![]()
ფილმის სცენარს საფუძვლად დაედო 1954 წლის გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდაში“ დაბეჭდილი ნარკვევი, სადაც ავტორი- ნინა ალექსანდროვა- რუსეთის ერთ-ერთ პროვინციულ ქალაქში მომხდარ ამბავს აღწერდა-როგორი დედობრივი მზრუნველობით ზრდიდა მეუღლისაგან მიტოვებული ქალი გერებს. სიუჟეტი ელმავლის მემანქანე დათა დაქვრივებული მარტოხელა მამაა და ორ შვილს ზრდის. იგი მთელ დღეს სამსახურში-რკინიგზაზე ატარებს და ძლიერ უჭირს ოჯახისა და შვილების გაძღოლა. დათას მცდელობა, რომ ცოლად შეირთოს თავისი სატრფო-თეო, უნაყოფო აღმოჩნდება-თეო ვერ იღებს თავზე ორი ბავშვის დედობის პასუხისმგებლობას და დაცილებას არჩევს. მამის ზედამხედველობას მოკლებული პატარა გია და ლია უპატრონოდ დაეხეტებიან ქუჩაში და ფათერაკებს აწყდებიან. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევის დროს ბავშვები ახალგაზრდა სტუდენტ გოგონას-ნატოს გაიცნობენ და დაუმეგობრდებიან. თავადაც ობლობაში გაზრდილი ნატო გულისხმიერებით მოეკიდება პატარებს, რის გამოც ბავშვები მას ძლიერ შეიყვარებენ. ნატოს სილამაზე და სათნო ბუნება ბავშვების მამასაც ხიბლავს და ქალიშვილს ცოლად თხოულობს. აწეწილ ოჯახს ბედნიერება უბრუნდება-ნატო დათასათვის მზრუნველი და ალერსიანი მეუღლე, ბავშვებისათვის კი-მოსიყვარულე დედა აღმოჩნდება, მაგრამ იდილია დიდხანს ვერ გასტანს. დროთა განმავლობაში დათა ხვდება, რომ თეოსადმი სიყვარულს თავს ვერ აღწევს, ოჯახს ტოვებს და თეოსთან ერთად მიდის. შეურაცხყოფილი ნატო სახლიდან გარბის, მაგრამ მატარებელს გამოდევნებული ბავშვების სასოწარკვეთილება მიახვედრებს, რომ ისინი მისთვის "სხვისი შვილები" აღარ არიან. აცრემლებული ნატო დაძრული მატარებლიდან ხტება და ბავშვებთან ერთად ბრუნდება შინ დამდგმელი რეჟისორი: თენგიზ აბულაძე როლებში: ეპიზოდებში
![]() |
|
| 30.06.2009, 21:42 | |
|
| |
| ნანახია: 15 | ჩამოტვირთვები: 0 | | |
| სულ კომენტარები: 0 | |




