„უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი" | |
მრწამსი - სარწმუნოების სიმბოლო პირველი მუხლი მრწამს ერთი ღმერთი, მამა, ყოვლისა მპყრობელი, შემოქმედი ცათა და ქუეყანისა, ხილულთა ყოველთა და არა ხილულთა. ღმერთი არის მარადიული სული, ყოვლადკეთილი, ყოვლისმცოდნე, ყოვლადმართალი, ყოვლადძლიერი, ყოველგან მყოფი, უცვალებელი, ყოვლად ნეტარი. ყოვლადწმიდა წამების სახენი განირჩევიან იმით, რომ მამა ღმერთი არც იშობა და არც გამოდის სხვა პირისაგან; ძე ღმრთისა იშობა მამა ღმერთისაგან; სულისწმიდა გამოდის მამა ღმერთისაგან. ღმერთს ვუწოდებთ ყოვლისმპყრობელსა და შემოქმედს, რადგან მან შექმნა ცა და ქვეყანა, ყოველივე ხილული და უხილავი და მას ემორჩილება ყოველივე, რაც კი არის. უხილავში იგულისხმებიან ანგელოზები, რომელთაც მინიჭებული აქვთ გონება, ნება და ძალა. სიტყვა ანგელოზი ნიშნავს მაუწყებელს, მოამბეს. ასე მათ იმიტომ ეწოდებათ, რომ ღმერთი აგზანვის მათ თავისი ნების მაუწყებლად. ნათლისღების დროს ღმერთი ყოველ ქრისტიანს უგზავნის მფარველ ანგელოზს, რომ დაიფაროს მისი სული და ხორცი ყოველგვარი ბოროტებისა და ეშნაკისაგან. ეშმაკი ცოდვილი და ღმრთისაგან შერისხული ანგელოზია, რომელსაც შურს კაცის და ცდილობს აცდუნოს და ჩაადენინოს ცოდვა. ეშმაკისაგან და ყოველივე ბოროტისაგან თავი უნდა დავიცვათ ქრისტე ღმერთის სახელის სხენებით, ლოცვითა და მარხვით. ღმრთის განგება არის ღმერთის მოქმედება, რომლითაც ის იფარავს ქმნილებათა მყოფობას. ყოველ კეთილ საქმეს ჩადის, ხოლო ბოროტს სპობს, ან ასწორებს და მიმართავს კეთილი შედეგისაკენ. მეორე მუხლი და ერთი უფალი იესუ ქრისტე, ძე ღმრთისა მხოლოდშობილი, მამისაგან შობილი უწინარეს ყოველთა საუკუნეთა. ნათელი ნათლისაგან, ღმერთი ჭეშმარიტი ღვთისაგან ჭეშმარიტისა, შობილი და არა ქმნილი, ერთარსი მამისა, რომლისაგან ყოველი შეიქმნა. „ნათელი ნათლისაგან, ღმერთი ჭეშმარიტი ღმრთისაგან ჭეშმარიტისა შობილი და არა ქმნილი" ნიშნავს იმას, რომ იესო ქრისტე არის ნათელი, და შობილია ასევე ნათლისაგან, რომ ის არის ჭეშმარიტი ღმერთი და შობილია ასევე ჭეშმარიტი ღმერთისაგან. იგი არის შობილი მამა ღმერთისაგან და შექმნილი, როგორც სხვა ქმნილებები. ამასთან, თანაარსია მამისა, ანუ აქვს ერთიდაიგივე არსება მამა ღმერთთან. „რომლისაგან ყოველი შეიქმნა" ნიშნავს იმას, რომ ძე ღმერთისაგან შექმნილია ყოველივე ისევე, როგორც მამა ღმერთისაგან, ე.ი. ის არის ისეთივე შემოქმედი, როგორიცაა მამა ღმერთი. მესამე მუხლი რომელი ჩუენთვის, კაცთათვის და ჩუენისა ცხოვრებისათვის გარდამოხდა ზეცით, და ხორცნი შეისხნა სულისაგან წმიდისა და მარიამისაგან ქალწულისა, და განკაცნა. სიტყვები - „და ხორცნი შეისხნა სულისაგან წმიდისა და მარიამისაგან ქალწულისა, და განკაცნა" ნიშნავს, რომ ძე ღმრთისამ მარიამ ქალწულისაგან სულიწმიდის გადმოსვლით მიიღო კაცის სხეული. ღმრთის განკაცება ნიშნავს იმას, რომ იგი შეიქმნა სრული კაცი, მიიღო არა მარტო კაცის სხეული, არამედ კაცის სულიც. ეკლესია ყოვლადწმიდა ქალწულ მარიამს უწოდებს ღმრთისმშობელს და, როგორც ღმრთის დედას, ქერაბინებსა და სერაბინებზე მეტ პატივს სცემს. მეოთხე მუხლი და ჯუარს ეცვა ჩუენთვის პონტოელისა პილატესზე და ივნო, და დაეფლა. ქრისტე ჯვარს ეცვა ჩვენთვის პონტოელი პილატეს დროს, რომელიც იყო იუდეის რომაელი მმართველი. სიტყვები - „ივნო და დაეფლა" ნიშნავს, რომ მან დაითმინა წამება, მოკვდა ჯვარზე და დაასაფლავეს. მეხუთე მუხლი და აღსდგა მესამესა დღესა მსგავსად წერილისა. მეექვსე მუხლი და ამაღლდა ზეცად, და მჯდომარე არს მარჯვენით მამისა. ამაღლების შემდეგ ის დაჯდა მამა ღმერთის მარჯვენით, ე.ი. მას აქვს ისეთივე ძალა, დიდება და პატივი, როგორც მამა ღმერთს. მეშვიდე მუხლი და კუალად მომავალ-არს დიდებით, განსჯად ცხოველთა და მკუდართა, რომლისა სუფევისა არა არს დასასრულ. არავინ იცის, როდის მოვა ქრისტე განსასჯელად. ამიტომ ისე უნდა ვიცხოვროთ, რომ ყოველთვის მზად ვიყოთ მისი მოსვლისთვის. საყოველთაო განსჯის შემდგომ დადგება ქრისტეს სასუფეველი, რომელსაც არ ექნება დასასრული. მერვე მუხლი და სული წმიდა, უფალი და ცხოველს-მყოფელი, რომელი მამისაგან გამოვალს, მამისა თანა და ძისა თანა თაყუანის-იცემების და იდიდების, რომელი იტყოდა წინასწარმეტყველთა მიერ.
მრწამსი ბერძნულად
| |
| |
ნანახია: 97 | | |
სულ კომენტარები: 0 | |