ლოცვანი და დასდებელნი შესვენებულთანი


„უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი"

ლოცვანი და დასდებელნი შესვენებულთანი

 

ლოცვანი და დასდებელნი შესვენებულთანი

სარწმუნოებით დაძინებულთა გალობასა მივართვამ

ლოცვითა წმიდათა მამათა ჩვენთათა, უფალო, იესუ ქრისტე, ღმერთო ჩვენო, შეგვიწყალენ ჩვენ.

დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა.

მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩვენს შორის და წმიდა მყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩვენნი.

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდავათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.

უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან, ამინ.

უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მოვედით, თაყვანის-ვსცეთ მეუფესა ჩვენსა ღმერთსა;
მოვედით, თაყვანის-ვსცეთ და შეუვრეთ ქრისტესა მეუფესა ღმერთსა ჩვენსა;
მოვედით, თაყვანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თვით ქრისტესა მეუფესა და ღმერთსა ჩვენსა;

რომელი დამკვიდრებულ არს შეწევნითა მაღლისათა, საფარველსა ღმრთისა ზეცათასა განისვენოს. ჰრქვას უფალსა: ხელის აღმპყრობელი ჩემი ხარი შენ და შესავედრებელი ჩემი, ღმერთი ჩემი, და მე ვესავ მას. რამეთუ მან გიხსნეს შენ საფრხისა მისგან მონადირეთასა და სიტყვისა მისგან განსაკრთომელისა. ბეჭთ-საშუვალითა მისითა გფარვიდეს შენ, და საგრილსა ფრთეთა მისთასა ესვიდე; საჭურველად გარე-მოგადგეს შენ ჭეშმარიტება მისი. არა გეშინოდის შიშისაგან ღამისა და ისრისაგან, რომელი ფრინავნ დღისი. ღაწლისაგან, რომელი ვალნ ბნელსა შინა, შემთხვევისაგან და ეშმაკისა შუა დღისა. დაეცნენ მარცხენით შენსა ათასეულნი და ბევრეულნი _ მარჯვენით შენსა, ხოლო შენ არა მიგეახლნენ. ხოლო შენ თვალითა შენითა ჰხედვიდე და მისაგებელი ცოდვილთა იხილო. რამეთუ შენ, უფალი, ხარ სასო ჩემდა და მაღალი გიყოფიეს შესავედრებელად შენდა. არა შევიდეს შენდა ძვირი, და გვემაი არა მიეახლოს საყოფელთა შენთა. რამეთუ ანგელოსთა მისთადა უბრძანებიეს შენთვის დაცვად შენდა ყოველთა შინა გზათა შენთა. ხელთა მათთა ზედა აღგიპყრან შენ, ნუსადა წარსცე ქვასა ფერხი შენი. ასპიტსა და ვასილისკოსსა ზედა ხვიდოდი და დასთრგუნო შენ ლომი და ვეშაპი. რამეთუ მე მესვიდა, და ვიხსნა იგი და დავიფარო იგი, რამეთუ იცნა სახელი ჩემი. ხმა-ყოს ჩემდამო, და მე ვისმინო მისი და მის თანა ვიყო ჭირსა შეინა; ვიხსნა იგი და ვადიდო იგი. დღეგრძელებითა განვაძღო იგი და უჩვენო მას მაცხოვარება ჩემი.

