დაუჯდომელი გალობაი ყოვლადწმიდისა ღვთისმშობლისაი


„უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი"

დაუჯდომელი გალობაი ყოვლადწმიდისა ღვთისმშობლისაი

დაუჯდომელი გალობაი ყოვლადწმიდისა ღვთისმშობლისაი

დაუჯდომელი გალობაი ყოვლადწმიდისა ღვთისმშობლისაი

დაუჯდომელი გალობაი ყოვლადწმიდისა ღვთისმშობლისაი

დაუჯდომელი გალობაი ყოვლადწმიდისა ღვთისმშობლისაი

დაუჯდომელი გალობაი ყოვლადწმიდისა ღვთისმშობლისაი

დაუჯდომელი გალობაი ყოვლადწმიდისა ღვთისმშობლისაი

დაუჯდომელი გალობაი ყოვლადწმიდისა ღვთისმშობლისაი

დაუჯდომელი გალობაი ყოვლადწმიდისა ღვთისმშობლისაი

დაუჯდომელი გალობაი ყოვლადწმიდისა ღვთისმშობლისაი

დაუჯდომელი გალობაი ყოვლადწმიდისა ღვთისმშობლისაი

დაუჯდომელი გალობაი ყოვლადწმიდისა ღვთისმშობლისაი

დაუჯდომელი გალობაი ყოვლადწმიდისა ღვთისმშობლისაი

დაუჯდომელი გალობაი ყოვლადწმიდისა ღვთისმშობლისაი

დაუჯდომელი გალობაი ყოვლადწმიდისა ღვთისმშობლისაი

დაუჯდომელი გალობაი ყოვლადწმიდისა ღვთისმშობლისაი

იკოსნი და კონდაკნი ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობელისანი, რომელსა დაუჯდომელი ეწოდების, ხოლო ბერძნულად – აკათისტო (Ακάθιστος Ύμνος)


ლოცვითა წმიდათა მამათა ჩუენთაჲთა, უფალო იესუ ქრისტე ღმერთო ჩუენო, შეგჳწყალენ და გუაცხოვნენ ჩუენ. ამინ.


ტროპარი:
ბრძანებული საიდუმლოჲ მიიღო გონიერად, და მეყსეულად კარვად იოსებისა მოიწია უჴორცოჲ, და ეტყოდა უქორწინებელსა: რომელმან სიმდაბლით ცანი მოსდრიკნა, ყოვლითურთ უცვალებელად შენ შორის დატევნილ იქმნების, რომელსა ვხედავ მუცელსა შენსა მონისა ხატითა, განვცჳფრდები და გიღაღადებ:
გიხაროდენ, სძალო უსძლოო.


კონდაკი 1
ზეშთამბრძოლისა ჩემისათჳს და მოღუაწისა უძლეველისა, ვითარცა შენ მიერ ჴსნილნი განსაცდელთაგან, სამადლობელსა აღვწერთ, ღმრთისმშობელო ქალწულო, შენდა მომართ მონანი შენნი, არამედ ვითარცა გაქუს ძლიერებაჲ უბრძოლველი, ყოველთაგან ვნებათა განმათავისუფლენ ჩუენ, რაჲთა გიგალობდეთ შენ, კურთხეულო:
გიხაროდენ, სძალო უსძლოო.

 

