„უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი" | |
4 (17) დეკემბერს მართლმადიდებლური სამყარო დიდმოწამე ბარბარეს ხსენების დღეს აღნიშნავს წმინდანის შესახებ შემდეგი ისტორიული ცნობები მოიპოვება:: დიდმოწამე ბარბარე III საუკუნის ბოლოსა და IV საუკუნის დასაწყისში ცხოვრობდა. მამამისი დიდგვაროვანი წარმართი იყო, რომელსაც სახელად დიოსკორე. მამამ ერთ ულამაზეს ბაღში შვილისათვის საგანგებოდ ააშენა მაღალი კოშკი, სადაც წმიდა ბარბარე უცხო ხალხისაგან მოშორებით იზრდებოდა. ღვთის განგებით, ბარბარემ გაიცნო ქრისტიანი თანატოლები და მათგან ჭეშმარიტი ღმერთის შესახებ შეიტყო. წმიდა ბარბარემ აღიარა იესო ქრისტე და მამისაგან ფარულად მოინათლა. როდესაც დიოსკორემ შვილის გაქრისტიანება გაიგო, ისე განრისხდა, რომ მამობრივი სიყვარული სულ გადაავიწყდა და შვილი მოსაკლავად გაიმეტა - მან საკუთარი ხელით მოჰკვეთა თავი ერთადერთ შვილს. დიოსკორე და ქალაქის მმართველი იმავე დღეს დაისაჯნენ ამ საშინელი საქციელისათვის. ამჟამად დიდმოწამე ბარბარეს წმიდა ნაწილები კიევში, ვლადიმერის სახელობის საკათედრო ტაძარშია დასვენებული. წმიდა ბარბარე ბავშვების მფარველად ითვლება. მას ევედრებიან ყრმათა განკურნებას, ასევე შვილიერებას და მოულოდნელი, უზიარებელი სიკვდილისგან დაცვას. წმიდა დიდმოწამე ქალწულის, ბარბარეს ხსენების დღეს ლობიანებს აცხობენ. “ქრისტიანობისთვის დღესასწაულებთან დაკავშირებით რიტუალურად რაიმე სახის საზრდოს მომზადება, შეწირვა უცხოა. იშვიათი გამონაკლისი ძველი მსოფლიოს თვალთახედვიდან გამომდინარე, სიმბოლური დატვირთვით გვხვდება: პური, ღვინო, თევზი და წითელი კვერცხი. საზრდოს შეწირვა წარმართული რელიგიებისთვის იყო დამახასიათებელი. კორნელი კეკელიძის, ივანე ჯავახიშვილის ნაშრომებში გვხვდება ღვთაება ბარბალე, რომლის თაყვანისცემა სწორედ დეკემბრის თვეს ემთხვევა, თან ეს ღვთაება მდედრობითი სქესისაა. ბარბარე - ბორბთან, ბორბალთან, მრგვალ ფორმასთან, მზესთან იგივდებოდა (ასეთი თქმულებაც არსებობს), მას საქართველოს ყველა კუთხეში განადიდებდნენ. ბედის მფარველ ღვთაებად მიიჩნევდნენ. როგორი გუნებითაც შეხვდებოდა კაცი ბარბალეს დღესასწაულს, მთელი წლის განმავლობაში მსგავსი ხასიათი დაჰყვებოდა. ისტორიკოს სერგი მაკალათიას თქმით: ბარბალეს მზესა და ბედს ერთად ურწყავდნენ. სვანებში - ბარბლაში, ზანები ბარბოლის უწოდებდნენ. ბარბალეს ბომონს მიართმევდნენ მსხვერპლს (ქრისტიანებს მკაცრად ეკრძალებათ ნაკერპალის მიღება, ვინაიდან თანამოზიარე ხდებოდა ავტომატურად იმ რიტუალისა), მის სახელზე ცხვებოდა კვერები, ბასილიკები, ხოლო მეთექვსმეტე საუკუნიდან ლობიანები.
- სასურველია, მთელი ოჯახი დილიდან ემზადებოდეს ლოცვისთვის, ეზიარონ და ამით გამოხატონ ღრმა თაყვანისცემა წმინდა ბარბარესადმი. წმინდა ბარბარეს ცხოვრებაში ვკითხულობთ: "ბარბარე თავის განუზომელ მეოხებას ავლენს მათზე, ვინც მისი სახელით შეევედრება უფალს, ქართულ წარმართულ პანთეონში აქტიური ადგილი ეკავა მზის ღვთაებას და მის დედას აისს–ბარბალეს. მათდამი პატივსაცემად დღესასწაულზე აცხობდნენ მზის დიკოს ფორმის ღვეზელებს. ღვთაების მდედრობითი სქესისა და სახელთა დიდი მსგავსების გამო, რიგითი მორწმუნეების გარკვეულ ნაწილში მოხდა ორი სუბიექტის გაიგივება–აღრევა. ხაზგასმით ვამბობ, ეს არ არის საეკლესიო სწავლება. მან ნელ-ნელა ხალხში გავრცელება ჰპოვა. ეს მხოლოდ საქართველოში მოხდა. ამგვარი რენესანსები გაუთვითცნობიერების ნაყოფი იყო. წარმართობის გაღვიძება სულიერი და კულტურული ჩავარდნის ეპოქაში ხდებოდა. გაიგივების გამო წმიდა ქალწულმოწამე ბარბარეს დღესასწაულზე აცხობდნენ ბარბალესადმი მიძღვნილ ღვეზელებს.
- ვისი მფარველია წმინდა ბარბარე და რა უნდა ვევედროთ მას? - წმინდა მამები ყურადღებას ამახვილებენ სასწაულებზე, რომელიც წმინდა ბარბარემ უხილავად აღასრულა საუკუნეების მანძილზე. უამრავ უშვილო ოჯახს მისი მეოხებით მიებოძა შვილი, ასევე განსაცდელისგან იხსნა ქალ- ვაჟები, ყრმები. ნათქვამია, რომ წმინდა ბარბარე უდიდესი მეოხია იმ ოჯახებზე, ვინც სასოებს მის სიწმინდეს, მსგავსად აბრაამ მამამთავრისა, რომელსაც უფალმა ზღვის ქვიშის სახისაებრ აღუთქვა გამრავლება, ასევე აღუთქვამს წმინდა ბარბარეს მეოხებით იმ ოჯახებს, რომელნიც უხმობენ მას. თქვენ გახსოვთ, "მომავალი წლის ამ დროს გეყოლებათ ვაჟი", წლიდან- წლამდე უნდა შევსთხოვოთ წმინდა ბარბარეს, უფალმა მისი მეოხებით შვილიერი საშო მიჰმადლოს ბერწ ქალბატონებს. ამდენად, წმინდა ბარბარე ოჯახისა და ბავშვების მფარველად გვევლინება. წმინდა ბარბარე საქართველოში განდიდებულია, მას უდიდეს პატივს მიაგებენ, დაე, მისი მეოხება ნუ მოაკლოს უფალმა ჩვენს ერს!
| |
| |
ნანახია: 2 | | |
სულ კომენტარები: 0 | |