 

ტროპარი

რომელი სიღრმითა მით სიბრძნითა შენისათა კაცთმოყვარებით ყოველსავე განაგებ, რომელი უმჯობესსა ყოველთასა განაწესებ, მხოლოო დამბადებელო ყოველთაო, განუსვენე სულთა მონათა შენთასა (სახელები), რამეთუ შენდა მომართ აქუნდათ სასოებაჲ შემოქმედისა ყოველთასა და კაცთმოყვარისა ღმრთისა.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

მოიხსენენ, უფალო, ვითარცა სახიერ ხარ, წყალობით მონანი შენნი (სახელები), რაოდენიცა რა სოფელსა შინა ჰსცოდეს, შეუნდევ, რამეთუ არავინ არს უცოდველი, გარნა შენ მხოლო, რომელსა ძალგიძს მიცვალებულთა მიცემად განსვენებაჲ.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

შენ ხარ ზღუდე ჩვენი და ნავთსაყუდელი და მეოხი კეთილად შემწყნარებელ მისა მიმართ, რომელი შევ შენ, ღმრთისმშობელო უსძლოო, მორწმუნეთა ცხოვრებაო.

კონდაკი

წმიდათა თანა განუსვენე, ქრისტე, სულთა მიცვალებულთა მონათა შენთასა, სადა იგი არა არს ჭირი, არცა მწუხარება, არა ურვა, არცა სულთქმა, არამედ სიხარული და ცხორება იგი დაუსრულებელი.

იკოსი

შენ მხოლო ხარ უკვდავი, ყოვლადძლიერო, რომელმან ეგე შეჰქმენ კაცნი და დაჰბადენ, ხოლო კაცნი ქვეყანით დავიბადნეთ და კვალად მუნვე ქვეყანად და მიწად მივიქცევით ჩვენ, ვითარ იგი სთქვი შემოქმედმან ჩემმან და მიბრძანე: ვითარმედ მიწა ხარ შენ და მიწადვე მიიქეც, სადა იგი მივიქცევით ყოველნი მოკვდავნი, ვინაცა დაფლვისა ჩვენისა გოდებასა ვგოდებთ და გალობით ვღაღადებთ და ვიტყვით საღმრთოსა ამას გალობასა: ალილუია.

წარდგომანი

ჩვენთვის დაითმინე ჯვარცმაა და სიკვდილი, და ჯოჯოხეთისა იგი ძალი წარმოსტყვენე, და შენ-თანა აღადგინენ პირველ მომწყდარნი კაცნი, ეგრეთვე აწ განუსვენე, რომელნი ჩვენ მიერ მოიცვალნეს, ვითარცა კაცთმოყვარემან ღმერთმან, საზარელსა და საშინელსა მოსლვასა შენსა, ცხორების მომცემელო, ექმენ მწყალობელ მორწმუნეთა ერთა შენთა მრავლითა მოწყალებითა შენითა და სასუფეველსა შენსა ღირს-ჰყვენ.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

რომელი შვებაჲ სოფლისა დაადგრების თვინიერ მწუხარებისა, რომელი დიდებაჲ ჰგიეს ქვეყანასა ზედა შეუცვალებელად, ყოველივე აჩრდილისა უუძლურეს-არს, ყოველივე სიზმრისა უმაცთურეს არს. ერთი წამი და ამას ყოველსა სიკვდილი უჩინო ჰყოფს, არამედ ნათელსა პირისა შენისასა ქრისტე, და სიტკბოებისა შენისა მშვენიერებისასა, რომელნი გამოირჩიენ, განუსვენე, ვითარცა კაცთმოყვარე ხარ.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

განუსვენე, მაცხოვარო ჩვენო, მართალთა თანა მონათა შენთა (სახელები) და ესენი დაამკვიდრენ ეზოთა შინა შენთა, ვითარცა წერილ არს, უგულებელს-ჰყვენ, ვითარცა სახიერ ხარ, შეცოდებანი მათნი ნებსითნი და უნებლიეთნი და ყოველნივე, მეცნიერებით და უმეცრებით ქმნილი, კაცთმოყვარე.

 

დასდებელნი შესვენებულთანი

განმიხვენ კარნი ლოცვათა ჩვენთანი და მოგვმადლე ჩვენ შენი მოწყალებაა, და მოიხსენენ, უფალო, სულნი რომელ შეივედრენ.

