მთავარი მწყემსი კეთილი სარჩევი

 

არქიმანდრიტი იუსტინე (პოპოვიჩი)


ანტიქრისტე და მისი მოღვაწეობა

ბოროტების მთელი მოჩვენებითი მიმზიდველობა, სიდიადე და ხიბლი, მთელი თავისი ცრუ სასწაულებით, შეიკრიბება, განხორციელდება და განსახიერდება ანტიქრისტეში, როგორც უფალ იესო ქრისტესა და მის მიმდევრებში განსახიერებული ყოველგვარი საღმრთო სიკეთის მოწინააღმდეგეში. ანტიქრისტეში ბოროტება დედამიწაზე თავის უკიდურეს სრულყოფას მიაღწევს, იგი გენიალური და ბოროტებათაგან უმაგალითო იქნება. სამყაროში განფენილ ადამიანთა სულების ქვაბულებში და ეშმაკთა ბოროტ განზრახვების უფსკრულში დაფარულ მთელ ბოროტებას, იგი თავის თავში შეკრებს და თავის ბოროტების შესაკრებელად, ბოროტების სამყაროდ, ბოროტების ღმერთად, სრულ ბოროტებად განაცხადებს. იგი ყველაფრით ქრისტეს საწინააღმდეგო იქნება: ქრისტე - განხორციელებული სიკეთე და ჭეშმარიტებაა, ანტიქრისტე კი ეცდება, აბსოლუტური ბოროტება იყოს; ქრისტემ სოფელს სახარება უძღვნა, ანტიქრისტე კი ეცდება, სოფელს ანტისახარება მისცეს. მასში სრული ეშმაკი იქნება, როგორც ქრისტეში სრული ღმერთია. იგი ყველაფერში ქრისტეს შეურიგებელი მოწინააღმდეგე იქნება და მთელი ძალით ეცდება, ყველა ადგილიდან განდევნოს ქრისტე და იგი საკუთარი თავით შეცვალოს. მის მიერ უსრულყოფილესად და ყველაზე ურცხვი სახით გამოვლინდება, ადამიანში საუკუნეობით დაგროვილი სატანური ბოროტება, ბოროტება და ღმრთისადმი სიძულვილი. იგი ღმრთის წინააღმდეგ უკანასკნელ ბუნტს, ღმერთთან ადამიანის უკანასკნელ ბრძოლას აღნიშნავს. იგი უსასტიკეს ღმრთისბრძოლობას და ქრისტემბრძოლობას განაცხადებს, რაც კი სატანის მიერ მხარდაჭერილ და წაქეზებულ ადამიანურ ბუნებას, ღმერთთან და ქრისტესთან თავის უკანასკნელ ბრძოლაში შეუძლია გამოავლინოს. ყველაფერ ანტიქრისტესეულს, რაც კი ოდესმე ადამიანში იხრწნებოდა და იხრწნება, ეშმაკეულობდა და ეშმაკეულობს, იგი თავის თავში შეკრებს და ქრისტეს წინააღმდეგ გამოიყვანს. მასზე უწინაც იყო, ახლაც არის და იქნება კიდეც უამრავი ანტიქრისტე, რამეთუ, სიყვარულის მოციქულის სიტყვით, ანტიქრისტეა ყველა, ვინც უარყოფს, რომ იესო მესია და გამომხსნელია (1 იოანე, 2,22), „ყოველი, რომელიც ხორციელად მოსულ ქრისტეს, ქრისტეში ღმრთის განკაცებას უარყოფს (1 იოანე, 4,2-3; იოანე 1,7), ყოველი, ვინც წმინდა სამებას უარყოფს (1 იოანე, 2,22-23). მაგრამ, ყველა ეს ანტიქრისტენი - სინამდვილეში მხოლოდ მთავარი ანტიქრისტეს წინამორბედები არიან, ანტიქრისტესი, ამ სიტყვის ნამდვილი მნიშვნელობით, ანტიქრისტესი, რომელიც სოფლის აღსასრულის წინ გამოჩნდება, ქრისტეს ეკლესიასთან უკანასკნელი, გადამწყვეტი ბრძოლისათვის (2 თესალონიკელთა, 2,3-12). დიდი იდუმალმხედველი, წმინდა იოანე ღვთისმეტყველი - ვინც ყველა ადამიანზე უკეთ ხედავს ღმერთსაც და ეშმაკსაც, სამოთხესაც და ჯოჯოხეთსაც, სიკეთის საიდუმლოსაც და ბოროტების საიდუმლოსაც, - მთავარ ანტიქრისტეს, დანარჩენი მრავალრიცხოვანი ანტიქრისტეებისგან გამოჰყოფს და წერს: „ანტიქრისტე მოვალს და აწცა ანტიქრისტენი მრავალნი არიან" (1 იოანე 2,18). „უნდა ვიცოდეთ, - წერს წმ. იოანე დამასკელი, - რომ ანტიქრისტე უნდა მოვიდეს. ამიტომაც (თუმცაღა. - ი.პ) ყოველი, რომელიც არ აღიარებს, რომ ძე ღმრთისა განხორციელდა (ხორცნი შეისხა - რედ.) და რომ იგი სრულყოფილი ღმერთია და სრულყოფილ კაცად იქცა, და ამავე დროს ღმერთად დარჩა - იგი ანტიქრისტეა, მაგრამ, განსაკუთრებით და უპირატესად ანტიქრისტე ეწოდება მას, ვინც სოფლის აღსასრულის წინ უნდა მოვიდეს".

ანტიქრისტე სულით და ხორცით ადამიანი იქნება და როგორც ასეთი, იგი ადამიანურ-სატანური ბოროტების ყველაზე სრული, ყველაზე სრულყოფილი განხორციელება იქნება. იგი იმოქმედებს, როგორც ადამიანი. ხალხს, როგორც თავისიანი თავისიანს, ისე დაელაპარაკება, მათ ადამიანის სახელით, ადამიანურის, სუფთა ადამიანურის სახელით დაელაპარაკება, ნიცშეანური „Menschliches all zu Menschliches”. მსგავსად იგი თავისი სახელით ილაპარაკებს და ბევრი მას მიიღებს. და აღსრულდება მაცხოვრის წინასწარმეტყველება, ანტიქრისტეზე თქმული: „მე მოვედ სახელითა მამისა ჩემისაითა, და არა შემიწყნარებთ. უკეთუ სხვაი მოვიდეს სახელითა თვისითა, იგი შეიწყნაროთ" (იოანე, 5,43). როგორც ადამიანი, ანტიქრისტე სხვა ბოროტი ადამიანებისაგან განსხვავებული იქნება თავისი უზომო ცოდვილობით, ბოროტების უსაზღვრო სიყვარულით, ქრისტე ღმერთისადმი გამოუთქმელი სიძულვილით და მტრობით. იგი ბოროტების განხორციელება იქნება, მაგრამ არა ეშმაკის განხორციელება, რამეთუ ეშმაკს განკაცება არ ძალუძს. „თვითონ ეშმაკი კი არ განკაცდება, უფლის განკაცების მსგავსად, - ნუ იყოფინ! - არამედ სიძვისაგან იშვება ადამიანი და თავის თავზე ეშმაკის ყველა ქმედებას აიღებს. რამეთუ ღმერთმა წინასწარ იცის მისი მომავალი ნებელობის ურგებობა და უშვებს, რომ მასში ეშმაკი ჩასახლდეს" - ამბობს წმინდა დამასკელი.

საკუთარი ნებით სატანას შეწყნარებული ანტიქრისტე, თავისი გარყვნილი ნების ძალით ისე მჭიდროდ შეუერთდება მას, ისე მთელი გულით შეეწყნარება ბოროტებას და ცოდვას რომ მთლიანად ცოდვად იქცევა და უპირატესად უსჯულოების კაცი, შესაბამისად კი წარსაწყმედელის შვილი იქნება (2 თესალონიკელთა 2,3), რამეთუ თავის თავსაც და თავის მიმდევრებსაც იმ სიკვდილით დაღუპავს, რომელსაც აღდგომა არ მოსდევს. ბოროტების და ცოდვის ლოგიკა მასში უბრძენეს აპოლოგეტს ჰპოვებს. მას უნარი ექნება, მოჩვენებითი სიკეთის სახით ბოროტება გენიალურად შენიღბოს, სიკვდილის შხამს უკვდავების ყალბი თაფლი მოხერხებულად წაუსვას, ცოდვის სიბილწე მოჩვენებითი სასწაულებითა და ნიშნებით ხელოვნურად დაფაროს, მაგიის საშუალებით, ცოდვითი ტკბობანი მაცთუნებლად მომხიბლავი გახადოს, რათა მოატყუოს მრავალი და მრავალი და მათი სულები წარწყმიდოს (2 თესალონიკელთა 2,9-12). სატანის მიერ აღგზნებული მისი თავმოყვარეობა, ისეთი სატანური ამპარტავნების ხანძრად აღენთება, რომ იგი თავს ღმერთად გამოაცხადებს (2 თე-სალონიკელთა, 2,4). მასში მთელი ღმრთისგანდგომილებითი ძალა შეიკრიბება და დამკვიდრდება, „ვითარმედ და-ცა-ჯდეს იგი ტაძარსა ღმრთისასა და გამოაჩინებდეს თავსა თვისსა, ვითარცა ღმერთი" (2 თესალონიკელთა, 24). ღმრთისმსახურების საიდუმლოს საწინააღმდეგოდ იგი უსჯულოების საიდუმლოს წარმოაჩენს (ტიმოთე, 3,16), მთელი მისი სატანური სიღრმეებით (გამოცხადება, 2,24), მაცდუნებელი მიმზიდველობით და მომხიბლავი გრძნეულობით.

ღმრთისგან თავის განდგომას, განსაკუთრებით იმით გამოავლენს, რომ ღვთის ყველა კანონს გათელავს, უსჯულოებას გაამეფებს, ათასობით უსჯულოებას აღასრულებს და სხვებსაც აღძრავს ამისათვის, რის გამოც მოციქული მას გამორჩეულად და განსაკუთრებული აზრით, უსჯულოს უწოდებს (2 თესალონიკელთა, 2,8). შეგნებულად, დაბეჯითებით და კვეხნით უფალი ქრისტესგან და მისი მარადიული ჯეშმარიტებისაგან განდგება და მთელი ძალით ეცდება, რათა სხვებიც განუდგნენ მას. ამიტომაც, მოციქული მთელ მის მოღვაწეობას განვარდნად, განდგომილებად აფასებს. (2 თესალონიკელთა 2,3; შეადარეთ, იუდა 1,18-19; 1 ტიმოთე 4,1). მოციქული ამას სრულიად სამართლიანად აკეთებს, რამეთუ ანტიქრისტეში ქრისტე ღმრთისაგან მთლიანი და სრული განდგომა განსახიერდება. მასში სატანურ-ადამიანური წინააღმდეგობა ღმრთისადმი, თავის სრულყოფას მიაღწევს, რის გამოც, მას უპირატესად ეწოდება წინააღმდგომი („მხდომი") (2 თესალონიკელთა, 2,4), ანუ ღმრთისმხდომი, ანტიღმერთი. ღმრთის გმობაში იგი შეუდარებლად ვირტუოზული და თავხედი იქნება, ამიტომაც, გამოცხადებაში მასზე ნათქვამია: „და აღაღო პირი თვისი გმობად ღმრთისა მიმართ, გმობად სახელისა მისისა და სამკვიდრებელისა მისისა და ცათა შინა დამკვიდრებულთა" (გამოცხადება, 13,6).

ანტიქრისტეს ქრისტესმბრძოლი მოღვაწეობის მთავარი ძალა მიმართული იქნება ქრისტეს ღმერთკაცობრივი სხეულის - ერთი, წმიდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლა, არსებითად, - წმინდა სამების წინააღმდეგ ბრძოლა (შეადარეთ, 1 იოანე, 2,22-23). სახარებათა სახარებაა: ეკლესიაში ყოველი და ყოველივე მამისაგან ძის მიერ სული წმიდით არის და ხდება. ეკლესიის ყველა წევრისათვის ცხონების და განღმრთობის მწვერვალი განსამებობაა. სამება ღმრთაების მოწინააღმდეგე ანტიქრისტე, ყოველივე ღმრთაებრივის, ეკლესიაში ყოველივე ღმერთკაცობრივის მოწინააღმდეგე იქნება და მთელი ძალებით ღმრთის განდევნას და სოფელში ღმრთი ადგილის დაკავებას ეცდება (შეადარეთ - 2 თესალონიკელთა 2,4). რათა აცდუნოს რჩეულნიც, ეს თვითმარქვია ღმერთი სიცრუის, ცრუ სასწაულების და ნიშნების ყველა სახეს გამოიყენებს. ამაში მას სატანა მთელი გულმოდგინებით დაეხმარება, რამეთუ მთელი მისი ქმედებანი, სატანის მოქმედებით აღესრულება, „ყოველითავე ძალითა და ნიშებითა სასწაულებითა ტყუილისაითა" (2 თესალონიკელთა 2,9).

