10:00
საკვირაო სკოლის პროგრამა 2025-2026

საკვირაო სკოლა

📜 საკვირაო სკოლის პროგრამა:

ჩვენ მიერ განსახილველი საკითხები იქნება:

1. სამყაროს შექმნისა და საღმრთო თვისებების შესახებ.
2. ანგელოზთა შექმნა (ანგელოზთა დასები, რაოდენობა, რომელი დასიდან მოხდა დაცემა, შემცოდე ანგელოზების შეუნანებლობა და დაუცემელი ანგელოზების დაცემის შეუძლებლობა)
3. ადამიანი შექმნა (ადამიანი შემოქმედების გვირგვინი, რატომ იქმნება შესაქმის ბოლო დღეს).
4. ხატება და მსგავსება (სულის სხეულის და სამშვინველის შესახებ)
5. ადამიანის დაცემა.
6.ანგელოზისა და ადამიანის დაცემის განმაპირობებელი მიზეზები და ამ მიზეზთა შორის არსებული განსხვავებები. იმის შესახებ რომ ბოროტებას არსი არ გააჩნია.
7. ძველი აღთქმის საღვთო ისტორია.
8. კაცობრიობის მდგომარეობა მაცხოვრის განკაცებამდე.
9. რატომ, როდის და როგორ განკაცდა მაცხოვარი? როდის იწოდა იგი ქრისტედ.
10. ღმრთისმშობლის შესახებ.
11. ეკლესიის შესახებ.
12. ეკლესიის საიდუმლების ზოგადი მიმოხილვა.
13. ზიარების შესახებ.
14. აპოფატური და კათაფატური, (ძველო ქართულით: წართქმითი და უკუთქმითი, ახალი ქართულით: დადებითი და უარყოფითი) ღმრთისმეტყველება.
15. რა არის ქრისტიანის სახელი და აღთქმა.
16. ცოდვისა და სასჯელის შესახებ.
17. რვა მომაკვდინებელი ვნება. ზოგადი მიმოხილვა.
18. პირველი სამი საუკუნის ეკლესია.ეკლესია როგორც დევნილი და მოწამეთა.
19. შვიდი მსოფლიო კრება, ზოგადი მიმოხილვა (რატომ გახდა კრებების მოწვევა საჭირო, რა განიხილებოდა ხსენებულ კრებებზე).
20. წმინდა ხატთა თაყვანისცემის შესახებ.

კატეგორია: საკვირაო სკოლა | ნანახია: 23 | დაამატა: vasil_elisabedashvili72 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
avatar