სულითა ნათელ ხარ შენ ქრისტე და წმიდათაგან იდიდები, ლოცვაჲ ესე ჩვენი დღეს ღირსებით შეიწირე, რამეთუ წმიდა ხარ, წმიდა ხარ, წმიდა ხარ, შენ, კაცთმოყვარეო ღმერთო და მრავალმოწყალეო, მოიხსენენ სულნი შესვენებულთანი (სახელები) და განუსვენე მათ საყოფელთა მართალთასა.

განუსვენე სულთა მონათა შენთასა (სახელი) მართალთა და რჩეულთა შენთა თანა, ქრისტე ღმერთო, დიდებაჲ შენდა.

მცნებათა გარდასვლითა ეუფლა სიკვდილი ადამს, ხოლო აღდგომითა შენითა დაცემისაგან აღადგინე, ჩვენ გევედრებით, მაცხოვარ, აღსრულებულთა სულთა შესვენებულთასა (სახელები) განსვენებაჲ მიჰმადლე სასუფეველსა შენსა და რომელი შეგცოდა, შენდობა ყავ, ვითარცა მხოლო სახიერ ხარ და კაცთმოყვარე.

საშინელსა მოსვლასა შენსა, რაჟამს საქმეთაებრ მიეგებვოდის, მაშინ ულხინე სულსა მონათა შენთასა და განუსვენე.

ადგილსა ნათლისასა და გუნდსა შორის მართალთასა, განუსვენე მაცხოვარო შენდა მიცვალებულთა და შენ გესვიდეს კაცთმოყვარე. შეიწირე ვედრებაჲ მამათათვის და შვილთა, რომელთასა აღვასრულებთ ხსენებასა და განამართლენ იგინი ვითარცა მრავალმოწყალემან.

მოიხსენენ, უფალო, სულნი შესვენებულთანი საუკუნესა შენსა საშვებელსა და განუსვენე.

დაღაცათუ ხისა მისგან მცნებისა გარდასვლითა სიკვდილი მოიწია ნათესავსა ზედა კაცთასა, არამედ ძალითა ჯვარისათა ცხორებაჲ მორწმუნეთა აღმოუბრწყინდა. რამეთუ ცოცხალთა და მკვდართა მეუფე ხარ, ქრისტე ღმერთო, მიჰმადლე მონათა შენთა (სახელები) ცხორებაჲ საუკუნოჲ და განუსვენე.

სულსა მონათა შენთასა განუსვენე მაცხოვარ, და წიგნსა მას ცხოველთასა დააწესენ.

ვითარცა მხოლო მოწყალე ხარ, სახიერ, სარწმუნოებით შენდა მიცვალებულნი დააწესენ ზეცისა სამკვიდრებელსა, სადა იგი არს შვებაჲ გამოუთქმელი და მოწამეთა გუნდი წმიდა იხარებს.

გარდაცვალებულნი მონანი შენნი სოფელსა მას ცხოველთასა დააწესენ, მაცხოვარ, და ღირს ყვენ იგინი მადლობით ქებად შენდა, ძეო ღმრთისაო.

შენ მხოლო იქმენ კაც თვინიერ ცოდვისა და შენ მხოლომან აღიხვენ მოწყალებით ცოდვანი სოფლისანი, ამისთვის ვითხოვთ, განუსვენე სახიერ შესვენებულთა წმიდათა თანა, სამოთხისა შვებასა.

ღირს მყვენ ჩვენ, უღირსნი მონანი შესვლად და დამკვიდრებად სასუფეველსა შენსა, და მოიხსენენ, უფალო სულნი რომელ შეივედრენ.

ბრწყინვალებითა ნათლისა შენისათა განაბრწყინვენ, უფალო, ღელვათაგან ამის სოფლისათა შენდა მოცვალებულნი და დააწესენ მოწამეთა შენთა თანა, გალობად შენდა ქრისტე, უკუნისამდე.

შენ, რომელმან გარდაცვალებულთა სულნი ანგელოზთა მიერ სამოთხისა შვებასა წარავლინენ, ღმერთსა და უფალსა გალობით გადიდებთ.