წმინდა კირილე იერუსალიმელი წერს, „სატანა მას (ანტიქრისტეს - ი.პ.) იარაღად გამოიყენებს და მასში თვითონ იმოქმედებს. რამეთუ იცის, რომ სამსჯავროზე მას შენდობა არ ექნება, იგი აშკარა ბრძოლას არა თავისი მსახურების მეშვეობით (როგორც წესი), არამედ თვითონ გამოაცხადებს, ყოველი „ნიშებითა და სასწაულებითა ტყუილისათა". როგორც ტყუილის (სიცრუის) მამა, იგი ცრუ ქმედებების საშუალებით წარმოსახვას აცთუნებს, ისე, რომ ხალხს მოეჩვენება, თითქოს მკვდრეთით აღმდგარ მიცვალებულს ხედავს, მაშინ როცა იგი არ გაცოცხლდება; თითქოს მოსიარულე კოჭლებს და თვალხილულ ბრმებს ხედავს, მაშინ, როცა ისინი არ განკურნებულან".

თავის საყვარელ ანტიქრისტეს სატანა „თავის ძალას და თავის საყდარს და დიდ ხელმწიფებას" მისცემს (გამოცხადება 13,2) და იგი იმოქმედებს „ყოველთავე საცთურითა სიცრუისაითა" (2 თესალონიკელთა 11,14) და ნათლის ანგელოზის სახესაც მიიღებს (2 კორინთელთა, 11,14), რათა მომხრეთა დიდი რაოდენობა შეიძინოს. „მოვა კი ყოვლადბილწი, - ამბობს წმინდა ეფრემ ასური, - როგორც ქურდი, ისეთი სახით, რათა ყველა მოხიბლოს, მოვა მდაბალი, მშვიდი, სიცრუის (როგორც თვითონ იტყვის) მოძულე, კერპთაგან გარემიქცეული, ღმრთისმსახურების უმჯობესად მიმჩნევი, კეთილი, ღატაკთა მოყვარე, უკიდურესად კეთილსახოვანი, თანამიმდევრული, ყველაფრით ალერსიანი; განსაკუთრებით იუდეველი (ებრაელი) ხალხის პატივისმცემელი, რამეთუ ებრაელნი (იუდეველნი) მის მოსვლას დაელოდებიან. ყოველივე ამასთან ერთად, იგი დიდი ხელმწიფებით აღასრულებს ნიშებს, სასწაულებს და საშინელებებს. და ცბიერებით ყველას აამებს, რათა ხალხმა სწრაფად შეიყვაროს. ქრთამს არ აიღებს, მრისხანედ არ ილაპარაკებს და პირქუშად არ გამოჩნდება, არამედ წარმოსადეგი გარეგნობით აცდუნებს სოფელს, სანამ არ გაბატონდება. ამიტომ, როცა მრავალი ერი და ფენა მის ასეთ სათნოებას და ძალას იხილავს, უმალ ერთი აზრით განიმსჭვალება ყველა და დიდი სიხარულით მას მეფედ გამოაცხადებენ და ერთურთს ეტყვიან: „ასეთი კეთილი და მართალი ადამიანი კიდევ თუ მოიძებნებაო?".

სატანური ამპარტავნებით და ძალით შეპყრობილი ანტიქრისტე, ღმრთის მიშვებითა და დაშვებით ბევრ ხალხზე გაბატონდება და მას დედამიწის ყველა ის მცხოვრები სცემს თაყვანს, ვინც სახელიც კრავის ცოცხალთა წიგნში („წიგნსა მას ცხოვრებისასა") არ არის დაწერილი (გამოცხადება, 13,8; 2 თესალონიკელთა 2,10). ქრისტიანთა წინააღმდეგ კი ანტიქრისტე გაუგონარ დევნას დაიწყებს, წმინდანებს შეებრძოლება და დაამარცხებს მათ, და ისე იზამს, რომ ყველას მოკლავენ, ვინც მას არ დაემრჩილება (თაყვანს არ სცემს) (გამოცხადება, 13,7,5). თუმცა, ქრისტიანები ანტიქრისტეს, სარწმუნოებითა და მოთმინებით შეებრძოლებიან (გამოცხადება 13,10), რამეთუ, როგორც ყოველთვის, ეს მათი იარაღი, საღმრთო ყოვლადიარაღი იქნება (ეფესელთა 6,11-18). ბოლოს და ბოლოს, ქრისტეს ჭეშმარიტების ორ დიდ მოწმეს, ორ წმინდა წინასწარმეტყველს, - ქრისტეს მეორედ მოსვლის წინამორბედს, ელია წინასწარმეტყველს და ენუქს - ანტიქრისტე მოკლავს (გამოცხადება 11,7; შეადარეთ, მალაქია 4,5-6). ძაძით შემოსილი ეს ორი მოწამე, ყველა ტანჯვათა და საშინელებათა შორის, ქრისტეს სარწმუნოებას დაამოწმებენ და 1260 დღეს იწინასწარმეტყველებენ; მათი პირიდან ცეცხლი გამოვა; მათ ცის დახშვისა და ქვეყნის (დედამიწის) წყლულებით შემუსვრის ხელმწიფება მიეცემათ; ხოლო როცა ისინი თავის მოწმობას აღასრულებენ, ანტიქრისტე მათ დაამარცხებს და მოკლავს (გამოცხადება 11,3,5-7). მაგრამ ღმერთი „შემდგომად სამისა მის და ნახევრისა დღისა" გააცოცხლებს მათ და ზეცად აღიყვანს (გამოცხადება 11,11,12). იმ დღეებში ქრისტიანთა ისეთი დევნა იქნება, რომ ის ვინც აშკარად არ აღიარებს ანტიქრისტეს და მის ნიშანს შუბლზე და ხელზე არ ატარებს, ვერც ყიდვას, ვერც გაყიდვას შეძლებს და ყოველგვარ უფლებას მოკლებული იქნება (გამოცხადება 13,16,17). ხოლო ვინც თაყვანს არ სცემს ანტიქრისტეს და „არცა მიიღეს ბეჭედი მისი შუბლთა ზედა, ანუ ხელთა მათთა", მოკლული იქნება (გამოცხადება, 20,4). ქრისტეს ეკლესია კი, - დევნული და წამებული, - უდაბნოებში დაიმალება და ღმრთის ერთგულ შვილებს ტანჯვათა შორის შობს (გამოცხადება 12,1-2,6). ამ პერიოდში, კაცობრიობა ბოროტების საიდუმლო უფსკრულში ჩაეფლობა; ცოდვის ყველა ფორმა და სიავის ყველა სახე დედამიწაზე იძრომიალებს, ადამიანთა სულებს გააუკაცრიელებს, და ბოროტება ისე გამტკიცდება, როგორც წარღვნის წინ იყო. ანტიქრისტე კი თავხედურად იმეფებს. მაგრამ, ღმრთის განგებულებით, მისი მეფობა მცირე ხანს იქნება. ძველი და ახალი აღთქმის იდუმალმხედველნი (დაფარულთმეცნიერნი) ამბობენ, რომ იგი სამწელიწადნახევარს (დანიელი 7,25; 12,11; გამოცხადება 12,14), ანუ ორმოცდაორ თვეს (გამოცხადება 11,2; 13,5), ანუ ათას ორას სამოც დღეს (გამოცხადება 11,3; 12,6), ანუ „მცირე ჟამი" (გამოცხადება, 12,12) გასტანს.

ანტიქრიტე ამ საშინელი მეფობის დროს, უკვე მოხსენიებული ორი მოწმის გარდა, ეკლესიას, აგრეთვე, ღმრთის შვიდი ანგელოზი დაიცავს, რომელიც ანტიქრისტესეულ სოფელზე, ღმრთის მრისხანების სასმისს გადმოანთხევენ (გამოცხადება 15,1). ღმერთი თავისი გამოუთქმელი კაცთმოყვარების გამო, თავისი მადლით შეაკავებს და შეარბილებს ანტიქრისტეს ჟამის საშინელებებს, რამეთუ, მოციქულის სიტყვაში „აკავებს" (თესალონიკელთა 2,6), ღმრთის მადლი იგულისხმება, რომელიც ადამიანთა გულებზე ანტიქრისტესეული სატანური ბოროტების წყევლას და თავდასხმას აკავებს, ხოლო სიტყვაში „შემკავებელი" („რომელსა-ესე უპყრიეს") (თესალონიკელთა 2,7), ღმერთი იგულისხმება. ბოროტების ტირანია და ცოდვის ძალა ისეთი დიდი იქნება, როგორიც არ ყოფილა ქვეყნის დასაბამიდან და მეტად აღარც იქნება; და ეს დღეები რომ არ შემოკლებულიყო, ვერავინ გადარჩებოდა, მაგრამ, რჩეულთა გამო ეს დღეები შემცირდება (მათე 24,21-22). და იმგვარად შემოკლდება, განცხადდება (გამოჩნდება) უფალი იესო და უსჯულოს მოკლავს - „აღხოცოს სულითა პირია მისისაითა და განაქარვოს იგი გამოჩინებათა მით მოსლვისა მისისაითა" (2 თესალონიკელთა 2,8; შეადარეთ გამოცხადება 19,19-12; ესაია, 11,14).

მოფლიო ისტორიაში ორი უმნიშვნელოვანესი მოვლენაა: უფალი ქრისტეს პირველად მოსვლა და მისი მეორედ მოსვლა. პირველი-თესვაა, მეორე-მკა; პირველმა კაცთა მოდგმა ცოდვისგან, სიკვდილისა და ეშმაკისაგან ადამიანთა ხსნისათვის ყველა ღმრთაებრივი ჭეშმარიტება და ძალა აჩვენა და მისცა, მეორე განაცხადებს და გამოარჩევს, კაცთა მოდგმამ ამით თუ როგორ ისარგებლა. ესაა მაცხოვრის სრული სახარება და ყოველივე, რაც მან გამოიწვია და იწვევს ადამიანთა სულებში: სრული ღმერთი და სრული კაცი. მთელ მის ჯეშმარიტებებსა და უსასრულობებში. ამიტომ, ადამიანთაგან არავის ძალუძს, იცოდეს, კაცთა მოდგმა ქრისტეს ბოლო სამსჯავროსათვის თუ როდიის მომწიფდება. ეს საიდუმლოა, წმინდა საიდუმლო, რომლისკენაც ქრისტიანი სიმდაბლით მიემართება, ლოცვისა და კაცთმოყვარე მაცხოვარზე სასოების საშუალებით, ეწევა რა სახარებისეულ ცხოვრებას (შეადარეთ, 2 თესალონიკელთა, 2,3-4).

