საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტი. საქართველოს სასწავლო - გეოგრაფიული ატლასი
სარედაქციო კოლეგია: ალექსანდრე ასლანიკაშვილი – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ– კორესპონდენტი, გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორი რომან კვერენჩხილაძე – პასუხისმგებელი რედაქტორი, გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი დავით უკლება – გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი იოსებ ქართველიშვილი – პასუხისმგებელი რედაქტორის მოადგილე შალვა ყიფიანი – გეოგრაფიულ მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი . ვახტანგ ჯაოშვილი – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ–კორესპოდენტი, პროფესორი საქართველოს სასწავლო – გეოგრაფიული ატლასი დამუშავდა რესპუბლიკის „მეცნიერებათა აკადემიის: ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტში. იგი. წარმოადგენს დამხმარე მასალას საქართველოს გეოგრაფიის შესასწავლად. მისიბშედგენისათვის საქართველოს რესპუბლიკა მდებარეობს ევროპასა და აზიას შორის გარდამავალ ზონაში და მოიცავს ძირითადად ამიერკავკასიის ცენტრალურ და დასავლეთ ნაწილებს. მისი ფართობია 69 ,7ათასი კვ. კმ. საქართველოს მკვეთრად გამოხატული ბუნებრივი საზღვრები აქვს ჩრდილოეთით (კავკასიონი) და დასავლეთით (შავი ზღვა); მას ესაზღვრება ჩრდილოეთით - რუსეთის ფედერაცია, აღმოსავლეთით - აზერბაიჯანი, სამხრეთით - სომხეთი და თურქეთი, საქართველოში ორი ავტონომიური რესპუბლიკა (აფხაზეთისა და აჭარის), 63 ადმინისტრაციული რაიონი, 61 ქალაქი, 53 დაბა და 4,5. ათასამდე სოფელია. ბუნებრივი კომპლექსების ნაირგვარობითა და მეურნეობა-მოსახლეობის განლაგების თავისებურებებით საქართველო მეტად საინტერესო ქვეყანაა. მისი ბუნებრივი პირობების სირთულისა და მრავალფეროვნების ძირითადი განმსაზღვრელი ფაქტორია გეოგრაფიული მდებარეობა. რესპუბლიკის შედარებით მცირე ტერიტორიაზე წარმოდგენილია თითქმის ყველა ლითოლოგიური და ტექტონიკური აგებულების სირთულის გამო საქართველოს რელიეფი მრავალფეროვნებით ხასიათდება. ეს ფაქტორი და ის, რომ იგი მდებარეობს ზომიერი და სუბტროპიკული ჰავის სარტყლების საზღვარზე, მას თბილი ქვეყნის თვისებებს ანიჭებს. აქ არის ზღვის ნოტიო სუბტროპიკული (დასავლეთი საქართველო), მშრალი და ზომიერად · საქართველოს ტერიტორიაზე მოიპოვება სხვადასხვა სახის სასარგებლო წიაღისეული (მანგანუმის მადანი, ქვანახშირი, ნავთობი და სხვ.). ჰიდროენერგორესურსებით რესპუბლიკა ერთ-ერთი მდიდარი რეგიონია. ბუნებრივი რესურსების ზოგიერთ სახეს (მაგალითად ტყეებს) არა იმდენად სამეურნეო, რამდენადაც საკურორტო და გარემოს დაცვითი ფუნქცია აკისრია . ქვეყნის ტერიტორია უძველესი დროიდანაა დასახლებული. წარსულში, სხვადასხვა სოციალურ-პოლიტიკური ვითარების გამო, მკვეთრად იცვლებოდა მოსახლეობის რაოდენობა და მისი ტერიტორიული განაწილება. რესპუბლიკის მოსახლეობა 5,5 მლნ კაცს შეადგენს, ხოლო სიმჭიდროვე ერთ კვ: კმ. 78,5 კაცია (1990 წ.). მოსახლეობის 70%-ზე მეტი ქართველებია, აქედან 55% ცხოვრობს ქალაქად, 