მეორე ადამ, ადამის შემოქმედი, ჭეშმარიტად გამოსჩნდი და წყევაჲ იგი ადამიანთა განაქარვე მხოლომან, აწცა სახიერ, მიმადლე სულთა მიცვალებულთა, ფუფუნებაჲ იგი სამოთხისა.

შენ, რომელსა გაქუს ხელმწიფებაჲ ცხოველთაჲ და მკვდართაჲ, განუსვენე სულთა სარწმუნოებით შესვენებულთა.

სიკვდილითა სიკვდილი მოაკვდინე, რაჟამს იქმენ მხოლოო, მხოლო მკვდართა თანა თავისუფალ და აწ ცოდვისა სიკვდილისაგან, მეუფეო, იხსნენ მონანი შენნი და მკვიდრ ჰყვენ სასუფეველსა ზეცათასა.

იხილეთ, იხილეთ უფალი, ღმერთი ჩვენი, ძე ღმრთისა, მაცხოვარი სოფლისაჲ და აღდგომაჲ შესვენებულთა.

ვითარცა იგი მიანიჭე სამოთხე ავაზაკსა მას მორწმუნესა, მაცხოვარ, ეგრეთვე სულნი მორწმუნეთა შენთანი, პირმშოთა თანა განსვენებასა ღირს-ჰყვენ და ბრალთა მათთა მიტევებაჲ მიმადლე.

მხოლოო სახიერო, სულნი მონათა შენთანი რჩეულთა შენთა თანა დააწესენ და განუსვენე, ვითარცა კაცთმოყვარე ხარ, უფალო.

ქრისტე, რომელი მოხვედ მხსნელად ჩვენდა, მიცვალებულნი სულნი ლაზარეს თანა წიაღთა აბრაამისათა დაამკვიდრენ წყალობით, რომელთა იგი შენდა მომართ აქუნდათ სასოებაჲ.

განაწესენ ნათელსა შინა, მაცხოვარ, სულნი მონათა შენთანი, ვითარცა სახიერ ხარ და მხოლოჲ, ყოვლადძლიერი მეუფე საუკუნოჲ.

შუამდგომელ და მოციქულ მშვიდობისა შენისა იქმენ, მეუფეო, და შენდა მიმართი მრავალჟამეული მტერობაჲ ჩვენი დაჰხსენ და აწცა მონათა შენთა წყალობით განუსვენე.

ქრისტე, მაცხოვარ, განუსვენე სულთა შესვენებულთასა (სახელები) სამოთხესა საშვებელისასა წმსდათა შენთა თანა.

მოწყალებათა შენთა ცვარითა, ქრისტე, ბიწი ყოველი შენდა მიცვალებულთა მონათა შენთა განბანე სახიერო და საღმრთოთა მათ ბანაკთა ზეცისათა თანა აღრაცხენ, რათა გაკურთხევდენ შენ.

მოიხსენენ, უფალო, სულნი გარდაცვლებულთანი და მკვიდრ-ჰყვენ იგინი, სასუფეველსა წმიდათა შენთა თანა.

სიკეთისა და ბრწყინვალებისა შენისა შვებად ღირს-ჰყვენ მიცვალებულნი, ქრისტე ღმერთო, და უკანასკნელი უშვერებაჲ ცოდვისა განაძარცვე და წმიდა-ჰყვენ ცოდვათაგან, ვითარცა კაცთმოყვარემან უფალმან, რამეთუ შენ მხოლო ხარ, რომელი უცხოდ გამოსჩნდი ცოდვისაგან.

სახიერ, სულნი რომელ ბრძანებითა შენითა შეივედრენ, მათ განსვენებაჲ მიჰმადლე, ვითარცა მოწყალე ხარ.