ქრისტეა სოფელში? ღმერთია სოფელში, სრული ღმერთი, მთელი ღმრთაებრივი სრულყოფილებით ხორცშესხმული. ეს ადამიანთათვის უსასრულო სიხარულია, მაგრამ, ეშმაკთათათვის უსასრულო ტანჯვაა. „რატომ მოხვედი ჩვენს დასატანჯად?" (შეადარეთ, ლუკა, 8,27) - მუდმივად, ხმაურით და უხმოდ აღმოხდება ყველა ეშმაკის ბნელ და მყრალ ბაგეებს, რომლებსაც ცოდვათა მიერ, ეს ქვეყანა სიკვდილის, ტანჯვის და წამების არენად და ჯოჯოხეთის წინკარად გადააქციეს. ღმრთაებრივი, ქრისტესეული სიკეთის საწინააღმდეგოდ, ეშმაკნი ამ სოფლად მთელ თავის ბოროტებას უწყვეტად კრებენ, ალამაზებენ, ნიღბავენ მას, რათა იგი ადამიანთათვის მიმზიდველი გახადონ. მიწიერ სოფელში მათი მთავარი, ყველაზე მთავარი საქმეა - ბრძოლა ქრისტესთან, ადამიანთა საშუალებით. მათ იციან, მწარე გამოცდილებით შემეცნებული აქვთ, რომ უფალ ქრისტეს, ისინი ვერავითარ შემთხვევაში ვერ დაამარცხებენ, მაგრამ მათი უდიდესი სიხარული - ქრიტესაგან ადამიანის განრიდება, ქრისტესთან მისასვლელი გზების ჩაკეტვა, ქრისტეს შესახებ მათი ცდუნებაა, რამეთუ, მათ ესმით, რომ ამით ისინი ადამიანებს ყოველგვარი დაცემისაკენ და მათ შორის უდიდესი - განდგომილებისაკენ უბიძგებს. თუკი ადამიანი ქრისტეს განუდგება, იგი განუდგება ერთადერთ უსაფრთხო საფუძველს, რომელიც სიკვდილის, ცოდვისა და ბოროტებისაგან იცავს, და მაშინ ეშმაკი მას ცოდვის, ვნების და განსაცდელთა მორევში ითრევს, ბოლოს კი თავის სამეფოში - ჯოჯოხეთში აგდებს. ის, რითაც ადამიანი ცას, უკვდავებას, მარადისობას, მარადიულ ჭეშმარიტებას, საუკუნო ცხოვრებას ებღაუჭება - უფალ ქრისტეს რწმენაა. ამიტომაც, მთელი ჯოჯოხეთი, მთელი თავისი ბოროტებით, ქრისტეს სარწმუნოების წინააღმდეგ დაიძრა. და როცა იგი, სარწმუნოებისაგან თუნდაც რომელიმე ადამიანის ჩამოშორებას შეძლებს, ამით მას ღმერთისაგან განაგდებს და თავისი ბოროტებით ყველას სულიერი სიკვდილისაკენ უბიძგებს, რომლის იქითაც მყრალი და დამპალი ბნელეთის - ჯოჯოხეთის უსაზღვრო სამეფოა გადაშლილი. თუკი ადამიანი ქრისტეს განუდგება, იგი გარდაუვლად, ცრუ ღმერთების მონაპოვარი გახდება; იგი მარადიულ ჭეშმარიტებას განუდგება და ფსევდოჭეშმარიტებათა, კვაზიჭეშმარიტებათა რბილ ქვიშაში ჩაეფლობა; იგი საუკუნო ცხოვრებისგან განვარდება და უსასრულო სიკვდილში დაიკარგება; იგი სამოთხეს მოსწყდება და კუპრში ჩავარდება; რაც უფრო დიდია ქრისტეს რწმენა ადამიანებში, მით მეტად აფთრდებიან დემონები ამ რწმენის წინააღმდეგ და ქრისტეს თავზე თავდასხმები უფრო ხშირია. სატანის მთელი სტრატეგია იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანთათვის ცოდვა სასურველად აქციოს, სრულყოფილი კოსმეტიკის გზით, რაც კი ბოროტებაში სრულყოფილი სატანის გონებამ შეიძლება მოიფიქროს, - და ასე გააბას მახეში ადამიანები, ქრისტესგან განდგომისაკენ უბიძგოს. ვინ განუდგა სრულიად ქრისტეს - ღმრთის სიტყვას? სატანა. კაცთა მოდგმაში კი უფალი ქრისტესაგან სრულ განდგომილებას ანტიქრისტე წარმოადგენს. ადამიანური სახით, ეს ქრისტე ღმერთისაგან, მისი ჭეშმარიტებისაგან, მისი სიმართლისაგან, მისი სიყვარულისაგან, მისი სიბრძნისაგან, მისი კაცთმოყვარებისაგან, მისი მარადისობისაგან განდგომის სრულყოფილი მაგალითი იქნება. მაგრამ, ქრისტესაგან ყოველგვარი განდგომილება, თავის თავში რაღაც ანტიქრისტეულს და ამიტომაც, სატანურს შეიცავს. თუმცა, კაცთა მოდგმის ისტორია არ დასრულდება, სანამ სატანა დედამიწაზე თავისი ბოროტების მთელ ძალას არ გამოავლენს. ყველაზე სრულყოფილად და ყველაზე სრულად კი, იგი ამ ძალას ანტიქრისტეს სახით გამოავლენს, რათა ქრისტესაგან რაც შეიძლება მეტი ადამიანი განაყენოს და მათი საშუალებით, უფალ ქრისტესთან უკანასკნელი და გადამწყვეტი ბრძოლა გამართოს. როცა ანტიქრისტე ამქვეყნად იქნება და ქრისტეს წინააღმდეგ საბრძოლველად, სატანის სამეფოს მთელ ბოროტებას გამოიყვანს, და როცა ეს ბოროტება მთელ თავის ძალას გამოაჩენს - თავისთავადაც და იმ ადამიანთა მიერაც, ვინც მათ ნებაყოფლობით გაჰყვება, - მაშინ ქრისტეს სარწმუნოებისაგან კაცთა მოდგმის ყველაზე მრავალრიცხოვანი განდგომა მოხდება, რამეთუ ცრუწინასწარმეტყველნი  და ცრუმოძღვარნი მრავალს აცთუნებენ, და უსჯულოება გამრავლდება და მრავალთა სიყვარული გაცივდება („და გამრავლებითა უსჯულოებისაითა განხმეს სიყვარული მრავალთაი") (მათე 24,12), ისე, რომ როცა უფალი მეორედ მოვა, „პოვოს-მეა სარწმუნოებაი ქუეყანასა ზედა" (ლუკა 18,8)?

ანტიქრისტე - ანტიღმერთია, რამეთუ მთლიანად ქრისტეს მოწინააღმდეგეა, იგი უკუე ამით, ერთი ჭეშმარიტი ღმერთის მოწინააღმდეგეა. ამის გარდა, თავისი ქრისტესმბრძოლობით და ღმრთისბრძოლობით, ანტიქრისტე ყოველგვარი „ღმრთაების" და ნებისმიერი „ღმერთის" სარწმუნოების მოწინააღმდეგე იქნება. ის იმისთვის გაირჯება, რომ არა მხოლოდ ქრისტე შეცვალოს ქრისტეს მაგივრად იყოს, არამედ რათა თავისი თავით ყოველი „ღმრთაება", ყოველგვარი „ღმერთი" შეცვალოს, რისი რწმენაც ადამიანებს ექნებათ, მისი (ანტიქრისტეს) დედამიწაზე მოსვლის დროს. შეგნებული და დაგეგმილი მიზნით - თვითონ გახდეს ყველას ღმერთი, ყოვლადღმერთი. ეს ბუნებრივია ცოდვისათვის, "უსჯულოების კაცისათვის" (2 თესალონიკელთა 2,3), რამეთუ ცოდვა ნებისმიერ არსებას, უკიდურესი სატანიზმისკენ, უკიდურესი თვითგაღმერთებისაკენ იტაცებს, როგორც უწინ სატანა გაიტაცა. რამეთუ, რა არის სატანა? სატანა - თვითმარქვია თვითღმერთია, თავის თავის ღმერთია. მან კი თავის თავი ასეთად ამპარტავნებით, ღმრთისაგან განდგომით, თავმოყვარეობით, თვითგაღმერთებით აქცია. კაცთა მოდგმაში მსგავსი თავმოყვარების, თვითღმერთობის სრულყოფილი ნიმუში - ანტიქრისტე იქნება. ის ყოველ „ღმერთს", პირველ ყოვლისა კი ჭეშმარიტ ღმერთს - უფალ ქრისტეს შეეწინააღმდეგება და ამპარტავნულად, ყოველ „ღმერთზე", პირველ ყოვლისა კი ჭეშმარიტ ღმერთსა და უფალზე - იესო ქრისტეზე მაღლა დაიყენებს თავის თავს. და შეეცდება დაჯდეს - და დაჯდება კიდეც - ქრისტიანულ ტაძრებში, როგორც ღმერთი და თავს ერთ და ყოვლადჭეშმარიტ ღმერთად გამოაცხადებს. ამაში მას სატანა მთელი გულმოდგინებით დაეხმარება და იგი სატანის მოქმედებით, დიდ საწაულებს მოახდენს. იგი ძალზე მაცდურად და მომხიბლავად იმოქმედებს, რათა, თუ შესაძლებელია, რჩეულნიც აცდუნონ. და უამრავს აცდუნებს, როცა როგორც ღმერთი, ქრისტიანულ ტაძრებში დაჯდება და ხელმწიფება და მთელი ქვეყნიური ძალა ექნება. ანტიქრისტე თავს ერთადერთ ქრისტედ, ანტიღმერთი - ერთადერთ ღმერთად, ანტიუფალი - ერთადერთ უფლად, ანტიჭეშმარიტება - ერთადერთ ჭეშმარიტებად, ანტისიყვარული - ერთადერთ სიყვარულად, ანტისიცოცხლე (ანტიცხოვრება) - ერთადერთ სიცოცხლედ (ცხოვნებად), ანტისიკეთე - ერთადერთ სიკეთედ, ანტიუკვდავება - ერთადერთ უკვდავებად, ანტიკაცთმოყვარე - ერთადერთ კაცთმოყვარედ წარმოაჩენს. ამის გამო, ანტიქრისტე, არსებითად, ყველაზე სისხლისმსმელი ანტიადამიანი იქნება: ერთადერთ ჭეშმარიტ და სრულყოფილ ადამიანად თავის წარმოჩენისას, იგი გეგმაზომიერად, სხვადასხვა ცოდვებით მოკლავს ადამიანს მთელს მის არსებაში, ადამიანში ღმრთისხატოვნებას მოკლავს და ამით ადამიანში მოკლავს ყოველივეს, რაც ადამიანის, ადამიანურობის, ადამიანურის არსს წარმოადგენს; ადამიანში ყოველივეს მოკლავს, რაც ღმრთისაკენ, ქრისტესაკენ, ცისკენ მიიწევს, და ყოველივე ამას საწინააღმდეგო, დამანგრეველი ძალებით შეცვლის. ყოველივე ამის მიერ, ანტიქრისტე, ეს ტიტანური ადამიანი, ეცდება თავისი საბოლოო მიზანი განახორციელოს - გააეშმაკოს ადამიანი, გააეშმაკუროს, რათა მისი სული ღმრთისხატოვნების ნაცლვად - ეშმაკისხატოვნებით, ღმრთისმოყვარეობის ნაცვლად - ეშმაკისმოყვარეობით აღავსოს და ასე, ღმერთკაცის საწინააღმდეგოდ, ადამიანი ეშმაკკაცად აქციოს და ქრისტეს მადლიანი ღმრთისადამიანის ნაცვლად ეშმაკადამიანები შექმნას. ანტიქრისტე მეცნიერების მიერაც, ფილოსოფიის მიერაც, ხელოვნების მიერაც, ადამიანის ყოველგვარი საქმიანობის მიერაც ეცდება, თავი ერთადერთ ღმერთად წარმოაჩინოს, სინამდვილეში კი სიცრუე (ტყუილი) იქნება; ერთადერთ სიმართლედ, ერთადერთ სიცოცხლედ (ცხოვრებად), ერთადერთ სამოთხედ წარმოაჩინოს, სინამდვილეში კი უსამართლობა, სიკვდილი და ჯოჯოხეთი იქნება; ეცდება თავი ერთადერთ ადამიანად წარმოაჩინოს - სინამდვილეში კი არაადამიანი იქნება, ერთადერთ კაცთმოყვარედ წარმოაჩინოს, სინამდვილეში კი ყველაზე სისხლისმსმელი კაცისმკვლელი იქნება.

ანტიქრისტეს შესახებ საშინელი ჭეშმარიტება, მაცხოვრის სახარების უმნიშვნელოვანეს ჭეშმარიტებებს განეკუთვნება. მასზე ისევე უნდა ვილაპარაკოთ, როგორც უფალ ქრისტეზე (შეადარეთ 2 თესალონიკელთა, 2,5). მაცხოვრის სახარებაში მას რომ სიჩუმით ჰქონდეს გვერდი ავლილი, რამდენად უფრო სახიფათო იქნება კაცთა მოდგმისათვის ანტიქრისტეს მოღვაწეობა! ჩვენ, ქრისტიანებმა, მაცხოვრის სახარებიდან ვიცით, თუ რას ფიქრობს ღმერთი ჩვენზე, ადამიანებზე, და როგორია ჩვენზე მისი განზრახვა (ჩანაფიქრი), მაგრამ ყოვლადძლიერმა უფალმა ასევე გვითხრა თავის სახარებაში, თუ რას ფიქრობს სატანა ჩვენზე, ადამიანებზე და რის გაკეთებას გვიპირებს (შეადარეთ 2 კორინთელთა, 2,11; 11,14), და მისი მთავარი მოციქული - ანტიქრისტე - თუ რას ფიქრობს ჩვენზე და რის გაკეთებას გვიპირებს. ჩვენთვის, ქრისტიანთათვის, არაფერი ღმრთაებრივი უცნობი არ არის, მაგრამ ზუსტად ასევე, არაფერი სატანური, რათა ვიცოდეთ, როგორ ავერიდოთ და თავი დავიცვათ სატანური განსაცდელების და ბოროტებისგან. ჩვენ ადამიანები, შექმნილნი ვართ, რათა მადლიან ღმრთისიანებად ვიქცეთ; უფალი ქრისტე განკაცდა და როგორც ღმერთკაცმა გვიჩვენა, თუ როგორ შეიძლება განხორციელდეს ყოველივე ღმრთიური მიწაზე - ადამიანის ცხოვრებაში, აგრეთვე, როგორ ავირიდოთ და გავანადგუროთ ყოველივე ღმრთისსაწინააღმდეგო: ცოდვითი, ბოროტი, სატანური, ანტიქრისტესეული. ჩვენ ვიცით, რომ ყველაფრით ძლიერნი ვართ სატანასა და მის შავ ანგელოზებზე, ძლიერნი ვართ, ქრისტეს მადლით, ძლიერნი ვართ მისი წმინდა ეკლესიით, რომელშიც, ვითარცა საკუთარ სხეულში, ცხოვრობს და ცხოველსმყოფელობს ღმერთკაცი უფალი ქრისტე, მთელი თავისი საღმრთო მადლიანი ძალებით, რომელსაც ჩვენ განუწყვეტლად ვეზიარებით, წმინდა საიდუმლოთა და წმინდა სათნოებათა საშუალებით და ყოველგვარ სატანურ ბოროტებას და ცოდვას, და სიკვდილს, და ჯოჯოხეთს ვამარცხებთ. ღმერთი, რომელიც ჩვენთან მყოფობს წმინდა საიდუმლოთა და წმინდა სათნოებათა მეშვეობით, შეუდარებლად ძლიერია ეშმაკზე, რომელიც ცოდვებში, ვნებებში, სიკვდილში და კუპრშია. ამიტომაც, ქრისტიანები არც სატანის წინაშე და არც ანტიქრისტეს წინაშე არ ვძრწით; ჩვენ მათ ყოველივეში უფალი ქრისტეთი ვამარცხებთ, რომელიც ჩვენში ყოვლადძლიერად მოქმედებს, თავის წმინდა ეკლესიაში წმინდა საიდუმლოთა და წმინდა სათნოებათა საშუალებით.

