ლოცვა მფარველი ანგელოზისადმი


„უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი"

ლოცვა მფარველი ანგელოზისადმი

ლოცვა მფარველი ანგელოზისადმი

ჰოჲ წმიდაო ანგელოზო, სახიერო მცველო და მფარველო ჩემო! შემუსრვილითა გულითა და სალმობიერითა სულითა წარდგომილ ვარ წინაშე შენსა მვედრებელი ესრეთ: შეისმინე ჩემ ცოდვილისაჲ (სახელი), ფიცხელითა გლოვითა და მწარითა ტირილითა მღაღადებელისაჲ; ნუ მოიჴსენებ უსჯულოებათა და უსამართლოებათა ჩემთა, რომლითაცა განგარისხებ შენ მე, უბადრუკი ესე, ვიდრე ამად დღედმდე და ჟამადმდეცა, და საძაგელ-ვჰყოფ თავსა ჩემსა წინაშე შემოქმედისა ჩუენისა უფლისა; წარმომიჩნდი მე მოწყალედ და ნუ განმეშორები ბილწსა ამას ვიდრე აღსასრულადმდე ჩემდა. განმაღვიძე მე ცოდვითისა ძილისაგან და შემეწიე ლოცვითა შენითა, რაჲთა უმანკოებითა განვვლნე შემდგომნი ჟამნი ცხორებისა ჩემისანი და ვქმნა ნაყოფი, ღირსი სინანულისაჲ, ხოლო უფროჲსღა დამიცევ მე სასიკუდინეთა ცოდვათა შინა დაცემისაგან, რაჲთა არა წარვწყმდე სასოწარკუეთილებასა შინა, და ნუ უხაროდის მტერსა ჩემსა წარწყმედაჲ ჩემი. უწყი ჭეშმარიტად და ბაგითაცა აღვიარებ, რამეთუ არავინ მივის მე ეგრეთ მეგობარი და შემწე, მცველი და თანამბრძოლი, ვითარცა შენ, წმიდაო ანგელოზო, რომელი წარდგომილ ხარ წინაშე საყდარსა უფლისასა და ლოცულობ ჩემ, უჴმარისა და უმეტესად ყოველთა ცოდვილისათჳს, რაჲთა არა განაგდოს სული ჩემი ყოვლადსახიერმან დღესა სიკუდილისა ჩემისასა და საყოველთაოჲსა სამსჯავროჲსასა. ნუ დასცხრები ლმობიერყოფად ყოვლადმოწყალისა უფლისა და ღმრთისა ჩემისა, რაჲთა მომიტევნეს მან შეცოდებანი ჩემნი, რომელნიცა ვქმენ ყოველთა დღეთა ცხორებისა ჩემისათა საქმით და სიტყჳთ და ყოვლითა გრძნობითა ჩემითა, და მაცხოვნოს განგებულებითა მით, რომელიცა თჳთ უწყის: უტე, დამსაჯოს მე აქა თჳსითა გამოუთქუმელითა წყალობითა, გარნაღა ნუ მამხილებს და ნუ მიმჴდის პასუხსა მუნ თჳსითა თუალუხვავითა მართლმსაჯულებითა; და ღირს-მყოს მე სინანულისა შეწირვად და სინანულითვე ღმრთეებრივისა ზიარებისა ღირსებით მიღებად, რომლისათჳსცა უმეტესად გევედრები, და ესევითარსა მას მადლსა სრულიად გულითად მსურვებელ ვარ. ხოლო საშინელსა ჟამსა სიკუდილისასა ნუ განმეშორები, სახიერო მფარველო ჩემო, იყავ განმდევნელ ბნელთა მათ ეშმაკთა, მეძიებელთა შეშინებად განკრთომილისა სულისა ჩემისა: დამიცევ მე მათმიერითა მონადირებათაგან, ოდეს მეგულვოდის განსლვაჲ ჰაერთა მათ მცველთა საზუერეთაჲ, რაჲთა შენ მიერ დაცვული უჭირველად მივიწიო სანუკველსა მას ჩემდა სამოთხესა, სადაცა წმიდათანი და ზეციერთა ძალთანი დაუცხრომელად აქებენ ყოვლადპატიოსანსა და დიდადშუენიერსა სახელსა სამგუამოვნებით დიდებულისა ღმრთისა, მამისა და ძისა და წმიდისა სულისასა, რომელსა შუენის პატივი და თაყუანისცემაჲ უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

ანგელოზო ღმრთისაო, მფარველო ჩემო წმიდაო, დაცვად ჩემდა ღმრთისა მიერ ზეცით მოძებულო! გულსმოდგინედ გევედრები შენ: განმანათლე მე და დამიცევ ყოვლისაგან ბოროტისა, მიძეღუ კეთილსა საქმისა მიმართ და წარმმართე მე გზასა ზედა ცხონებისასა. ამინ.

 

კატეგორია: ლოცვანი | დაამატა: vasoelis (05.01.2008)
ნანახია: 97 | ტეგები: ლოცვა მფარველი ანგელოზისადმი | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0