გევედრებით, ქრისტე, შენსა მას ტკბილსა ზიარებასა ღირსჰყვენ მიცვალებულთა სულნი და დაამკვიდრენ მართალთა სადგურსა, ზეცისა საყოფელსა სავანეთა წმიდათასა, მოწყალებითა შენითა და დაივიწყენ შეცოდებანი მათნი და მიმადლე, მაცხოვარ, განსვენებაჲ.

ძლიერო და უკვდაო, უფალო, სარწმუნოებით შესვენებულნი (სახელები) ნათელსა დააწესენ სამარადისოსა.

კაცთმოყვარეო ღმერთო და მოწყალეო, მოწყალე მექმენ ქმნულსა ხელთა შენთასა და განუსვენე ზეცისა სავანეთა სარწმუნოებით შენდა მიცვალებულთა და მოწამეთა დიდებასა ზიარჰყვენ.

უფალო, ქმნულსა ხელთა შენთასა ნუ უგულებელს-ჰყოფ, არამედ განუსვენე სულთა შესვენებულთასა, ვითარცა მოწყალე ხარ.

საშვებელისა მდინარესა, ასვამ რჩეულთა შენთა სამარადისოდ, უფალო. აწცა შესვენებულნი ესე (სახელები) მათ თანა დააწესენ და წყალთა ზედა შენდობისათა გამოზარდენ, ქრისტე.

რომელი გარდასცვალენ სოფელსა მას ცხოველთასა, განსვენებასა ღირს ყვენ, უფალო.

ცხოველთა და მკვდართა ზედა ჰხელმწიფებ, მეუფეო, და მიწისაგან ქვეყანით აღადგინებ დაძინებულთა. აწცა შესვენებულნი ეზოთა შენთა დაამკვიდრენ და განუსვენე.

რომელი აღსდეგ მესამესა დღესა საფლავით, და დასთრგუნე სიკვდილი, სულთა შესვენებულთასა განუსვენე, უფალო.

გევედრებით შენ, სიტყვაო, რომელნიცა მიიღენ ჩვენგან, გუნდსა რჩეულთა შენთასა აღრაცხენ და უაღრესისა ცხოვრებისა ზიარ გამოაჩინენ.

რომელი მოკვდავთა ცხორება ხარ, სულთა აღსრულებულთასა (სახელები) განუსვენე, უფალო.

ხრწნილებაჲ ჩვენი შეიმოსე, სახიერ, და უხრწნელებითა შენითა შეამკევ და უკვდავსა მას და სამგზის სანატრელსა შვებასა აღამაღლე, სადა იგი ღირს-ჰყვენ დამკვიდრებად, რომელნი შეივედრენ.

მართალ და წმიდა არს უფალი, რომელი აღდგა მკვდრეთით და აცხოვნა კაცი.

ვითარცა ყვავილი დაჭნების და ვითარცა სიზმარი წარხდების და განიბნევის ყოველი კაცი და კვალად ხმა-ჰყოს რა საყვირმან, ვითარცა ძრვისაგან აღსდგენ მკვდარნი ყოველნი მიმთხვევად შენდა, ქრისტე ღმერთო, მაშინ, მეუფეო, რომელნი მისცვალენ ჩვენგან, წმიდათა შენთა საყოფელსა დააწესენ სულნი მათნი, სახიერო.

უფალო, რომელმან ჭეშმარიტითა სასოებითა აღდგომისათა მიეც შვებაჲ მიცვალებულთა, აწცა მონანი შენნი განსრულნი ამიერ სოფლით მკვიდრ-ჰყვენ ცხორებასა მას საუკუნესა.

რომელი ცხოველთა და მკვდართა, ვითარცა ღმერთი, უფლებ ყოველთა, ხელმწიფებით ცხოვრების მომცემელო, შეიწირე ვედრებაჲ მონათა შენთა, აჩვენე მოწყალებაჲ შენი კაცთმოყვარე და მიეც მიტევებაჲ სულთა, რომელნი სასოებით მოიცვალნეს შენდა, კეთილნაწლეობისათვის შენისა ვითარცა სახიერმან.