რა ეღობება, რა აკავებს ანტიქრისტეს გამოჩენას დღეს, ან ხვალ, ან ოდესღაც, თავის დროზე (თესალონიკელთა 2,6)? ცხონების ღმერთკაცობრივი განგებულება, სოფლის ხსნის შესახებ ღმრთის გეგმა. ამ გეგმის მიხედვით, ანტიქრისტე თავის დროზე გამოჩდება, როცა ქვეყნის აღსასრული დადგება. მანამდე კი მას ქრისტეს ეკლესია შეაკავებს: სოფლად ეკლესიის მადლიანი მოღვაწეობა, მისი მადლმოსილი ძალა და ძალაუფლება, ძალაუფლება უწმინდურ სულებზე (მათე 10,1); ადამიანთაგან, სოფლიდან ეშმაკის განდევნის (მარკოზი, 3,15) ძალაუფლება, ყოველგვარი ბოროტების მოგერიების და ყოველგვარი სიკეთის აღმოცენების ძალაუფლება და ძალა, ცოდვისაგან, სიკვდილისაგან და ეშმაკისაგან ადამიანთა ხსნის ძალაუფლება; ჯოჯოხეთზე ძალაუფლება (მათე 16,18). ცხონების სახარება - ეს სწორედ ის ძალაა, რომელიც ანტიქრისტეს დროზე ადრე გამოჩენას აკავებს; და ეს სახარება ყველა ერს უნდა ექადაგოს (მათე 28,19) და ყველა ერისთვის, ცხონების გზისა და სოფლის ერთადერთი მაცხოვრის შესახებ მოწმობად იქცეს (მათე 24,14), მაცხოვრისა, რომლისთვისაც ყველა ერი ერთ სამწყსოს შეადგენს, რომელიც (ყველა ერი) ნებაყოფლობით, წმინდა სახარების მადლიანი ზემოქმედებით, ყველა ადამიანი ერთ კეთილ მწყემსს უნდა გაჰყვეს (იოანე 10,16). ადამიანთა მიერ ქრისტეს რწმენა, აგრეთვე შემაკავებელი ძალაა, რომელიც ანტიქრისტეს გამოჩენას წინ ეღობება. მაგრამ, როცა კაცთა მოდგმაში ქრისტეს რწმენა სწრაფად გაქრობას დაიწყებს; როცა ადამიანთა უმრავლესობა, თავისუფლადმყოფი, ბოროტებას ნებაყოფლობით აირჩევს, ბოროტებას იქმს, და ბოროტებას ისურვებს, და როცა ღმერთი, მათი გულების სურვილის თანახმად, დაუშვებს, რომ ისინი უწმინდურებაში, სამარცხვინო ვნებებში და გარყვნილ გონებაში ჩაეფლონ და ისინი ყოველგვარ უსამართლობას, ყოველგვარ ცოდვას, შეგნებული ღმრთისბრძოლობით და ავმოსურნეობით ჩაიდენენ (შეადარეთ რომაელთა 1,24-31), და როცა ყველა ამ ნებაყოფლობითი ადამიანური ბოროტების საშუალებით, ეშმაკები ადამიანთა უმრავლესობას დაეუფლებიან, ვინც სოფლის ერთადერთ მაცხოვარ, უფალ ქრისტეს რწმენაზე უარი თქვა - მაშინ უფალი დაუშვებს, რომ ქრისტესმბრძოლობის უმაღლესი ბელადიც - ანტიქრისტეც გამოჩნდება, რომლისკენაც ისინი მთელი თავისი ნებაყოფლობითი ბოროტებით გაემართებიან და გაეშურებიან. ბოლო ჟამის ადამიანები თავისი ღმრთისხატოვანი თავისუფლებით ისე ბოროტად ისარგებლებენ, რომ მას თითქმის მთლიანად ბოროტებასა და სატანიზმზე დახარჯავენ, და არა სარწმუნოებასა და მაცხოვნებელ სახარებისეულ ღვაწლზე, რომელიც ცოდვისაგან, სიკვდილისაგან და ეშმაკისაგან ერთადერთი მხსნელია. ამიტომაც ამბობს მაცხოვარი, რომ როცა იგი მეორედ მოვა ამ ქვეყნად, „პოვოს-მეა სარწმუნოებაი ქვეყანასა ზედა (ლუკა 18,8)?" უსჯულოების გამრავლების გამო, ერთი ჭეშმარიტი ღმრთისაგან და სოფლის ერთი ჭეშმარიტი მაცხოვრისაგან - უფალი ქრისტესაგან ყოველგვარი განდგომის გამო, სული წმინდა განშორდება ადამიანებს და მისი მადლი, რომელიც ანტიქრისტეს გამოჩენას აკავებს და მას წინ ეღობებოდა, ადამიანებს მიატოვებს და ყოველგვარ ბოროტებას და ანტიქრისტეში განსახიერებულ ეშმაკს ფართო გზა გაეხსნება.

ღმერთმა, თავისი ყოვლისმცოდნეობით და წინასწარცნობით, წინასწარ დაინახა ადამიანთა მოდგმის ეს შეგნებული და ნებაყოფლობითი განდგომა ქრისტე ღმრთისაგან და ბოროტების შეგნებული და ნებაყოფლობითი არჩევა და ამიტომაც, თავისი ყოვლადბრძნული განგებულებით, ანტიქრისტეს გამოჩენისა და უფალი ქრისტეს მოსვლისათვის, სწორედ ეს დრო განსაზღვრა. მაშინ გამოჩენილი ანტიქრისტე, ნამდვილად თავის დროზე („თვისსა მას ჟამსა") მოვა (2 თესალონიკელთა 2,6); ადამიანები მას თავის გულს ბოროტი სურვილების მიერ, გონებას - ბოროტი იდეების მიერ, ნებას - ბოროტი ნდობის მიერ, სულს - ბოროტი საქმეების მიერ გაუღებენ და ის მათში მთელი სატანური ბოროტებით და ცოდვით შევა.

  ანტიქრისტეს უამრავი წინამორბედი ჰყავს, ისინი ჯერ კიდევ ქრისტიანობის პირველ დღეებში გამოჩნდნენ, სხვადასხვაგვარი ქრისტესმებრძოლების, ქრისტესმოძულეების და ქრისტესმდევნელების სახით (შეადარეთ 1 იოანე, 2,18) და ქრისტიანობის მთელი ისტორიის განმავლობაში ჩნდებიან. რა არის ანტიქრისტეს ამ წინამორბედების მიზანი? განდევნონ უფალი ქრისტე, გაანადგურონ მისი საქმე, გაანადგურონ მისი ეკლესია და ამით, კაცთა მოდგმის ერთადერთი მაცხოვარის მიერ ადამიანთა ცხოვრება შეუძლებელი გახადონ. სინამდვილეში მათ მხოლოდ ერთი რამ სურთ და თავისი სულებით ერთი რამისთვის ირჯებიან: რათა ამქვეყნად ღმერთკაცი ქრისტე აღარ იყოს. რატომ? იმიტომ, რომ ღმერთკაცშია ჩვენი სარწმუნოების, ჩვენი ღმრთისმსახურების მთელი საიდუმლო და მთელი ძალა. რამეთუ, რა არის „საიდუმლო სარწმუნოებისაი" (1 ტიმოთე 3,9), „ღმრთისმსახურებისა საიდუმლოი" (1 ტიმოთე 3,16)? აი რა: „ღმერთი გამოჩნდა ხორცითა" (1 ტიმოთე 3,16). ესე იგი ღმერთი გამოჩნდა კაცივით, როგორც ღმერთკაცი, რათა თავისით, ღმრთით გამოდევნოს ადამიანიდან ყოველგვარი ბოროტი ძალა, ყოველგვარი ცოდვა, ყოველგვარი სიკვდილი, ყოველგვარი ეშმაკი და ასე იხსნას ადამიანი ცოდვისა, სიკვდილისა და ეშმაკისაგან, და მასე თავისი მადლით საუკუნო ცხოვრება, საუკუნო ჭეშმარიტება, საუკუნო სიმართლე, საუკუნო სიყვარული მიანიჭოს. ღმერთკაც ქრისტეში, კაცთა მოდგმას სამება ღმერთის ყოვლადწმინდა საიდუმლო განეცხადა (კოლასელთა 2,2), რომელიც სოფლისა და კაცთა ნათესავის შექმნის დღიდან დაფარული იყო - ეკლესია, რომელიც ქრისტეს სხეულშია („გუამია") (შეადარეთ კოლასელთა 1,24-26). „სიმდიდრე დიდებისა საიდუმლოისა მის (კოლასელთა 1,27)", ღმრთაებრივად მდიდარია. „რომელსა შინა არიან ყოველნი საუნჯენი სიბრძნისანი და მეცნიერებისანი დაფარულნი (კოლასელთა, 2,3)". ამიტომაც, უფალი ქრისტეს მთელ ღმერთკაცობრივ ღვაწლს „განგებულებაი იგი საიდუმლოისაი მის დაფარულისაი საუკუნითგან ღმრთისა თანა" (ეფესელთა 3,9) ეწოდება. „საიდუმლო ქრისტესი" (ეფესელთა 3,4), თავის თავში, ადამიანის არსებისათვის - ყველა მის სოფელსა და ყველა მის ცხოვრებაში - აუცილებელ ყველა წმინდა საიდუმლოს მოიცავს. რა არის „საიდუმლო ქრისტესი?" ქრისტე - ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთია და მასში ჭეშმარიტების - ყოვლადჭეშმარიტების მთელი საიდუმლოა; სიმართლის - ყოვლადსიმართლის მთელი საიდუმლო; სიკეთის - ყოვლადსიკეთის მთელი საიდუმლო; სიბრძნის - ყოვლადსიბრძნის მთელი საიდუმლო; ცხოვრების - ყოვლად-ცხოვრების მთელი საიდუმლო; ღმრთის - ყოვლადღმრთის მთელი საიდუმლო. ქრისტეს საიდუმლოში - ქრისტეს სახარების მთელი საიდუმლოა (შეადარეთ, ეფესელთა, 6,19), ცხონების სახარების მთელი საიდუმლოა, რომელიც სხვა არა არს რა, თუ არა განღმრთობა, განქრისტება, განსამება ადამიანის არსებისა, ღმერთკაც მაცხოვარში ცხოვრების საშუალებით, სახარების წმინდა საიდუმლოთა და წმინდა სათნოებათა შემწეობით. ამგვარად, ქრისტეს ეკლესიაში, ქრისტეს ამ ყოვლისმომცველ ყოვლადწმინდა საიდუმლოში, ქრისტეს ამ სხეულში („გუამში") ისახება, იბადება და აღესრულება ადამიანთა ცხონება - წმინდა საიდუმლოთა და წმინდა სათნოებათა საშუალებით; ადამი-ანებიც ღმერთკაც ქრისტეში განიწმინდებიან, განახლდებიან (ფერს იცვლიან), განქრისტდებიან და ამგვარად მადლის მიერ განიღმრთობიან, მადლის მიერ ღმერთადამიანებად იქცევიან.

