ცნობილი ადამიანების ცხოვრებიდან


„უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი"

ცნობილი ადამიანების ცხოვრებიდან

ნაპოლეონ ბონაპარტეს სიტყვა,
რომელიც მან სიკვდილის წინ წმიდა ელენეს კუნძულზე დაწერა

„მე ვიცნობ ადამიანებს და მე გეუბნებით თქვენ, რომ იესო არ არის ადამიანი, მას ნებავს გვწამდეს მისი, არ გვაძლევს რა სხვა საფუძველს გარდა მისი შემაძრწუნებელი სიტყვებისა: „მე ვარ ღმერთი“. ფილოსოფოსებს სამყაროს საიდუმლოების ახსნა სურთ თავისი ამაო (ცარიელი) ნაშრომებით. ისინი უგუნურები არიან, მტირალ ბალღსა ჰგვანან, მთვარე რომ მოუსურვებია სათამაშოდ. ქრისტე არასდროს მერყეობდა, ის ლაპარაკობდა „ვითარცა ხელმწიფება აქუნდა“. მისი რელიგია საიდულმოებაა, მაგრამ დაფუძნებულია თავისავე საკუთარ ძალაზე. ის ეძიებს და ითხოვს კაცთაგან აბსოლუტურ სიყვარულს – ყველაზე ძნელს, რაც შეიძლება იყოს ცისქვეშეთში. ალექსანდრე მაკედონელი, ცეზარი, განიბალი იმარჯვებდნენ ქვეყანაზე, მაგრამ მათ არ ჰყოლიათ მეგობრები. შესაძლოა მე ერთადერთი ადამიანი ვარ, ვინც პატივს სცემს ალექსანდრეს, ცეზარს, ჰანიბალს.

ალექსანდრემ, ცეზარმა, კარლ დიდმა და მე დავაარსეთ იმპერიები, მაგრამ რაზე? – ძალაზე. ქრისტემ თავისი იმპერია დააარსა სიყვარულზე და მილიონები დღესაც მზად არიან თავისი ცხოვრება შესწირონ მას. მე თვითონ ისე მივიზიდე მასები, შთავაგონებდი რა მათ, რომ თავს წირავდნენ ჩემთვის, მაგრამ ამისთვის ჩემი იქ ყოფნა იყო საჭირო. ამჟამად მე წმინდა ჰელენეს კულძულზე ვარ და სადღა არიან ჩემი მეგობრები? – მე დავიწყებული ვარ და მალე ვიქცევი მტვრად, მატლის შესაჭმელად. რაოდენ დიდი უფსკრულია ჩემს უბედურ ყოფასა და ქრისტეს მარადიულ სამეფოს შორის, ქრისტესა, ვისაც აღიარებენ, ვინც უყვართ, ვისაც თაყვანსა სცემენ, და ვისი გავლენაც მთელ დედამიწას მიმოეფინება. სიკვდილია ნუთუ ეს? – თქვენ გეუბნებით: ქრისტეს სიკვდილი ღმერთის სიკვდილია! მერწმუნეთ მე – იესო ქრსიტე – ღმერთია!“

 

 

ბულატ ოკუჯავას ნათლობა

 

 

რამდენიმე წლის წინ ბულატ ოკუჯავას ცოლი, ოლგა ფსკოვო-პეჩორის მონასტერში ჩავიდა. მამა იოანე კრესტიანკინთან საუბარში მან დაიჩივლა, რომ მისი ქმარი მოუნათლავია და სარწმუნოებისადმი გულგრილი, რაზეც მამა იოანემ მშვიდად უპასუხა: „ნუ ღელავ, მას თავად მონათლავ“. ქალი გაოგნდა: „როგორ თუ თავად მოვნათლავ?“ „აი, ასე, მონათლავ“, - უპასუხა მოძღვარმა. „რა დავარქვა, ბულატი ხომ მართლმადიდებლური სახელი არაა?“ „დაარქმევ იოანეს, როგორც მე“, - უპასუხა მამა იოანემ.

და აი, სიკვდილის წინ, პარიზში ბულატმა ცოლს უხმო და უთხრა, რომ მონათვლა სურდა. ის უკვე გადიოდა ამქვეყნიდან და მღვდლის მოყვანას ვეღარ ასწრებდნენ. საბედნიეროდ, ოლგას გაახსენდა, რომ განსაკუთრებულ შემთხვევებში მღვდელმსახურის გარეშეც შეიძლება ნათლობის აღსრულება. ქალმა მომაკვდავს ჰკითხა: „რა გინდა დაგარქვა?“ „ივანე“, - იყო პასუხი. მართლაც, ქალმა მონათლა მომაკვდავი მეუღლე და მხოლოდ მოგვიანებით გაახსენდა, რომ ამის შესახებ თხუთმეტი წლის წინ ფსკოვო-პეჩორის მონასტრის ხუცესს ესაუბრა.

