მაცნეები / The Messengers (ქართულად)
+ გაადიდე ფონტი | - დააპატარავე ფონტი

მაცნეები / The Messengers (ქართულად)

თვალი მიადევნეთ ადრეულ ქრისტიან მორწმუნეებს და ნახეთ, დიდი დევნის მიუხედავად, რა გაბედულად აცხადებენ ისინი იესო ქრისტესა და მისი სიტყვის შესახებ. ამას შედეგად მოჰყვება ეკლესიის ზრდა და მისი ყველაზე მოშურნე მტრის მოულოდნელი მოქცევა ქრისტიანობაზე. „წამებულთა ხმა“ გვთავაზობს ანიმაციურ ფილმს „მაცნეები — ადრეული ეკლესიის დაბადება“, რომელიც გაგრძელებაა ანიმავციური ფილმისა „ღმერთია ჩვენთან“. მკვდრეთით აღდგომის შემდეგ იესო ქრისტე გამოეცხადა თავის მოწაფეებს და უთხრა: „დარჩით იერუსალიმში მანამ, სანამ სულიწმიდა არ გადმოვა თქვენზე, როცა მიიღებთ ძალას!“ მორწმუნეები ლოცულობდნენ და ელოდნენ უფალ იესოს ბრძანებისამებრ, როდის მოეფინებოდათ მათ სულიწმიდა დიდი ძალითა და ნიშნებით! ანიმაციური ფილმი დაფუძნებულია მოციქულთა საქმეების წიგნის 1-9 თავებზე. პირველი ქრისტიანების შესახებ გადაღებული ეს შთამბეჭდავი ანიმაციური ფილმი ყველა ასაკის ადამიანებისათვის იქნება შთამაგონებელი. რეკომენდებულია 7 წლის ასაკიდან.

 

14.04.2021, 19:23
კატეგორია: რელიგიური მულტფილმები | დაამატა: vasil_elisabedashvili72 | თეგები: The Messengers, ქართულად, მაცნეები
ნანახია: 16 | ჩამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar