ანსამბლ ერისიონის კონცერტი 2002 წელს პარიზში.
ანსამბლი დაარსდა 1885 წელს, როგორც საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი, ხოლო „ერისიონი“ 1999 წელს ეწოდა. 1986 წლიდან ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელი იყო საქართველოს სახალხო არტისტი, სახელმწიფო და რუსთაველის პრემიების ლაურეატი ჯემალ ჭკუასელი. 1999 წელს ანსამბლი თბილისში მუშაობდა ჯიმ ლოუსთან და პასკალ ჯორდანთან ერთად. 2000 წელს შოუ-პროგრამა „ლეგენდა თამარზე“ აშშ-ში ჩატარდა, 2001 წლიდან კი პარიზში ტარდებოდა პროგრამა „Georgian Legend“. პროგრამა ასევე ჩატარდა ევროპის სხვა ქვეყნებში, მოგვიანებით კი რუსეთში, ჩინეთში და სხვა ქვეყნებში. ორივე პროგრამაზე ადგილობრივმა მედიასაშუალებებმა დადებითი რეცენზიები გამოაქვეყნეს, მათ შორის – New York Post და Los Angeles Times. 2002 წელს პარიზში „ერისიონს“ გადაეცა ოქროს დისკი.
|
|
23.12.2017, 13:28 | |
| |
ნანახია: 107 | ჩამოტვირთვები: 0 | |
სულ კომენტარები: 0 | |