იკოსი 1
ანგელოზი წინამდგომი ზეცით მოივლინა რქუმად ღმრთისმშობელისად „გიხაროდენი“
ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო გუაცხოვნენ ჩუენ.
ანგელოზი წინამდგომი ზეცით მოივლინა რქუმად ღმრთისმშობელისად „გიხაროდენი“
ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო გუაცხოვნენ ჩუენ.
ანგელოზი წინამდგომი ზეცით მოივლინა რქუმად ღმრთისმშობელისად „გიხაროდენი“
ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო გუაცხოვნენ ჩუენ.
და უსხეულოჲთა სიტყჳთა, – სხეულევანქმნილისა, შენი, მხილველი, უფალო, განკჳრდა და დგა, – მჴმობელი ესევითართა:
გიხაროდენ, რომლისა მიერ სიხარული გამობრწყინდების;
გიხაროდენ, რომლისა მიერ წყევაჲ მოიკლდების.
გიხაროდენ, დაცემულისა ადამის აღმოწოდებაო;
გიხაროდენ, ცრემლთა ევაჲსთა ჴსნაო.
გიხაროდენ, სიმაღლეო ძლითაღსავალო კაცობრივთა გულისსიტყუათაო;
გიხაროდენ, სიღრმეო ძლითსახილველო ანგელოზთაცა თუალებისაო.
გიხაროდენ, რამეთუ ხარ საყდარ მეუფისა;
გიხაროდენ, რამეთუ ჰმტჳრთველობ ყოველთა მტჳრთველსა.
გიხაროდენ, ვარსკულავო, მომფენელო მზისაო;
გიხაროდენ, წიაღო საღმრთოჲსა განჴორციელებისაო.
გიხაროდენ, რომლისა მიერ განახლდების დაბადებული;
გიხაროდენ, რომლისა მიერ ჩჩჳლ-იქმნების დამბადებელი.
გიხაროდენ, სძალო უსძლოო.

 

კონდაკი 2
მხედველი წმიდაჲ თავისა თჳსისა უბიწოებით, ეტყოდა გაბრიელს კადნიერებით: საკჳრველებაჲ ჴმისა შენისაჲ ძნიად მისათუალველ უჩნს სულსა ჩემსა, რამეთუ უთესლოჲსა მიდგომილებისა შობასა ვითარ იტყჳ, მჴმობელი: ალილუჲა.

 

იკოსნი 2
ცნობისა უცნაურისა ცნობასა მეძიებელმან ქალწულმან ჴმა-ყო მსახურისა მიმართ: „წიაღთაგან უბიწოთა ძისა ვითარ არს შობაჲ შესაძრწუნებელი, მითხარ მე“, რომლისა მიმართ იტყოდა იგი შიშით, გარნა მჴმობელი ესრეთ:
გიხაროდენ, მესაიდუმლეო განზრახვისა გამოუთქუმელისაო;
გიხაროდენ, დუმილისა მოქენეთა სარწმუნოებაო.
გიხაროდენ, დასაბამო ქრისტეს საკჳრველებათაო;
გიხაროდენ, თავო შჯულთა მისთაო.
გიხაროდენ, კიბეო ზეცისაო, რომლისა მიერ გარდამოჴდა ღმერთი;
გიხაროდენ, ჴიდო წიაღმყვანებელო ქუეყანისათაო ცად მიმართ.
გიხაროდენ, ანგელოზთა მრავალგანთქუმულო საკჳრველებაო;
გიხაროდენ, ეშმაკთა მრავალსაგოდებელო წყლულებაო.
გიხაროდენ, ნათლისა გამოუთქუმელისა მშობელო;
გიხაროდენ, თუ ვითარ არავისო მასწავლელო.
გიხაროდენ, ბრძენთასა ზეშთაქმნილო მეცნიერებასა;
გიხაროდენ, მორწმუნეთასა განმაბრწყინვებელო მცნობელობასა.
გიხაროდენ, სძალო უსძლოო.

 

კონდაკი 3
ძალი მაღლისაჲ აგრილობდა მაშინ მიდგომისათჳს უქორწინებელსა და კეთილნაყოფიერი საშოჲ მისი ვითარცა აგარაკი ტკბილი, აჩუენა ყოველთა მნებებელთა მოსთულებასა მაცხოვარებისასა, გალობით ესრეთ: ალილუჲა.

 

იკოსნი 3
მქონებელი ღმრთისშემწყნარებელისა საშოჲსაჲ ქალწული აღვიდა ელისაბედის მიმართ, ხოლო ჩჩჳლმან მისმან მეყსეულად აგრძნა რაჲ მოკითხვაჲ მისი, განიხარა და კრთომით, ვითარცა გალობით, ჴმობდა ღმრთისმშობელისა მიმართ:
გიხაროდენ, ვაზო მორჩისა დაუჭნობელისაო;
გიხაროდენ, ქუეყანაო უკუდავისა ნაყოფისაო.
გიხაროდენ, მუშაკისა კაცთმოყუარისა მომმუშაკებელო;
გიხაროდენ, მენერგისა ცხოვრებისა ჩუენისაჲსა აღმომაცენებელო.
გიხაროდენ, ორნატო, გამომღებელო ნაყოფსა წყალობათასა;
გიხაროდენ, ტაბლაო, მტჳრთველო უხუებასა ლხინებისასა.
გიხაროდენ, რამეთუ აღმოიმორჩებ ყუავილსა საშუებელთასა;
გიხაროდენ, რამეთუ განჰმზადებ ნავთსაყუდელსა სულთასა.
გიხაროდენ, მითუალულო მეოხებისა საკუმეველო;
გიხაროდენ, ყოვლისა სოფლისა სალხინებელო.
გიხაროდენ, ღმრთისა მოკუდავთა მომართ სათნოყოფაო;
გიხაროდენ, მოკუდავთა ღმრთისა მიმართ კადნიერებაო.
გიხაროდენ, სძალო უსძლოო.

