სათადარიგო მასწავლებელი / Detachment (2011) ფილმი ქართულად
+ გაადიდე ფონტი | - დააპატარავე ფონტი

ჟანრი: დრამატული ფილმი
დამდგმელი რეჟისორი: ტონი კეი
პროდიუსერი: ედრიენ ბროუდი
სცენარის ავტორი: კარლ ლუნდი
კომპოზიტორი: The Newton Brothers
ოპერატორი: ტონი კეი
მონტაჟი: ბარი ალექსანდ ბრაუნი, ჯეფრი რიჩმენი
როლებში:
ედრიენ ბროუდი — ჰენრი ბარტეზი
მარშა გეი ჰარდენი — კეროლ დერდენი
ლუსი ლიუ — დორის პარკერი
კრისტინა ჰენდრიქსი — სარა მედისონი
უილიამ პეტერსენი — სარჯ კეპლერი
ბრაიან კერსტონი — მისტერ დარდენი
ტიმ ბლეიკ ნელსონი — მისტერ ვიატი

სათადარიგო მასწავლებელი — 2011 წლის ამერიკული დრამატული ფილმი, რომელიც ეხება ზოგადი განათლების პრობლემებს. ფილმის მთავარი გმირია ჰენრი ბარტეზი, რომელიც სათადარიგო მასწავლებელია და ძირითადი მასწავლებლების შემცვლელად დროებით მუშაობს ამერიკის საჯარო სკოლებში. ის ამავდროულად ცდილობს, გამოასწოროს არასრულწლოვანი მეძავი გოგონა.

ჰენრი ბარტი, რომლის როლსაც ედრიან ბროუდი ასრულებს, არის სათადარიგო მასწავლებელი. მას იმ სკოლაში გზავნიან, სადაც მოულოდნელად პედაგოგი აკლდებათ. მისი მორიგი დავალებაა ინგლისური ენისა და ლიტერატურის სწავლება ისეთ სასწავლო დაწესებულებაში, სადაც უცენზურო ლექსიკის გამოყენება, მასწავლებლის იგნორირება და აგრესია არავის უკვირს.  ეს არ არის შაბლონური კინო ურთიერთობაზე, რომელიც მასწავლებელსა და მოსწავლეებს შორის მყარდება. მასში ნაჩვენებია რომ არ ღირს ადამიანის პირველი შთაბეჭდილებით განსჯა. ფილმი დაგვაფიქრებს იმაზე, რომ ყველა რთულ მოზარდს თავისი ისტორია აქვს.

 

 

 

09.02.2026, 22:48
კატეგორია: მელოდრამა | დაამატა: vasil_elisabedashvili72 | თეგები: Detachment, 2011, ფილმი ქართულად, სათადარიგო მასწავლებელი
ნანახია: 5 | ჩამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
avatar