განუსვენე, უფალო, სამოთხესა ფუფუნებისასა მონათა შენთასა (სახელი) და მიჰმადლე შენდობაჲ ცოდვათა, ვითარცა კაცთმოყვარე ხარ.

ქრისტე მაცხოვარ, რომელმან იხსნენ კაცნი სიკვდილისაგან სიკვდილითა შენითა, სულნი მონათა შენთა მორწმუნეთანი მკვიდრ-ჰყვენ წმიდათა საყოფელსა საღმრთოსა, სადათ იგი წარხდა ყოველი სალმობაჲ.

უფალო, საწერტელი სიკვდილისაა შეჰმუსრე და აწ ვედრებითა ჩვენითა სულთა მიცვალებულთა (სახელები) მიეც ცხოვრებაჲ.

სისხლითა მაგით გვერდისა შენისათა, ყოვლად ძლიერო, მოიყიდე სოფელი, აწცა ძალითა ვნებათა მათ შენთათა, აცხოვნენ სულნი მორწმუნეთა შენთანი, რომელი ეგე იქმენ სახსარ ყოველთა.

უფალო, სადა იგი არს, ყოველთა მოხარულთა წმიდათა შენთა მკვიდრობაა, მორწმუნენი საუკუნითგან დაძინებულნი ღირს-ყვენ შვებასა და ნუ მოიხსენებ ცოდვათა მათთა.

რომელი ეგე ხარ ყოველთა მეუფე, ადამიანნი იხსნენ მათთვის ჯვარცმითა, ამისთვისცა გევედრებით მოწყალეო, მიცვალებულთა განსვენებაჲ მიჰმადლე და მიტევებაა ცოდვათა მიანიჭე.

რომელნი ესვიდეს ჯვარსა შენსა, მონანი შენნი შენდა მოიცვალნეს, კაცთმოყვარე, მოწყალებითა შენითა აცხოვნენ სულნი მათნი.

ადგილთა განსვენებისათა, ვითარცა მოწყალე ხარ, წიაღთა აბრაამ რჩეულისა შენისათა, ღირს-ჰყვენ შვებად მიცვალებულნი, რათა ხმა-ჰყონ შენდა მომართ მხოლოო, რამეთუ არავინ არს წმიდა, შენსა გარეშე ღმრთისა ჩვენისა.

უფალო, ცოდვათა შენდობაჲ მიჰმადლე მიცვალებულთა (სახელები) განუსვენე და მადლითა შენითა განწმედილად გამოაჩინენ იგინი.

ექმენ მაცხოვარ და მხსნელ ადამიანთა ვნებითა შენითა წმიდითა, უფალო, ამისთვის, რომელნი იგი ჩვენგან გამოირჩიენ, საუკუნეთა შვებათა დაამკვიდრენ და ბრწყინვალებაჲ ღმრთეებისაჲ მიჰფინე.

უფალო, რომელმან უწყი ბუნებისა ჩვენისა უძლურებაჲ, სახიერ, სულნი რომელი მისცვალენ, დააწესენ, სადა იგი მიხედავს საღმრთოჲ ნათელი პირისა შენისა დაუვალი.

არავინ-არს ყოვლად უცოდველ კაცთაგანი, არავინ-არს, არამედ გარნა შენ მხოლო უკვდავი მეუფეჲ, ამისთვის მონანი შენნი ნათელსა დააწესენ სახიერ, კრებულსა თანა ანგელოსთასა მოწყალებითა შენითა და მიეც მათ მიტევებაჲ ცოდვათა.

რომელმან ბჭენი და მოქლონი მტკიცენი სიკვდილისანი შეჰმუსრენ სიკვდილითა შენითა, მხსნელო, ბჭენი ცხორებისანი და უკვდავებისანი განუხვენ სულთა შესვენებულთასა (სახელები).