 

კონდაკი 4
ღელვასა შინაგან მქონებელი გულისსიტყუათა იჭუეულთასა, მართალი იოსებ შეშფოთნა, რამეთუ უქორწინებელსა გხედვიდა შენ, დაფარულსა ქორწილსა აზმნობდა შენთჳს, უბიწოო, ხოლო ისწავა რაჲ მიდგომაჲ შენი სულისა მიერ წმიდისა, ჴმა-ყო: ალილუჲა.

 

იკოსნი 4
ესმა მწყემსთა ანგელოზთაჲ, მგალობელთაჲ ჴორციელსა მოსლვასა ქრისტესსა, და ვითარცა მწყემსისა მიმართ მსრბოლთა იხილეს იგი, ვითარცა კრავი უმანკოჲ, მუცელსა შინა მარიამისასა აღზრდილად, რომლისა მგალობელთა თქუეს:
გიხაროდენ, ტარიგისა და მწყემსისა დედაო;
გიხაროდენ, ქნარო სიტყჳერთა ცხოვართაო.
გიხაროდენ, უხილავთა მტერთა მაოტებელო;
გიხაროდენ, სამოთხისა ბჭეთა განმღებელო.
გიხაროდენ, რამეთუ ზეცისანი ქუეყანისათა თანა იხარებენ;
გიხაროდენ, რამეთუ ქუეყანისანი ზეცისათა თანა მწყობრობენ.
გიხაროდენ, დაუდუმებელო პირო მოციქულთაო;
გიხაროდენ, უძლეველო ახოვანებაო ღუაწლითშემოსილთაო.
გიხაროდენ, სარწმუნოებისა ხარისხო მტკიცეო;
გიხაროდენ, მადლისა საცნაურებაო ბრწყინვალეო.
გიხაროდენ, რომლისა მიერ განშიშულდა ჯოჯოხეთი;
გიხაროდენ, რომლისა მიერ შევიმოსეთ დიდებაჲ.
გიხაროდენ, სძალო უსძლოო.

 

კონდაკი 5
ღმრთივმავალისა ვარსკულავისა მხილველნი მოგუნი მისსა შეუდგეს ბრწყინვალებასა და, ვითარცა სანთლისა, მპყრობელნი მისნი მის მიერ ეძიებდეს ძლიერსა მეუფესა და, მისწუთეს რაჲ მიუწთომელსა, განიხარეს მჴმობელთა ესრეთ: ალილუჲა.

 

იკოსნი 5
იხილეს ყრმათა ქალდეველთასა** ჴელთა ზედა ქალწულისათა ჴელითა დამბადებელი კაცთაჲ, და მეუფედ მცნობელნი მისნი, – დაღაცათუ ხატი მონისაჲ მიიღო, – ისწრაფდეს ძღუნითა მსახურებად მისა და ღაღადებად კურთხეულისა:
გიხაროდენ, ვარსკულავისა დაუღამებელისა დედაო;
გიხაროდენ, ცისკარო საიდუმლოჲსა დღისაო.
გიხაროდენ, საჴუმილსა საცთურისასა დამაცხრობელო;
გიხაროდენ, სამებისა მესაიდუმლოეთა განმნათლებელო.
გიხაროდენ, მძლავრისა კაცთმოძულისა განმდევნელო მთავრობისაგან;
გიხაროდენ, უფლისა კაცთმოყუარისა, – ქრისტეს, – გამომაბრწყინვებელო.
გიხაროდენ, ბარბაროზთა შჯულისა დამჴსნელო;
გიხაროდენ, საქმეთაგან მწჳრისათა გამომჴსნელო.
გიხაროდენ, ცეცხლისა თაყუანისცემისა დამაცხრობელო;
გიხაროდენ, ალისა ვნებათაჲსა დამშრეტელო.
გიხაროდენ, მორწმუნეთათჳს სიწმიდისა მასწავლელო;
გიხაროდენ, ყოველთა ნათესავთა სიხარულო.
გიხაროდენ, სძალო უსძლოო.

