![]()
ნატვრის ხე — თენგიზ აბულაძის 1976 წელს შექმნილი მხატვრული ტრილოგიის მეორე ფილმი გიორგი ლეონიძის მოთხრობების მიხედვით. ტრილოგიის დანარჩენი ფილმებია: I. „ვედრება“ და III. „მონანიება“. დამდგმელი რეჟისორი: თენგიზ აბულაძე როლებში სიუჟეტი ფილმი რევოლუციამდელი სოფლის მოზაიკურ პანოს წარმოადგენს, რომელშიც სინამდვილე ორგანულადაა შერწყმული პირობითთან. ამ იდეალისტთა, მეოცნებეთა, ამპარტავანთა და პატივმოყვარეთა სამყაროში მთავარი სიუჟეტური ხაზი მარიტასა და გედიას ტრაგიკული სიყვარულით არის წარმოდგენილი, რომელთაგანაც გადაჯაჭვულია სოციალური წყალგამყოფი ხაზის ორთავე მხარეს მოქცეულ სხვა პერსონაჟთა ბედი. მშვენიერი მარიტა იძულებული გახდება მამის ნებას დაყვეს და შეძლებულ შეთეს მისთხოვდეს, თუმცა მისი გული დიდი ხანია გედიას ეკუთვნის. ქალ-ვაჟი ერთმანეთთან დაცილებას მწარედ განიცდის. მარიტას დედამთილი მიხვდება, რომ რძალს მისი შვილი არ უყვარს და ქმრის ღალატს დასწამებს. ადათის თანახმად, მოღალატე ცოლს საქვეყნოდ დასჯიან. უდანაშაულოდ ისჯება მშვენიერება, ბოროტი სძლევს კეთილს. თუმცა სოფელში მეამბოხეებიც არიან, რომლებიც უზნეობას არასდროს შეურიგდებიან. ადამიანები ლუკმა-პურისათვის წელებზე ფეხს იდგამენ, იტანჯებიან და ოცნებობენ ნათელ მომავალზე, ყველა საკუთარი „ნატვრის თვალს“ დაეძებს, სასწაულების ასრულებას შესთხოვს თავის ნატვრის ხეს. ჯილდოები 1977: მთავარი პრიზი და დიპლომი რიგის X საკავშირო კინოფესტივალზე
![]() |
|
| 01.07.2009, 10:07 | |
|
| |
| ნანახია: 14 | ჩამოტვირთვები: 0 | | |
| სულ კომენტარები: 0 | |




