„უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი" | |
მედავითნეს ძველქართულ ხელნაწერებში ეწოდება წიგნის მკითხველი, მისი ბერძნული შესატყვისია "აღნოსტოს", ხოლო საეკლესიო-სლავური - "ჩტეც". მედავითნე წარმოადგენს დაბალი ხარისხის მსახურთა დასს. მათე ბლასტარის ანბანურ სინტაგმაში ცალკე თავი (ასო A, თავი 6) ეთმობა წიგნის მკითხველის უფლება-მოვალეობებს. წიგნის მკითხველი უნდა გამოირჩეოდეს ქრისტიანული ზნეობით, კარგად იცოდეს საეკლესიო წეს-განგება, დაემორჩილოს იერარქიას და შეასრულოს მათი კურთხევა. ბალსამონის განმარტებებით, მედავითნეს უფლება აქვს იქორწინოს. მამაკაც მედავითნეს უფლება აქვს მსახურებისას შეიმოსოს სტიქარი. თუკი ქალს მედავითნეობის კურთხევა აქვს, შესაბამისად მან ყველა ის საკითხავი უნდა წაიკითხოს, რაც მედავითნეს ეკუთვნის, ანუ დიაკვნის არყოფნის დროს - სამოციქულოც. ხელდასხმული წიგნისმკითხველი უბრალო ერისკაცი არაა.
"უფალო, ღმერთო, ყოვლისა მპყრობელო. გამოარჩიე მონა ესე შენი და წმიდა ჰყავ ესე და მოეც ამას ყოველი სიბრძნე და მეცნიერება საღმრთოთა სიტყვათა შენთა. წრთვად და კითხვად და ქმნად და დაიცვენ ესე უცოდველად მოქალაქეობითა" - ვკითხულობთ წინგნისმკითხველად, მედავითნედ დადგინების წესში".
მედავითნის ლოცვა მსახურების წინ დალოცე, უფალო, ჩემი დღევანდელი მოსვლა ტაძარში. შემეწიე, რომ უამპარტავნოდ, თავმდაბლად გემსახურო. გავედრებ ჩემს გონებას, მხედველობას, სმენას და ხმას, რათა დაუბრკოლებლად, სრულყოფილად და უშეცდომოდ ჩაიაროს ამ წირვამ (ამ ლოცვამ) და ვმადლობდეს შენს სახელს, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ! მედავითნის ლოცვა მსახურების შემდეგ მადლობა, უფალო, რომ მომანიჭე მადლი სრულყოფილი მსახურებისა. მადლობა, რომ ხელი არაფერმა შემიშალა, რათა სიწმინდით მეღვაწა შენ წინაშე. შემეწიე და დამიხსენი ამპარტავნული ფიქრებისგან. მომეცი მადლი, თავმდაბლად ვიყო მადლიერი შენი წყალობისა და არ მომიშალო საწიგნობელთან დგომა სიცოცხლის ბოლომდე, ამინ!
"წიგნის მკითხველი მთელი სულით საკითხავს უნდა იყოს მიცემული". /წმ. იოანე კრონშტადტელი/
"რაც შეეხება მედავითნის ცხოვრების წესს, მას ევალება ზუსტად ის, რაც ეკლესიის ყველა წევრს - ბაძავდეს ქრისტეს თავის საზომში, "ძალისაებრ მისისა". /გიორგი გვასალია/
"თუ ტაძარში მედავითნე ზომიერად კითხულობს, აღმოვაჩენთ, რომ ჩვენი გულისცემა მის სიტყვებს ემთხვევა. აუჩქარებს კითხვას - გულისცემაც გაგვიხშირდება, შეანელებს - შეგვინელდება". /დეკ. თეოდორე გიგნაძე/
"მედავითნის სულიერი განწყობა ხშირად მრევლზეც აისახება ხოლმე".
"რა ტკბილხმოვანიც არ უნდა იყოს მოსასმენად მის მიერ გადმოცემული ტექსტი, თუ თითოეული სიტყვა პირველ რიგში მის გულსა და სულს არ მსჭვალავს, მსმენელზე ვერანაირ მნიშვნელოვან ზეგავლენას ვერ მოახდენს".
"ეკლესიაში იმისთვის კი არ დავდივართ, რომ უბრალოდ ვიკითხოთ, არამედ იმისთვის, რომ ვისაზრდოოთ, ყოველი წაკითხული სიტყვა უნდა "გადავხარშოთ", თუ არადა ტყუილად ვკითხულობთ - მაინც არაფერი გვესმის და ხელცარიელნი ვრჩებით". /ბერი დიონისე (ეგნატე)/
"ექვსფსალმუნება არის სულიერი სიმფონია, სულის ცხონება, რომელიც სულს მთლიანად დაიპყრობს და აძლევს მას უმაღლეს სიტკბოებას". "პირჯვრის გამოსახვა საჭიროა ექვსფსალმუნების შუაში "ალელუიას" დროს" "მედავითნე ექვსფსალმუნების წაკითხვისას განასახიერებს უფლის ანგელოზს." /მამა გიორგი ედილაშვილი/
"თქვენი ლოცვითი პრაქტიკის მაგალითად ეკლესიაში მედავითნის კითხვა გამოგადგებათ. ეს არის მშვიდი, ვნებებისგან დაცლილი, უბიწო ლოცვა". /მღვდელი ოლეგ სტენიაევი/
"დიდი რამ არის, ვინც იცის კარგად წაკითხვა წასაკითხისაო"
თუ მედავითნე წაიკითხავს მთელი გულით თითქოს მარტო იყოს ტაძარში უფლის წინაშე ეს განწყობა მსმენელზეც გადავა
| |
| |
ნანახია: 136 | | |
სულ კომენტარები: 0 | |