„ვერის უბნის მელოდიები“ — ქართული მუსიკალური კომედიის ჟანრის მხატვრული ფილმი, გადაღებული 1973 წელს კინოსტუდიაში „ქართული ფილმი“. იგი პირველი ქართული მიუზიკლია.
ფილმი ღარიბი ობოლი გოგონების ამბავს მოგვითხრობს, რომელთაც ცეკვის შესწავლა სურთ, მაგრამ საამისო სახსრები ვერ გამოუნახავთ. ჰოდა, მათი ოცნების ასრულება მათსავით ღარიბ, კეთილ მრეცხავ ქალს უკისრია, რისთვისაც ისეთი ოინები ჩაუდენია, რომ მთელი ქალაქი გაუოცებია, კინაღამ ბუნტიც აუტეხია და რაც მთავარია გოგონები „ტანც-კლასშიც“ მოუწყვია.
დამდგმელი რეჟისორი - გიორგი შენგელაია
სცენარის ავტორი - გიორგი შენგელაია, ანზორ სალუქვაძე
კომპოზიტორი გიორგი ცაბაძე
ხმის ოპერატორი ვლადიმერ დოლიძე
ოპერატორი ალექსანდრე მღებრიშვილი
მხატვარი ვახტანგ რურუა
ედუარდ ლაპკოვსკი
სტუდია ქართული ფილმი
გამოსვლის თარიღი
ხანგრძლივობა 97 წუთი
როლებში:
ბორის წიფურია — ძიბო
გოგი ქავთარაძე — პოლიციელი
ვახტანგ კიკაბიძე — პავლე
სოფიკო ჭიაურელი — ვარდო
ალისა ფრეინდლიხი — აკვანარიხსკაია - ბალეტის მასწ.
დოდო აბაშიძე — პრისტავი - პოლიციის უფროსი
კახი კავსაძე — ინოჩენცი
რამაზ ჩხიკვაძე — ვაჭარი პანკე
ია ნინიძე — თამრო
ბაადურ წულაძე — პოლიციელი
მაია კანკავა — მარო
ეროსი მანჯგალაძე — აღა გეურქოვი
ზურაბ კიკალეიშვილი — ფოსტალიონი
გიორგი გეგეჭკორი — ფარმაცევტი
ოთარ ზაუტაშვილი
ლია გუდაძე — გეურქოვის მეუღლე
მზია მაღლაკელიძე
ნანული სარაჯიშვილი — ტურფა
ზანდა იოსელიანი
ბონდო გოგინავა
აბესალომ ლორია
ნოდარ სოხაძე
მარინა კახიანი — გიმნაზისტი