მოწყალებათა შენთა ცვარითა, ქრისტე, ბიწი ყოველი შენდა მიცვალებულთა მონათა შენთა განბანე, სახიერო, და საღმრთოთა მათ ბანაკთა ზეცისათა თანა აღრაცხენ, რათა გაკურთხევდენ შენ.

მკვდრად შეირაცხე რა უშჯულოთა თანა, უკვდავი ცხორებაჲ მიანიჭე მოკვდავთა. აწცა მონათა შენთა განსრულთა ამიერ სოფლით განსვენებაჲ მიჰმადლე.

უშრეტისა ცეცხლისა და ბნელისაგან წყვდიადისა გარესკნელისა და ღრჭენისა კბილთასა და მატლისა მისგან წამლიანისა, მწარისა და სხვათა მათ პირად-პირადთა ტანჯვათაგან იხსნენ, მხსნელო, მორწმუნეთა სულნი.

რაჟამს განიკითხავდე ყოველთა წინაშე პირსა შენსა მდგომარეთა შიშველთა, მაშინ, მრავალმოწყალე, რომელთა იგი გმონეს სარწმუნოებით, (სახელები) შეიწყალე და განუსვენე.

უჩინოთა და დაფარულთა განმკითხველო, რაჟამს გამოაცხადნე საქმენი ბნელისანი და განზრახვანი გულთანი, მაშინ ყოვლადძლიერო, ნუ გამოეძიებ საქმეთა ჩემთა, ნუცა მიჰხდი სიტყვასა და პასუხსა შენდა სარწმუნოებით მიცვალებულთა მორწმუნეთა არამედ მიეც შენდობაა ბრალთა მათთა.

უფალო, შეიწირე სახსენებელი შესვენებულთაჲ და მიეც მათ განსვენებაჲ, რომელნი მოელიან ღმრთეებით მეორედ მოსვლასა შენსა.

რომელი ხარ ბუნებით ტკბილი და მრავალმოწყალე, რომელნი სოფლისა ამის, ამაოსაგან და აჩრდილთა სიკვდილისათა მისცვალენ, ნათელსა შენსა საღმრთოსა დააწესენ და მიეც შენდობაჲ ცოდვათა.

შენ, რომელმან მიეც სარწმუნოებით შესვენებულთა წმიდათა შენთა თანა ნათელსა მას განსვენებაჲ, ქრისტესა, ღმერთსა და მაცხოვარსა, გალობით გადიდებთ.

დიდ-არს და ფრიად მოწყალებაჲ შენი და უფსკრულ განუზომელ, ზღვა კაცთ-მოყვარებისა შენისა. ცოდვათა შენდობაჲ მიმადლე მიცვალებულთა და მადლითა შენითა, ქრისტე, განწმედილად გამოაჩინენ იგინი.

შენ, ზეცათაო და დიდებისა მეუფეო, რომელმან გარდაცვალებულთა სულნი (სახელები) რჩეულთა შენთა თანა აღრაცხენ, ღმერთსა და უფალსა გალობით გადიდებთ.

ღირს არს ჭეშმარიტად, რათა გადიდებდეთ შენ, ღმრთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად უბიწოდ და დედად ღმრთისა ჩვენისა, უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისათა, ღირსთა და ღმერთშემოსილთა მამათა ჩვენთათა და ყოველთა წმიდათა, შეგვიწყალენ ჩვენ, ამინ. 

სულის დასდებელნი - სახსენებელი სულთაა.
გამოკრებული პარაკლიტთნის შაბათის მიცვალებულთა მსახურებიდან და უძველესი იადგარიდან.
(VII-IX ს. ლიტურგიკულ-ჰიმნოგრაფიული კრებული)

ტექსტი გამოკრიბა და გამოსაცემად მოამზადა
თინათინ მჭედლიშვილმა

კატეგორია: ლოცვანი | დაამატა: vasoelis (05.01.2008)
ნანახია: 111 | ტეგები: ლოცვანი და დასდებელნი შესვენებულთან | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0