![]()
ეს არის 1-ელი ეპიზოდი იმ მრავალი ეპიზოდისაგან შემდგარ სერიაში, რომელიც შეეხება ბიბლიის წარმოშობას, შინაარსსა და მიზანს. აქ ნახავთ მოკლე ისტორიას იმის შესახებ, თუ როგორ დაიწერა ბიბლია, თუ როგორია ბიბლიის წიგნების შემადგენლობა კათოლიკურ, პროტესტანტულ და მართლმადიდებლურ ქრისტიანულ ტრადიციათა მიხედვით.
ბიბლიური ისტორიაამ ვიდეოში შეჯამებულია ბიბლიის მთლიანი ისტორია, რომელიც წარმოჩენილია, როგორც საკვანძო გადაწყვეტილებათა სერია. მთელი კაცობრიობა ცდილობს თავად განსაზღვროს, რა არის ცუდი და რა - კარგი. ისრაელიანებიც ასე იქცევიან და შედეგად ბაბილონის ტყვეობაში აღმოჩნდებიან. ამას მოჰყვება იესო ქრისტეს მოსვლა, რომელიც სხვა გზას ირჩევს, რომელი გზაც ახალ მიმართულებას უხსნის ახალ ქმნილებას.
დაბადების წიგნიუყურეთ დაბადების წიგნის 1-ელი ნაწილის (1-11 თავები) მიმოხილვას, რომელიც დაწვრილებით მოგვითხრობს წიგნის აგებულებისა და მასში გადმოცემული ავტორის აზრთა სვლას. დაბადების წიგნში ღმერთი ქმნის კარგ ქვეყნიერებას და ადამიანებს აბარებს მოსავლელად. ისინი კი ბოროტის გავლენის ქვეშ ექცევიან და ყველაფერს აფუჭებენ.
შალომ - მშვიდობასიტყვა „მშვიდობა“ ყველასთვის ცნობილია, თუმცა ყველა სხვადასხვანაირად აღიქვამს მას. რას ამბობს ამ სიტყვის შესახებ ბიბლია? ბიბლიის თანახმად „მშვიდობა“ ნიშნავს არა მხოლოდ უთანხმოების არარსებობას, არამედ მის ჩანაცვლებას რაღაც ახლითა და კარგით. ამ ვიდეოში ჩავუღრმავდებით იმას, თუ რას ნიშნავს „მშვიდობა“ ანუ „შალომ“ თავისი არსით და გავიგებთ, თუ როგორ მიგვიძღვის ის უფალ იესოსკენ.
იესოს შობა (ლუკა 1-2) პირველი ნაწილი ლუკას სახარების მიხედვით მომზადებული ხუთნაწილიანი სერიისა. ჩვენ შევიტყობთ უფალ იესოს შობასთან დაკავშირებული საოცარი მოვლენების შესახებ. მისი ოჯახის სიღარიბე და დაბალი სოციალური სტატუსი ისრაელის საზოგადოებაში მომასწავებელია უფალ იესოს სამეფოს სრულიად განსხვავებული ბუნებისა.
იესოს ნათლობა (ლუკა 3-9) მეორე ნაწილი ლუკას სახარების ხუთნაწილიანი სერიიდან. ჩვენ ვნახავთ, როგორ დაიწყო იესო ქრისტემ სახარების მსახურება ღარიბთათვის და როგორ შეკრიბა სხვადასხვა ფენის წარმომადგენელი ადამიანები, რათა მათ მშვიდობით ეცხოვრათ ერთობლივად.
უძღები ძე (ლუკა 9-19) მესამე ნაწილი ლუკას სახარების ცენტრალური ნაწილის მიმოხილვაა. იერუსალიმისკენ მიმავალ გრძელ გზაზე იესო კვლავ უქადაგებს ღარიბებს კეთილ უწყებას, რაც კიდევ უფრო აღრმავებს განხეთქილებას იესოსა და ისრაელის რელიგიურ წინამძოლებს შორის. ეს დაძაბულობა ქმნის ფონს ცნობილი იგავისთვის უძღები ძის შესახებ.
იესოს ჯვარცმა (ლუკა 19-23) იესო ქრისტეს საქმისა და მსახურების დამაგვირგვინებელი გახლდათ მძიმე კვირა, რომელიც პასექის დღესასწაულით დასრულდა. ამ ეპიზოდში განვიხილავთ ლუკას სახარების მე-19-23 თავებს და ვნახავთ, რატომ გააკრეს უდანაშაულო იესო ჯვარზე, როგორც რომის იმპერიის წინააღმდეგ ამბოხებული. ასევე დავინახავთ იმასაც, რომ უფალი იესოსთვის ეს მოულოდნელი არ ყოფილა, რადგან იცოდა, რომ თავისი სიკვდილი ისრაელს და მთელ კაცობრიობას ახალი მომავლის კარს გაუღებდა.
![]() |
|
| 09.03.2025, 22:08 | |
|
| |
| ნანახია: 21 | ჩამოტვირთვები: 0 | | |
| სულ კომენტარები: 0 | |




