„უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი" | |
ჯვრის შემბილწველი და ჯვართან მეომარი ადამიანების მიერ წმიდა ჯვრის შეურაცხოფისა და უპატივცემულობის მოტივაცია გასაგებია, მაგრამ, როდესაც ვხედავთ, რომ ამ უმეცრებაში, ნება უნებლიეთ ჩართულია მორწმუნე, დუმილი არ შეიძლება, რადგან წმიდა ბასილი დიდის სიტყვები: "დუმილი ღმერთის ღალატია." ე.წ "სათამაშო ბანქო", რომელიც სამწუხაროდ თითქმის ყველა ოჯახშია, წარმოადგენს ეშმაკთან საურთიერთო იარაღს, რომლის საშუალებითაც ადამიანები კონტაქტში შედიან დემონებთან - ღვთის მტრებთან. ბანქოს ოთხივე "მასტი" (ფიგურა), სხვა არაფერია, თუ არა ქრისტეს ჯვარი და ქრისტიანთათვის წმიდა საგნები : შუბი, ღრუბელი და ლურსმანი, ანუ ყველაფერი ის, რაც წარმოადგენს ქრისტეს წამებისა და სიკვდილის იარაღს. ბანქოს ჩვენთან თამაშობენ ყველგან, მაგრამ ცოტამ თუ იცის, რა დამღუპველი ძალა გააჩნია მას ადამიანის სულისათვის.ბანქოთი გატაცება ადამიანს უღვივებს პირველობის სურვილს, უძლიერებს ვნებას, იდგეს სხვაზე მაღლა, ზრდის ამპარტავნებას.წაგების შემთხვევაში მოთამაშე ღიზიანდება, ამა მოსდევს სიბრაზე და მრისხანება, ან პირიქით, იმედის დაკარგვა, სასოწარკვეთა და თვითმკვლელობა. თამაში ხშირად მთავრდება ჩხუბით, ტყუილით, ქონების დაკარგვით, მკვლელობით. ბანქო ხრწნის ადამიანის სულს, სწორედ ამიტომ წარმოადგენს იგი ლოთების, ქურდების, მკითხავებისა და შულერების ჯადოქრების საყვარელ გასართობს ხოლო ქრისტიანებთათვის კი - განსაკუთრებულ საშიშროებას, რადგან აკარგვინებს რამეთუ კარგავს მარადიულ სასუფეველს. მაინც რაში მდგომარეობს ბანქოს მომაკვდინებელი ძალა? სათამაშო ბანქოს საშუალებით ადამიანი ურთიერთობაში შედის დემონებთან. ბანქო შექმნეს ბნელმა ძალებმა, როგორც ჯვარზე ქრისტეს ვნებების შემბილწველი საშუალება. ბანქოს ნიშნები წარმოადგენენ: ჯვარს - რომელზედაც აცვეს იესო ქრისტე, შუბს რომლითაც იგი განგმირეს, ღრუბელს - რომელიც ძმარში დასველებული ტუჩებთან მიუტანეს მაცხოვარს, და ოთხკუთხათავიან ლურსმნებს - რომლებითაც ქრისტე ჯვარზე გააკრეს. ზოგიერთი ადამიანი, ბანქოს თამაშისას, თავისი უმეცრებით, თავს ნებას აძლევს ღვთის სახელი შეურაცხჰყოს, მაგალითად, ბანქო, რომელზედაც გამოსახულია ჯვარი, ანუ ჯვარი, ქრისტესი, რომელსაც ნახევარი მსოფლიო ეთაყვანება, დაუდევრად მოისროლოს მაგიდაზე სიტყვით (უფალო მოგვიტევე), "ტრეფა", რაც ებრაულ ენაზე ნიშნავს ბილწს, "უწმინდურს." უფრო მეტიც, ყველაფერთან ერთად მოთამაშენი თვლიან, რომ ჯვრის გაჭრა შეიძლება რაღაც უბრალო "ექვსიანი კოზირით" და არც კი იციან, რომ "კოზირი" და "კოშერი" ლათინურად ერთნაირად იწერება და ნიშნავს "რიტუალური მსხვერპლთშეწირვას". დიდი ხანია საჭიროა, გაირკვეს ბანქოს თამაშის ნამდვილი წესები, ანუ მიზნები, რომლის დროსაც "დურაკად" რჩება ყველა მოთამაშე: ბანქოს თამაშის ნამდვილი არსი მდგომარეობს იმაში, რომ, რიტუალური მსხვერპლსეწირვა, ებრაულად ხსენებული კოშერული (ანუ წმინდა) , თითქოსდა ცხოველმყოფელ ჯვარზე მეტ ძალას ფლობს!ადამიანებმა უნდა იცოდნენ, რომ სათამაშო ბანქოს ერთადერთი მიზნით -– წმიდა ჯვრის შეურაცყოფისათვის იყენებენ ეშმაკების გასახარად, არის კი ამის შემდეგ საჭირო მტკიცება იმისა, რომ ვინც თამაშობდა ბანქოს და არ მოინანიებს აღსარებაში თავის ღვთის გმობის ცოდვას, გარანტირებული აქვს საგზური ჯოჯოხეთში? ასე, რომ, ქრისტიანი, რომელიც თამაშობს ან სახლში ინახავს ბანქოს, (აგრეთვე იღებს სხვისგან დახმარებას ბანქოს საშუალებით, იგულისხმება მკითხაობა), ხდება ქრისტეს ვნებების შეურაცხმყოფელი და იმზადებს ადგილს ჯოჯოხეთში ეშმაკთან და ყველა მის მოციქულთან ერთად.ამიტომ, ადამიანმა, რომელიც შესცოდავს ბანქოს თამაშით, აუცილებლად უნდა მოინანიოს აღსარებაში წრფელი გულით. სათამაშო ბანქოს გამოგონება მიეწერება ჩინელებს. ჩინგ -– იზ –- ტუნგის ლექსიკონში ნათქვამია, რომ ბანქო მოგონილია 1120წელს, ხოლო1132 წელს ჩინეთში უკვე მოხმარებაში შემოვიდა. სხვა ვერსიით, ბანქო გამოიგონეს ეგვიპტეში და გამოიყენებოდა სამკითხაოდ. დასავლეთ ევროპაში ბანქო გამოჩნდა მე -14 საუკუნეში. თანამედროვე სახე კი მე-15 საუკუნეში მიიღო.
| |
| |
ნანახია: 93 | | |
სულ კომენტარები: 0 | |