 

კონდაკი 6
ქადაგ ღმერთშემოსილ ქმნილნი მოგუნი მიიქცეს ბაბილონად, სრულ-ყვეს რაჲ წინაუწყებაჲ შენი და გქადაგეს ყოველთა შორის ქრისტედ, დამტევებელთა ჰეროდესთა, ვითარცა მოკიცხულისა, არმეცნიერისათა გალობად ესრეთ: ალილუჲა.

 

იკოსნი 6
გამოიბრწყინვე რაჲ ეგჳპტეს შინა ნათელი ჭეშმარიტებისაჲ, განსდევნე ბნელი ტყუვილისაჲ, რამეთუ კერპნი მისნი, მაცხოვარ, ვერ თავსმდებელნი ძალისა შენისანი, დაეცნეს, ხოლო მათგან ჴსნილნი ჴმობდეს ღმრთისმშობელისა მიმართ:
გიხაროდენ, აღმართებაო კაცთაო;
გიხაროდენ, დაცემაო ეშმაკთაო.
გიხაროდენ, საცთურისა ცთომილებისა დამთრგუნველო;
გიხაროდენ, კერპთა ზაკულებისა მამხილებელო.
გიხაროდენ, ზღუასა საცნაურისა ფარაოჲსა დამნთქმელო;
გიხაროდენ, კლდეო, წყურიელთათჳს ცხოვრებისა მწდეველო.
გიხაროდენ, სუეტო ცეცხლისაო, წინამძღუარო ბნელისათაო;
გიხაროდენ, სოფლისა საფარველო, უვრცელესო ღრუბლისაო.
გიხაროდენ, საზრდელო, მონაცვალეო მანანაჲსაო;
გიხაროდენ, მსახურო საშუებელისა წმიდისაო.
გიხაროდენ, ქუეყანაო აღთქუმისაო;
გიხაროდენ, რომლისაგან დის სძე და თაფლი.
გიხაროდენ, სძალო უსძლოო.

 

კონდაკი 7
ეგულებოდა რაჲ სჳმეონს აქაჲსა საუკუნისა საცთურიანისაგან მიცვალებაჲ, მიეცი მას ვითარცა ჩჩჳლი, არამედ ღმერთადცა სრულად საცნაურ-იქმენ მისა, რომლისათჳსცა განკჳრდა შენსა გამოუთქუმელსა სიბრძნესა ზედა, მჴმობელი: ალილუჲა.

 

იკოსნი 7
ახალი აგებული გჳჩუენა, – გამოგჳჩნდა რაჲ აღმგებელი ჩუენ, მის მიერ ქმნულთა, – უთესლოჲსაგან აღმოცენებულმან საშოჲსა და დამცველმან მისმან, ვითარ იყო, უხრწნელად, რაჲთა საკჳრველებისა მხილველნი უგალობდეთ მას ჴმობით:
გიხაროდენ, ყუავილო უხრწნელებისაო;
გიხაროდენ, გჳრგჳნო კრძალულებისაო.
გიხაროდენ, აღდგომისა ხატო ბრწყინვალეო;
გიხაროდენ, ანგელოზთა ცხოვრებისა გამომაჩინებელო.
გიხაროდენ, ხეო ნაყოფელვარეო, რომლისაგან იზარდებიან მორწმუნენი;
გიხაროდენ, ნერგო კეთილჩრდილფურცელოვანო, რომლისა ქუეშე დაიგრილებენ მრავალნი.
გიხაროდენ, მუცლადმღებელო გამომჴსნელისა ტყუეთაჲსაო;
გიხაროდენ, ნაყოფადგამომღებელო წინამძღურისა შეცთომილთაჲსაო.
გიხაროდენ, მსაჯულისა მართლისა სავედრებელო;
გიხაროდენ, მრავალთა მცოდველთა შესანდობელო.
გიხაროდენ, კადნიერებისა სამოსელო შიშუელთაო;
გიხაროდენ, წადიერებაო, ყოველთა სურვილთა მძლეო.
გიხაროდენ, სძალო უსძლოო.