45% - სოფლად. სწრაფად იზრდება ქალაქის მოსახლეობა. ნიშანდობლივია მოსახლეობის მიგრაცია მთიანი რაიონებიდან ბარის ზონაში და სოფლებიდან ქალაქებში. საქართველო ინდუსტრიულ- აგრარული რესპუბლიკაა; აქ განვითარებულია მრავალდარგოვანი მრეწველობა და სოფლის მეურნეობა. თუ ადრეულ პერიოდში საქართველოდან უმთავრესად სასოფლო-სამეურნეო პროდუქტები გაიტანებოდა ამჟამად ტვირთგაცვლაში მეტად მონაწილეობს სამრეწველო პროდუქცია. გარკვეული ძვრები მოხდა მეურნეობის ტერიტორიულ ორგანიზაციაშიც, ინდუსტრიული წარმოება ადრე მთლიანად თავმოყრილი იყო თბილისში, აგრეთვე ჭიათურაში, ტყიბულსა და ბათუმში. დღევანდელი საქართველოს მრეწველობის ძირითადი დარგებია: ელექტროენერგეტიკა, სათბობი მრეწველობა, შავი და ფერადი მეტალურგია, მანქანათმშენებლობა, საშენ მასალათა წარმოება, კვებისა და მსუბუქი მრეწველობა. მრეწველობის ძირითადი ნაწილი განლაგებულია მთათაშორისი ბარის ზონაში, რომელზედაც მოდის რესპუბლიკის სამრეწველო წარმოების 90%. მრეწველობა კონცენტრირებულია ძირითად სამრეწველო კვანძებში (თბილისი-რუსთავის, ქუთაისის, ჭიათურა-ზესტაფონის). მეურნეობის დარგებისა და მოსახლეობის შესახებ მონაცემები ძირითადად , 1988--1990 წლების მდგომარეობას ასახავს. ბუნებრივი პირობების მრავალფეროვნებამ მნიშვნელოვანწილად განსაზღვრა მრავალდარგოვანი სოფლის მეურნეობის არსებობა. მემცენარეობა უპირატესად ბარის ზონაშია, ხოლო მეცხოველეობა-მთიან რაიონებში (სათიბ-საძოვრების არსებობის გამო). აგრარული სექტორის ძირითადი დარგებია: სუბტროპიკული მეურნეობა, მევენახეობა, მეხილეობა, ტექნიკური კულტურების მოყვანა და სხვ. სოფლის მეურნეობის განვითარებას ზღუდავს მცირემიწიანობა. საქართველოში ტრანსპორტის თითქმის ყველა სახეობაა განვითარებული. ხელსაყრელი ბუნებრივ–ეკონომიკური წანამძღვრებია აგრეთვე საკურორტო მეურნეობისა და ტურიზმის განვითარებისათვის, ბუნებრივ-გეოგრაფიული და სოციალურ–ეკონომიკური პირობების შესაბამისად რესპუბლიკის ცალკეულ მხარეებში განსხვავებული მეურნეობა ჩამოყალიბდა. მეურნეობის დარგების, სატრანსპორტო ქსელისა და მოსახლეობის ტერიტორიული განაწილება ქმნის სხვადასხვა ტერიტორიულ-საწარმოო შეთანაწყობას ანუ შიდარესპუბლიკურ ეკონომიკურ-გეოგრაფიულ რაიონებს, ბუნებრივი და მეურნეობრივი ნიშნების მიხედვით ჩვენში ოდითგანვე ჩამოყალიბდა ისტორიულ-გეოგრაფიული პროვინციები, რომლებიც ეკონომიკურ-გეოგრაფიული რაიონების გამოყოფისათვის ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენს, ამჟამად საქართველოში 7 შიდარესპუბლიკური ეკონომიკურ-გეოგრაფიული რაიონია. წინამდებარე სასწავლო-გეოგრაფიული ატლასი დაგვეხმარება მშობლიური ქვეყნის შესწავლაში, საქართველოს ბუნების მრავალფეროვნებისა და მისი მეურნეობრივი განვითარების თავისებურებათა შეცნობაში. ატლასის თემატიკა ძირითადად საქართველოს გეოგრაფიის სასწავლო პროგრამამ განსაზღვრა. მასში მოთავსებული 50-მდე რუკა, 15-მდე კარტოსქემა, გრაფიკი და დიაგრამა წარმოდგენას იძლევა რესპუბლიკის ბუნებაზე, მისი მოსახლე- |
|
05.12.2021, 22:00 | |
| |
ნანახია: 98 | ჩამოტვირთვები: 0 | |
სულ კომენტარები: 0 | |