ერთი ფოტოს შესახებ


„უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი"

ეს ფოტო გადაიღო მომლოცველმა მართლმადიდებელმა ქ-ნ ელპიდამ (ბერძ. იმედი), როდესაც ჯგუფთან ერთად ავტობუსით მოგზაურობდა წმიდა მიწაზე – სინაის მთაზე, 1998წ.

უეცრად, სინაის მთასთან ქ-ნ. ელპიდამ გადაწყვიტა ავტობუსის ფანჯრიდანვე გადაეღო ფოტო-სურათი უდაბნოს ერთი ლამაზი ადგილისთვის.

როდესაც ის ათენში დაბრუნდა და ფირი გაამჟღავნა, აღმოჩნდა, რომ 35 კადრი იყო ფერადი, ხოლო ერთი შავ-თეთრი. ქ-ნ. ელპიდამ გაიხსენა, რომ ეს სწორედ ის კადრი იყო, რომელიც უდაბნოს ლამაზ ხედს ავტობუსის ფანჯრიდან გადაუღო.

ყველამ, ვინც კი ნახა ფოტო-სურათი აღნიშნა, რომ ცენტრში გამოსახული ადამიანი ძალიან ჰგავს ქრისტეს, ხოლო დანარჩენთა ვინაობას ვერ არკვევდნენ.


2000წ. ერთ ღმრთივ-სულიერ პიროვნებას, რომელიც რამოდენიმე დღით იმყოფებოდა ათენში და რომლის მეშვეობითაც იმედოვნებდნენ ამოეცნოთ ფოტო-სურათზე გამოსახულ პიროვნებათა ვინაობა, ეკლესიაში შეახვედრეს ქ-ნ. ელპიდა.

ქ-ნ. ელპიდამ გადასცა მას ფოტო-სურათი და მოუყვა თუ როგორ გადაიღო იგი, რაზედაც მიიღო შემდეგი პასუხი: “ცენტრში გამოსახული პიროვნება მართლაც ქრისტეს ჰგავს, ხოლო დანარჩენთა ვინაობას ვერ ვარჩევ.

დამიტოვეთ ფოტო და თუ ღმრთის წყალობით მეუწყა მათი ვინაობა – აუცილებლად შეგატყობინებთ”.


11 დღის შემდეგ მას მართლაც გამოეცხადა წმ. გიორგი ქოზიბელი, რომელმაც აუწყა: “სურათი, რომელიც ქალმა გადმოგცა ჭეშმარიტია.

შუაში მართლაც უფალი იესო ქრისტეა, მარცხნივ გამოსახული მოხუცი - წმ. ელია წინასწარმეტყველია.

მარჯვნივ გამოსახული ჭაბუკი - მთავარანგელოზი მიქაელია, რომელსაც მარცხენა ხელში მრისხანების ორი თასი უპყვრია და მალე გადმოღვრის.

ხოლო მარჯვენა ნაპირას გამოსახული მამაკაცი მაღალი შუბლით და წვერით - პავლე მოციქულია და მას ხელში კვერთხი უკავია”.

 


P.S. ამ სურათის ავტორია იოჰან რაფაელ ველე, სახელწოდებით "ისინი გაჰყვნენ მას " 1916 წელი, ნამუშევრების სერია სახარებისეული სიუჟეტებისა. გამოიცა ასეთი ბარათების სერიათა წყება. მარტივი ფოტოეფექტების გამოყენების შემდეგ სურათი წარმოგვიდგინეს, როგორც ფოტო... "რწმენის ნაკლებობისას, ხალხი ყოველთვის ეძებს ნიშნებს და სასწაულებს, ხოლო როგორც ერთმა მღვდელმა განაცხადა: მითიური ხელოვნების მიღება არის დამახასიათებელი კერპთაყვანისმცემლობისა.
დიახ - ეს არის ქრისტე და მოციქულები ჭვავის მინდორში, ოღონდ დაისმის კითხვა - სად? როდის?

თავად განსაჯეთ.

კატეგორია: სხვადასხვა | დაამატა: vasoelis (03.01.2017)
ნანახია: 128 | ტეგები: ერთი ფოტოს შესახებ | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 0