![]()
მე, ბებია, ილიკო და ილარიონი — რეჟისორ თენგიზ აბულაძის 1962 წლის ფილმი. გადაღებულია ნოდარ დუმბაძის ამავე სახელწოდების მოთხრობის მიხედვით. სიუჟეტი ობოლი სოფლელი ბიჭი ზურიკელა ოლღა ბებიის და მეზობლების, ილიკოსა და ილარიონის გარემოცვაში იზრდება. ილიკო და ილარიონი იუმორით სავსე ადამიანები არიან, ერთმანეთთან საოცრად თბილი ურთიერთობა აქვთ და ამავე დროს სულ კამათობენ. ზურიკელას უყვარდება თანაკლასელი გოგონა მერი, წერს პირველ ლექსს, აბარებს მისაღებ გამოცდებს. იგი უმაღლესის დამთავრების შემდეგ კვლავ სოფელს უბრუნდება და მზადაა, სიკეთის მარცვალი ჩააგდოს ცხოვრების საკუთარ ხნულში. დამდგმელი რეჟისორი: თენგიზ აბულაძე როლებში გადაღება მთავარი როლის შემსრულებლად განიხილებოდა მსახიობ გოგი ქავთარაძის კანდიდატურა. საბოლოოდ შეარჩიეს სერგო ორჯონიკიძე, რომელსაც მანამდე სამსახიობო თამაშის გამოცდილება არ ჰქონდა. ფილმმა მას პოპულარობა და წარმატება მოუტანა. ფილმის გამოსვლიდან 6 წლის შემდეგ ის მერის როლის შემსრულებელ მანანა აბაზაძეზე დაქორწინდა. ილარიონის როლზე განიხილებოდა აკაკი კვანტალიანი, ხოლო ილიკოს როლზე ვახტანგ ნინუა და გიზო სიხარულიძე. საბოლოოდ ილარიონის შემსრულებლად შეირჩა გრიგოლ ტყაბლაძე, ხოლო ილიკოსი სანდრო ჟორჟოლიანი. ამ უკანასკნელს ილიკოს როლი უკვე შესრულებული ჰქონდა გიგა ლორთქიფანიძის მიერ დადგმულ ამავე სახელწოდების სპექტაკლში. შერჩევის გარეშე იყო დამტკიცებული ოლღას როლზე სესილია თაყაიშვილის კანდიდატურა. ადგილმდებარეობა ფილმი გადაღებულია ლეჩხუმის სოფელ ლაილაშში. გადასაღები ადგილი რეჟისრომა თენგიზ აბულაძემ შეარჩია. გადამღები ჯგუფი ფილმის გამოსვლის შემდეგ საზოგადოებამ გააკრიტიკა ფილმის შინაარსისთვის შეუსაბამო ადგილის შერჩევისთვის. სცენების ნაწილი გადაღებულია თბილისში, კინოსტუდიის პავილიონში, ზამთრის სცენები ბაკურიანსა და ლენინგრადში
![]() |
|
| 04.07.2021, 20:55 | |
|
| |
| ნანახია: 11 | ჩამოტვირთვები: 0 | | |
| სულ კომენტარები: 0 | |