 

 

ელცინი მონასტერში

 

 

1995 წლის ცხელ ზაფხულში ბორის ელცინმა ცნობილი ფსკოვო-პეჩორის მონასტერი მოინახულა. როდესაც მღვიმეებს ათვალიერებდა, სახელმწიფოს მეთაურმა გაკვირვებით იკითხა, თუ რატომ არ იგრძნობოდა ხრწნის სუნი: მიცვალებულები ხომ მიწაში არ იყვნენ ჩაფლულნი, არამედ ნიშებში ესვენა, ხელითაც კი შეეხებოდი მათ. პრეზიდენტს უპასუხეს: „ეს ღვთის სასწაულია“. ექსკურსია გაგრძელდა, რამდენიმე ხნის შემდეგ მან იგივე კითხვა გაიმეორა. „ასე ინება უფალმა“, - იყო პასუხი. გამოსვლისას პრეზიდენტმა არქიმანდრიტს წასჩურჩულა: „გამიმხილეთ საიდუმლო, - რას უსვამთ მიცვალებულებს?“ „ბორის ნიკოლაევიჩ, - უპასუხა მან, - თქვენს გარშემო არის ისეთი კაცი, ვისაც ცუდი სუნი ასდის?“ „რა თქმა უნდა, არა“. „მაშ, ნუთუ თქვენ გგონიათ, რომ შეიძლება ცუდი სუნი სდიოდეს ვინმეს ზეციური მეუფის სიახლოვეს?“

ფსკოვო-პეჩორის სავანის დაარსების ისტორია ამ მღვიმეების აღმოჩენას უკავშირდება. მღვიმეთა სასწაულებრივი თვისება ისაა, რომ როდესაც მასში გარდაცვლილს შეასვენებენ, ხრწნის სუნი სრულიად ქრება. დღეისათვის მღვიმეებში 14 ათასზე მეტი კაცია დაკრძალული.

 

 

ვოლტერ სკოტის სიკვდილის წინა სურვილი

 

 

სასიკვდილო სარეცელს მიჭაჯვულმა ვალტერ სკოტმა სიძეს ლოკხარდს მიმართა:
- შვილო, წიგნი მომიტანე.
მწერალს უმდიდრესი ბიბლიოთეკა ჰქონდა, ამიტომ შეცბუნებულმა სიძემ ჰკითხა:
- რომელი წიგნი, სერ?
მომაკვდავმა მიუგო:
- ამქვეყნად მხოლოდ ერთი წიგნი არსებობს, შვილო, მომიტანე ის წიგნი.
ლოკხარდი მიხვდა, თუ რას ამბობდა ვოლტერ სკოტი და მომაკვდავს ბიბლია მიუტანა.

 

 

ერთხელ ერთმა ჭკვიანმა პროფესორმა,
უნივერსიტეტში ერთ-ერთ სტუდენტს დაუსვა შეკითხვა:

 

 