 

კონდაკი 8
უცხოჲსა შობისა მხილველნი უცხო-ვიქმნნეთ სოფლისა, ზეცად მიცვალებულნი გონებითა, რამეთუ ამისთჳს მაღალი ქუეყანასა ზედა გამოჩნდა მდაბლად კაცად, მგულვებელი მიზიდვასა სიმაღლედ მიმართ თჳსთა მღაღადებელთასა: ალილუჲა.

 

იკოსნი 8
ყოვლად იყო ქუეყანისათა შორის და ზენათაგან ყოვლად არა მოკლებულ იყო გარეშეუწერელი სიტყუაჲ, რამეთუ თანაშთამოსლვაჲ ღმრთეებრი და არა ცვალებაჲ იქმნა ადგილებრი, და შობაჲ ქალწულისაგან ღმრთივმიმადლებულისა, მსმენელისა ამათისა:
გიხაროდენ, ღმრთისა დაუტევნელისა დამტევნელო;
გიხაროდენ, პატიოსნისა საიდუმლოჲსა კარო.
გიხაროდენ, ურწმუნოთა იჭუნეულო სასმენელო;
გიხაროდენ, მორწმუნეთა უეჭუელო სიქადულო.
გიხაროდენ, ეტლო ყოვლადწმიდაო ქერუბიმთაზედაჲსაო;
გიხაროდენ, სავანეო ყოვლადწმიდაო სერაფიმთა [ზედა] განსუენებულისაო.
გიხაროდენ, წინააღდგომათა იგივეობად მომყვანებელო;
გიხაროდენ, ქალწულებისა და შობისა შემაუღლებელო.
გიხაროდენ, რომლისა მიერ დაიჴსნა გარდასლვაჲ;
გიხაროდენ, რომლისა მიერ განეღო სამოთხე.
გიხაროდენ, კლიტეო ქრისტეს სამეუფოჲსაო;
გიხაროდენ, სასოებაო კეთილთა საუკუნეთაო.
გიხაროდენ, სძალო უსძლოო.

 

კონდაკი 9
ყოველი ბუნებაჲ ანგელოზთაჲ განაკჳრვა დიდმან განკაცებისა შენისა საქმემან, რამეთუ შეუხებელსა, ვითარცა ღმერთსა, გხედვიდეს ყოველთა შესახებელად კაცად, ჩუენდა უკუე თანამქცეველად, ხოლო მსმენელად ყოველთა მიერ ესრეთ: ალილუჲა.

 

იკოსნი 9
რიტორთა მრავალჴმათა ვითარცა თევზთა უჴმოთა ვხედავთ შენდამი, ღმრთისმშობელო, რამეთუ უღონო არიან თქუმად, თუ ვითარ ქალწულადცა ჰგიე და შობად შეუძლე, ხოლო ჩუენ საიდუმლოჲსა ამის ძლით განკჳრვებულნი სარწმუნოებით ვჴმობთ:
გიხაროდენ, სიბრძნისა ღმრთისა სავანეო;
გიხაროდენ, წინაგანგებისა მისისა საუნჯეო.
გიხაროდენ, ფილოსოფოსთა სულელად გამომაჩინებელო;
გიხაროდენ, სიტყუაჴელოვანთა უსიტყუებისა მამხილებელო.
გიხაროდენ, რამეთუ სულელ-იქმნნეს მრავალღონენი გამომეძიებელნი;
გიხაროდენ, რამეთუ დაჭნეს მოქმედნი იგი ზღაპართანი.
გიხაროდენ, ათინელთა თხზულებისა განმხეთქელო;
გიხაროდენ, მეთევზურთა ბადეთა აღმავსებელო.
გიხაროდენ, სიღრმით უმეცრებისაჲთ აღმომყვანებელო;
გიხაროდენ, მრავალთა მეცნიერებითა განმანათლებელო.
გიხაროდენ, ნავო მნებებელთა ცხოვნებისაო;
გიხაროდენ, ნავთსაყუდელო საწუთოსა შინა ღელვაგუემულთაო.
გიხაროდენ, სძალო უსძლოო.

