერება! ჰოი, მხურვალე მეოხება!
"ღვთისმშობელო ქალწულო, გიხაროდენ..." - ვნებათა ალისგან იხსნის, დაცემის ფსკერიდან აღმართავს.
ამ ლოცვით არ დავიღუპებით: წყალში არ დავიხრჩობით, ცეცხლში არ დავიწვებით, ხოლო თუ ჩვენი მოძულე სატანა გზას ჩაგვიკეტავს და დაგვცემს, მაშინაც აღვავლინოთ:
"ღვთისმშობელო ქალწულო, გიხაროდენ..." და როცა აღვავლენთ, აღვემართებით, აღვდგებით, დაბნელებულები გავნათლდებით, სულით სნეულები განვიკურნებით, ცოდვებით დაბინძურებულები გავიწმინდებით, თოვლივით განვსპეტაკდებით, ცათა უმაღლესისა და მზის სხივების სინათლეზე უნათლესი სიწმინდით. მკვდრები, ვნებებით მოკლულები, აღვდგებით, გავცოცხლდებით და სულიერი აღტაცებით ვიგალობებთ:
ქრისტე აღდგა! ჭეშმარიტად აღდგა!

თარგმნა ლუკა მრელაშვილმა (ამჟამად მონაზონი თეოდოხოსი)
წიგნიდან : схимигумен Савва (издательство Сретенского монастыря 2002)

 

მთარგმნელის შენიშვნა

ამ სიტყვების ავტორი, რა თქმა უნდა გულისხმობს, რომ მლოცველი ღმრთის მცნებებით უნდა ცხოვრობდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში მას ვერავითარი კერძო ლოცვა ვერ უშველის. მეტიც, ასეთი ადამიანი ვერც შეძლებს რომელიმე ლოცვითი კანონის შესრულებას.
თუ მლოცველი ეცდება, ზედმიწევნით დაიცვას სახარების მცნებები, მაშინ იქნება იგი ღმრთისა და ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის მფარველობის ქვეშ. ასევე უნდა გავითვალისწინოთ, რომ ხსენებული ლოცვის დღე-ღამეში 150-ჯერ თქმა არ არის დოგმა და არ უნდა გავიგოთ ისე, თითქოს 149-ჯერ თქმა უკვე არ არის საკმარისი.
"ღვთისმშობელო ქალწულო, გიხაროდენ..." ძალიან ძლიერი ლოცვაა, შემწე სულიერ ბრძოლისა და სხვა განსაცდელების დროს. მაგრამ ის, თუ დღე-ღამეში ვინ რამდენჯერ იტყვის მას: ერთხელ, ათჯერ, ასჯერ თყ ასორმოცდაათჯერ, ყველას პირად შესაძლებლობებსა და სულიერ ძალებზე არის დამოკიდებული.
მიზანშეწონილია, რომ რაოდენობა და ლოცვითი კანონის შესრულების ღვაწლი მლოცველმა თავისი მოძღვრის კურთხევით აღასრულოს.

 

კატეგორია: ლოცვანი | დაამატა: vasoelis (05.01.2008)
ნანახია: 155 | ტეგები: ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის კანონი | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0