„უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი" | |
ლოცვა, მუხლმოდრეკით სათქმელი წმიდა სამების მიმართჰოჲ, ყოვლადწმიდაო სამებაო, ერთარსებაო მიუწვდომელო ძლიერებაო, მამაო ყოვლისა მპყრობელო, ძეო მხოლოდშობილო და წმიდაო სულო, ერთო ღმერთო, რომელი ყოვლისა ხილულისა და უხილავისა შემოქმედი ხარ და უფალი; რომელსა ძლიერებით გიპყრიან ყოველნი კიდენი სამყაროსანი და განაგებ სიბრძნითა; რომლისა წინაშე ძრწიან ყოველი არსი და ქმნული, სტიქიონი და სულდგმული, მყოფნი ცათა შინა, ქუჱყანასა ზედა ქუჱსკნელისანი; რომლისა ძლიერებისა თანა სიყვარული არს გამოუთქმელი, უფსკრულ-სიღრმე და განუსაზღვრელი; რომელმან სიყვარულისა ამის ძლით შეჰქმენ პირველი კაცი ხატად და მსგავსად მისა, ხოლო შეცოდებითა მისითა დაცემული არა სრულიად მოიძაგე იგი, ინებე რა კუალად ცხორება ჩუჱნი მხოლოდ შობილისა ძისა შენისა მოვლინებითა და შემწირველმან მისმან ცოდვათა ჩუჱნთა აღსახოცელად ჯუარსა ზედა გაკვრითა და საშინელითა სიკუდილითა მისითა; რომელმან სული შენი წმიდა გარდამოუვლინე წმიდათა მოწაფეთა და მოციქულთა ქრისტესთა და განაბრძვნენ იგინი და მათ მიერ სახარებაჲ ქრისტესი ყოველსა სოფელსა ექადაგა; რომელმან დიდითა კაცთმოყვარებითა შენითა პირველსა მას საუკუნესა მოიხსენე ერიცა ჩუჱნი ქართუჱლთაჲ, დედისა ღმრთისა წილხვდომილად ჰყავ იგი და წმიდათა მიერ მოციქულთა ანდრია პირველწოდებულისა, სჳმონ კანანელისა და მატათასითა შრომითა და მოღუაწებითა მოიმუშაკე იგი; რომელმან კერპოვნებითისა სიბნელითა მიმრუმებულსა დედისა ღმრთისა წილხვდომილსა ერსა ჩუჱნსა კვალად მოუვლინე სულითა წმიდითა განბრძნობილი და აღჭურვილი წმიდა ქალწული, დედაჲ ნინო და განანათლე იგი სარწმუნოებითა ჭეშმარიტითა; რომელი მართლმსაჯულობითა შენითა მოაწევ სამართლად რისხვასა ცოდუათა გამო ჩუჱნთა და შეგჳწყალებ სულგრძელებითა, შენ შეგივრდებით და გევედრებით სახიერო უფალო, გარდამოიხილე ზეცით და იხილე და მოხედე ვენახსა ამას, – სამკვიდრებელსა ქართუჱლთასა და მკვიდრსა მას ზედა ერსა ჩუჱნსა, მრავალგზის კუეთებულსა და შეჭირვებულსა მძლავრებისაგან ბოროტისათა, და განამტკიცე იგი. დაიცევ, უფალო, წმიდა ეკლესიაჲ ჩუჱნი და ყოველნი შვილნი მისნი. მოიხსენე, უფალო, უნეტარესი და უწმიდესი მამათმთავარი ჩუჱნი ილია, კათოლიკოსი მცხეთისა და პატრიარქი ყოვლისა საქართუჱლოჲსი; ყოვლადსამღუდელონი მღუდელმთავარნი და უფალი ჩუჱნი... (აქა მოიხსენონ ადგილობრივი მღვდელმთავარი); პატიოსანნი მღვდელნი და დიაკონნი, ბერნი და მონოზონნი; დღითი-დღე განაბრძვნენ იგინი, უფალო, მადლითა სულისა წმიდისათა და ლოცვითა და მოღუაწებითა მათითა კეთილად წარუმართე სლუაჲ ერსა ჩუჱნსა გზასა ზედა ცხონებისასა. სასოებად ჩემდა მამა, შესავედრებელად ჩემდა ძე, მფარველ ჩემდა სული წმიდა სამებაო წმიდაო, დიდება შენდა. ჰოჲ, უფალო ჩუჱნო იესო ქრისტე, რომელმან გვასწავე მიღებად ყოველივესი, რაიცა ვითხოვოთ მამისაგან შენისა ზეცათასა სახელითა შენითა. აჰა, უცთომელად მიმნდობელნი სიტყუათა შენთა, ვითხოვთ ღმრთისაგან ყოვლისა მპყრობელისა და მომნიჭებელისა ყოვლისა კეთილისა, რათა სწავლებისაებრ წმიდისა მოციქულისა სიტკბოებამან ღმრთისამან სინანულად მიგვიყვანოს ჩუჱნ, რომელნი სიფიცხლითა ამით ჩუჱნითა და შეუნანებელითა გულითა ვინუჯებთ თავისა ჩუჱნისა რისხუასა დღესა მას რისხჳსა და გამოჩინებისა მართლმსაჯულებისა ღმრთისასა. გვიხსენ, უფალო, რწმენისაგან არაცხოველისა და ნელტფილისა, მოაქციენ გულნი ჩუჱნნი ამაოთაგან საქმეთა და სიყვარულისაგან შვებათა წუთიერისა და მსწრაფლწარმავალისა ამის სოფლისათა და აღგვიხილენ თვალნი ჩუჱნნი ხედვად წარუვალისა სოფლისა დიდებისათა და გონებანი ჩუჱნნი კეთილად განსჯად საქმეთა სულისა ჩუჱნისა სარგებელისათა; აღანთე ლამპარი გულსა შინა ჩუჱნსა შენდამი სიყვარულისა და მოგუაქციენ ყოვლისაგან გზისა უკეთურისა, რათა ჩუჱნ, ცოდვისაგან დაცემულნი მონანი და მჴევალნი შენნი, გარნა შენითა შეწევნითა აღმართულნი და მმადლობელნი შენნი გიგალობდეთ შენ, გაკურთხევდეთ შენ, გადიდებდეთ შენ და გევედრებოდეთ: წმიდა ხარ, წმიდა ხარ, წმიდა ხარ შენ, ღმერთო ჩუჱნო, შეგჳწყალენ ჩუჱნ დიდითა წყალობითა შენითა. ამინ. იქმენ გამორჩეულ ღმრთისა მიერ წმიდისა სამებისა და ჰბრწყინავ წინაშე მისა, დედუფალო მარიამ, დედაო უფლისა ჩუჱნისა იესო ქრისტესო, და გაქუს კადნიერებაჲ ძისა მიმართ შენისა, მას ევედრე, რათა გუაცხოვნოს ჩუჱნ თანა მამით და სულით წმიდითურთ, უკუნისამდე, ამინ. | |
| |
ნანახია: 113 | | |
სულ კომენტარები: 0 | |