ამის საწინააღმდეგოდ, ჩვენს ადამიანურ სამყაროში უსჯულოების საიდუმლო (2 თესალონიკელთა 2,7) მოქმედებს. იგი ადამიანთა გულების მიერ (საშუალებით), ადამიანთა სულების მიერ, ადამიანთა სხეულების მიერ, ადამიანური სინდისის მიერ მოქმედებს. ყოველი ქრისტესმბრძოლი აზრის, ქრისტესმბრძოლი გრძნობის, ქრისტესმბრძოლი სურვილის, ქრისტესმბრძოლი საქმის მიერ მოქმედებს. მხოლოდ ერთადერთი მიზნით: ხელი შეუშალოს ერთი მაცხოვრის მიერ კაცთა მოდგმის ცხონებას, რაც შეიძლება მეტი ადამიანისათვის იგი შეუძლებელი გახადოს. უსჯულოების უდიდესი საიდუმლო თავისი ფსევდონათელით, კვაზინათელით, მთელ ადამიანურ სიავეზე, მთელ ყოვლადადამიანურ უსჯულოებაზე, მთელ ადამიანურ ცოდვებზე ინთხევა და ყოველგვარ ცოდვას, ყოველგვარ ბოროტებას საიდუმლოებით ნიღბავს, რათა ადამიანური გონების ცნობისმოყვარეობა კიდევ უფრო გააღიზიანოს. მაგრამ, მთელი საიდუმლო უსჯულოებისა - სატანაშია, „სიღრმე ეშმაკისანი" (სატანასი) (გამოცხადება, 2,24) - ეს უფსკრულები და ხვრელებია, ისე რომ მასში ყოველგვარი ადამიანური გონება, ადამიანური გული და ადამიანური სინდისი იოლად დაიღუპებოდა, რომ არა მადლი ქრისტესი, რომელიც სიტყვა ღმერთის განხორციელებით, ადამიანურ ბუნებაზე განეფინა, რომელშიც (სიტყვა ღმერთში) მთელი „სიტყვანი ღმრთისანი" (1 კორინთელთა, 2,10). ქრისტეს წმინდა „სარწმუნოების საიდუმლოს" (1 ტიმოთე, 3,9), „ღმრთისმსახურების საიდუმლოს" (1 ტიმოთე, 3,16) წინააღმდეგ, სატანა ადამიანთა მოდგმაში მრავალი საიდუმლო საშუალებით, ურიცხვი უსჯულოების მეშვეობით მოქმედებს. რა არის უსჯულოება? ცოდვა, ყოველი ცოდვა და რა არის ცოდვა? „ყოველი, რომელი არა სარწმუნოებით არს" (რომაელთა, 14,23), ანუ ყოველივე, რაც ქრისტესგან არაა, სახარებისგან არაა, მის ეკლესიისგან არაა, და მით უმეტეს ყოველივე, რაც ქრისტეს საწინააღმდეგოა, სახარების საწინააღმდეგოა, ეკლესიის საწინააღმდეგოა. ამჟამად ჩვენ მტკიცედ ვიცით, რომ ცოდვა - ეს ყველაფერია, რაც ქრისტეს გარეშეა, და ამაში მისი არსი, უსჯულოების და უმაღლესი უსჯულოების - სატანის და ყველა მისი თანამებრძოლის, ყველა ქრისტესმბრძოლის, ყველა ქრისტესგარეშეს, ყველა უქრისტიანოს და უპირველეს ყოვლისა, ანტიქრისტეს მთელი არსი. ახლა ჩვენ ვიცით „უსჯულოების საიდუმლო", იგი მთლიანად სატანისაგანაა, სატანაშია, სატანის მიერაა, სატანისკენაა. ამიტომ, სახარებისეული, ღმერთკაცობრივი ჭეშმარიტება შემდგომში მდგომარეობს: „ყოველმან, რომელმან ჰქმნეს ცოდვაი, მან უსჯულოებაიცა ქმნეს" (1 იოანე, 3,4). დიახ, სატანაშია ბოროტების მთელი ძალა, ცოდვის მთელი საიდუმლო, უსჯულოების მთელი საიდუმლო. ყოველივე ამაში ადამიანები - მხოლოდ მისი მოწაფეები არიან. მაგრამ, ყოველივე ამისაგან მხოლოდ ერთი წამალი, მხოლოდ ერთი ხსნა არსებობს - ღმერთკაცი ქრისტე, მხოლო კაცთმოყვარე, რამეთუ, ქრისტემ „მისცა თავი თვისი ჩვენთვის, რაითა მიხსნნეს ჩვენ ყოვლისაგან ურჩულოებისაგან" (ტიტე, 2,14). ერთი მხრივ - ღმერთკაცი ქრისტე, მეორე მხრივ - ანტიქრისტე. „რაი მოყუსებაი არს სიმართლისა და უსჯულოებისაი? ანუ რაი ზიარებაი არს ნათლისა და ბნელისა? ანუ რაი შეტყუება არს ქრისტესი ბელიარის თანა?" (2 კორინთელთა, 6,14-15).

თავისი განუზომელი კაცთმოყვარებრივი მადლით, სიყვარულით და მოწყალებით, უფალი ქრისტე ანტიქრისტეს გამოჩენას აკავებს, სანამ არ შესრულდება ღმრთისაგან განსაზღვრული დრო და ვადები; იგი არის შემკავებელი - „რომელსა - ესე უპყრიეს" (2 თესალონიკელთა, 2,7). ამიტომ, ადამიანთათვის ბევრად უფრო იოლია, მაცხოვრის მადლის შემწეობით უკუაგდონ ნებისმიერი უსჯულოება, ყოველი ცოდვა, ყოველი ბოროტება და ხელი არ შეუწყონ სატანურ „უსჯულოების საიდუმლოს", რომელიც განუწყვეტლივ მოქმედებს იმ ადამიანებში, ვინც სატანას ნებაყოფლობით და შეგნებულად ემორჩილება თავისი ქრისტესმბრძოლობით, ქრისტეს ურწმუნოებით, მცირედმორწმუნეობით, ცრუმორწმუნეობით, ურწმუნოებით, უღმერ-თობით. რამეთუ, იმ დღიდან, რაც სრული უფალი ღმერთი ქრისტე, სოფლად, ადამიანთა შორის მყოფობს - თავისი წმინდა ეკლესიისა და წმინდა სახარების ნებაყოფლობით - ადამიანები ბოროტებისა და ეშმაკის ნებაყოფლობითი და შეგნებული თანამებრძოლები, „უსჯუ-ლოების მონები" (რომაელთა, 6,19) ხდებიან. რამეთუ, ყოველ ადამიანს, მაცხოვრის ეკლესიაში ყოველი ცოდვისა და ყოველი უსჯულოებისაგან განთავისუფლების საიმედო საშუალება აქვს, ოღონდ თუკი მოისურვებს, რომ უფალ ქრისტეს ერწმუნოს (შეადარეთ, იოანე, 8,32). აშკარა ჭეშმარიტებაა: „ყოველმან რომელმან ქმნეს ცოდვაი, მონაი არს იგი ცოდვისაი" (იოანე, 8,34). ცოდვისაგან, ყოველი, უდიდესი ცოდვისაგანაც კი ხსნა და განთავისუფლება მხოლოდ ერთ უცოდველს - უფალ ქრისტეს ძალუძს (შეადარეთ, იოანე, 8,32,36; 2 კორინთელთა, 3,17; გალატელთა, 5,1). და ეს ჭეშმარიტებათა ჭეშმარიტება კაცთა მოდგმის თაობებში მოედინება და საშინელი სამსჯავროს დღეს, არავის ძალუძს თავი იმართლოს, ცოდვისა და უსჯულოების დამონების გამო; ამიტომაც, მაშინ, ყოვლადსახიერი უფალი უსჯულოებს ეტყვის: „არა გიცნი თქვენ, განმეშორებით ჩემგან ყოველნი მოქმედნი უსჯულოებისანი" (მათე, 7,23). უსჯულოება და უსჯულოების შეგნებული მონობა უღმრთოს ხდის კაცს, მისგან ყოველივე ღმრთაებრივს, ღმრთისხატოვანს, ზეციურს, ანგელოზურს დევნის და მასში დემონურს, სატანურს, ეშმაკეულს აბატონებს.

თავისი უსაზღვრო კაცთმოყვარებით და კაცთა მოდგმისა და მიწიერი სოფლის შესახებ თავისი საღმრთო განგებულების გა-მოუკვლევი კაცთმოყვარებრივი მიზეზებით, უფალი იესო ქრისტე თავისი მადლით ლაგმავს და აკავებს სატანურ უსჯულოებას, რათა იგი სხვადასხვაგვარი ცოდვითა და ბოროტებით არ დაემკვიდროს ადამიანთა უმრავლესობაში და თავისი ეკლესიის მიერ ცოდვისა, ბოროტებისა და ეშმაკისაგან ხსნის ყველა აუცილებელ საშუალებას გთავაზობს. ყველა საშუალებას, რომელიც ისე აუცილებელია და ისე ბუნებრივია ადამიანური არსებობისათვის, რომ მათი შემწეობით, ჯერ კიდევ მიწაზე შეიძლება საუკუნო ცხოვრებით ვიცხოვროთ, შემდეგ კი უკვე ზემოთ, ზეცაში ღმრთის წმიდათა და ანგელოზთა შორის (შეადარეთ, 2 პეტრე, 1,3). რამეთუ ეს წმინდა საშუალებანი, კერძოდ კი - წმინდა საიდუმლონი და წმინდა სათნოებანი, ადამიანებს მთელი ღმრთაებრივი ძალებით აღავსებს, რომელნიც მათ განაღმრთობს, განასამებებს, საღმრთო ბუნების ზიარად ხდის (2 პეტრე, 1,4-8), რაც მითი ღმრთისხატოვანი ბუნებისათვის მარადიულ სიხარულს და საუკუნო ნეტარებას წარმოადგენს.

ღმერთი არის ყოფიერების კანონი, არსებობის კანონი, ცხოვრების კანონი. ღმერთის გარეშე, უღმერთოდ არსებობის სურვილი, ცხოვ-რების სურვილი - ესაა სწორედ უსჯულოება, მისი გამომხატველი კი - სწორედ უსჯულოა. ღმერთი ადამიანის გონების, ადამიანის სულის, ადამიანის სინდისის, ადამიანის ნების კანონია; ხოლო საკუთარი გონების, საკუთარი სულის, საკუთარი სინდისის, საკუთარი ნების ღმრთის გარეშე და უღმრთოდ ქონების და ფლობის სურვილი - უსჯულოებაა, რომელიც ადამიანს უსჯულოდ აქცევს. სინამდვილეში, უსჯულოება არის ყოველივე ის, რაც ღმრთის საწინააღმდეგოა, უღმერთოა, ღმრთის გარეშეა. უსჯულოა ის, ვინც ეს უსჯულოება თავის სჯულად გამოაცხადა და მისით ცხოვრობს. ასეთი უსჯუ-ლოების ყველაზე სრულყოფილი ნიმუში - კაცთა მოდგმაში - ანტიქრისტე იქნება, ამიტომაც, იგი უპირატესად უსჯულო (2 თესალონიკელთა, 2,8) იქნება.

ანტიქრისტეს და ადამიანის მოდგმაში ყველა მისი წინამორბედის მთელ მოქმედებას (მოღვაწეობას) ერთი მიზანი აქვს: ღმრთის ყველა კანონი, ქრისტეს ყველა კანონი ცუდად, სახიფათოდ, ხალხისა და კაცთა მოდგმისთვის მომაკვდინებლად გამოაცხადოს. ამიტომ, საჭიროა მათი უარყოფა და საწინააღმდეგო შინაარსისა და პირუკუ აზრის მქონე კანონებით მათი შეცვლა: ქრისტე ანტიქრისტეთი უნდა შეიცვალოს, ქრისტეს ყველა კანონი - ანტიქრისტეს კანონით. ყოველივეს, რაც უფალმა ქრისტე ღმერთკაცმა კაცთა მოდგმას განუცხადა როგორც წმინდა ცხოვრების კანონი, როგორც ჭეშმა-რიტების კანონი, როგორც სიმართლის კანონი, როგორც სიყვარულის კანონი, როგორც სინდისის კანონი, როგორც ადამიანის სულის კანონი, როგორც ადამიანის გონების კანონი, როგორც ადამიანის ნების კანონი, - ყოველივე ამას ანტიქრისტე კანონგარეშე დააყენებს და ამგვარად იგი, ჭეშმარიტად უკანონი (უსჯულო), უკანონობას (უსჯულოებას) გაამეფებს. მაგრამ, იგი ამას ხალხს ძალით არ მოახვევს თავზე, არამედ, მიწიერ სოფელში მაშინ გამოჩნდება, როცა ადამიანთა უმრავლესობა თავისი გემოთმოყვარეობით და ცოდვისმოყვარეობით უღმერთოებაში, უსჯულოებაში, ღმრთისმბძოლობასა და ქრისტეს-მბრძოლობაში ნებაყოფლობით ჩაეფლობა. სწორედ ასეთ ხალხთან მოვა და გამოცხადდება ანტიქრისტე - მათი იდეალი, მათი ბელადი, მათი უფროსი, ყოველი ბოროტების და ყოველი ცოდვის, ყოველი უსჯულოების, ყოველი სიკვდილის და ყველა ეშმაკის უმაღლესი მხედართმთავარი მიწიერ სოფელში. ანტიქრისტე უსჯულოების სრულყოფილი განსახიერება იქნება, ოღონდ განსახიერება ადამი-ანური ბუნების ფარგლებში და კაცთა მოდგმის სფეროში. სახით და არსებით, ანტიქრისტე ადამიანი იქნება, ნებით, მოქმედებით და მიზნებით კი იგი მთლიანად ანტიადამიანი, არადამიანი, ადამიანო-ბადაკარგული, ეშმაკადამიანი იქნება.

