„უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი" | |
მარხვის არსი და მნიშვნელობაღვთის რწმენა და სიყვარული ყოველ ადამიანს გულში უნდა ჰქონდეს დამარხული; მაგრამ რწმენა და სიყვარული მაშინ ხდება ცხოველი (ცოცხალი), როდესაც მათი გამოვლინება ხდება საქმით. ერთ-ერთი ამგვარი საქმეთაგანია, როცა ჩვენ ღმერთის ჩვენდამი უსაზღვრო სიყვარულის საპასუხოდ ჩვენ ამქვეყნიურ სიამეებს – საჭმელს, გართობას, შვებას ცოტათი მოვიკლებთ და ვიქნებით თავშეკავებულნი. ამას ეწოდება მარხვა. ამ აზრით გონიერი ადამიანი, ლოცვის მსგავსად, სულ მარხვაში უნდა იყოს (იყვნენ და არიან კიდეც ასეთი წმიდა მამები), მაგრამ, საზოგადოდ, ადამიანს. თავისი დაცემული, უძლური ბუნების გამო, არ შეუძლია გამუდმებული თავშეკავება. ამიტომ ეკლესიამ დაადგინა გარკვეული დრო და ფორმა თავშეკავებისა ანუ მარხვისა, რომლის დაცვა, თავდაპირველად თუნდაც მექანიკური და იძულებითი, არის საწინდარი იმისა, რომ ოდესმე შევძლებთ ჭეშმარიტ მარხვასა და თავშეკავებულ ცხოვრებას. ხანგრძლივი მარხვებიწელიწადში დაწესებულია ოთხი ხანგრძლივი მარხვა, რომელიც წინ უძღვის ოთხ დიდ დღესასწაულს. ა) დიდი წმიდა მარხვა – ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის წინ; ა) დიდი წმიდა მარხვა ამათგან ყველაზე ხანგრძლივი და საპასუხისმგებლოა. იგი აღდგომის წინ 49 დღით ადრე იწყება და აღდგომის დღესასწაულამდე გრძელდება; ერთდღიანი მარხვებიგანსაკუთრებულ დღეებში ეკლესიამ დაგვიდგინა ერთდღიანი მარხვები: ა) ყოველი კვირის ოთხშაბათი და პარასკევი გარდა მსგეფსისა, რადგან ოთხშაბათს იუდამ გასცა იესო ქრისტე, პარასკევს კი ქრისტე ჯვარს აცვეს;
მსგეფსი
წლის განმავლობაში არსებობს რამდენიმე განსაკუთრებული კვირა ანუ შვიდეული, როდესაც ოთხშაბათი და პარასკევი არასამარხვო დღეებია, ანუ ხსნილია. ასეთ შვიდეულს ეწოდება მსგეფსი (ძველ ქართულში ეს სიტყვა ზოგადად შვიდეულის აღსანიშნავად იხმარებოდა, მიუხედავად ოთხშაბათისა და პარასკევის მარხვა-გახსნილებისა, დღეს კი მან იმ კვირის მნიშნველობა შეიძინა, რომელშიც ყველა დღე ხსნილია). წელიწადში ასეთი მსგეფსი ხუთია: ა) შობიდან ნათლისღებამდე – 25 დეკემბრიდან (7 იანვარი) 4 (17) იანვრამდე; ოთხი უკანასკნელი მსგეფსის თვე და რიცხვი ყოველწლიურად საეკლესიო კალენდარში უნდა მოიძებნოს. როგორ ვიმარხულოთ პრაქტიკულადმარხვის დროს ადამიანმა არ უნდა მიიღოს გარკვეული სახის საკვები: ხორცეული (ცხოველი, ფრინველი), რძის ნაწარმი (რძე, მაწონი, ხაჭო, ყველი, არაჟანი, კარაქი) და კვერცხი. შეიძლება: პური, მარცვლეული, ხილი, ბოსტნეული, ბაღჩეული და თაფლი. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ტრადიციულად არსებობს მარხვის შენახვის საყოველთაო წესები, რომელიც საერთოა ყველა ავტოკეფალიური ეკლესიისათვის ყველა ეპოქაში, მაგრამ არსებობს გარკვეული საზღვრები, რომლებშიც შეიძლება იცვლებოდეს მარხვის სიმკაცრე გეოგრაფიული მდებარეობისა თუ კონკრეტული ვითარების მიხედვით (ძირითადად ეს ეხება თევზის მიღებას მარხვისას და მძიმე მარხვის შენახვას). არსებობს აგრეთვე ადგილობრივი ეკლესიის ტრადიციები (მაგალითად, ჩვენ ფერისცვალებამდე ვერიდებით ყურძნის და ზოგიერთი სხვა ხილის ჭამას და სხვ.) რაც შეეხება თევზს, იგი საზოგადოდ სამარხვო საჭმელად ითვლება, მაგრამ მისი მიღება-არმიღების საკითხი მარხვის სიმკაცრეზეა დამოკიდებული. ასევეა ღვინოც. მიუხედავად მისი მცენარეული წარმოშობისა, იგი სახსნილო პროდუქტად ითვლება და, თუ ხსნილში თრობა არ შეიძლება, მარხვაში მისი მიღება მხოლოდ მცირე რაოდენობითაა დასაშვები და ისიც – შაბათ-კვირას. საერთოდ კი, ყოველ კონკრეტულ დროსა და ადგილას მარხვის სიმკაცრეს განსაზღვრავს ადგილობრივი ეკლესიის მამამთავარი.
როგორ უნდა მოიქცეს მორწმუნე,
| |
| |
ნანახია: 120 | | |
სულ კომენტარები: 0 | |