პროფესორი: -ღმერთი კარგია?
სტუდენტი: -კი.
პროფესორი:-ეშმაკი კარგია?
სტუდენტი: -არა.
პროფესორი: -მართალია. მითხარი ერთი შვილო, არსებობს თუ არა დედამიწაზე ბოროტება?
სტუდენტი:-კი.
პროფესორი:-ბოროტება ყველგანაა, ხომ მართალია? ყველაფერი ღმერთმა შექმნა, მეთანხმები?
სტუდენტი:-კი.
პროფესორი: -ესეიგი ვინ შექმნა ბოროტება?
სტუდენტი: ……
პროფესორი: -ჩვენს პლანეტაზე არის გაჭირვება, ავადმყოფობა, ბოროტება, ხომ მართალია?
სტუდენტი: -კი, ბატონო.
პროფესორი: -ვინ შექმნა ეს ყველაფერი?
სტუდენტი: …..
პროფესორი: -მეცნიერება გვიმტკიცებს, რომ ადამიანს აქვს 5 გრძნობა სამყაროს აღსაქმელად. მითხარი შვილო გინახავს ღმერთი?
სტუდენტი: -არა.
პროფესორი: -გვითხარი, ღმერთის ხმა გაგიგია?
სტუდენტი: -არა ბატონო.
პროფესორი: -შეხებიხარ ოდესმე ღმერთს?გემო გაგისინჯავს?
სტუდენტი: – სამწუხაროდ არა ბატონო.
პროფესორი: – ამ ყველაფრის მიუხედავად გჯერა ღმერთის?
სტუდენტი: – კი.
პროფესორი: – ამ ყველაფრისგან გამომდინარე მეცნიერება გვეუბნება, რომ ღმერთი არ არსებობს. შეგიძლია შვილო ამის საწინააღმდეგო თქვა რამე?
სტუდენტი: – არა ბატონო. მე მხოლოდ რწმენა გამაჩნია.
პროფესორი: – ზუსტადაც. რწმენა - ეს მთავარი პრობლემაა მეცნიერებისათვის.
სტუდენტი: -პროფესორო, სიცივე არსებობს?
პროფესორი: – რა შეკითხვაა? რა თქმა უნდა არსებობს. შენ არასდროს შეგცივებია?
(აუდიტორიაში მყოფ სტუდენტებს, ახალგაზრდის შეკითხვაზე ჩაეცინათ)
სტუდენტი: – სინამდვილეში ბატონო, სიცივე არ არსებობს. ფიზიკის კანონის თანახმად, ჩვენ ვთვლით სიცივედ იმას, რაც გამოწვეულია სითბოს არყოფნით. ჩვენ შევქმენით ეს სიტყვა იმის გამოსახატავად, რასაც ვგრძნობთ სითბოს არყოფნით.
(აუდიტორიაში სიჩუმე ჩამოვარდა)
სტუდენტი: -პროფესორო, სიბნელე არსებობს?
პროფესორი: -რა თქმა უნდა არსებობს, მაშ რა არის ღამე თუ არა სიბნელე.
სტუდენტი: – თქვენ კვლავ ცდებით ბატონო.სიბნელე არ არსებობს. სიბნელე სინამდვილეში ეს არის სინათლის არყოფნა. ჩვენ შეგვიძლია შევისწავლოთ სინათლე, სიბნელე კი ვერა. ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ ნიუტონის პრიზმა და თეთრი სინათლისგან მივიღოთ სხვადასხვა ფერის სინაათლეები, გავზომოთ თითოეული სინათლის ფერის ტალღის სიგრძე. სიბნელეს ვერ გავზომავთ, პატარა სხივსაც კი შეუძლია შეაღწიოს ბნელ სივრცეში და გაანათოს ის. როგორ შეგიძლიათ განსაზღვროთ რამდენად ბნელია ნებისმიერი სივრცე? სიბნელე ეს არის ის სიტყვა, რომელსაც ვიყენებთ იმ მოვლენის გამოსახატავად, რაც გამოწვეულია სინათლის არყოფნით. ახლა კი მითხარით ბატონო, სიკვდილი არსებობს?
პროფესორი: -რა თქმა უნდა. არის სიცოცხლე და მისი მეორე მხარე - სიკვდილი.
სტუდენტი: -ამჯერადაც ცდებით ბატონო. სიკვდილი, სიცოცხლის მეორე მხარე არაა, ეს მისი არყოფნაა. თქვენ სამეცნიერო თეორიებს სერიოზული ბზარი უჩნდება ბატონო.
პროფესორი: -საითკენ მიგყავს საუბარი ახალგაზრდავ?
სტუდენტი: -პროფესორო, თქვენ გვასწავლით, რომ მაიმუნების შთამომავლები ვართ. საკუთარი თვალებით აკვირდებოდით ევოლუციას?
(პროფესორმა ღიმილით თავი გააქნია და მიხვდა, თუ საითკენ მიდის საუბარი)
სტუდენტი: -არავის არ უნახავს ეს პროცესი, ესეიგი თქვენ მოძღვარი უფრო ხართ, ვიდრე მეცნიერი.
(აუდიტორიაში სიცილი ატყდა)
სტუდენტი: -ეხლა კი მითხარით, აუდიტორიაში არის ისეთი ვინმე ვისაც პროფესორის ტვინი უნახავს? გაუგონია? შეხებია? უყნოსია?
(სტუდენტებმა გააგრძელეს სიცილი)
სტუდენტი: -როგორც ჩანს არავინ. აქედან გამომდინარე, სამეცნიერო თეორიებზე დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ პროფესორს ტვინი არ აქვს. თქვენდამი დიდი პატივისცემის მიუხედავად პროფესორო, როგორ შეგვიძლია დავიჯეროთ ლექციაზე ნათქვამი თქვენი თითოეული სიტყვა?
პროფესორი: -ვფიქრობ თქვენ მხოლოდ უნდა დამერწმუნოთ.
სტუდენტი: -სწორედაც. ღმერთსა და ადამიანს შორის არის ერთადერთი კავშირი – “რწმენა”.
პროფესორი დაჯდა.
ამ სტუდენტს ერქვა აინშტაინი.

კატეგორია: სხვადასხვა | დაამატა: vasoelis (03.01.2017)
ნანახია: 99 | ტეგები: ცნობილი ადამიანების ცხოვრებიდან | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0