ბიოგრაფია დაიბადა თბილისში (საქართველო) 1982 წელს მხატვარ ვახტანგ მარტიაშვილის ოჯახში. 2001 წლიდან ზურაბ მარტიაშვილი პროფესიონალურად დაკავდა ხელოვნებით. მხატვარი თვლის რომ ბავშვობა არის ცხოვრების სასწაული ეტაპი , და გამოტყდა რომ სიამოვნებით დარჩებოდა მასში სამუდამოდ. მაგრამ სამწუხაროდ, ეს შეუძლებელია. ამიტომაც მხატვრის მიმზიდველი, დეკორატიული და სიკეთით აღსავსე იუმორის ნახატები გვევლინებიან იმ ჯადოსნურ კარიბჭეთ რომელსაც მხატვარი გვიხსნის და მოწიწებით გვეპატიჟება ბავშობის ზღაპრულ და ჯადოსნურ სამყაროში. მხატვრის გამოფენაზე, ერთერთმა დამთვარიებელმა შთაბეჭდილებების წიგნში დატოვა შემდეგი ჩანაწერი: "მასზე შეიძლება ითქვას, რომ მისმა შემოქმედებამ ბრწყინვალედ გამოხატა მხატვრის შინაგანი სამყაროს სიმდიდრე, ხოლო მისმა შესრულების მანერამ ეს სული ეს სამყარო ბრწყინვალედ გამოხატა". და ძნელია ამას შეეწინააღმდეგო. ზურაბ მარტიაშვილის ნახატებს ყიდულობენ კერძო კოლექციონერები ამერიკიდს შეერთებული შტატებიდან, გერმანიიდან, იტალიიდან, ავსტრიიდან, პოლონეთიდან, რუსეთიდან, უკრაინიდან, საფრანგეთიდან,ინგლისიდან, ჰოლანდიიდან, სინგაპურიდან, იაპინიიდან, ლატვიიდან, თურქეთიდან. ზურაბ მარტიაშვილს მიღებული აქვს მონაწილეობა გამოფენებში უკრაინის, რუსეთის, სინგაპურის, ესპანეთის და საქართველოს ტერიტორიებზე.
1995 - 1 ადგილი სამხატრო კონკურსში "გადავარჩინოთ ბუნება" Green Peace ეგიდით. ქ. თბილისი საქართველო. 2001 - პერსონალური გამოფენა გალერეა «Мрамор» ქ. ტიუმენი რუსეთი. 2005 - გამოფენა "სამი სამყარო ერთ ჭერ ქვეშ" გალერეა «DAVINCHI» ქ.კიევი უკრაინა. 2006 - მატების მუზეუმი "CASA de los GATOS" Lloret de Mar (Girona), ქ. სევილია ესპანეთი. 2010 - პერსონალური გამოფენა ბიზნეს ცენტრი Еurasia, ქ. კიევი უკრაინა. (ადვოკატური კომპანია Arzinger & Partners მხარდაწერით) 2010 - გამოფენა « Ukrainian Vernissage » გალერეა «WHITE CANVAS GALLERY» სინგაპური. 2011 - გამოფენა "Вокруг цвета" გალერეა «Dali design» ქ. კიევი უკრაინა. 2012 - გამოფენა "fla M&Co" რუსთაველის თეატრი ქ. თბილისი |
|
06.06.2021, 18:45 | |
| |
ნანახია: 101 | ჩამოტვირთვები: 0 | |
სულ კომენტარები: 0 | |