სიუჟეტი
ყურადღება! ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.
ახალგაზრდა ხელოსან გოგიას და სოფლელ გოგოს ტასიას ერთმანეთი შეუყვარდებათ. საქორწილო მაყრიონის თანხლებით ტასიას სოფელში ჩასულ გოგიას საპატარძლო აღარ დახვდება — ტასიას ნათლიის, თავადის ქალის ბრძანებით, ის თავადის სახლში შინამოსამსახურედ წაიყვანეს. ხანშიშესულ თავადს ტასია მოეწონა და მისი ცოლად შერთვა გადაწყვიტა. გოგიას მისი მეგობარი ყარაჩოხელები ეხმარებიან, რომ საცოლე დაიბრუნოს.
დამდგმელი რეჟისორი: მიხეილ ჭიაურელი
სცენარის ავტორი: ნოდარ წულეისკირი, მიხეილ ჭიაურელი
ეფუძნება : ავქსენტი ცაგარელი — „რაც გინახავს, ვეღარ ნახავ“
კომპოზიტორი: რევაზ ლაღიძე
ხმის ოპერატორი: ა.შტეგელმანი
ოპერატორი: დუდარ მარგიევი
მხატვარი: სერაპიონ ვაწაძე, ფარნაოზ ლაპიაშვილი
სტუდია: სს „ქართული ფილმი“
გამოსვლის თარიღი : 1965
ხანგრძლივობა: 82 წუთი
როლებს ასრულებენ:
გიორგი შენგელაია — გოგია
სოფიკო ჭიაურელი — ტასია
ვახტანგ ნინუა — თავადი ავთანდილი
ვასო გოძიაშვილი — ავეტიკა
აკაკი ხორავა — გიჟუა
ვერიკო ანჯაფარიძე — თავადის ქალი
სერგეი მარტინსონი — ბორისი
არჩილ გომიაშვილი — კოსტაია
ცაცა ამირეჯიბი — მელანო
აკაკი კვანტალიანი — პაპა ლაზარე
ფარსმან სონღულაშვილი — მოურავი
მერი დავითაშვილი — მართა
კოტე დაუშვილი — მღვდელი
დიმიტრი ყიფიანი — თავადი
ელენე ყიფშიძე — სტუმარი
ირაკლი ქოქრაშვილი — ყარაჩოხელი
მიხეილ ჩიხლაძე — დავითის ბიძა
ეპიზოდებში:
ემანუელ აფხაიძე
ილია ბაკაკური
ავთანდილ ვერულეიშვილი
ედიშერ მაღალაშვილი
მიხეილ სულთანიშვილი
გივი თოხაძე
კონსტანტინე (კოტე) თოლორაია