 

კონდაკი 10
ცხოვნებაჲ რაჲ სოფლისაჲ ინება ყოველთა შემამკობელმან, ამისდა მომართ თჳთაღთქუმულად მოიწია, და რომელი მწყემსი იყო, ვითარცა ღმერთი, ჩუენთჳს გამოჩნდა მსგავს ჩუენდა კაცი, რამეთუ მსგავსითა მსგავსისა მჴმობელი, ისმენს ვითარცა ღმერთი: ალილუჲა.

 

იკოსნი 10
ზღუდე ხარ ქალწულთაჲ, ღმრთისმშობელო ქალწულო, და – ყოველთა შენდა მოლტოლვილთაჲ, რამეთუ ზეცისა და ქუეყანისა დამბადებელმან შეგმზადა შენ, უხრწნელო, დაემკჳდრა რაჲ საშოსა შენსა და ასწავა ყოველთა ჴმობად შენდამი:
გიხაროდენ ძეგლო ქალწულებისაო;
გიხაროდენ, ბჭეო ცხოვრებისაო.
გიხაროდენ, დასაბამო საცნაურისა აღმოდაბადებისაო;
გიხაროდენ, მომნიჭებელო ღმრთეებრისა სახიერებისაო.
გიხაროდენ, რამეთუ შენ ახლად შევ უშუერად მუცლადღებულნი;
გიხაროდენ, რამეთუ შენ გონიერ-ყვენ ცთომილნი გონებითა.
გიხაროდენ, განმხრწნელისა საგრძნობელთაჲსა უჩინომყოფელო;
გიხაროდენ, დამთესველსა უბიწოებისასა მშობელო.
გიხაროდენ, სასძლოო უთესლოჲსა სძლობისაო;
გიხაროდენ, მორწმუნეთა უფლისადა შემანაწევრებელო.
გიხაროდენ, შუენიერო მზარდულო ქალწულთაო;
გიხაროდენ, სულთა წმიდათა სძალმყუანებელო.
გიხაროდენ, სძალო უსძლოო.

 

კონდაკი 11
გალობაჲ ყოველი იძლევის, თანაგანვრცომად მოსწრაფე სიმრავლესა ფრიადმოწყალებათა შენთასა, რამეთუ დაღაცათუ ქჳშისა სწორრიცხუთა საგალობელთა შევსწირვიდეთ შენდა, წმიდაო მეუფეო, ვერარას სრულ-ვჰყოფთ ღირსსა მათსა, რომელნიცა მომცენ ჩუენ, მღაღადებელთა შენთა:
ალილუჲა.

 

იკოსნი 11
ნათლისა მტჳრთველად ლამპრად, ბნელისათათჳს გამოჩინებულად, ვხედავთ წმიდასა ქალწულსა, რამეთუ უნივთოჲსა ნათლისა აღმნთები საღმრთოჲსა მეცნიერებისა მიმართ მიუძღჳს ყოველთა, – ცისკარი, განმანათლებელი გონებისაჲ, ხოლო ღაღადებით პატივცემული ესრეთ:
გიხაროდენ, შარავანდედო საცნაურისა მზისაო;
გიხაროდენ, გამოკრთომაო დაუვალისა ნათლისაო.
გიხაროდენ, ელვაო, სულთა განმანათლებელო;
გიხაროდენ, ქუხილო მტერთა დამაკუეთებელო.
გიხაროდენ, რამეთუ მრავალნათელსა აღმოიბრწყინვებ განათლებასა;
გიხაროდენ, რამეთუ მრავალმცენარესა აღმოიცენებ მდინარესა.
გიხაროდენ, ემბაზისა სახისა გამომხატველო;
გიხაროდენ, ცოდვისა ბიწისა წარმრღუნელო.
გიხაროდენ, საბანელო, განმწმედელო სჳნიდისისაო;
გიხაროდენ, ტაკუკო, განმზავებელო სიხარულისაო.
გიხაროდენ, მიჰრონო ქრისტეს სულნელებისაო;
გიხაროდენ, ცხოვრებაო საიდუმლოჲსა სერისაო.
გიხაროდენ, სძალო უსძლოო.