ანტიქრისტე კაცთა მოდგმაში ყველაზე სრულყოფილი ეშმაკადამი-ანი იქნება: მისი ძალა უდიდესი, ღონე - თავზარდამცემი, ძალაუფლება - თითქმის დაუძლეველი იქნება. თავის თაყვა-ნისმცემელთა, მიმდევართა, მომხრეთა და მონათა საშუალებით, იგი ერთს გაჰყვირებს: „კაცთა მოდგმას ღმერთკაცი ქრისტე არ სჭირდება! კაცთა მოდგმას ქრისტეს სახარება არ სჭირდება! ძირს ცა! ძირს ღმერთი! ადამიანი ჭეშმარიტად მაშინაა ადამიანი, როცა იგი უღმერთო და ღმერთის მოწინააღმდეგეა, უქრისტეო და ქრისტეს მოწინააღმდეგეა! ადამიანი - მიწის და ცის დამოუკიდებელი ბატონი და უმაღლესი ყოვლისმპყობელია! ადამიანი - „შიშველი ადამიანი"! რაიმე ღმრთიურისა და გვერდითის გარეშე! ყოველივე ღმრთაებრივი მხოლოდ საწამლავია, მხოლოდ ოპიუმია, მხოლოდ ნარკოტიკია! ადამიანი თვითკმარია! და მას არავითარი სხვა სოფელი, ამქვეყნიურის გარდა და არავითარი სხვა ცხოვრება, ამქვეყნიურის გარდა არ სჭირდება! ადამიანო, იყავი შენი თავის ღმერთი, რადგან არავითარი სხვა ღმერთი არ არსებობს! ღმერთები თვალუწვდენელ სასაფლაოზე, შენ სინამდვილეში ერთადერთი ღმერთი ხარ! იამაყე, რომ ადამიანი ხარ, რადგან ამით ღმერთი ხარ! შენ მაშინ ხარ ყველაზე დიდი, როცა თვლი, რომ ღმერთი ხარ! რადგან ამით აჩვენებ და ამტკიცებ, რომ სამყაროში და სამყაროებში შენზე მაღლა არავინ და არაფერია! ადამიანო, იყავი ამაყი და ბედნიერი, იმიტომ, რომ შენ - ყველა სამყაროს ერთადერთი ღმერთი ხარ! ჯერ კი ძეგლები დაუდგით იუდა ისკარიოტელს ყველგან: მთელ დედამიწაზე, მთელ ზეცაში, და ცათა შინა ცებზე! ძეგლები, ძეგლები, ძეგლები აღუმართეთ იუდა ისკარიოტელებს, მათ! მათ! მხოლოდ მათ!"

და სანამ ეშმაკადამიანი ასეთი დიდებისმეტყველებით და გამაყ-რუებელი განდიდებით განადიდებს და მოატყუებს ადამიანებს, გამოჩნდება ღმერთკაცი და თავის ბაგეთა სუნთქვით („სულითა პირითა მისისაითა") მოკლავს („აღხოცავს") ეშმაკადამიანს (2 თე-სალონიკელთა, 2,8). ღმერთკაც ქრისტეს თვით სუნთქვა უსჯულოს ყველას უსჯულოებაზე, და თვით უსჯულოებაზე ძლიერი, მიუ-წვდომლად ძლიერი იქნება. მაშინ ცხადი და სრულიად აშკარა გახდება, რომ ანტიქრისტეს ყველა ბოროტება, ყველა უსჯულოება, ყველა სასწაული მხოლოდ აბლაბუდაა ღმერთკაც ქრისტეს ძალისა და სიმაგრის წინაშე და ყოველი ადამიანის წინაშე, ვინც ღმერთკაცთან იმყოფება, ყოველი ქრისტიანის წინაშე, ვინც რწმენით დგას ღმერთკაცთან და ღმერთკაცში. მაშინ სრულიად ცხადი გახდება, თუ საიდან აქვთ ქრისტეს წმინდანებს ამქვეყნიურ ცხოვრებაში ის ძალა, რომელიც ღმერთკაცმა მათ უხილავად მიანიჭა. მაშინ გაცხადდება ქრისტეს სარწმუნოების მთელი საიდუმლო, და მთელი ძალა, რაც მასში მდგომარეობს; ქრისტეს სიყვარულის მთელი საიდუმლო, და მთელი ძალა, რაც მასში მდგომარეობს; ქრისტეს სასოების მთელი საიდუმლო და მთელი ძალა, რაც მასში მდგომარეობს; ლოცვის, მარხვის, მოთმინების, გულმოწყალების, სინანულის, სიმშვიდის, სიმდაბლის და სახარებისეულ სხვა წმინდა სასოებათა მთელი საიდუმლო და მთელი ძალა, რაც მათში მდგომარეობს, ზიარების წმინდა საიდუმლოს მთელი საიდუმლოება და მთელი ძალა, რასაც ის შეიცავს; ქრისტეს ეკლესიის დანარჩენ წმინდა საიდუმლოთა მთელი საიდუმლოება და მთელი ძალა, რომელიც მათში მყოფობს.

თავხედი ანტიქრისტე, ეს ეშმაკადამიანი, ღმერთკაცმა ქრისტემ „განაქარვოს გამოჩინებითა მით მოსვლისა მისისაითა" (2 თესა-ლონიკელთა, 2,8). ნათელი - მკვლელია! ყოველი სხივი - ეს სიკვდილია, ეს ათასობით სიკვდილია უსჯულოებისა და უსჯუ-ლოსათვის. „ნათელი მხიარული, ნათელი ცხოვრებისაი" (იოანე, 8,12), ღმერთკაცი ქრისტე, უფალი და ღმერთი ჩვენი, თავისი მეორედ მოსვლისას გამოჩნდება როგორც ცეცხლი, დამფერფლავი და აღმომფხვრელი ყოველივე ანტიქრისტესეულისა: საქმეებისა, იდეები-სა და ჩანაფიქრებისა. და აღსრულდება ყოველი წინასწარმეტყველება, რომელიც ქრისტეს მიმდევართა ნუგეშინისცემად არის ნაწინას-წარმეტყველები: „მახვილითა პირისა" თვისისაითა, უფალი ანტი-ქრისტეს და მის თაყვანისმცემლებს შეებრძოლება და დაამარცხებს. „რამეთუ ცხოველ არს სიტყვაი ღმრთისაი და ძლიერ და უმკუეთელეს უფროის ყოვლისა მახვილისა ორპირისა" (ებრაელთა, 4,12), იგი კვლავ ყოველივე ღმრთის საწინააღმდეგოს, ანტიქრისტესეულს, ბოროტს, სატანურს. ვერაფერი აღუდგება წინ ამ მახვილს; არ არსებობს ჯავშანი, არ არსებობს აბჯარი, მისგან დაცვა რომ შეეძლოს. „ბრძანებითა ღმრთისაითა წარწყმდნენ და სულითა რისხვისა მისისათა გან-ირყუნეს" (იობი, 4,9). „სულითა ბაგეთა მიერ მოაკვდინოს უთნოი" (ესაია, 11,4) - უმაღლესი, უსრულყოფილესი, უსაშინლესი, და უძლიერესი უღმრთო კაცთა მოდგმაში - ანტიქრისტე, რამეთუ უფალი მას თავისი პირის სიტყვით მოკლავს (ოლე, 6,5).

უფლის პირის ნათლისაგან, ვითარცა ცვილი, ყოველი უსჯულოება, თითოეული უსჯულო, ყველა უსჯულო დნება (შეადარეთ, 2 თესალონიკელთა, 2,9); დგება მარადიული წარწყმედა, საუკუნო სიკვდილი, მუდმივი კვდომა, ღმრთისბრძოლობისა და ქრისტეს-მბრძოლობის ტანჯვაში. რამეთუ, თავის ნათელში მყოფობს სრული საკვირველი უფალი და ღმერთი ჩვენი იესო ქრისტე, მთელი თავისი შემოქმედებითი ძალებით, რომლისგანაც გარბის და ინგრევა ყოველივე, რაც ადამიანმა თუ დემონმა ღმრთის წინააღმდეგ, უღმრთოდ, ღმრთის გარეშე გააკეთა.

ასე დაასრულებს ანტიქრისტე თავის თვითმარქვია მისიას კაცობრივ სამყაროში. ქრისტე და ანტიქრისტე, ღმერთკაცი და ეშმაკკაცი - ორი მოწინააღმდეგე არსება, ორი მოწინააღმდეგე პიროვნება, ორი საწინააღმდეგო მიზანია. კაცობრივ სამყაროში მთელი თავისი მოღვაწეობით, ადამიდან ანტიქრისტემდე, ეშმაკს მხოლოდ ერთი სურდა, მხოლოდ ერთისთვის იღწვოდა: ადამიანი ეშმაკადამიანად, ხალხი კი - ეშმაკხალხად ექცია; მხოლოდ კაცთმოყვარე, ღმერთკაც იესო ქრისტეს კი მთლიანად ერთი სურვილი, ერთი ყოვ-ლადსურვილი ქვს: ადამიანი (კაცი) მადლიან ღმერთკაცად, ხალხი კი - მადლიან ღმერთხალხად (ღმერთადამიანებად) აქციოს. თავის საქ-მეებში ეშმაკი ყველა ბოროტების, ყველა ცოდვის, ყველა ვნების საშუალებით მოქმედებს, უფალი კი - თავის ეკლესიაში, ყველა წმინდა საიდუმლოთა და წმინდა სათნოებათა საშუალებით. ადამიანებს კი ნება აქვთ მიცემული, ან ერთი, ან მეორე აირჩიონ. ვის დარჩება გამარჯვება? რა თქმა უნდა ღმერთკაცს.

თავისი ყველაზე მცირე ცოდვითაც კი ადამიანი ეშმაკს ხელს უწ-ყობს. რამეთუ ეშმაკი, არსებითად - ყველა ცოდვის პირველაღმომჩენი და შემოქმედია; მაგრამ, ზუსტად ასევე, ყოველი ცოდვით ეშმაკი ხელს უწყობს (ცოდვაში - მთარგ. შენიშვ.) ადამიანს, რამეთუ ეშმაკი მთლიანად ცოდვისგანაა, მთლიანად ცოდვაშია, ისე რომ, მისთვის ცოდვის ქმნა იგივეა, რაც ცხოვრება, და იგი უხილავად მოქმედებს ყველა ცოდვაში (შეადარეთ, იოანე, 8,44). ცოდვის მიერ ადამიანი ეშმაკს ენათესავება; აქედან წარმოდგება სახარებისეული ჭეშმარიტება: „რომელმან ქმნას ცოდვაი, იგი ეშმაკისგან არს, რამეთუ დასაბამითგან ეშმაკი ცოდავს" (1 იოანე, 3,8). იგულისხმება, რომ ეშმაკს არც ძალაუფლება, არც ძალა აქვს საიმისოდ, რომ ადამიანს ცოდვა თავს მოახვიოს, მაგრამ, ადამიანი თავისი თავისუფალი ნებით ცოდვას და იმ ურიცხვ ბოროტებას ირჩევს, რომელსაც ცოდვა თავის თავში ატარებს და რომელიც თან მოაქვს. ყოველი ადამიანური ცოდვისას, ეშმაკი ცდილობს, ცოდვა რაც შეიძლება გაადიდოს, რათა ადამიანი ცოდვის მოჩვენებითი სიტკბოებით მოატყუოს და მონუსხოს. ყოველი ცოდვა, ღმრთისაგან ადამიანის განშორებაა, უდიდესი ცოდვა, ყოვლადცოდვა კი არის ღმრთისგან უდიდესი განშორება, ღმრთისგან სულის მოწყვეტა, როგორც აბსოლუტური ყოვლადმცოდველის - სატანის და მისი შავი ანგელოზების, ეშმაკების შემთხვევაშია.

ანტიქრისტე? კაცთა მოდგმაში ეს ადამიანი - ყოვლადცოდვა იქნება; მასში ცოდვა მთელ თავის ძალაუფლებას, მთელ თავის სრულ-ყოფილებას მიაღწევს. მთელი თავისი სულით, მთელი თავისი გულით, მთელი თავისი გონებით, მთელი თავისი ძალით იგი სატანის და სატანა მისი ნათესავი იქნება. ნებაყოფლობით დაემორჩილება რა სატანას, ანტიქრისტე იცხოვრებს, იაზროვნებს და იმოქმედებს „შეწევნითა ეშმაკისათა" (2 თესალონიკელთა, 2,9). მასში ყოველივე გასატანებული იქნება; სულიც, სინდისიც, გონებაც, ნებაც, სხეულიც. იგი მოჰყვება მტკიცებას, რომ სრულიად დამოუკიდებლად და თავისთავად, როგორც „შიშველი ადამიანი", როგორც „ჭეშმარიტი ადამიანი" მოქმედებს, სინამდვილეში კი ყველაფერს „შეწევნითა ეშმაკისათა" იქმს. მისი სულის, მისი გულის, მისი სინდისის, მისი ნების მთავარი მოქმედი ძალა სატანა იქნება. მთელი თავისი არსებით, ანტიქრისტე სატანის სახელოსნო იქნება, სატანის ყველაზე სრუ-ლყოფილი სახელოსნო კაცთა მოდგმაში. მისი გონებაც სატანის სახელოსნო იქნება, მისი სინდისიც სატანის სახელოსნო იქნება, მისი გულიც სატანის სახელოსნო იქნება, მისი ნებაც სატანის სახელოსნო იქნება. ამიტომაც, მისი ყველა აზრიც სატანური იქნება, ყველა გრძნობაც სატანური იქნება, ყველა საქმეც სატანური იქნება.

