გამოცდილი მწყემსი, მარტია ახლოური, სხვა მწყემსებთან ერთად ცხვარს ზამთრის საძოვრებისკენ მიერეკება. მძიმე და ერთფეროვანია მეცხვარეთა შრომა, მცირე შეცდომას გამოუსწორებელი შედეგები მოაქვს. მარტიას უფროსი შვილი გელა მწყემსურ ცხოვრებაზე გულს აიყრის, ახლობლების რჩევას ყურს არ დაუგდებს, ცხვარს მიატოვებს და იოლი ცხოვრების საძიებლად ქალაქს მიაშურებს. ქარიშხლისგან დაფანტული ცხვრის გადასარჩენად სტიქიასთან ბრძოლაში მარტია დაიღუპება. ქალაქიდან დაბრუნებული გელა მამის სიკვდილში თავის დანაშაულს ხედავს და მწარედ ნანობს მის მიტოვებას.
ჟანრი: კინომოთხრობა
დამდგმელი რეჟისორი: ელდარ შენგელაია, თამაზ მელიავა სცენარის ავტორი: მერაბ ელიოზიშვილი
კომპოზიტორი: ირაკლი გეჯაძე ხმის ოპერატორი: მიხეილ ნიჟარაძე
ოპერატორი: ლეონიდ კალასნიკოვი, გიორგი კალატოზიშვილი მონტაჟი: ნელი სარადოვა
მხატვარი: დიმიტრი თაყაიშვილი, ქრისტესია ლებანიძე სტუდია: ქართული ფილმი
პრემიერა: 1963 ხანგრძლივობა: 97 წთ.
როლებში
იმედა კახიანი — გელა
არიადნა შენგელაია — მარია
გიორგი კიკაძე — ვაჟია
სპარტაკ ბაღაშვილი — მარტია
ნ. კალაფიდინი — პეტრო
მერაბ ელიოზიშვილი — ბალთა
კონსტანტინე (კოტე) თოლორაია — სიათა
დოდო აბაშიძე — დღვირა (მძღოლი)
ალექსანდრე (სესიკა) კუპრაშვილი — ყივანა
იოსებ (სოსო) თერალაშვილი — მოხუცი სერო
ვალენტინ დონღუზაშვილი — გლახო
ლეო (ლევან) ფილფანი — ჯაბალა
აკაკი (კაკო) კვანტალიანი
გრიგოლ ტყაბლაძე
შალვა ლორთქიფანიძე
დურმიშხან ხულორდავა
უ. რაშიდოვი
გ. ისაევა
ა. აბოვიანი
ვ. ბოჭორიშვილი
ა. წიკლაური