 

კონდაკი 12
მადლისა მიცემისა მნებებელი, შეცოდებათა პირველთა ყოველთა კაცთა ვალისა დამჴსნელი მოვიდა თავისა მიერ თჳსისა მადლისა მისისაგან განშორებულთა მომართ და განხეთქა რაჲ ჴელითწერილი, ესმის ყოველთა მიერ ესრეთ: ალილუჲა.

 

იკოსნი 12
მგალობელნი შობისა შენისანი შეგასხამთ შენ ყოველნი, ვითარცა სულიერსა ტაძარსა, ღმრთისმშობელო, რამეთუ შენსა დაემკჳდრა საშოსა მპყრობელი ყოველთაჲ ჴელითა უფალი, განწმიდა და ადიდა, და ასწავა ყოველთა ღაღადებად შენდა:
გიხაროდენ, კარავო ღმრთისა და სიტყჳსაო;
გიხაროდენ, წმიდაო, წმიდათასა უაღრესო.
გიხაროდენ, კიდობანო, ოქროვანქმნილო სულითა;
გიხაროდენ, საუნჯეო ცხოვრებისაო დაულევნელო.
გიხაროდენ, პატიოსანო გჳრგჳნო მეფეთა კეთილადმსახურთაო;
გიხაროდენ, სიქადულო წარჩინებულო კრძალულთა მღდელთაო.
გიხაროდენ, ეკლესიისა შეურყეველო გოდოლო;
გიხაროდენ, მეფობისა დაურღუეველო ზღუდეო.
გიხაროდენ, რომლისა მიერ აღიმართებიან საძლეველნი;
გიხაროდენ, რომლისა მიერ მტერნი დაეცემიან.
გიხაროდენ, სხეულისა ჩემისა კურნებაო;
გიხაროდენ, სულისა ჩემისა მაცხოვარებაო.
გიხაროდენ, სძალო უსძლოო.

 

კონდაკი 13
ჵ(ჰოჲ) ყოვლადსაგალობელო დედაო, მშობელო ყოველთა წმიდათა უწმიდესისა სიტყჳსაო,
ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო გუაცხოვნენ ჩუენ.
ჵ(ჰოჲ) ყოვლადსაგალობელო დედაო, მშობელო ყოველთა წმიდათა უწმიდესისა სიტყჳსაო,
ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო გუაცხოვნენ ჩუენ.
ჵ(ჰოჲ) ყოვლადსაგალობელო დედაო, მშობელო ყოველთა წმიდათა უწმიდესისა სიტყჳსაო,
ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო გუაცხოვნენ ჩუენ.
მიმთუალველმან აწინდელისა ამის ძღუნისამან ყოვლისა განსაცდელისაგან იჴსნენ ყოველნი და მერმისა სატანჯველისაგან გამოიჴსნენ მღაღადებელნი ესრეთ:
ალილუჲა.


ლოცვაჲ

(ბერძნულიდან თარგმნა ედიშერ ჭელიძემ)


შუენიერებითა ქალწულებისა შენისაჲთა და ზეშთაბრწყინვალებითა სიწმიდისა შენისაჲთა განკჳრვებულმან გაბრიელ ღაღად-ყო შენდა მომართ, ღმრთისმშობელო: „ვითარი შესხმაჲ ღირსი მოგიძღუანო შენ და რაჲ გიწოდო შენ? უღონო ქმნულ ვარ და განვკრთები. ამისთჳს, ვითარცა მებრძანა, გიღაღადებ შენ: გიხაროდენ, მიმადლებულო“.
ლოცვითა წმიდათა მამათა ჩუენთაჲთა, უფალო იესუ ქრისტე ღმერთო ჩუენო, შეგჳწყალენ და გუაცხოვნენ ჩუენ. ამინ.



წყარო: https://disk.yandex.ru/i/_-uzMFPxERuvOQ
კატეგორია: ლოცვანი | დაამატა: vasoelis (01.01.2022)
ნანახია: 129 | ტეგები: დაუჯდომელი, ღვთისმშობლისაი, ყოვლადწმიდისა, გალობაი | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 0