უეჭველია, რომ ანტიქრისტე ძალზე ძლიერი იქნება, და მისი მოქმედება იქნება „ყოვლითავე ძალითა" (2 თესალონიკელთა, 2,9), არა მხოლოდ ადამიანური, არამედ სატანური ძალითაც, რამეთუ სატანამ მისცეს მას „ძალი თვისი და ხელმწიფებაი დიდი" (გამოცხადება, 13,2). სატანის ძალა კი უდიდესია, ისე რომ, იგი განაცვიფრებს და მოხიბლავს ყველა ურწმუნოს, მცირედმორწმუნეს, ორგულს, ყველას, ვინც კი უფალი ქრისტეს ღმრთაებრივი ძალა არ იგემა. „სასწაულთა დიდთა, და რაითა ცეცხლი გარდამოხდეს ზეცით წინაშე კაცთა" (გამოცხადება, 13,13). სატანის ქმედებით, ანტიქრისტე ადამიანთა შორის „ყოვლითავე ძალითა და ნიშნებითა სასწაულებითა ტყუილ-ისაითა" (2 თესალონიკელთა, 2,9) იმოქმედებს. ერთი სურვილით, ყოვლადსურვილით: მოატყუოს ადამიანები, მოხიბლოს, აცთუნოს, თან გაიყოლოს, როგორც ჭეშმარიტმა მაცხოვარმა და მესიამ კაცთა მოდგმისა, როგორც ერთადერთმა ადამიანმა, რომელსაც კაცთა მოდგმაში ქრისტეს ადგილის დაკავება ძალუძს, ქრისტეს შეცვლა და არასაჭიროდ, ზედმეტად, საზიანოდ, მომაკვდინებლად გადაქცევა ძალუძს. ანტიქრისტეს მთელი მრავალფეროვანი მოღვაწეობა ერთ მიზნამდე დაიყვანება: შეცვალოს ქრისტე და ასე განახორციელოს გრანდიოზული სიცრუე და ტყუილი და ადამიანები ამ ყოვ-ლისმომაკვდინებელი სიცრუით დაიმორჩილოს. რამეთუ რა არის ყველაზე მომაკვდინებელი ადამიანისთვის, ხალხისთვის, კაცთა მოდგმისთვის? ქრისტეს - ცოდვის, სიკვდილისა და ეშმაკისაგან კაცთა მოდგმის ამ ერთადერთი მხსნელის - უარყოფა. ამაზე, ამ ტყუილზე იშრომებს ანტიქრისტე „ყოვლითავე ძალითა" სატანურითა და „ნიშნებითა სასწაულებითა ტყუილისათა". ყველა მისი სასწაული, სინამდვილეში ილუზია და ტყუილი იქნება, რომელიც ცოდ-ვისმოყვარე ადამიანებს ყველაზე საშინელ და ყველაზე მომა-კვდინებელ სიცრუეს დაუმორჩილებს, რაც იმაში მდგომარეობს, რომ თითქოს ქრისტე ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთი და კაცთა მოდგმის ერთადერთი მაცხოვარი არ არის.

სატანა ანტიქრისტეს განკარგულებაში მთელ თავის ღმრთისმებრ-ძოლ არსენალს, ღმრთისა და უფალი ქრისტეს წინააღმდეგ მთელ თავის იარაღს გადასცემს. მის „ყოვლადიარაღს", პირველყოვლისა, მოხიბლვა (ცთუნება) წარმოადგენს. და ანტიქრისტეც, „შეწევნითა ეშმაკისათა", ქვეყანაზე „ყოვლითავე საცთურითა" იმოქმედებს (2 თესალონიკელთა, 2,10), რათა, თუ შესაძლებელია, რჩეულნიც აცთუნოს, ანუ ისინი, ვინც სახარებისეულ რწმენას გაჰყვა და მისით და მისთვის ცხოვრობს. სატანა ქვეყანაზე ყოველთვის მოტყუებით მოქმედებს: მან მოტყუებით აცთუნა ჩვენი პირველმშობლები სამოთხეში. იგი მოტყუებით მოქმედებს, მაგრამ, პირადად, უშუალოდ და ღიად ამას იშვიათად აკეთებს, არამედ, თითქმის ყოველთვის, სხვათა საშუალებით იქმს: სამოთხეში - გველის საშუალებით; კაცთა მოდგმის ისტორიის დასასრულს, ანტიქრისტეს საშუალებით იმო-ქმედებს; მანამდე კი ანტიქრისტეს წინამორბედთა მეშვეობით მოქმედებს. ყველგან და ყველაფერში - ტყუილი, ცთუნება, რომელსაც მხოლოდ ერთი მიზანი აქვს: განყოს ადამიანები ერთი ჭეშმარიტი ღმრთისა და მაცხოვრის - უფალი იესო ქრისტესაგან, ღმერთკაცისაგან. ღმრთისა და ყოველივე ღმრთიურის შესახებ ადამიანთა მოტყუება - აი, სატანის მთავარი საქმე. ხოლო ეს, მისი ერთგული და უერთგულესი მსახურის და თანამებრძოლის - ანტიქრისტეს მთავარი ამოცანაა. ამიტომაც, სინამდვილეში, სატანის მეორე სახელია - მატყუარა, მაცთუნებელი. წმინდა გამოცხადებაში მასზე ნათქვამია, რომ იგი არის „რომელი აცთუნებს ყოველსა სოფელსა" (გამოცხადება, 12,9). აცთუნებს იმ მიზნით, რათა ადამიანები უდიდეს უსა-მართლობაში ჩაითრიოს, რაც ყოველთვის ღმრთის, ერთადერთი ჭეშმარიტი ღმრთისა და უფალის იესოს გმობით არის აღსავსე. ქვეყანაზე და კაცთა მოდგმაში, ამაზე დიდი უსამართლობა არ არსებობს. ანტიქრისტე კი „შეწევნითა ეშმაკისათა" მოქმედებს „ყოვლითავე საცთურითა სიცრუისათა" (2 თესალონიკელთა, 2,10). თვითონ სატანა - ეს უმაღლესი უსამართლობა ყოველთა სოფელთა შინა - თავის უსამართლობას ჩვენს კაცობრივ სოფელში „ყოვლითავე საცთურითა" ავრცელებს, განსაკუთრებით კი მას, ქვეყანაზე უდიდესი უსამართლობით გაავრცელებს, რომელიც ანტიქრისტეში განსახიერ-დება.

მაგრამ, ანტიქრისტეს ამ მაცთუნებელ სასწაულმოქმედ და საშინელ ქმედებას „შეწევნითა ეშმაკისათა", ხოლო „წარწყვედულთა მათ შორის" (2 თესალონიკელთა, 2,10) - ურწმუნოებით, უნდობლობით, გარყვნილებით, გემოთმოყვარეობით, ღმრთისმბრძოლობით, ქრისტ-ესმბრძოლობით, ცოდვისმოყვარეობით, დემონიზმით, სატანიზმით წარწყმედულთა შორის ექნება წარმატება. ისინი არასახარებისეული ცხოვრებით იღუპებიან, თუმცაღა მათ ირგვლივ და მათ წინ, კაცობრივი ისტორიის მრავალ საუკუნეთა განმავლობაში, არიან ქრისტეს - როგორც ყოვლადსახიერი და ყოვლადმოწყალე ღმერთის და კაცთა მოდგმის მაცხოვრის ურიცხვი მოწმენი, მისი სახარების მაცხოვნებლობის, მისი მიმდევრების სიწმინდის, მისი და მათი სასწაულმოქმედების, მისი უზომო კაცთმოყვარების, ყოვლისმიმ-ტევებლობის, თანალმობის, მისი წმინდა სათნომყოფელობის საკვირველი მართლობის, გულმოწყალების და თანალმობის მოწმენი. ისინი („წარწმედულნი") ნებაყოფლობით იღუპებიან („წარიწყმი-დებიან"), ირჩევენ რა ანტიქრისტეს, ქრისტე უფლისა და მაცხოვრის ნაცვლად, „ვინაითგან სიყვარული იგი ჭეშმარიტებისაი არა შეწყნარეს, რაითამცა ცხონდეს იგი" (2 თესალონიკელთა, 2,10) - ცხონდეს ცოდვისაგან, სიკვდილისაგან, ეშმაკისაგან, ანტიქრისტესაგან განრიდებით. სიყვარული ჭეშმარიტებისა, რომელიც არს ქრისტე, მათ „არა შეიწყნარეს", რათა ეცხოვრათ ჭეშმარიტებით - ქრისტეთი და ჭეშმარიტებისათვის - ქრისტესათვის, რათა თავი გაენთავისუფ-ლებინათ ცოდვისაგან, სიკვდილისაგან, ეშმაკისაგან, - სიცრუისაგან და სიცრუის მამისაგან (შეადარეთ, იოანე, 14,6). იგი ადამიანებს სიყვარულითა და ჭეშმარიტებით აცხოვრებს. ბევრი კი მას არ აღიარებს, რადგან მათთვის სიბნელე უფრო სასიამოვნოა, ვიდრე სინათლე. სიბნელე კი მათთვის სასიამოვნოა მათი ცოდვისმო-ყვარეობის, მათი ავი გულისთქმების გამო (შეადარეთ, იოანე, 3,19-21; რომაელთა, 1,22-26). მხოლოდ ის ადამიანები, ვისი გონებაც ვნებებით, გული კი ტკბობით არის განკრახული, უარყოფს ერთ ჭეშმარიტ ღმერთსა და მაცხოვარს - ქრისტეს, ამიტომაც, „მისცა იგინი ღმერთმან გამოუცდელსა მას გონებასა საქმედ უჯეროისა" (რომაელთა, 1,28), პყრობად „ჭეშმარიტებაი სიცრუვით" (რომაელთა, 1,18), ქრისტეზე, ერთადერთ ჭეშმარიტებაზე სიცრუისა და ტყუილის სალაპარაკოდ. თუნდაც რამდენადმე ნორმალურ, ჯანსაღ ადამიანურ გონებას, ჯანსაღ ადამიანურ გულს ესმის, რომ უფალი ქრისტე შეუდარებლად აუცილებელი და სასარგებლოა ადამიანური არსებობისათვის, ვიდრე ანტიქრისტე. თუმცა, ბევრი ადამიანი ანტიქრისტეს მოკავშირედ და ქრისტეს მოწინააღმდეგედ იქცევა და რჩება, რამეთუ გემოთმოყვარე გულს და ვნებიან გონებას კაცისას, უფრო მეტი ცოდვითი ტკბობანი და მაცთუნებელი ვნებანი უყვარს და სამუდამოდ იღუპება მისით და უსიკვდილოდ კვდება, და თავისი ცოდვითდაცემული ბუნების გამრუდებული სურვილების ტკბობაშერეული სიმწარით ტკბება. ასეთი ადამიანები ურწმუნოების საბურველით იბურავენ გონების თვალს და არ სურთ დაინახონ, რომ მხოლოდ უფალ ქრისტეშია ცოდვისაგან, ვნებისაგან, სიკვდილისაგან კაცობრივი არსების ხსნა (შეადარეთ, მათე, 9,12-13).

უდიდესია, უსაზღვროა ადამიანის თავისუფლება, თუკი მას თავისი ნებით ღმრთის უარყოფა ძალუძს. მას, ღმრთის ქმნილებას, ღმრთის უარყოფა ძალუძს! ამაშია ადამიანის ღმრთაებრივი სიდიადეც და მისი სატანური დაღუპვაც: თუკი იგი ღმერთთან, თავის შემოქმედთან დადგება, იგი ღმრთაებრივად დიდი და დიდებული იქნება; თუკი სატანასთან, თავის მკვლელთან დადგება, იგი ეშმაკისეულად ღატაკი და საზიზღარი იქნება. ეს კიდევ უფრო მეტად ეხება ადამიანს, სოფლად ღმერთკაცის მოსვლის შემდეგ. რამეთუ, ღმერთკაცში - ადამიანურ გრძნობათათვის ყველაზე მგრძნობიარე და ადამიანური გულისათვის ყველაზე დამაჯერებელი სახით - ნაჩვენებია და დამტკიცებულია ერთი ჭეშმარიტი ღმერთი და უფალი, კაცთა მოდგმის ერთი ჭეშმარიტი მაცხოვარი. და თუკი ადამიანის, ღმერთკაცის  მოსვლის შემდეგ და მის მიუხედავად, ძალუძს ღმრთის უარყოფა, მაშინ, მართლაც, მისი თავისუფლება უდიდესია, თვი-თმყოფადია და დამოუკიდებელია. ამაზეა დამოკიდებული მთელი ადამიანი (სრული კაცი), მთელი მისი ცხოვრება, მთელი მისი მარადისობა. უფალი ქრისტეს უარყოფით, ადამიანებს შორის არა აქვთ ამ ძირითადი ცოდვის - ყოვლადცოდვისათვის, რამეთუ კაცთა მოდგმას ამაზე უკეთესი და ამაზე სრულყოფილი ღმერთი არ მიეცემა, რადგან ასეთი არ არსებობს. ამიტომ, უფალმა ქრისტემ, ამის შესახებ ადამიანებს ცხადად და არაორაზროვნად განუცხადა: „უკეთუმცა არა მოვედ და ვეტყოდე მათ, ცოდვაიმცა არა აქუნდა; ხოლო აწ მიზეზი არა აქუს ცოდვათა მათთათვის. უკეთუმცა არა ვქმნენ საქმენი იგი მათ შორის, რომელნი სხუამან არავინ ქმნნა, ცოდვაიმცა არა აქუნდა, ხოლო აწ მიხილეს და მომიძულეს მე" (იოანე, 15; 22-24).

