„უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი" | |
ლოცვა თხოვათა მიმთხვევისათვისმმადლობელნი უღირსნი ესე მონანი შენნი უფალო დიდთა ქუელისმოქმედებათა შენთათვის, რომელიცა ჰქმენ ჩუენ ზედა, დიდებით გაქებთ შენ, გაკურთხევთ, გმადლობთ, გიგალობთ და ვადიდებთ შენსა კეთილმოწლეობასა, და მონებრ სიყვარულით გიღაღადებთ შენ: კეთილისმყოფელო ჩვენო მაცხოვარ, დიდება შენდა.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა. ქველისმოქმედებათა შენთა და ნიჭთა უსასყიდლოდ ღირს-ქმნილნი უხმარნი მონანი შენნი მეუფეო, გულს-მოდგინედ შენდა მომართ მოვივლტვით, და მადლობასა ძალისაებრ შევსწირავთ, და შენ ვითარცა კეთილისმყოფელსა და შემოქმედსა დიდებით გიღაღადებთ: დიდება შენდა ღმერთო ყოვლად მოწყალე. აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ღმრთისმშობელო, ქრისტიანეთა შემწეო, მომპოვებელნი შენისა შუამდგომელობისანი მადლიერებით გიღაღადებთ: გიხაროდენ, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, ლოცვითა შენითა მარადის გჳჴსენ ჩუენ ჭირთაგან, მხოლოო მსწრაფლშუამდგომელო. წყარო: https://yadi.sk/i/SF_XUFQCM_fAyw | |
| |
ნანახია: 114 | | |
სულ კომენტარები: 0 | |