ქართული საეკლესიო გალობა, ტომი III (აღმოსავლეთის სკოლა: ქართლ - კახური კილო)


„უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი"

ქართული საეკლესიო გალობა, ტომი III (აღმოსავლეთის სკოლა: ქართლ - კახური კილო)

ტომი III, გამოცემა II

აღმოსავლეთის სკოლა

(ქართლ - კახური კილო)

მწუხრი - ცისკარი - წირვა

გადმოცემული ძმები კარბელაშვილების და ანდრია ბენაშვილის მიერ

      ქართული საეკლესიო გალობის III ტომი წარმოადგენს ძველი ქართული პროფესიული მუსიკის ნიმუშების - ღამისთევის ლოცვისა და ლიტურგიის - საეკლესიო საგალობლების კრებულს. მასში შესულია აღმოსავლეთ საქართველოს სამგალობლო სკოლის, ე.წ. კარბელაანთ კილოს 239 საგალობელი, რომლებიც საღმრთისმსახურო წიგნების მიხედვით ტიპიკონურადაა გამართული. ეს არის საუკუნეთა მანძილზე ნევმირებული, უმეტესად კი ზეპირი ტრადიციით გადმოცემული და XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე ნოტებზე გადაღებული უძველესი საგალობლების მუსიკალური რედაქტირების პირველი ცდა, რომელიც განხორციელებულია ანჩისხატის ტაძრის გუნდის სამგალობლო პრაქტიკის გათვალისწინებით.

      კრებულის ხელმეორედ გამოცემა განაპირობა მასზე მგალობლებისა და მორწმუნე მრევლის დიდმა მოთხოვნილებამ. იგი განკუთვნილია მართლმადიდებლური ტაძრის გუნდებისა და სპეციალისტთა წრეებისათვის.

      წიგნი გამოდის შესწორებული სახით.

 

  • კრებული შეადგინა და გამოსაცემად მოამზადა: მალხაზ ერქვანიძემ
  • საგამომცემლო ჯგუფი დიდ მადლობას უხდის ბატონ გოგა უკლებას გამოცემის ფინანსური მხარდაჭერისათვის და დეკანოზ მიქაელს (წულუკიძე) თანადგომისათვის.

 

გადმოწერა (10.3 MB)

 

კატეგორია: გალობა | დაამატა: vasoelis (02.01.2017)
ნანახია: 100 | ტეგები: ტომი III (აღმოსავლეთის სკოლა: ქართლ, ქართული საეკლესიო გალობა | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
avatar