უფალი ქრისტეს - ამ ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთის, ამ ერთა-დერთი ჭეშმარიტი მაცხოვრის, ამ ერთადერთი ჭეშმარიტი ჭეშმა-რიტების, ამ ერთადერთი ჭეშმარიტი სიმართლის, ამ ერთადერთი ჭეშმარიტი სიცოცხლის (ცხოვრების), ამ ერთადერთი ჭეშმარიტი სიყვარულის, ამ ერთადერთი ჭეშმარიტი სიხარულის - მიუღე-ბლობით, ადამიანები სინამდვილეში უარყოფენ იმას, რასაც სიკვდილისაგან, ცოდვისაგან, ყოველგვარი ბოროტებისაგან, ყოვე-ლგვარი ეშმაკისაგან, ამ და იმ სოფლის ტანჯვათაგან მათი ხსნა ძალუძს. რაღა რჩებათ ასეთ ადამიანებს? ტყუილი, სიკვდილი, ცოდვა, ჯოჯოხეთი - აი, ნებაყოფლობითი არჩევანი, მათი ნებაყოფლობითი რჩეულნი. ყოველივე ამის გამო, „მოუვლინოს მათ ღმერთმა შემწე საცთურებისაი" (2 თესალონიკელთა, 2,11). ამ მუდმივად სატანური, ძალის მოქმედების ნაყოფი იმაში მდგომარეობს, რომ გულით და გონებით ისინი ტყუილს, ქრისტეს შესახებ ანტიქრისტესეულ ტყუილს ირწმუნებენ. ეს ტყუილი - ყოვლადტყუილია, რადგან ყოველივე, რასაც ანტიქრისტე და მისი წინამორბედნი ილაპარაკებენ ქრისტეს შესახებ - ტყუილია, რომელიც ტყუილის დასაბამიერი მამისაგან წარმოდგება, რომელსაც ჭეშმარიტების არც თქმა და არც ქმნა არ ძალუძს, რადგან მთელი თავისი არსებით განუდგა ჭეშმარიტებას, განდავარდა მისგან და მთლიანად ტყუილად გადაიქცა (შეადარეთ, იოანე, 8,44). ხიბლის (ცდუნების) სატანური ძალის მოქმედებით და გავლენით, ადამიანები ქრისტეს უარყოფენ და ანტიქრისტეს ირწმუნებენ, რომელიც მათ მხოლოდ იმ გზებით წაიყვანს, რომელთაც წარწყმედისაკენ, უფსკრულისაკენ, ბოროტების სამეფოსაკენ, ჯოჯო-ხეთისაკენ მიჰყავს. და ქრისტეს შესახებ ამ ანტიქრისტესეულ ყოვლადტყუილს, თავმოყვარებით და ცოდვისმოყვარებით წარსა-წყმედელი ადამიანები, ყველაზე უპირობო ჭეშმარიტებად და ყველაზე ნამდვილ რეალობად ჩათვლიან; სწორედ ამ რეალობას გაანადგურებს უფალი ქრისტე სულითა პირისა თვისითა! ასეთია სინამდვილეში ამ რეალობის ძალის, მისი „ყოვლადშემძლეობის" უძლურება.

როცა ადამიანებს შეგნებულად და ჯიუტად სურთ ერთი ჭეშმარიტი ღმერთის მიღება (შეწყნარება) და მისი მსახურება, მაშინ „მისცნა იგინი ღმერთმან გულის თქმუასა გულთა მათთასა გამოუცდელსა მას გონიერსა" (რომაელთა, 1,24; 28), ისე, რომ მათ სჯერათ ტყუილის, თავისი წამხდარი გონებით ამართლებენ და იცავენ ტყუილისადმი თავის რწმენას, ამ ტყუილში თავის ცხოვრებას და ტყუილის მთელ ფილოსოფიებს და აპოლოგიებს ქმნიან. ყოველივე ამით, ღმერთი არანაირად არ ძალადობს მათ თავისუფლებაზე, მათ არანაირ ცოდვას, სიკვდილს, ბოროტებას, ეშმაკს თავს არ ახვევს. ის მხოლოდ აძლევს მათ „გულის თქმუასა გულთა მათთასა". სინამდვილეში, ეს ადამიანური არსების ყველაზე საშინელი დაცემაა: ღმრთისხატოვან გონებას კაცისას, რომელიც საუკუნო ჭეშმარიტების, ღმრთის რწმენისათვის და მისით სიცოცხლისათვის არის შექმნილი, სწამს ტყუილისა და მისით ცოცხლობს, მას ამართლებს, მას იცავს და მას საუკუნო სასუფევლად, თავის ჭეშმარიტებად მიიჩნევს. ამ ტყუილს კი იგი „ტყუილის მამის" (იოანე, 8,44) მკლავებში აქცევს, საიდანაც გამოხსნა შეუძლებელია. მხოლოდ ეშმაკისთვის არის ტყუილი ბუნებრივი, რადგან „ოდეს იტყვიან ტყუილსა, თვისისა გულისა იტყვიან, რამეთუ მტყუვარ არს, და რამეთუ მამაისა მისი მტყუბარ არს" (იოანე, 8,44). ადამიანური არსების, ადამიანური გონების დაცემაა, სატანური დაცემაა - ტყუილი ჭეშმარიტებად ჩათვალოს და მისით იცხოვროს, მისით იაზროვნოს და იგი როგორც რაღაც თავისი, როგორც რაღაც ბუნებრივი დაიცვას. ამპარტავნებისაგან ადამიანები „ამაო იქმნეს გულის ზრახვითა მათითა, და დაუბნელდა უგულისხმოი იგი გული მათი" (რომაელთა, 1,21). „რომელთა - იგი გარდაცვალეს ჭეშმარიტებაი ღმრთისაი სიცრუვედ" (რომაელთა, 1,25). თავისი ბუნებით „ყოველი ტყუვილი ჭეშმარიტებისაგან არა არს" (1 იოანე, 2,21), არამედ მუდამ ტყუილის მამის - ეშმაკისგანაა. ქრისტეს სასუფეველი, ღმრთის სასუფეველი - საუკუნო ჭეშმარიტების სასუფეველია და საშინელი სამსჯავროს შემდეგ, მის გარეთ აღმო-ჩნდება „ყოველი მოყუარე და მოქმედი ტყუვილისაი" (გამოცხადება, 22,15).

რა მოელის ანტიქრისტესეულ ტყუილის და ყოვლადტყუილის უფ-ალ ქრისტესა და მისი მომხრეების შესახებ, სამსჯავროზე, ქრისტეს საშინელ სამსჯავროზე? ტყუილი - საუკუნო ჭეშმარიტების სამს-ჯავროზე? ბუნებრივია, რომ განისჯება იგიც და განისჯება ყველა, ვინც ნებაყოფლობით დაემორჩილა მას და მას შეერწყა. მათ ამქვეყნიური ცხოვრებისას არჩევანი ჰქონდათ: ან ქრისტეს ჭეშ-მარიტება, ან ანტიქრისტეს ტყუილი. მათ ტყუილი და მთელი ის სიცრუე ამოირჩიეს, რაც მასშია, მთელი ეშმაკისეული სიცრუე ღმრთის, ქრისტეს სიმართლის გვერდის ავლით. და ქრისტეს ჭეშმარიტება? კაცთა მოდგმის ისტორიაში, კიდევ რომელი ჭეშ-მარიტებაა ასე ყოვლადდამაჯერებლად, ასე ყოვლადაშკარად, ასე ძლიერ დამოწმებული, როგორც ღმრთაებრივი, ჭეშმარიტი და საუკუნო? კიდევ რომელმა ადამიანურმა ჭეშმარიტებამ განწმინდა და განანათლა ამდენი ადამიანი და ღმრთიური ძალებით აღავსო ისინი, წმინდა მოციქულებიდან დაწყებული (შეადარეთ, იოანე, 17,17), და შემდეგ ნათესავითი ნათესავამდე საშინელ სამსჯავრომდე? კაცთა მოდგმაში, ქრისტეს ჭეშმარიტების გარდა, არ არის სხვა, რომელმაც თავი ყველა სიკვდილში უკვდავად, ყველა დროში მარადიულად და ყველა ბრძოლაში უძლეველად წარმოაჩინა. ქვეყნიერების ისტორიაში, მხოლოდ ქრისტეს ჭეშმარიტებამ წარმოაჩინა თავი ყველა ცოდვაზე ძლიერად, გაანთავისუფლა ადამიანები ყოველგვარი ცოდვისაგან და ამით მათ ერთადერთი ჭეშმარიტი და მარადიული თავისუფლება მიანიჭა (შეადარეთ, იოანე, 8,32,34,36). რატომ? იმიტომ, რომ ჭეშმარიტება მკვდრეთით აღმდგარი ღმერთკაცი ქრისტეა: ერთდ-როულად ჭეშმარიტებაც და ცხოვრებაც, საუკუნო ჭეშმარიტებაც და საუკუნო ცხოვრებაც (შეადარეთ, იოანე, 14,6; 1 იოანე, 5,20). დიახ, ქრისტე ღმერთკაცი - „ერთი არს წმინდა სამებისაგან", რომელიც მთელ ღმრთაებრივ ჭეშმარიტებას სრულად მყოფობს; სრულად მასში, სრულად მამაში, სრულად სული წმინდაში, რომელიც მისთვის განეცხადა სოფელს და მისი ეკლესიის სულად იქცა, რათა როგორც ჭეშმარიტების სულმა, ადამიანები ჭეშმარიტების ღმერთთან და კაცთან-ქრისტესთან მიიყვანოს (შეადარეთ, იოანე, 14,17); რათა, როგორც ჭეშმარიტების სული, ადამიანებს ყველა ჭეშმარიტებისაკენ უძღოდეს (იოანე, 16,13), რომელიც ყოვლადჭეშმარიტებისაგან, ქრი-სტესაგან ამოიზრდება - მის წმინდა ეკლესიაში ქრისტეს ურიცხვი მიმდევრების საშუალებით.

და თუ ადამიანებს არ სწამთ ასეთი ჭეშმარიტებისა, რას იმსახურებენ ისინი? „რაითა ისაჯნენ ყოველნი, რომელთა არა ჰრწმენა ჭე-შმარიტებისაი მის, არამედ სათნო ეყვნეს სიცრუესა შინა" (2 თესალონიკელთა, 2,12); რადგან მათ ქრისტესა და ანტიქრისტეს შორის ანტიქრისტე აირჩიეს, ჭეშმარიტებასა და ტყუილს შორის ტყუილი აირჩიეს; რადგან სიმართლესა და სიცრუეს შორის სიცრუე აირჩიეს. რას გვიჩვენებს სიცრუის შეწყნარება და ქრისტეს სიმართლისადმი მისი დაპირისპირება? გვიჩვენებს და გვიმტკიცებს, რომ ადამიანმა თავისი გული ტყუილს, სიცრუეს, არაჭეშმარიტებას მისცა და მიანდო. ამას გარდა, ეს გვიჩვენებს, რომ ადამიანი დაუნათესავდა ეშმაკს, მისი სოფლიური ფილოსოფია, მისი ადა-მიანური ფილოსოფია, ღმრთისა და უფალი ქრისტეს მისეული გაგება შეითვისა. ნუთუ ქრისტეს სასწაულები უფრო დიდებული, უფრო ქმედითი, უფრო ღმრთივქმნული არ არის, ვიდრე ანტიქრისტესი? ნუთუ ქრისტეს სიმძლავრე ყოვლადსიმძლავრე და ქრისტეს ძალა ყოვლადძალა არ არის, თუკი მას ანტიქრისტეს ძალასთან და სიმაგრესთან შევადარებთ? ნუთუ ქრისტეს სიკეთე, ქრისტეს სიყვარული და მუდამ განუზომლად უფრო სასარგებლო არ არის ადამიანისთვის, ვიდრე ანტიქრისტეს ყოველი ფსევდოსიკეთე, ვიდრე ანტიქრისტეს ყოველი ფსევდოსიყვარული, ვიდრე ანტიქრისტეს ყოველი ფსევდოსიმართლე?

და თუ ადამიანები, ყოველივე ამის მიუხედავათ, ტყუილს ირწმუ-ნებენ და არა ჭეშმარიტებას, თუკი მათ სიმართლეზე მეტად სიცრუე უყვართ, უფალ ქრისტეს უარყოფენ და ანტიქრისტეს თავს ევლებიან, მაშინ ეს მოწმობაა იმისა, რომ ამ ადამიანებში სრულიად გადაგვარდა ადამიანური ბუნება, ადამიანური გონება, ადამიანური გული, ადამიანური სინდისი. გადავარდა, რამეთუ გასატანურდა. მხოლოდ გასატანურებულ ადამიანურ გონებას ძალუძს ქრისტეს ანტიქრისტე ამჯობინოს, მხოლოდ გასატანურებულ ადამიანურ სინდისს ძალუძს ანტიქრისტეს არჩევა და ქრისტეს უარყოფა; მხოლოდ გასატანურებულ გულს ძალუძს უყვარდეს ანტიქრისტე და არ უყვარდეს ქრისტე; მხოლოდ იმ ადამიანს - ვინც საკუთარი თავი ბეჯითი ცოდ-ვისმოყვარეობით და თავმოყვარეობით, ნებაყოფლობით ეშმაკადა-მიანად (ეშმაკად) აქცია - ძალუძს საკვირველი ღმერთკაცი უარყოს და საძაგელ ანტიქრისტეს, ანტიღმერთკაცს, ანტიადამიანს ემსახუროს.

 

წიგნიდან „ქრისტეს მეორედ მოსვლა და მომავალი საუკუნო სასუფეველი"