ლოცვა მოძულეთა და მაჭირვებელთა ჩუენთათვის
„უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი" | |
ლოცვა მოძულეთა და მაჭირვებელთა ჩუენთათვის
ტროპარი: გამწირველთა შენთათვის იღაღადე კეთილსულოვნად, უფალო, მონათა შენთა მტერთათვის ლოცვაი უბოძე, მოძულეთა და მაჭირვებელთა ჩუენთა შეუნდევ, ყოველგვარ ბოროტებისა და მზაკუვარებისაგან მოაქციე ძმათმოყვარეობისა და კეთილისმყოფობისაკენ და მიეც მათ საცხოვნებელი თხოვაი მათი და ცხოვრება საუკუნოი, რაითა ერთობით გადიდებდეთ შენ, მხოლოო კურთხეულო.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
კონდაკი: ვითარცა პირველმოწამე შენი უფალო, სტეფანეი, მკვლელთა თვისთათვის გევედრებოდა, ასევე ჩვენც შევრდომილნი გევედრებით, ყოველთა მაჭირვებელთა და მოძულეთა ჩუენთა შეუნდევ, და დაიხსენ წარწყმედისაგან ყოველნი, კურთხევითა შენითა, ღმერთო ყოველადმოწყალეო.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ. | |
| |
ნანახია: 97 | | |
სულ კომენტარები: 0 | |