„უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი" | |
მარხვა არის ისეთი დღეები, როდესაც აკრძალულია არა მარტო სახსნილო საკვების (ხორცის, რძის ნაწარმის, კვერცხის) მიღება, არამედ ზოგადად მომეტებული ჭამა-სმა. მარხვები დაწესებულია წმიდა მამებისგან, მისაბაძად მაცხოვრისა, ღვთისმშობლისა და მოციქულებისა. აგრეთვე საღმრთო ისტორიაში რომელიმე წმიდა შემთხვევის აღსანიშნავად. მარხვა არის ერთდღიანი და მრავალდღიანი. ერთდღიანი მარხვებიყოველი კვირის ოთხშაბათი (ამ დღეს იუდამ გასცა ქრისტე) და პარასკევი (ამ დღეს ქრისტე ჯვარს აცვეს), გარდა მსგეფსისა. ნათლისღების წინა დღე - 5 იანვარი / 18 იანვარი თავისკვეთა დიდებულისა წინასწარმეტყველისა და ნათლისმცემელისა იოანესი - 29 აგვისტო / 11 სექტემბერი მსოფლიო ამაღლება პატიოსნისა ჯვარისა. - 14 სექტემბერი / 27 სექტემბერი განსაკუთრებული მარხვებიდიდი მარხვა – მისაბაძად იესო ქრისტეს ყოფნისა უდაბნოში. იწყება აღდგომიდან 7 კვირით ადრე, ორშაბათს და გრძელდება უფლის ბრწყინვალე აღდგომამდე. ეს მარხვა განსაკუთრებულად მძიმეა. თევზით ხსნილია მხოლოდ ხარების (25 მარტი / 7 აპრილი) და ბზობის (დიდ-მარხვის მე-6 შაბათი) დღესასწაულებზე. პეტრე-პავლობის მარხვა – მისაბაძად წმიდა მოციქულთა თავთა პეტრესი და პავლესი. ცვალებადი ხანგრძლივობისაა. იწყება სულთმოფენობიდან 1 კვირის შემდეგ, ორშაბათს და გრძელდება პეტრე-პავლობის დღესასწაულამდე (29 ივნისი / 12 ივლისი). მძიმე მარხვა არაა. ოთხშაბათისა და პარასკევის გარდა ხსნილია თევზით. მარიამობის მარხვა – მოსახსენებლად ღვთისმშობელ მარიამის ნეტარი მიცვალებისა. იწყება 1 / 14 აგვისტოს და გრძელდება მიძინების დღესასწაულამდე (15 / 28 აგვისტო). მძიმე მარხვაა. თევზით ხსნილია მხოლოდ ფერისცვალების დღესასწაულზე (6 / 19 აგვისტო). შობის (ანუ ფილიპეს) მარხვა – ნიშნად კაცობრიობის უსჯულო წყვდიადში ყოფნის და მხსნელის ქრისტეს განკაცებამდე. იწყება 15 / 28 ნოემბერს და გრძელდება ქრისტეშობის დღესასწაულამდე (25 დეკემბერი / 7 იანვარი). მძიმე მარხვა არაა. ახალი სტილით 25 დეკემბრამდე ოთხშაბათისა და პარასკევის გარდა ხსნილია თევზით.
| |
| |
ნანახია: 101 | | |
სულ კომენტარები: 0 | |