ლოცვა ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისა მიმართ თქმული გერმანოს კონსტანტინეპოლელ პატრიარქისა


„უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი"

ლოცვა ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისა მიმართ თქმული გერმანოს კონსტანტინეპოლელ პატრიარქისა

დიდებულო დედუფალო ღვთისმშობელო, სასოებაო ცხოვრებისა ჩემისაო, შეისმინე ვედრებისა ჩემისა და შეიწყალენ სულთქმანი ჩემნი. და შეიწყნარენ გოდებანი ჩემნი და მოწყალე მექმენ. ლმობიერქმნილი ცრემლთა ჩემთათჳს სახიერ იქმენ ჩემ ზედა ვითარცა დედა კაცთმოყუარისა მეუფისა, მოიხილე ჩემ ზედა და მოჰხედენ ვედრებასა ჩემსა, წყურიელი ესე გონებაი ჩემი განაგრილე, და შეჰმრთე საუკუნითგან სათნოთა ისა შენისათა, ქუეყანასა მას მშჳდთასა სოყოფელსა მართალთასა და კრებულსა თანა წმიდათასა, და ღირსმყავ მე სასოო ყოველთაო და სიხარულო, ბრწყინუალეო ნათელო, მათ თანავე სიხარულსა. გევედრები შენ კურთხეულო სიხარულსა მას ჭეშმარიტად გამოუთქმელსა შენგან-შობილისა ღვთისა და მეუფისასა. და სასძლოსა მას მისსა ყოვლადსაწადელსა და საშუებელსა მას მისსა მოუკლებელსა, და გამუძღომელსა და დაუღამებელსა მას ნათელსა და დაულევნელსა სუფევასა. ჰოი, დედუფალო ღვთისმშობელო, ჰოი, შესავედრებელო ჩემო, შემწეო ჩემო და ცხოვრებაო საჭურველო და სიქადულო, სასოებაო და ძალო ჩემო, ღირს მყავ მე მათ თანა შუებად ძისა შენისა მიუთხრობელთა მათ და აურაცხელთა ნიჭთაგან სავანეთა მათ შინა ზეცისათა. რამეთუ უწყი ვითარმედ გაქუს შეწევნა უკეთუ ოდენ ინებო, და შემძლებელ ხარ ყოველსავე ვითარცა დედა მაღლისა. ამისთჳს ვიკადრებ და გევედრები შენ, ნუმცა დაკლებულვიქმნები სასოებისაგან ჩემისა, ყოვლადწმიდაო დედუფალო. არამედ ღირს მყავ მე მიმთხუევად ამისსა სძალო ღვთისაო, რომელმან სასოება იგი ყოველთა უზესთაეს სიტყჳსა ჰშევ. უფალი ჩვენი იესუ ქრისტე ჭეშმარიტი იგი ღმერთი და  მეუფეი. რომლისა არს დიდება თანა მამით და სულით-წმიდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

კატეგორია: ლოცვანი | დაამატა: vasoelis (05.01.2008)
ნანახია: 112 | ტეგები: ლოცვა ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისა | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0